Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ახლა უკვე ნამდვილად დასრულდა ბალოტელი - სიტის ისტორია.მანჩესტერ სიტის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია,რომ ახალგაზრდა იტალიელმა უკვე მოაწერა ინგლისურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს ხელი. იხილეთ fanebi.com
  2. <p style="text-align: justify; ">http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg რუსეთი აცხადებს, რომ მან საქართველოში, სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში S-300 ანტი-საჰაერო სარაკეტო დანადგარები განათავასა. საქართველოს მთავრობა, რომელიც უარს ამბობს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, ამ ნაბიჯის გამო „შეშფოთებულია“. განცხადება ამის თაობაზე რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის დაუგეგმავი ვიზიტის მერე რამდენიმე დღეში გაკეთდა.. რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებლობა საქართველოსთან იმ ხანმოკლე ომში გამარჯვების შემდეგ აღიარა, რომელიც მეზობელი რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა. განცხადებაში, რომელიც რუსეთის მთავრობამ გაავრცელა, საჰაერო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ზელინმა აღნიშნა, რომ სარაკეტო დანადგარები „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების საჰაერო სივრცეს დაიცავს“. „ჩვენ აფხაზეთის ტერიტორიაზე განვათავსეთ S-300 სისტემა, რომელიც სხვა თავდაცვით სახმელეთო სისტემებთან ერთად, გადაწყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების თავდაცვის პრობლემას“ – ნათქვამია ამ განცხადებაში. თავად აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ ღვინჯიამ, მოგვიანებით უარყო გენერალ ზელინის გამცხადება და BBC-ის უთხრა, რომ გენერალის განცხადება S-300-ზე არასწორად იქნა გაგებული. თუმცა სერგეი შამბამ, სეპარატისტული რეგიონის პრემიერ-მინისტრმა მოგვიანებით BBC-ის უთხრა, რომ სარაკეტო დანადგარები აფხაზეთშია და უკვე დაახლოებით ერთი წელია იქ არის განთავსებული. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს, სარაკეტო სისტემები ადგილზე უკვე გარკვეული დროის მანძილზეა დისლოცირებული. „ჩვენ ასე გვესმის,რომ რუსეთს S-300 სარაკეტო სისტემები აფხაზეთში ბოლო ორი წელია აქვს განთავსებული“ – განაცხადა სპიკერმა პი-ჯეი ქროულიმ. „ჩვენ ვერ დავადასტურებთ დაემატა რაიმე, თუ არა“. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თემურ იაკობაშვილმა რუსრთის განცხადების გამო შეშფოთება გამოხატა. „ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონში მოქმედი სხვა აქტორებისთვისაც, მათ შორის ნატოსთვის“ – უთხრა მან საინფორმაციო სააგენტოს, AFP-ს. „სრულიად აშკარაა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს იმ უფრო დიდი გეგმებისთვის იყენებს სამხედრო პლატფორმად, რომლებიც სცდება საქართველოს“. მტკიცე კავშირები . BBC-ის კორესპონდენტი მოსკოვში რიჩარდ გალპინის თქმით, რუსი ექსპერტების ერთი თეორიის თანახმად, რუსეთი ცდილობს გააფრთხილოს ნატო და აშშ – არ დაეხმაროს საქართველოს მისი საჰაერო ძალების აღდგენაში. ეს საჰაერო ძალები სულ რაღაც ნახევარ ათეულ თვითმფრინავს და რამდენიმე ვეტრმფრენს მოიცავს და მოსკოვი შესაძლოა იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ მისი დახვეწილი შეიარაღება ადვილად გაუმკლავდება ნებისმიერ ექსპანსიას. 2008 წლის ხანმოკლე ომის მეორე წლისთავი რუსეთის მთავრობამ იმისთვის გამოიყენა, რომ ხაზი გაესვა სეპარატისტულ რეგიონებთან მისი მჭიდრო კავშირისათვის. აფხაზეთში თავის ბოლო ვიზიტისას, მედვედევმა დაადასტურა რუსეთის მხარდაჭერა მისი დამოუკიდებლობისადმი და კიდევ უფრო დიდი ფინანსური დახმარების პირობა დადო. გასულ წელს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გადაიხდის რეგიონის თავდაცვითი ინფრასტრუქტურის ნაწილის ღირებულებას. 2008 წლის აგვისტოში ბრძოლები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში რუსეთსა და საქართველოს შორის ომში გადაიზარდა. რუსულმა ძალებმა, საზავო ხელშეკრულების ხელმოწერადმდე სწარაფად გამოაძევეს ქართული ჯარები ჯერ სამხრეთ ოსეთიდან და მერე აფხაზეთიდან. მაგრამ დღემდე ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ ვენესუელამ, ნიკარაგუამ და წყნარი ოკეანის პატარა კუნძულმა ნაურუმ აღიარეს. ორიგინალი ორიგინალი
  3. ბუნდესლიგის სტარტამდე ჰამბურგს ახალი კაპიტანი ჰყავეს.იგი 26 წლის ახალწვეული ჰაიკო ვესტერმანი გახლავთ. იხილეთ fanebi.com
  4. საქართველოს ხელისუფლება ხშირად ამაღლებული განწყობით საუბრობს იმის შესახებ, რომ ქვეყანამ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში "ბიზნესის კეთება 2010", ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილი დაიკავა. თუ ჩვენ აღნიშნულ კვლევას გადავხედავთ, სტატისტიკა მართლაც ამას გვეუბნება. თუმცა სიტუაცია უფრო სერიოზულია, აღნიშნული მშრალი სტატისტიკის მიხედვით დასკვნების გაკეთება მხოლოდ დილეტანტობაა, ვინაიდან საკითხი გაცილებით უფრო ღრმა და ყოვლისმომცველია. მსოფლიო ბანკი ატარებს ყოველწლიურ კვლევას, რომელიც ქვეყნებში ბიზნესის კეთების სიმარტივეს შეეხება. წარმოდგენილი კვლევა ათი კრიტერიუმისაგან შედგება და აღნიშნულ კრიტერიუმებში დაფიქსირებული შეფასება ქვეყნის ჯამურ რეიტინგს განსაზღვრავს. ამასთან, ერთი შეხედვით წარმოდგენილ კრიტერიუმთა ნაწილი მნიშვნელოვნად, ნაწილი კი შესაძლებელია ნაკლებადმნიშვნელოვნად მივიჩნიოთ. მაგალითად, ბიზნესის დაწყებისათვის იურიდიული პროცედურების მოგვარება გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანად შეიძლება ჩავთვალოთ, ვიდრე ვთქვათ, აღნიშნული ბიზნესისათვის შემდგომში საკრედიტო რესურსების მოძიების სიმარტივე. "ბიზნესის კეთება 2010"-ის კვლევის გაანალიზებისას ცხადი ხდება, რომ საქართველომ დაკავებული მეთერთმეტე ადგილი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში წარმატების ხარჯზე მოიპოვა, ხოლო უფრო მეტად მნიშვნელოვან კრიტერიუმებში საქართველოს შედეგები არც თუ ისე სახარბიელოა. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ კვლევაში ქვეყნების რეიტინგები პირველიდან ასოთხმოცდამესამე ადგილამდეა გადანაწილებული. მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილ კვლევას მეტი სიცხადე რომ შევძინოთ, ამისათვის საჭიროა ყველა წარმოდგენილი კრიტერეუმი დეტალურად გავაანალიზოთ. პირველი კრიტერიუმი, რომელსაც კვლევაში ვხვდებით, ბიზნესის დაწყებას, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ახალი ბიზნესის დასაწყებად საჭირო დროს, პროცედურებს, ხარჯებსა და მინიმალურ საწესდებო კაპიტალს შეეხება. აღნიშნული კრიტერიუმის თანახმად საქართველოს მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა მეორე მხრივ, მეწარმედ დარეგისტრირება ავტომატურად არ ნიშნავს ბიზნესის დაწყებას. შესაძლებელია ადამიანები, ან ადამიანთა ჯგუფები დარეგისტრირებულნი იყვნენ მეწარმეებად, მაგრამ მათი საქმიანობა რეგისტრაციის ფურცელს არ ცდებოდეს. მაგალითად, საქართველოში 2010 წლის პირველი აპრილის მონაცემებით 208 156 ინდივიდუალური საწარმოა დარეგისტრირებული, თუმცა მათგან მოქმედი, რეგისტრირებულ ციფრს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. კვლევაში დაფიქსირებული მეორე კრიტერიუმი სამშენებლო ნებართვების ასაღებად საჭირო პროცედურებს, დროს, ხარჯებს, შემოწმებებს და ა.შ. შეხება. საქართველოს მიერ დაკავებული ადგილი აღნიშნულ გრაფაში მეშვიდეა. წარმატებულ ადგილთან ერთად დამაფიქრებელია ის, თუ რა შედეგი მოიტანა სამშენებლო სფეროს ერთგვარ თვითდინებაზე მიშვებამ, ვინაიდან დღეს, როდესაც საქართველოში ბოლო პერიოდში არსებულ მშენებლობებზე საუბრობენ, საკითხი ძირითადად ორი მიმართულებით იშლება- ესაა დაუმთავრებელი მშენებლობები და არსებული მშენებლობების შესაბამისობა სამშენებლო სტანდარტებთან, მაგალითად, სეისმომდგრადობასთან და ა.შ. მომდევნო კრიტერიუმი სამუშაო ძალის დაქირავებას, დაქირავების სირთულეს, სამსახურიდან გაშვების სირთულესა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს შეეხება. ჩვენი ქვეყნის ადგილი ამ კრიტერიუმშიც ერთ-ერთი მოწინავეა და მეცხრე საფეხურით განისაზღვრება. ერთი შეხედვით, როდესაც საუბარია მეწარმის მარტივ არჩევანზე იყოს მოქნილი სამსახურში თანამშრომლის მიღების, ან დათხოვნის საკითხში, ეს მეწარმეს უპირატესობას მატებს, თუმცა მეორე მხრივ, საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ მინიმალურად იცავს დასაქმებულთა ინტერესებს. მეოთხე კრიტერიუმი საკუთრების დარეგისტრირებას - კომერციული უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, დროსა და ხარჯებს შეეხება. აღნიშნული კრიტერიუმის თანახმად, საქართველო მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში, რაც ყველა კრიტერიუმში დაფიქსირებულ შედეგზე მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საქართველოში მართლაც საუკეთესო სიტუაციაა, თუმცა გაუმჯობესებაც შესაძლებელია. მომდევნო კრიტერიუმი კრედიტის აღებას, უფრო ზუსტად კი კრედიტის აღების იურიდიულ მხარეებს, კრედიტის აღების შესახებ ინფორმაციის დეტალურობას შეეხება. საქართველოს პოზიცია, აღნიშნული კრიტერიუმის თანახმად მხოლოდ ოცდამეათეა. ეს სწორედ ის კრიტერიუმია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვნად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან მიუხედავად ბიზნესუბიექტების რეგისტრაციის სიმრავლისა, მათი ფინანსური რესურსის უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესის განვითარებაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია. საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ საოცრად დიდი პროცედურების გავლაა საჭირო კრედიტის მისაღებად. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი საკრედიტო რესურსის სიძვირეა. მეექვსე კრიტერიუმი ინვესტორთა დაცვის საკითხს შეეხება და ამ მხრივ საქართველო კიდევ უფრო ცუდ, ორმოცდამეერთე პოზიციაზეა. დამაფიქრებელია აღნიშნული პოზიცია რეკლამირებული საინვესტიციო გარემოს ფონზე. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა- პოლიტიკურად არამდგრად (იგულისხმება შიდა და საგარეო პოლიტიკური საფრთხეების შემცველობა) სახელმწიფოში ქაღალდზე დაფიქსირებული კანონმდებლობა, შეუძლებელია ინვესტორთა დაცვის გარანტიად გამოდგეს. მომდევნო კრიტერიუმი გადასახადებს შეეხება. კერძოდ, საუბარია გადასახადების რაოდენობაზე, გადასახადების გადახდა-დაბრუნებისათვის საჭირო დროზე. საქართველოს მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად გაუარესებულია და ის სამოცდამეოთხე ადგილით არის შეფასებული. გადასახადები, კრედიტის აღების სიმარტივესთან და ინვესტორთა დაცვასთან ერთად ბიზნესის განვითარების უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ფართოდ რეკლამირებული ლიბერალური საგადასახადო სისტემისა, ამ მხრივ პრობლემები საგრძნობია. მაგალითად, ამჟამად საქართველოში თითქმის შეუძლებელია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა გონივრულ დროში, ან ზედმეტად გადახდილი გადასახადის უკან დაბრუნება. თუმცა, ამ მიმართულებით ვითარება ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შემდგომ ალბათ კარდინალურად შეიცვლება. მერვე კრიტერიუმი საერთაშორისო ვაჭრობას, ექსპორტისა და იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციას, დროსა და ხარჯებს შეეხება და აქაც საქართველოს, არცთუ სახარბიელო, ოცდამეათე ადგილი აქვს დაკავებული. საინტერესოა, რომ საქართველოს საბაჟოს და ზოგადად საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ძირითადად საიმპორტო საკითხებთან, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმაც უარყოფითი შეფასება მისცა. სამწუხაროდ, საქართველოში საბაჟო პროცედურები საკმაოდ ბუნდოვანი და არამდგრადია, ხოლო მებაჟეთა მიერ არაკვალიფიციურ მოპყრობაზე მცირე იმპორტიორები პროტესტს ხშირად გამოთქვავენ. მომდევნო კრიტერიუმი კომერციული დავების მოსაგვარებლად საჭირო დროს, პროცედურებსა და ხარჯებს შეეხება. ამ კრიტერიუმის მიხედვით, საქართველო ორმოცდამეერთე ადგილს იკავებს. დავები ბიზნეს სუბიექტებს შორის, თუ ბიზნეს სუბიექტების დავები სახელმწიფოსთან გაცილებით უფრო იოლი განსახორციელებელი იყო 2004 წელს შემოღებული კერძო არბიტრაჟის საშუალებით, თუმცა სამწუხაროდ აღნიშნული ინიციატივა სწრაფადვე გააუქმეს. ბოლო, მეათე კრიტერიუმი ბიზნესის დახურვასა და გაკოტრების პროცედურებს შეეხება. ამ მხრივ ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ მოუქნელია და საქართველოს სახელმწიფოს შედეგიც დაფიქსირებულ მთელ ათ კრიტერიუმში ყველაზე ცუდი, ოთხმოცდამეთხუთმეტე ადგილით განისაზღვრება. ამ მხრივ, რუანდის, ირიბატის, კამბოდიასა თუ კაპე ვარდეს მსგავს ქვეყნებთან უპირატესობა საქართველოს ვერანაირ შეღავათს ვერ აძლევს. წარმოდგენილ კვლევაში ჯამურად დაფიქსირებული მეთერთმეტე ადგილი მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნული ადგილის განსაზღვრაში უკეთესი იყო ბიზნესის რეგისტრაციისა თუ სამშენებლო ნებართვების სიმარტივის ნაცვლად, მნიშვნელოვანი როლი საგადასახადო სისტემის მოქნილობას, ინვესტორთა დაცვას, ან კრედიტის აღების სიმარტივეს შეესრულებინა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  5. /get_img?NrArticle=2222&NrImage=1 მგზავრები სამარშუტო ტაქსში თბილისში სამარშრუტო ტაქსების მძღოლების დაჯარიმება, მგზავრთა ფეხზე დაყენებისათვის, წინა წელთან შედარებით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2010 წლის ივნისის ჩათვლით, თბილისში 1323 ჯარიმაა დაფიქსირებული სამარშრუტო ტაქსიში მგზავრთა ფეხზე დგომისათვის. გასულ წელს კი ეს ციფრი 8978-ს შეადგენდა. საქართველოს კანონმდებლობით, სატვირთო ავტომობილის ძარით გადასაყვანი მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომად მოწყობილი ადგილების რაოდენობას, ანუ ე.წ. ,,მარშრუტკები” მხოლოდ იმდენ მგზავრს უნდა იტევდეს, რამდენიც დასაჯდომი ადგილი აქვს. თბილისში სამარშრუტო ტაქსებში არათუ დასაჯდომი, არამედ ხშირად ფეხზე დასადგომი ადგილებიც არაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსიში მგზავრთა ფეხზე დოგმა, როგორც სამართალდარღვევა, ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და ჯარიმის თანხა 30 ლარს შეადგენს. 2 დღის განმავლობაში 20 მძღოლი გამოვკითხე, რომელთაგან არც ერთი არ დაუჯარიმებით 2010 წელს. სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მერაბ ადამაშვილი ამბობს, რომ 2-3 წლის წინ რამდენჯერმე დააჯარიმა პატრულმა ”ზედმეტი” მგზავრების გამო. თუმცა, წელს ასეთი შემთხვევა არც მას ქონია და არც მის ნაცნობ მძღოლებს. როგორც ადამაშვილი ხსნის ამ ფაქტს, თბილისის მერის არჩევნებამდე ,,მარშრუტკებს” არ აჯარიმებდნენ. ,,არჩევნების მერე კი დაიწყეს, მაგრამ ჯერჯერობით მე არავის გავუჩერებივარ”, - ამბობს ის. მიიჩნევს, რომ გადავსებული ,,მარშრუტკები” სახიფათოა, თუმცა, 1-2 ადამიანის ფეხზე დაყენება დასაშვებია და ამაზე ჯარიმა არ უნდა იყოს. ზაზა გაბაძე მძღოლია. ამბობს, რომ ყველაზე ხშირად მაშინ აჯარიმებდნენ, როცა ყვითელი ავტობუსები თბილისში ახალი შემოყვანილი იყო. ახლა აღარ დაუჯარიმებიათ, მიუხედავად იმისა, რომ პიკის საათებში ყოველთვის უწევს მგზავრების ფეხზე დაყენება: ,,ადრე ვცდილობდით, პატრულს არ დავენახეთ და არც ამოგვყავდა ბევრი ხალხი, ახლა არ გვაჯარიმებენ და რა ვქნათ, გზაში ხო არ დავტოვებთ მგზავრს”,- ამბობს გაბაძე. მგზავრები თავს არაკომფორტულად გრძნობენ ფეხზე მდგომების გამო. მიიჩნევენ, რომ ჯარიმის შიშით შესაძლოა მძღოლებმა ფეხზე აღარ დაყენონ მგზავრები. ლალი არევაძე, მგზავრი: ძალიან არაკომფორტულია ამ სიცხეში თავზე რომ გადგას 10 კაცი. თან საშიშიცაა, ზოგჯერ ისე სწრაფად აჩერებს ,,მარშრუტკა”, რომ ფეხზე ვინც დგას შეიძლება დაეცეს. უნდა დაჯარიმდნენ, აბა რა! მზია დევრისაშვილი, მგზავრი: დილით სამსახურში რომ მივდივარ, ,,მარშრუტკაში” ასვლა ნამდვილი ტანჯვაა. ადრე კი აჯარიმებდნენ ხოლმე და მძღოლებიც ისე ერიდებოდნენ ხალხის ფეხზე დაყენებას. ისე, თუ ეცოდინებათ, რომ დააჯარიმებენ, აღარც მგზავრებს დააყენებენ ფეხზე და უფრო ხშირადაც ივლიან. გიორგი ნარმანია, მგზავრი: რა, განა ,,მარშრუტკაში” ფეხზე დგომა სახიფათო არაა? როგორც ნასვამობაზე ან შუქნიშანზე გავლისთვის აჯარიმებენ, ისე სისტემატურად რომ დაჯარიმდნენ გადატვირთული ,,მარშრუტკები”, მერე უკვე მძღოლები თვითონვე არ ჩასვამენ დასაშვებზე მეტ მგზავრს. სრული ინფო(netgazeti.ge)
  6. ,,ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც სხვა მინისტრების ფინანსური დოკუმენტების შესწავლას სთხოვს პროკურატურას, თავად მალავს თავის მინისტრობის პერიოდში წარმოებულ საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტებს”- ამბობს თეა თუთბერიძე, რომელმაც 12 აგვისტოს მთავარ პროკურატურას მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. სკოლის დირექტორების ასცოციაციის თავმჯდომარემ და თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა დიმიტრი შაშკინის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიების დაწყების თხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას მას შემდეგ მიმართა, რაც განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ვერ მიიღო. თეა თუთბერიძესთან ერთად შაშკინის უწყებას იურისტი რევაზ რიჟამაძეც უჩივის. ისინი შაშკინს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2009-2010 წლის საფინანსო-საბიუჯეტო ხარჯების ოფიციალურ, საჯარო დოკუმენტაციის გასაიდუმლოებაში ადანაშაულებენ. თეა თუთბერიძემ და რევაზ რიჟამაძემ განათლების სამინისტროდან 23 ივლისს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ბრუნვის ამსახველი საჯარო დოკუმენტაცია გამოითხოვეს,- სამინისტროს ცენტრალური საშტატო განრიგები სახელფასო განაკვეთების ჩვენებით, სახელმწიფო შესყიდვების ამსახველი დოკუმენტაცია, სამინისტროს საბიუჯეტო გეგმა მასში შეტანილი ყველა ცვლილებით და ა.შ, - თუმცა სამინისტროს დღემდე არც საჯარო დოკუმენტაცია და არც უარის წერილი გაუცია. ,,გვაქვს ინფორმაცია, რომ არის დარღვევები შესყიდვებთან დაკავშირებით, შესყიდვები არის განხორციელებული საბაზრო ღირებულებაზე უფრო მარალ ფასად, ასევე შესყიდული არის სარემონტოდ უხარისხო პროდუქცია, შტატებია გაზრდილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სექტორში. როდესაც ყველაფერი წესრიგში გაქვს არ უნდა გქონდეს პრობლემა მოქალაქე გაეცნოს საჯარო დოკუმენტებს”, - განმარტავს თუთბერიძე. თუთბერიძე ამბობს, რომ 27 ივლისს სამინისტროს საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს, თინათინ ერქვანიას დაუკავშირდნენ, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის დედნები გატანილი იყო საქართველოს მთავარი პროკურატურისა და კონტროლის პალატის მიერ. ,,ეს აშკარად ცრუ ინფორმაცია იყო, რადგან დედნების გატანა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროკურატურა ატარებს ჩხრეკა-ამოღებას. სხვა შემთხვევაში გადის მხოლოდ დამოწმებული ასლები. ასევე დედნები არ გააქვს არც კონტროლის პალატას როგორც შერჩევითი ასევე გეგმიური შემოწმების დროს”, - ამბობს რევაზ რიჟამაძე. ოფიციალური წერილით თუთბერიძემ და რიჟამაძემ მთავარ პროკურატურასა და კონტროლის პალატასაც მიმართეს. ამ უწყებებმა საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტაციის დედნების სამინისტროდან გატანის ფაქტი არ დაადასტურეს. ამის შემდეგ თუთბერიძე და რიჟამაძე ისევ დაუკავშირდნენ განათლების სამინისტროს: ,,სატელეფონო საუბარში მან (თინათინ ერქვანიამ) გვითხრა, რომ გადმოგვცემდა სამინისტროს ხელძღვანელობის აზრს და სხვა განმარტებაზე კატეგორიული უარს ამბობდა. მომდევნო დღეებში სამინისტროს საკონტაქტო ტელეფონი სისტემატურად გათიშული იყო”, - წერია განცხადებაში, რომელიც თუთბერიძემ და რიჟამაძემ პროკურატურას მისწერეს. თინათინ ერქვანიას ,,ნეტგაზეთიც” დაუკავშირდა და თხოვა განემარტა, თუ რატომ არ გასცა სამინისტრომ საჯარო საფინანსო დოკუმენტაცია. ერქვანიამ ფაქტი პროვოკაციად შეაფასა და თქვა, რომ მსგავს ცილისწამებებსა და პროვოკაციებზე არანაერი რეაგირება არ შეიძლება იყოს გარდა სამართლებრივისა. კითხვაზე, თუ რატომ აფასებს საჯარო ინფორმაციის მოუპოვებლობის ფაქტს ცილისწამებად და პროვოკაციად, ერქვანიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტთან სამართლებრივ ნორმებით ვერ ილაპარაკებს და სატელეფონო საუბარი გაწყვიტა. ,,როცა შემოდის საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნა, ის დაუყონებლივ უნდა გაიცეს. თუ იმ ეტაპზე არ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი პასუხი კანონდადგენილ ვადაში (10 დღეში) გაიცემა. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა დადგენილ ვადაში ნიშნავს უარს საჯარო ინფორმაციაზე. ეს სამართლებრივი სტანდარტებია და ასე ვერ დაგელაპარაკებით ჟურნალისტს სამართლებრივი ნორმებით. კომენტარისაგან თავს ვიკავებ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის...” სამართლებრივი სტანდარტით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორმოცე მუხლის მეორე პუნქტით საჯარო დაწესებულება ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების, მისი საფუძვლის და ნორმატიული აქტის შესახებ. ,,ოფიციალური პასუხი არ მიგვიღია, რაც პირდაპირ მიუთითებს მინისტრ დიმიტრი შაშკინის მიერ დოკუმენტაციის დამალვის განზრახვაზე, რაც ჩვენი, როგორც მოქალაქეების, საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის 24-ე მუხლისა (ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია) და საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კონექსის 37-ე მუხლით (ყველას აქვს უფლება მოითხოვოს ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად... ასევე გაეცნოს მას დედანში) გათვალისწინებული უფლების უხეში დარღვევაა” - წერია განცხადებაში. თუთბერიძე და რიჟამაძე საქართველოს პროკურატურას წინასწარი გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის პირველი ნაწილით თხოვენ. ,,დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, გადამალვა, განადგურება ან დაზიანება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე”. განათლების სამინისტროს თხოვნით 5 აგვისტოს სამინისტოში მთავარ პროკურატურა შევიდა. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ჩაატარა შემოწმება და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში დებატორულ-კრედიტორული დავალიანებებია. დიმიტრი შაშკინის თხოვნით, მთავარი პროკურატურა ყოფილი განათლების მინისტრების პერიოდის საფინანსო დარღვევებს სწავლობს. ,,სავარაუდოდ აღნიშნული დავალიანებების წარმოქმნა განპირობებულია არამართლზომიერი გარემოებებით. დიმიტრი შაშკინის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც აწარმოებს თემატურ შემოწმებას”, - წერია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერზე. თუთბერიძე ”საინტერსოდ” მიიჩნევს ფაქტს რომ ”ადამიანი, რომელიც სხვა მინისტრების ფინანსური დოკუმენტების შესწავლას სთხოვს პროკურატურას, თავად მალავს თავის მინისტრობის პერიოდში წარმოებულ საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტებს” ის ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, შაშკინისა და სხვა მინისტრების პერიოდშიც, როცა განათლების სამინისტროდან საჯარო ინფირმაციის მიღებაზე მას პრობლემა შეექმნა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  7. http://i.telegraph.co.uk/telegraph/multimedia/archive/01359/david-ngog_1359411c.jpg “ვესტ ბრომვიჩს” ნ’გოგის არენდით წაყვანა უნდა.“ვესტ ბრომვიჩის” მენეჯერს რობერტო დი მატეოს იმედი აქვს, რომ ლივერპული კონტრაქზე ხელს მოაწერს და ნგოგი 2010 – 2011 წლის სეზონში “ვესტ ბრომვიჩის” ღირსებას დაიცავს. მთელი ზაფხულის მანძილზე “ვესტ ბრომვიჩი” ცდილობს ნგოგის გადაბირიებას მაგრამ არ გამოსდის. რობერტოს იმედი აქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად ლივერპულის ახალი მწვრთნელი როი დათანხმდება მათ შემოთავაზებას და 21 წლის თავდამსხმელს გადაიბირიებს, მაგარამ მას შემდეგ რაც დევიდმა ორ შეხვედრაში სამი გოლი გაუტანა “რაბოჩნიკს” და “ლივე” შემდეგ ეტაპზე გაიყვანა სიტუაცია უფრო ცუდად გაუხდა რობერტოს. წყარო: goal.com View the full article
  8. http://www.breakingfootballnews.com/wp-content/uploads/2010/08/fabio-aurelio-liverpool-uk-01.jpg ფაბიო მიიჩნევს რომ კვირას მატჩში ლივერპულს დიდი შანსი აქ რომ დაამტკიცოს თუ რა შეუძლია ლივეს.ფაბიო ითვალისწინებს იმას რომ წინა სეზონის ჩაგდების გამო ლივეს წელს ორჯერ მეტი ვალდებულება ეკისრება. “იმედი მაქვს, რომ როი შეძლებს სასურველი შედეგის მიღწევას. ეს იქნება დიდი მატჩი, ჩვენ წინა სეზონშიც საინტერესო შეხვედრები ჩავატარეთ და მოუთმენლად ველი ამ მატჩს” . “ჩვენ გვყავს ახალი მწვრთნელი, გვაქვს ახალი სამუშაო, ახალი ძალა, რომლითაც გავახარებთ გულშემატკივრებს. ახალი სეზონი ახალი ფურცლით დაიწყება ლივერპულისთვის. წინა სეზონი კარგად ვერ დავასრულეთ და წელს ვაპირებთ მაყურებლის და გულშემატკივრების გახარებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მატჩს მოვიგებთ. ეს იქნება რთული მატჩი, რადგან ერთ-ერთ ფავორიტს ვეთამაშებით, მაგრამ თუ მოვიგებთ ისიც ვიცით რომ ეს იქნება უბრალოდ სამი ქულა”. წყარო: LIVERPOOLFC.TV View the full article
  9. http://forzadiego.com/wp-content/uploads/2010/02/5-300x202.jpg მცირე რამ ლივერპულის ახალ შენაძენზე. კრისტიან პოულსენი დაიბადა 1980 წლის 28 თებერვალს ასნასში. დანიის კაპიტანი 2008 წელს იქნა ნაყიდი ტურინის იუვენტუსის მიერ 9.75 მილიონ ევროდ, ტრავმების გამო პოულსენი თავიდან შეცვლაზე შემდეგ კი ძირითადი შემადგენლობის ფეხბუთელად ჩამოყალიბდა. 2010 წლის 12 აგვისტოს იგი გადავიდა ინგლისის ”ლივერპულში”. დანიის ნაკრებში მან ჩაატარა 60 მატჩი, და გაიტანა 4 გოლი. სრული სახელი: კრისტიან ბაგერ პოულსენი დაბ.თარიღი: 28 თებერვალი, 1980 წ , 30 წლის ასნასი დანია. სიმაღლე: 182 სმ პოზიცია: ნახევარმცველი (საყრდენი) კარიერა: 1985 – 1995 ასნასი 1995 – 2000 ხოლბაკი 2000 – 2002 ჰოფენჰაიმი 2002 – 2008 სევილია 2008 - 2010 იუვენტუსი 2010 წლის 12 აგვისტოს ლივერპულის ფეხბურთელი გახადა . View the full article
  10. http://img.skysports.com/09/10/218x298/RomeluLukaku_2372655.jpg ლივერპული დაინტერესდა ანდერლეხტის 17 წლის ფორვარდით ლუკაკუთი , რომელმაც გასულ სეზონს ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და დაიმსახურა ტოპ გუნდების ინტერესი. ლუკაკუმ უკვე უარი შეუთვალა მადრიდის რეალს , რადგან სურს ანდერლეხტთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, ეხლა კი ლივერპყული აპირებს მაცდური კონტრაქტის შეთავაზებას. გარდა ლივერპულისა მისით ინტერესდება:ბარსელონა,რეალ მადრიდი,ინტერი,მილანი,მანჩესტერი,ჩელსი . ასე რომ ძალიან ძნელი იქნება ანდერლეხტის ვარსკვლავის ხელში ჩაგდება. შეგახსენებთ რომ ლუკაკუ არის 96 კილო და 192 სანტიმეტრი . ასევე გეტყვით რომ ის მონათლეს მომავალ დროგბათ . ინფორმაციის წყარო : Givemefootball , liverpoolfc.tv View the full article
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformacio-12-agvistoflv_0000275601-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainformacio-12-agvistoflv_000027560.jpg itvს ლინკი
×
×
  • შექმენი...