planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01495/gerro-and-carra_1495975c.jpg როგორც ლივერპულის ვიცე კაპიტანი აცხადებს ინგლისელ ხალხს არა აქვს უფლება გაკიცხონ ფაბიო კაპელო, იმის გამო რომ ჩვენ ამ ზაფხულს ადრეულად დავემშვიდობეთ მუნდიალს. მერსესაიდელების ყველაზე ერთგული მოთამაშე ჯეიმი კარაგერი აცხადებს რომ უბრალოდ ძალიან ადვილია ყველაფერი გადააბრალო მწრთვნელს და ამით ყველაფერი დაამთავრო, როგორც ჯეიმი აცხადებს ფეხბურთელები უდიდესი პატივისცემით უნდა მოექცნენ ფაბიო კაპელოს. კარა:“მე არასდროს ვადანაშაულებდი ფაბიო და არასდროს ვაკრიტიკებდი, ის ყველა მატჩში თავის სულს დებდა, და თუ ისე მოხდა რომ ხვალ იგი წავიდა ინგლისიდან მე მას მივიჩნევ ინგლისის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მწრთვნელად”. აცხადებს 32 წლის სკაუზერი. “ხშირად მინახავს ასეთი შემთხვევა რომ ყველაფერი მწრთვნელს ბრალდება, მაგრამ ეს არ არის სწორი ასე არ უნდა ხდებოდეს”. “ჩვენ ვაცნობიერებთ რას ნიშნავს როდესაც თამაშობ ინგლისისთვის ეს არის ურთულესი რაღაც რადგანაც ყველაზე დიდი მოთხოვნა ინგლისშია, და თუ რამე მოხდა ყველ მწრთვნელს მიახტება”. “საბოლოოდ ასე უნდა ითქვას არ განვითარდა მუნდიალი ისე როგორც გვსურდა, და ვერ წარმოვაჩინეთ ჩVენი თავი ისე როგორც შეგვეძლო”. View the full article
-
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ სულ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ესპანური სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში მკაფიოდ განაცხადა, ასაკში შესული ფეხბურთელების შეძენისგან თავს შევიკავებო, "ჩელსისთან" რიკარდო კარვალიოს თაობაზე გამართული მოლაპარაკებები მაინც ბოლომდე მიიყვანა და პორტუგალიელი მცველი მალე "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებს. იხილეთ fanebi.com
-
იტალიურმა "რომამ" "როსარიო სენსტრალიდან" ერთწლიანი არენდით ცენტრალური მცველი, გილერმო ბურდისო გადაიყვანა. ეს ტრანსფერი "მგლებს" 500000 ევრო დაუჯდათ. "ინტერის" მცველის, ნიკოლას ბურდისოს 22 წლის ძმა, არგენტინაში რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა, ახლა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც მის შეძენას მოისურვებს, ფეხბურთელის ფასი დღეიდან 2011 წლის 30 ივნისამდე, 4.5 მლნ ფუნტია. იხილეთ fanebi.com
-
ბრაზილიის ნაკრებმა კლასის ხარჯზე, ნეიმარისა და პატოს გოლებით მოუგო აშშ-ს. სამხრეთ ამერიკელებმა სეზონი წინ დადებითი განწყობა შეიქმნეს, "ყვითლები" ახლა საკუთარ გუნდებში გაემგზავრებიან და შიდა ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადებას ისე გააგრძელებენ, თითქოს სანაკრებო შეხვედრები არც ყოფილა... იხილეთ fanebi.com
-
იტალიის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში კოტ-დიუართან 0:1 დამარცხდა იხილეთ fanebi.com
-
კლუბებმა დაადასტურეს კარვალიოს „რეალში“ გადასვლა. სრულად იხილეთ
-
ნედუმ ონოუჰა თავის კარიერას სტივ ბრიუსის კლუბში გააგრძელებს. სრულად იხილეთ
-
http://luckly.ucoz.com/_nw/0/09509.jpg ახლახანს გავრცელდა ძალიან სასიხარულო ამბავი პრემიერლიგის გულშემატკივართათვის. როგორც მოგეხსენებათ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზორში რომელიც გვამცნობს რომ ტელე კომპანია “რუსთავი 2″-ზე გავა პრემიერ ლიგის თამაშები, გარდა ამისა, პრიმერა დივიზიონისაც. ასევე კვირას ვიხილავთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მატჩს “ლივერპულისა” და “არსენალის” შეხვედრას. View the full article
-
http://cdn.epltalk.com/wp-content/uploads/2008/09/england-players2.jpg ინგლისის ისტორია, დანარჩენი სრულიადში. ინგლისის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც ჩამოყალიბდა შოტლანდიასთან ერთად. ინგლისსა და შოტლანდიას შორის გაცნობითი ხასიათის მატჩი გაიმართა 1870 წლის 5 მარტს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო შემდეგი შეხვედრა, 1872 წლის 30 ნოემბერს, შოტლანდიის ნაკრების წარმომადგენელთა ორგანიზებით გაიმართა. ცალ–ცალკე დაკომპლექტებულ ამ ორი ნაკრებისთვის ეს მატჩი, შოტლანდიის ჰემილტონ ქრესსენტის სტადიონზე, იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა. აქ უფრო მეტი სამუშაო იქნა გაწეული, ვიდრე წინა, 1870 წლის თამაშზე. მომდევნო 40 წლის მანძილზე ინგლისელი ფეხბურთელები ექსკლუზიურად მხოლოდ მშობლიურ გუნდებთან :შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან თამაშობდნენ. ეს მატჩები 1883–1984 წლებში ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატის ეგიდით იმართებოდა. ლონდონის უემბლის სტადიონის გახსნამდე ინგლისის ნაკრებს არ ჰქონდა მუდმივი სამასპინძლო მოედანი. 1906 წელს ინგლისი ფიფაში გაწევრიანდა, ხოლო 1908 წელს ბრიტანეთს გასცდა. ამ ორი ნაკრებს(ინგლისსა და შოტლანდიას) შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, 1928 წელს ბრიტანელები ფიფადან გამოაძევეს, 1946 წელს კი ხელახლა გაწევრიანდნენ. შედეგად ინგლისს მონაწილეობა არ მიუღია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, აქ კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 1–0 წააგეს და პირველ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს. ისტორიაში ინგლისმა პირველი საშინაო წაგება 1949 წლის 21 სექტემბერს, ლივერპულის გუდისონ პარკზე, გაერთიანებული სამეფოს არაწევრ ირლანდიასთან იგემა – 2:0, ხოლო 1953 წელს უნგრეთთან 6–3 წაგება იყო ინგლისის პირველი წაგება გაერთიანებული სამეფოს არაწევრთან უკვე უემბლის სტადიონზე. განმეორებითი მატჩი ბუდაპეშტში შედგა, სადაც უნგრელებმა 7–1 დაამარცხეს მეტოქე. ეს შეხვედრა კი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უდიდეს მარცხად მიიჩნევა. ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი ივორ ბროუდისმა გაიტანა. თამაშის შემდეგ შეცბუნებულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა სიდ ოუენმა განაცხადა: “ეს იყო უცხოპლანეტელებივით თამაში”. 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიდ ოუენმა ორი გოლი გაიტანა და პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი გოლის გატანა მოახერხა: ბროუდმა და ნეტ ლოფთჰაუზმა, ერთად ბელგიასთან სანახაობრივ ფრეში გაიტანეს ორ–ორი გოლი. მეოთხედფინალში გასულმა ინგლისმა პირველად წააგო ურუგვაისთან და ასპარეზობას გამოეთიშა. ინგლისმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა სხვა ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მწვრთნელად უოლტერ ვინთერბოთომი დაინიშნა, 1963 წელს ელფ რამსის დანიშვნამდე გუნდი კვლავ კომიტეტმა ჩაიბარა. რამსის ხელმძღვანელობით ინგლისმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია – 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამატებით დროში დაამარცხა დასავლეთ გერმანიის ნაკრები–4:2, ჯოფ ჰარსთმა კი ჰეთ–თრიკი შეასრულა. ეს ტურნირი ინგლისში გაიმართა. თუმცა ერთი წლის შემდეგ ინგლისელებმა თავიანთ მოსისხლე მტერ შოტლანდიასთან უემბლიზე ანგარიშით 3:2 წააგეს. ინგლისის ეროვნული ნაკრები 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა როგორც მოქმედი ჩემპიონი, სადაც მეოთხედფინალში გააღწია, მაგრამ დასავლეთ–გერმანელებთან მარცხი იწვნია. იგებდა რა 2:0–ს, საბოლოოდ დამატებით დროში 3:2 დამარცხდა. 1974 და 1978 წლებში ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატების მიღმა დარჩა, 1982 წელს რონ გრინვუდის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან წაგების გარეშე გამოეთიშა. ბობი რობსონის ხელში ინგლისის ეროვნული გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, რადგანაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა, ოთხი წლის შემდეგ კი მე–4 ადგილი დაიკავა. ეს იყო ერთადერთი პერიოდი, როცა ინგლისმა უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან გააღწია. 1990-იან წლებში ინგლისის ნაკრებმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, ოთხივე ძალიან მოკლე ხნით. ბობი რობსონი გრეჰემ ტეილორმა შეცვალა, მაგრამ 1994 წლის შესარჩევი ციკლის კრახით დასრულების შემდეგ დატოვა დაკავებული თანამდებობა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა, შესარჩევ ციკლში ნაკრებს ტერი ვენეიბლზი გაუძღვა და ინგლისს ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი – ნახევარფინალი აჩვენებინა. მაგრამ თანამდებობა დატოვა ფინანსურ მაქინაციებში მხილების გამო, ხოლო მისმა შემცვლელმა გლენ ჰოდლიმაც მალე დატოვა პოსტი არასაფეხბურთო მიზეზების გამო. ეს მოხდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ინგლისელები მერვედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. ჰადლის წასვლის შემდეგ ნაკრები კევინ კიგანმა ჩაიბარა, მაგრამ მანაც წინამორბედების ბედი გაიზიარა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე არასასურველი შედეგის გამო. 2001-2006 წლებში ინგლისის ნაკრები სვეენ გორან ერიქსონმა ჩაიბარა. იგი პირველი უცხოელი მწვრთნელი იყო. მისი პირადი ცხოვრების გამოპრესასთან მომხდარი უთანხმოების გამო ერიქსონი მაინც ინგლისელი ფანების ფავორიტი იყო.ინგლისმა კარგად ითამაშა ორივე მსოფლიო ჩემპიონატზე და ევრო-2004-ზე,2006 წლის მუნდიალის დროს კი FIFA-ს რეიტინგში მე-4 ადგილი ეკავა. 2006 წელს კი მისი ორწლიანი კონტრაქტი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან,რომელიც მოიცავდა ასევე ევრო 2008-ს, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის გამო შეწყდა. მის ნაცვლად კი სტივ მაკლარენი დაინიშნა.მისი ხანა ნაკლები წარმატებით გამოირჩა-ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩა.იგი 2007 წლის 22 ნოემბერს თანამდებობიდან გადააყენეს და ნაკრების არსებობის მანძილზე ყველაზე ხანმოკლე მწვრთნელად დარჩა.მაკლარენი ფაბიო კაპელომ ჩაანაცვლა.იტალიელი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონის შენდეგ მეორე უცხოელი მწვრთნელი გახდა.მან პირველი თამაში 2008 წლის 6 თებერვალს შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარა,რომელიც ინგლისელებმა 2-1 მოიგეს.კაპელომ შემდგომშიც მიაღწია წარმატებას-2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 10-იდან 9 თამაში მოიგო და ვადაზე ადრე მოიპოვა დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება. მწვრთნელები ვალტერ ვინთაბოთომი 1946–1962 სერ ალფ რამსი 1963–1974 ჯო მერსერი 1974 დონ რევი 1974–1977 რონ გრინვუდი 1977–1982 სერ ბობი რობსონი 1982–1990 გრეჰემ ტეილორი 1990–1993 ტერი ვენეიბლზი 1994–1996 გლენ ჰოდლი 1996–1999 ჰოვარდ ვილკინსონი 1999 & 2000 (two stints) კევინ კიგანი 1999–2000 პიტერ ტეილორი 2000 სვენ გორან ერიქსონი 2001–2006 სტივ მაკლარენი 2006–2007 ფაბიო კაპელო2007– View the full article
-
http://www.liverpoolbanter.co.uk/aurelio450.jpg ფაბიო აურელიოს სწამს რომ მისი გადაწყვეტილები ნომრის შეცვლის თაობაზე იქნება სიმბოლური და ეს ნომერი მას და ლივერპულს წარმატებას მოუტანს. ფაბიო 12 ნომრით ასპარეზობდა ის წავიდა და როიმ დააბრუნა, ენფილდზე როის ერა დაიწყო ფაბიო კი თვლის რომ ახალ ერაში ახალი ნომრით უნდა იასპარეზოს. ფაბიო:“მე არ ვგრძნობ თავს ახალ შენაძენად ამის გამო ნომერი არ შემიცვლია, უბრალოდ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო”. “მე ვასპარეზობ ისევ იმ კლუბში რომელშიც აქამდე ვიყავი, მინდოდა შემეცვალა ნომერი რადგანაც ყველაფრის დაწყება სუფთა ფურცლიდან მინდა”. “იმედი მაქვს ეს სეზონი იქნება უკეთესი”. “აქამდე ვასპარეზობდი 12 ნომრით იმიტომ რომ ჩემი ორი შვილი დაბადებულია 12 რიცხვში, ახლა კი ვარ 6 ნომერი ეს იმიტომ რომ ამ ნომერს მე ვიყენებდი ბრაზილიის ნაკრებში”. “ეს გადაწყვეტილება იმიტომაც მივიღე რომ ძალიან ბევრი გამიცდა გასულ სეზონში და იმედგაცრუებული ვარ”. “როდესაც თამაშობ ისეთ ტოპ კლუბში როგორიც ლივერპულია მუდამ მზად უნდა იყო, უნდა იყო საბრძოლო ფორმაში”. “კონცენტრირებული ვარ მთლიანად ლივერპულზე, და მოხარული ვარ იმით რომ ჩემი დაბრუნება როის სურვილი იყო”. “როიმ მე დამაბრუნა და მეც დავბრუნდი ეხლა მე მას მადლობას აუცილებლად გადავუხდი შესაბამისი თამაშით იმედია ის მე მომცემს დროს”. View the full article
-
http://en.photosronaldinho.com/images/news/leo-messi-avala-ronnie.jpg როგორც სტივენ ჯერარდი აცხადებს ჯოს შეუძლია ისეთივე ფანტასტიკების კეთება როგორც ლიონელ მესის, სტივის თქმით ჯო გახდება 2010-2011 წლის საუკეთესო ნახევარმცველი. ლივერპულის უდავო ლიდერი სტივენ ჯერარდი აცხადებს რომ ყოფილი არისტოკრატი გახდება ენფილდის გმირი და ის ლივერპულს გაბრწყინებაში დაეხმარება. “ლიონელი ხშირად ფანტასტიურ რაღაცეებს აკეთებს, ასევე შემიძლია ვთქვა ჯოზე ვფიქრობ ის არანაკლებია მესიზე მე ვფიქრობ ხშირად ჯო უფრო სანახაობრივია”. “ჯო ვარჯიშებზე ფანტასტიურ ფინტებს აკეთებს თანამედროვე ფეხბურთში ასეთების კეთება ერთეულებს შეუძლიათ, ჯო კოული მომავალი სეზონის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა”. “ეს არის უდიდესი კლუბი, მე მოხარული ვარ როდესაც ვუსმენ და ვხედავ თუ რას აპირებს როი ჰოჯსონი მომავალში ეს არის ფანტასტიური”. “ყველაფერი საშინელება უნდა დავივიწყოთ რაც იყო ცუდი გასულ სეზონში, და უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ დავაბრუნოთ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე”. View the full article
-
http://images.icnetwork.co.uk/upl/dailypost/jul2009/5/6/daniel-pacheco-986066566.jpg დანიელ პაჩეკომ ახალი ნომრით თამაში მოინდომა, ის მომავალ სეზონში 12 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა დანიელ პაჩეკომ გასულ კვირას სრული მატჩი ითამაშა ენფილდ როუდზე რაბოტნიკის წინააღმდეგ. პაჩეკო მომავალ სეზონში თორმეტი ნომერი გახდება ეს ნომერი ბოლოს ფაბიო აურელიოს ეკუთვნოდა რომელიც ეხლა 6 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ბოლოს თორმეტი ნომერრიანი მაისური ეკუთვნოდათ სამი ჰიპიას, ფაბიო აურელიოს, დუდეკს, და რონი უელანს. პაჩეკო კი ენფილდზე 47 ნომრით ასპარეზობდა. View the full article
-
http://blogoffside.files.wordpress.com/2009/10/fabio-aurelio-is-liverpoo-001.jpg ფაბიო აურელიო მომავალ სეზონში 6 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ფაბიო აურელიო ენფილდზე დაბრუნდა გასულ კვირას, მისი დაბრუნება როი ჰოჯსონის მოთხოვნა იყო, ბრაზილიელი ახალ სეზონს ახალი ნორმით შეხვდება. როგორც მოგეხსენებათ ფაბიო 12 ნომერია ეხლა კი ის 6 ნომრიან მაისურს მოირგებს. 6 ნომრიანი მაისურით აქამდე ლივერპულში თამაშობდნენ მარკუს ბაბელი, ალან ჰანსენი, ემლინ ჰიუგსი, და ჯორ არნე რისე. იმედია ეს ნომერი ამ ფეხბურთელისთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდება. View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainf-101-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/garemova.jpg itvს ლინკი
-
თავდამსხმელს მიეცა შესაზლებლობა ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე და ქონდეს კარგი ხელფასი, ოლიმპიკი სთავაზობს 4 მლნ. ევროს. სრულად იხილეთ
-
ინფორმაცია ვიდეოზე: დასახელება: Sergio Ramos - Magical Player გამოშვების წელი: 2010 აღწერა: ამ ვიდეოში არის შესული, ,,რეალ მადრიდს'' უნივერსალი ფეხბურთელის, სერხიო რამოსის ფინტები და გოლები. ხანგრძლივობა: 03:52 ზომა: 62,0 MB ხარისხი: HD ფორმატი: Avi სრულად იხილეთ
-
http://cl.theoffside.com/files/2008/04/kuyt-hleb-resize.JPG ლივერპულის ახალი მწვრთნელი როი ჰოჯონსი დაინტერესებულია ბარსელონას 29 წლის ბელარუსი ნახევარმცველით ალექსანდრ გლებით და მზად არის მის სანაცვლოდ გადაიხადოს 8 მილიონი ფუნტი. შეგახსენებთ რომ ამ ფეხბურთელს უთამაშია პრემიერ ლიგაში არსენალის შემადგენლობაში, შემდეგ 2008 წელს გადავიდა ბარსელონაში სადაც ფეხი ვერ მოიკიდა და განათხოვრებული იქნა შტუდგარდსა და მილანში, ეხლა კი ბარსელონა საბოლოოდ ცდილობს მოიშოროს ბელარუსი ფეხბურთელი. გარდა ლივერპულისა მისით ასევე ინტერესდებიან, სევილია, მარსელი, ტოტენჰემი და ფულჰემი. ინფორმაციის წყარო:soccer.ru View the full article
-
http://image.tin247.com/bongdaso/080926175117-710-518.jpg ვესტ ჰემის ფორვარდმა , რომელიც ძალიან ახლოს იყო სტოკ სიტიში გადასვლასთან უარი თქვა, რადგან, მან შეთავაზება მიიღო ლივერპულისგან და დიდი იმედი აქ რომ ამ ზაფხულიდან ლივერპულში ჩაირიცხება . “სტოკ სიტი ლივერპულთან შედარებიტ პატარა გუნდია მაგრამ პერსპექტიული , მე მიყვარს ლივერპული, ენფილდის ატმოსფერო, მისი ფანები და მინდა კარიერა ლივერპულში განვაგრძო, ეს იქნება ჩემთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.” ვესტ ჰემ იუნაიტედი მზადაა დაიწყოს მოლაპარაკება ლივერპულთან 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე . ინფორმაციის წყარო : goal.com, liverpoolfc.tv , ESPN View the full article