planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
"შეიძლება, ვიღაცას სულელი ვეგონო, მაგრამ რომ მითხრან, აჰა, შენ ბევრი ფული და თბილისში იყავიო, არსად არ გავემგზავრები არასდროს" http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/CjYih5X47K4 View the full article
-
პუტინისპოლიტიკურიეპისტოლეები. მთავრობის თავმჯდომარის რანგში და პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად წარმართული წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ევრაზიელმა ამხანაგმა პუტინმა რამდენიმე პლატფორმული ხასიათისა და დანიშნულების წერილი გამოაქვეყნა (მოვიხმობ მხოლოდ, ჩემი აზრით, ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტებს). გარდა იმისა, რომ იგი, როგორც კანდიდატი, ვალდებული იყო წინასაარჩევნო პროგრამა წარედგინა მოსახლეობისთვის, აღნიშნულ (შვიდ) განაცხადს გაფრთხილების ფუნქციაც ეკისრებოდა – რას გააკეთებდა ВВП რუსეთის პრეზიდენტად არჩევის შემთხევვაში. „ჩვენ არ შეგვიძლია და არც გვსურს ვიყოთ იზოლირებულები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ღიაობა რუსეთის მოქალაქეებს კეთილდღეობას მოუტანს… მაგრამ ჩვენ თანმიდევრულად ვიმოქმედებთ საუთარი ინტერესებისა და მიზნების შესაბამისად… რუსეთს მუდამ ჰქონდა პრივილეგია, გაეტარებინა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ასე იქნება მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოს უსაფრთხოება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ რუსეთთან ერთად და არა მისი „ჩაჩოჩებით“, გეოპოლიტიკური პოზიციების დასუსტებით, თავდაცვისუნარიანობისთვის ზიანის მიყენებით“ (Россия и меняющийся мир, http://premier.gov.ru, 27.02.2012). კომენტარი. მოვიხმობ რუსეთის დამოუკიდებელი პოლიტიკის რამდენიმე ვექტორს: ირანის ბირთვული პროგრამის წახალისება დღევანდელ კონდიციამდე, სირიისთვის სამხედრო დახმარების გაწევა, რუსეთისთვის გავლენის სფეროების უპირობო „გადაცემის“ მოთხოვნა და კიდევ სხვა მრავალი. სხვა აქტივობები. „ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაგრძობთ აქტიურ და შემოქმედებით კურსს საერთაშორისო უსაფრთხოების გამყარების, კონფრონტაციაზე უარის თქმის, ატომური იარაღის გაუვრცელებლობის, რეგიონული კონფლიქტებისა და კრიზისების, ტერორიზმისა და ნარკოსაშიშროების თავიდან აცილების მიმართულებით“ (ზემოთ მითითებული სტატია). კომენტარი. თუ როგორ იცილებს რუსეთი რეგიონულ კონფლქიტებს, კარგად ჩანს საქართველოს, მოლდოვას, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის მაგალითებით. „ძირგამომთხრელები“. რუსეთის პოლიტიკას ბევრი ხელის შემშლელი ჰყავს – „აშშ-ისა და NATO-ის ზოგიერთი ქმედება არ ეწერება თანამედროვე განვითარების (ანუ რუსულ) ლოგიკაში და ეს ქმედებები ეყრდნობა „ბლოკურ აზროვნებას“… „ყველამ იცის, რა მაქვს მხედველობაში. ეს არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოება, სამხედრო ინფრასტუქტურის ახალა ობიექტების განთავსების ჩათვლით და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შექმნა ევროპაში. ამ თემას არ შევეხებოდი, რომ არა ასეთი თამაშების უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან გამართვა“ (მითითებული სტატია). კომენტარი. უცნაურია, მაგრამ, როგორც ჩანს რიგმა ქართველმა ახლადაღმოცენებულმა პოლიტიკოსმა უფრო მეტი იცის რუსეთის პოლიტიკის შესახებ, ვიდრე თავად ВВП-პუტინმა. მაშ, სხვა როგორ უნდა აიხსნას „პოლიტიკური ნუვორიშების“ განაცხადი იმის თაობაზე, რომ თურმე რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა, საქართველო შევა თუ არა NATO-ში (!!!). კიდევ ერთი კითხვა – გავლენის სფეროებისა და ОДКБ-ს არსებობა „არაბლოკური აზროვნების“ ნიმუში რატომღა არის? უტიფარი განაცხადი. სტატიაში პუტინი ამბობდა – „არავის აქვს უფლება მიითვისოს გაერო-ს პრეროგატივები და უფლებამოსილებები, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ძალის გამოყენებას სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ“. ალბათ „მოსაძიებელია“, გაერო-ს რომელი რეზოლუციის შესაბამისად იმოქმედა რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის ან 20-წლიან პერიოდში (1990 წლიდან) საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების დაგეგმვა-განხორციელებისას? პუტინი III. პრეზიდენტად არჩევა-მოვლინების შემდეგ ВВП-პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს მიმართა და თავისი საპროგრამო გზავნილები „მოჰფინა“ ქვეყნიერებას. რამდენიმე ყურადსაღები ასპექტი მიმოვიხილოთ, ისიც მოკლედ. „რუსეთი ტერიტორიით მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა. ჩვენი სივრცე არა მხოლოდ დასაცავია გარეშე საფრთხეებისგან, არამედ იგი უნდა კეთილმოეწყოს, შესაქმნელია ადამიანის ცხოვრებისთვის და მუშაობისთვის თანამედროვე გარემო, ქვეყნის ყველა რეგიონში“ (Выступление в Государственной Думе с отчётом о деятельности Правительства Российской Федерации за 2011 год, http://premier.gov.ru, 11.04.2012)… სხვა პრობლემათა შორის გამოსვლაში თავი იჩინა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა – შორეული აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ციმბირის განვითარების (იგი ჯერ კიდევ სსრ კავშირის დროიდან მოდის) შესაძლებლობებმა. აქ იწყება ყველაზე ყურადსაღები „განაზრებანი“. ბრძოლა Heartland-ისთვის. პირველ წერილში მკითხველს მსოფლიოს მონდიალიზაციის სქემა გავაცანი, Heartland-ით ჩინეთში (http://www.monde-diplomatique.fr). სქემაში რუსეთის ტერიტორია ცალკე იყო აღებული, პოსტიმპერიული სივრცის გარეშე. იმისთვის, რომ ამბიციურმა რუსეთმა თავი მსოფლიო განვითარების „ჭიპად“ იგრძნოს, მას თავისუფალი მოძრაობის სივრცე ესაჭიროება, რომელიც მასზე იქნება დამოკიდებული. რუსული ამოცანაა „მსოფლიოში რუსეთის პოზიციების განმტკიცება, პირველ რიგში, ევრაზიულ სივრცეში ახალი ინტეგრაციის გავლით“ (მითითებული გამოსვლა). რუსეთისთვის აუცილებელია ევრაზიული ინტეგრაცია, რადგან „ცალ-ცალკე გლობალური ტურბულენტობის დღევანდელ გამოწვევებთან გამკლავება წარმოუდგენელია“ (ВВП პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს გულისხმობს). ასე რომ, იმპერიის აღდგენა თვითმიზანი არ არის, რუსეთისთვის გავლენის სფერო (თუ სივრცე) სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. დავაზუსტებ, რომ ეს აუცილებლობა მხოლოდ ამ კონფიგურაციის ანუ არათავისუფალი რუსეთის წინაშე დგას, რადგან მას არ სურს და არც ძალუძს ნორმალური არსებობა. მთავარი ისაა, რომ „საბაჟო კავშირი, ერთიანი ეკონომიკური სივრცე… წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ და ინტეგრაციულ მოვლენას პოსტსაბჭოთა სივრცეში, სსრ კავშირის დანგრევის დროიდან“. საბაჟო კავშირსა და ერთიან ეკონომიკურ სივრცეს მოჰყვება ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, რითაც დაიწყება ევრაზიული კავშირის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბება. ათვისება. რა კავშირშია ყოველივე ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ათვისებასთან? საქმე ისაა, რომ ევრაზიული კავშირის არსებობის ერთ-ერთ საფუძველდებულებას შრომითი რესურსების თავისუფალი გადაადგილება წარმოადგენს, მთელი კავშირის მასშტაბით. რუსეთის შორეული რეგიონები მოსახლეობისგან იცლება და საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა, რათა მოსახლეობის მატება დაიწყოს. და ის, რაც დღეს რუსეთისთვის პრობლემას წარმოადგენს არალეგალური მიგრანტების სახით, შეიძლება მოგვარდეს სამართლებრივი გზით – მუშახელის გეგმაზომიერი მიმართვით „ასათვისებელი რეგიონებისკენ“. მაგალითი რამდენიც გნებავთ იმდენია „საბჭოური ისტორიის“ მანძილზე. ცნობა. 1982 წლის აპრილში, გაზეთ „კომუნისტში“ (უფრო ზუსტად, მის ქართულ ვერსიაში), დაიბეჭდა ავადსახსენებელი „საბჭოთა“ დემოგრაფის ბრომლეის ვრცელი წერილი, სადაც ავტორი სსრ კავშირის დემოგრაფიულ პრობლემატიკას ეხმიანებოდა. სტატიაში ქართული საზოგადოების არცთუ დიდი ნაწილის ყურადღება მიიქცია ერთმა მოსაზრებამ, თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა „მიეზიდა“ საკავშირო სახელმწიფო უწყებებს საქართველოს „ჭარბი მოსახლეობა“ ციმბირის ასათვისებლად. კურიოზული ისაა, რომ სტატიის გამოქვეყნებას დაემთხვა ევროტურნირზე თბილისის „დინამოს“ დამარცხება ლიეჟის „სტანდარტთან“. მეორე დღეს თითქმის მთელი საქართველო საფეხბურთო კლუბის დამარცხებას ნაღვლობდა, ხსენებული გულისამრევი სტატია კი უყურადღებოდ დარჩა (სხვათა შორის, სსრ კავშირისდროიდელმა „საინტერესო ცხოვრებამ“ იმ პერიოდში საქართველოს ფარგლებს გარეთ 250 000 საქართველოს მოქალაქე „გაიტაცა“). როგორც ჩანს, სწორედ „საინტერესო საბჭოთა ცხოვრების“ ნოსტალგიით შეპყრობილთა მენტალობის ადამიანები მოთქვამდნენ საფეხბურთო მატჩში დამარცხებას. როცა ერთ ახლობელს შევჩივლე და ვითარება დავუხასიათე, „ამიხსნა“ – ზოგს რა აწუხებს და ზოგს რაო. დავამატებ. „პოლიტიკური ნუვორიშების“ განცხადება „საინტერესო საბჭოთა ცხოვრების“ შესახებ მათმა მომხრეებმა ასე ახსნეს: საბჭოთა კავშირში საქართველო იყო თურმე ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ბევრი ხალხი ჩამოდიოდა. აი, ასე. თუ სსრკ-ში სახელმწიფოები შედიოდნენ, აქამდე არ ვიცოდი. მინაწერი. ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, ბატონებო, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლატენტური ევრაზიელები „გაიხსნან“ (რამდენ თითზეც საჭიროა) და შვან ევრაზიულ კავშირში შესვლისთვის მზადმყოფი (ან მათ მიერვე მომზადებული) საქართველო. ამასთან დაყველა „სიკეთესთან“ ერთად, განვლილი და „საინტერესო საბჭოთა ცხოვრების“ ხათრით, ჩვენი მოქალაქეებით დავეხმარებით რუსეთს ციმბირის (და კიდევ სხვა რეგიონების) ამთვისებელი евразийское рабочее быдло-ს შევსებაში – საუბარია დაახლოებით ისეთ ადამიანებზე, როგორებმაც ამ ცოტა ხნის წინ, „საქართველოში დემოკრატიული არჩევნების“ ჩატარების მოთხოვნით „თვალუწვდენელი“ რიგები დააყენეს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთა თითი-ოროლა ქალაქში. გასახალისებლად. ერთი თბილისელი სომხური გვარის მოქალაქე კარგა ხნის წინ გავეშებით და ცხარედ მიმტკიცებდა, რომ ის არც სომეხია, არც ქართველი (გამართული ქართულით კი მეტყველებს), არამედ არის რუსი. სწორედ მან (სხვათა შორის, კარგმა ხელოვანმა) ერთ-ერთ რუსულ სატელევიზიო გადაცემაში ასეთი ფრაზა წარმოთქვა – как счастливо мы жили (ესაა „საბჭოთა საინტერესო ცხოვრების“ ნოსტალგია). View the full article
-
"ერთადერთი მყარი სტრუქტურა შსს იყო და ვანოს წასვლის შემდეგ ესეც მოირყევა, რაშიც მთავარ როლს "ახალაია მრისხანე" ითამაშებს" http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/U_NcW_wDFbQ View the full article
-
"თავიდან რომ დაუნახავს, ჩვენი პირველი ლედი ჰგონებია. გამოლაპარაკება რომ უცდია, მისმა რუსულმა ენამ და აქცენტმა გააკვირვა" http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=yIl2AUoC8zA</img> http://feeds.feedburner.com/~ff/ambebige?d=qj6IDK7rITs</img>http://feeds.feedburner.com/~r/ambebige/~4/UZvXadE0NJA View the full article
-
70-იან წლებში ამერიკის შეერთებული შტატები შეძრა ერთმა ისტორიამ,რომელიც მინდა მოგიყვეთ.უამრავი სექტა არსებობდა და არსებობს დღესაც.თუმცა ყოველ მათგანში ასე ტრაგიკულად არ სრულდება ისტორია როგორც ჯონსტაუნის სექტაში. ძირითადად სექტის წინამძღოლი არის ფანატიკოსი,აქვს აკვიატებული იდეები,ზოგჯერ არა ერთი,მაგალითად, ჩარლი მენსონს ეგონა,რომ “ბითლზები” მხოლოდ მისთვის ქმნიდა მუსიკას და თავს მოვალედ თვლიდა ქვეყანა გაეწმინდა მდიდრებისაგან.თან ამას ... View ucnauri.com
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D-208x300.jpg15 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის სანდრო სარდარიანის საქმეს სასამართლო, 9 ივლისს განიხილავს. მიუხედავად იმისა, რომ სანდრო სარდარიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დროებით გათავისუფლებით შეუცვალეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა. საქმის არსობრივ განხილვას, რომელსაც დღეს, დილით 11 საათზე სასამართლო დაიწყებს, კიდევ ერთი გარემოება დაემატა: რამდენიმე დღის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დიაგნოზი დაადგინა. სანდრო სარდარიანის მამა გვიამბობს, რომ დასკვნის მიხედვით, სანდრო საზოგადოებისთვის საშიშად ჩათვალეს და მის გადაყვანას ხონის სპეციალურ დაწესებულებაში აპირებენ. გრიშა სარდარიანი: „ადვოკატმა გამოითხოვა სანდროს საბუთები და ბავშვის ექსპერტიზის დიაგნოზიც. გვეუბნებიან, რომ ხონში უნდა გადაიყვანონ, რაც მისთვის არ შეიძლება. იქ ჰყავთ პატიმრები და ეს სანდროსთვის იგივე სასჯელი იქნება. ყველაფერი მოეხსნა, საქმე დაიხურა და ახლა რატომ უნდა გადაიყვანონ გაუგებარია.“ სანდრო სარდარიანი ახლა თავს უკეთ გრძნობს, თუმცა როგორც თავისი მამა აცხადებს მას მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა სჭირდება. „21 დღე მყავდა ბავშვთა ფსიქიატრიულში, თემქაზე მე–5 საავადმყოფოში, სადაც ვუმკურნალე. მას შემდეგ რაც იქ კურსს მორჩა, სახლში ვმკურნალობ. 15 დღე გლდანში ყოფნისას დაუმძიმდა მდგომარეობა. ახლა გონზე მოვიდა, ხონში რომ წაიყვანონ დაიღუპება. შეიძლება ეპილეფსია დაეწყოს და კრუნჩხვებში ჩავარდეს.’’ უფლებადამცველი დაჩი ცაგურია სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნას მცდარს უწოდებს და აცხადებს, რომ სანდროს ციხეში გადაყვანა ყოვლად დაუშვებელია. დაჩი ცაგურია: „შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვისთვის საერთოდ არ შეიძლება ციხეში გადაყვანა და რაც შეეხება მკურნალობას ეს სახლშიც შესაძლებელია გააგრძელოს. ვინაიდან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ასეთი დასკვნა დადო, ჩვენ გაგვიჩნდა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება სანდრო იძულებითი მკურნალობის მოტივით დააპატიმრონ და ისევ გადაიყვანონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რაც არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და არაადამიანური ქმედება.“ თუ რა გაგრძელება მოჰყვება არასრულწლოვნის საქმეს ეს სასამართლოს განაჩენის შემდეგ გახდება ცნობილი. ნონა გედენიძე opinion.ge View the full article
-
Во время проведения Франкфуртской книжной ярмарки в конце 1990-х годов за одним из столов сидел не юный блондин, а старичок с растрепанными и торчащими вверх седыми волосами. Спина его была слегка согнута, но рукопожатие оставалось крепким, как это обычно бывает у альпинистов. Это был Генрих Харрер, и ему тогда было 85 лет. На лице его была мягкая улыбка, почти как у его давнишнего друга Далай-ламы. View the full article
-
ადამიანი ყველაზე რთული არსებაა სამყაროში. ის თავის თავში ბევრ რაიმეს იტევს. მაგრამ ადამიანი არ იბადება ადამიანად, ის რაღაც მატერიად, არსებად იბადება, რომელიც ადამიანად უნდა ჩამოყალიბდეს. ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი კი ძალიან რთულია. სანამ არსება ადამიანად იქცევა, ევოლუციის რამდენიმე ეტაპი აქვს გასავლელელი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ის აღიზრდება, მაგრამ არა გადამწყვეტი. მან ნებისმიერ შემთხვევაში თვითონ უნდა იპოვოს საკუთარი თავი, თვითონ უნდა შექმნას. ზრდა-განვითარების პროცესში, მას გარკვეული კითხვები უჩნდება, რომელზეც მატერიალურ, აშკარად გამოხატულ პასუხს ვერ პოულობს. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მას მხედველობითი და გრძნობითი აღქმა არ ყოფნის, გონების ჩართვა სჭირდება. სწორედ აქედან იწყება მისი აზროვნება და ადამიანად ჩამოყალიბება. ხშირად ის ვერ პოულობს კითხვებზე პასუხს, რის შემდეგაც ეძებს დამამშვიდებელ და ამავდროულად დამღუპველ ფიქრს, რომ მან არ უნდა იპოვოს ამ კითხვებზე პასუხი, ეს მისი საქმე არაა. ის აუხსნელ მოვლენებს ზებუნებრივ ძალებს მიაწერს, რაღაც კულტს ქმნის საკუთარ გონებაში და მას არის ამოფარებული, შეშინებული და უძლურია. მას ეშინია და რაღაც მასზე ძლიერს, უზენაესს მიელტვის, რომელიც მას დაიცავს. მას ამის სწამს იმის მიუხედავად, რომ არ აქვს სახეზე ამ იდუმალი მფარველის მატერიალური გამოხატულება. ის ამ დიად არსებას საკუთარ გონებაში ქმნის და მას მიელტვის, მისკენ ისწრაფვის. აქედან იწყება მისი წარმოდგენები ღმერთზე, უზენაეს ძალასა და ჭეშმარიტებაზე. ის წყვეტს აზროვნებას და კარგავს ადამიანობის შესაძლებლობას, უბრალო მონა-არსებად იქცევა. ადამიანის ,,გადარჩენისთვის’’ საჭიროა აზროვნების გაგრძელება, ამისთვის კი მისი წახალისება. აზროვნების წახალისებისთვის კი საჭიროა გაეცნო იმ ,,არსებების’’ ნააზრევს, ვინც შენამდე გაიარა ადამიანობის რთული გზა. თავის ნააზრევს, ადამიანობისკენ მიმავალ ნაბიჯებს არსება ხელოვნებაში გამოხატავს, რაღაცას ქმნის, სადაც მინიშნებებს ტოვებს, რითაც გზას უკვალავს ადამიანობისკენ მიმავალ სხვა არსებებს. არსება ღმერთთან ვერ მივა, რადგან მას შიშის გამო მიელტვის, უნდა ადამიანად ქცევაში დაიხმაროს, ღმერთს კი ეს ერთადერთი რამ არ შეუძლია. ,,ადამიანს ვერავინ იხსნის საკუთარი თავისგან, ღმერთის არსებობის უტყუარი დასტურიც კი. მან თვითონ უნდა მოიპოვოს საკუთარი თავი და დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობაში’’ – ეს მეოცე საუკუნის უდიდესი ფილოსოფოსის, ჟან-პოლ სარტრის სიტყვებია, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები. როდესაც არსება ადამიანად იქცევა, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ჭეშმარიტების ძიება დაიწყოს, რადგან მას ხელთ მთავარი იარაღი, აზროვნება ექნება. ადამიანი უკვე არის ის, ვინც შექმნა უზენაესმა ,,თავის ხატად’’. მერაბ მამარდაშვილმა თქვა, რომ ,,აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან’’, დიახ , სწორედაც აზროვნება არის ღმერთთან საუბარი და მისკენ მისასვლელი უმოკლესი გზა. კატეგორიები: ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
-
1. რაც უფრო მეტი ყველია, მით უფრო მეტი ნახვრეტი აქვს. მაგრამ რაც უფრო მეტი ნახვრეტი აქვს მას, ყველი ხომ უფრო ცოტაა. გამოდის, რომ რაც უფრო მეტი ყველია, მით უფრო ნაკლები ყველია (,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში”).2. ხანდახან ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება არა მათ სურვილებს, არამედ მათ ფიქრებს იმაზე, თუ რა სურთ ... View ucnauri.com
-
დიდი ხანია ამ თემაზე სიახლე არ დამიდია და გადავწყვიტე რომ აღნიშნულ კატეგორიას ახალი სიცოცხლე ჩავბერო და დღეგამოშვებით მაინც შემოგთავაზოთ Wallpaper-ები სხვადასხვა თემაზე. ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ციფრულ ხელოვნებაზე. არქივში თავმოყრილია ყველაზე ცნობილი ხელოვანების 35-მდე ნამუშევარი. აქ არიან ავტორები, რომლებიც აღმოჩენილი ჰყავთ ისეთ სტუდიებს როგორებიც არიან Pixar, Ubisoft, EA, Walt Disney, Crytek და ა.შ The post Mega Wallpapers #9 – ციფრული არტი appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
-
##image#9869#0#ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის წევრები მონაკოში, სერგეი მაგნიტსკის საქმის ცნობილ მონაწილეებს, დმიტრი კლუევსა და ანდრეი პავლოვს, იმ შენობაში შესვლაში დაეხმარნენ, სადაც ასამბლეის სხდომა მიმდინარეობდა. ამის შესახებ Hermitage Capital-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული, რომელსაც ამ ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც ერთვის. ფონდ Hermitage Capital-ის იურისტი სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც რუსი მაღალჩინოსნების მიერ ფონდის სახელით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 180 მილიონი დოლარის დატაცების ფაქტი ამხილა, რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს. 2009 წელს იგი ციხეში გარდაიცვალა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ამჟამად მაგნიტსკის საქმეზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც მიესალმება დასავლეთის სახელმწიფოების მიერ მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებული რუსი მოხელეებისთვის ფინანსური და სავიზო სანქციების შემოღებას. Hermitage Capital-ის აზრით, რუსეთის დელეგაციის წევრებმა კრიმინალში ეჭვმიტანილ კლუევსა და მის იურისტ პავლოვს შენობაში შესვლის საშუალება იმისთვსი მისცეს, რათა სანქციების შემოღების წინააღმდეგ ლობირებაში მიეღოთ მონაწილეობა. თანაც, რუსმა დელეგატებმა – დელეგაციის მდივანმა გლებ რეშეტნიკოვმა და სახელწმიფო სათათბიროს წევრმა ილია კოსტუნოვმა, სტუმრებს საკუთარი ბეიჯები გადასცეს, რათა შენობაში დაუბრკოლებლად შესულიყვნენ. დმიტრი კლუევი 2006 წელს 1,6 მილიარდი რუბლის დატაცების მცდელობისთვის გაასამართლეს. იგი და პავლოვი მაგნიტსკის მიერ მხილებული კორუფციული სქემის საკვანძო ფიგურები იყვნენ. კლუევიც და პავლოვის მაგნისტკის საქმის შესახებ არსებულ მასალებში ფიგურერებენ, დასავლური სანქციები მათ უშუალოდ ემუქრებათ. „მათი მონაწილეობა რუსეთის ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში და მაგნიტსკის რეზოლუციის განხილვაზე დასწრება სიმბოლური ჟესტია, რომლითაც რუსეთი დასავლეთს უჩვენებს დამოკიდებულებას კორუფციის პრობლემებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ“, – აღნიშნულია Hermitage Capital-ის ცნობაში. View the full article
-
თუ გსურთ, ასაკმა ნაკლებად დააჩნიოს კვალი თქვენს გარეგნობას, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული განწყობა და ენერგია, ამაზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ. რა აძლევს ადამიანს ძალას, დარჩეს სულით ახალგაზრდა? უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – თვითსრულყოფის შესაძლებლობა. და მაინც, არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომლებიც ახალგაზრდობის შესანიშნავ ხანას გაგიხანგრძლივებთ.- მეტი მოძრაობა. ასაკთან ერთად ... View ucnauri.com
-
ცოტა ხნის წინ ჰარბინში გაიხსნა თოვლისა და ყინულის საერთაშორისო ფესტივალი. ეს მოვლენა გრძელდება ერთი თვის განმავლობაში და 1963 წლიდან უფრო მეტი და მეტი ადამიანის ყურადღებას იქცევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჰარბინი არის ჩინეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქი, რომელიც ამ ფესტივალის კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. ზაფხულში საშუალო ტემპერატურა ქალაქში არის ... View ucnauri.com
-
სორვაგვასტნის ტბა ანუ როგორც ადრე უწოდებდნენ ლეიტისვატნი – ფარერის კუნძულების უდიდესი ტბაა, რომლის ფართობი შეადგენს 3,4 კვ.კმ-ს. ტბა მდებარეობს ოკეანიდან 30 მეტრის სიმაღლეზე, მაგრამ ვიზუალური ეფექტი მაინც თავისას შვრება და რატომღაც მნახველს ჰგონია, რომ სორვაგსვატნი 100 მეტრზე უფრო მაღლა მდებარეობს. ეს სურათიც ოპტიკური ილუზიაა – საჭიროა ფოტოგრაფიის კარგად ცოდნა ... View ucnauri.com
-
არ შემეძლო ,რომ ჩემს ბლოგზე დედოფალ ნეფერტიტზე არ დამწერა.საქმე იმაშია ,რომ ამ ძველ ეგვიპტელ დედოფალზე ცნობების მოგროვება,მას შემდეგ დავიწყე,რაც ამ ზაფხულს ერთი ჩვეულებრივი ქართველი მწერლის წიგნი წავიკითხე,სადაც უმთავრესი აქცენტი გაკეთებული იყო ნეფერტიტის სურათსა და მთავარი გმირის ცხოვრების “პირდაპირპროპორციულობაზე”:დ|ამიტომაც ,როგორც კი საშუალება მომეცა,მაშინვე გავეცანი ამ დედოფლის შესახებ ინფორმაციებს.რაც უფრო და უფრო ვუღრმავდებოდი ამ ყველაფერს ,მით უფრო და უფრო ვინტერესდებოდი,და რადგანაც ეჭვი მაქვს ,რომ თქვენ ჩემსავით არ ხართ და არც ისე ძალიან გაინტერესებთ ეს თემა,მხოლოდ და მხოლოდ მოკლე ცნობებს მოგაწვდით,რაც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა ჩვენთაგანმა: )მოოკლედ ეს ჩვენი ნეფერტიტი იყო ყველასათვის ცნობილი ფარაონის_ეხნატონის მეუღლე(გაგებული მაინც უნდა გქონდეთმისი მხოლოდ ეს ქანდაკებაა დღეისთვის შემორჩენილი.სახელი ნეფერტიტი ნიშნავს”შენსკენ მომავალ ლამაზ ქალს”“საკმარისია ერთხელ მაინც შეხედო ამ ულამაზესი და ამაყი დედოფლის სახეს,რომ იგი არასოდეს არ დაგავიწყდება”ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მისი ბიუსტის მიხედვით ბევრ რამეზე.მაგალითად საყელო-ყელსაბამი,რომელიც ნეფერტიტს უკეთია,ფარაონის ყველაზე ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა.ასეთი საყელო-ყელსაბამები ეგვიპტელი ქალებისა და კაცების ტრადიციული სამკაული იყო. ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ ძველ ეგვიპტეში კოსმეტიკაზეც.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ კოსმეტიკას ქალებიც იყენებდნენ და კაცებიც.“ლოყების შესაფერადებელი ფხვნილისთვის ჯანგმიწას იყენებდნენ.ტუჩების შესაღებ წითელ მასალას რკინის ჯანგისგან ამზადებდნენ.შავ ფხვნილს თვალისთვის გალენიტისგან აკეთებდნენ,მწვანეს_მალაქიტისგან.კოსმეტიკა,შესაძლოა, თვალს მზის სინათლისგან იცავდა.” პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/230px-Nofretete_Neues_Museum.jpg კატეგორიები: კულტურული მრავალფეროვნება ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
-
დაწერეთ რატომ ხართ ბლოგერები...რა არის თქვენი ბლოგის არსებობის მთავარი მიზეზი? თემის კატეგორია: საზოგადოება View the full article
-
რატომ გვიყვარს რუსეთი? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ არ გვაქვს თავმოყვარეობა.##image#9866#2# გონიერი ადამიანი ამის შემდეგ მეორე შეკითხვასაც დასვამს: რატომ არ გვაქვს თავმოყვარეობა? ამის პასუხი კიდევ უფრო მარტივია: მონები ვართ და იმიტომ. ეს მონობა ორას წელზე მეტია გრძელდება და არაფერი შველის. არც აჯანყებულ წინაპართა მაგალითები, არც სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ბებია – ბაბუათა მოგონებანი, არც გამოცდილი ხალხის ჭკუა- დარიგება და არც უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც, როგორც წესი, ამ მონათა წინაპრების კისერზეა. პირიქით კი ხდება, რაც უფრო მეტად გვჩაგრავენ, გვჯიჯგნიან, გვიგინებენ წინაპრებს, გვანადგურებენ, გვართმევენ მიწა – წყალს, აბუჩად იგდებენ ჩვენი ცხოვრების წესსა და ჩვენს ქვეყანას, მით უფრო მეტად გვიყვარს დასტაევსკი. ასე და ამგვარად ჩამოვყალიბდით მსოფლიოში პირველ სადო - მაზოხისტურ ნაციად, ანუ მაზოხებად, რაც იგივე მონობას ნიშნავს, ოღონდაც უფრო ჟინიანსა და აგრესიულს. მაზოხები დროდადრო ერთიანდებიან, მათ საყვარელ ენაზე რომ ვთქვათ, დიდსა თუ პატარა ,,ობიძინენიებში” და, თუ ვერაფერი გააფუჭეს, კოლექტიურად მისტირიან საბჭოთა საქართველოს, რომლის დროსაც სრულიად თავისუფლად დაფრინავდნენ იმპერიის დედაქალაქში ოცდაჩვიდმეტ მანეთად მანდილოსნების სანახავად და სასტუმროს სართულებს შუა განლაგებულ ,,ბუფეტებში“ ხიზილალიანი თუ ყველიანი ბუტერბროტების საჭმელად, რომელიც თავისი გემოვნებით ძალიან ჩამოგავდა ჰოლანდიურს. დღეს უმეტესობას იმის გახსენებაც კი უჭირს თუ რატომ მიემგზავრებოდა ორი ათასი კილომეტრის მანძილზე, რადგან უმეტესობას აღარც იმ ბუტერბროტის გემო ახსოვს და აღარც იმ მანდილოსნების, რა თქმა უნდა, ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც საბჭოეთს მისტირის, რადგან მაზოხია და ამით ყველაფერია ნათქვამი. მაზოხებს, სხვა ბევრ პრომლემასთან ერთად, მახსოვრობაშიც უჭირთ. მათი მახსოვრობა ინტერნეტ ტელევიზიის მსგავსია, სამი დღის იქით ვერაფერს იტევს და მათი ცხოვრებაც ასეთი პატარ – პატარა მონაკვეთებისგან შედგება. მაზოხები მშიშრები არიან, მხოლოდ მაშინ უვაჟკაცდებათ ხმა, როდესაც მშიერი გიენებივით ერთად მოგროვდებიან ხოლმე. მაზოხებს, ყველაზე მეტად, დროის ეშინიათ, რადგან იციან თუ გრძნობენ, რომ დროს ვერაფრით იყიდი. ამის გამო ჩქარობენ და ამ სიჩქარეში გამუდმებით უშვებენ მათთვის საბედისწერო შეცდომებს. ამის ბრალი უნდა იყოს, რომ მიზნის მისაღწევად შვილებსაც არ ინდობენ და ისე უპირისპირდებიან, როგორც მოსდგამთ კიდეც მაზოხებს. ერთი რამ მაინც ავიწყდებათ ამ ბრძოლაში, ვინც საკუთარი კუბოს ამწევს გადაუდგება, მას გამარჯვება არ უწერია. მაინც რატომ გვიყვარს რუსეთი. სხვა სხვანაირად იტყვის ამ სათქმელს, მე კი დავამატებ, მე რუსეთი არ მიყვარს, მე არ ვარ მარტო. ლაშა იმედაშვილი. ესე. 2012 წელი, ივლისი View the full article
-
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრასნოდარის მხარეში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მზადაა სტიქიით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ჯგუფი გაგზავნოს. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. “მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც დატრიალდა რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. პრეზიდენტის დავალებით სამაშველო ჯგუფები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით და მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომელიც მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონაში”, – აღნიშნა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ქართული მხარე ასევე მზადაა, კრასნოდარში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნოს. პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო უწყებას შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრასნოდარის ოლქში ქართული სამაშველო ჯგუფის გაგზავნასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურმა მიიღო დავალება, რის საფუძველზეც ჩვენი მაშველები მზად არიან, რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, გაფრინდნენ ან გაემგზავრონ ზღვით, რათა ადგილზე გაუწიონ დახმარება წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას. ასევე მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად”, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კრასნოდარში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავებულია. View the full article
-
http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/misha-misha2.jpgროგორც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრასნოდარის მხარეში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მზადყოფნას გამოთქვამს, ქართული სამაშველო ჯგუფი გააგზავნოს. “მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც დატრიალდა რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. პრეზიდენტის დავალებით სამაშველო ჯგუფები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით და მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომელიც მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონაში”, – აღნიშნა მანჯგალაძემ. მანჯგალაძის აღნიშვნით, ქართული მხარე მზადაა, კრასნოდარში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნოს. opinion.ge View the full article