Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://a.pix.ge/k/fbyax.pngმადრიდის "რეალი" არ უშვებს შანსს ხელში ჩაიგდოს "მანჩსტერ სიტის" თავდამსხმელი,კარლოს ტევესი. "სამეფო კლუბი" მზადაა 26 წლის ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს,გვამცნობს FootballPress. აღსანიშნია ის ფაქტი,რომ ჟოზე მოურინიო მასში კაკას შემცვლელს ხედავს,რომელიც ძალიან მალე დატოვებს კლუბს. სრულად იხილეთ
  2. რუსეთის ვიცე-პრემიერი ოგორ შუვალოვი სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ინსპექტირებას აგრძელებს. დღეს შუვალოვმა სოხუმში თათბირი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ მარიონეტული… ლინკი მედიანიუსზე
  3. ონლაინ დისკუსია და tweet.ge ნეტგაზეთზე ბოლო ბლოგ-მიმოხილვის შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა. ამ ხნის მანძილზე ქართულმა ბლოგოსფერომ „ქართული ბლოგინგის დღეები“, მასთან დაკავშირებული ვნებათაღელვა, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და რამდენიმე ფესტივალი გადაიტანა. მერე ზაფხულის ცხელი ამინდები ბლოგერების „პროდუქტიულობაზეც“ აისახა და ქართული ბლოგოსფერო ცოტა უფრო პასიური გახდა, თუმცა ბოლო კვირის არა, მაგრამ ბოლო თვის ორი მთავარი ამბავი მაინც შეგვიძლია დავასახელოთ. ლიშთოთამ ბლოგზე ვიდეო პოსტებისა და ახალგაზრდა სოციალისტების დისკუსიების სტრიმინგი დაიწყო და როგორც ჩანს, მისი წამოწყება წარმატებული აღმოჩნდება. ახალგაზრდა სოციალისტების ოფისში გამართული დისკუსიები თემებზე - „იდენტობის პოლიტიკა და ახალი უნივერსალიზმი“, „ახალგაზრდული პოლიტიკა“, www.livestream.com -ის საშუალებით ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა და საკმაოდ ბევრი მაყურებელიც ჰყავდა. ჩანაწერების ნახვა ლიშთოთას ბლოგზე მოგვიანებითაცაა შესაძლებელი. „სინგულარ“ ჯგუფმა ახალი სერვისი, tweet.ge შექმნა და ბლოგერებისათვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის მონაწილეებს რაც შეიძლება მარტივად უნდა აეხსნათ, რა არის tweet.ge და რატომ არის კარგი ამ სერვისის გამოყენება. საკმაოდ ბევრი ბლოგერი ჩაება კონკურსში (მოტივაცია ძლიერია, გამარჯვებულს ნოუთბუქი ერგება საჩუქრად), მაგრამ თავს უფლებას მივცემ, ორი საუკეთესო პოსტი გირჩიოთ tweet.ge-ს სარგებლიანობის შესახებ. თითქმის EXCLUSIVE პოსტით - თვით “tweet”-ის შესახებ, ანუ, “top lap” for “laptop” ძალიან სახალისოდ და გასაგებად გაგარკვევთ tweet.ge-ს სერვისის აუცილებლობაში და ვარიანტებსაც შემოგთავაზებთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლებოდა რამდენიმე ცნობილი ნაწარმოების დასწყისი, tweet.ge - ს არსებობის შემთხვევაში: #1: “ტომ სოიერის თავგადასავალი” ”–ტომ! პასუხი არ არის. –ტომ! პასუხი არ არის. მოხუცმა ცხვირზე სათვალე ჩამოიწია, მობილური ტელეფონი ამოიღო და შეშფოთებულმა დატვიტა: “რა დაემართა იმ ბიჭს? ტომ!” #2: “მარტოობის 100 წელიწადი” “გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგომი (თუმცა, “ფეისბუქის” კედლიდან შორს მყოფი) პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს შესახებ “დატვიტავს”, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად: /get_img?NrArticle=2142&NrImage=2 მოკლედ, ძალიან იხალისებთ, ისევე, როგორც ჰექსეს ბლოგის კითხვისას, სადაც გაიგებთ, რატომ არის სასარგებლო თვითები, „თუ თქვენ მიგატოვათ შეყვარებულმა, ნაადრევად გაგეღვიძათ კუბოში ან მიიღეთ მოულოდნელი მემკვიდრეობა“. ჰექსეს ბლოგზე გადაცემა „თბილისი live“ -ის წამყვანის, თიკო სადუნაშვილისადმი მიმართვებსაც გადაავლეთ თვალი. მე ამ გადაცემისა და მისი წამყვანის შესახებ ჰექსეს ბლოგზე გავიგე. ასეა, ანტირეკლამაც რეკლამაა. თემატური ბლოგები რეკლამა ვახსენეთ და ერთი საინტერესო ბლოგი მინდა გირჩიოთ. თუ თქვენ გაინტერესებთ, როგორ იქმნებოდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, უნდა ნახოთ ბლოგი ბრენდის სამზარეულო. Apple, Adidas, Fendi, უნგარო, პირველი ლოგოს შექმნის ისტორია - ყველაფერი ერთ ბლოგზეა. ბოლო დროს ქართულ ბლოგოსფეროში თემატური ბლოგები მომრავლდა. ისეთ სპეციფიკურ თემაზე, როგორიცაა ეკოლოგია, რამდენიმე ბლოგერი წერს. მოხეტიალეს ბლოგი ე. წ. მწვანე ბლოგია, რომელიც ინტენსიურად ახლდება ფოტო ფაქტებით, გარემოს დაცვასა და ბიომრავალფეროვნებაზე დაწერილი პოსტებით. თუ ჯერ კიდევ არ იცით, რატომ სჭირდება ერთი ფინჯანი ყავის მომზადებას 140 ლიტრი წყალი, დროა ეს ბლოგი გადაიკითხოთ. ბოლო ხანს ბლოგერებისადმი დაინტერესება გაიზარდა. სულ უფრო ხშირად ცხადდება მათთვის სხვადასხვა კონკურსები და ტრენინგები. ამჟამად ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი ეპატიჟება ყველა ქართველ ბლოგერს კინოფესტივალზე, რომელიც 12-19 სექტემბერს გაიმართება. სამი საუკეთესო ბლოგერი, რომელიც ყველაზე აქტურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, 2011 წელს კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერი იქნება და მისი ბათუმში ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. საზაფხულო პოსტები საზაფხულოდ გამოცოცხლდა დვორსკის დღიური, რომელიც ბოლო ხანს ბლოგზე, ძირითადად, მოკლე პოსტებითა და ვიდეოების გამოქვეყნებით შემოიფარგლებოდა. დვორსკის ბლოგზე ე.წ. „გესთ“ პოსტები შეგიძლიათ ნახოთ თემაზე, როგორ ჩავალაგოთ ზურგჩანთა, როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას და ასე შემდეგ. რადგან სასარგებლო ინფორმაციას შევეხეთ, ბარემ მიგასწავლით, რომელ ბლოგზე შეგიძლიათ ცურვის სწავლა. ის გარემოება, რომ პოსტის კითხვისას ხმელეთზე ხართ და არა წყალში, მნიშვნელოვანი არ არის, cartwheel ირწმუნება, რომ სახლიდან გაუსვლელად, 15 წუთში გასწავლით ცურვას. მათთვის, ვინც იცის ცურვა და უკვე ბათუმის ან ქობულეთის პლაჟზე ირუჯება, საინტერესო ბათუმური დღიურები იქნება. ბლოგი, რომელსაც რამდენიმე ბათუმელი ბლოგერი წერს, ბოლო დროს ინტენსიურად აღარ ახლდება, მაგრამ რამდენიმე საინტერესო პოსტის წაკითხვას მაინც შეძლებთ, ოქროსფერ ნეპტუნზე, რომელიც ბათუმის დრამატული თეატრის წინ მდებარე სკვერს ამშვენებს, კოლხურ სამკაულებზე, რომლის შეძენაც ბათუმში შეგიძლიათ და ასევე გაიგებთ, რატომ ეშინიათ ბათუმელებს ზაფხულის. კვირის ფავორიტები დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო, ეს ჩემი სუბიექტური არჩევანია და არ ემყარება არც ქართული ბლოგების აგრეტატორის რეიტინგებს და არც შეფასების განსაკუთრებულ კრიტერიუმებს. დარწმუნებული ვარ, ბლოგების ყველა მკითხველს ყავს კვირის თავისი ფავორიტი და საინტერესო იქნება, თუ კი კომენტარებთან ერთად დატოვებთ თქვენი რჩეული პოსტების ლინკებს. Das Experiment - წერს ფაზანდა პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ახალი პროგრამის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მშობლებს შეუძლიათ შვილები გამოსაკვლევად მიიყვანონ და დაადგინონ, აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის მიდრეკილება კრიმინალის, ან ნარკომანიის მიმართ. „ვთქვათ, ვარ მეექვსე ან მეშვიდეკლასელი ცელქი ბავშვი, ჩემი მშობლები, მეზობლები, მასწავლებლები, ნათესავები და სხვები დაიღალნენ ჩემი ცელქობით, მერე რა, რომ 12 წლის ვარ… ერთ დღეს ჩვენი ერთ-ერთი ჭკვიანი ნათესავი ასკვნის, რომ, რადგან: მე ომობანას თამაში მიყვარს, დავძვრები ხეზე, კარებზე ზარს ვრეკავ და მერე გავრბივარ, ხანდახან შუშასაც ვუმსხვრევ შინაბერა მეზობელს, რომელიც თავზე დამჩხავის, ამიტომ ჩემგან კარგი არაფერი გამოვა. ამ დასკვნის გამო შეწუხებული დედაჩემი სხვა ნათესავებისა და მეგობრების წრეში წუწუნს იწყებს ჩემი ქცევების გამო და...“ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, უკვე ფაზანდას ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. Sacrificium ანუ მაცალე ტირილი! - ზურიუსის ერთ-ერთი საუკეთესო პოსტი, რომელიც მუსიკისათვის ათასობით მსხვერპლშეწირულს ეძღვნება. მათი ბედი თავის დროზე სწორედ მშობლებმა გადაწყვიტეს. გაიგებთ,რატომ ასაჭურისებდნენ მშობლები თავიანთ ვაჟებს და ბოლო კასტრატს, ალეხანდრო მორესკისაც მოუსმენთ. „დაპუდრული, ვარდისფერმკერდიანი ქალები შენგან მიღებული სიამოვნებით კვნესიან, იკრუნჩხებიან, ფრჩხილებით სკამების ჩუქურთმებს კაწრავენ, დნებიან, გული მისდით. ამ დროს შენ მეფე ხარ. თვალებით სერავ მაყურებელთა თითო-თითო რიგს და ასე ადიხარ უფრო და უფრო მაღლა, თეატრის თაღისაკენ. მესამე ოქტავის ”დო”-ც და მსწრაფლ დახურული, ოქროთი ნაქარგით დახუნძლული ფარდა ძლივს უმკლავდება მაყურებლის ექსტაზირებულ “ბრავოს”… თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ამად მსხვერპლშეწირვა, თან შესანიშნავ მუსიკასაც მოისმენთ . სოფი, სიზმრები და ახალი ბლოგები კარგა ხნის წინათ დამესიზმრა, რომ ქართული ბლოგოსფეროს ყველაზე მზიანი და პოზიტიური ბლოგერი, სოფი გოლდენი ბათუმში ვნახე, ველოსიპედით მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო. რადგან არ მქონდა იმედი, რომ სიზმრების რომელიმე „სახელმძღვანელოში“ ვნახავდი განმარტებას, კარგის თუ ცუდის მომასწავებელია ბლოგერის სიზმრად ნახვა, გადავწყვიტე სიზმრის დარეგისტრირება, მაგრამ რეგისტრაცია დასრულებული დამხვდა და ჩემი სიზმრის ონლაინ არქივში შენახვა ვერ შევძელი. სამაგიეროდ, MAGIC NO HAIR - ის სიზმრების გამოცდილებას გადავხედე, რომელსაც თურმე სიზმრების მართვა შეუძლია. სოფი გოლდენი კი ერთი თვის წინათ დაემშვიდობა ქართულ ბლოგოსფეროს, როგორც თავად წერს, რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ბლოგს დავუბრუნდეო, თუმცა ჩემი აზრით, ეს გაცილებით ადრე მოხდება. მომავალი კვირის მიმოხილვის თემა კი შედარებით ახალი, 2010 წელს დარეგისტირებული ბლოგები იქნება. ამბობენ, რომ ახალ ბლოგებს შორის იშვიათად თუ ნახავთ საინტერესოს. მე ასე არ ვფიქრობ და იმედია თქვენც დამეთანხმებით. მომავალ კვირამდე! სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. რამოდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბექჰემი აღარ დაბრუნდებოდა “მილანში” . ინგლისელი დაიღალა მთელი წელი შესვენების გარეშე ფეხბურთის თამაშით, ის უკვე ვეღარ ხედავს ამის მიზეზს, “მილანი” კი გაახალგაზრდავების გზაზე დგეს. იხილეთ fanebi.com
  5. http://b.pix.ge/o/j6h5u.jpg როგორც მოგეხსენებათ,ხუთშაბათს,5 აგვისტოს,ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა.თბილისის "დინამო" გრაცის "შტურმს" დაუპირისპირდება.მატჩი თბილისის დროით 20:30 გაიმართება.ბილეთის ფასი 2 ლარი იქნება. პირველი შეხვედრა თბილისელებმა 2-0 დათმეს და ახლა განმეორებით შეხვედრაში თქვენი მხარდაჭერა ისე ჭირდება "დინამოს",როგორც არასდროს... ყველანი სტადიონზე!!! სრულად იხილეთ
  6. http://b.pix.ge/v/8houe.jpgუმაღლესი ლიგის ბინადარი ბოლნისის “სიონი” მე-9 გუნდი გახდა, რომელსაც კერძო მესაკუთრე დაეპატრონა. კაზრეთის ოქროს საბადოების მფლობელი კომპანია “მადნეული”, შარშანდელ საფეხბურთო სეზონში VI ადგილზე გასულ გუნდს წელიწადში მილიონ ლარს დაახარჯავს. “მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, ს/კ “სიონის” პრეზიდენტი, ბოლნისის ყოფილი გამგებელი, ამჟამად კი შპს “კვარციტის” კონსულტანტი გიორგი არევაძე იქნება, თუმცა, ჩვენთან სატელეფონო საუბარში იგი სულ სხვა ამპლუაში წარმოგვიდგა. - ბატონო გიორგი, გამოდის “სიონს” სახელმწიფო აღარ პატრონობს. ხომ ვერ გვეტყვით, ვინაა მისი მესაკუთრე? - ესაა შპს “ბოლნისი”, რომლის დირექტორია ზვიად ხურცილავა. - თქვენ ვინ ხართ ახალშექმნილ კლუბში? - მე არავინ ბატონო, გიორგი ვარ არევაძე. - ე.ი. არავითარი კავშირი აღარ გაქვთ კლუბთან. - მაქვს დიდი მეგობრობა, კარგი მოგონებები, ვუსურვებ კარგ პერსპექტივებს. - ალბათ, მწვრთნელის საკითხიც გადაწყდებოდა. - მწვრთნელად დაინიშნა გიორგი ყიფშიძე. - ბოლო ინფორმაციით, გიორგი ყიფიანზე იყო საუბარი. - ყიფიანს არ აქვს მთავარ მწვრთნელად მუშაობის უფლება, მას შესაბამისი ლიცენზია არ აქვს. იგი კანონის ფარგლებში შეეცდება კურსების გავლას და ვნახოთ, რა იქნება მომავალში. - ვიდრე A ლიცენზიას მიიღებს ყიფიანი, მანამ გუნდში იმუშავებს? - ყიფიანი გუნდში იქნება და ყიფშიძის ასისტენტად იმუშავებს. - როგორც ვიცით, “სიონის” ფეხბურთელები კარგა ხნის გაურკვევლობის გამო, სხვადასხვა გუნდებში მიმოიფანტნენ. - გუნდი უკვე ბოლნისში ვარჯიშობს. შეკრებაზე მომავალ კვირაში გადავა. ჩემპიონატის დაწყებამდე დრო კიდევაა და სათანადოდ მომზადება მოესწრება. - ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებამ, ჩემპიონა¬ტის დაწყების ერთი კვირით გადაწევის თაობაზე, რომ იტყ¬ვიან სულზე მოგისწროთ. - სიმართლე გითხრათ, მაგის აუცილებლობას ვერ ვხედავდით - “სიონის” ძირითადი გუნდის ბირთვი დარჩენილია. მართალია, ახალი სახეებიც არიან, მაგრამ შვება იმით, რომ რა კარგია ჩემპიონატის დაწყება რომ გადაიტანესო, არ გვიგვრძნია. - იმის მიუხედავად, რომ “სიონს” შეკრება პირველ აგვისტომდე არ გაუვლია, თავს ახალი სეზონის პოტენციურ აუტსაიდერებად არ მიიჩნევთ. - რას ამბობთ, ჩემპიონები ვართ და რატომ უნდა ვიყოთ აუტსაიდერები? - ჩემპიონები შორეულ 2007 წელს იყავით, ხოლო შარშან იყო პერიოდი, “სიონი” უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოდა. - არა უშავს, გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ასეთი აღარ განმეორდეს. სრულად იხილეთ
  7. http://b.pix.ge/i/os0vn.jpg ეროვნული ჩემპიონატის დასაწყისის აგვისტოს შუაში გადადებამ, უმაღლესი ლიგის გუნდებს დამატებითი სპარინგმეტოქეთა ძიების საზრუნავი გაუჩინა. ქუთაისის “ტორპედოს” გეგმის მიხედვით, ბოლო საკონტროლო მატჩი საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის “განჯასთან” უნდა ჰქონოდა, თუმცა, მცირედი ცვლილება რიონისპირელთა წინასასეზონო გეგმებსაც შეეხო. თუმცა, ჯერ აზერებთან შეხვედრაზე ვთქვათ. აზერბაიჯანის სუპერლიგაში აღზევებული “განჯა” სამშობლოში გამგზავრების წინ ეწვია იმერეთის მთავარ ქალაქს და უგოლო ფრეს მიაღწია. ქუთაისელთა მიერ სტუმრების კართან შექმნილი გამოუყენებელი მომენტების შემდეგ, “განჯასთვის” 0:0 მართლაც მიღწევაა. ზაურ ხაჭიპერაძე (ორჯერ) და გიორგი დათუნაიშვილი მეტოქის კიპერთან პირისპირ დარჩნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს, ხაჭიპერაძის დარტყმული ერთხელ ძელმაც მოიგერია. მოკლედ, “ტორპედომ” “განჯა” დაჯაბნა, მაგრამ გოლი ვერ გაუტანა. ეს იყო ნესტორ მუმლაძის გაწვრთნილი გუნდის მე-10 საკონტროლო მატჩი, რომელთაგან ქუთათურებმა 8 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს (ბურთების სხვაობა 18:2). “ტორპედოს” საამმატჩო ძირითად შემადგენლობას რაც შეეხება, იგი ასეთი იყო: ქვილითაია, ფოფხაძე, თოდუა, მაჭავარიანი, გურული, ჩიკვილაძე, დათუნაიშვილი, გიგაური, კვასხვაძე, კირკიტაძე, ხაჭიპერაძე. როგორც “მსოფლიო სპორტს” ქუთაისელთა პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძემ განუცხადა, “ტორპედო” სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს. მათგან 4 აგვისტოს შეხვედრის მეტოქე ცნობილია - ქუთაისს საჩხერეს “ჩიხურა” ეწვევა, ხოლო 8-ში გასამართისა კი, ჯერ კიდევ უცნობია. მორიგი საკონტროლო მატჩი ითამაშა უმაღლესი ლიგის კიდევ ერთმა იმერულმა მონაწილე ს/კ “სამტრედიამ”. გელა სანაიას გაწვრთნილები შინ პირველი ლიგის ახალ ბინადარ ხონის “იმერეთს” დაუხვდნენ და 1:0 მოუგეს. გოლი სტუმართა კარში, ლანჩხუთის “გურიიდან” გადაბირებულმა ფორვარდმა გიგა კვერენჩხილაძემ პირველ ტაიმში გაიტანა. სხვათა შორის, სწორედ “გურიას” ეთამაშება დღეს “სამტრედია”, მის მორიგ ამხანაგურ მატჩს. სრულად იხილეთ
  8. http://a.pix.ge/b/iddcw.jpg ბრიტანული პრესის ცნობით ლივერპულის შეძენით ჩინელი ბიზნესმენი კენეტ ჰუანგია დაინტერესებული… რამოდენიმე დღის წინ მან ოფიციალურად გაუკეთა შესყიდვის წინადადება შოტლანდიურ ბანკებს, რომლებიც ამერიკელი მფლობებლის ვალების გამო ამჟამად კლუბის მმართველებად ითვლებიან და კერძოდ ბატონ ბრაუგტონს, რომელიც ოფიციალურად დაინიშნა აპრილში ლივერპულისთვის საუკეთესო მყიდველის მოსაძებნად… ჩინელი ბისნესმენი კენეტ ჰუანგი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია აზიაში. მას სპორტთანაც საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს. იგი არის ჩინეთის კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის და ბეისბოლის ლიგის თანამფლობელი. ასევე მას აქვს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი ჩინეთში, რომელიც უდიდესია ქვეყნის მასშტაბით და ბავშვთა სპორტულ განვითარებას უწყობს ხელს… პრესის ცნობით ჯერ სრული თანხა, რომლითაც მას ლივერპულის ყიდვა სურს გახმაურებული არაა, თუმცა იგი სრულად დაფარავს ლივერპულის ვალს შოტლანდიიურ ბანკებში და ასევე მის გეგმებში შედის ვარსკვლავების, ჯერარდის და ტორესის კლუბში დარჩენა, ახალ სტადიონზე მუშაობის დაწყება და სერიოზული სატრანსფერო ბიუჯეტის ჩამოყალიბება… ჯერ-ჯერობით კლუბის პრესსამსახურს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და სავარაუდოდ მოლაპარაკებები ამერიკელებსა და ჩინელ ბიზნესმენს შორის რამოდენიმე დღეში მიიღებს საბოლოო სახეს… View the full article
  9. Tuttomercatoweb-ის ცნობით, "ვალენსიას" აწ უკვე ყოფილი მცველი კარლოს მარჩენა "ვილიარეალში" გადავიდა. გარიგების ვადები და კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, საუბარი მხოლოდ ჟურნალისტების ვარაუდებზე შეიძლება, რომელთა მიხედვითაც მარჩენამ "ყვითელ სუბმარინასთან" 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანაზღაურების სახით წელიწადში 3 მლნ ევროს მიიღებს. იხილეთ fanebi.com
  10. "ფერნანდო ტორესი, როგორც მინიმუმ კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დარჩება "ლივერპულში", აცხადებს "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი დავიდ ვილია. იხილეთ fanebi.com
×
×
  • შექმენი...