planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://images.mirror.co.uk/upl/m4/feb2009/4/2/Image_2_for_Swansea_1_1_Fulham_gallery_127315499.jpg როი ჰოჯსონმა დღეს პირველად ისაუბრა ჯო კოულის ტრანსფერზე დაგანაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებაში უდიდესი როლი ლივერპულის კაპიტანმა ითამაშა “ჯეიმი კარაგერმა და სტივენ ჯერარდმა კარგი სამუშაო გაუწის ლივერპულის კოულის გადმობირებაში.” – განაცხადა როიმ – “მუნდიალის პერიოდში კოულს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული და ფიქრობდა, თუ სად გაეგძელებინა კარიერა. ლონდონში მცხოვრები ფეხბურთელისთვის უფრო ადვილი იქნებოდა ლონდონის ტოტენჰემში ან ლონდონის არსენალში გადასვლა, მაგრამ ლივერპულის კაპიტანმა მას აზრი შეაცვლევინა.” “მოხარული ვარ მისი ლივერპულში მოსვლით, რადგან მაღალი მიზნებისთვის ბროლაში ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები გვესაჭიროება. კარგია, რომ გულშემატკივარიც კმაყოფილია მისი შეძენით, ახლა მთავარია მან მოედანზეც გაგვიმართლოს იმედები…” View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/7/20/1279622763577/Steven-Gerrard-and-Joe-Co-006.jpg სტივენ ჯერარდი დაუბრუნდა მელვუდს და თანამემამულე ჯო კოულზე ისაუბრა. იგი ასევე თავის სამომავლო გეგმებსაც შეეხო… “მე კარგად ვიცნობ ჯოს ინგლისის ნაკრებიდან და შესანიშნავად ვიცი თუ რა საოცარი ფეხბრთელია..,” – განახცადა ლივერპულის კაპიტანამ – “მან თავისი სიძლიერე უკვე დაამტკიცა პრემიერლიგაში და მათ შორის ჩვენს წინააღმდეგაც არაერთხელ უთამაშია. ახლა კი არაჩვეულებრივი გრნობაა, რომ იგი ჩვენს მხარეს წითელი მაისურით ითამააშებს.” “მე მას არაერთხელ ვუთხარი თუ რა დიდი კლუბია ლივერპული და დარწმუნებული ვარ, როცა გულშემატკივარინახავს მის ტალანტს, მაშინვე შეიყვარებს ჯოს.” “რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე მუნდიალის დროს ვაცხადებდი რომ მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობდი და ეს ასეც იყო. შემდეგ შევხვდი როი ჰოჯსონს და აღტაცებული ვარ მისი გეგმებით. დღეს უკვე დავუბრუნდი მელვუდს და რამოდენიმე ფეხბურთელთან ერთად ვვარჯიშობს, რომლებიც ასევე მუნდიალის გამო გვიან დაბრუნდნენ ლივერპულში…” View the full article
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01400/harry-redknapp_1400940c.jpg ჰარი რედკნაპი კოულის შესაძენად ყველაფერს აკეთებდა და ტოტენჰემისთვის ჯო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, თუმცა ინგლისელმა ნახევარმცველი საბოლოოდ მაინც მერსესაიდი არჩია… “ჩვენ აბსოლიტურად ყველაფერი გავაკეთეთ მის გადმოსაბირებლად” – განაცხადა რედკნაპმა – “ტოტენჰემის ბოსებმა მას საოცარი შემოთავაზება გაუკეთეს, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლა მოგვიხდა ისეთ კლუბთან, რომელასც უდიდესი ისტორია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის სახელი აქვს და ამ ბრძოლაში ჩვენ დავმარცხდით.” “ლივერპულთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჯომ მესიჯი მომწერა, სადაც ამიხსნა მისი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები. ვფიქრობ იგი ლივერპულში მხოლოდ საფეხბურთო ასპექტების გამო გადავიდა. მას სურს ახალი ფორმაციის ლივერპულის წევრი გახდეს და ჩელსიდან წამოსვლაც ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.” “ჯო შესანიშნავი ფეხბურთელია. მე იგი ყოველთვის 11 წლის ბიჭად მემახსოვრება, რომელიც ვესთ-ჰემში შევნიშნე პირველად. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ჩვენ გულშემატკივარს კი, რომელიც გამუდმებით მეკითხებოდა კოულს ვყიდულობდით თუ არა, მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ ნამდვილად არ დაგვიზოგავს ძალების მისი ტრანსფერისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ პატივი უნდა ვცეთ მის ასეთ გადაწყვეტილებას…” View the full article
-
http://s001.radikal.ru/i196/1007/5f/3cda8b5bb6f5.jpg ალბათ შეამჩნევდით რომ ადმინისტრაციამ საიტზე ახალი, განსხვავებული დიზაინი დავაყენეთ – რამოდენიმე სიახლით… დარწმუნებული ვარ ზოგს მოეწონება, ზოგს არა, ზოგიც ძველის დაბრუნებას მოითხოვს. მაგრამ ყოველთვის, როცა დიზაინი იცვლება ასე ხდება და ეს ბუნებრივიცაა. მომხმარებელს ის მოსწონს და ის ურჩევნია რომელსაც შეჩვეულია და დამიჯერეთ, რომ ვისაც ეს ახალი დიზაინი თვალში კარგად არ გხვდებათ, მალე თქვენც მოგეწონებათ… პირველი მიზეზი ამ ცვლილებისა იყო თქვენივე უკმაყოფილება, რადგან წინა დიზაინი ყველა მონიტორზე და ყველა გაფართოებაზე ერთნაირად არ ჩანდა. ზოგის ეკრანზე გაწელილი იყო სურათები, ზოგან ჩატის ნახევარი ჩანდა მხოლოდ. ასევე ზედა საიტის ლოგოს მხოლოდ მარცხენა ნაწილი და ა.შ… მართალია ზოგიერთს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და დიზაინი სრულიად ყველაფერს აჩვენებდა (მათ შორის ჩემთანაც), მაგრამ აუცილებელია ნებისმიერი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და თავისუფლად შეძლოს საიტით სარგებლობა… ამ დიზაინზე კი თითოეული თქვენგანი სრული კომფორტით ისარგებლებთ… ასევე გვაქვს ერთი სიახლეც – სატრანსფერო სიახლეების სლაიდი… ამ სლაიდში გამოქვეყნდება მხოლოდ სატრანსფერო ამბები და საიტის მთლიანად დათვალიერების გარეშეც შეგიძლიათ აქვე გაიგოთ ბოლო სატრანსფერო ნიუსები… აქვე მინდა ჟურნალისტების, მოდერატორების და სტატიების სხვა ავტორებს მივმართო. ამიერიდან მკაცრად განისაზღვრება რამოდენიმე წესი საიტზე სიახლის დამატებისას! 1) ყველა სტატიისთვის, რომელშიც იქნება გრამატიკული შეცდომები, როგორიცაა ასოების გამოტოვება, სიტყვების არასწორი წყობა წინადადებაში, პუნქტუაციის არასწორი გამოყენება, ტავტოლოგიები და ა.შ. შენიშვნას მიიღებს სტატიის ავტორიც და ის მოდერატორიც რომელმაც სტატია გამოაქვეყნა. 5 შენიშვნაზე კი ასეთ მომხმარებელს სტატუსი ჩამოერთმევა… 2) ასევე კატეგორიის არასწორად მითითებისთვის, მაგალითად სტატიის, რომელშიც ვარჯიშის ფოტოებია, ერთდროულად “ფოტოგალერეასა” და “ახალ ამბებში” ჩასმისთვისაც ავტორი მიიღებს შენიშვნას… ასევე სატრანსფერო სიახლისთვის არ არის აუცილებელი “ახალი ამბები”-ს მონიშვნა კატეგორიებში! 3) სტატიაში ნებისმიერი ფოტოს, მათ შორის მთავარი სურათის, რომელიც მოკლე აღწერაში ჯდება, მაქსიმალური ზომა იქნება – 480 (სიგანეში) 4) ასევე ვიდეოს მაქსიმალური ზომაც სიგანეში იქნება 480-500. 5) იმ სტატიებზე, რომლებიც დაიწერება ტრანსფერების კატეგორიაში აუცილებელია დაყენდეს – Post Thumbnail. თუ რომელიმე ავტორმა და ჟურნალისტმა არ იცის მისი დაყენება დაწერეთ კომენტარებში და დაგეხმარებით… პ.ს. რაც შეეხება დიზაინს. ჩატში რამოდენიმე მომხმარებელმა დაწერა რომ უბრალოა და წინა ჯობდა. ადმინისტრაცია კი ვფიქრობთ რომ ჯობია საიტი უბრალო იყოს და ყველა მომხმარებელი თავისუფლად კითხულობდეს სტატიებს და იყენებდეს ვებგვერდის ყველა ფუნქციას, ვიდრე დიზაინი იყოს მოდური, მაგრამ მოუხერხებელი… View the full article
-
http://s13.radikal.ru/i186/1005/47/37bb52bf0f26.jpg “ლივერპულის” ახალმა მენეჯერმა შვეიცარიელ მცველ რეტო ზიეგელერს დაადგა თვალი. მისი უმთავრესი სამიზნე მარცხენა მცველი როა, ამაში ეჭვი უკვე არავის ეპარება.იტალიური “სამპტორიას” ამომავალმა ვარსკვლავმა წელს შესანიშნავად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. როი “სამპდორელებს” 6 მილიონს სთავაზობს. შვეიცარიელს პრემიერ ლიგის გამოცდილებაც აქვს. ის “უიგანში” იყო განათხოვრებული 2006 წელს. 24 წლის მცველი ევროპამ აღიარა, როგორც უდიდესი პერსპექტივების მქონე ადამიანი.”ჩვენ აუცილებლად გვჭირდება” ემილიანოსა და ფაბიოს შემცვლელის მოძებნა. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ინსუას ტრანსფერი უკვე დასრულებულია და ვიმედოვნებ, რომ რეტო მომავალ სეზონს ჩვენთან ერთად დაიწყებს.” – განაცხადა როი ჰოჯსონმა ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. View the full article
-
შიდა ქართლში საკადრო ცვლილებები გრძელდება, ორი კვირის წინ დანიშნულმა ახალმა გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა პირველი გაფრთხილება გამგებლებს და სოფლების რწმუნებულებს მისცა. მისი თქმით ვერ იმუშავებს კაბინეტის მოხელესთან და ყველას ხალხთან შეხვედრებისკენ მოუწოდა. როგორ გაართმევენ თავს გამგებლები გუბერნატორის დავალებას ეს მალე გამოჩნდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ისედაც დადიოდა ხალხთან შესახვედრად. სოფელ ხურვალეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული როი ფოლადაშვილი კი აცხადებს რომ გუბერნატორის დავალებას შეასრულებს. არსოშვილმა საკადრო ცვლილებები საკუთარი ადმინისტრაციიდან დაიწყო. ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ზურაბ ლომიძე, ფინანსურ სამსახურში გადაიყვანეს, მის ადგილას კი პაატა გიორგაძე დანიშნეს, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსი იყო, ბოლოს კი არსოშვილთან ერთად ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში მუშაობდა. მოადგილედ გიორგი თვალავაძე დაინიშნა რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მერიაში, გენ პროკურორის მოადგილედ , ბოლოს კი გვარდიის დეპარტამენტში. ისევე როგორც წინა გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა, არსოშვილმაც კადრების ჩამოყვანა თბილისიდან დაიწყო, რომლებმაც ვარძელაშვილის კადრები ჩაანაცვლეს. თვითონ არსოშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართლში ფინანსური პოლიციის უფროსად, თბილისის მერიაში, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლოს გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი . არსოშვილმა პოლიტიკური კარიერა გორიდან დაიწყო და ისევ გორში დაბრუნდა. ფინანსურ პოლიციაში მისი მუშაობის პერიოდს რეგიონში კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა დაემთხვა, ამიტომ არსოშვილი და მისი თანამშრომლები , როგორც კონტრაბანდისტების წინააღმდეგ შეუბრალებელი პირები არაერთხელ მოექცნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, უფლებადამცველები მას და მის გუნდს ადამიანის უფლებების დარღვევაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ამჟამად რეგიონის ხელისუფლებაში ძირითადად ყოფილი ძალოვანები მოვიდნენ, გორში ფიქრობენ რომ აქეთ ახალი დაჭერების ტალღა დაიწყება. თუმცა ეს ვარაუდი ჯერ-ჯერობით არ მართლდება. ახალი გუბერნატორი კაბინეტში მართლა იშვიათად შედის. ორი კვირის განმავლობაში მან რამდენიმე სოფელში და ხაშურში მოასწრო მოსახლეობასთან შეხვედრები. ამჟამად იგი დევნილთა დასახლებების პრობლემებით არის დაინტერესებული. შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტი რომ დიდი პოლიტიკისკენ ერთგვარი ტრამპლინია, ამას ერთი პატარა სტატისტიკაც მოწმობს. წინა 8 გუბერნატორიდან 6 თბილისში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე დააწინაურეს. დავით ქობლიანიძეს ვარდების რევოლუციამ მოუსწრო, მიხეილ ქარელს კი ოქრუაშვილისა და სააკაშვილის დაპირისპირებამ. ამიტომ მათი პოლიტიკური კარიერა გორშივე დასრულდა. ამ ტრამპლინზე ახლა არსოშვილი იმყოფება და მასზეა დამოკიდებული ნახტომი რამდენად წარმატებული გამოუვა. იგი ახლა სოფელ-სოფელ დადის, მაგრამ გორში იმასაც ამბობენ რომ ახალი ცოცხი კარგად გვის. /get_img?NrArticle=2040&NrImage=20 შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი შეხვედრაზე სრული ინფო(netgazeti.ge)