planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
audi b3 b4 მოწყობილობა და რემონტი pdf rus View the full article
-
როგორი უნდა იყოს მასწავლებელი? საგანმანათლებლო სივრცეში ეს კითხვა ყოველთვის აქტუალურია. სხადასხვა ეპოქაში განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებდნენ პედაგოგებს. გაზიარება [ეკა კვირკველია. 18:30 20.07.2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TEWyd1bP2eI/AAAAAAAAD7o/JY950Z-s4kM/s200/1279545958_untitled-1.jpgდღეს ქართული სკოლები კვალიფიციურ და სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ითხოვენ. სასერტიფიკაციო გამოცდების ჩასაბარებლად 14 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა. დარეგისტრირებულ მასწავლებელთაგან ნახევარი არ გამოცხადდა ტესტირებაზე. მასწავლებლები კოლეგების ამ გადაწყვეტილებას მოუმზადებლობითა და სიახლისადმი შიშით ხსნიან. არიან თუ არა მასწავლებლები მზად პროფესიული უნარების ტესტების ჩასაბარებლად? ამას ტესტების შედეგები გამოავლენს. ტესტი 27 დავალებას მოიცავს და სამი ნაწილისგან შედგება: სასწავლო გარემოს შეფასება – რამდენად შეუძლიათ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვა და წარმართვა; განვითარებისა და სწავლის თეორიების ცოდნა – იცის თუ არა მასწავლებელმა განათლების თეორეტიკოსების ნაშრომები პედაგოგიკური ფსიქოლოგიისა და მეთოდური მიდგომის შესახებ; ბოლო დავალებაში მასწავლებლებმა უნდა გამოავლინონ იმ საკანონმდებლო აქტების ცოდნა, რომლებიც განათლების სფეროს შეეხება. პედაგოგთა აზრით, სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარება პრესტიჟის საკითხია. იმედოვნებენ, რომ სერტიფიკატის მიღება მათ ანაზღაურებასაც გაზრდის. გარდა ამისა, არ ექნებათ სამუშო ადგილის დაკარგვის შიში. მასწავლებლები არა მხოლოდ მოსწავლეების განათლებასა და მომავალზე, საკუთარ მომავალზეც ზრუნავენ. სწორედ, ეს „აიძულებთ“ მათ, მოსწავლეთა აღზრდის ახალი მეთოდები შეისწავლონ და გამოიყენონ, გაეცნონ ჯონ დიუის, ჟან პიაჟესა და ლევ ვიგოტსკის თეორიებს. „პროფესიული უნარების ტესტის ჩაბარება მოტივაციას გვიქმნის, იმისთვის რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა, სასწავლო გარემოს შეფასების უნარი. ეს სერტიფიკატი მომცემს კვალიფიციური მასწავლებლის სტატუსს. პარაქტიკულ და თეორიულ ცოდნას შევათავსებთ ერთმანეთთან. პედაგოგთათვის ეს არის შანსი იმისა, რომ რომ იქცნენ „პრივილეგირებულ“ მასწავლებლებად, მოიპოვონ პრესტიჟი. სერტიფიკატის მიღება აისახება ჩვენს ანაზღაურებაზეც. გარდა ამისა, მინდა საკუთარი თავისადმი რწმენა გავიმყარო, საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ შემიძლია სკოლაში, ბავშვებთან მუშაობა. ტესტები ამოწმებს რთულ სიტუაციაში ოპტიმალური გამოსავლის პოვნის უნარს, ბავშვებთან ურთიერთობის ტექნიკის ცოდნას. ტესტი არ არის შედგენილი მხოლოდ იმისთვის, რომ აპლიკანტმა გადალახოს ზღვარი და მიიღოს სერტიფიკატი. წარმოდგენილი სიტუაციური და სიმულაციური სავარჯიშოებით მასწავლებელი იძენს ახლებურ ხედვას, რომელსაც შემდეგ პრაქტიკაში გამოიყენებს. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ბავშვის ფსიქოლოგია და შეგვეძლოს მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობა,“ – ამბობს კერძო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი დალი დალაქიშვილი.ჩვენთან საუბრისას მასწავლებლები თავს ვალდებულად თვლიდნენ, აღენიშნათ, რომ სკოლების ადმინისტრაციებმა პედაგოგთა მოსამზადებლად თანხა და რესურსები გაიღეს. „ჩვენი ადმინისტრაცია გვიტარებდა ტრენინგებს, გვაწვდიდა სასწავლო მასალას. ტესტში თანაბრად არის მოცემული თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, სიტუაციური მაგალითები, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ მოსწავლეებთან ურთიერთობისას. ჩემთვის მთვარია დავადგინო, რა არ ვიცი და რა უნდა ვიცოდე,“ – გვითხრა 75– ე სკოლი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა, მაია მგალობლიშვილმა, შეაფასა პედაგოგთა ტესტირების პროცესი და მისი მნიშვნელობა: „ეს არის რაღაც მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი სასკოლო განათლების სისტემაში. ჩემი აზრით, ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ სახელმწიფომ სკოლებში გარკვეული წესრიგის დამყარება მოინდომა. სკოლების ბრენდირების პროცესიც და მასწავლებლების საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებიც მოემსახურება იმას, რომ სახელმწიფოს – განათლების სამინისტროს სახით – ექნება გარკვეული, განსაზღვრულ პარამეტრებზე დაფუძნებული სურათი, თუ რა ხდება ჩვენს სკოლებში. ეს არის პირველადი საველე სამუშაო, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო. ეს იქნება მონაცემთა ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც სასკოლო სიტემის მართვა გაადვილდება. შეგიძლიათ მითხრათ, რომელია დღეს კარგი სკოლა? და თუ დამისახელებთ, იმის დასაბუთებას შეძლებთ, რატომ არის ეს სკოლა კარგი? ტესტის შედეგები გავლენას იქონიებს კონკურენციაზე მასწავლებელთა შორის. ეს ძალიან კარგია. მაგრამ ცუდია, თუ ეს შედეგები იქცევა ნომერ პირველ კრიტერიუმად პედაგოგების რანგირებაში. ტესტი, რომელიც ასახვას პედაგოგის მომზადების დონეს რაღაც კონკრეტული დროითი მომენტისთვის, ვერ გამოდგება იმის შესაფასებლად, რომელი მასწავლებელია უმაღლესი კვალიფიკაციისა და რომელი – არა. როგორც ზემოთ გითხარით, ეს ტესტირება უფრო მონაცემების შეგროვების პროცესი მგონია და არა რეალურად საკვალიფიკაციო ან საატესტაციო გამოცდა. მასწავლებლები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მათთვის აღმოჩენა იყო განათლების თეორეტიკოსების ხედვები და აპირებენ მომავალში მათზე დაყრდნობით იმუშაონ. ქალბატონი მაია ადასტურებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ ეს ავტორები ჩვენი პედაგოგების უმრავლესობისთვის უცნობია. დიუის, პიაჟესა და ვიგოტსკის თეორიები მეცნიერულად სწორია. ისინი ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს. თუმცა ამ სიაში ისეთი ავტორებიც მოხვდნენ, რომელთა ნაშრომების მეცნიერული ღირებულება საკამათოა. ასეთია, მაგალითად, გარდნერი. „მგონია, რომ განათლების სამინისტრო ამ შემთხვევაშიც ზონდირების ექსპერიმენტს ატარებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განათლების სამინისტრო ამ ავტორების წიგნებს თარგმნის ქართულად და თავად ამ წიგნების ვარგისიანობას ამოწმებს პედაგოგებზე.“ მაია მგალობლიშვილი არ იზიარებს მასწავლებელთა ოპოტიმიზმს, რომ სერტიფიკატის მიღება მათ ანაზღაურებას გაზრდის: „მე ვიწონებ იმ მასწავლებლების გადაწყვეტილებას, ვინც სააპრობაციო გამოცდაზე გავიდა, მაგრამ ამ გამოცდის შედეგები, ვფიქრობ, მათ ხელფასზე ვერ აისახება. ამას გამოცდების დებულება არ ითვალისწინებს. თუ სკოლის ადმინისტრაცია ან რესურსცენტრების წარმომადგენელები ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას, ამყარებენ ასეთ მოლოდინს მასწავლებელთა შორის, ისინი, უბრალოდ, არაწესიერად ექცევიან პედაგოგებს.“ მაია მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ ტესტები არაეფექტურია მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და ცოდნის შესამოწმებლად. „მე ვნახე ამ ტესტების ნიმუშები. გეტყვით პირდაპირ: ამ ტესტებს არ შეუძლიათ და არც ევალებათ სრულყოფილად გამოავლინოს მასწავლებლის პროფესიული უნარები. ეს უფრო დროის მოკლე მონაკვეთში მიღებული გადაწყვეტილებების ტესტირებაა, საკლასო ოთახში პედაგოგის ქცევის, მისი ორიენტაციის შემოწმებაა.“ პედაგოგებისა და ექსპერტების მოლოდინები ერთმანეთს არ ემთხვევა. დაუდგენელია, რეალურად რას ემსახურება ეს გამოცდები. თუმცა ფაქტია, რომ მასში მასწავლებელთა გარკვეულმა რაოდენობამ ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა და დიდი ოპტიმიზმითაც. გამართლდება თუ არა მათი ეს ოპტიმიზმი და მოემსახურება თუ არა ტესტირება ახალი ტიპის სკოლების შექმნასა და ახლებური სწავლების დანერგვას, ამას განათლების სამინისტრო გადაწყვეტს. "ახალი 7 დღე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, რაიონებიდან და სოფლებიდან მოტყუებით ჩამოყვანილი ხალხი, მათ შორის არასრულწლოვანები, სპორტის სასახლეს ატირებულები ტოვებდნენ და უფალს შენდობას სთხოვდნენ. გაზიარება [ნინო მიქიაშვილი. 18:23 20.07.2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TEWxPPrmD-I/AAAAAAAAD7g/qlDHVd3dfZQ/s200/32050_130130827011180_100000427917163_251370_1159778_n.jpgმათ შორის ზოგს ეგონა, რომ სპორტის სასახლეში კონცერტს მოისმენდა, ზოგი იქ ფილმის სანახავად ჩამოვიდა გორიდან, დუშეთიდან, ლაგოდეხიდან... მოტყუებულებს შორის თბილისელებიც იყვნენ. სპორტის სასახლე ხალხით თითქმის გავსებული იყო და იქ მხოლოდ მოტყუებულები არ იყვნენ. პრესა.გე იმ ღონისძიების ირგვლივ გიამბობთ, რომლის რეკლამა ცენტრალურ ტელეარხებზე უკვე რამდენიმე დღეა გადის – ინგლისიდან ჩამოსული ვინმე დევიდ ჰეთევეი, იესოს სახელით ხალხს სპორტის სასახლეში ეპატიჟება. იმ იმედით, რომ ბრმებს მხედველობა დაუბრუნდებოდათ, ხეიბრები სიარულს დაიწყებდნენ და ყრუ–მუნჯები ალაპარაკდებოდნენ, ადამიანები სპორტის სასახლეში მივიდნენ. ღონისძიება 18 საათზე დაიწყო. ჩვენ იქ თითქმის ერთი საათით ადრე მივედით და დარბაზში შევედით. იმათ, ვისაც ხელში ყვითელი ფერის, ეგრეთ წოდებული ბილეთები ეჭირათ, თეთრ გახამებულ პერანგებში გამოწყობილი, ხელში რაციებ მომარჯვებული ახალგაზრდები ეუბნებოდნენ, რომ ქვემო იარუსებზე დამსხდარიყვნენ; თეთრ ბილეთიანებს ზედა იარუსებზე უშვებდნენ. ისინი, ვინც წესრიგს ამყარებდნენ, სამკერდე ნიშნებზე ეწერათ – “წესრიგის დამცველი – ჯონი“, “წესრიგის დამცველი – თაზო“... მათმა ნაწილმა გვითხრა, რომ რომ ევანგელისტური ეკლესიიდან იყვნენ; ნაწილმა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა – “ახლა სამსახურში ვარ, მე ვერაფერს გეტყვითო“. არცერთმა “წესრიგის დამცველმა“ არ გვიპასუხა ვინ მისცა მათ რაციები; ძვირადღირებული უფერო ყურთსასმენები და ჰალსტუხებზე მიმაგრებული პატარა მიკროფონები. ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ “სამსახურში“ იყვნენ და იცავდნენ წესრიგს. თეთრ, ასევე გახამებულ პერანგებში გამოწყობილ ახალგაზრდა გოგონებს, სამკერდე ნიშნები ჰქონდათ მიმაგრებული, წარწერით – “მლოცველი“. როცა დარბაზში შემოსულებს სპორტის სასახლეში მოსვლის მიზეზს ვეკითხებოდით, გვპასუხობდნენ “იესოს შვილები ვართო“. ზოგი ჩვენს კითხვას უპასუხოდ ტოვებდა, ზოგმა გვითხრა, რომ ფილმის სანახავად მოვიდნენ. სანამ დარბაზს ჩააბნელებდნენ და შეკრებას გახსნილად გამოაცხადებდნენ, ორმა, ლოყებ შეფაკლულმა გოგონამ გვითხრა, რომ დუშეთიდან კონცერტის საყურებლად ჩამოვიდნენ. დარბაზში ყველა ასაკის ადამიანს ნახავდით, დაწყებული 7–8 წლის ბავშვებიდან, 80–ს მიტანებულებით დამთავრებული. იქ მყოფებს შორის მრავლად იყვნენ სამცხე–ჯავახეთიდან ჩამოყვანილი სომხები; გარდაბნიდან და მარნეულიდან ჩამოყვანილი აზერბაიჯანელები. სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, ფოიეში გამოვედით და ვნახეთ შინდისფერ შარვლებსა და გრძელ, შავ ხალათებში გამოწყობილი 20–მდე ახალგაზრდა გოგონა. მათ ხელში თიხის ფიალები ეჭირათ, თვალზე თეთრი და შავი ფერის საღებავებით ფოთლისმაგვარი ფორმა ჰქონდათ მიხატული, ტუჩები შავად შეღებილი. როგორც თავად გვითხრეს, პროტესტანტები იყვნენ და ამ ღონისძიებაზე ცეკვა უნდა შეესრულებინათ. მას შემდეგ რაც დარბაზში შუქები ჩააქვრეს, შავ ხალათში გამოწყობილები, ზედა იარუსებიდან პარტერში, ანთებული ფიალებით ჩავიდნენ. ამ დროს, ძალიან მაღალ ხმაზე აწეული მუსიკა უკრავდა. ჩაბნელებულ დარბაზში სცენაზე ცეკვა დაიწყეს. ჩვენ ამ დროს დარბაზი დავტოვეთ და გარეთ გამოვედით. სპორტის სასახლის ცენტრალურ შესასვლელთან იდგნენ “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრები და იმათ, ვინც დარბაზში შედიოდნენ, აწვდიდნენ საპატრიარქოს განცხადების ასლსს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით დღეს გავრცელდა და რომელშიც საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის მრევლს სთხოვდა, სპორტის სასახლეში დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინა. ზოგი ამას ყურადღებას არ აქცევდა და მაინც შედიოდა; ზოგი გაკვირვებას გამოხატავდა – “ეს არ ვიცოდიო“ და დარბაზში შესვლისგან თავს იკავებდა. სპორტის სასახლიდან გარეთ 15–16 წლის გოგონები და ერთი ახალგაზრდა მანდილოსანი გამოვიდა. როცა შეკრების დატოვების მიზეზით დავინტერესდით, 19 წლის საჩხერელმა გოგონამ ასეთი რამ გვითხრა: “საჩხერიდან 8 “მარშუტკა“ წამოვიდა. გვითხრეს, სამდღიანი ქადაგებაა, ადამიანები სხვადასხვა დაავადებებისგან იკურნებიანო“. 15 წლის საჩხერელი გოგონა გულამოსკვნილი ტიროდა – “აქ რამ მომიყვანაო“ და უფალს შენდობას სთხოვდა. მან, ისევე, როგორც არაერთმა ადამიანმა, დარბაზიდან გარეთ გამოსვლის შემდეგ შეიტყო, რომ საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის მრევლს, ამ ღონისძიებაზე დასწრებისგან თავშეკავებას ურჩევდა. გორის რაიონის სოფელ სკრიდან ერთი მიკროავტობუსით 15–დან 21 წლამდე ასაკის გოგონები ჩამოიყვანეს. მათ შეკრება დაწყებისთანავე დატოვეს, გარეთ იდგნენ და მის დასრულებას ელოდებოდნენ. როგორც თავად მიამბეს, მშობლებმა კონცერტზე დასასწრებად გამოუშვეს. დარბაზიდან გამოსვლის მიზეზი ასე ახსნეს –“მართლმადიდებელი ვართ და აქ მოტყუებით ჩამოგვიყვანეს. გვითხრეს, რომ ეს შეკრება ქრისტიანული იყო, მართლმადიდებლობასთან კავშირში; კონცერტს ვუყურებდით და უკან იმ დღესვე დაგვაბრუნებდნენ. მშობლებმა უპრობლემოდ ამიტომ გამოგვიშვეს. დარბაზში, რომ შევედით, თავი ცუდად ვიგრძენით, ცუდი აურა ტრიალებდა და ამიტომ გარეთ გამოვედით“. წილკნიდან ხალხი ერთი მიკროავტობუსით ჩამოიყვანეს. როგორც მძღოლმა გვითხრა, მათ შორის ძირითადად ორმოცდაათანელები იყვნენ. დარბაზიდან ერთი ოჯახის ოთხი წევრი გამოვიდა, მათ შორის ერთი 3–4 წლის ბავშვი იყო. დარბაზიდან გამოსვლის მიზეზი ასე აგვისხნეს – “სადარბაზოებში თავიანთი გაზეთები დაგვირიგეს, ტელევიზიით რეკლამებიც ვნახეთ. გვეგონა ქრისტეზე ფილმი გადიოდა, მოცლილები ვიყავით, მოვედით, მაგრამ შიგნით დიდი სისულელე დაგვხვდა. ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, აქ ჩვენი ადგილი არ არის“. ნავთლუღელმა ბოშებმა (დაახლოებით 15 ადამიანი) დარბაზში შესვლისგან თავი მას შემდეგ შეიკავეს, რაც საპატრიარქოს განცხადების შინაარსი გაიგეს. მათ თან ახლდა 5 წლის ყრუ–მუნჯი გოგონა. “ჩვენ ნავთლუღელი “ციგნები“ ვართ, მართლმადიდებლები. გვითხრეს, რომ თუ აქ მოვიდოდით, ყრუ–მუნჯი ბავშვი ლაპარაკს დაიწყებდა“, – გვითხრა ერთ–ერთმა ახალგაზრდა ქალმა, სანამ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას დატოვებდნენ. სპორტის სასახლის გარშემო უამრავი მიკრო ავტობუსი და ათეულზე მეტი დიდი, ორსართულიანი ავტობუსი იდგა. ერთ–ერთი ავტობუსის მძღოლმა გვითხრა, რომ გორიდან ხალხით სავსე 3 ავტობუსი ჩამოვიდა. ზესტაფონიდან დაახლოებით 10 მიკროავტობუსით ჩამოიყვანეს ხალხი. შეკრება დაახლოებით ნახევარი საათის დაწყებული იყო, როცა სპორტის სასახლიდან ინვალიდის ეტლით ახალგაზრდა ბიჭი გამოიყვანეს. მას თან მშობლები ახლდნენ. გვითხრეს, რომ ბაღდათის რაიონიდან, სოფელ წითელხიდიდან იყვნენ – “ჩემს შვილს, წელიწადნახევრის უკან ტყვია მოხვდა, რის გამოც დაინვალიდდა, ვეღარ დადის. ჩვენს სოფელში რაღაც ფერადი გაზეთები დაარიგეს, რომელზეც ეწერა, რომ ინგლისიდან ჩამოსული კაცი ბრმებს მხედველობას უბრუნებდა, ხეიბრებს კურნავდა. იქ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დავრეკე და მითხრეს – “იესო იწამე და დევიდი შენს შვილს განკურნავსო“. მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვი ამ იმედით წამოვიყვანეთ. გვითხრეს, რომ ყველა ერთად ქუთაისიდან გამოვიდოდით. მართლაც ასე მოხდა. დღეს ქუთაისიდან ხალხი ორი ავტობუსით წამოიყვანეს. შიგნით რომ შევედით, მივხვდით, რომ აქ რაღაც ცუდი ხდება, მოვტყუვდით. უკან დასაბრუნებელი საშუალება არ გვაქვს; იძულებულები ვართ ამ შეკრების დასრულებას დაველოდოთ და უკან იგივე ავტობუსით დავბრუნდეთ“. “გორიდან 3 ავტობუსი წამოვიდა. ჩვენ ორმოცდაათიანელები ვართ. გვითხრეს, რომ აქ ხეიბრებს კურნავენ. მე მარჯვენა მხარე პარალიზებული მაქვს. გარეთ იმიტომ გამოვედით, რომ მოგვშივდა და ისევ უკან შებრუნებას ვაპირებთო“, – გვითხრა დაახლოებით 45–48 წლის მამაკაცმა, რომელსაც გვერდზე ედგნენ 17–18 წლის ბიჭები. ლანჩხუთიდან 2 მიკროავტობუსით წამოიყვანეს ხალხი, რომელთა მძღოლებმა გვითხრეს, რომ ხალხის მობილიზებას ორგანიზება ორმოცდაათიანელებმა გაუკეთეს; მგზავრებს შორის მართმადიდებლებიც ყოფილან – “მთელი გზა პირჯვარს იწერდნენ. მათ შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც თბილისში თავისი საქმისთვის წამოვიდა. აი, მე მაგალითად, ეს ტელეფონი შევიძინე, აგერ ჩემმა მეგობარმა დიდი ხნის უნახავი შეყვარებული ნახა. “მარშუტკაში“ იყვნენ ისეთებიც, ვისაც თბილისი ნანახი არ ჰქონდა, ისინი საკატაოდ წამოვიდნენ“. შეკრება დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ტელევიზიების წარმომადგენლებს ის, რაზეც ზემოთ გიამბეთ, არ გადაუღიათ, რადგან ისინი დარბაზში იყვნენ შესულები და იქ მუშაობდნენ. როცა გარეთ გამოსულებს ვკითხეთ, თუ რა ხდებოდა შიგნით, გვითხრეს, რომ “ძალიან რთული იყო, ამდენი გათიშული, დაზომბირებული ადამიანის ცქერა“. P.S. პრესა.გე–ს მიერ, რეპორტაჟული სტილის მასალაში მოყვანილი თითოეული სიტყვა ეფუძნება კონკრეტული ადამიანების მონათხრობებს. ხელში ფურცელი და პასტა გვეჭირა, ადამიანებს ჩვენს თავს ვაცნობდით და ჩანაწერებს მხოლოდფ ამის შემდეგ ვაკეთებდით. presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/antikrizisuli-sabwo-150x150.jpgანტიკრიზისულმა საბჭომ შუალედური ანგარიში წარადგინა. 6 თვის განმავლობაში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მთავრობის პირველი პირები, ასევე სხვა და სხვა სამინისტროების წარმომადგენლები. ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთა განმარტებით, მიუხედავად სამინისტროებთან აქტიური თანამშრომლობისა, რამდენიმე პრობლემატური საკითხი მოსაგვარებელი დარჩა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/antikrizisuli1.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/200904085510.bmp,,ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე დროებით უარი უნდა ვთქვათ” - ეს განხადება გაზეთ “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ და „ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი მელაშვილმა გააკეთეს. პოლიტიკური განხადებები და საშემოდგომოდ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მზადყოფნა… დეტალები ნახეთ თამუნა კვარაცხელიას სიუჟეტში http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/prim.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/dakaveba.bmpჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგენილი და გამოვლენილი იქნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთაც თითქოსდა ავტოსადგომების მომსახურების მოწესრიგების მიზნით შექმნილი ჰქონდათ შ.პ.ს “ავტოპარკინგი”. სამართალდამცავების განცხადებით, ისინი ფიზიკური ძალისა და მუქარის გამოყენებით, აიძულებდნენ ავტოსადგომზე მყოფ ე.წ. ‘”სტაიანშიკებს~ გაწევრიანებულიყვნენ მათ ფირმაში, რომელსაც არანაირი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა მსგავსი საქმიანობის წარმართვის და აიძულებდნენ ყოველი დღის ბოლოს მათთვის გადაეხადათ დადგენილი ტარიფი, 20-30 ლარის ოდენობით. ვრცელი სიუჟეტი ნახეთ დღეს საღამოს itv_ის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/poli.jpg itvს ლინკი
-
itv ფინანსთა სამინისტრომ ლიტვის მოქალაქე დააკავა
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/finansuri1-150x150.jpgფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლიტვის მოქალაქე ბენიამინას იანუშაიტისი,გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით გამოწერილი ყალბი საგადასახო დოკუმენტაციისა და გასაღებისთვის დააკავეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/finan.jpg itvს ლინკი -
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/6_4c458ca1a3971739603274.jpg გთავაზობთ ფოტოებს შვეიცარიიდან, სადაც ლივერპულის სავარჯიშო ბაზაზე უკვე ჯო კოულიც გამოჩნდა… კოულმა 10 ნომრიანი მაისური მოირგო. მილან ივანოვიჩი კი 11 ნომერი იქნება… http://assets.liverpoolfc.tv/uploads/2_4c458c8a762e9285865384.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/3_4c458c9127c78247303061.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/4_4c458c96bc15b841078569.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/8_4c458cac3c6a8451457290.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/10_4c458cb685433109089484.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/11_4c458cbc49bd7770104466.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/14_4c458ccb9e6a0208069030.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/15_4c458cd2022cf975322173.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/16_4c458cd6d2241540758787.jpg View the full article
-
ხუთშაბათს, 22 ივლისს, უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დინამოელები შვედეთის გეფლეს მიიღებენ. მატჩი ბორის პაიჯაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 და 7 ლარი იქნება. შვედები საქართველოში 21 ივლისს გამთენიისას ჩამოვლენ და სასტუმრო რედისონში დაბინავდებიან. იმავე დღეს 19 საათზე გეფლე ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებს. დინამოელები კი იქვე 20 საათსა და 45 წუთზე ივარჯიშებენ. იხილეთ fanebi.com
-
იტალიურმა მილანმა ბერძენი ფეხბურთელი სოკრატის პაპასპატოპულოსი გადმოიბირა. იხილეთ fanebi.com