რუსთავის "ოლიმპი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპის განმეორებით შეხვედრას, დღეს, რუსთავში ყაზახურ "აკტობესთან" გამართავს. მოგეხსენებათ, რომ ერთი კვირის წინ ყაზახებმა სახლში რუსთაველებს 2:0 სძლიეს, საქართველოს ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებული კი ხვალ ყაზახებთან რევანშის აღებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი რუსთავის "ფოლადზე" გაიმართება და შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩს კი რუმინელი ალექსანდრუ დიაკონუ განსჯის. ჩვენი საიტი კი მოგიწოდებთ, რომ მიბრძანდეთ სტადიონზე და უქომაგოთ "ოლიმპს". იხილეთ fanebi.com