planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
Сначала с энтузиазмом и намеками на некие тайные знания: иного пути нет, атмосфера на обоих берегах, ну, не то чтобы способствует, но, во всяком случае, не такая, как вчера, и надо бы попробовать, а заинтересованные силы поддержат, окажут, поспособствуют. View the full article
-
გოგონა ”რეალ ტვ-ს” მიკროფონით”მეცხრე არხის” ბათუმელ ჟურნალისტ ნათია როყვას 8 ივლისს, გურიაში, გასართობ კომპლექს ციცინათელაში გოგონა ”რეალ ტვ-ს” მიკროფონით ხელში, ოპერატორთან ერთად მუშაობაში ხელს უშლიდა, რაც ”მეცხრე არხის” ვიდეოჩანაწერზეცაა ასახული. ”რეალ ტვ” აღნიშნულ ადამიანთან კავშირს უარყოფს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/04/panjikidze1-300x195.jpgბიძინა ივანიშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება”, ფაქტოიურად, ხელისუფლებაში უკვე მოვიდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, დღესდღეისობით სწორედ კოალიცია კარნახობს ხელისუფლებას თამაშის წესებს. “ხელისუფლება ახორციელებს “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პლაგიატს. რამდენ ახალ ინიციატივასაც გამოვაცხადებთ, მეორე და მესამე დღეს იგივეს აცხადებს ხელისუფლება, ოღონდ ცოტა სხვანაირად ნიღბავს, ციფრებს აორმაგებს, წლებს აოთხმაგებს, ვითომ მეტი გამოდის და სინამდვილეში ნაკლებია. ეს ძალიან კარგია, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, უკვე ხელისუფლებაშია”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. იხილეთ epn.ge
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ocndebaaaa2-300x279.jpgროგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, “ქართული ოცნების” აქცია გორში, კომბინატის დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 ივლისს 19:00 საათზე გაიმართება. მისივე თქმით, აღნიშნულ აქციაზე ბიძინა ივანიშვილი შიდა ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. გარდა ამისა, ფანჯიკიძის თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში კოალიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს თბილისის ოლქებშიც დაასახელებს. opinion.ge View the full article
-
http://rustavi2.com/news_photos/07_12/61292.jpg რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. პრეზიდენტისგან ქვეყნის სამაშველო სამსახურმა მიიღო დავალება -საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფები მზად იყვნენ დაზარალებულებისთვის, როგორც ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად, ასევე საზღვაო და სახმელეთო ოპერაციებში ჩასართავად. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ანალოგიური ბრძანება პრეზიდენტისგან მიიღო საგარეო უწყებამაც. View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/f1f3b76f066db578028fb2a3967103e6.jpgკოალიცია "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებამ "ქართუ ჯგუფის" 100% წილი ხვალინდელ აუქციონზე არ გაასხვისოს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bidzina-ivanishvili-photo-by-reuters1-300x213.jpgკოალიციის პრესპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება” ფაქტობრივად უკვე ხელისუფლებაშია. “ხელისუფლება ახორციელებს “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პლაგიატს. რამდენ ახალ ინიციატივასაც გამოვაცხადებთ, მეორე და მესამე დღეს იგივეს აცხადებს ხელისუფლება, ოღონდ ცოტა სხვანაირად ნიღბავს, ციფრებს აორმაგებს, წლებს აოთხმაგებს, ვითომ მეტი გამოდის და სინამდვილეში ნაკლებია. ეს ძალიან კარგია, ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, უკვე ხელისუფლებაშია”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. opinion.ge View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/20120229002120shss1-300x188.jpgშსს–ს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ზურაბ გვენეტაძის შსს–დან წასვლის შესახებ ოფიციალურად დადასტურდა. გვენეტაძის ვანო მერაბიშვილთან გადასვლა, შოთა უტიაშვილმა დაადასტურა რომელიც, პრემიერის აპარატში იმუშავებს. შეგახსენებთ, 7 ივნისს “ექსპრესნიუსმა’ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, შსს–ს პრესამსახურის უფროსმა, ზურაბ გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა. გვენეტაძესთან ერთად ამ უწყების სამი ოპერატორიც წავიდა. ერთ–ერთი ვერსიით, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან სამსახურის ყოფილ უფროს სალომე მახარაძესა და ზურაბ გვენეტაძის შორის დაპირისპირება იყო. იხილეთ epn.ge
-
inosmi.ru rss: Польские офицеры в Красной армии
planetanews posted a topic in რუსულენოვანი სიახლეები
Польские беженцы, время от времени прибывающие в Лиссабон, всегда заявляли, что в обеих частях их разделенной страны подлинными врагами в нынешней войне следует признать немцев. И теперь, когда в войну вступили русские, такое отношение к немцам стало еще более явным. View the full article -
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/Maia_Fanjikidze1-300x232.jpgროგორც კოალიცია “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, იგი კოალიციაში შემავალი სუბიექტების დაჯარიმების ფაქტს “ქართული ოცნების” საქმიანობაში ხელის შეშლად აფასებს. მისივე განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. “როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და უკანონო შემოწირულობების განხორციელების ბრალდებით 17 პიროვნება დააჯარიმა. მათ შორის 13 “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების წარმომადგენელი იყო. მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე საქმეს 7 საათის განმავლობაში განიხილავდა და დაადგინა, რომ შემოწირულობების წარმომავლობის კანონიერება ვერ დასტურდებოდა. დაცვის მხარემ პროცესზე ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, თუმცა სასამართლომ არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა და აღნიშნულ პირებს თუთქმის 1 მლნ-იანი ჯარიმა დააკისრა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ აღნიშნული პროცესი “ქართული ოცნების” საქმიანობისთვის ხელის შეშლას ემსახურება. opinion.ge View the full article
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/c5fc5cf15ee366bfb28481d0470941b8.jpgკოალიცია "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მიმდინარე კვირას დასახელდებიან. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/galumashvili-soso-300x210.jpg„გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის დანიშვნას, დასაქმების ახალი სამინისტროს შექმნა და მორიგი სამთავრებო კარუსელი მოჰყვა. პიარის სპეციალისტთა შეფასებით, მერაბიშვილის პრემიერის პოსტზე გადაყვანა ხელისუფლებისთვის საკმაოდ მომგებიანი ნაბიჯი იყო“ – წერს „რეზონანსი“. როგორც პიარ-სკოლის დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი თვლის, არსებობს საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები სხვა ოპოზიციურ ბანაკში გადაებირებინათ. ვანო მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალების“ მომხრეთა შეკავშირება მოხდეს, ამიტომ, მისი თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან გამართლებული იყო. „არავინ არ თვლის, რომ შვიდ გვერდზე გაწერილი დოკუმენტი, რომელიც მერაბიშვილმა წარმოადგინა, გარკვეული გეგმა იყო. ასეთი გეგმა, პროგრამული მიზნები და ამოცანები, უფრო სქელტანიანი დოკუმენტია, სადაც კონკრეტულადაა გაწერილი იმის დასაბუთება, საიდან დააფინანსებენ ამა თუ იმ ხარჯებს და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ომ ამ ცვლილებების ძირითადი მიზანი მომხრეების შეკავშირება და ე.წ. გამქცევების დაბრუნება იყო“ – აცხადებს პიარის სპეციალისტი. რაც შეეხება ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, სოსო გალუმაშვილი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ორგანიზაციულ საკითხებზე უფრო მეტად გაემახვილებინა ყურადღება, ვიდრე პიარულზე. „როდესაც წინასაარჩევნო დაპირებები კეთდება, დაპირებასა და კონკრეტულ საქმეს შორის გარკვეული დროითი ინტერვალია. ვანო მერაბიშვილი არ დაპირებია ხალხს, რომ მათი ცხოვრება ხვალიდანვე გაუმჯობესდება. ძირითადი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რა მოხდება 2013 წლიდან. აქედან გამომდინარე, დროითი ინტერვალის გამო, პოლიტიკოსები მოგებულები რჩებიან. რადგან მათ ნამოქმედარს ელექტორატი მყისიერად ვერ ხედავს. ამიტომ თუ ზღაპრული და ფანტასტიკური ფილმების სიუჟეტიდან არ იქნება გადმოტანილი ეს დაპირებები, ელექტორატის გარკვეული ნაწილი მას დაიჯერებს. ელექტორატის ასეთივე ნაწილი ოპოზიციასაც ჰყავს“ – აცხადებს გალუმაშვილი და დასძენს, რომ მერაბიშვილის შემოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე მხარდამჭერთა მსხვილი ბირთვის შენარჩუნებას ემსახურება. აღმოჩნდა, რომ სააკაშვილის პიარი, არ არის საკმარისი პოტენციურ ამომრჩევლამდე მესიჯების მისატანად. „ვფიქრობ, ეს არჩევნები ისეთი არჩევნები იქნება, სადაც ელექტორატი ყველა სიტყვას გადაამოწმებს. ჩვენ ისეთ რეალობაში ვართ, როდესაც საქმე გვაქვს ეჭვიან ამომრჩეველთან. ელექტორატს ოცი წლის მანძილზე ძალიან ბევრ რამეს პირდებოდნენ და ძალიან ცოტას უსრულებდნენ. ამიტომ, არსებობს ეჭვი და აუცილებლად იარსებებს ნებისმიერ დასახელებულ რიცხვთან დაკავშირებით. ყველა პოლიტიკოსს დიდი დაფიქრება მართებს თითოეული რიცხვის გაცხადებისას, რადგან მათ აუცილებლად მოუწევთ დასაბუთება, ამ რიცხვის უკან რა დგას“ – აცხადებს გალუმაშვილი. კულტუროლოგი ლელა იაკობაშვილი თვლის, რომ მერაბიშვილის გაპრემიერება ხელისუფლებისთვის საკმაოდ რეზონანსული იყო. „ამგვარი მოქმედების მიზანი თუ ის იყო, რომ სოციალურ სივრცეში შფოთი გამოეწვია, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ მიზანს მიაღწიეს. ვანო მერაბიშვილის მიმართ ხალხს უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს. სწორედ ამიტომ იყო ის ინტერპრეტაციები, რომლებიც ექსპერტების მხრიდან წამოვიდა. პიარზე აგებული ნაბიჯი მხოლოდ მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაყვანა იყო. რას გააკეთებს იგი ამ თანამდებობაზე, სხვა თემაა“ – აცხადებს იაკობაშვილი. მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „რეზონანსის“ მიხედვით opinion.ge View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/iob-300x225.jpgრუის–ურბნისის ეპისკოპოსი მეუფე იობი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ID ბარათებთან დაკავშირებით უპირისპირდება. იგი მრევლს მოუწოდებს, არ აიღონ ბარათები. ამის შესახებ მეუფე იობმა, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. “წმინდა სინოდის სხდოამაზე ID ბარათებთან დაკავშირებით, იყო დიდი კამატი, ბოლოს მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ოქმში შეეტანათ შემდეგი სიტყვები: ID ბარათში არ არის ეშმაკის ბეჭედი, თუმცა რადგან საზოგადოებაში გაჩნდა, აზრთა სხვადასხვაობა, მოეთხოვოს მთავრობას, რომ გასცეს ალტერნატიული საბუთები. როცა ჩვენ გამოვედით სინოდის სხდომიდან ეს ჩანაწერი იქნა შესწორებული. გადაკეთებულ ოქმში შეიტანეს შემდეგი სიტყვები: ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე შეიძლება მისი აღებაო. იქვე ამბობენ, რადგან ხალხში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მოეთხოვოს მთავრობას ალტერნატიული საბუთის გაცემა, თუ ეს შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ძალიან დიდი გავლენაა, ეკლესიიდან ხელისუფლებაზე“, –აღნიშნა მეუფე იობმა. მან მოუწოდა მრევლს, არ აიღონ ID ბარათები, რადგან მასზე ეშმაკის ბეჭედია. შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე განხილული იყო საკითხი ახალი ტიპის პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. წმინდა სინოდი დასკვნით ოქმშია ჩაწერილი, რომ სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ, რადგანაც ეს საკითხი იწვევს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებულ იქნას ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები. იხილეთ epn.ge
-
http://www.iveroni.com.ge/pictures/image1/d0c3e335f2bcef5432a18e8cb8e10ac9.jpgსაჯარო მოხელეებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა მობილიზების დავალება მისცეს. http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/Iveroni?d=qj6IDK7rITs</img> View the full article
-
По инициативе Главного управления полиции начал работу женский полицейский участок как экспериментальное образование в Мешхеде, религиозной столице Ирана. По сообщению информационного агентства «Мехр» Мешхед, туристический и паломнический центр страны, каждый год принимает 25 миллионов иранцев и ещё 1 миллион иностранных гостей. Приезжающие туристы и паломники из разных уголков мира, часто становятся жертвами мошенников, орудующих в городе. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/shalva_xachapuridze-300x250.jpgინტერვიუ ეროვნულების ერთ-ერთ ლიდერთან შალვა ხაჭაპურიძესთან „ჯონ ბასი იყო ცეერუს თანამშრომელი, მანამდე კი ის იყო კონფლიქტური სიტუაციების მართვის მენეჯერი. ის ჩამოვიდა აგვისტოს ომის შემდეგ პერიოდში, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება იყო ძალიან შესუსტებული და წუთი-წუთზე შეიძლებოდა, ოპოზიციას დაემთავრებინა მისი ხელისუფლება. ის რომ ჩამოვიდა, ბევრი ოპოზიციონერის „დავერბოვკება“ მოახერხა. ისინი დღესაც ოპოზიციაში არიან სამწუხაროდ. სწორედ ბასმა გადაარჩინა სააკაშვილის ხელისუფლება და წასვლის წინაც სხვას რას იტყოდა, თქვა, რომ აქ კარგი გარემოა… თუ ახალი ელჩი არ შეაჩერებს ამ პროცესებს, მაშინ აქ სერიოზული ტრაგედია დატრიალდება და ეს, კაცმა არ იცის, რაში შეიძლება გადაიზარდოს“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე. ხაჭაპურიძის განცხადებით, შაშკინი, ახალაია და მერაბიშვილი პოლიციელები არიან და პოლიციურ სახელმწიფოს ქმნიან. „მე ძმებ ახალაიებს შევარქვი ბუდუ და ლუკა ნაკაშიები. უტვინო ხალხია, არ გეგონოთ ჭკვიანები არიან. ზუსტად პროტოტიპები არიან ბუდუ და ლუკა ნაკაშიების. მათ უნდა დავუმატოთ კიდევ განათლების მინისტრად გადმოყვანილი ქალბატონი, ისიც პოლიციელი და ვართ ასე პოლიციურ სახელმწიფოში. ამ მთავრობას დავუმატოთ მოსყიდული ოპოზიცია და გუნდი შეკრულია. მათ ასევე კორუმპირებული ნაცნობ-მეგობრები ჰყავთ ევროპულ ორგანიზაციებში. ამის ნათელი დადასტურება იყო პარლამენტის დებატები. მე ოფიციალური წერილით უნდა მივმართო ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეს ხალხი აშკარად შემჩნეულია კორუფციულ გარიგებაში საქართველოს ხელისუფლებასთან“, – აცხადებს ხაჭაპურიძე და დასძენს, რომ ხელისუფლებას ხმების 60% მოპოვება უნდა აჩევნებში, მათ აქვთ ისეთი ტექნოლოგიები, რომლითაც ისე გააყალბებენ არჩევნებს, რომ ამას საერთაშორისო დამკვირვებლები ვერც კი მიხვდებიან, ოპოზიციურ ლიდერებს კი რუსეთთან კავშირში და გადატრიალების მცდელობაში შეიძლება დასდონ ბრალი. „თუმცა სააკაშვილი ამ გეგმით, დიდი-დიდი, ერთი წელი შეინარჩუნოს ხელისუფლება. მას რუმინეთის პრეზიდენტის ბედი ელის. სატელიტური პარტიები რატომ სჭირდება სააკაშვილს ასე გამწარებით, ზუსტად ამ გეგმისათვის, რომ მათ თქვან, არჩევნები არ გაყალბებულა, ჩვენ გავიმარჯვეთო… ხალხთან არის აქ ომი და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან. პოლიტიკური პარტია საბაბია. არ იქნებოდა ივანიშვილი, იტყოდნენ დობორჯგინიძეზე ან ნებისმიერზე, თუმცა ივანიშვილი განსაკუთრებით აგიჟებს და როგორც ინფორმაცია მაქვს, სააკაშვილი ამის გამო კაბინეტში დღე და ღამე ბღავის. ექიმებიც ვერ შველიან, ისეთი მდგომარეობაა. ამათ ბრძოლა ქართველ ერს გამოუცხადეს, ივანიშვილი დღეს ამ სიტუაციის ლიდერი გახდა.“ ხაჭაპურიძის თქმით, ამ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალი სატელიტი პარტიების მექანიზმის მოშლაა, ასევე დიდი სახალხო ფრონტის შექმნა. „იდეოლოგია უნდა გვქონდეს წმინდა წყლის ეროვნული. მოდას არიან აყოლილები და გაიძახიან, ნეოლობერალიზმი და ა.შ. ნეოლიბერალიზმი კი არა ეროვნული და დემოკრატიული, აი როგორი უნდა იყოს ჩვენი ტერმინოლოგია… აბა მერე დამიპირისპიროს რუსეთი. თვითონ არიან რუსეთის აგენტები, სააკაშვილმა ჩააბარა რუსეთს ჩვენი ტერიტორია და აქეთ გვდებს ბრალს… საქართველოს პოლიტიკოსებიდან ერთი ადამიანი გამოვიდეს და დამისახელოს ერთი ფაქტი, რა დროსაც სააკაშვილს ერთი ნაბიჯი მაინც აქვს გადადგმული რუსეთის საწინააღმდეგოდ. ეს ზედაპირული ლანძღვა პიარის ნაწილია. სააკაშვილი ატარებს რუსეთის ინტერესებს. თუ სააკაშვილის გეგმა არ გაამართლებს, მაშინ გადაკეტავს რიკოთს, ამაზე აქტიურად მიდის საუბარი მის მომხრეებში. ქუთაისს საპარლამენტო ქალაქად გამოაცხადებს, ბათუმში პრეზიდენტის სასახლე ექნება და იტყვის, რუსეთს დაპყრობილი აქვს აღმოსავლეთ საქართველო ივანიშვილის მეთაურობით და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამ ტერიტორიების დასაბრუნებლადო… მერაბიშვილს რაც შეეხება, რუსეთი მიხვდა, რომ ეს კაცი გახდა აბსოლუტურად უკონტროლო და შესაძლებელია მან სერიოზული შეცდომები დაუშვას, ამიტომ ამ წუთში „სტავკა“ გააკეთეს ვანო მერაბიშვილზე.“ მიმოხილვა მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ „ახალი თაობის“ მიხედვით opinion.ge View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/06/cicinatela-300x225.jpgატრაქციონების პარკ “ციცინათელას” ახალ დირექტორად გურიის გუბერნატორის მოადგილე ლაშა შაფაქიძე დაინიშნა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ “ციცინათელასთან” დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მანამდე განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, სამინისტრომ “ციცინათელას” მმართველ კომპანია “მენეჯმენტ სერვისთან” სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა. “2012 წლის 12 ივნისს სამინისტროში შემოვიდა ,,მენეჯმენტ სერვისის” დირექტორის წერილი, რომლითაც გვეცნობა, რომ შპს ,,მენეჯმენტ სერვისში” შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით საფრთხე ექმნებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოძიებული ინფორმაციით გაირკვა, რომ კომპლექს ციცინათელას ,,მენეჯმენტ სერვისის” მიერ მართვის პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება, რომლის გადავადების თაობაზე რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც საზოგადოების მართვის არაეფექტურად განხორციელების შედეგია და რამაც დაგვარწმუნა მმართველის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებაში”, –ნათქვამია განცხადებაში. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,მენეჯმენტ სერვის”-ს შორის გაფორმებული წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებით შპს ,,მენეჯმენტ სერვისს” სამართავად გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოში, შპს ,,სერვისი 7″-ში (კომპლექსი “ციცინათელა”) 1 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები ეფექტური მართვისთვის. იხილეთ epn.ge