planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://www.mohammeddewji.com/blog/wp-content/uploads/2010/05/roy-hodgson.jpg ფრედ დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ ლივერპულის ბოსმა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და მათ შორის დანი ვილსონზეც ისაუბრა… “ბიჭებმა ყველაფერი კარგად გააკეთეს. მოედანზე ფეხბურთელების ის ახალგაზრდული ჯგუფი იყო, რომელთაგან ზოგიერთს ძირითად გუნდში ნათამაშებიც კი არ ჰქონდა. ინსი, რობინსონი და პალსონი ჯერ ძალიან ახალგაზრდები არიან და ისევე როგორც სხვა მოთამაშეები. თუმცა მათ შეძლეს და შვეიცარიის საუკეთესო კლუბთან, რომელსაც თავსი საუკეთესო და ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა გამოყვანილი, ფრედ ითამაშეს.” – განაცხადა როი ჰოჯსონმა “გვქონდა რამოდენიმე კარგი შანსი ანგარიშის გახსნისთვის, მაგრამ მთლიანობაში ფრე ლოგიკური შედეგი იყო. ლივერპულს ახალგაზრდებისთვის ეს შედეგი არა გამართლება, არამედ მძიმე შრომის შედეგი იყო…” “მათ ნამდვილად აქვთ საამაყო. მე ეჭვი არ მეპარება მათ მონდომებაში, შრომისმოყვარეობასა და სულისკვეთებაში. მართალია იყო გარკვეული შეცდომებიც დაშვებული, მაგრამ ამის გამოსწორებას უბრალოდ დრო სჭირდება და მუშაობა სჭირდება.” “ძირითად გუნდთან მუშაობასთან ერთად აუცილებელია დიდი ყურადღება დავუთმოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც, რათა მათი ნიჭი და სამომავლო პერსპექტივები შეუმნეველი არ დაგვრჩეს” “რაც უფრო მალე გადმოვიყვანთ მათ მთავარ გუნდში მით უკეთესია. ამ ამხანაგურ მატჩშიც ჩვენ დავინახეთ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, როგორებიც თუნდაც ამოო და ეკლესტონი არიან. ჩვენ უფრო მეტი ტალანტური მოთამაშე გვჭირდება და ძალიან მიხარია რომ დენი ვილსონიც სწორედ ასეთი ფეხბურთელია და ის ახლა ჩვენს გუნდშია…” View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/baqradze1-150x150.jpgგაეროს განვითარების პროგრამა პარლამენტის ხელშეწყობას აგრძელებს. პროექტის ბიუჯეტი 270 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო მომავალში აღნიშნული თანხა 900 ათას დოლარამდე გაიზრდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/gaer.jpg itvს ლინკი
-
http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279783707_be7ac0dc8f20.jpg SOCCER DAY ითვალისწინებს იმ ადამიანების თხოვნას,რომლებმაც მოგვწერეს და მოითხოვეს დღევანდელ დღეს სამივე ქართული გუნდის პირდაპირ თერში ჩვენება... ან საყურებელი ბმულების დადება... მე მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო "ძესტაფონელ" ქომაგს,რადგანაც მათი თამაში ვერ იქნება ნაჩვენები... (სამწუხაროდ ვერ ვიშოვეთ საჩვენებელი ბმული) როგორც,კი შეგვეძლება იმელთა შეხვედრის ჩვენების ბმულის დამატება პირობას გაძლევთ,რომ აუცილებლა დაემატება... სრულად იხილეთ
-
http://fc06.deviantart.net/fs25/f/2008/041/5/d/Resultado_Tuto_Kuyt_by_adrya_fcb.png დღეს ლივერპულის ჰოლანდიელი თავდამსხმელი დირკ კიუიტი 30 წლის გახდა !!! ლივერპულის ქართული ფანკლუბი ვულოცავთ მას 1 წლით დაბერებას და ვუსურვებთ ყველაფერ საუკეთესოს, ბევრ გოლს და ცოტა ტრამვებს… (უღრუბლო ცისა და უეკლო გზის მსგავსად) დღეს საიტზე კიუიტის დღე იქნება და დაიდება დირკის ფოტოები, ვიდეოები და სხვა საინტერესო სტატიები მის შესახებ… View the full article
-
ცოტა ხნის წინ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის "დინამოსა" და შვედურ "გეფლეს" შორის. ქართველმა ფეხბურთელებმა სტადიონზე შეკრებილი 5 000–მდე გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარეს და მეტოქეს 2:1 მოუგეს. იხილეთ fanebi.com
-
http://www.fczestafoni.ge/images/photos/2010-11/dukla/DSC05609.JPG ბანსკა-ბისტრიცას “სტიავნიჩკიზე” მატჩისწინა ვარჯიშის დამთავრების შემდეგ, “მსოფლიო სპორტი” “ზესტაფონის” რამდენიმე წევრს გაესაუბრა. შოთა ბაბუნაშვილი: “საომარი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. გასვლასაც გააჩნია, ჩვენი დიდი სურვილია, მოგებით გავიდეთ, რადგან გუნდის რეიტინგსაც ავწევთ და ქვეყნისასაც”. სლოვაკი კოლეგები, ვისაც საქართველოში ჩამოსვლის საშუალება არ ჰქონია, ზესტაფონელთა ვარჯიშის ყურებისას, ჯაბა დვალი რომელიაო, იმას კითხულობდნენ. დიდტირაჟიანი და უხვგვერდიანი “სპორტის” რეპორტიორმა – ეს უფრო დიდი და მასიური წარმომედგინა, ისეთ დღეში ჩაუგდია “დუკლას” დაცვაო. რომ იტყვიან, რაცაა ესაა. იმერლების ფორვარდმა მარტო სლოვაკების ყურადღება არ მიიქცია - იგი სამ მატჩში გატანილი 4 გოლით ევროლიგის ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა და გამორიცხული არაა, ხუთშაბათს დაწინაურდეს კიდეც. სრულად იხილეთ
-
http://sportall.ambebi.ge/images/stories/photo/qartuli_fexburti/Europa/gefleif000_medium.jpg შინ "დინამოსთან" 1:2 წაგების შემდეგ, შვედური "გეფლე" გუშინ გვეწვია. სასტუმრო "რადისონში" დაბინავებულმა ჩრდილოელებმა, გუშინ ეროვნულ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს. "გეფლეს" თავკაცმა პერ ოლსონმა საქართველოში 18 ფეხბურთელი ჩამოიყვანა. შვედებს არც თუ მცირე დანაკლისი აქვთ: გუნდის მთავარი მეგოლე ალექსანდრ გერნდტი "ჰელსინგბორგში" გაასხვისეს. ომარ ჯავო და "დინამოს" კარში ერთადერთი გოლის ავტორი ჰანს ბერგრენი ტრავმირებულები არიან. სრულად იხილეთ
-
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის, ხოლო 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსენების დღედ გამოცხადდა. საქართველოს პარლამენტის მიერ 21 ივლისის დადგენილების მიხედვით, ყოველი წლის 25 თებერვალს სახელმწიფო 21 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსენების პატივსაცემად ღონისძიებებს გამართავს. ყველა სახელმწიფო შენობაზე სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული და საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლებს წუთიერი დუმილით მოიხსენიებენ. 23 აგვისტო 1939 წელს მოლოტოვი–რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის დღეა. პაქტის მიხედვით, გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპა გადაინაწილეს. საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიხედვით, საქართველო 23 აგვისტოს ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის თქმით, ორივე თარიღი ერთმანეთთან ისტორიულ კავშირშია. მინაშვილი იმედოვნებს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი ქვეყანაში არღარასოდეს განმეორდება. საბჭოთა ოკუპაციის დღედ 28 ივნისი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ–მოლდოვამაც გამოცხადა. რუსული მხარე უკვე ეხმაურება საქართველოს გადაწყვეტილებას. რუსი პოლიტიკური ექსპერტის, ფეოდორ ლუკიანოვის თქმით, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება შეუძლებელია, რადგან ისინი აღარ არსებობენ. საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიხედვითვე, უნდა გაგრძელდეს ტოტალიტარული მემკვიდრეობის შესწავლა; გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ამ საკითხის შესახებ; უნდა შემუშავდეს ახალი და სრულყოფილი გახდეს არსებული სასწავლო სახემძღვანელოები, პროგრამები და ღონისძიებები ტოტალიტარიზმის შესახებ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
რობერტო მანჩინიმ დაადასტურა ინფორმაცია,რომ მას სურს ამ ზაფხულს სიტიში იხილოს ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლენდონ დონოვანი. იხილეთ fanebi.com
-
La Gazzetta Dello Sport-ს ცნობით მარიო ბალოტელის ერთ-ერთ შემცვლელად მასიმო მორატი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორს,დიეგო ფორლანს მიიჩნევს. იხილეთ fanebi.com
-
ფილმის შესახებ: პატარა ბავშვი ჩადის ჩინეთში ოლიმპიადაზე სადაც იგი ითვისებს თუ როგორ უნდა დაიცვას თავი. ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: Каратэ-пацан ორიგინალური დასახელება: The Karate Kid წელი: 2010 ჟანრი: მძაფრსიუჟეტიანი, დრამა, სპორტი რეჟისორი: ჰაროლდ ცვარტი როლებში: ჯეკი ჩანი, ჯეიდენ სმიტი, ტარაჯი პ. ჰენსონი ქვეყანა: აშშ / ჩინეთი, Columbia Pictures ხანგრძლივობა: 02: 13:55 გახმოვანება: სამოყვარულო (ერთხმიანი) View the full article
-
მოგესლამებით Fanebi.com -ის მომხმარებლებს.დღეს ადამიანები რეკავდნენ ჩვენთან,რომ საიტზე ვირუსი იყო.ეს გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ ქართული მთვლელის TOP.GE -ს გამო.სამწუხაროდ ეს მთვლელი არის ამჟამად დავირუსებული და ჩვენს საიტზეც ამიტომ ამბობდა საძიებო სისტემა გუგლი ამავეს...გადავწყვიტეთ მისი ამოღება,სანამ ყველაფერი ნორმალურ დონეს არ დაუბრუდნება.ასევე გაცნობებთ,რომ ნებისმიერ ასეთ საკითხზე თუ საინტერესო შემოთავაზებაზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე +995 (32) 725 - 760 ...ჩვენ ვაფასებთ ჩვენი მომხმარებლის აზრს და მზად ვართ გავითვალისწინოთ იგი. იხილეთ fanebi.com
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/08/open-democracy.jpg კატინკა ბარიში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მთელ რიგ სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვებისთვის ევროკავშირი–რუსეთის ბრძოლა სახეს იცვლის. შეერთებული შტატები პოსტ–საბჭოთა სივრცეს ტოვებს; ევროკავშირი უშედეგოდ იბრძვის იმისთვის, რომ ამ სივრცეში მას სერიოზულად აღიქვამდნენ. ანუ, რუსეთს შეუძლია მშვიდად განამტკიცოს საკუთარი გავლენა მოსაზღვრე სახელმწიფოებში? ასეც არ არის, რადგან ამ რეგიონში ბევრად უფრო რთული სიტუაციაა. 2010 წლის 4–5 ივლისს სამხრეთ კავკასიას ჰილარი კლინტონი სტუმრობდა. ის შეეცადა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი დაერწმუნებინა, რომ ვაშინგტონს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში ისინი არ მიუტოვებია. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებში არსებობს განცდა, რომ დღეს შეერთებული შტატები ნაკლებადაა დაინტერესებული მათთან თანამშრომლობით, ვიდრე პრეზიდენტების ჯორჯ ბუშის და ბილ კლინტონის დროს. ანალოგიურად, ბევრი შუააზიური ქვეყანა გრძნობს, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მათ ნაკლებ ყურადღებას უთმობს და მხოლოდ მაშინ იმჩნევს, როდესაც ისინი ავღანეთისკენ მიმავალი თვითმფრინავებისთვის შუალედურ აეროდრომებად სჭირდება. გარდა ამისა, დღის წესრიგიდან მოიხსნა ნატოში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების საკითხი. ამერიკის ძირითადი ყურადღება ახლა სხვა ადგილებისკენაა მიმართული. ხოლო ევროკავშირს ამ რეგიონში ზოგადად ძალიან მყიფე პოზიციები აქვს. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, 2009 წელს ამოქმედებული „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ახალი პროექტია, ამიტომ ჯერ სხვაობა არ ჩანს. უკრაინა, რომელიც ძალიან განიცდის იმას, რომ ევროკავშირს მისთვის დღემდე არ შეუთავაზია საკუთარ რიგებში გაწევრიანების პერსპექტივა, 2010 წელს პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ რუსეთისკენ ბრუნდება. მოლდოვა პირიქით. კიშინოვი ასე არასდროს მიილტვოდა ევროკავშირთან დაახლოებისკენ, თუმცა ბრიუსელსა და სხვა ქალაქებში ამას ბევრი ვერ ამჩნევს. ევროკავშირის შუააზრიური სტრატეგია არათანმიმდვრულობისგან ზარალდება და პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს. იქაც და კავკასიაშიც ევროკავშირი ახალი მოთამაშეა. და ორმხრივი ურთიერთობების საფუძვლად ნორმებისა და ღირებულებების ექსპორტთან დაკავშირებული მისი ტრადიციული მიდგომა იქ არცთუ პოზიტიურად აღქიმება. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური მექანიზმი ამ ეტაპზე ბიუროკრატიული დამბლის მდგომარეობაშია. არაერთგვაროვანი შედეგები თეორიულად ამერიკის უყურადღებობა და ევროპის სისუსტე ხელფეხს უნდა უხსნიდეს რუსეთს საკუთარი პოზიციის კონსოლოდაციისთვის ადგილებზე, რომლებსაც მედვედევი „პრივილეგირებული ინტერესების სფეროს“ უწოდებს. და რა თქმა უნდა, რუსეთი ასეც იქცევა. მაგრამ შედეგები საუკეთესო შემთხვევაში არაერთგვაროვანია. რუსეთი თავადაა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ყველაზე აყვავებული ქვეყანა ამ რეგიონში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას „ახლო საზღვარგარეთში“ ძალის დაპროექტების საშულება აქვს. მისი გავლენის ბერკეტები შთამბეჭდავად იმ დრომდე გამოიყურება, ვიდრე მის გამოყენებას იწყებენ. და სწორედ ამ დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათი ნაწილი ცუდად მუშაობს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ძალა გამოყენა და ამას უკუშედეგი მოჰყვა, რადგან მოსკოვის ყველაზე მტკიცე მოკავშირეებიც კი შეეცადნენ შეესუსტებინათ მათი დამოკიდებულება სულ უფრო სახიფათო მეზობელზე. ბელორუსი ევროკავშირისკენ მიბრუნდა; სომხეთმა მოლაპარაკებები დაიწყო თურქეთთან; და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან დღემდე არცერთს არ მიუბაძავს მოსკოვისთვის და არ უღიარებია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია სავაჭრო ემბარგო და ზეწოლის სხვა ფორმები მასზე მცირე ზომის მეზობლების (მაგალითად, საქართველო და ლატვია) მიმართ, მაშინ როდესაც მისი კომერციული ინტერესები ამ ქვეყნებში შეზღუდული იყო. მაგრამ ეკონომიკური სანქციების გამოყენებამ რუსეთს არცერთხელ არ მისცა ის, რისი მიღწევაც მას სურდა. დაზარალებული ქვეყნების კომპანიებმა და საწარმოებმა გააქტიურეს საკუთარი ძალისხმევა ალტერნატიული ბაზრების და ინვესტიციების წყაროების მოზიების თვალსაზრისით, რასაც საბოლოო ჯამში მათი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მოჰყვა. მოსკოვის სტრატეგია გააძლიეროს საკუთარი გავლენა ადგილობრივ ბიზნესზე პირდაპირი კონტროლის გზით, უფრო წარმატებული აღმოჩნდა: მაგალითად, სომხეთში მთელ რიგ სფეროებში (საბანკო, ტრანსპორტის) რუსული კომპანიები დომინირებენ. ჯერ–ჯერობით უცნობია, როგორ შეიძლება ამის პოლიტიკურ გავლენად გარდაქმნა. საბოლოო ჯამში, მეზობელ ქვეყნებში რუსული პოლიტიკის ყველაზე პერსპექტიულ ინსტრუმენტად ენერგორესურსები რჩება. მეზობლებისგან სასურველის მიღების მიზნით, რუსეთი იყენებს მილსადენების მშენებლობის გეგმებს, ჰესების მშენებლობის პროექტებს, ფასებს გაზის და ნავთობის მიწოდებაზე. მაგრამ მისი ძალისხმევის შედეგები აქაც არაერთგვაროვანია. ბელორუსსა და უკრაინაში რუსეთი ამ მხრივ წარმატებებს აღწევს და შეიძლება კონტროლი მოიპოვოს სატრანზიტო მილსადენებზე. გაზის ფასსა და ტრანზიტის გადასახადზე ბელორუსსა და რუსეთს შორის არსებულმა ბოლოდროინდელმა უთანხმოებამ აჩვენა მხოლოდ ის, რომ მინსკს სხვა გზა არ აქვს. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ის გაზს ვენესუელასგან იყიდის, უფრო სიმბოლურ ჟესტს გავს. უკრაინაში რუსეთმა გაზზე ფასების შემცირებით სევასტოპოლში საკუთარი შავი ზღვის ფლოტისთვის იჯარის გახანგრძლივება შეძლო. მას ასევე წარმატებულად მიჰყავს კიევი იქითკენ, რომ ამ უკანასკნელმა იფიქროს მაინც ორი ქვეყნის გაზის მონოპოლიების („გაზპრომი“ და „ნაფტოგაზი“) გაერთიანებაზე. სინამდვილეში, ეს რუსეთს უკრაინის სატრანზიტო მილსადენებზე გავლენის ბერკეტებს შესძენს. ყურადღების დეფიციტი კავკასიასა და შუა აზიაში სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია. იქ ენერგორესურსების მომპოვებელ ქვეყნებს მანევრების სივრცე რჩებათ, აძლიერებენ რა კავშირებს ჩინეთთან, ირანთან და თურქეთთან. 2009 წლის დეკემბერში თურქმენეთმა მსხვილი გაზსადენი აამუშავა, რომელსაც საწვავი ჩინეთში გადააქვს, ხოლო ივნისში ხელი მოაწერა მორიგ ხელშეკრულებას გაზის ირანისთვის მიწოდებაზე. მან მსხვილი ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიები შიდა მილსადენის გასაყვანად მიიპატიჟა. ამ მილსადენის საშუალებით გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი გახდება თურქმენეთის გაზის მიწოდება უზარმაზარი იოლატანური საბადოდან კასპიის სანაპირომდე, იქიდან კი ევროპაში. მანამდე თურქმენეთმა განაცხადა, რომ მილსადენს რუსეთი ააშენებდა და თავად რუსეთი იყიდდა გაზის დიდ ნაწილს. აზერბაიჯანმა უარყო რუსეთის წინადადება მისი ახალი საბადოს „შაჰ–დენიზი 2“–ის გაზის მთლიან შესყიდვაზე და სანაცვლოდ პირობა დადო, რომ მას თურქეთს და ევროპელ მომხმარებლებს მიაწვდიდა. რუსეთის მცდელობა კასპიის გაზი ჩაეკეტა ისეთი მილსადენური პროექტის ჩაშლით, როგორიც „ნაბუქოა“, სულ უფრო წარუმატებელი ჩანს. შეერთებული შტატების მიერ რეგიონის მოჩვენებითი მიტოვება და იქ ევროკავშირის პოლიტიკის არაეფექტურობა ჯერ–ჯერობით მოსკოვს ხელს არ აძლევს. რუსეთმა (ისევე როგორც ევროკავშირმა და ამ რეგიონის სხვა მოთამაშეებმა) უნდა გაიგონ, რომ ყოფილი საბჭოთა სივრცე ერთგვაროვანი და ერთიანი არ არის. იქ თვითდაჯერებული და ენერგორესურსების მიმწოდებელი მდიდარი სახელმწიფოებია, ისეთები, როგორებიც არიან აზერბაიჯანი და ყაზახეთი; და არიან ღარიბი და დანაწევრებული ქვეყნები, მაგალითად მოლდავეთი და სომხეთი. სადღაც რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს იძულების და დათანხმების მეთოდები, მაგრამ მეორეგან მას თხოვნა და ამ ქვეყნების გულის მოგება უწევს. ამ რეგიონის ყველა ქვეყანა მოიგებს რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებით – როგორც ვაჭრობაში და ენერგეტიკაში, ასევე პოლიტიკაში. შესაძლოა, ვაშინგტონი ამ რეგიონის ქვეყნებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს; მაგრამ ევროკავშირმა უნდა გააორმაგოს ძალისხმევა, ყველა ცალკე აღებულ ქვეყანაში სიტუაციის სპეციფიკის გათვალისწინებით. ორიგინალი ორიგინალი
-
http://soccerday.ge/uploads/posts/2010-07/1279536445_splash.png თბილისის "დინამოს" სავარაუდოდ მომავალი მეტოქე გრაცის შტურმი" ლონდონის "არსენალს" ამხანაგურად გაეჯიბრა და მშრალად 0–3 წააგო."შტურმის" ქებულმა თავდამსხმელებმა ვერა და ვერ შესძლეს "მეთოფეთა" კარის აღება;ხვალ თბილისის "დინამო" 20:45–ზე გამართავს შვედურ "გეფლესთან" შეხვედრას სადაც შეეცდება "შტურმთან" საპაექრო საგზურის განაღდებას. სრულად იხილეთ
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100721-01-grasshopper_liverpool.jpg გთავაზობთ ახლახან დასრულებული მატჩის ფოტოებს http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100721-03-grashoppers_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100721-12-grashoppers_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100721-14-grashoppers_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100721-05-grashoppers_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/copy_(2)_of_prop100721-19-grashoppers_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/copy_(2)_of_prop100721-18-grashoppers_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100721-17-grashoppers_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100721-29-grashoppers_liverpool.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/prop100721-24-grashoppers_liverpool.jpg View the full article
-
http://cache4.asset-cache.net/xc/103020416.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6935BDDB84255D1EBD970382795989B634EED9C9723D11816როი ჰოჯსონის დებიუტი და უგოლო ფრე… შეხვედრის პირველმა ნახევარმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა. ტაიმის დასაწყისში უპირატესობას ფლობდნენ “ლივერპულის” ფეხბურთელები. აქტიურობდნენ ახალბედები, განსაკუთრებით ამოო გამოირჩეოდა. ასევე აქტიური იყო დავიდ ნ’გოგიც. მოედნის ცენტრში აკვილანი პასებს კარგად არიგებდა, თუმცა ტაიმის ბოლოსკენ უკვე “გრასჰოპერსის” მოთამაშეებმაც “გამოიღვიძეს” და გაცილებით სახიფათოდ უტევდნენ. მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა და ვერც მეორე გუნდმა საწყის 45 წუთში მეტოქის დაცვის სრულფასოვნად გარღვევა ვერ შეძლო და ტაიმიც უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისშივე როი ჰოჯსონმა დიეგო კავალიერი გულასკით შეცვალა. 61-ე წუთზე კი როიმ ერთბაშად 3 ცვლილება განახორციელა: დავიდ ნ’გოგის ნაცვლად ლაური დალა ვალე გამოვიდა მინდორზე, ალბერტო აკვილანი ჯონჯო შელვიმ (მისი დებიუტი “ლივერპულის” შემადგენლობაში) , ხოლო ლუკას ლეივა ტომას ინკემ შეცვალა. 9 წუთში კიდევ 2 ცვლილება მოხდა მერსისაიდელთა რიგებში: მარტინ კელის ნაცვლად მოედანზე გამოვიდა ვიქტორ პოულსონი. ხოლო ფილიპ დეგენის ნაცვლად ირვინი. 82 წუთზე ამოო ჯეკ რობინსონმა შეცვალა. “ლივერპული” მეორე ტაიმში თავს კარგად იცავდა, რაც გამოიხატა იმაში, რომ გოლი არ გაუშვია, თუმცა ვერც თავად გაიტანა და წინასასეზონო პირველი მატჩი ფრედ დაასრულა. http://cache4.asset-cache.net/xc/103020397.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6F4740AAAA81675CAD970382795989B635C7976A322437772http://cache4.asset-cache.net/xc/103020404.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6B0028B70C91261E3D970382795989B63C6D6CD009BF606A9http://cache2.asset-cache.net/xc/103020434.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E61F92A91F30118A61D970382795989B63527327455180CF7B View the full article
-
ქართულ–ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მიმართვა გაუგზავნა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა. მიმართვის ტექსტი ცოტა ხნის წინათ ჰოლანდიაში შეიმუშავეს, სადაც ქართველი, ოსი და რუსი ჟურნალისტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ტექსტში ძირითადი ყურადღება აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება. მიმართვაში აღნიშნულია რომ ჟენევის კონსულტაციები არაეფექტურად მიმდინარეობს, რადგან ვერც უსაფრთხოების და ვერც ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფებმა ხელშესახები შედეგები ჯერ ვერ დადეს. მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები კი ჩაშლილია. -ˮთვალნათელია, რომ პოლიტიკური ინტერესების ტყვეობაში რიგითი ადამიანები აღმოჩნდნენ ყოველდღიური პრობლემებითˮ, – ნათქვამია მიმართვის დასაწყისში. ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს ურჩევენ, პირველ რიგში ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებით დაკავდნენ. მათი აზრით, მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უნდა მოიხსნას და ნათესავებს ერთმანეთის ნახვის საშუალება მიეცეთ. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ მოქალქეებს ეკლესიებში და საფლავებზე გასვლის უფლება უნდა მიეცეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ქართული სოფლებისთვის წყალმომარაგების, ხოლო ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა. ქართულ–ოსური ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ, დაადგინონ ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების საერთო წესები. მიმართვის ტექსტს, სხვებთან ერთად, ხელი ცხინვალელმა ჟურნალისტმა მარია პლიევამაც მოაწერა. მისი თქმით, სასურველია ჟენევის დისკუსიის მონაწილეებმა მათი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ხმა სწრაფად გაიგონ და რიგითი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისკენ მიმართონ ძალისხმევა. ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ უგზო–უკვლოდ დაკარგულთა და უკანონოდ დაკავებულთა საქმეების გამოძიების დაწყებისკენ, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისკენ. მათი აზრით, აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების დონეზე კონტაქტების გაღრმავება, სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა და შეკრებების და გაერთიანების შეუზღუდავი უფლება. მიმართვას ხელი ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა ზურაბ ბენდიანაშვილმაც მოაწერა. მისი აზრით, სამოქალაქო ფორუმი ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი რეკომენდაციების მიწოდების პროცესს მომავალშიც გააგრძელებს. მიმართვის ბოლოს ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მხარეებს მოუწოდებენ, რომ სასწრაფოდ აღადგინონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები. ამ მიმართვას ხელი 22–მა ადამიანმა მოაწერა და უკვე დაეგზავნა როგორც ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს, ასევე მხარეების წარმომადგენლებს. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის გამართვა 27 ივლისს არის დაგეგმილი. /get_img?NrArticle=2051&NrImage=20 ფორუმის მონაწილეების შეხვედრა ჰოლანდიაში სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/photo10-150x150.jpgმელიქიშვილის გამზირზე მდებარე გამომცემლობა სამშობლოს შენობა, დევნილთა ოთხმა ოჯახმა დატოვა. კობა სუბელიანის უწყებამ მათ ალტერნატიული ფართი მცხეთაში შესთავაზა. უკვე გამოსახლებულთაგან განსხვავებით შენობაში დარჩენილი 350-მდე ოჯახი აცხადებს, რომ ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრებათ. ამობენ, რომ შენობის დაცლის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ალტერნატიულ ფართს არ სთავაზობენ. ხელისუფლება კი მათ გამოსახლებას ძალის გამოყენებით გეგმავს, რადგან 23 ივლისს, ეკონიმიკის სამინისტრომ შენობა აუქციონზე უნდა გაიტანოს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/devnilebiwmv_000003800.jpg itvს ლინკი
-
http://www.mirrorfootball.co.uk/static/ver1/images/transparent.gifhttp://www.mirrorfootball.co.uk/static/ver1/images/transparent.gifhttp://www.mirrorfootball.co.uk/incoming/article532967.ece/ALTERNATES/gallery-large/10ThingsYouShouldKnow2.jpgგთავაზობთ 10 ფაქტს, რომელიც უნდა იცოდეთ “წითლების” ახალწვეულ შოტლანდიელზე 1. დანიელ უილსონი დაიბადა ლივინგსტონში 1991 წლის 27 დეკემბერს. 2. იგი 19 წლამდელთა გუნდის კაპიტანი გახლდათ და შოტლანდიაში მას ალან ჰანსენს ადარებდნენ. 3. მისი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე “რეინჯერსის” შემადგენლობაში შედგა 2009 წლის ოქტომბერში. ითამაშა 90 წუთის განმავლობაში ლიგის თასის შეხვედრაში. 4. 2009 წლის 20 ოქტომბერს იგი გახდა “რეინჯერსის” შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში (“უნირეას” წინააღმდეგ). მაშინ უილსონი მხოლოდ 17 წლის და 312 დღის გახლდათ. 5. მისი პარტნიორის (მცველის) ნათქვამიდან:” მზად არის თუ არა იგი ევროპისთვის? რა თქმა უნდა! იგი უკვე ამ ასაკში არის საკმარისად მაღალი დონის ფეხბურთელი. იგი არასოდეს ჩერდება მიღწეულზე და მუდამ მაქსიმუმისთვის იბრძვის”. 6. მიუხედავად მისი ახალგაზრდული ასაკისა, უილსონს ტიტული (გუნდური) უკვე გააჩნია: 2009 წელს შოტლანდიის თასის ფინალში იგი სათადარიგო სკამზე იჯდა, თუმცა ტიტული ხომ მანაც მიიღო. ხოლო ბოლო სეზონში იგი დაეხმარა “რეინჯერსს” ლიგის თასის და შოტლანდიის ჩემპიონატის მოგებაში. 7. 2010 წლის ლიგის თასის ფინალი უილსონის მოგონებებში სასიამოვნოდ ნამდვილად არ დარჩება – იგი ხსენებულ შეხვედრაში მინდვრიდან გაძევებული იქნა. 8. უილსონს პირადი ტიტულებიც აქვს მოპოვებული: დასახელებულ იქნა შოტლანდიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად (ისევე, როგორც “რეინჯერსის” საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ). 9. მას უასპარეზია შოტლანდიის როგორც 17, ასევე 19 წლამდელთა გუნდში, სადაც გუნდის კაპიტანი გახლდათ. 10. ერთი სიტყვით, ახალგაზრდა, ნიჭიერი, იმედისმომცემი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრიტანელი მოთამაშე დაემატა “ლივერპულს” და წარმატებები ვუსურვოთ უილსონს “ენფილდულ” კარიერაში. View the full article
-
liverpoolfc(ფანკლუბი) ივანოვიჩი 14 ნომერი იქნება
planetanews posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
http://i060.radikal.ru/1007/3c/313f06515e11.jpg მას შემდეგ, რაც მილანმა 10 ნომრიანი მაისური ჯო კოულს დაუთმო, თავად 14 ნომერი მოირგო, ნომერი, რომლითაც იგი სერბეთის ნაკრებშიც თამაშობს… ჯერჯერობით უცნობია დანი ვილსონის ნომერი. ჯონჯო შელვი კი ოფიციალურ საიტზე 53 ნომრად არის აღნიშნული, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ მასაც უფრო დაბალ ციფრს “მიაწერენ” 14 ნომრით კი უკანასკნელად ესპანელი ხაბი ალონსო თამაშობდა მერსესაიდში… View the full article -
http://www.footie.co.za/blog/wp-content/uploads/2010/03/albertriera.jpg ლივერპულის ესპანელი ვინგერი ბერძნულ ოლიმპიაკოსში დაიწყებს მომავალ სეზონს. წითლები კი მის სანაცვლოდ მხოლოდ 5 მილიონ ევროს მიიღებენ. ალბერტმა ხელი 2+2 სისტემის კონტრაქტს მოაწერა ხელი და წელიწადში ორ მილიონ ევროს მიიღებს ხელფასის სახით, რაც საბერძნეთის ისტორიაში მას ყველაზე მაღალ ანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს… რიერას მდგომარებოა გუნდში რაფა ბენიტესთან დაპირისპირების შემდეგ აირია. მის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო მოსკოვის სპარტაკიც, თუმცა საბოლოოდ მან ბალკანეთი აირჩია კარიერის გასაგრძელებლად… რიერა მერსესაიდში 2008 წელს გადმოვიდა და 55 შეხვედრასი 5 გოლი გაიტანა. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio_21_07_2010flv_000075400-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/07/sainformacio_21_07_2010flv_000075400.jpg itvს ლინკი