Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, კრასნოდარში სამაშველო ჯგუფი გაგზავნოს. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/QAPkixgqsA8 palitratv.ge
  2. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/bidzina-gujabidze-265x300.jpgპოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო – დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიძინა გუჯაბიძემ განაუცხადა, რომ ისინი “მოსამართლის უკანონო გადაწყვეტილების” შესრულებას არ აპირებენ და განაჩენს სტრასბურგში გაასაჩივრებენ. გუჯაბიძე დარწმუნებულია, რომ სტრასბურგი მათ გაამართლებს და ჯარიმას მათ სასარგებლოდ მთავრობას დააკისრებს. opinion.ge View the full article
  3. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის 17 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვე­ბად ცნო, პარ­ტი­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის­თვის. სა­სა­მარ­თლომ მათ გა­ღე­ბუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის ხუთ­მა­გი ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ა­კის­რა. სა­სა­მარ­თლოს დად­გე­ნი­ლე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ღვე­ვებს სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის – 20 ათა­სი­დან 135 ათას ლა­რამ­დე ჯა­რი­მე­ბი და­ე­კის­რათ. მათ ეს თან­ხე­ბი სა­სა­მარ­თლო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­დან შვი­დი დღის ვა­და­ში უნ­და გა­და­ი­ხა­დონ. სა­სა­მარ­თლო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა მათ 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლი­ათ. სა­სა­მარ­თლომ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ი­ტა­ნა. სამ­სა­ხურ­მა უკა­ნო­ნო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში პარ­ტი­ე­ბის 17 წარ­მო­ად­გე­ნე­ლი ამ­ხი­ლა, მათ შო­რის ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს – 4, ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მის – 7, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის – 4, ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის -ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. View the full article
  4. ##image#9865#0#მო­ნა­კო­ში, ეუ­თო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე, ასამ­ბლე­ის პო­ლი­ტი­კურ­მა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექტს სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც პო­ლო­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა მი­ხა­ელ შჩერ­ბამ მო­ამ­ზა­და, მო­უ­წო­დებს რუ­სეთს შე­ა­რუ­ლოს ცეც­ხლის შეწ­ყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნოს. რე­ზო­ლუ­ცია ასე­ვე მო­უ­წო­დებს მოს­კოვ­სა და „დე­ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბებს“ და­უშ­ვან ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მი­სია ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. ასე­ვე – უზ­რუნ­ველ­ყონ დევ­ნილ­თა უსაფ­რთხო და ღირ­სე­უ­ლი დაბ­რუ­ნე­ბა. რე­ზო­ლუ­ცია მო­უ­წო­დებს ეუ­თო-ს წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს აღად­გი­ნონ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­სია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ნდო­ბის აღ­დგე­ნის ერთ-ერ­თი მე­ქა­ნიზ­მი. დო­კუ­მენ­ტის მე-10 პუნ­ქტი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოს 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო და 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა ეუ­თოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. დღე­ვან­დე­ლი გან­ხილ­ვი­სას რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ მხო­ლოდ რუ­სე­თი გა­მო­ვი­და. რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა დო­კუ­მენტს არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი უწო­და, ხო­ლო აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს – „სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი“. სა­ბო­ლოო კენ­ჭის­ყრა რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე ასამ­ბლე­ის ხვა­ლინ­დელ სხდო­მა­ზე არის და­გეგ­მი­ლი. View the full article
  5. გამარჯვებული 25 წლის მარინა ტუკტამუშევა გახდა, რომელმაც საჩუქრად ტანსაცმლის მაღაზიის 3 ათასი ევროს ღირებულების ვაუჩერი მიიღო. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/kjS2RV9VpxE palitratv.ge
  6. აღმაშენებლის ხეივანში უძველესი ნამოსახლარი აღმოაჩინეს. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/swoAyslpmZg palitratv.ge
  7. საბერძნეთიდან წამოღებული ოლიმპიური ჩირაღდანი ბრიტანეთის რაფტინგის ნაკრებს ოლიმპიადის დაწყებამდე 20 დღით ადრე ჩაუქრა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/aVq4SsT8DRA palitratv.ge
  8. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის და უწ­ყე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა უკ­ვე ცნო­ბი­ლია. რო­გორც სა­ა­გენ­ტო ინ­ტერ­პრეს­ნი­უსს მი­ნის­ტრის ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა მო­ად­გი­ლემ , შო­თა ხი­ზა­ნიშ­ვილ­მა გა­ნუც­ხა­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ) ხელ­მძღვა­ნე­ლად ვახ­ტანგ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფ­რთხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის (კუდ) უფ­რო­სად ლე­ვან ქარ­და­ვა, სა­საზ­ღვრო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად კი ნი­კა ძიმ­ცე­იშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნენ. ძიმ­ცე­იშ­ვი­ლი ასე­ვე შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც იქ­ნე­ბა. მო­ად­გი­ლე­ე­ბის პოს­ტე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ეკა ზღუ­ლა­ძემ, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და შალ­ვა ჯა­ნაშ­ვილ­მა. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ნის­ტრის კი­დევ ორ მო­ად­გი­ლეს, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე შო­თა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ამა­ვე დროს შსს-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც რჩე­ბა. შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოს­ტი და­ი­კა­ვა ნო­დარ ხარ­ში­ლა­ძე­მაც, რო­მე­ლიც აქამ­დე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იყო. ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­საც, ამ პოს­ტზე გი­ორ­გი გე­გეჭ­კო­რი თენ­გიზ გუ­ნა­ვამ შეც­ვა­ლა. თა­ნამ­დე­ბო­ბებს ინარ­ჩუ­ნე­ბენ თბი­ლი­სი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ზუ­რაბ ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, შო­თა უტი­აშ­ვი­ლის ნაც­ვლად ამ პოსტს მი­ნის­ტრის ახა­ლი მო­ად­გი­ლე ნო­დარ ხარ­ში­ლა­ძე შე­ი­თავ­სებს. View the full article
  9. ლი­ბი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა უკა­ნას­კნელ 50 წე­ლი­წად­ში პირ­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ზე­ი­მით ხვდე­ბა. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ ლი­ბი­ის არ­ჩევ­ნებს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში ‘კი­დევ ერ­თი ნი­შან­სვე­ტი’ უწო­და. სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, შე­დე­გი ორ­შა­ბათს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. მი­სი თქმით, ‘პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ლი­ბი­ე­ლი ხალ­ხია’. ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, რთუ­ლია ახა­ლი ასამ­ბლე­ის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა. უმ­თავ­რე­სად დო­მი­ნი­რე­ბენ ის­ლა­მუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი, იშ­ვი­ა­თო­ბაა სე­კუ­ლა­რუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი. უკა­ნას­კნე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ლი­ბი­ა­ში 1964 წელს გა­ი­მარ­თა, კა­და­ფის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წლით ად­რე. View the full article
  10. ავტორი თამარ ზანთარაია 16:00 08.07.2012 საქართველოს პრეზიდენტმა, 25 ივნისს, საკუთარ რეზიდენციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თბილისის, ბათუმის და მესტიის შემდეგ აეროპორტი ზუგდიდშიც აშენდა. http://1.bp.blogspot.com/--RhoJ0Zc6zA/T_l24w2uFHI/AAAAAAAAHpM/OCy20Syo5Co/s200/misha_lazika%2Bzugdidshi.JPG„ჩვენ თბილისის აეროპორტის შემდეგ ავაშენეთ ბათუმის აეროპორტი. ავაშენეთ პატარა აეროპორტები – მესტიის აეროპორტი, ზუგდიდის აეროპორტი. ვიწყებთ თელავის აეროპორტის მოდერნიზაციას. დაიწყო ფოთის აეროპორტის მშენებლობაც. სექტემბერში გაიხსნება ქუთაისის დიდი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ აეროპორტის მშენებლობა გურიაში, კერძოდ სოფელ მერიაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, „უკვე აშენებულ“ აეროპორტში, რომელიც 90 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს, „ლაივპრესმა“ გადაიღო ვიდეორეპორტაჟი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ აეროპორტის მშენებლობა დასრულებული არ არის. მეტიც, იქ ამჟამდ სამშენებლო სამუშაოებიც არ მიმდინარეობს. ტერიტორია შემოსაზღვრულია რკინის ბადით. არ არის სტენდიც, რომელიც აეროპორტის მშენებლობის პრეზენტაციის დღისთვის დამონტაჟდა. http://2.bp.blogspot.com/-PhO4hcBDtyc/T_l13c9V12I/AAAAAAAAHpA/LtaQ0sT9T2U/s400/get_img%2B%25281%2529.jpg | ზუგდიდის აეროპორტის შესასვლელი | აეროპორტის ერთ–ერთი ტექნიკოსი ფელიქს ჩარგაზია, რომელმაც ვიდეოკადრებში გამოჩენა არ ისურვა ამბობს, რომ შარშან ზაფხულს, სამუშაოების მხოლოდ პირველი ეტაპი – ასაფრენი ბილიკის მოასფალტება დასრულდა და მას შემდეგ მშენებლობის პროცესი არ გაგრძელებულა. „სავარაუდოდ სექტემბერში გააგრძელებენ მუშაობას. ახლა აქ 8 თანამშრომელი ვმუშაობთ და ერთმანეთს ვცვლით რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე არავინ შემოვიდეს. ვმუშაობთ მაშინაც, როცა სამთავრობო თვითმფრინავები დაფრინდებიან, სიგნალები რომ მივიღოთ მაგისთვის“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის აეროპორტის ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. ის აეროპორტში 1982 წლიდან მუშაობდა. „მაშინ ამას ინგირის აეროპორტს ეძახდნენ ახლა ის ანაკლია–ზუგდიდის აეროპორტია. ბოლო რეისი 1990 წელს შესრულდა. აფხაზეთის ომის პერიოდში აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა“, – ამბობს ფელიქს ჩარგაზია. | ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ, 1994 წელს, ინგირის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა არ დასრულებულა. | 2011 წლის 9 მაისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აეროპორტის ახლადგაკეთებული ასაფრენი ბილიკი გახსნა. პრეზიდენტი „სენას“ ტიპის თვითმფრინავს თავად მართავდა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აეროპორტს იტალიელი არქიტექტორები დააპროექტებდნენ და ერთ წელიწადში რეისები მესტია-ზუგდიდისა და ზუგდიდი-ბათუმის მიმართულებით შესრულდებოდა. „მომავალ წელს ვყიდულობთ ფრანგულ თვითმფრინავებს და რეგულარულ რეისებს დავიწყებთ. ფოთში იქნება დიდი აეროპორტი, მაგრამ რეისები ზუგდიდშიც შესრულდება. ტურისტები აქედან მესტიასა და ანაკლიაში ივლიან. ზუგდიდი დიდი ქალაქია 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და აეროპორტი აუცილებელი იყო“. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ზუგდიდი არ იქნება არაფრისგან მოწყვეტილი. ზუგდიდი გახდება ცენტრი, როგორიც უნდა იყოს. ეს არის ჩემი დაპირება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 9 მაისს ინგირის აეროპორტში. ასაფრენი ბილიკის გახსნისას სააკაშვილს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორი და ახლა უკვე სოლფის მეურნეობის მინისტრი, ზაზა გოროზია ახლდა, რომლის განცხადებითაც, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდებოდა და აეროპორტი იქნებოდა სრულფასოვანი. რამდენიმე თანამშრომელი იცავს ტერიტორიას ეს არის და ეს. ზოგჯერ სამთავრობო თვითმფრინავი თუ დაჯდება ამ აეროპორტში. პრეზიდენტის თვითმფრინავი ჯდება ხოლმე, როცა სამეგრელოში ჩამოდის“, - ამბობს გიორგი ქარჩავა. ადგილობრივების ნაწილს აეროპორტის შესახებ ინფორმაცია სამი თვის წინ ჩამოხსნილი ბილბორდიდან აქვს. „ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივი დანიშნულების რეისები უნდა შესრულდეს. ისე, იყო ჭორი და მითქმა-მოთქმა, რომ ინგირის ცენტრში მოუწევს რამდენიმე ოჯახს გადაბარგება, რადგან აეროპორტის სიახლოვეს მოსახლეობა არ უნდა იყოსო. ჩვენთან ოფიციალურად არავინ მოსულა რაიმე წინადადებით“, - ამბობს მირანდა მაისაშვილი. აეროპორტის სიახლოვეს მცხოვრებნი ამბობენ, რომ აქვთ შიში აეროპორტის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ თვითმფრინავების ხშირი ფრენისას მათი სახლები არ დაზიანდეს. ამავდროულად ადგილობრივები აეროპორტის მშენებლობის დადებით მხარეებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ შეიძლება დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნას. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
  11. ავტორი მანანა ხუბულავა 15:49 08.07.2012 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში 2010 წელს ნაგავსაყრელი მოეწყო. მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაგავსაყრელი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს გაკეთდა. იგი ორ სოფელს, ცაიშს და დიდინეძს ესაზღვრება. http://2.bp.blogspot.com/-QAgWI740fNE/T_lzb4tnUrI/AAAAAAAAHow/TyvbFoQrH-c/s200/nagavsayreli.jpgცაიშის მკვიდრნი ამბობენ, რომ სოფელი პრაქტიკულად ყოველ დილა-საღამოს კვამლშია გახვეული. იწვის დაგროვილი ნარჩენები. მომრავლდნენ მავნე მწერები და მღრღნელები. „ლაივპრესის“ მიერ გადაღებულ ვიდეორეპორტაჟში ნათლად ჩანს, რომ ნაგავსაყრელიდან რამდენიმე მეტრში სიმინდის ყანებია. ე.წ ცაიშის ნაგავსაყრელის დარაჯი, გიორგი კვაშილავა „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ ნაგავსაყრელს ცეცხლი ორი თვის წინ, მხოლოდ ერთხელ, „ნაგვის გახურების“ შედეგად გაუჩნდა. „უმნიშვნელო ცეცხლი მხოლოდ ერთხელ იყო და ისიც ჩაქრა. ცეცხლის ეს პატარა კერები კი ორი თვის წინ რომ წაეკიდა, ის არის, გახურდა და დაბლიდან იწვის. მის მერე წვიმები არ ყოფილა და არ ჩაქრა“, - ამბობს დარაჯი და განმარტავს, რომ კვამლი მოსახლეობისთვის საშიში არ არის. http://2.bp.blogspot.com/-M91YoIlpAmE/T_lylWlxRHI/AAAAAAAAHoY/2-kGmAG8iJg/s400/get_img.jpg |ზუგდიდის ნაგავსაყრელი სოფელ ცაიშში | გიორგი კვაშილავასგან განსხვავებით, მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგავსაყრელის სუნი და კვამლი მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. „ნაგავსაყრელიდან სუნი მოდის, ბუზი მოდის. საკვებს ბუზი რომ დააფრინდება, მაგას ყველაფერს ვყრით. ეს ძლიან სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ცუდ პირობებში ვართ. ზაფხული ახლა დაიწყო, თორემ აწი უარესი იქნება“, - ამბობს ცაიშის მკვიდრი მიმოზა სახურია. „დილით ქარი რომ დაუბერავს და კვამლს ჩვენკენ წამოიღებს, კარებს ვერ ვაღებთ. გარეთ რომ გავიდეთ, სუნი მოგვკლავს“, - მიხსნის ლეილა ქირია. სოფლელები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, ნაგავსაყრელი რკინის ბადით არის შემოღობილი და უცხო პირების შესვლა აკრძალულია, მოსახლეობის ნაწილი მაინც შედის და ჯართს აგროვებს. ცაიშის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ იქ ბავშვებიც დადიან და სხვადასხვა ნივთებთან ერთად საკვებსაც აგროვებენ. „იქ ერთი ბავშვი რომ წავა, მერე სხვებიც მიდიან ჯართის შესაგროვებლად. მაღაზიებიდან რომ მოაქვთ ჩამოწერლი საქონელი: პური, ბრინჯი, კოკა-კოლა, ყველაფერი სახლში მიაქვთ და იქაც ჭამენ ბავშვები. ხომ შეიძლება მოიწამლონ?“ - ამბობს მიმოზა სახურია. სოფლის მკვიდრნი ამბობენ, რომ როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მათ სოფელში ნაგავსაყრელის მოწყობა გადაწყვიტა, პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. „მაშინ დაგვპირდნენ, ორმოებს ამოვიღებთ და იქ ჩავყრით და ისევ მიწით დავფარავთო, მაგრამ ეს არ გააკეთეს. მინდვრად ყრიან ყველაფერს. რაიმე ზომები მიიღონ, თორემ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ისედაც ვიწამლებით და კიდევ ამით გვწამლავენ. რა იქნება უფრო შორს რომ წაიღონ? ადგილების მეტი რა არის,“ – ამბობს მიმოზა სახურია. „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის დირექტორი ნუგზარ მოლაშხია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნაგავსაყრელზე ცეცხლის გაჩენა იშვიათად ხდება და მოსახლეობა „პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს“. „ზუგდიდის პირობებში რაც შესაძლებელია, ყველაფერი კეთდება. არამგონია ჩვენზე უკეთესი ნაგავსაყრელი სადმე იყოს. შემოღობილია. მუდმივად ხდება შეწამვლა, მავნე მწერები რომ არ გამრავლდეს. ცეცხლი რომ გაჩნდება, მუდმივად ვაქრობთ. მოსახლეობა კი, პატარა რაღაცაზე პანიკას ტეხავს. ასევე, უახლოეს მომავალში ნაგავსაყრელის ხობში გადატანა და იქ ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება. თუ ასე მოხდება, ნაგავის პრობლემა მოისპობა“, – ამბობს „ლაივპრესთან“ საუბარში ნუგზარ მოლაშხია. მისივე თქმით, ნაგავსაყრელების საკითხს მომავალში რეგიონალური განვითარების სამინისტრო მიხედავს, რადგან ნაგავსაყრელები ამ სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png View the full article
  12. ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო აცხადებს, რომ დროგბას წასვლა არ ნიშნავს, რომ "არისტოკრატთა" თავდასხმაში ძირითადი ადგილი ფერნანდო ტორესისთვის გარანტირებული იქნება. View the full article
  13. ##image#9862#1#დღე­ვან­დელ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა­ში, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II ცი­ხე­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის მოპ­ყრო­ბის სა­კითხს შე­ე­ხო და გა­ნაც­ხა­და, რომ “ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, თით­ქოს უხე­შად ექ­ცე­ვი­ან ჩვენს პა­ტიმ­რებს”. უწ­მინ­დეს­მა დაგ­მო პა­ტიმ­რებ­ზე ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბა და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს თხოვ­ნით მი­მარ­თა, პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მო­ი­ჩი­ნონ. ილია II აქ­ვე დას­ძი­ნა, რომ “არა­ვი­ნაა დაზ­ღვე­უ­ლი იმის­გან, რომ თვი­თონ არ ჩა­ვარ­დეს იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და თვი­თონ გახ­დეს პა­ტი­მა­რი”. პატ­რი­არ­ქმა ქა­და­გე­ბი­სას პა­ტიმ­რე­ბის პრობ­ლე­მებ­ზეც ისა­უბ­რა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ამ­ჟა­მად ცი­ხე­ში ბევ­რი ახალ­გაზ­რდა იხ­დის სას­ჯელს, რომ­ლებ­მაც და­ნა­შა­უ­ლი “სა­არ­სე­ბო წყა­როს” ძი­ე­ბის გა­მო ჩა­ი­დი­ნეს. უწ­მინ­დეს­მა მრევლს მო­უ­წო­და, უფ­რო მე­ტი ყუ­რად­ღე­ბა და­უთ­მონ “ცი­ხე­ებ­ში მყოფ ჩვენს შვი­ლებს” და სთხო­ვა, არა მარ­ტო იფიქ­რონ მათ­ზე, არა­მედ ხში­რად მო­ი­ნა­ხუ­ლონ ისი­ნი. საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბის ბო­ლოს პატ­რი­არ­ქმა ორი ქარ­თუ­ლი გვა­რი და­ლო­ცა. გვა­რე­ბის და­ლოც­ვის რი­ტუ­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით ილია II გან­ცხა­და: “თით­ქმის ყო­ველ კვი­რა­ში ვლო­ცავთ გვა­რებს, მაგ­რამ ჩე­მამ­დე მო­ვი­და ასე­თი ამ­ბა­ვი, რომ ვი­ღა­ცე­ბი, სა­ე­რო პი­რე­ბი ამ და­ლოც­ვა­ში ფულს ით­ხო­ვენ. ეს ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია. არა­ვი­თა­რი ფუ­ლი, არც ერ­თი თეთ­რი არ უნ­და იყოს გა­ღე­ბუ­ლი და ეს სრუ­ლი­ად უფა­სოდ უნ­და ხდე­ბო­დეს. ასე რომ, ვინც გეტ­ყვის, რომ ამის­თვის ფუ­ლია სა­ჭი­რო, ეს არ არის სწო­რი”. View the full article
  14. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/saswrafo.jpgპოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით ბაციკაძისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ დავით ბაციკაძე დიაბეტითაა დაავადებული შესვენების შემდეგ სასამართლო სხდომის განახლებისას მან მოსამართლესთან შუამდგომლობა დააყენა რათა პროცესი გადადებულიყო. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას უთხრა, რომ შეეძლო პირადად მას დაეტოვებინა სხდომათა დარბაზი და მის ინტერესებს ადვოკატი დაიცავდა. თუმცა ბაციკაძემ განაცხადა, რომ მას თვითონ სურდა პროცესზე დარჩენა. ამის შემდეგ მოსამართლემ დავით ბაციკაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ამ წუთებში დავით ბაციკაძისთვის გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. opinion.ge View the full article
  15. ძვირ­ფა­სო ღმერ­თო არ მინ­და თა­ვი მო­გა­ბეზ­როთ წე­რი­ლე­ბის წე­რით,ეს თუ არ ვცდე­ბი უკ­ვე მე­ო­რე წე­რი­ლია,გპირ­დე­ბით, რომ მეტს აღარ მოგ­წერთ,თქვენ, ხომ ისე­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გაქვთ, ვიდ­რე წე­რი­ლე­ბის კით­ხვა,რა თქმა უნ­და იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მო­აღ­წევს ისიც თქვე­ნამ­დე, თქვენ,ხომ შორს ხართ, ჩვენ­გან ძალ­ზედ შორს, ამა­ვე დროს ახ­ლოს, გვერ­ძე, აქ­ვე,უბ­რა­ლოდ ჩვენ ვერ გხე­დავთ,თქვენ კი ხე­დავთ ყვე­ლა­ფერს. ამი­ტო­მაც მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩე­მი მო­საზ­რე­ბე­ბი, რამ­დე­ნი­მე სა­კით­ხზე.ეს ჩემ ქვე­ყა­ნას ეხე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს, გახ­სოვთ წი­ნა წე­რილ­ში რომ მოგ­წე­რეთ,პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა თქო, სი­ლა­მა­ზით აღ­სავ­სე,გახ­სოვთ ხომ? ხო­და ამ ქვე­ყა­ნას ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი და­საქ­მე­ბის, და­ნარ­ჩენს, იმე­დია დროს გა­მო­ნა­ხავთ და წა­ი­კით­ხავთ. გა­დავ­ხე­დოთ სა­ბან­კო – სა­ფი­ნან­სო სექ­ტორს. ერ­თი შე­ხედ­ვით აქ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა,ად­რე თუ გას­ცემ­დნენ კრე­დი­ტებს წლი­უ­რად 18-20% -ში ეხ­ლა 10-12%-ში გას­ცე­მენ. კარ­გია, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ თუ ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბა­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე ვფიქ­რობთ, არა საკ­მა­რი­სი. თქვენ თვი­თონ ხომ იცით, ბან­კი ფულს იზი­დავს, ან ბან­კთა­შო­რი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, ან ევ­რო სა­ბონ­დო ობ­ლი­გა­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვით, სეს­ხის და ობ­ლი­გა­ცი­ის პრო­ცენ­ტი მერ­ყე­ობს 6 დან 7%- მდე. ბან­კე­ბი ამ თან­ხებს აკ­რე­დი­ტე­ბენ ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში 12%-ად, ნუ­თუ ეს ნორ­მა­ლუ­რია, 100%-ია­ნი სუფ­თა მო­გე­ბა? ეს არის ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბა? იმ დროს, რო­დე­საც უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში, წლი­უ­რი პრო­ცენ­ტი 2,5% დან 5%-მდე მერ­ყე­ობს. აქ მა­ვა­ნი იტ­ყვის, რომ ანაბ­რებ­ზე 10% აქვთ და­რიც­ხვა, ვის არიც­ხა­ვენ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვი­საც ფუ­ლი არა აქვს, ვინც ბიზ­ნესს ვერ იწ­ყებს, იმის გა­მო რომ ფუ­ლი და ქო­ნე­ბა არ მოს­დევს წი­ნაპ­რე­ბი­დან, მაგ­რამ აქვს ჭკუა და ინი­ცი­ა­ტი­ვა, ბან­კი კი ეტ­ყვის,”გა­და­სა­რე­ვი პრო­ექ­ტია, თქვენც ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი ბრძან­დე­ბით, მაგ­რამ ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი “სტარტ აპ” ბიზ­ნე­სია და თან­ხას ვერ მოგ­ცემ­თო, გარ­და ამი­სა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც არ გა­გაჩ­ნი­ათ და ეგეც რომ გქო­ნო­დათ, თუ “ქეშ ფლოუ”- თი არ იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი თქვე­ნი პრო­ექ­ტი, მა­ინც უარს გეტ­ყო­დი­თო, სწო­რედ გაგ­ვი­გეთ, პი­რა­დუ­ლი აქ არა­ფე­რია,ეს მხო­ლოდ ბიზ­ნე­სია”.”ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია”, უთ­ხრათ ამ ადა­მი­ა­ნებს და ერ­თჯე­რა­დი ვა­უ­ჩე­რე­ბი და­უ­რი­გოთ, მაგ­რად ეყ­ვა­რე­ბათ ქვე­ყა­ნა!!! იმი­სათ­ვის,რომ ეკო­ნო­მი­კამ და­იწ­ყოს ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, მთა­ვა­რია სეს­ხე­ბი იყოს პირ­ველ რიგ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი და რე­ა­ლურ პრო­ცენ­ტში, არა­უ­მე­ტეს,წლი­უ­რი 6,5 – 7,5 % ისა,(ეგეც საგ­რძნობ­ლად მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტია) ანაბ­რებ­ზე და­ნა­რიც­ხი არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს 5% -ს.უნ­და შე­იქ­მნეს სა­ხელ­მწი­ფო სატ­რას­ტო კომ­პა­ნია,რო­მე­ლიც სა­დაზ­ღვე­ვო სექ­ტორ­თან ერ­თად, იქ­ნე­ბა გა­რან­ტი თა­ვი­სი თი­თო­ე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქი­სა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი ბიზ­ნეს გეგ­მა, დაწ­ყე­ბუ­ლი 3,000 აშშ დო­ლა­რი­დან არა უმე­ტეს 1,000,000 აშშ დო­ლა­რი­სა. აი მე­რე ნა­ხეთ, მოძ­რა­ო­ბა და აღორ­ძი­ნე­ბა, ზო­გი გა­და­ვარ­დე­ბა,ზო­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა,ზო­გიც თა­ვი­დან­ვე თაღ­ლი­თუ­რად მო­ინ­დო­მებს თან­ხის მი­ღე­ბას,ეს გარ­და­უ­ვა­ლია, მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში ქვე­ყა­ნა მო­ი­გებს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი და იგ­რძნო­ბენ ქვეყ­ნის გვერ­დში დგო­მას,თავს კი სრულ­ყო­ფილ ადა­მი­ა­ნე­ბად, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას ბუ­მე­რან­გი­ვით და­უბ­რუნ­დე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის და მად­ლი­ე­რე­ბის სა­ხით. რა თქმა უნ­და, ამ იდე­ას ბო­ლომ­დე და­მუ­შა­ვე­ბა და დახ­ვე­წა ესა­ჭი­რო­ე­ბა, რაც მოგ­ვი­ტანს უკე­თე­სო­ბას ამ კუთ­ხით. 2. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა აღორ­ძი­ნე­ბის­თვის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა და­სა­ფუძ­ნე­ბე­ლია შპს-ს მსგავ­სი სტრუქ­ტუ­რის ფერ­მე­რუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, (ფგ), ფგ-ის სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი, 50,01%,რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს ხელ­ში და და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მის­ტე­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი თუ უც­ხო­ე­ლი გა­მოც­დი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფერ­მე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც (ფგ)-ს წევრ ად­გი­ლობ­რივ გლე­ხო­ბას­თან ერ­თად, შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ პრო­ექტს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მას.(ფჷ)-ს შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­აჩ­ნდეს სა­ხელ­მწი­ფოს­გან სუფ­სი­დი­რე­ბუ­ლი ფონ­დი,გრან­ტის სა­ხით, (ფგ)-ში ძი­რი­თა­დი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ღე­ბულ უნ­და იქ­ნეს (ფგ)-ს 75% მი­ერ, რაც გა­მო­რიც­ხავს სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი ორ­გა­ნოს მი­ერ,ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის და გლე­ხო­ბის ხედ­ვის იგ­ნო­რი­რე­ბის ალ­ბა­თო­ბას. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც (ფგ) მოძ­ლი­ერ­დე­ბა, იგი გა­მო­ის­ყი­დის სა­კონ­ტრო­ლო პა­კეტს სა­ხელ­მწი­ფოს­გან და გლე­ხე­ბი გახ­დე­ბი­ან 100% წი­ლის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი. ამ პრო­ცე­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ქარ­თვე­ლი გლე­ხის არ­სე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბა და უახ­ლე­სი ცოდ­ნის და გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნა.თქვენ ეს ჩემ­ზე უკეთ იცით რომ, ეს არ არის მოკ­ლე ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სი, ამას წლე­ბი სჭირ­დე­ბა, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა კი­დეც,სად არის სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი, რა სა­ჭი­რო­ებს და­მუ­შა­ვე­ბას, შეც­ვლას, მოკ­ლედ რომ ვთქვათ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მუ­შა პრო­ცე­სია,რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, დიდ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას, ამ სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბის შემ­დგომ, თან­და­თა­ნო­ბით უნ­და ავ­წი­ოთ ბა­ჟი იმ­პორ­ტი­რე­ბულ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ტზე, იმის­თვის რომ სტი­მუ­ლი მივ­ცეთ ქარ­თველ ფერ­მე­რებს, გლე­ხო­ბას, არა თუ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი ბა­ზა­რი არა­მედ ექ­სპორ­ტზეც გა­ი­ტა­ნოს პრო­დუქ­ცია.(ომის შემ­დგო­მი ია­პო­ნი­ის გა­მო­ცი­ლე­ბის მი­ხედ­ვით.) ერ­თმა ბრძენ­მა კაც­მა თქვა ძველ დრო­ში,“გლე­ხი ღმერ­თია ერი­საო”,ძლი­ე­რი სო­ფე­ლი კი, ძლი­ე­რი ქვეყ­ნის სა­წინ­და­რია. მად­ლი­ე­რე­ბით ირაკ­ლი იბე­რი­ე­ლი 8 ივ­ლი­სი, 2012 წე­ლი. View the full article
  16. "დაეხმარეთ, უშველეთ პატიმრებს" - ილია მეორემ ციხეების ხელმძღვანელებს მიმართა სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/BmshCCmf0eA palitratv.ge
  17. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61289.jpg ქალბატონი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კახეთში. ავარია გურჯაანი-თბილისის მაგისტრალზე მოხდა. დიდი სისწრაფით მომავალმა ტაქსმა კაჭრეთთან წინ მიმავალი ტრაქტორის გასწრება სცადა, თუმცა შემხვედრი მანქანის გამო, ვეღარ მოახერხა და ტრაქტორს შეეჯახა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა. ”ოპელში” სამი მგზავრი იმყოფებოდა. ერთი - 50 წლის მანანა მირიანაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ორი დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანისთვის აუცილებელი გახდა სასწრაფო ოპერაცია. საქმეს სამართალდამცველები იძიებენ. View the full article
  18. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61288.jpg უძველეს ნამოსახლარს მიაგნეს სპეციალისტებმა თბილისში. ნასახლარი და სხვადასხვა ნივთი დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში მშენებლობის დროს იპოვეს. ის ძვ.წ. აღ-ის I ათასწლეულს განეკუთვნება. ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. ნამოსახლარის სავარაუდო ასაკი 3100-3200 წელია. არქეოლოგების თქმით, ფილაქნით მოპირკეთებული ადგილი ცხოველების სადგომი იყო, ოთახის მარცხენა ნაწილი კი სამოსახლო. არქეოლოგები წმენდენ თაროს, სადაც, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნივთები ეწყო. სპეციალისტების თქმით, ნამოსახლარი მხოლოდ სამი დღეა, რაც აღმოაჩინეს და ჯერჯერობით საკმაოდ მწირი მასალაა მოპოვებული, თუმცა გათხრები გაგრძელდება, რის შემდეგაც უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ნივთების აღმოჩენას ელიან. აღმოჩენილია პატარა ქოთნები, რომლებიც იმ პერიოდს განეკუთვნება, ასევე ნაპოვნია სადაფის ნივთი, რომელიც, სავარაუდოდ გულსაბნევი, იყო და ბრინჯაოს ღილი. ნასახლარში ასევე ნაპოვნია ქვევრის პირი. ექსპერტების თქმით, 3200 წლის წინ ეს ნამოსახლარი ხანძარმა გაანადგურა და კედელზე კიდეც არის შემორჩენილი ნახანძრალი. ასევე ნაპოვნია ნივთები, რომლებითაც, სავარაუდოდ, ქვებსა და დანებს ლესავდნენ. ნასახლარის ადგილას მიმდინარეობდა მშენებლობა, რის დროსაც გამოჩნდა კედლის ნაწილი და ამის შემდეგ დაიწყეს იქ არქეოლოგებმა მუშობა. ნამოსახლარი გადაჭიმულია ერთ კილომეტრზე. ექსპედიციის წევრები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ და სავარაუდოდ, ერთ კვირაში გათხრები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. View the full article
  19. პირდაპირი ჩართვისას რეპორტიორს კატა შეახტა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/eykun-nCWgA palitratv.ge
  20. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/sasamartlo-300x250.jpgმიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებების სრულყოფილად წარმოდგენისთვის სასამართლო პროცესი გონივრული ვადით გადადებულიყო – მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რვავე ადვოკატმა მოითხოვა მოსამართლის აცილებაც. მათ გიორგი მიქაუტაძეს ბრალი მიკერძოებულებაში დასდეს. ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან სამართალდამრღვევებად მოიხსენია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ამის გამო ის ვერ იქნება სამართლიანი განაჩენის გამოტანისას. მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა მისი აცილების თაობაზე არ დააკმაყოფილა. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სასამართლო წესრიგის დარღვევისთვის ადვოკატი ლილი გელაშვილი 50 ლარით დააჯარიმა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დაუსაბუთებლობის გამო 17 პირი სამართალდამრღვევად ცნო და საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა. როგორც საელმწიფო აუდიტის სამსახურის გვაუწყებს, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 34-ე პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად პირველ ეტაპზე 32 პირი მიიწვია. სამსახურის ინფორმაციითვე, უწყება ვერ ჩაბარდა 5 პირს. “სულ გამოკითხა – 27 პირი (მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – 6, “თავისუფალი საქართველოდან” – 4, “ეროვნული ფორუმიდან” – 8, “კონსერვატიული პარტიიდან” – 5, “რესპუბლიკური პარტიიდან” – 2, “ქართული ოცნებიდან”- 2). გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 10-მა პირმა დაასაბუთა”, – ნათქვამია განცხადებაში. მათგან, ვინც შემოწირულობის კანონიერება დაასაბუთა, 5 პირი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველია, 1 – “ეროვნული ფორუმის”, 1 – “კონსერვატიული პარტიის”, 2 – “რესპუბლიკური პარტიის”, ხოლო 1 პირი – “ქართული ოცნების”. მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგად შემოწირულობის კანონიერება 17-მა პირმა ვერ დაასაბუთა. მათგან 4 – “თავისუფალი საქართველოს” შემომწირველია, 1 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, 7 – “ეროვნული ფორუმის”, 4 – “კონსერვატიული პარტიის”, 1 კი – “ქართული ოცნების” და ის ზაზა გოგსაძეა. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 17 პირის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა. opinion.ge View the full article
  21. გზის გადაკვეთისას მანქანამ ორი ქალი გაიტანა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/u0UEurebbsc palitratv.ge
  22. "ტოტენჰემის" ახალ მთავარ მწვრთნელს ვილაშ–ბოაშს სურს თავის გუნდში იხილოს "რეალის" პორტუგალიელი მცველი რიკარდუ კარვალიუ . View the full article
  23. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ltolvilta-da-gansaxlebis-saministro-300x159.jpgთეთრიწყაროს საავადმყოფოების რეაბილიტაცია დევნილების საცხოვრებლად სახელმწიფოს 1 375 999. 88 ლარი დაუჯდება. ტენდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაატარა, რომელიც კომპანია “ს.ე.ნ.”-მა მოიპოვა. აღნიშნულმა კომპანიამ სამინისტროს აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის, ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. კომპანია “ს.ე.ნ.”-სთვის აღნიშნული ტენდერი პირველია, რომლის ღირებულებაც მილიონ ლარს აღემატება. opinion.ge View the full article
  24. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/parlamentiii4-300x225.jpgდადგენილება “უცხოელებზე მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი პირობის განსაზღვრის შესახებ”, რომელიც მთავრობამ მიიღო საქართველოში საკუთრების მქონე უცხოელებისთვის, ცხოვრების ნებართვის მისაღებად, მთავრობის წევრის შუამდგომლობას მოითხოვს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არა ნაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ან რომელსაც ამავე ოდენობის ფულადი თანხა განთავსებული აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებაში და ასევე უცხოელს, რომელმაც საქართველოში განახორციელა არა ნაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. აგრეთვე, აღნიშნული პირებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის, სავალდებულო იქნება მთავრობის წევრის წერილობითი შუამდგომლობა. opinion.ge View the full article
  25. კინეტიკური წვიმის სკულპტურა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/G3KIBDrKg4k palitratv.ge
×
×
  • შექმენი...