planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://b.pix.ge/k/usrg0.jpg როი ჰოჯსონმა მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.. “მე ცოტა იმედ გაცრუებული ვარ რომ ორი ქულა დავკარგეთ, რადგან პრემიერლიგის 3 ქულით დაწყება ისეთ გუნდთან როგორიც არსენალია, ჩვენს ფეხბურთელებს უფრო დიდ სტიმულს მისცემდა წარმატებით ეთამაშათ შემდგომ მატჩში. დღევანდელი შეხვედრა მეტად დრამატული აღმოჩნდა. შეხვედრის ბედი თითქოს შეხვედრის არბიტრმა გადაწყვიტა, რომელმაც 45 წუთზე ჯო კოული ჩემი აზრით უსამართლოდ გააგდო, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი ბურთის ბლოკირებას ახდენდა, რაც თამაშის წესის დარღვევაა, მარტინ აფკისონმა კი ყველაფერს ცუდი თვალით შეხედა. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ფარხმალი არ დაყარეს, მეორე ტაიმში გოლიც გაიტანეს და რამოდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს, კარგი იქნებოდა მეორე ტაიმის დებიუტი ორი გოლით დაგვეწყო, მაგრამ ამ მხრივ არ გაგვიმართლა, ჩვენ ფეხბურთელები განსაკუთრებით მეორე ტაიმში ბრძოლისუნარიანად გამოიყურებოდნენ, რითაც მე მოხარული ვარ”. “რაც შეეხება პეპე რეინას, ამ მეკარემ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ საუკეთესოა, როდესაც რამოდენიმე მკვდარი ბურთი აიღო, ხოლო მისმა შეცდომამ რომელიც ყველა მეკარეს მოსდის მსოფლიოში, მის ფსიქოლოგიურ განწყობაზე იქონია ზეგავლენა, მე იმედი მაქვს, რომ პეპე ამ შეცდომას დაივიწყებს და იმაზე იფიქრებს თუ რამდენჯერ დაეხმარა გუნდს” დაამატა ლივერპულთა თავკაცმა როი ჰოჯსონმა. ინფორმაციის წყარო: the miror View the full article
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/foreignpolicy.jpg ჯეიმს თრობი კატასტროფული ომიდან ორი წლის შემდეგ თბილისი სწრაფი ტემპით ვითარდება, მაგრამ ქართველები ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ისევ ზღვარზე არსებობენ: არ არიან დარწმუნებულები, რომ ისინი ბარაკ ობამას საკმარისად უყვარს. ბოლო კვირის განმვლობაში, რუსეთი საქართველოსთან ომის მეორე წლისთავს ტრადიციულ სტილში აღნიშნავდა: პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სეპარატისტულ რეგიონს აფხაზეთს ესტუმრა, რომელსაც რუსეთი დღეს დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარებს; და რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ გაურკვეველ ქართულ საფრთხეებთან გამკლავებისთვის, რუსულმა ავიაციამ აფხაზეთში მაღალტექნოლოგიური ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი S-300 განათავსა. ვიდრე ქართველებს, რომლებიც რუსეთის ყველა პროვოკაციულ აქტს აპოკალიფსის პრელუდიად აღიქვამენ, შეშფოთებული რეაქცია ჰქონდათ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ამბავი არაფრად ჩააგდო და განაცხადა, რომ S-300–თან დაკავშირებული ამბავი ახალი არ არის. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია შეეცადა (ჯერ–ჯერობით წარმატებულად) მოეძებნა ბალანსი საქართველოს დაცვას და რუსეთთან „გადატვირთვის“ შენარჩუნებას შორის. მაგრამ რას გააკეთებს ის, თუკი რუსეთი უბრალოდ უარს იტყვის დატოვოს ტერიტორიები, რომლებიც მან უკანონო და უსამართლო ომში დაიკავა? საქართველოს, რომელიც რუსეთის ხისტ ძალას უკიდურესად ჩამორჩება, რბილი ძალის გამოყენებაში, რუსეთთან შედარებით გამანადგურებელი უპირატესობა აქვს, რაც რუსეთს საგონებელშიც უნდა აგდებდეს და აცოფდეს კიდეც. ისრაელის მსგავსად, საქართველო ქვეყანაა, რომელზეც ბევრი ამერიკელი რაციონალურად უბრალოდ ვერ ფიქრობს. ქვეყნის უმშვნიერესი და უძველესი დედაქალაქის თბილისის სტუმრები, უმალ ექცევიან ქართული სინდრომის გავლენის ქვეშ. ესაა, ნეტარი კაპიტულაცია გულზეხელდადებული სენტიმენტალიზმისადმი, ლოთური ნადიმები, ცენტრალური ევროპისათვის დამახასიათებელი ბულვარები და უსაზღვრო ერთგულება დასავლური ღირებულებების მიმართ – როგორც რეალური, ასევე წარმოსახვითი საფრთხეების პირისპირ. მეც თითქმის იმავეს ვგრძნობდი, მას შემდეგ, რაც New York Times–სთვის ომის დასაწყისზე დავწერე სტატია, რომელიც როგორც ჩანს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალზე დამაკმაყოფილებლად მიიჩნია. მეც ახლა თბილისში ვარ, მთავრობის მიწვევით, ლექციების წასაკითხად, თუმცა რეალურად აქ ჩემს ვაჟთან ჩამოვედი, რომელიც ფინანსთა სამინისტროში საზაფხულო პრაქტიკას გადის. რაღა თქმა უნდა, ასეთი მხოლოდ მე არა ვარ. როდესაც 2005 წელს აქ ჯორჯ ბუში ჩამოვიდა, ის ბედნიერებისგან აცეკვდა, რამაც ის აქ მყისიერად ნაციონალურ გმირად აქცია და თბილისში მისი სახელობის გამზირიც გაჩნდა. საქართველო უმალ გადაიქცა პრეზიდენტის არაოფიციალურ თილისმად მის ჯვაროსნულ ლაშქრობაში დემოკრატიისთვის; რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად ბუში მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. (მაგრამ დამარცხდა). სენატორმა ჯონ მაკკეინმა პრეზიდენტი სააკაშვილი ნობელის პრემიაზე წარადგინა იმ ცენტრალური როლისთვის, რომელიც სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციაში“ ითამაშა და რამაც საქართველოში დემოკრატია, ხელისუფლებაში კი სააკაშვილი მოიყვანა. (ჰილარი კლინტონიც თანა–წარმდგენელი იყო.) მაკკეინი დღემდე საქართველოს გულწრფელ მხარდამჭერად რჩება: ახლახანს მან Washington Post –ში წერილი გამოქვეყნა, სადაც ის ობამას ადმინისტრაციას იმაში ადანაშაულებს, რომ „მეგობარი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაზე მეტად, რომელიც აგრესიული მეზობლის ჩრდილში ცხოვრობს, ავტორიტარული რუსეთის დაშოშმინება სურს“. წერილის სრული ვერსია ადგილობრივმა Messenger–მა გამოაქვეყნა, საქართველოს ძალიან პრო–სამთავრობო ინგლისურენოვანმა გამოცემამ. საქართველოს ლიდერთა შეხედულებები, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, უფრო ოპტიმისტურია. საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა და სააკაშვილის ახლობელმა, რომელსაც მისი ბოსის ყველა ძირითადი თვისება ახასიათებს (ტოტალური თვითდაჯერებულობა, წინდაუხედავი გულახდილობა და სპონტანური მახვილგონიერება) მითხრა: „ჩვენ გვჯერა, რომ ობამას ადმინისტრაცია საქართველოს არ გაყიდის“. კანდიდატის ამპლუაში, ობამამ მკაცრად, თუმცა შესაძლოა ოდნავ დაგვიანებით, დაგმო ინტერვენცია და როგორც პრეზიდენტმაც, მან ცალსახად არ მიიღო რუსეთის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (სეპარატისტული რეგიონი, სადაც 2008 წლის ომი დაიწყო) ფაქტობრივი ანექსია. იაკობაშვილი და სხვები დიდწილად დამშვიდნენ გასულ თვეში, როდესაც ჰილარი კლინტონი თბილისს ეწვია და რუსეთის ყოფნა ამ ორ რეგიონში პირდაპირ „ოკუპაციად“ შეაფასა. თუმცა საქართველოს ობამას მოჯადოების შესაძლებლობა ჯერ არ ჰქონია და ქართველები ნერვიულობენ, რომ ეს მიუკერძოებელი და უცხო ადამიანი არ არის ის ტიპი, რომელიც სინდრომს დამორჩილდება. საქმეში კარგად გარკვეული ადამიანები ღელავენ იმის გამო, რომ თუმცა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში რუსეთსა და ევრაზიაზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკი ქართველოფილი მაკლ მაკფოლია, (მაკფოლი ერთ დროს საქართველოში ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში მუშაობდა), მაგრამ ამავე დროს უსაფრთხოების საბჭოში მაკფოლის უფროსი, დენის მაკდონაფია, ობამას დიდი ხნის მრჩეველი და ცივი გონების რეალისტი. გარეშე პირები კითხულობენ, უარი ხომ არ თქვა ობამამ „ევროცენტრიზმის“ პრინციპზე, რაც „დასავლური ღირებულებების“ კოდექსად ითვლება, ან ხომ არ ემზადება იგი იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან გადატვირთვას შესწიროს. ისრაელელების მსგავსად, ქართველები შეპყრობილები არიან იმ მძიმე შფოთიანი განცდით, რომ მათი მოთხოვნები შეერთებული შტატებისადმი უფრო მორალური ხასიათისაა, ვიდრე სტრატეგიული. იაკობაშვილი გასაოცარ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთის ყოფნა სამხრეთ კავკასიაში საფრთხეს უქმნის ნატოს ვალდებულებას შეაჩეროს ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული და ბირთვული იარაღის ფარული გავრცელება, (მისი თქმით ოსებისთვის დაბეჭდილი რუსული პასპორტები ჩეჩენ სეპარატისტებს აღმოაჩნდათ), არადა, სიმართლე ისაა, რომ არსებული ჩიხი მადესტაბილიზებელ ფაქტორად რთული მისაჩნევია. როდესაც მე საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ირაკლი ფორჩხიძეს ვკითხე, რატომ უნდა მოსთხოვოს დასავლეთმა რუსეთს, აფხაზეთიდან და ოსეთიდან გასვლა, მან მიპასუხა: „რუსეთმა საზღვრების ურყეობის პრინციპი დაარღვია; რუსეთი ეთნიკურ წმენდებს ახორციელებს. ეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი არ არის?“ პასუხი დიდწილად დადებითია. აღნიშნული ეთნიკური წმენდა ძირითადად 1990–იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ველური სამოქალაქო ომების დროს მოხდა, როდესაც ყველა მხარე სასტიკად იქცეოდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დავა ძირითადად იმაზე მიდის, თუ ვინ ისროლა პირველმა 2008 წელს, ომის დროს რუსეთმა ისევე სასტიკად და ერთმნიშვნელოვნად დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ეს ერაყმა გააკეთა ქუვეიტში 1990 წელს. და მიუხედავად ხელმოწერილი საზავო შეთანხმებისა, რომელიც ორივე მხარეს ავალდებულებს დატოვონ სადაო რეგიონის ტერიტორია, რუსეთმა რეგიონში ათასობით სამხედრო განათავსა, ამ ტერიტორიებს დამორჩილებული ქვეყნების მდგომარეობაში ამყოფებს და საზავო შეთანხმებისადმი თავისი უპატივცემულობის დემონსტრირებას ისეთი ქმედებებით ახდენს, როგორიცაა განცხადება S-300–ს განთავსების შესახებ, რომელიც თავდაცვის არანაირ გონივრულ ზომას არ წარმოადგენს. „ჩვენ ავიაციაში სამნახევარი თვითმფრინავი გვყავს“, – ამბობს იაკობაშვილი. „ეგენი ვის ჩამოგდებას აპირებენ – უცხოპლანეტელების?“ საქართველო მართლაც უქმნის პრობლემას მის მეგობრებს. თბილისის მეზობლების უმრავლესობა პოსტ–საბჭოთა სივრციდან დანებდა რუსეთის მოთხოვნებს რეგიონალურ ჰეგემონიაზე. საქართველო, ამას დემონსტრაციულად არ აკეთებს. ისინი, ვინც ქართული სინდრომის ჯადოსურ ძალას მთლიანად არ დანებებულა, სააკაშვილს არწმუნებდნენ შეეწყვიტა რუსეთის და მისი მრისხანე პრემიერ–მინისტრის ვლადიმერ პუტინის დაცინვა; გადაედო ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფება; და ჩაეხშო მისი ხმამაღალი ნაციონალიზმი. ახლახანს Financial Times–ში გამოქვეყნებულ სტატიაში რეგიონალური ექსპერტი თომას დე ვაალი წერს, რომ რუსეთს შესაძლოა დასავლეთთან საკუთარი „გადატვირთვაც“ სურდეს და აქ საქართველოსთან შერიგებაც იგულისხმებოდეს, მაგრამ ვაალი დასძენს, რომ ასეთი ცვლილება შეუძლებელია მანამ, სანამ ხელისუფლებაში, მისი თქმით „მოსკოვის მოსისხლე მტერი“ სააკაშვილია (მის პრეზიდენტობას ვადა 2013 წელს ეწურება). სააკაშვილი ფიცხი და თავზე ხელაღებული ფიგურაა, მაგრამ ქართველებს ის როგორც ჩანს ასეთი მოსწონთ. მან იმ ომში განცდილი ფიასკოს შემდეგ, რომელიც საქართველომ სწრაფად და ნამდვილად წააგო, თავისი პოპულარობის ნაწილი დაიბრუნა, თუმცა მხოლოდ ნაწილი, მისი ოპოზიცია კი უიმედოდ დაქსაქსულია. ქვეყანა სწრაფად ვითარდება და სააკაშვილი უზარმაზარ საჯარო პროექტებს ასხამს ხორცს, რათა განამტკიცოს მისი ის განცხადება რომლის თანახმადაც ის დავით აღმაშენებლის მეორედ (12–ე საუკუნის საქართველოს ლიდერი) მოსვლაა, აღმაშენებლისა, რომელთანაც პაექრობის პირობა აქვს დადებული. მან შესაძლოა პრემიერ–მინისტრობაც გადაწყვიტოს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, როგორც ეს პუტინმა გააკეთა (შედარება, რომლის წახალისებაზეც სააკაშვილი არ უნდა ზრუნავდეს). გარდა ამისა, რთულია იმის აღმოჩენა, რომ რუსეთი, როგორც ამბობენ, შერბილდა თავისი მეზობლების მიმართ. პუტინის, თუ გნებავთ მედვედევის რუსეთს, როგორც ჩანს დათმობები უნდა და არა შერიგება. რუსეთის მიზანი რომ უბრალოდ ქართული უღლისგან აფხაზებისა და ოსების გათავისუფლება ყოფილიყო, რაღაც ტიპის გადაწყვეტილების, მათ შორის მტკიცე ავტონომიის გამოძებნა მშვენივრად შეიძლებოდა. მაგრამ თუ რუსეთის მიზანი საქართველოს დამორჩილებაა, ის დასავლეთის ზეწოლით არ გაიყვანს თავის ჯარს რეგიონიდან. გამაღიზიანებელი აი ესაა. თუკი რუსეთი კიდევ ერთხელ შეეცდება საქართველოსთან შეტაკებას, დასავლეთმა შეიძლება ირეაგიროს. მაგრამ თუკი მოსკოვს უბრალოდ მისი მიღწევების განმტკიცება სურს? საეჭვოა ევროპელმა ლიდერებმა, რომელთა უმრავლესობა რუსეთის ნავთობსა და ბუნებრივ გაზზეა დამოკიდებული, ეს ჩიხური მდგომარეობა საკმარისს მიზეზად მიიჩნიონ და თავისი ურთიერთობა რუსეთთან საფრთხის ქვეშ დააყენონ. შესაძლოა, მაკკეინის ადმინისტრაციას შეიარაღებაზე კონტროლი და ირანის პოლიტიკა ისეთი დიდი მიზნისთვის შეეწირა, როგორიც საქართველოს სუვერენული ტერიტორიული მთლიანობაა, მაგრამ არც ბარაკ ობამა და არც სხვა პრეზიდენტი, რომელიც ამ სინდრომით მოჯადოებული არაა, ამას არ გააკეთებდა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია ერთ–ერთი იმ დანაშაულთაგანია, რომელიც შეიძლება ვინმემ მიუღებლად მიიჩნიოს, მიუხედავად იმისა, რომ რეალობაში ვიღაც ამას ეთანხმება კიდეც და იმ მომენტს ელის, როდესაც კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელი გახდება. ეს არის ის რეალობა, რასაც მაქსიმალისტური მოთხოვნებით გატაცებული საქართველოს ლიდერები მეგობრებისგან უნდა ისმენდნენ და არა მოწინააღმდეგეებისგან. „თბილისი მერიოტის“ ბარში საუბრის ბოლოს იაკობაშვილმა მითხრა ის, რაც მას ახლახანს ელჩმა უთხრა: „ჩვენ გვიყვარს საქართველო. მაგრამ ჩვენ არ გვეყვარებით თქვენ უპირობოდ“. ორიგინალი ორიგინალი
-
SOCCER DAY მორიგ ვიდეო მიმოხილვას გთავაზობთ. პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრის მიმოხილვა. "ლივერპული" 1-1 "არსენალი" სრულად იხილეთ
-
ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა,ალესანდრო დელ პიერომ,იმედი გამოთქვა,რომ მისი კლუბი ევროპის ლიგაზე საკმაოდ წარმატებულად გამოვა. "გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე ძალიან გავიჭირდა ევროპულ ტურნირებზე მოხვედრა,კერძოდ კი ჩვენ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოვხვდით და ვგონებ ახლა ყველაზე დიდი ყურადღება "შტურმთან" შეხვედრას უნდა დავუთმოთ.მთელი კონცენტრაცია ამ შხვედრაზე უნდა მოვმართოთ და ევროპის ლიგაზე წარმატებული გამოსვლის საწინდარად უნდა ვაქცთ ეს დაპირისპირება" - განაცხადა 36 წლის ფეხბურთელმა. სრულად იხილეთ
-
დღეს დასრულდა საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური.ორი გასამართი შეხვედრიდან,ორივეში მასპინძლება იმარჯვეს ერთნაირი ანგარიშით 2-1.პირველი სამი ქულა ახალ სეზონსი "ვიტ-ჯორჯიას" ანარიშზეა,მათ რუსთავში,ფოლადის სტადიონზე,ზუგდიდის "ბაია" დაამარცხეს 2-1.ჯაბა ლიპარტიასა და ვახტანგ კვარაცხელიას გოლებს,ზუგდიდელმა გიორგი მეგრელაძემ უპასუხა ერთადერთი გოლით. სრულად იხილეთ
-
http://b.pix.ge/v/n7dts.jpg პრემიერლიგის პირველ მატჩში ლივერპული საკმაოდ დრამატულ მატჩში, მეთოფეებს ფრეზე გაეყარა. ლივერპული – არსენალი 1:1 ლივერპული 25 პეპე რეინა http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a8/Soccerball_shade_gold.svg/13px-Soccerball_shade_gold.svg.png90′ 23 ჯ.კარაგერი 2 გ.ჯონსონი 5 დ.აგერი 37 მ.შკრტელი 20 ხ.მასკერანოhttp://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SO.gifhttp://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SI.gif 79′ლუკასი 10 ჯ.კოული http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/RC.gif44′ http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/RC.gif 8 ს.ჯერარდი http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/YC.gif73′ 18 დ.კიუიტი 24 დ.ნგოგი http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/OG.gif46′ http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SO.gifhttp://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SI.gif74′ფ.ტორესი 14 მ.ივანოვიჩი http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SO.gifhttp://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SI.gif66′მ.როდრიგესი’ არსენალი 1 მანუელ ალმუნია 27 ე.ებუიე http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SO.gifhttp://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SI.gif59′თ.უოლკოტი 3 ბ.სანია 5 ტ.ვერმაელენი 22 გ.კლიში 6 L. კოშინლი http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/YC.gif90′http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/Y2C.gif 90′ 8 ს.ნასრი 2 ა.დიაბი http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SO.gifhttp://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SI.gif76′ვან პერსი 23 ა.არშავინი 19 ჯ.ვილშერი http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/YC.gif 41′http://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SO.gifhttp://static.soccerway.com/gsmf/129/img/events/SI.gif59′ როსიცკი 29 მ.შამახი View the full article
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a1_4c6820b4c86ee479156769.jpg გთავაზობთ ამ შეხვედრის ფოტომასალას ოფიციალური ვებგვერდიდან. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a2_4c6820b9ea6de702351309.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a3_4c6820c00e425190555698.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a4_4c6820c4368e2113884839.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a5_4c6820c93897f152352151.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a7_4c6820d2a535d933453715.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a8_4c6820d8aa291646242125.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a9_4c6820deb2b24506482369.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a10_4c68213306ded845873508.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/a11.jpg View the full article
-
"I dream'd in a dream I saw a city invincible to the attacks of the whole of the rest of the earth," ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ უოლტ უიტმენის გამო დამიჭერდნენ, ისიც ბუშის ქუჩაზე. ასეთი ფრაზით შეიძლება დაიწყოს ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა ამერიკელმა მწერალმა. მაგრამ როცა ამ ფრაზით ქართველი პოეტი იწყებს სტატიას, რომელშიც რეალურ ფაქტებზე საუბრობს, გვიჩნდება კითხვები, რომლებიც ამავე დროს შეიძლება პასუხებიც იყოს. გუშინ, 14 აგვისტოს მე, შოთა გაგარინი და ირაკლი კაკაბაძე პატრულისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გამო დაგვაკავეს. რეალური მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას მოვითხოვდით. ვიდექით ეგრეთ წოდებულ "უსაფრთხოების კუნძულზე" და უიტმენის, გინზბერგის, ეშბერის, ასევე საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. "О Captain! my Captain!" გზის სავალი ნაწილი თავისუფალი იყო. "О Captain! my Captain!" ვკითხულობდით პოლიფონიურად, ერთმანეთის წარმოთქმული ფრაზები ერთმანეთს ერეოდა "О Captain! my Captain!" და განსხვავებულ ლექსებს წარმოქმნიდა. ამას ემატებოდა მანქანების ხმაური. "О Captain! my Captain!" ეს ქუჩის მონათვლის, განწმენდის უვნებელი რიტუალი გახლდათ. "О Captain! my Captain!" ჩვენ უიტმენის ამერიკა გვინდა და არ გვინდა იდიოტი ბუშის ამერიკა, - იყო მთავარი მესიჯი. რამდენიმე წამში უსაფრთხოების კუნძულზე საპატრულო მანქანა გაჩერდა. პოლიციელები მანქანებიდან გადმოვდნენ და დაბნეულები შემოგვყურებდნენ და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, დღეს სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ჩვენ თურმე ისე ვიყავით დაექსტაზებულები კითხვით, დაექსტაზებულნი ახალი ქუჩის გაჩენით, რომ მათი მოსვლა ვერც შევამჩნიეთ. პოლიფონიური კითხვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. კიდევ ორი თუ სამი საპატრულო მანქანის მოსვლის შემდეგ ჩვენ გვთხოვეს დაგვეტოვებინა უსაფრთხოების კუნძული. რამდენიმე წამში უკვე ქუჩის მიღმა ვიყავით. ჩვენი დაკავება ბარდიურზე მოხდა, როცა ჟურნალისტები არკვევდნენ რა მოეხერხებინათ ინტერვიუს ნაცვლად ირაკლის მიერ შეთავაზებული სიმღერისთვის. ამ დროს ჩვენ მოგვიახლოვდნენ ბატონი პოლიციელები და თავაზიანად გვთხოვეს მათ გავყოლოდით. ჯერ ირაკლი, შემდეგ კი მე და შოთა გაგარინი თვინიერად ჩავსხედით მათ მანქანებში, დავიძარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აღვმოჩნდით. ჟურნალისტებს რომ მივბაძო, როგორც ჩემი მეგობარი შოთა გაგარინი აცხადებს: პოლიციისთვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო ჩვენი მუხლი. სამივეს საქმე გააერთიანეს. დაპატიმრებისას უფლებები არ განუმარტავთ. ოქმში ჩაწერეს, რომ უარი ვთქვით ადვოკატზე, რაც სრული სიცრუეა. დაკავებულებს კარგად გვეპყრობოდნენ. გასაჩივრებას ვაპირებ. ფირზე (ჟურნალისტების და კავკასიური სახლის ოპერატორის) ასახულია, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. მართლაც არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერები, მოწმეების ჩვენება. აბსურდია ბრალდება, რომ ბილბორდის შეღებვისას გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა ან ჩვენ ბოროტად არ დავემორჩილეთ კანონის დამცველებს. რადგან ბუშის გამოსახულებიან ბანერზე გრაფიტის დატანას ბატონი პოლიციელები საერთოდ არ დასწრებიან. ქუჩაზე მანქანათა მოძრაობის ინტენსივობა კი საშუალებას იძლევა მათთვის ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაწერო ახალი ქუჩის სახელი. ერთადერთი ბრალდება რაც ჩვენთვის შეიძლებოდა წაეყენებინათ სწორედ ბუშის სურათის გრაფიტით შემკობასთან (რაც არ მტკიცდებოდა) და ბილბორდის დაზიანებასთან კავშირი გახლდათ, ბანერისა, რომლის ფასიც სავარაუდოდ 100 ლარზე მეტი არ ღირს. თუმცა ეს არ მომხდარა. რამდენიმე საათის განმავლობაში, თანამშრომლები ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ავსებდნენ, გვათვალიერებდნენ, შემდეგ კი ხელბორკილები დაგვადეს და იმ შემინული და ოვალ=მოვალური შენობის ეზოდან პირდაპირ "კაპეზეში" (ქალაქის სამართველოში) გადაგვიყვანეს, სადაც გავატარეთ კიდეც ღამე, მეათე საკანში, ფუკოს "ციხის დაბადებას", სოციალიზმსა და ჩვენს შეუცვლელ უოლტ უიტმენზე საუბარში. დილას კი სასამართლო გველოდა, საიდანაც 400-400 ლარიანი ჯარიმით გაგვათავისუფლეს. პროცესი ახალი სტატიის თემაა, თავისი ოქმში შეტანილი ალენ გინზბერგის ფრაზებითა (America when will we end the human war? Go fuck yourself with your atom bomb) და ადვოკატების, პატრულის თუ ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებით. თუმცა ამაზე აღარ გავჩერდები. უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული და ჩვენი მხრიდან არანაირ კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია. წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის ან რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის სახელობის ქუჩა გახსნან. გამორიცხულია, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდეს სამი ამერიკელი პოეტი და მოითხოვოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვას და ვაჟა ფშაველას სახელი ეწოდოს. ნუთუ მათაც დააკავებენ? ან ჩვენ როგორ განვეწყობით მათდამი? სრული ინფო(netgazeti.ge)
-
V.84_დივიზიონის ცენტრალური მატჩი ვანის სულორის ოქრონ არენაზე გაიმართა. იმერულ დერბიში SULORI_მ noska_ს უმასპინძლა და პირველი მარცხიც იწვნია საკუთარ მოედანზე. 6336 გულშემატკივარი დაესწრო მატჩს რომელიც უხვ გოლიანი გამოდგა. მასპინძლები 1–3 დამარცხდნენ და პირველი ტურის შემდეგ ცხრილში მე_6 ადგილს დაჯერდნენ. თამაშის დასრულების შემდეგ გამართულ კონფერენციაზე კომენტარი გააკეთა სულორის მთავარმა მწვრთნელმა: სრულად იხილეთ
-
დღეს თბილისის "სვარჩიკმა" მორიგი შეხვედრა ჩაატარა ახალ სეზონში.დივიზიონის პირველი ტურის მატჩი გამართა სტუმრად 667-ის წინააღმდეგ და მეტოქე დამაჯერებეილი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი საქართველოს თასზე გამართავს,სადაც მერორე რაუნდის განთესილ გუნდთა შორის მოხვდა და სტუმრად უფრო სუსტ მეტოქეს."პაცანას" დაუპირისპირდება. სრულად იხილეთ
-
http://up5.q8lots.net/uploads/q8lots12607422371.jpg“ლივერპული - არსენალის” ოფიციალური შემადგენლობა უკვე ცნობილია: რეინა ჯონსონი - კარაგერი - შკრტელი - აგერი მასკერანო ჯერარდი - კოული კიუიტი – ნგოგი - იოვანოვიჩი სათადარიგო: კავალიერი, ლუკასი, ბაბელი, ტორესი, კელი, მაქსი, აურელიო View the full article