Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/genshtabiwmv_000158160-150x150.jpgრუსეთის არმიის სამხრეთის მიმართულების სარდლობა საქართველოზე კონტრშეტევისთვის ემზადება. ამისთვის ახალ წყალქვეშა ნავებსა და სარაკეტო სისტემებს იმარაგებს. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, ჟურნალ „ნაციონალური თავდაცვის“ რედაქტორი იგორ კოროტჩენკო ადასტურებს. ქართველ სამხედრო ანალიტიკოსთა არზით, მოსკოვის მიერ მორიგი შეიარაღებული აგრესიის განხორციელების პირდაპირი ნიშნები ამ ეტაპზე არ არსებობს. მაგრამ, „კრემლი ასეთ ნაბიჯს მაინც თუ გადადგამს, აგრესია მხოლოდ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან კი არა, სამხრეთიდანაც განხორციელდება“. ექსპერტები რუსულ კანონმდებლობაში შესულ იმ ცვლილებებსაც იშველიებენ, რომლის თანახმად თუ რუსეთის სამხედრო ძალებს, სამშვიდობო მისიას ან სხვა კონტინგენტს საფრთხე ემუქრება, მოსკოვს საკუთარი შეიარაღებული ძალების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოყენების უფლება აქვს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/genshtabi_13_08_2010wmv_000004000.jpg itvს ლინკი
  2. თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლოჭინის ხეობაში “რომპეტროლ საქართველოს” მოდერნიზებული ნავთობბაზა გაიხსნა. “რომპეტროლის ჯგუფის~ გენერალურმა დირექტორმა სადუოხას… ლინკი მედიანიუსზე
  3. ”უკრსპეცპროექტის” ყოფილი ხელმძღვანელის სერგეი ბონდარჩუკის აზრით, უკრაინა საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვას გააგრძელებს. მისი თქმით, საქართველოსთან იარაღით ვაჭრობა უკრაინისთვის… ლინკი მედიანიუსზე
  4. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/devmilebi-hospitali-150x150.jpgისანში მდებარე სამხედრო ჰოსპიტლის შენობიდან დღეს 700 მდე დევნილი ოჯახი გამოასახლეს.დილის 7 საათზე დაწყებული გამოსახლების პროცესს წინ წინა ღამით მისული ბრძანება უსწრებდა, რომლის მიხედვითაც აქაურ მაცხოვრებლებს შენობა უნდა დაეტოვებინათ.დღეს ჟურნალისტებს შენობაში შესვლის და გადაღების უფლება არ მისცეს.პერიმეტრი მკაცრად კონტროლდებოდა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მიერ.გამოსახლების პროცესმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა,თუმცა დევნილი მოსახლეობა აცხადებს რომ მათთვის ჯერ კიდევ უცნობია თუ რა ალტერნატიულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობთ სახელმწიფო. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/devnilebi_13_08_2010.jpg itvს ლინკი
  5. დღეს სოჭში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელი ედუარდ კოკოითი მიიღო. შეხვედრისას, მედვედევმა განაცხადა, რომ… ლინკი მედიანიუსზე
  6. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის მისიას მანდატი 2011 წლის 14 სექტემბრამდე გაუგრძელდა. მანამდე, 2010 წლის ივლისში, ევროკავშირის… ლინკი მედიანიუსზე
  7. ბალოტელისა და სიტის საგა როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება.როგორც Sky Sports News იტყობინება,იტალიელი თავდამსხმელი უკვე ჩაფრინდა მანჩესტერში სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის. იხილეთ fanebi.com
  8. საქართველოში გაეროს წარმომადგენლობასთან კონფლიქტის რეგიონებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და გარემოვაჭრეების ერთობლივი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის წევრებმა … ლინკი მედიანიუსზე
  9. "სანდერლენდის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა გუნდის ახალ კაპიტნად 22 წლის ნახევარმცველი ლი კატერმოლი დანიშნა. იხილეთ fanebi.com
  10. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე ასოციაციის სახელით გაგზავნილ ყველა საჩივარზე დროული რეაგირება… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ganatlebis-saministrowmv_000182800-150x150.jpgგანათლების მინისტრის მოსადგილე კოკა სეფერთელაძემ და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ორმხრივი მემორანდუმი გააფორმეს. ორი სტრუქტურის თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდება მათ შორის ინფორმაციის ონლაინ რეჟიმში გაცვლა. საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღების შემდეგ კი ამავე მოწმობაზე ატესტატისა და დიპლომების შესახებ ინფორმაციასაც განათავსებენ. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ganatleba_memo_13_08_2010wmv_000003840.jpg itvს ლინკი
  12. პოლიტიკური მოძრაობა “ჩვენი საქართველოს” ლიდერი შალვა ხაჭაპურიძე დიდი რვიანის სახელმწიფოთა მეთაურებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო… ლინკი მედიანიუსზე
  13. 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტყეებში ხანძრის პრევენციის ღონისძიებები არ ჩაუტარებია. მიზეზად ბიუჯეტის სიმცირე სახელდება. დაფინანსების საკუთარი წყაროების მოპოვების შესაძლებლობის მისაცემად, სამინისტრომ სატყეო დეპარტმანეტი სატყეო სააგენტოდ გადააქცია. ნათია იორდანიშვილი, სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა–აღდგენის სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის სატყეო დეპარტამენტის მიზნობრივ პროგრამებში იყო გაწერილი, მაგრამ მათი განხორციელება ვერ ხერხდებოდა. ”ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პირველ რიგში ფინანსდებოდა ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტული ღონისძიება, როგორიცაა მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფა. შესაბამისად, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები და აღდგენითი სამუშაოები დაფინანსების გარეშე რჩებოდა“- ამბობს იორდანიშვილი. ნიკოლოზ ბურდული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპატრამენტში 10 წელი მუშაობდა. ამჟამად ბურდული ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორია. იგი 1993 წლამდე პერიოდს იხსენებს, როცა ხანძარსაშიში სეზონის დაწყებისთანავე - ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე - ხანძრის პრევენციის მიზნით, ტყეებს ვერტმფრენები აკვირდებოდნენ. ამჟამად სატყეოს საკუთარი ვერტმფრენი არ აქვს. შესაბამისად, ტყეებზე არც ავიამონიტორინგი მიმდინარეობს. ”ამჟამად ტყის სააგენტოს არ გააჩნია არავითარი ტექნიკური აღჭურილობა”, - ამბობს ნათია იორდანიშვილი. – ”იდეალურ შემთხვევაში, სატყეო სააგენტოს სჭირდება ვერტმფრენი და მცირე მობილური ტექნიკა, ხანძრის პირველადი ლოკალიზებისათვის.” პირველადი ლოკალიზების ერთ-ერთ წყაროს იხსენებს ნიკოლოზ ბურდული, რომელიც 90-იან წლებში მოქმედებდა, როგორც ტყეში ხანძრის პრევენციის მექანიზმი. ეს იყო ტყის მეხანძრის სამსახური, რომელიც ასევე 90-აინი წლების ბოლოს გაუქმდა - ტყის მეხანძრეები ხელფასით უკმაყოფილონი იყვნენ. ტყის მეხანძრეს ტყის ფართობის გარკვეულ ნაწილს აბარებდნენ, რომელზეც იგი პასუხისმგებელი იყო, თვალყური ედევნებინა ხანძრისთვის. ”ტყის მეხანძრე იმიტომ არის საჭირო, რომ მას შეუძლია ხანძარზე ინფორმაციის ძალიან სწრაფად მოწოდება და მის ჩაქრობაში დროულად ჩარევა. ხშირ შემთხვევაში, ხანძარი იწყება 10-15 კვადრატულ მეტრში. იქ მყოფმა ადამიანმა ეს შეიძლება თვითონვე ჩააქროს.” ამჟამად სატყეო სააგენტოსთვის ხანძარზე ინფორმაციის წყარო ტყისმცველი და ადგილობრივი მოსახლეობაა. ”თუ ხანძარი მცირე მაშტაბისაა და შესაძლებელია მასთან საკუთარი ძალებით გამკლავება, ტყისმცველებისა და რეგიონალური სატყეო სამმართველოების თანამშრომლების მეშვეობით ხდება ხანძრის ლოკალიზება. თუ არსებობს გავრცელების საშიშროება, ერთვება საგანგებო სიტუაციათა სამსახურები.” ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ მეტყევეები და მოსახლეობა დროულად აწოდებენ ინფორმაციას სამინისტროს და სხვა ქვეუწყებებს. ”მაგალითად, ბორჯომში 31 ივლისს გაჩენილი ხანძრის შესახებ ინფორმაცია თავად მე, უკვე 15 წუთში მქონდა, ისევე, როგორც ადგილობრივ სახანძროს” თუმცა, იორდანიშვილი აღნიშნავს, რომ პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებდნენ ხანძრის წარმოშობის რისკს ტყეში, ვერ ტარდება სახანძრო პრევენციის სხვა სახეებია: სახანძრო გზებისა და ბილიკების გაყვანა, წიწვოვანი კორომების ქვედა ტოტების მოჭრა და ტყიდან გატანა, ხანძარსაწინააღმდეგო მინერალიზებული ზოლების მოწყობა. მინერალიზებული ზოლების მოწყობა გულისხმობს ხანძარსაშიშ ზონებში 4 მეტრი ნიადაგის მოთოხვნას, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას. არც ის უბნებია გამოკვეთილი, სადაც ხანძრის გაჩენის ალბათობა მაღალია. ასეთ ადგილებს ხანძარსაშიშ უბნებს უწოდებენ. ტყის ინვენტარიზაციის ფარგლებში, უნდა განხორცილებულიყო ხანძარსაშიში უბნების გამოყოფა, რაც ბოლო ათწლეულის მანძილზე არ განხორციელებულა (გარდა ერთეული შემთხვევებისა, მცირე ფართობებზე). ”ხანძარსაშიში უბნების გამოყოფა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში სწორედ აქ უნდა გატარდეს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები და უფრო მკაცრი კონტროლი ხანძრისაგან დაცვის საერთო მოთხოვნებზე ’, - ამბობს ნათია იორდანიშვილი. – ” ხანძარსაშიში უბნის იდენტიფიცირებისას, თავისთავად გვაქვს გამოვლენილი ის ტერიტორია, სადაც პირველ რიგში უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს პრევენციული ღონისძიება. ” ტყეები, მათში ხანძრის განვითარების ალბათობის მიხედვით, ხანძარსაშიშროების ხუთ კლასად იყოფა, რომელთა შორის ხანძრის ყველაზე მაღალ ალბათობას წიწვოვანი ხეები და ბუჩქნარები ქმნიან. წიწვი ადვილად აალებად ფისს შეიცავს. ”ბენზინის ეფექტი აქვს და მისი ჩაქრობა ძნელია”, - აღნიშნავს ნიკოლოზ ბურდული. წიწვოვანი ტყეები საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მეტად სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმშია გავრცელებული. ხანძრების სტატისტიკაც ამ ტერიტორიებს ემთხვევა: აწყურში, რომელიც სამცხე-ჯავახეთს ეკუთვნის, ამჟამად ხანძარია. ხანძარი 2010 წლის 4 აგვისტოს დაიწყო და დღემდე ვერ ხდება მისი ლოკალიზება. უცნობია ხანძრის გავრცელების ამჟამინდელი ფართობი. აწყურში ამჟამად მიმდინარე ხანძარი მიეკუთვნება ე.წ. ტყის მაღლითი ხანძრების კატეგორიას. ასეთი ხანძარი სწრაფად ვრცელდება, ჰაერის ტემპერატურამ კი 900 გრადუსს შეიძლება მიაღწიოს. ასეთი ხანძრის ჩაქრობა რთულია, რადგან უფრო დიდი ალბათობაა მისი მეტ ფართობზე გავრცელებისა (წიწვოვანის შემთხვევაში ალმოდებული გირჩი შეიძლება გადატყორცნილ იქნეს დიდ მანძილზე და გაჩნდეს ახალი კერა) და წვის ინტენსივობისა. შარშან ხანძარი იყო რაჭაშიც, რომელმაც 657 ჰექტარი მოიცვა. სამინისტროს მიერ ზარალი ჯერ დათვლილი არაა. ჯერ არც ტყის ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანის ოდენობაა ცნობილი და არც ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენითი პროექტები არსებობს. პროექტს სახელად ”საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ტყის ეკოსისტემების აღდგენა” ფინეთის მთავრობა და გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს. ”აუცილებლად უნდა მოხდეს აღდგენითი ღონისძიებები და რაც შეიძლება სწრაფად,” - აღნიშნავს ნიკოლოზ ბურდული. – ” ტყე თვითონაც აღდგება, მაგრამ ამას დრო სჭირდება - 10-15 წელიწადი.” ”სწორედ ამიტომ ჩამოვყალიბდით სატყეო სააგენტოდ და ყველა სამოქმედო გეგმა ხორცს შეისხამს”, - იმედოვნებს ნათია იორდანიშვილი, ახლადშექმინილი სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა–აღდგენის სამსახურის უფროსი. სატყეო დეპარტამენტი სატყეო სააგენტოდ სულ 13 დღის წინ გადაკეთდა. კანონის თანახმად, სააგენტოს გააჩნია უფლება, საბიუჯეტო თანხის გარდა, საკუთარი შემოსავლები ჰქონდეს. ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როგორც იორდანიშვილი აღნიშნავს, საკუთარი შემოსავლების გამომუშავება და ხანძრის პრევენციისთვის საჭირო თანხების გამოყოფაა. დამატებითი შემოსავლები მომსახურების გადასახადიდან უნდა შემოვიდეს, რომელიც მოქალაქემ წლიურად უნდა გადაიხადოს ხე-ტყით სარგებლობისას,. თანხები ტყის მოვლას, აღდგენასა და ხანძრის პრევენციას უნდა მოხმარდეს. ნათია იორდანიშვილი ამბობს, რომ სატყეო სააგენტოსთვის, ხანძრების პრევენციის ფარგლებში, პრიორიტეტები მინერალიზებული ზოლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ამ ცვლილების მომხრეა ნიკოლოზ ბურდულიც. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. ეკა ბესელია ტელეკომპანია „კავაკსიასთან“ მომხდარი ინციდენტის შემდეგ http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/imagescaspf7ju-150x150.jpgდაკავებული 8 ახალგაზრდისთვის თბილისი საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებს. მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელძღვანელი ამბობს, რომ ზვიად ბლიაძეს, ავთანდილ ზუმბაძეს, გიორგი შალამბერიძეს, ჯაბა გურჩიანს, რატი მაისურაძეს, შალვა აფხაიძეს, გიორგი გაბედავას და ლევან ჩაჩუას თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს, რომ მართლმადიდებლობის ფასეულობებს იცავდნენ… http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/beselia_xat_13_08_2010wmv_000004400.jpg itvს ლინკი
  15. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/other/patriotul_banakshi.jpgრუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ პატრიოტიზმის გააქტიურებისკენ მიმართული ძალისხმევა საქართველოში ახალი გადაუდებელი აუცილებლობა გახდა. polity.ge
  16. წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის გამართვის ოფიციალური თარიღი 12-19 სექტემბერია. 2006 წელს დაარსებულ ფესტივალს ”ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი” უკვე მეხუთედ უკეთებს ორგანიზებას. ტრადიციულად, ფესტივალი შემდეგ განყოფილებებს სთავაზობს მაყურებელს: მხატვრული და დოკუმენტური ფილმების კონკურსი, გერმანული ფილმები, „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“, რეტროსპექტივა, „ოსტატების კოლექცია“ და „შეხვედრა ჟიურისთან“, რომელიც ჟიურის წევრების ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს. ფილმებს ჟიური ორი სხვადასხვა შემადგენლობით შეაფასებს. მთავარ ჟიურის წარმოადგენენ პოლონელი რეჟისორი ზბიგნევ რიბჩინსკი, ბულგარელი კინოთეორეტიკოსი ბოჟიდარ მანოვი, ქართველი დოკუმენტალისტი ნინო კირთაძე და ავღანელი რეჟისორი სიდიქ ბარმაკი, ავტორი ევროპულ ფესტივალებზე ნაჩვენები ფილმისა „ოპიუმის ომი“, რომელიც ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოპიუმის ველზე აღმოჩენილი ამერიკელი ჯარისკაცების და საბჭოთა ტანკში მცხოვრები ავღანური ოჯახის ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ჟიურის ჩიკაგოს საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის დირექტორი, ქრისტოფერ კამისჩევი უხელმძღვანელებს, რომელიც დიდი ხანია ბათუმის საავტორო კინოფესტივალთან თანამშრომლობს და 2008 წელს ფესტივალის პროგრამის დირექტორიც იყო. ჟიურის სხვა წევრები არიან: ვასილი სიგარევი (რუსეთი), მაიკლ ბრუკი (ბრიტანეთი), სეიფოლა სამადიანი (ირანი). ახალგაზრდული ჯიურის შემადგენლობაში შეიძლება ნუცა კუხიანიძეც მოხვდეს. ზვიად ელიზიანი, ფესტივალის მენეჯერი ამბობს, რომ წელს ფესტივალის სტუმარი ირანული კინო იქნება. ბათუმში საპატიო სტუმრად ირანელ კინორეჟისორს, აბას ქიაროსტამის ელოდებიან. გაიმართება ირანული კინოს რეტროსპექტივაც. სექციაში „აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო“ მაყურებელი ქიაროსტამის სამ ფილმს ნახავს („სად არის მეგობრის სახლი“ 1997; „სიცოცხლე გრძელდება“ 1991; „ზეთისხილის ხეების ქვეშ“ 1994). ამავე განყოფილებაშია ჰომაიუნ ასადიანის ფაჯრის 28-ე კინოფესტივალზე პრემირებული ფილმი „ოქრო და სპილენძი“, რომელიც ბათუმის შემდეგ ვანკუვერის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიემგზავრება და რომელსაც საერთაშორისო კინოდისტრიბუტორი მოჰამად ატებაი პროპაგანდისტულ ფილმად მოიხსენიებს. ამ შეფასების დაზუსტების და კიდევ ერთი ახალი ირანული ფილმის, „ღრუბლებში ნავარდი“ ნახვის შესაძლებლობა კინომოყვარულებს საქართველოში სექტემბრის შუა რიცხვებში ექნებათ. ისტორია ირანელი სკოლის მოსწავლისა, რომელიც ჯერ სიგარეტს უსინჯავს გემოს, შემდეგ კი ნარკოტიკსაც, ივლისში „დამოუკიდებლების ფორუმზე“ კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებშიც აჩვენეს. ასევე ირანული სურათია ჩართული საკონკურსო პროგრამაში („რაღაცეები, რასაც არ იცნობ“). ყოველწლიურად ბათუმის საავტორო კინოფესტივალი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის ერთ ქართველ და ერთ უცხოელ კინემატოგრაფისტს აჯილდოებს. წელს ეს პრიზები პოლონელ ზბიგნევ რიბჩინსკის და ქართველ ოთარ იოსელიანს გადაეცემათ. მოეწყობა რიბჩინსკის მოკლე ფილმების რეტროსპექტივაც. ძალიან საინტერესო პროგრამა ელის მაყურებელს „ოსტატების კოლექციის“ განყოფილებაში. აქ სულ ხუთი ფილმი იქნება და ხუთივე ცნობილი რეჟისორის. საუბარია რომან პოლანსკის, ვუდი ალენის, ჯიმ ჯარმუშის, ნიკიტა მიხალკოვის ბოლო ფილმებზე და ლუკ ბესონის ბოლოს წინა ნამუშევარზე („ადელ ბლან–სეკის უჩვეულო თავგადასავალი“). საფესტივალო ჩვენებები ბათუმის დრამატულ თეატრში და კინოთეატრ „ინტერნაციონალში“ გაიმართება. კინოთეატრი „თბილისი“ ამჟამად არ ფუნქციონირებს და როგორც ზვიად ელიზიანი ამბობს, მომავალში შენობას კინოთეატრის ფუნქცია, სავარაუდოდ, არ ექნება. ორგანიზატორები ორივე სივრცეს ჩვენებებისთვის სახელდახელოდ მოამზადებენ, ვინაიდან დრამატულ თეატრს არც აქვს კინოთეატრის ფუნქცია, ხოლო „ინტერნაციონალი“ ფესტივალის მასპინძლობისათვის ამ ეტაპზე გაუმართავია. ფილმების ძირითადი ნაწილი ფირზე, ხოლო ნაწილი სხვა სახის მატარებლებზე იქნება ნაჩვენები. წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალს კიდევ ერთი სიახლე აქვს – ფესტივალზე დასასწრებად და გასაშუქებლად ორგანიზატორები ბლოგერებს ეპატიჟებიან. ბლოგერებს ფესტივალის კატალოგები და მაისურები გადაეცემათ, ისევე, როგორც ორი დამატებითი აბონემენტი სეანსებზე უფასოდ დასასწრებად. ამ იდეის ავტორი და ინიციატორი ფესტივალის მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი ნანა კვაჭაძეა. „სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბლოგერების პოპულარობა თანდათან იზრდება და დღეს ინტერნეტის ძალიან ბევრი მომხმარებელი ბლოგების მკითხველია. ეს არის შანსი ფესტივალისთვის, რომლის სურვილია, ბანალურად მომზადებული სტატიებისა თუ ტელესიუჟეტების გარდა, კინოფესტივალი ახალი მედიის საშუალებით გაშუქდეს, და ასევე ბლოგერები გახდნენ უფრო წარმატებულნი და კონკურენცია გაუწიონ ტრადიციულ ჟურნალისტიკას“, – ამბობს ნანა კვაჭაძე. მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ფეისბუქის გვერდზე. ორგანიზატორები დიდი რაოდენობით მაყურებელს ელიან. ყველაზე მეტი სტუმარი ფესტივალს შარშან ჰყავდა, როცა საღამოს სეანსებზე დარბაზები თითქმის მთლიანად ივსებოდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  17. wlebi 1998 1999 2000 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 tyis xanZrebis raodenoba, erTeuli 31 13 34 28 36 5 21 23 95 6 32 15 xanZriT moculi tyis farTobi, ha 308.2 37.1 85 148 607 52 32 44.8 765.77 3,4 1269, 5 673,08 წინასწარი მონაცემები - 70 xanZris Sedegad satyeo meurneobisaTvis miyenebuli zarali, aTasi lari 24.1 14.8 22.4 43.3 50.4 2.6 39.5 541.0 23660.8 ზუსტი ციფრი უცნობია 170 373, 2 + მილიარდი ლარი ზარალი ჯერ არ დათვლილა ზარალი ჯერ არ დათვლილა უხეში გამოთვლებით, 1998 წლიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ტყეებში ხანძარი 339-ჯერ გაჩნდა, 4025,85 ჰექტარი ფართობი მოიცვა და 194 772.1 ლარის ზარალი გამოიწვია (არ ითვლება მილიარდი ლარი, რომელიც ბორჯომის ტყეებში 25 დღის განმავლობაში მიმდინარე ხანძარმა გამოიწვია). მონაცემები შედგენილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ. ინფორმაცია ეყრდნობა რეგიონებიდან წარმოდგენილ ოქმებს. უფრო ძველი მონაცემები სამინისტროს არ გააჩნია. ცხრილში მოცემული ერთადერთი მონაცემი - მილიარდი ლარი, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს არ დაუთვლია - ბორჯომის ტყეში 2008 წელს გაჩენილ ხანძრის ზარალს უკავშირდება. ის ზოოლოგიის, ბოტანიკის, სამთო მეტყევეობისა და წყალთა მეურნეობის ინსტიტუტებმა დათვალეს. მათ მიერ დათვლილმა ზარალმა მილიარდ ლარს გადააჭარბა. სამინისტროს განცხადებით, 2009 წლის მონაცემების დათვლა იმიტომ არ მოხდა, რომ შარშან ხანძარი გვიან შემოდგომას დაიწყო, ზამთარში კი ტყეში შესვლა გაძნელდა. 2010 წლის გაზაფხულიდან, სატყეო დეპარტამენტის რეორგანიზაციის გამო, ისევ ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების დაწყება. სულ, 2003 წელს სახელმწიფო ტყის ფონდის ერთიანი აღრიცხვის მაჩვენებლების მიხედვით, სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ფართობია 3 005 300 ჰა; ტყით დაფარულია – 2 772 400 ჰა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  18. ლონდონის "ვესტ ჰემი" ძირითად გოლკიპერს რობერტ გრინს ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს შესთავაზებს. ამის შესახებ განცხადება "ვესტ ჰემის" მფლობელმა დევიდ სალივანმა გააკეთა. იხილეთ fanebi.com
  19. http://www.polity.ge/images/catalog/georgia/conflicts/apxazeti_02.jpg2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავზე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა საქართველოში, ჰანს იორგ ჰაბერმა წერილი გამოაქვეყნა და თბილისი იმ პოლიტიკისთვის შეაქო, რასაც თავად „კონსტრუქციულ უნილატერალიზმს“ უწოდებს. polity.ge
  20. ოჩამჩირეში “სობოლის” ტიპის რუსული სადარაჯო კატარღა ჩავიდა. აფხაზური წყაროების ცნობით, ოჩამჩირეში კატარღას ადგილობრივი ადმინისტრაციისა და რუსეთის “ეფ-ეს-ბეს”… ლინკი მედიანიუსზე
  21. სენაკი-აბაშის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოავარიას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი მცირე წლოვანი ბავშვია, შემთხვევის… ლინკი მედიანიუსზე
×
×
  • შექმენი...