planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ყველასთვის მოულოდნელად, დებიუტანტმა "ბლექპულმა" უკვე პრემიერლიგაში გამობრძმედიდი "უიგანელები" მათსავე მოედანზე 4:0 გაანადგურა და პირველი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა იხილეთ fanebi.com
-
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი კაკაბაძის და კიდევ ორი დაკავებული პოეტის საქმის განხილვა დაიწყება. ისინი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. დაკავებულებს ბრალი 173 -ე მუხლის დარღვევაში ედებათ, რაც პოლიციისადმი ბოროტ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია აშშ-ს მოქალაქე ირაკლი კაკაბაძე, რომელმაც დააზიანა ჯორჯ ბუშის ქუჩის აბრა. კაკაბაძესთან ერთად დაკავებულ პოეტებს ალექსი ჩიღვილაძეს, შოთა დიღმელაშვილს (შოთა გაგარინი) ბრალი 173 -ე მუხლის დარღვევაში ედებათ. შსს-ს გავრცელებული ინფორმაციაში ისინი საერთოდ არ არიან მოხსენიებული. სამივე 14 აგვისტოს საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. დაკავებულები აქციას ჯორჯ ბუშის ქუჩაზე მართავდნენ და ბუშის ქუჩისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას ითხოვდნენ. დაკავებულების ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი იცავენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://epl.theoffside.com/files/2010/06/hodgson.jpg როი ჰოჯსონმა გულთბილად მიიღო მელვუდზე კრისტიან პოულსენი და მასზეც ისაუბრა. როგორც როი იძახის კრისტიან პოულსენი ძალიან გააძლიერებს ლივერპულს. კრისტიან პოულსენს ნათამაშები აქვს სერია ა ში, ლალიგასა და ბუნდესლიგაში, ეს ფეხბურთელი საკუთარ ძალებს ინგლისის პრემიერლიგაში გამოცდის. მან სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ ლივერპულთან, ის სამშაბათ დილით ჩამოვიდა მერსესაიდში. როი ჰოჯსონმა მას თბილი დახვედრა მოუწყო. როი ჰოჯსონი დარწმუნებულია იმაში რომ კრისტიანის ტრანსფერი არის მისი ერთერთი საუკეთესო გადაწყვეტილება და საუკეთესო ტრანსფერი. მას სჯერა რომ ის ძალიან კარგად მოერგება ინგლისურ კლუბს და შეძლებს ლივერპულისთვის დახმარების გაწევას. როი:“კრისტიანი არის შესანიშნვავი მოთამაშე, მას არ აქვს განსაზღვრული პოზიცია”. “ის არის ძალიან ფეთქებადი შეუძლია გოლების მრავლად გატანა, კარგი პასებიც ახასიათებს და ასევე არის შესანიშნავი მცველი”. “მე არ წარმომიდგენია ეს ადამიანი ერთ კონკრეტულ პოზიციაზე”. “მე მისგან არ ველი ცოტას ველი ძალიან ბევრს, ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა იყოს წარმატებული მერსესაიდში, მას უთამაშია ისეთ ტოპ კლუბებში როგორიც არის შალკე, სევილია და იუვენტუსი”. “კრისტიანი კარგი გადაწყვეტილებაა, ის არის საუკეთესო მოთამაშე და მისაღები ფიგურა, იმ ფასში რაც გადავიხადეთ”. “ჩვენ გვესაჭიროება ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე, როდესაც ამის საშვალება გვაქვს ეს მოთამაშე აუცილებლად უნდა შევიძინოთ”. “კრისტიანი კარგი მოთამაშეა და ასეთი მოთამაშეები ჩვენ მრავლად გვჭირდება, ის არის ნახევარმცველი და ისეთი კლუბი როგორიც ლივერპულია მნიშვნელოვანია ჰყავდეს კარგი ნახევარდაცვა, კრისტიანს ასევე კარგად ეხერხება საგოლე პასის გაკეთება”. კრისტიანმაც ისაუბრა ლივერპულზე როი ჰოჯსონთან ერთად. კრისტიანი:“ეს დიდი ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში”. “ვიცი ამ კლუბის უდიდესი ისტორიის შესახებ, იმედი მაქვს რომ წინ ბევრი საინტერესო და კარგი თამაში მელის, მე მზად ვარ და მოხარული ვარ იმით რომ მ კლუბის ნაწილი გავხდი”. “მე ვიცნობდი და მიმუშავია როი ჰოჯსონთან აქამდე, და ვიცი თუ როგორია მწრთვნელია”. “ლივერპულის ისტორია შესანიშნავად ვიცი მას ფანტასტიური ისტორია აქვს, როდესაც როიმ ლივერპულში თამაში შემომთავაზე ბევრი დრო არ დამჭირვებია იმისთვის რომ თანხმობა მეთქვა”. “მე ლივერპულში ცუდი კლუბიდან არ გადმოვსულვარ, მე გადმოვედი იუვენტუსიდან ფანტასტირუი კლუბიდან, იუვენტუსში ძალიან კარგი პერიოდი მქონდა და კარგადაც მახსენდება, მაგრამ ეხლა მე პრემიერლიგაში ვარ და ამით მოხარული ვარ, ბედნიერი ვარ იმით რომ ვითამაშებ ენფილდზე და შევიგრძნობ მის ფანტასტიურ ატმოსფეროს”. ასევე პოლსენს როისთან ერთად გატარებულ პერიოდზეც კითხეს. “მაშინ მე ნამდვილად ახალგაზრდა ვიყავი, ეს დიდი ხნის წინ იყო”. “როიმ მე დანიის მესამე დივიზიონიდან ამიყვანა და მომცა შანსი კოპენჰაგენში მეთამაშა და ჩვენ ერთად გავხდით ჩემპიონები, ეს ფანტასტიური გრძნობა იყო”. “ის მოვიდა დანიაში ახალი იდეებით და ახალი ენერგიით, მანამდე ჩვენ არ ვიცნობდით და არაფერი გაგვეგო ჰოჯსონის შესახებ, მან გუნდი ერთ მუშტად შეკრა და საოცრად გააძლიერა”. “მასთან ერთად მოვიგეთ ტიტული, იმიტომ რომ ის იყო ფანტასტიური მწრთვნელი და ამ ადამიანმა ამას მიაღწია”. კრისტიან პოულსენს უთამაშია ესპანეთის გერმანიის იტალიის ტოპ ლიგებში, მაგრამ მან იცის რომ პრემიერლიგაში თამაში მისი ყველაზე დიდი გამოწვევაა. “ყველამ იცის რომ პრემიერლიგა ყველაზე ძლიერი ლიგაა პლანეტაზე”. “მე ბევრგან მითამაშია, მაგრამ ვხვდები რომ ეს ჩემი ყველაზე რთული გამოწვევაა, მაგრამ იმედი მაქვს რომ ყველაფერი გამომივა”. “აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობენ, და მე მინდა მათთან ერთად და მათ წინააღმდეგ თამაში”. “ამ კლუბს დიდი ისტორია აქვს და ძლიერი კლუბი უნდა ჰყავდეს, მე მინდა ამ გუნდის ნაწილი ვიყო”. “აქ სულ ორი სავარჯიშო სესია მქონდა, ვცდილობ სწრაფად მოვახერხო ადაპტაცია, შევისწავლო ფეხბურთელები, აქ უპირატესობა ძალიან სწრაფ ფეხბურთს ენიჭება”. “იმედი მაქვს სწრაფათ მივეჩვევი ლივერპულს”. როგორც კრისტიანი აცხადებს ის დანიელ ფეხბურთელს დანიელ აგერს ელაპარაკა და ეს მას ძალიან გამოადგება და დაეხმარება. “მე ველაპარაკე დანიელ მან ლივერპული ფანტასტიურად დამიხასიათა, საოცარ განწყობაზე ვარ მინდა მალე ჩავებ პრემიერლიგაში”. ასევე კითხეს კრისტიანს შეძლებს თუ არა იგი ლივერპულის წამყვანი მოთამაშეების დახმარებას. “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვოცნებობდი, და ეს ოცნება რეალობად გადამექცა”. “ლივერპულს დიდი ისტორია აქვს რომელიც ყველა სხვა პრემიერლიგის კლუბისგან გამოარჩევს, ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად ვართ”. “ძალიან რთული სტარტი გველის დიდი მატჩი იქნება არსენალის წინააღმდეგ კვირას, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწევთ”. “გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ჩვენ ტოპ მიზნებს”. <p style="text-align: left;"> View the full article
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Clubs/Club_Home/2010/7/20/1279622763577/Steven-Gerrard-and-Joe-Co-006.jpg ჯო კოულმა უკვე დააგემოვნა ენფილდის გემო, და მიხვდა თუ რა საოცრებაა ენფილდზე თამაში. ის აცხადებს რომ მას ძალიან სურს ენფილდზე ითამაშოს გადამწყვეტი როლი არსენალის წინააღმდეგ. მერსესაიდელთა 10 ნომერი ჯო კოული ძალიან მოხარულია იმით რომ მან შესანიშნავად იტამაშა ენფილდ როუდზე რაბოტნიკის წინააღმდეგ, ეხლა კი იგი ძალიან მოწადინებულია და ასევე წარმატებით წარმატებით თამაში სურს არსენალის წინააღმდეგ. ჯო კოული:“არსენალი ნებისმიერი კლუბისთვის არასასიამოვნო მეტოქეა, განსაკუთრებით კი ჩვენთვის როდესაც სეზონი იწყება, მათ ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა ყავთ”. “ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეებს კი დიდი პრობლემების შექმნა შეუძლიათ, მათ თავის გამოჩენა ძალიან სურთ ასევე ისინი არიან ძალიან სწრაფები და მათთან თამაში ნამდვილად რთულია”. “ყველაზე რთული მატჩი კი ვფიქრობ რომ ჩემთვის არის მინდა ყველაზე მეტი ვიშრომო რადგანაც მინდა ამ კლუბისთვის ძალიან ბევრი გავაკეთო”. “მე ძალიან შემიყვარდა ჩემი პირველი მატჩი ენფილდზე, მივხვდი რას ნიშნავს ეს სიტყვები “შენ არასდროს დარჩები მარტო”, ეს ყველაფერი უკვე ჩემს მეხსიერებაში შეინახა”. “ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში”. “მე დავეხმარე დავიდს გოლის გატანაში და გავუკეთე საგოლე გადაცემა, მე ვთამაშობდი ცენტრალურ პოზიციაში და ვცდილობდი საგოლე მომენტები შემექმნა, მე უკვე 7 წელია ამ პოზიციაზე ვთამაშობ და ვფიქრობ ყველაფერი კარგად გამომდის”. “მე თუ ბევრს ვიმუშავებ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება მე ჩემი თავის მწამს”. “მე მიყვარს ძალიან შეტევა, შევეცდები ჩემი ტექნიკა უკეთ წარმოვაჩინო და მცველებს თავგზა ავუბნიო, მე დიდი იმედი მაქვს ლივერპულის”. <p style="text-align: left;"> View the full article
-
საქმე მიდის უფასო ტრანსფერისკენ, კიდევ ერთ არენდაზე. ასე რომ, რაც აქამდე ითქვა, სწორედ ასეც დასრულდა. პორტუგალიელი გააგრძელებს თამაშს „ატელტიკოში“, მაგრამ ამჯერად არენდით გადასულ ფეხბურთელზე, „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობამ ვერ შესძლო მოლაპარაკება „იუვენტუსთან“ ფეხბურთელის კომპენსაციაზე. ტიაგომ გასულ წელს ითამაშა მადრიდულ კლუბში 18 მატჩი და გაიტანა 2 გოლი, ასევე იგი მადლობელია რომ მოხვდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აფრიკაში. სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/person20showing20book-150x150.jpgვისთვის გაათავისუფლეს ხუბუას სავარძელი და აქვთ თუ არა აკადემიური ხარისხის არმქონე პირებს შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დაიკავონ - ამ კითხვაზე პასუხს ნაწილობრივ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები იძლევა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 16 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, 76 ხმით, არცერთი წინააღდმეგი - დაამტკიცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/universiteti_14_08_2010wmv_000003920.jpg itvს ლინკი
-
ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში მომხდარი მკვლელობა კვლავ გაუხსნელია. 2009 წლის აპრილში პოლიციის უმცროსმა ინსპექტორმა დათო სიჭინავამ 29 წლის ელგუჯა ახალაია წამებით მოკლა. გაზიარება [ილია ჩაჩიბაია. 18:16 13-08-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TGak3JY9QOI/AAAAAAAAD-w/47rzSGQjkyA/s200/axalaiebis+ojaxi.gifდათო სიჭინავამ ელგუჯა ახალაია ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მდინარე ხობისწყალში დაახრჩო. მოკლულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიცია საქმის გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს, რადგან დანაშაულში ეჭვმიტანილ თანამშრომელს აფარებს ხელს. მოკლეული ელგუჯა ახალაიას ოჯახის წევრებმა გუშინ სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურასთან ხალხმრავალი აქცია გამართეს. ისინი საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრებთან ერთად საოლქო პროკურორ როლანდ ახალაიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ეს რიგით მეორე აქციაა, რომელიც ახალაიებმა და მათმა ახლობლებმა გამართეს. გასულ თვეში ჩხოროწყუს რაიონულ პოლიციასთან შეკრებილი მოქალაქეები იგივე მოთხოვნებით პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებდნენ. ჭირისუფალთან შეხვედრა არავინ ისურვა. ამიტომ ელგუჯა ახალაიას ოჯახმა გადაწყვიტა მიემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის. მოკლულის მეუღლემ, ნატო კემულარიამ, გვითხრა, რომ აპირებს მეუღლის ცხედარი საფლავიდან ამოიღოს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით ზუგდიდში, სამხარეო პროკურატურასთან, დაასვენოს: „ამოვთხრით მიცვალებულს. ვიცი, ეს არ არის კარგი საქციელი მაგრამ იმასაც ვერ შევეგუებით, დამნაშავე პოლიციელი თავისუფალი იყოს. 10 თვის წინ მდინარე ხობისწყალთან ჩვენი თანასოფლელების თანდასწრებით პოლიციის თანამშრომელმა, დათო სიჭინავამ, ჩემს ქმარს გაურკვეველი მიზეზით კისრის არეში ჭრილომა მიაყენა. როგორც მოწმეებმა გვითხრეს, ელგუჯამ გონება დაკარგა და თავი რიყის ქვას დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი დათო სიჭინავამ წყალში შეაცურა და იქ მყოფ ბიჭებს სასტიკად აუკრძალა მომხდარზე საუბარი. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვიამბეს ყველაფერი. რამდენიმე საათი ვეძებეთ, სანამ ცხედარი მდინარემ გამორიყა. სამედიცინო ექსპეტიზის დასკვნით, ჩემი ქმარი წყალში არ დამხრჩვალა, როგორც ამას პოლიცია ამბობს... ვითხოვთ, დაიკითხოს ლევან კვეკვესკირი, რომლიც ადასტურებს პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, მაგრამ რაიონული და სამხარეო პოლიცია რატომღაც საეჭვოდ პასიურობენ... ვეძებთ სამართალს, გვინდა, დაისაჯოს დამნაშავე. ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 3 მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა დამაწვა კისერზე. არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე“. ელგუჯა ახალაიას მამა, გამოძიების კვლავ გაჭიანურების შემთხვევაში, მართლმსაჯულების აღსრულებას საკუთარი ძალებით გეგმავს. იგი ამტკიცებს, რომ დამნაშავემ ზუგდიდში პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლები მოისყიდა. თამუშა ახალაია: „მაქვს ინფორმაცია, რომ დამნაშავეს მფარველობს საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია. მან ქრთამი აიღო. მინდა მივიღო პასუხი კიხვაზე, რატომ მოკლეს ჩემი შვილი და რატომ არ დააკავეს დამნაშავე. თუ პოლიცია არ დაასრულებს გამოძიებას, გადავწვავ პოლიციის შენობას და დამნაშავის სახლს. 10 თვეა, წინ და უკან დავდივარ, ნორმალური პასუხი არავინ გამცა. რაიონულ პოლიციიდან სამხარეოში მაგზავნიან, სამხარეოდან კიდევ თბილისში, გენპროკურატურაში. აღარ შემიძლია. უკიდურესი ზომების მიღებისკენ მიბიძგებენ. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს სამართალი“. აქციას საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ. უფლებადამცველებმა ახალაიებს თანადგომა აღუთქვეს და სამართალდამცავ უწყებას გამოძიების შეფერხების მიზეზების დასახელება მოსთხოვეს. კახა მიქაია: „დაიცავი საქართველო“ ჭირისუფალთან ერთად აპროტესტებს ამ უპრეცედენტო უკანონობის ფაქტს. პოლიციის თანამშრომელმა ადამიანი მოკლა, შემდეგ მდინარეში გადააგდო და ამის გამო ის არათუ დააპატიმრეს, არც კი დაუკითხავთ. თითქმის 1 წელი გავიდა მომხდარიდან, იმ პერიოდში პოლიციის უფროსი იყო გია ლემონჯავა, რომელიც არის საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას, ახლო ნათესავი. როგორც ხედავთ, ახალაიების კლანი მთელ სამეგრელოში თარეშობს, რაც მოესურვება, იმას აკეთებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანი მოკლეს, მდინარეში გადააგდეს და ამაზე პასუხი არავინ აგო... საქმეც კი არ აღძრეს. როლანდ ახალაიას კლანს შეუძლია ხალხი დახოცოს და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს. მე არ ვიცი, ეს ყველაფერი რამდენ ხანს გაგრძელდება. ფაქტია, რომ ამ მკვლელობის შემდეგ ლემონჯავა დააწინაურეს და საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშნეს. მაქვს იმედი, რომ სამეგრელო მალე ამოიღებს ხმას და საკადრის პასუხს გასცემს მკვლელთა დაჯგუფებას“. ზუგდიდის ცენტრში გამოსული მოსახლეობა აქციების გაგრძელებით იმუქრება, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შემდეგ პროტესტის გამოხატვას დედაქალაქში, მთავრობის სასახლესთან, გეგმავენ. "ახალი 7 დღე"<div style="text-align: justify;">
-
itv აფხაზეთიდან დევნილები თბილისში ბინას ითხოვენ
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/devnileb-150x150.jpgისნის სამხედრო ჰოსპიტლის შენობიდან გამოსახლებული 12 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი თავშესაფარს ითხოვს. უბინაოდ დარჩენილები სოფელებში უნდა გადანაწილებულიყვნენ, თუმცა დევნილები თბილისის დატოვებას არ აპირებენ და თბილისის მერიისგან კომპენსაციას ან გარეუბანში ბინებს ითხოვენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/devnilebi_14_08_2010.jpg itvს ლინკი -
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ჯეიმს კირჩიკი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ–საქართველოს ხანმოკლე ომის დროს, ერთ–ერთი პირველი სამიზნე იყო გორი, არაფრით გამორჩეული, ინდუსტრიული ქალაქი სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს – რეგიონთან, რომელიც ერთ–ერთია იმ ორ სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის, რომლის გამოც კონფლიქტი გაჩაღდა. რუსულმა ავიაციამ ქალაქი დაბომბა, საცხოვრებელი კორპუსები და სკოლა დააზინა. რაკეტა ქალაქის საავადმყოფოს დაეცა; კასეტური ბომბები მოედანზე აფეთქდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დაახლოებით 60 ადამიანი დაიღუპა. საინტერესოა, რომ ორი ადგილობრივი ღირშესანიშნაობა დაბომბვას სრულად გადაურჩა. გორის სიამაყის ერთადერთი საგანია ის, რომ ქალაქი იოსებ ჯუღაშვილის, ცნობილი იოსებ სტალინის დაბადების ადგილია. რუსული ავიაციის თავდასხმის დროს, როგორც სტალინის სახელმწიფო მუზუმი, ასევე საბჭოთა ლიდერის 20 ფუტიანი ქანდაკება, რომელიც მშვიდად უცქერდა გორის ცენტრალურ მოედანს, ხელუხლებელი დარჩა. ქალაქის მცხოვრებლებისთვის ეს რუსების მხრიდან ყოფილი საბჭოთა ლიდერისადმი ურყევი მოწიწების დადასტურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ომი ორი წლის წინ დასრულდა, რუსეთს და საქართველოს შორის ბრაზის განცდა კვლავ ძლიერია. და ვიდრე საქართველოს არ აქვს მისი დაკარგული ტერიტორიების სამხედრო ძალით დაბრუნების შესაძლებლობა, თბილისს ძლიერი ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ სხვა საშუალებები გააჩნია, რომელთა უმრავლესობა სტალინს უკავშირდება. მაისში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებული მოგზაურობის ფარგლებში, სტალინის მუზეუმი მოვინახულე. მუზუმის ვებ–გვერდი სტალინს „გამოჩენილ პიროვნებად“ ახასიათებს. სვეტებიანი მარმარილოს შენობის შიგნით, რომელიც 1957 წელს აშენდა, მეოცე საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე პროდუქტიურლი მკვლელის ტაძარია მოწყობილი. ერთგან სტალინი ხელგადახვეული დგას მის მომღიმარ ქალიშვილთან, სვეტლანასთან ერთად, რომელიც 1967 წელს შეერთებულ შტატებში გაიქცა – ფაქტი, რომლის აღნიშვნაც მუზუმს გამორჩა. ერთი ციდა, მოკრძალებული ქოხი, სადაც სტალინი გაიზარდა, მუზეუმის ეზოშია განთავსებული, ისევე როგორც სტალინის (რომელსაც ფრენის ეშინოდა) პერსონალური, მწვანე, დაჯავშნული მატარებლის ვაგონი, რომლითაც იგი პოტსდამში, თეირანსა და იალტის კონფერენციებზე მოგზაურობდა. უსიამოვნო, ჩაბნელებულ ოთახში გარდაცვლილი დიქტატორის ნიღაბი ინახება, მაშინ როდესაც ფოიეს სუვენირების მაღაზია სტალინური კიტჩის ფართო არჩევანს გთავაზობს: საქაღალდეებს, ჭიქებს და საფერფლეებს. ჩემი გიდი, ახალგაზრდა შავთმიანი ქალბატონი, ენთუზიაზმის გარეშე მიმიძღვება ერთი სურათიდან მეორემდე და უდიდესი ლიდერის მიღწევებზე დაზეპირებულ ფრაზებს იმეორებს. მუზეუმში არ არის არანაირი მინიშნება იმ 20 მილიონზე მეტ ადამიანზე, რომელიც სტალინის მმართველობის დროს დაიღუპა, ამიტომ მე ვკითხე მას 1937–38 წლის დიდ წმენდაზე, როდესაც ასობით ათასი გლეხი, ჩინოვნიკი, ინტელექტუალი, არტისტი და სხვა „კონტრევოლუციონერი“ დახვრიტეს ან ბანაკებში გაამგზავრეს. „უამრავი ადამიანი იქნა მოკლული და დახვრეტილი“, – ამოღერღა მან. თუმცა მუზეუმი, მალე რადიკალურად გარდაიქმნება. კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუას თქმით, რომლის დეპარტამენტიც მუზუმს აფინანსებს, განახლებული ვერსია სტალინის აღარ განადიდებს, არამედ იქნება „მუზუმი მუზეუმის შესახებ“. მისი თქმით, „ჩვენ ვინარჩუნებთ მუზუმის თავდაპირველ პროპაგანდისტულ ნაწილს, მაგრამ დავუმატებთ რეალურ ინფორმაციას სტალინიზმსა და ბოლშევიკურ რეჟიმზე“. სიცოცხლის განმავლობაში, ვერასდროს გაიგებდი თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა სტალინს მისი მშობლიური ქვეყნის მიმართ. საჯაროდ ის საკუთარ თავს რუს ლიდერად წარმოადგენდა და საქართველო „რუსეთის პატარა რეგიონად“ აღიქმებოდა. თუმცა, კერძო ურთიერთობებში ის „ქართულად ლაპარაკობდა, ქართულად ჭამდა, ქართულად მღეროდა, (და) პირადად მართავდა საქართველოს ადგილობრივი ბოსების დახმარებით“, – წერს საიმონ სებაგ მონტეფიორე, საბჭოთა ლიდერის ორი ცნობილი ბიოგრაფიის ავტორი, წიგნში Stalin: The Court of the Red Tsar („სტალინი: წითელი მეფის სასამართლო). მის სამშობლოს მისი ინტერესებიდან სარგებელი არ ჰქონია. მოსკოვში, ბოლშევიკთა ახალგაზრდა ლიდერმა სტალინმა 1921 წელს საქრთველოში წითელი არმიის ინტერვენცია დაგეგმა, რასაც შემდეგ 70 წლიანი ოკუპაცია მოჰყვა. „(ბოლშევიკებმა) ამ ქვეყნის საზოგადოების საუკეთესო ნაწილი გაანადგურეს,“ ამბობს საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე რონდელი. მონტეფიორეს თანახმად, საქართველო რეპრესიების მოცულობით ერთ სულ მოსახლეზე, ყველა სხვა საბჭოთა რესპუბლიკაზე მეტად დაზარალდა. მაგრამ იმ მომენტისთვის, როდესაც სტალინი გარდაიცვალა 1953 წელს, ის უკვე ქართული სიამაყის წარმოუდგენელი ემბლემა იყო. ყველა მისი დანაშაულის მიუხედავად, იგი ამ პატარა კავკასიური ქვეყნიდან წამოსული უდაოდ ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა გახლდათ. 1956 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვმა მისი ცნობილი „საიდუმლო ტექსტი“ წარმოთქვა, სტალინის „პიროვნების კულტი“ დაგმო და დესტალინიზაციის ეპოქა წამოიწყო. ქართველებმა ეს პირად შეურაცხყოფად მიიღეს. ორი კვირის შემდეგ, ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში სტალინის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად. საბჭოთა ჯარმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, ათობით ადამიანი მოკლა და ასობით – დაშავდა. კავკასიის ისტორიის სპეციალისტმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან რონალდ სანმა დაწერა, რომ ეს დემონსტრაციები „40 წლის განმავლობაში ქართული ნაციონალიზმის პირველი ღია გამოხატულება იყო“. ქართველები უკვე პატივს სცემდნენ სტალინს, როგორც კაცს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმი დაამარცხა. წლების განმავლობაში, გორის მცხოვრებელები ქმნიდნენ მუზეუმს მისი დაბადების და გარდაცვალების უკვდავსაყოფად. თუმცა ბოლო დროს, მაშინ როდესაც საქართველო ცდილობდა სტალინის ადექვატურ ისტორიულ კონტექსტში მოქცევას, რუსეთი მის რებილიტაციას ეწეოდა. დეკემბერში, ნაციონალური სატელევიზიო არხით გამოსვლისას, პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი ერთგვარად ხრუშჩოვის ცნობილი „საიდუმლო ტექსტის“ ანულირებას შეეცადა და განაცხადა, რომ სტალინის „მარტივად შეფასება შეუძლებელია“. პრეზიდენტის რანგში პუტინმა საბჭოთა კავშირის დანგრევას მეოცე საუკუნის „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა“ და რუსულ სასკოლო სახელმძღვანელოებში სტალინის უფრო პოზიტიურ კონტექსტში დახასიათება დაუშვა. (მასწავლებლებისთვის გამოცემულ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ სტალინი მოქმედებდა „აბსოლუტურად რაციონალურად… როგორც ქვეყნის ინდუსტრიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის მიმდევარი“). პუტინმა პირველი შეხვედრის დროს საქართველოს პრო–დასავლელ ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც 2004 წელს ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ აირჩიეს, საბჭოთა ბიუროკრატის ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, როგორც ამბობენ, მას უთხრა „გმადლობთ, რომ სტალინი გვაჩუქეთ“. კრემლის მიერ სტალინის რეაბილიტაციის მცდელობამ, საქართველოს დასავლეთზე ორიენტირებულ ლიდერებს მასზე უარის თქმის მეტი სტიმული მისცა. „ახალ საქართველოში სტალინი ქართველი აღარ არის“, – ამბობს მონტეფიორე. „ის რუსი იმპერატორია“. 2006 წელს, სააკაშვილმა, თბილისში პარლამენტის შენობის მოპირდაპირე მხარეს საბჭოთა ოკუპაციის მუზუმი გახსნა. ამან პუტინი ისე გააბრაზა, რომ როგორც ამბობენ, სააკაშვილთან ერთი–ერთი შეხვედრის დროს დაიჩივლა კიდეც. სააკაშვილმა, რომელმაც აღიარა რა, რომ სტალინი და მისი საიდუმლო პოლიციის სასტიკი ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია წარმოშობით ქართველები იყვნენ, როგორც ამბობენ პუტინს მოსკოვში ქართული ბატონობის მუზეუმის გახსნა და მისი დაფინანსება შესთავაზა. ივნისის ერთ–ერთ ღამეს, მუშების ჯგუფმა გორში სტალინის ქანდაკებას თოკები მოაბა. მონუმენტს პოლიციელებმა ალყა შემოარტყეს იმისთვის, რომ ახლოს არ მიეშვათ ისინი, ვინც ძეგლის დემონტაჟს გააპროტესტებდა. საკმაოდ მალე, მოედანთან მცირერიცხოვანი ჯგუფი შეიკრიბა. ისინი უცქერდნენ იმას, თუ როგორ მოხსნეს კვარცხლბეკიდან სტალინის ქანდაკება, როგორ დადეს ის დიდ სატვირთო მანქანაზე და წავიდნენ. ორი დღის შემდეგ, ხელისუფლებამ ანალოგიურად ღამით სტალინის კიდევ ერთი ქანდაკება მოხსნა დასავლეთის ქალაქ ტყიბულში. ცხადია ეს არ ყოფილა ისეთი დრამატული მოვლენა, როგორიც ბაღდადში სადამ ჰუსეინის ქანდაკების მოხსნა იყო. საქართველოს ხელისუფლება ღამით მოქმედებდა იმ აგრესიული რეაქციის შიშით, რაც შეიძლება ამ ფაქტს გორის როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლების, ასევე იმ ადამიანების მხრიდან მოჰყოლოდა, რომლებიც დიქტატორის მშობლიური ქალაქით დაინტერესებული ტურისტების მუდმივ ნაკადზე ფულს აკეთებენ. მაგრამ არანაირი უკურეაქცია არ ყოფილა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და სააკაშვილის ახლო მოკავშირე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ქანდაკების დემონტაჟი უმნიშვნელო აქტია, თუმცა ის არსებითად გამოხატავს ქართულ პრინციპებს. „თუკი საუბარია საქართველოს თანამედროვე ღირებულებებზე და იმაზე, თუ როგორი იქნება ის ხვალ, სტალინი არ იქნება საქართველოს მომავალის ნაწილი“. ქალაქის მოედნის ის ადგილი, სადაც სტალინი 58 წლის განმავლობაში იდგა, ცარიელი არ დარჩება. კულტურის მინისტრის, რურუას თქმით, იქ „სტალინის, ტოტალიტარული რეჟიმის და აგვისტოს ომის მსხვერპლთა“ ხსოვნის ახალი მონუმენტი აღიმართება. რაც შეეხება თავად სტალინის ქანდაკებას, მთავრობას ის არ გაუნადგურებია. მას განახლებული მუზუმის ეზოში გადაიტანენ, სადაც ის ისტორიულ ექსპონატებს, სტალინის ვაგონს და მისი ბავშვობის ქოხს საბოლოოდ შეუერთდება. ორიგინალი ორიგინალი
-
დღეს, 14 აგვისტოს იწყება პრემიერ ლიგის 2010/11 წლების სეზონი. სეზონი 15 საათსა და 45 წუთზე "ტოტენჰემისა" და "სიტის" მატჩით გაიხსნება. დღევანდელ საფეხბურთო საღამოს კი "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული მატჩი დაასრულებს, რომელიც "ჩელსისა" და პრემიერ ლიგის ახალწვეულ "ვესტ ბრომვიჩს" შორის შედგება. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/dsc01012-150x150.jpgაფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 18 წელი შესრულდა. დაღუპული გმირების პატივსაცემად და 18 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლების გასახსენებლად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს შავოსანი დედები, ვეტერანები და პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ მივიდნენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/apxazetis_omi_14_08_2010wmv_000007837.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/lukashenko_14_08_2010wmv_000043400-150x150.jpgკრემლი ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებების სტენოგრაფიული ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს. მოსკოვს სურს ამ გზით დაამტკიცოს, რონ ბელორუსის პრეზიდენტმა რუსეთისთვის მიცემული პირობა დაარღვია, როცა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარი განაცხადა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/lukashenko_14_08_2010wmv_000007960.jpg itvს ლინკი
-
http://farm3.static.flickr.com/2177/2438452274_0319a2621a.jpg ლივერპულის უდავო ლიდერი სტივენ ჯერარდი დარწმუნებულია საკუთარ თავში და ასევე ლივერპულში, ის დიდი ბრძოლისთვის 100 პროცენტიტ მზად არის. ის უკვე ვეღარ ითბენს ისე უნდა სტადიონზე გასვლა და ლივერპულის კაპიტნობა. როგორც კაპიტანი აცხადებს მელვუდზე ფანტასტიური ატმოსფეროა, ისინი ვარჯიშობენ და იხარჯებიან ბოლომდე და ეს ყველაფერი სტადიონზე გამოჩნდება. ყველა ფეხბურთელი თავის თავს წარმოაჩენს. ლივერპული იმდენად ძლიერი გახდა როი ჰოჯსონის მოსვლის შემდეგ რომ მას ნებისმიერი მეტოქის დაOქება შეუძლია, მითუმეტეს საკუთარ ენფილდ როუდზე. როგორც სტივი აცხადებს ის ბევრად უკეთესი გახდა ვიდრე შარშანდელ სეზონში იყო. როდესაც ეს ფეხბურთელი ფორმაშია ლივერპულის დამარცხება ძალიან რთულია ეს ყველამ იცით. სტივი:“როდესაც შენ ხარ ამხელა კლუბის კაპიტანი, ვალდებული ხარ ყოველდღე უკეთესი გახდე და ხალხს სიამოვნება მიანიჭო”. “როდესაც გყავს ახალი მწრთვნელი ახალი მოთამაშეები მოდიან კლუბში ეს ძალიან სასიამოვნოა, როი ჰოჯსონი ჩემგან ძალიან ბევრს ითხოვს და მაიძულებს რომ ჩემი ძალების დემონსტრაცია ბოლომდე შევძლო”. “ასევე არიან ჯეიმი კარაგერი, პეპ რეინა და ფერნანდო ტორესი”. “ეს საფეხბურთო კლუბი ლივერპულია მსოფლიოს უძლიერესი გრანდი და ამ კლუბს მოდუნება არ შეეფერება”. “როდესაც ამ კლუბში თამაშობ სულ მზად უნდა იყო მოსაგებად, უნდა იბრძოლო ბოლომდე თავი არ უნდა დაზოგო, მე არ მავიწყდება რომ წითელი ფორმა მაცვია”. “საოცრებაა როდესაც სავსე ენფილდს ხედავ, ლივერპულის ფანები ამ კლუბს კიდევ უფრო ამაღლებენ და უდავოდ ნომერ 1 კლუბს ხდიან მსოფლიო მასშტაბით”. “ხალხი სულ მუდამ ბედნიერია თუნდაც წავაგოთ ისინი არასდროს იტყობენ თავიანთ უკმაყოფილებას, ეხლა მე მზად ვარ სტადიონზე გასასვლელად ვარ პოზიტიურად განწყობილი ეს ფანების დამსახურებაა, და მე ამ ფანების გამო ყველაფერს ვიზავ და შევეცდები ტიტულების მოგებას და მათი გულების გახარებას”. “ვარჯიშებზე ყველა ბედნიერია და ფანებიც თავს ბედნიერად გრძნობენ”. ჯერარდმა ყველა ფანს ბოდიში მოუხადა და სთხოვა მათ მსოფლიო ჩემპიონატის გამო არ გააკრიტიკონ, მან შესანიშნავად ითამაშა ოთხშაბათს უემბლიზე და ორი ფანტასტიური გოლი გაიტანა. კაპიტანმა თამაში საკუთარ თავზე აიღო. ეხლა სტივი ლივერპულში დარჩა და როი ჰოჯსონს ახალი ერის შენებაში ეხმარება. როდესაც სტივი მუნდიალზე იყო ის აცხადებდა რომ არ ვიცი რა იქნება მუნდიალის შემდეგ გადაწყვეტილებას მუნდიალის დამთავრების შემდეგ მივიღებ. აი შედეგი სტივი თავისი კლუბის ერთგული დარჩა როგორც ყოველთვის მან უარი თქვა სამეფო კლუბზე და ბრიტანეთი უძლიერეს გრანდში ლივერპულში დარჩა. “ველოდებოდი თუ როდის დამირეკავდნენ ლივერპულიდან ახალი კონტრაქტის შესახებ, და ამ დროს კრისტიან პერსლოუმ დამირეკა და ახალი კონტრაქტი შემომთავაზე რასაკვირველია მე იმ წამს დავთანხმდი არასდროს გამივლია გულში ლივერპულიდან წასვლა”. “მე ეხლა 3 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე კლუბთან და მზად ვარ უდიდესი ბრძოლებისთვის მე არ ვაპირებ ტიტულების გარეშე კარიერის დამთავრებას ყველაფრის მოგება შემიძლია”. “არსენალის დამარცხება ძალიან დიდი განცხადება იქნება ჩვენი მსოფლიო ლივერპულს უფრო დიდ კლუბად აღიქვავს და მიხვდებიან რომ ლივერპული ის აღარ არის რა კლუბიც შარშანდელ სეზონში იყო დაჩაგრული და გაწამებული”. “ინგლისთან თამაშს რაც შეეხება ძალიან გამწარებული ვიყავი ანგარიშის გამო”. “ვიცი რომ ჩემით მთელი ჩემი ოჯახი მეგობრები თანაგუნდელები და ფანები ამაყობდნენ ამით უბედნიერესი ვარ”. “როდესაც თამაშობ ფეხბურთს და იგებ ტიტულებს არ უნდა გქონდეს ჩავარდნა მუდამ წარმატებული უნდა იყო, მაგრამ ყველაფერი ხდება”. ” “ჩვენ შარშან ცუდად ვითამაშეთ და ტიტულის გარეშე დავრჩით სამწუხაროდ”. “მე ინგლისის სახელით ყოველთვის გავალ უემბლიზე სათამაშოდ ინგლისის სახელს ყველგან დავიცავ, მესმოდა გოლების გატანის შემდეგ ლივერპულელების საოცარი ოვაციები და შეძახილები, მათ ხომ ბადალი არ ყავთ ფანობაში და ერთგულებაში”. “ჩვენ ვერ მოვხვდით ლიგაზე გასული წელი საშინელება იყო, მაგრამ ყველაფრის შეცვლა და რეკონსტრუქცია ხვალიდან დაიწყება ლივერპოლში ახალი ერა იწყება”. “მიუხედავად ამისა შარშან არსენალთან ნამდვილად კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით”. “არსენალი აუცილებლად მოსაგებად გამოვა სტადიონზე, მაგრამ მათ არ იციან ჩვენი ეხლანდელი ძალა მათთვის შოკი იქნება როდესაც ჩვენი ძალების დემონსტრირებას დავიწყებთ”. “ჩემი ოცნებაა ტიტულების მოგება უზღვავი რაოდენობით და ფანების ბედნიერი სახეების დანახვა”. View the full article
-
არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. იხილეთ fanebi.com
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/beseliawmv-150x150.jpgეკა ბესელიამ გლდანის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით პატიმარს შესაბამისი სამკურნალო დახმარება დროულად არ გაუწიეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/beselia_14_08_2010.jpg itvს ლინკი
-
http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training1_4c65580403ca4963075117.jpg გთავაზობთ “წითლების” ვარჯიშის სურათებს. http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/trainig6.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training2_4c655809c68fb381302248.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training5_4c65581386527106846152.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training9_4c655829edeff242066922.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training12.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training10_4c65583483821842399924.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training8_4c65582287950842734961.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training7.jpg http://assets.liverpoolfc.tv/uploads/assets/training3_4c65580ec8e71626933964.jpg ინფორმაციის წყარო: liverpoolfc.tv View the full article
-
http://image.geotorrents.com/images/ok55w333rwp44g6iidr3.png გთავაზობთ “ლივერპულისა” და “არსენალის” მიერ ჩატარებულ ბოლო 5-5 მატჩის შედეგებს. ლივერპული არსენალი ლივერპული 2-0 რაბოტნიჩკი; ლეგია 5-6 არსენალი; მ.გლადბახი 1-0 ლივერპული; არსენალი 3-2 სელტიკი; რაბოტნიჩკი 0-2 ლივერპული; არსენალი 1-1 მილანი; კაისერსლაუთერნი 1-0 ლივერპული; ნეუსიედლი 0-4 არსენალი; გრასოფერსი 0-0 ლივერპული; სტურმ გრაზი 0-3 არსენალი; ლივერპული: 2 მოგება/ 1 ფრე/ 2 წაგება. არსენალი: 4 მოგება/ 1 ფრე/ ო წაგება. View the full article
-
http://b.pix.ge/m/p7fzy.jpg ლივერპულის ლეგენდას ჯეიმი კარაგერს კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ, იუწყება სააგენტო “skysports”. ფეხბურთელი მთელი მისი კარიერის მანძილზე ლივერპულის ღირსებას იცავდა, ახლა კი კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი დარჩა, ჟურნალისტები აცხადებდნენ რომ კარაგერს კარიერა შესაძლოა ევერტონში დაესრულებინა, მაგრამ წითლები მას დაპირდნენ რომ კონტრაქტს კარიერის ბოლომდე გაუხანგრძლივებდნენ. ჯეიმი კარაგერი ისეთივე ლეგენდაა როგორც სტივენ ჯერარდი, მე დარწმუნებული ვარ რომ იგი კარიერის ბოლომდე წითლების ღირსებას დაიცავს, გუნდმა უკვე დაკარგა, ერთი ლეგენდა სემი ჰიპიას სახით და არ ვაპირებთ ეს შეცდომა ისევ გავიმეოროთ, აღნიშნა როიმ. View the full article
-
გუშინდელ შეხვედრებში „ნერაძურიმ“ მოახერხა „იუვენტუსის“ და „მილანის“ დამარცხება. ამის შედეგად კი მოიგო Tim Trofeo... სრულად იხილეთ
-
მანჩესტერ სითის ესპანელმა ახალწვეულმა თავისი გუნდის პერსპექტივებზე ისაუბრა. იხილეთ fanebi.com
-
http://i078.radikal.ru/1008/91/2c7772948760.jpg ინგლისის ნაკრების და კაპიტანი სტივენ ჟერარდი თვლის, რომ დევიდ ბექჰემს ნაკრებში ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამს. გუშინ ინგლისელების მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ ის აღარ მიიჩნევს 35 წლის ბექჰემს ნაკრების წევრად – ამბობს, რომ ასაკი თავისას შვება და იმ დონეზე აღარაა რაზეც იყო. ექს-კაპიტანის წახალისება კი გადაწყვიტა ჟერარდმა. „დარწმუნებული ვარ, რომ თუ გაიგებს ის ამის შესახებ, ის პროვოცირდება და გაუჩნდება სურვილი რომ დაუმტკიცოს ხალხს რომ ყველა ტყუის ვინც თვლის რომ ბექჰემი ნაკრებში თამაშისთვის უკვე მოხუცია, ის მოёёდომებს გუდში დაბრუნებას, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარს ინგლისში თამაში“. „თუ ის მეტჯერ აღარ ითამაშებს ნაკრებში, ის მიიღებს ლეგენდის სტატუსს, უეჭველად. მან ბევრი გაიღო ნაკრებისთვის როგორც ფეხბურთელმა. მას ქონდა შესანიშნავი გოლები და მატჩები, მან დატოვა ფანტასტიკური მოგონებები“. „მოედანზე და მოედნის გარეთ ის კარგი კაცია“ – გამოტყდა სტივი. ინფორმაციის წყარო: thisislondon View the full article