planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://b.pix.ge/n/bofhl.jpg ინგლისური "ლივერპულის" მოთამაშე ემილიანო ინუამ,რომელიც "ფიორენტინაში" აპირებდა გადასვლას ტრანსფერი თავადვე ჩაშალა, იტყობინება La Gazzetta dello Sport. არგენტინელი მცველი ვერ შეთანხმდა კონტრაქტის პირობებზე ფლორენციელებთან,არადა კლუბებს შორის მოლაპარაკება ტრანსფერთან დაკავშირებით დასრულებული იყო. 21 წლის ფეხბურთელმა აკრიფა საკუთარი ნივთები და ფლორენციიდან კვლავ უკან დაბრუნდა,ლივერპულში,რათა გუნდს გერმანულ შეკრებაზე გაყოლოდა. სრულად იხილეთ
-
http://a.pix.ge/m/1gplc.jpg მოსკოვის "დინამოს" ფორვარდმა,კევინ კურანიმ გამოთქვა საკუთარი აზრი რაულის "შალკეში" გადასვლასთან დაკავშირებით,გვამცნობს AS. "იგი ცოცხალი ლეგენდაა,მიუხედავად იმისა,რომ იგი ჯერ 33 წლისაა, იგი იმაზე უფრო მაღალი დონის ფორვარდია ვიდრე მე", - ამბობს "შალკეს" ექს–ფორვარდი. შეგახსენებთ,რომ გუშინ კურანიმ მთელი 90 წუთი ითამაშა რუსულ პრემიერლიგაში,თუმცა თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა. სრულად იხილეთ
-
აჭარის მაღალმთიანეთში, გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე იალაღებზე სახალხო დღესასასწაული შუამთობა აღინიშნა, რომელიც ტადიციულად, აგვისტოს პირველ კვირას იმართება. შუამთობა… ლინკი მედიანიუსზე
-
http://b.pix.ge/i/sqjzb.png იყო დრო ძლიერები ვიყავით როგორც მოგეხსენებათ,ხუთშაბათს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები გაიმართება საქართველოს ორ სხვადასხვა ქალაქში... კერძოდ კი თბილისსა და ზესტაფონში.თბილისში ადგილობრივი "დინამო" ავსტრიულ "შტურმს" უმასპინძლებს,მართალია პირველი შეხვედრა დედაქალაქელებმა წააგეს 2–0 თუმცა იმედი და შანსი მაინც არის იმისა,რომ გუნდი გავა შემდეგ ეტაპზე... ზესტაფონში კი ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ლვოვის "კარპატს" დაუპირისპირდება,თბილისეთა მსგავსად მათაც წააგეს პირველი შეხვედრა უკრაინაში,თუმცა მინიმალური სხვაობით და განმეორებითი შეხვედრისთვის ყველაფრისდა მიუხედავად შეიძლება ითქვას,რომ დიდი შანსი აქვთ შემდეგ ეტაპზე გასვლის.თუმცა ისიც აღნიშვნის ღირსია რომ იმერლები გაცილებით სუსტ მეტოქეს ხვდებიან,ვიდრე დედაქალაქელები... რომ არა თბილისელი "გულშემატკივრების" მონდომება და აქტიურობა ეს სტატია დარწმუნებულნი იყავით,რომ არ დაიწერებოდა... თუმცა იმდენად იაქტიურეს დედაქალაქში,რომ შეიძლება ითქვას "მაიძულეს" კიდევაც,ამის დაწერა... საქმე ეხება თბილისელთა მასობრივ გადინებას ზესტაფონში... და არ გაინტერესებთ რატომ?! იმიტომ,რომ ტურმე ზესტაფონს უფრო უკეთესი შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის და ნაცვლად იმისა,რომ საკუთარი ქალქის ღირსება დაიცვან ევროპაში,სადღაც,უფროსწორად კი ზესტაფონში მიდიან იმისთვის,რომ "ზესტაფონს" უქომაგონ... არ იქნება ამაში არაფერი გასაკვირი ამავე დღეს "დინამოს" რომ არ ეთამაშა თბილისში და მისასალმებელიც კი იქნებოდა... მაგრამ... რატომ?! რატომ თქვე კაი ოჯახის შვილებო?! ნუთუ თბილისში თბილისელები არ დარჩით...?! ღმერთმა ქნას და "ზესტაფონმაც" და "დინამომაც" გადალახონ ეს ბარიერი,მაგრამ... თუ მოხდა ის,რომ "ზესტაფონმა" გადალახა "კარპატები" და "დინამომ" ავსტრიულ "შტურმს" ვერ მოუხერხა ვერაფერი თუნდაც იმიტომ,რომ ავსტიელი 100 ქომაგის ხმა ჭარბობდა ეროვნულ სტადიონზე ნუ გაუკვირდება ნურავის... მერე ზესტაფონიდან ჩამოსულები იმას იტყვიან "იფ რა კარგი თამაში იყო იქ,ამათ როგორ უნდა ვუყუროთ ამის მერეო..." ბოდიშით,მაგრამ ასეთ ხალხს მინდა მივმართო – "თქვენ არ გაქვთ "დინამოს" გაკრიტიკების უფლება სულაც,რომ მართლები იყოთ ცამდე". საქართველოს ყველაზე დიდ ინტერნეტ ფორუმზე არაერთი თემა გამოქვეყნდა იმასთან დაკავშირებით,რომ "ჰე ბიჭებო,ნაღდი ტბილისელები ვინებიც ხართ,შევიკრიბოთ და "ზესტაფონს" უბალეშიკოთო" – არ გჯერათ?! აი ერთ–ერთი მსგავსი თემის ბმული სანახავად დააჭირეთ ბმულს მე მინდა გულისტკივილი გამოვთქვა ამ ფატთან დაკავშირებით... და მინდა გკითხოთ 1981 წელს სად იყო "ზესტაფონი",მაშინ როდესაც "დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო?! 2004 წელს სად იყო "ზესტაფონი",მაშინ როდესაც დაბეჩავებულ ქართველ ქომაგს "დსთ–ს თასზე" გამარჯვების სიხარული მოჰგვარა ?! ხალხნო! ცოტა დაფიქრდით... ნუ გაცვლით თქვენს ტრადიციას,ღირსებას და თბილის ქალაქის ძალას სხვა ღირებულებებზე... თქვენ გარბიხართ თქვენი გუნდიდან პირველ რიგში და ფეხბურთელებისას ნუ გაიკვირვებთ ხოლმე ხანდახნ მაინც. მე უბრალოდ ვწუხვარ. სრულად იხილეთ
-
http://a.pix.ge/j/qu9q0.jpg როგორია ლვოვის “კარპატის” ფეხბურთელების განწყობა “ზესტაფონთან” ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩის შემდეგ? საერთო აზრი ასეთია – საქართველოში ძნელი მატჩი ექნებათ. ლვოველთა ქართველი ნახევარმცველი სანდრო გურული კი ამბობს, “ზესტაფონისგან” ასეთ კარგ თამაშს არ ველოდიო. ანდრეი ტლუმაკი (მეკარე): “ვიცოდით, რომ ქართველებს კარგი, ტექნიკური გუნდი ჰყავთ, შეთამაშებულნი არიან და მინდორზე ეს ჩანდა კიდეც. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ლვოვში მოვიგეთ და საქართველოშიც გამარჯვებისთვის წავალთ”. იგორ ხუდობიაკი (ნახევარმცველი, გოლის ავტორი პირველ მატჩში): “ვფიქრობ, ჩვენი თამაში ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ. უწინარესად, პრესინგი არ გამოგვივიდა. კარგად ვერ ვიხსნებოდით. და მაინც, უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო, ბოლოს იდეალური მომენტი მქონდა და ვერ გავიტანე. მცველს ვერ ვხედავდი და მეგონა, ბურთი უკვე მიდიოდა კარში, მაგრამ... ამ მომენტმა გამაწბილა, მაგრამ კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. შესაძლოა, ტრიბუნებიდან ისე ჩანდა, თითქოს “ზარიასთან” მატჩისთვის ძალებს ვინახავდით, მაგრამ ასე არ იყო. ზესტაფონშიც მოსაგებად ვითამაშებთ და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება”. სანდრო გურული: “ზესტაფონი” კარგი გუნდია, მათ ასეთ თამაშს არ ველოდი. ვფიქრობ, ლვოველი გულშემატკივრებიც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ ქართველების თამაშით. მე კი ემოციებში ვიყავი, რადგან ქართული გუნდის წინააღმდეგ პირველად მომიწია ბრძოლა. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ზესტაფონშიც სასურველ შედეგს მივაღწიოთ”. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/t/uhala.jpg გთავაზობთ ლივერპულის ოფიციალურ შემადგენლობას გერმანიაში მიუნხენგლადბახთან ამხანაგურ მატჩში <p style="text-align: center;">კავალიერი ჯონსონი – კარაგერი – აიალა - ინსუა კოული -ჯერარდი – შელვი - ინსი ეკლესტონი – დელავალე სათადარგიგოები: გულასკი, აურელი, ვილსონი, დარბი, ირვინი, სპირინგი, აკვილანი, ივანოვიჩი, ამოო, სუსო, სტერლინგი. View the full article
-
http://a.pix.ge/s/6ilgk.jpg გერმანიის ნაკრებისა და ბრემენის "ვერდერის" ნახევარმცველმა მესიუთ იოზილმა განაცხადა,რომ არ აპირებს ახალი სეზონის სტარტზე კლუბის შეცვლას "ჩემთვის მნიშვნელოვანი რეალობაა, ფაქტია: მე კონტრაქტი მაკავშირებს "ვერდერთან",ასე რომ ჩემი მომავალი უახლოესი 12 თვის მანძილზე ნათელია.შემდეგ რა იქნება არავინ იცის.მე მოხარული ვარ რომ ხედირა გადავიდა მადრიდში სათამაშოდ,და მას წარმატებას ვუსურვებ "რეალში",გერმანული ფეხბურთისთვის უკეთესია,რაც მეტი წამყვანი კლუბი დაინტერესდება ფეხბურთელებით ევროპის წამყვანი გუნდებიდან. მე "ვერდერში ვრჩები და არ მსურს ახლა სხვა გუნდებზე საუბარი", - განაცხადა იოზილმა Bild am Sonntag–თან ინტერვიუში. სრულად იხილეთ