planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/348-150x150.jpgსაქართველოს მასშტაბით 5 სკოლა_პანსიონი ფუნქციონირებას წყვეტს. განათლების სამინისტრო მიმდინარე რეფორმაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა განმარტავენ რომ ოპტიმალიზაციის განხორციელება უამრავ პრობლემას მოაგვარებს და პანსიონებში მყოფი ბავშვებსაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. სამინისტროს პოზიციას მაქსიმალურად იზიარებს ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ევრი ჩაილდი“, რომელიც სკოლების მონიტორინგშიც მონაწილეობდა და დღვანდელ მდგომარეობას მოზარდების განვითრებისთვის საზიანოდ აფასებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/pansionatebi_13_08_2010wmv_000007960.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/wall_street_journal.jpg მელიკ კაილანი რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოში რჩებიან, მაგრამ თბილისს ნათელი მომავალი აქვს ზუსტად ორი წლის წინ, მე ვაკვირდებოდი იმას, თუ როგორ შედიოდნენ რუსული ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე. რუსები ამტკიცებდნენ, რომ სამხრეთ ოსეთს არაპროვოცირებული თავდასხმისგან იცავდნენ, მაგრამ სინამდვილეში, სწორედ ქართველები იცავდნენ თავს სეპარატიზმისგან, რომლის უკანაც რუსეთი იდგა. მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი სტალინის დროს გამოიგონა და მისგან კავკასიური ქედის ქართულ მხარეს ანკლავი და რუსული პლაცდარმი შექმნა, რაც საქართველოს კონტროლის საშუალებას აძლევდა. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები ამ სტრატეგიაში იყვნენ და რჩებიან რუსულ მარიონეტებად. 2008 წლის ინტერვენციის დროს, მე რუსეთის სატანკო ეკიპაჟის მეთაურს ვესაუბრე, რომელსაც ქართველი ფერმერი გზაჯვარედინზე უფასო ლუდით და ბოსტნეულით უმასპინძლდებოდა. „ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ“, – თქვა მან. ეს პროპაგანდისტული პოზა ისეთივე საბჭოთა და არქაულია, როგორიც მოსკოვის აზროვნება. ამ რაიონში რამდენიმე კვირის წინ დავბრუნდი. რუსებს დღეს ოკუპირებული აქვთ არამხოლოდ სამხრეთ ოსეთი, არამედ საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან 30 კილომეტრში მდებარე ტერიტორიაც. მათ აქ ბარიკადების: ქვიშიანი ტომრების, მიწის ნაგებობების და სათვალთვალო სიმაღლეების აგება დაიწყეს. ამ ყველაფერთან ერთად მოსკოვი სამხედრო ბაზასაც აშენებს. აბსოლუტურად ცხადია, რომ რუსები აქ დარჩენას დიდი ხნით აპირებენ. მათი ინტერვენციის შედეგად 100 000–ზე მეტი ქართველი დევნილია. მათ საკუთარ სახლებში დაბრუნება დღემდე ვერ შეძლეს. იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ) 8 აგვისტოს, მეორე თვითგამოცხადებულ ანკლავს, აფხაზეთს, მისი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეწვია. მოსკოვმა აფხაზეთის სუვერენიტეტი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან ერთად ინტერვენციიდან მალევე „აღიარა“. ის ადგილობრივებს დაპირდა, რომ მათ ეკონომიკას 300 მილიონი დოლარით დაეხმარება. ეს მინიატურული რკინის ფარდა, იმ ფარდის მსგავსი, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე დაეშვა, მასსავით დაინგრევა. დიახ, ამას დრო დასჭირდება. მაგრამ მოსკოვის დოტაციაზე დამოკიდებული ხელოვნური ზონები, შავი ხვრელებია. იქ არ არსებობს არანაირი კონკურენტუნარიანი, კანონიერი და განვითარებადი ბიზნესი – მხოლოდ კორუფცია, კონტრაბანდა, აზარტული თამაშები, ალკოჰოლიზმი და იარაღით საქმიანობა. ამ ფონზე, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ბიზნესის ყველაზე მარტივად წარმოების მხრივ მსოფლიოს ქვეყნებს შორის 11–ე ადგილი მიუჩინა. რაც შეეხება კორუფციას, მე ჩემი თვალით ვნახე, როგორც გააჩერა პოლიციელმა ქართველი ჩინოვნიკის ავტომანქანა და ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმა. მოსკოვში ამას ვერ ნახავთ. ორი წლის წინ, ქართველი ლიდერები ჩიოდნენ, რომ ბუშის ადმინისტრაციამ მათ უარი უთხრა რაკეტსაწინააღმდეგო და საზენიტო შეიარაღების მიწოდებაზე, ასევე მოსკოვის მტრული გეგმების შესაკავებლად საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. როდესაც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 5 ივლისს თბილისს ეწვია, იგი მკაცრად საუბრობდა რუსულ „ოკუპაციაზე“, მაგრამ ქართველებისთვის შეკავების არანაირი იარაღი არ შეუთავაზებია. მოსკოვი იყო და დღესაც რჩება ირანის იზოლაციისა და ავღანეთში ჯარების მომარაგებისთვის აშშ–ს შუააზიური მარშრუტების უზრუნველყოფის ძალიან მნიშვნელოვანი ძალა. ასე რომ, ხომ არ გაუჩნდა საქართველოს 2008 წელთან შედარებით ახალი იმედი? დიახ, იმედი არსებობს. მაშინ რუსეთის ხელმძღვანელები ყველას ეუბნებოდნენ, ვინც მათ უსმენდა, რომ მოსკოვის მთავარი მიზანი თბილისში რეჟიმის შეცვლა იყო. ეს არ მოხდება. ქართველები ძველებურად მხარს უჭერენ საკუთარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, და არ აპირებენ მოსკოვის დაჯილდოვებას სისასტიკისთვის. აფხაზები და ოსები მიხვდებიან, რომ თბილისისგან გათავისუფლება და მოსკოვზე დამოკიდებულება, არანაირი თავისუფლება არ არის. ისინი აკვირდებიან იმას, რომ ამერიკელი, ევროპელი, თურქი, ყაზახი, ებრაელი და სხვა ინვესტორები მათ უფრო თავისუფალ და დემოკრატიულ მეზობელს დასავლური სტილის სახელმწიფოდ გარდაქმნიან, აყვავებული ეკონომიკით, იმ დროს როდესაც მათი საკუთარი ტერიტორია მავთულ–ხლართების მიღმა ნადგურდება. ყველაფერი თავისთავად მოხდება. რუსული პასპორტები და მოსკოვის წყალობა, ასევე, მათი მითითებით ჩატარებული ფსევდო–არჩევნები რეალურ მომავალს ვერ შეცვლის. ახლახანს თბილისში მოგზაურობის დროს, მე რეინტეგრაციის მინისტრ თემურ იაკობაშვილთან ერთად ვისადილე. ის დათრგუნული სულაც არ ჩანდა. მან მაგრძნობინა, რომ ქართველები საიდუმლო არხებით სეპარატისტულ რეგიონებთან თანდათანობით დაახლოებასა და მორიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „ინტერვენციამ რუსეთის ძალაუფლების ზღვარი ცხადყო“, – თქვა მან, „მათ ვერ შეძლეს ჩვენი ტერიტორიის დაპყრობა და მთავრობის დამხობა, მათ ვერ მოახერხეს ჩვენი მოქცევა საკუთარი გაველნის სფეროში“. იაკობაშვილს მიაჩნია, რომ რუსეთს უპირატესობის მიღწევის ძალა არ აქვს. „ეს მათი უკანასკნელი ამოსუნთქვა იყო“, – განაცხადა მან, „დიახ, მათ დაიკავეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონები და ჩვენი მოქალაქეეები გამოყარეს. მაგრამ მალე, სწორედ ის ხალხი, რომელიც რუსეთმა თითქოს გაათავისუფლა, იგრძნობს, რომ ისინი ოკუპირებულები არიან. ბევრმა ეს უკვე იგრძნო. რუსული დოტაციები მოსახლეობამდე ვერ აღწევს, ისევე როგორც რუსეთში“. მოსკოვის ნეო–საბჭოურობა ძველი სახეობისგან დიდად არ განსხვავდება, და ის იგივე მიზეზების გამო დამარცხდება. „სურათი ნათელია“, – მითხრა იაკობაშვილმა, „ვიდრე დასავლეთი დასავლეთია, რუსეთი კი რუსეთი, ამ ისტორიაში ჩვენ ბედნიერი დასასრული გველის“. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/130810krigeo_wmv-v9wmv_000108360-150x150.jpgშსს_მ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის ბინაში ეროვნული ბიბლიოთეკის შტამპიანი 92 დასახელების წიგნი აღმოაჩინა. ნემსიწვერიძესთან ერთად დაკავებულია თსუს ბიბლიოთეკის ყოფილი კომენდანტი, თამაზ ნიკოლეიშვილი და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, წარსულში ქრთამის აღებისთვის ნასამართლევი, მერაბ ჭლიძეც. ჭელიძე მოპარული წიგნების უცხოეთში რეალიზაციას უწყობდა ხელს. უძველესი წიგნები უკრაინის ბიბლიოთეკებშია ნაპოვნი. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინის ხელისუფლებასთან. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველო იძიებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/130810krigeo_wmv-v9wmv_000108360.jpg itvს ლინკი
-
როგორც ყველას მოგეხსენებათ დღეს საღამოს 23:00 საათზე გაიმართება მატჩი "მიუნხენის ბაიერნსა" და "მადრიდის რეალს" შორის. "მიუნხენის ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ტიმოშუკი რადგან მან 2 დღის წინ ნაკრების შემადგენლობაში მიიღო მონაწილეობა, მის ადგილს კი "ფრანგი" ნახევარმცველი, ფრენკ რიბერი დაიკავებს. ასევე ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ტონი კროსი და მარიო გომეში. სრულად იხილეთ
-
26 წლის ფორვარდი, რომელიც ადრე წარმატებით თამაშობდა „ბოკა ხუნიორსში“, „კორინთიანსში“ და „მანჩესტერ იუნატედში“, ახლა კი თმაშობს მეორე მანჩესტერულ კლუბში, გააკეთა გულსწრფელი აღიარება. „დარჩა ძალიან ცოტა დრო ჩემი კარიერის დასასრულამდე. ძალიან რთულია ითამაშო თუ თავს არ გრძნობ ბედნიერ ადამიანად. მე ისევ ძალიან მძიმედ მახსენდება ჩვენი დამარცხება სამხრეთ აფრიკაში(არგენტინის ნაკრები მეოთხედ ფინალში გაანადგურა გერმანიამ 4:0), რადგან ჩვენ იმედი გვქონდა, რომ სახლში თასით დავბრუნდებოდით,“ - განაცხადო კარლოსმა. „მე არ მაქვს სურვილი ყოველდღე ვითამაშო ევროპაში და ამიტომ ვაპირებ სახლში დაბრუნებას 2-3 წელიწადში. მე მყავს შვილები, მე მათ ძალიან იშვიათად ვხედავ და ამიტომ მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.“ სრულად იხილეთ
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/le_monde.jpg თემურ იაკობაშვილი ორი წლის წინ, როდესაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საქართველოს საზღვრები გადმოლახეს და კიდევ უფრო ღრმად შემოიჭრნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო. რუსეთის არმიის თავდასხმამ მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა მშობლიური კერებიდან აყარა და საკუთარი სახლების დატოვება აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ ომი მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა, ათი ათასობით ქართველის ტკივილი, რომლებიც სახლებში ვერ ბრუნდებიან და მათიც, ვინც რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, დღემდე გრძელდება. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელმაც შეიარაღებული კონფლიქტი შეაჩერა, რუსებს სამხედრო ძალების ომამდელ პოზიციებზე გაყვანას ავალდებულებდა და ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის საკუთარ სახლში ღირსეულ დაბრუნებას ითვალისწინებდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, უარყოფს 21–ე საუკუნეში ევროპაში დადგენილი საზღვრების ძალისმიერ შეცვლას და რუსებს ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ავალდებულებს. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა ახლახანს განაცხადა, „რუსეთმა შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი არ შეასრულა“, მაგრამ ეს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებასა და მის ხალხს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ მიზნებს მიაღწიოს. ომის დასრულებიდან, ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ქვეყნის აღდგენის, ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. ჩვენ დავიწყეთ ძალიან თამამი გეგმის მომზადება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ქართულ დემოკრატიაში რეინტეგრაციისთვის, მიუხედავად რუსეთის გეგმებისა, რომელმაც შესაძლოა სამუდამოდ გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს და საერთაშორისო თანამეგობრობაც მას ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობს – ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყველა ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ყველა, ვისაც სურს თავის მშობლიურ კერასთან დაბრუნება, საქართველოს მოქალაქის ყველა იმ უფლებითა და დაცვის გარანტიით სარგებლობს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა მცხოვრებ მათ თანამემამულეებს აქვთ. ამისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა სტრატეგია, რომელიც სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეთა შორის სოციალური და ეკონომიკური პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და იმის აღიარებით, რომ ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის გზა არ არსებობს, ჩვენ მივისწრაფვით დღეს საკონტროლო გამშვები პუნქტებითა და ეკლიანი მავთულ–ხლართებით გაყოფილ საზოგადოებათა ნებაყოფლობითი გაერთიანებისკენ. უახლოეს მომავალში შეიქმნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესის ხელშეწყობის სააგენტო. ჩვენ მათ საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებაში დავეხმარებით და ამისთვის შევქმნით პროდუქციის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებს, რომ ადგილობრივი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ჩვენ ასევე შევქმნით ფონდს, რომელიც სადემარკაციო ხაზის მიღმა მოქმედ კერძო სექტორს დაეხმარება და ხელს შევუწყობთ ადამიანებს, რომლებიც ინვესტიციების მოზიდვის დროს შეიძლება პრობლემებს წააწყდნენ. ფონდების საშუალებით გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განვითარება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გზების რეაბილიტაცია, რეგიონებსა და თბილისს შორის სატრანსპორტო მომსახურება და ბათუმისა და სოხუმის პორტების ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენ სოხუმს მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტით მომსახურებაც შევთავაზეთ, ისევე როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უფასო პორტატიული კომპიუტერები (როგორც ეს ხდება დანარჩენ საქართველოში). ჩვენი პროგრამით, ორივე რეგიონის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა, ასევე სტიპენდიები უცხოეთში სწავლისთვის. ეს მხოლოდ რამდენიმე წინადადებაა იმ პროგრამის, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს კონფლიქტებით გაყოფილი საზოგადოების მუდმივი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გათიშულობა თავიდან ავიცილოთ. ცხადია, გაერთიანების ეს გზა რთული და ხანგრძლივია და ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ სტრატეგიის რეალიზაციის პროცესში შევხვდებით, მარტივად დასაძლევია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაც სწორედ ის არის, რომ მთელი ძალისხმევა მიმართოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებთან კავშირების მხარდაჭერისა და განმტკიცებისკენ, და არამხოლოდ იმიტომ, რომ არ დავუშვათ მათი ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია, არამედ იმისთვისაც, რომ იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების სახლებში დაბრუნება დაჩქარდეს. მაგრამ პირველ რიგში საჭიროა, რომ საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ იდგნენ იმ პოზიციაზე, რომ საზღვრების შეცვლა აგრესიითა და ძალადობით დაუშვებელია. ამ მეთოდებმა, რომლებსაც გასული საუკუნეების დროს მიმართავდნენ, მხოლოდ ომები, არასტაბილურობა და ტრაგედიები წარმოშვა. ის რაც ჩვენ გვსურს, არის ოკუპაციის დასრულება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე – მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, შეძლებს მშვიდობასა და კეთილდღეობაში თანაცხოვრებას, საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრას და საკუთარი კანონიერი ადგილის მოპოვებას თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპაში. თემურ იაკობაშვილი – საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/aqciebi-bevriwmv_000084040-150x150.jpgთბილისის რამდენიმე უბანში გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქცია ერთდროულად მიმდინარეობდა. დინამოს ტერიტორიისა და მეტრო დელისის წინ მოვაჭრეები გარევაჭრობის უფლების აღდგენას მოითხოვდნენ. მომდევნო კვირაში კი ფართომასშტაბიანი მსვლელობის მოწყობას, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომდე გეგმავენ. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/aqciebi-bevriwmv_000084040.jpg itvს ლინკი
-
talkSPORT იტყობინება,რომ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილი მწვრთნელი ბობ ბრედლი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.52 წლის მწვრთნელი შეიძლება სულ მალე ასტონ ვილას თავკაცად ვიხილოთ. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/201001214535-150x150.jpg„რომპეტროლ საქართველოს“ მოდერნიზებული ნავთობბაზა დღეიდან სრულ ექსპლუატაციაში შევა. ბაზა ლოჭინის ხეობაში მდებარეობს. მისი მოდერნიზაციისათვის ორი მილიონი დოლარი დაიხარჯა. დასაქმდა 250–ზე მეტი ადამიანი. ნავთობბაზის პრეზენტაციას თბილისში საგანგებოდ ჩამოსული „რომპეტროლის“ გენერალური დირექტორი სადუოხას მერალიევი დაესწრო. მასთან ერთად ბაზა საზეიმო ვითარებაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადილე არჩილ კეკელიამ გახსნეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/xatuna_13_08_2010wmv_000008160.jpg itvს ლინკი
-
იური მეჩითოვს წელს 60 წელი შეუსრულდა. თბილისის ისტორიის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე სახელწოდებით „წამებად ქცეული წლები“ ფოტოგრაფმა 1979 წლიდან მოყოლებული დღემდე შექმნილ ნამუშევრებს მოუყარა თავი. ვიდეოში იური მეჩითოვი სწორედ ამ გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების და ფოტოებზე ასახულ საქართველოს ისტორიასთან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ მოგვითხრობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვავე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. გაზიარება [16:12 13-08-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TGU2smVbPjI/AAAAAAAAD-o/4X7CcGCxVJw/s200/2_5091_940835_Saakashvili.jpgროგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით დადასტურებულად ჩათვალა განსასჯელთა ბრალეულობა. სასამართლომ მოისმინა დაზარალებულების ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ფაქტი. აჩვენეს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევასა და ფიზიკურ ძალადობას, თუმცა განაცხადეს, რომ პრეტენზია განსასჯელთა მიმართ არ გააჩნიათ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი ზემოხსენებულ ქმედებაში მათი მონაწილეობის შესახებ. მოწმე ხ.შ.-მ დეტალურად აღწერა ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენები, მან კუთვნილი მობილური ტელეფონით გადაიღო და გამოძიებას წარუდგინა ამ მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რაც უდავოდ ადასტურებს განსასჯელთა მხრიდან ხულიგნობისა და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ჩადენას. განსასჯელებზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე მიუთითეს მოწმეებმა, ბ.-მ, რ.-მ, მ.-მ და სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა 30-ზე მეტმა პირმა. ტელეკომპანიაში დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადასტურა დაცვის მოწმემ, ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნ.დ.-მ. განსასჯელები ასევე ამოიცნეს მოწმეებმა და მათი ქმედებები ასახულია ტელეკომპანიებიდან, `მაესტროსა~ და "კავკასიიდან" ამოღებულ ვიდეომასალაში. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ქმედება, რომელიც ჩადენილია დასახელებულ განსასჯელთა მიერ, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო და დასჯად ქმედებას და მას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ, პირად ან სხვა სახის შეხედულებებთან. აღნიშნული ქმედება დასჯადია სისხლის სამართლის წესით, მიუხედავად იმისა შეურიგდა თუ არა განსასჯელებს დაზარალებული, ან რელიგიური თუ სხვაგვარი მოსაზრებებით არ ითხოვს დამნაშავის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას. დავით შალამბერიძეს, ავთანდილ ზუმბაძეს, ზვიად ბლიაძეს, ლევან ჩაჩუას, გიორგი გაბედავას, რატი მაისურაძეს, შოთა აფხაიძესა და ჯაბა გურჩიანს მსჯავრი დაედოთ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ხულიგნობასა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანანოდ ხელის შეშლაში. 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიაში", გადაცემა "ბარიერის" მსვლელეობისას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის ადმინისტრაციის, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლები, განსასჯელებმა უკანონოდ, მუქარითა და ძალადობით, ხელი შეუშალეს ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილს პროფესიულ საქიანობაში, აიძულეს შეეწყვიტა მათთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელება, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფ პირებს. მხარეებს აღნიშნული განაჩენის გასაჩივრება ერთი თვის ვადაში შეუძლიათ.IPNhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article