Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ჩინეთი 1863 წელი ბოროტი ქალ;აქის მმართველი ღომელიც მშრომელი ხალხის ანგარიშზე მდიდრდდება სასტიკი და დაუნდობელია. ერთადერთი იმედი უბრალო ადამიანების არია საიდუმლო საზოგადოება სადაც გაერთიანებული არიან უშუს მებრძოლები .......... View the full article
  2. inna megamix dvj danny 2010 წ ვიდეოკლიპი View the full article
  3. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio_20_07_2010flv_000071440-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio_20_07_2010flv_000071440.jpg itvს ლინკი
  4. http://news.bbcimg.co.uk/media/images/47588000/jpg/_47588498_wilson466.jpg ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეინჯერსი უკვე დათანხმდა ლივერპულს დანი ვილსონი 2 მილიონის სანაცვლოდ დაუთმოს… 18 წლის შოტლანდიელი მცველი, რომელმაც გასულ სეზონში რეინჯერსის ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, დიდი ხანია ენფილდელთა ყურადღებას იქცევს და სულ მალე იგი მერსესაიდელი გახდება. სამომავლოდ მთლიანობაში ლივერპულს 5 მილიონის გადახდა უწევს მასში კლუბში ჩატარებული მატჩების მიხედვით… დენიმ მიუხედავად რეინჯერსში ჩატარებული სადებიუტო, მაგრამ ძალიან წარმატებული სეზონისა, რომლის შემდეგ იგი შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, მან მაინც უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და შოტლანდიიდან წამოსვლა არჩია. იგი მაქსიმუმ 48 საათი ლივერპულის ფეხბურთელი გახდება და გუნდს შვეიცარიაში შეუერთდება… View the full article
  5. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102932566ap019_liverpool_fc.jpg ლივერპულელების ნაწილი შვეიცარიაში ემზადება მომავალი სეზონისთვის, ნაწილი კი მერსესაიდში. გთავაზობთ 2 საინტერესო ვიდეოს მათი ვარჯიშების შესახებ… წითლები ალპებში: წითლები მერსესაიდში: View the full article
  6. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102932566ap017_liverpool_fc.jpg ლივერპულის საწვრთნელ ბაზაზე დღეს უკვე ივარჯიშეს მუნდიალიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა: ლივერპულის ინგლისურმა ტრიომ დანიელ აგერთან ერთად… http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102932566ap015_liverpool_fc.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102932566ap014_liverpool_fc.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/ger41582.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102932566ap022_liverpool_fc.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/102932566ap019_liverpool_fc.jpg პ.ს. უცნაურია, მაგრამ ემილიანო ინსუაც ლივერპულის ბაზაზე ვარჯიშობს. უკვე წამოსულია შვეიცარიიდან, თუმცა როგორც ჩანს ჯერ არ ჩასულ ფლორენციაშიც… View the full article
  7. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01682/cole_1682580c.jpg ლივერპულის ახალმა ფეხბურთელმა შვეიცარიაში უკვე სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა. იგი გუნდის ახალმა მთავარმა ექიმმა, პიტერ ბარკნერმა გასინჯა… http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/colemed1.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/colemed6.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/colemed5.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/colemed3.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/colemed7.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/colemed8.jpg View the full article
  8. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/misha-150x150.jpgყვარელში გამართულ მთავრობის გასვლითი სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ცხარედ გააკრიტიკა. მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მეტი ტურისტის აჭარის რეგიონში სტუმრობას მთავრობის ცუდ მუშაობას უკავშირებს. მისივე თქმით, ეს ცალკეული მოხელეების არაპროფესიონალიზმის შედეგია. მიხეილ სააკაშვილმა გარემოს დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების და ჯანდაცვის სამინისტროებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ამ უწყებეში მომუშავე კადრების მიმართ კრიტიკის სიტყვები არ დაიშურა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/misha_19_07_2010flv_000004840.jpg itvს ლინკი
  9. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/der_standard_logo1-150x40.png იოზეფ კირჰენგასტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნათელაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სერიოზულ ბრალდებებს უყენებს ვენა – ვენას ის მეორე სახლს უწოდებს. „2008 წლის 30 იანვარს მეორედ გავჩნდი, როდესაც ავსტრიელმა ექიმებმა გადამარჩინეს“. მაშინ შალვა ნათელაშვილს (52), იურისტს და საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელს ვენაში ოპერაცია გაუკეთეს. გულის შეტევა „საქართველოს სპეცსამსახურების ქმედებას“ მოჰყვა, ამბობს Standard–თან ინტერვიუში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, 2005 წლის 12 თებერვალს, ლონდონში ქართველი მილიარდერი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბადრი პატარკაციშვილი (52) გარდაიცვალა. ის საქართველოს მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი ყველაზე დიდი ტელეკომპანიის „იმედის“ თანადამფუძნებელი იყო. „მასაც იგივე სიმპტომები ჰქონდა რაც მე“, ამბობს ნათელაშვილი. თუმცა საბოლოოდ კვლევამ მკვლელობის ფაქტი არ დაადასტურა. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ პატარკაციშვილი გულით მძიმედ იყო დაავადებული. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო, პატარკაციშვილის დაკავებაზე ბრძანება იყო გაცემული. 2007 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურამ რუსეთის აგენტობის ბრალდებით საქმე ნათელაშვილის წინააღმდეგაც აღძრა. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინიტროს მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული და კომუნისტური პარტიის ყოფილი ფუნქციონერი ნათელაშვილი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინააღმდეგ გამოდიდოდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა. მისი ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ მზარდი პროტესტისა და ქვეყანაში დროებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სააკაშვილმა 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა გაიმარჯვა. მაშინ ნათელაშვილმა ხმების 13% მოაგროვა, პატარკაციშვილმა – 7%. სააკაშვილის მმართველობის დროს ჩატარებულ ყველა არჩევნებს ნათელაშვილი ფალსიფიცირებულს უწოდებს. სააკაშვილის მხარდაჭერას ნათელაშვილი პირველ რიგში გავლენიან ამერიკელ ლობისტებს და ამ კონტექსტში ყოფილ საპრეზიდენო კანდიდატ ჯონ მაკკეინს მიაწერს. მისი აზრით, მაკკეინისა და ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გუნდი პასუხისმგებელია ასევე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში განხორციელებული ფერადი რევოლუციების კონცეფციაზე. ის დამნაშავეა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთში დატრიალებულ სისხლიან მოვლენებზეც. 2008 წლის აგვისტოს კავკასიური ომი სააკაშვილმა გამოიწვია, რადგან მან რუსების პროვოცირება მოახდინა. „რომლებიც, რა თქმა უნდა, ამას სულმოუთქმელად ელოდნენ“. სააკაშვილი „არა დასავლური დემოკრატიის იმედი, არამედ აღმოსავლელი დიქტატორია, ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“. და ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო? „ის დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მისი მიმდევარი არასდროს ყოფილა. სააკაშვილი კი ხელისუფლებაში დასავლეთის და აშშ–ს სახელით შენიღბული მოვიდა“. ნათელაშვილი უფრო შორს მიდის და სააკაშვილს სიტყვა სიტყვით „კაციჭამიას“ უწოდებს: „უკვე შვიდი წელია ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს კაციჭამია ხელისუფლებიდან წავიდეს“. საქართველოს პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2005 წლის 3 თებერვალს, ნათელაშვილი პერსონალურად სააკაშვილს ყველაზე მძიმე ბრალდებებს უყენებს, რასაც იურიდიული ძალა არ აქვს, რადგან ნათელაშვილი ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს. ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს მისი მეგობრის სახლში თბილისში. ხელისუფლებამ სიკვდილის მიზეზად გაზით მოწამვლა დაასახელა. მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს ჟვანიას თანამშრომელი, რომელმაც პოლიციის თქმით, მეზობლისთვის გამორთმეული იარაღით თავი მოიკლა. ნათელაშვილი ორივე ფაქტთან დაკავშირებულ ოფიციალურ ვერსიას აპროტესტებს. ჟვანია სააკაშვილის ყველაზე გავლენიან მრჩევლად ითვლებოდა, თუმცა მათ შორის კონკურენციაც არსებობდა. ნათელაშვილი ჟვანიას სიკვდილს უშუალოდ ამ კონტექსტში განიხილავს. ჟვანია შუამავლის როლს ასრულებდა ასევე სააკაშვილის კონფლიქტში რუსეთთან და სეპარატისტებთან ქვეყნის შიგნით. ორიგინალი ორიგინალი
  10. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/agentx_an-rgb-150x150.jpgრატომ დააკავეს საგამომცემლო სახლ „სიესტას“ დამფუძნებელი და „ნიბა-ინვესტის“ ხელმძღვანელი - ოფიციალური ინფორმაციით, ბაკურ კიღურაძეს ჯაშუშობაში ედება ბრალი. თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და ინფორმაციის გაცემის უფლება არა აქვთ… ძალოვანებმა კიღურაძე 13 ივლისს დააკავეს. ძალიან მალე მას შემდეგ, რაც საერთაშორისო პენ–კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და საერთაშორისო მდივნის, იუჯინ შულგინის საქართველოში ვიზტი დასრულდა. საერთაშორისო პენკლუბის თავმჯდომარე ქართველ მწერლებს და ჟურნალისტებს გამომცემლობა „სიესტას“ ოფისში შეხვდა… http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/kiguradze_19_07_2010wmv_000004040.jpg itvს ლინკი
  11. 21 ივლისს, 08:45 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტი სემინარს გამართავს. 21 ივლისს, 10:30 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 21 ივლისს, 11:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა გაიმართება. სხდომათა დარბაზი 21 ივლისს, 12.00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მის: თელავის ქ. №20 21 ივლისს, 13.00 საათზე მოძრაობის “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელი ეკა ბესელია ბრიფინგს გამართავს. მის: გამრეკელის ქ. #19 თემა: “ახალი საკონსტიტუციო მოდელი”. 21 ივლისს, 13.00 საათზე, თბილისის საკრებულოსა და “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე “ინჟმშენის” შენობაში შესახლებულ დევნილებს შეხვდება. მის: მოსკოვის გამზ. #25ა/მშენებელი 1 (ისან-სამგორის რაიონის გამგეობის წინ) 21 ივლისს 14:00 საათზე, სასტუმრო ,,ამბასადორში” გაიმართება მრგვალი მაგიდა ,,ადვოკატთა პროფესიული განვითარება”. 21 ივლისს, 15:00 საათზე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “ძლიერი პარლამენტი კონსოლიდირებულ დემოკრატიაში” პრეზენტაცია გაიმართება. 21 ივლისს, 18:00 საათზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში “სტუდია მონიტორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების ჩვენება მოეწყობა პარლამენტის თამარ მეფის სახელობის დარბაზი იხილეთ epn.ge
  12. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/erovnuli-150x150.jpgდღეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასა და ეკონომიკის ექსპერტებს შორის შეხვედრა გაიმართა. მიზანი ქვეყნის მაკროეკომომიკური ტენდენციაბისა და მონეტარული ინსტრუმენტების საკიტხების განხილვა იყო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/erovnuli_banki_19_07_2010flv_000003960.jpg itvს ლინკი
  13. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/ffff.bmpდაიწყო თუ არა კომპრომატების ომი. თეა თუთბერიძემ მედიას №14-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ფარული აუდიოჩანაწერი წარუდგინა. რატომ უპირისპირდება თავისუფლების ინტიტუტის წევრი განთლების მინისტრს და რა კომენტარს აკეთებს დიმიტრი შაშკინი. “სკოლის დირექტორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა თეა თუთბერიძემ და ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. თუთბერიძის ახალი სამიზნე თუ კანონდარღვევა რომელიც მინისტრმა ჩაიდნა, ხათუნა კაციტაძე გიამბობთ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sashk.jpg itvს ლინკი
  14. http://epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha026-150x150.jpgპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ყველა სამთავრობო უწყება გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან სამინისტროებში არსებული კაბინეტები სამუშაოსთვის არის შექმნილი და არა ყავის სასმელად და საჭორაოდ. ყვარელში გამართულ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა სხვა საკითხებთან ერთად სამინისტროებში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სამინისტროს შენობა შუშის იყოს მეტი გამჭვირვალობისთვის. მალე ეკონომიკის სამინისტროს შენობაც მთლიანად შუშის იქნება.”, – განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge
  15. http://images.icnetwork.co.uk/upl/ldp2/mar2009/2/9/Javier_Mascherano_460_511807849.jpg იტალიის “ინტერის” არგენტინელი ფორვარდი დიეგო მილიტო დარწმუნებულია, რომ თანამემამულე ხავიერ მასკერანო მალე “ლივერპულს” დატოვებს და მისი თანაკლუბელი გახდება. იტალიური გრანდის ხელმძღვანელებმა “ალბისელესტეს” კაპიტნის შეძენის სურვილი 2 თვის წინათ გამოთქვეს, ხოლო მას შემდეგ, რაც გუნდის თავკაცი “ლივერპულის” ყოფილი დამრიგებელი რაფაელ ბენიტესი გახდა, აპენინელებისთვის მასკერანოს გადაბირება პრიორიტეტულ ამოცანად იქცა. თვითონ ფეხბურთელსაც ბენიტესთან შეერთება და კარიერის “ნერაძურის” შემადგენლობაში გაგრძელება სურს. ევროპული პრესის ინფორმაციით, “ლივერპულის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა არაერთხელ სცადა შვებულებაში მყოფი მასკერანოსთან დაკავშირება, თუმცა, ფეხბურთელი ბრიტანელი სპეციალისტის ზარებს ჯიუტად არ პასუხობს. ეს კი მილიტოს იმედს აძლევს, რომ “მერსისაიდელები” 26 წლის არგენტინელი ნახევარმცველის ტრანსფერს ბოლოს და ბოლოს დათანხმდებიან. “მასკერანოს შესაძლო გადმოსვლას ყველა მოუთმენლად ველით. “ლივერპულის” მესვეურებს მან ცალსახად განუცხადა, რომ კარიერის “ინტერში” გაგრძელება სურს. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია. არგენტინის თავკაცი დიეგო მარადონა კი, ხავიერს, მესისა და ტევესთან ერთად, გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს”, – აღნიშნა მილიტომ The Daily Star-თან საუბრისას. View the full article
  16. /get_img?NrArticle=2041&NrImage=20 აქცია ირანის საელჩოსთან საქართველოს ოცამდე მოქალაქემ ირანელი ქალების მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან აქცია მოაწყო. „აქციის პროვოცირება 43 წლის საქინე მოჰამადი აშთიანის გახმაურებულმა ამბავმა გამოიწვია, რომლის ჩამოხრჩობას ირანში, როგორც ცნობილია, ხვალ გეგმავენ“, –ამბობს აქციის თანაორგანიზატორი, ირანისტი თინათინ ჯაფარიძე. აქციის მონაწილეებმა ირანელი ქალების მხარდასაჭერი ოცი სლოგანი ქართულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზე ირანის საელჩოსთან გამოიტანეს. აქციას მათ უჩვეულო ფორმა მისცეს – პროტესტი თავსაბურავებით, თავზე დამაგრებული სათვალითა და წითელი ფერის ფრჩხილის ლაქის გამოყენებით გამოხატეს. „ასეთი ფორმა იმიტომ ავირჩიეთ, რომ თუკი ირანში თავზე სათვალეს გაიკეთებ და ასეთი ფერის ლაქი გესმევა, დაგაჯარიმებენ. თავსაბურავები კი ბოლოს დავწვით და იქვე, ურნებში ჩავყარეთ“, – ამბობს თინათინ ჯაფარიძე. ჯარიმები ირანში მიმდინარე წლის დასაწყისში შემოიღეს – თავზე გაკეთებული სათვალის პატრონი ირანში 18 000 თუმანით, ანუ 15 ამერიკული დოლარით ჯარიმდება; ჯარიმაა დაწესებული ასევე თმის ღია ფრად შეღებვაზეც. ის 50-დან 150 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს, რაც თმის სიღიავეზეა დამოკიდებული. მკვეთრი ფერის ლაქით დაფარული მხოლოდ ერთი ფრჩხილისთვის კი, მოქალაქემ ხუთი დოლარი უნდა გადაიხადოს. ირანისტის, თინათინ ჯაფარიძის თქმით, ირანის მთავრობა ასეთი მეთოდებით ცდილობს რეჟიმის გამყარებას. “Amnesty International” -ის მონაცემებით, ირანში, 2009 წლის განმავლობაში, 388 ადამიანი დასაჯეს, მათ შორის პოლიტმაპტიმრები, ქურთი დისიდენტები, ქალები და ჰომოსექსუალები. „მიუხედავდ იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მოწოდებებით გამოდიან და ირანს 1975 წლიდან რატიფიცირებული აქვს „საერთაშორისო სტატუტი სამოქალქო და პოლიტიკურ უფლებებზე", სიკვიდლით დასჯა ირანს ვერავინ აუკრძალა“. ჩვენი აქცია მხოლოდ სიკვდილმისჯილი ქალების მხარდასაჭერად არ გამართულა. ყველა ირანელი ქალის უფლებები შეზღუდულია და ჩვენ ამასაც ვაპროტესტებთ“, – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ პროგრამების კოორდინატორი, მარიამ გაგოშაშვილი. „ის, ვისაც ოდნავ დიდხანს მოუწია საბჭოთა რეჟიმის პერიოდში ცხოვრება, ემახსოვრება ამგვარი აკრძალვები. იკრძალებოდა ყველაფერი, რაც დასავლეთთან ასოცირდებოდა. გრძელი თმიდან დაწყებული ჯინსების ტარებით დამთავრებული. მაგალითად, ადრეულ 70 –იან წლებში ორი ლენინგრადელი ბიჭი დახვრიტეს, სამშობლოს ღალატის მუხლით, იმის გამო, რომ ჯინსებს ყიდდნენ“, –ამბობს ირანელი ქალების მხარდასაჭერად გამართული აქციის თანაორგანიზატორი, ეკა აღდგომელაშვილი. აქცია, რომლის პროვოცირება 43 წლის საქინე მოჰამადი აშთიანის დასჯის ამბავმა გამოიწვია, საქართველოს გარდა მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში გაიმართა. თუმცა ირანის ისლამური სახელმწიფო მხოლოდ ერთ დათმობაზე წავიდა – ქვებით ჩაქოლვა აშთიანის ჩამოხრჩობით შეუცვალა. 43 წლის საქინე აშთიანი ირანის ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონიდან, ირანის აზერბაიჯანიდანაა (ასე ჰქვია რეგიონს). საინფორმაციო წყაროების მიხედვით, მან სპარსული ენა კარგად არც იცის. პირველად აშთიანი ქმრის ღალატის მუხლით დააპატიმრეს. როგორც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით ირკვევა, დანაშაული მან ზეწოლის ქვეშ აღიარა. პირველი დაპატიმრების შედეგ 99 როზგი მიუსაჯეს. საასჯელის მოხდის შემდეგ მისი მეუღლე მოკლეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მკვლელობის საქმეში აშთიანის საყვარელი ფიგურირებდა. აშთიანი მეორედ დააპატიმრეს და 2006 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ის სიკვდილით დასჯას ელოდება. ორი წლის განამვლობაში საქინე აშთიანმა ორჯერ ითხოვა შეწყალება, თუმცა თხოვნა არ დააკმაყოფილეს. მისმა შვილებმა, დედის გადარჩენის თხოვნით, ყველა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს. შარიათის კანონი ცოლ–ქმრული ღალატისათვის დასჯის სხვადასხვა ფორმას იყენებს. ერთ–ერთია ქვებით ჩაქოლვა: დამნაშავეს წელამდე მიწაში მარხავენ და ქვებით ქოლავენ. ქვები განსაზღვრული სიდიდის უნდა იყოს – არც იმდენად დიდი, რომ მსხვერპლი სწრაფად მოკვდეს და არც იმდენად პატარა, რომ ტანჯვა გაუხანგრძლივდეს. ჩაქოლვა საშუალოდ 20 წუთს გრძლედება. Amnesty International–ის სტატისტიკის მიხედვით, ირანში 2002 წლიდან 2008 წლამდე ცხრა ქალი და ორი მამაკაცი სწორედ ასეთი წესით დასაჯეს. ამჟამად, სივდილით დასჯის რაოდენობით, ირანი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მხოლოდ 2010 წელს ქვეყანაში სიკვდილით 126 ადამიანი დასაჯეს. /get_img?NrArticle=2041&NrImage=2 სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg დიმიტრი საიმსი</p>რა აქვთ საერთო ცოტახნისწინანდელ შპიონურ დრამას, ჰილარი კლინტონის პოლონეთსა და საქართველოში ვიზიტს და თბილ დახვედრას, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ პრემიერ–მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს მოუწყო? თუკი თქვენი პასუხია: აშშ–ს კონგრესის შუალედური არჩევნები – თქვენ პრიზს მიიღებთ. სამივე მოვლენა პოლიტიკურად მოტვირებულია. ფაქტები განვიხილოთ. ჯერ ერთი, ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეერთებულმა შტატებმა შეძლო არის ის, რომ რუსეთის აგენტებს ბრალი ფულის გათეთრებასა და იმაში წაუყენა, რომ ისინი არ დარეგისტრირდნენ როგორც უცხო სახელმწიფოს აგენტები – რაც ადასტურებს იმას, თუ რამდენად დაბალი იყო ფსონი, რომელიც ამ აგენტურულ საქმეზე იდო. მით უფრო, როცა ორი კვირაც არ იყო გასული, როდესაც ვაშინგტონმა ყველა მათგანი რუსეთს გადასცა. მეორეც, მართალია ობამას ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ გაცვლა კარგი გარიგება იყო, თუმცა ოთხმა მამაკაცმა, რომლებიც დაკავებული აგენტების სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მრავალი წელი რუსულ ციხეებში გაატარა და შესაბამისად საეჭვოა აშშ–ს მთავრობისთვის დიდ სადაზვერვო ღირებულებას წარმოადგენდეს. გულწრფელად უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა სიტუაციის განმუხტვა სცადა, CIA–ს დირექტორმა ლეონ პანეტამ და სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვილიამ ბერნსმა ეფექტურად იმუშავეს, რათა საქმე დაეხურათ. თუმცა გაცვლა აშკარად მოხერხებული გზა აღმოჩნდა სკანდალის დასრულებისა და არა მათი დაკავებისთვის. მესამე, ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა ათი რუსი აგენტი იმის შიშით დააკავეს, რომ ეჭვმიტანილებიდან ზოგიერთს შეიძლება შეერთებული შტატები დაეტოვებინა. ეს (და ასევე აგენტურული ქსელის გაშიფვრისთვის სამართალდამცველების ნებისყოფით სავსე და წარმატებული მუშაობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი არა გარიგებისკენ, არამედ აგენტების დასჯისკენ მიისწრაფვოდნენ) – დამატებით ადასტურებს იმას, რომ ვენაში განხორციელებული გაცვლა წინასწარ დაგეგმილი არ იყო. ის, თუ როგორ ჩატარდა გაცვლა, იმის დემონსტრირებასაც ახდენს, რომ მისი ფესვები პოლიტიკაში მიდის და არა უსაფრთხოების სტრატეგიაში და ცხადყოფს ფუნდამენტურ წინააღმდეგობას ამ ორ იდეას შორის. თუკი შეერთებულ შტატებს არ სჭირდებოდა აგენტების დაკითხვა, მაშინ ისინი საერთოდ რატომ დააკავეს? მეორე მხრივ, თუკი დაკითხვები მნიშვნელოვანი იყო, მაშინ ისინი ასე სწრაფად რატომ გაუშვეს? მოდით მოვლენებს რეალურად შევხდოთ. პრეზიდენტს და მის მეგობარ და გენერალურ პროკურორ ერიკ ჰოლდერს, მოქმედების საკმარისი თავისუფლება აქვთ იმისთვის, რომ გადაწყვიტონ თუ ვის წინააღმდეგ აღძრან საქმე. მათ არ წაუყენეს ბრალი მოძრაობა „შავ პანტერებს“, რომლებიც ამომრჩევლების დაშინებაში დაადანაშაულეს. მათ არალეგალურ ემიგრანტებთან მიმართებაში საკმაოდ სუსტი მიდგომა არჩიეს – იმდენად სუსტი, რომ ადმინისტრაციამ საქმე არიზონას შტატის მიმართ აღძრა. ასე რომ, პრეზიდენტს და გენერალურ პროკურორს, აშკარად შეეძლოთ არ დაეკავებინათ “მეგობრული სახელმწიფოს“ აგენტები, იმ სახელმწიფოსი, რომელთანაც ადმინისტრაცია ირანის, ავღანეთის და ნაციონალური უსაფრთხოების სხვა საკითხებზე, რომლებიც ამერიკელების სიცოცხლეს ემუქრება, უფრო ახლო თანამშრომლობას ცდილობს. სინამდვილეში, პრეზიდენტ ობამას შეეძლო მისი მეგობარი დიმიტრი მედვედევი გვერდით გაეყვანა ცოტახნისწინანდელი სამიტის დროს თეთრ სახლში და ჩუმად ეთქვა მისთვის, რომ ის მზად არის სწრაფად და ჩუმად გაუშვას აგენტები და მათი დიპლომატი მოკავშირეები, მაგრამ იმის სანაცვლოდ, რომ მედვედევი სერიოზულ ფასს „გადაუხდის“ და მალევე დაიწყებს ვალის გადახდას, გამოუშვებს რა რუსული ციხეებიდან შეერთებული შტატებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ადამიანს. მაშინ ამის ნაცვლად რატომ შემოგვთავაზეს ეს შპიონური საპნის ოპერა? ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამ მანუელმა თქვა, რომ მომხდარი „მკაფიო სიგნალს უგზავნის არამხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც იგივეს (აგენტობას) შეეცდებიან, რომ ჩვენ მათ თვალყურს ვადევნებთ“. ნუთუ, აგენტების გათავისუფლება თერთმეტი დღის შემდეგ, შესაბამისი დაკითხვების, ან იმ რუსი დიპლომატების ვინაობის გამხელის გარეშე, რომლებიც აგენტების ქმედებებს კოორდინაციას უწევდნენ, ვლადიმერ პუტინს და მის კოლეგებს გადამწყვეტ სიგნალს გაუგზავნის შეწყვიტონ აგენტურული მუშაობა? არავითარ შემთხვევაში. როგორც ჩანს, თეთრ სახლს სურდა „მკაფიო სიგნალი“ გაეგზავნა ამერიკელი ამომრჩევლებისთვის – და როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო ვარშავასა და თბილისში სახელმწიფო მდივნის კლინტონის მკაცრი რიტორიკისა და ბატონ ნათანიაჰუსთან ობამას თბილი საუბრის მიზანი. ქალბატონმა კლინტონმა მკაცრად დაგმო 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრა, უწოდა რა მას „ინტერვენცია და ოკუპაცია“, და ტერმინი „ძალის არაპროპორციული გამოყენება“, რომელსაც ადრე სახელმწიფო დეპრატამენტი და ევროკავშირი იყენებდნენ, როგორც არარელევანტური, გვერდით მოისროლა, თითქოს არსებობდეს „პროპორციული გამოყენება“, მაგალითად, სხვა ქვეყნების ტერიტორიის ოკუპაციისთვის. მან საქართველოს აღუთქვა ასევე აშშ–ს მხარდაჭერა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საქმეში. თუმცა ის არ დაპირებია თბილისს ახალ შეიარაღებას, რომელიც ადრე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, და არ უთქვამს, რომ რუსეთის დათმობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე წინასწარი პირობაა მისი წევრობისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სწორედ ამიტომ, რუსეთის მთავრობა გულითადად შეხვდა სახელმწიფო მდივნის რიტორიკას, წარმოადგინა რა ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მცხოვრებლების უაზრო წახალისებად, რომელიც პირველ რიგში გათვლილი იყო აშშ–ს შიდა პოლიტიკური მოხმარებისთვის. რუსი ექსპერტი ანდრანიკ მიგრანიანი ახლახანს The National Interest Online–ში გამოქვეყნებულ კომენტარში იგივეს წერს, აცხადებს რა, რომ მოსკოვთან მიმართებაში „ამჯერად აბსოლიტურად ცხადია: სახელმწიფო მდივანი მაყურებელზე თამაშობდა, თანაც ძირითადად აშშ–ს შიდა აუდიტორიაზე“. სიყვარულის ფესტივალი, რომელიც პრეზიდენტ ობამას თეთრმა სახლმა ბატონ ნათანიაჰუს მოუწყო, იმავე კატეგორიას განეკუთვნება, ასახავს რა არა იმდენად ადმინისტრაციის სტრატეგიას, რამდენადაც პოლიტიკურ აგიტაციას, რომლის ამოცანაც არის – კონგრესის და სენატის მოახლოებულ არჩევნებში ისრაელის არასაკმარისი მხარდაჭერის გამო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატებს ადმინისტრაციასა და მათ კონკურენტ დემოკრატებზე თავდასხმების შესაძლებლობა წაართვას. ახლახანს Washington Post–ში დანა მილბენკი წერდა, რომ ბლერ–ჰაუსზე (თეთრი სახლის ოფიციალური სახლი სტუმრებისთვის) ისრაელის დროშის გამოფენის ნაცვლად, ნათანაიაჰუს ვიზიტის დროს, „თეთრი სახლის ჩინოვნიკებს შეეძლოთ კაპიტულაციის თეთრი დროშა გამოეფინათ“ მას შემდეგ, რაც ნათანაიჰუმ ობამა დასახლებებზე მათი საგაზაფხულო დავის დროს „დაამცირა“. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ არცერთ პრეზიდენტს უცხოეთში ეფექტური პილიტიკის წარმოება არ შეუძლია, თუკი მისი ინიციატივები მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით დაკარგავს, ამიტომ საგარეოპოლიტიკური პოლიტიკანობის ერთგვარი დოზა გარდაუვალია. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ობამას შიდა დღის წესრიგი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე საგარეოპოლიტიკური სტრატეგია – და საგარეო პოლიტიკის შიდა შეხედულებებისთვის დაქვემდებარება, როგორც ჩანს ძვირი დაჯდება. დღემდე, რუსეთის მთავრობა აცხადებდა რა, რომ აგენტების გაცვლა ამერიკასთან ურთიერთობების განმტკიცების დადასტურებაა. თუმცა გულის სიღრმეში, რუსეთის ლიდერებმა იციან, რომ პრეზიდენტმა ობამამ ისინი დაამცირა, როდესაც აგენტები დააპატიმრა დიმიტრი მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტიდან სულ რამდენიმე დღეში. კრიტიკის ახალი საფუძველი გაუჩნდათ „გადატვირთვის“ რუს სკეპტიკოსებსაც, რაც ამერიკული პრიორიტეტების წინააღმდეგაა მიმართული. საქართველოში, სახელმწიფო მდივნის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ძალიან ცხადმა მხარდაჭერამ, რომელიც ისედაც აღგზნებულია და მხოლოდ იმის მოსმენა ურჩევნია, რისი მოსმენაც სურს, შეიძლება მას ცდუნება გაუჩინოს კვლავ სცადოს ბედი რუსეთის წინააღმდეგ, რისი შედგებიც არაპროგნოზირებადია. იგივენაირად, ისრაელის პრემიერ–მინისტრმა შეიძლება პრეზიდენტ ობამას საჯარო მხარდაჭერა იმის დადასტურებად მიიჩნიოს, რომ მან თეთრი სახლის მორჯულება შეძლო, და რომ ახლა მას ამერიკის სურვილების მიუხედავად შეუძლია მოქმედება, იქნება ეს უარი დასახლებების მშენებლობის შეწყვეტაზე, დამოუკიდებელ პალესტინის სახელმწიფოსა და იქ მშვიდობაზე მოლაპარაკებების იგნორირება ან ცალმხრივი თავდასხმა ირანზე. ადმინისტრაციამ უნდა გაიგოს, რომ კარგი პოლიტიკა აუცილებლად კარგ სტრატეგიას არ ნიშნავს. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...