Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ♥.სიყვარული ცხოვრების გვირგვინია,იგი მოიცავს ყველაფერს-ბეთჰოვენი. ♥.სიყავრულია,როცა ორი ერთ არსებად შეერთდება,მამაკაცი და ქალიანგელოზად იქცევა.სიყვარული ზეცაა.-ჰიუგო. ♥.სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია,მაგრამ საჭიროა დიდიგამბედაობა,რომ მიხვდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე-სტენდალი. ♥.სიყვარული უძველესი,უახლესი და ერთადერთი მსოფლიომოვლენაა.-რიუკერტი. ♥.სიყვარული-ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება,იპოვოსმეორე,რომლისკენაც მიისწრაფვის.-ტომას ჰობსი ♥.სიყვარული ტკივილია,ვისაც არ სტკივა,მას არ უყვარს.-როზანოვი. ♥.სიყვარული-ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ,სიმშვიდისაკენ.-ნეტარიავგუსტინე ავრელიუსი. ♥.სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება,რადგან იგი ეთდროლად ეუფლებათავს,გულს და სხეულს.-ვოლტერი. ♥.სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.-გორკი. ♥.სიყვარული რაა ბრძენო?-ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა:,,ორი სული-ერთიფიქრი,ორი გული-ერთი ფეთქვა’‘-ჰალმი. ♥.სიყვარული ერთადერთი გზაა,რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულღირსებას აღწევენ.-ბალზაკი. ♥.სიყვარული ყველაზე უფრო საინტრერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურსისუსტეებს შორის.-ჩარლს დიკენსი. ♥.სიყვარული ცეცხლია:თუ არ კვებავ-ქრება.-მიხეილ ლერმონტოვი. ♥.სიყვარული უფრო ძლიერია,ვიდრე სიკვდილის შიში.-უილიამ შექსპირი. ♥.სიყვარული ძლიერია,როგორც სიკვდილი,მაგრამ მსხვრევადია,როგორცმინა.-გი დე მოპასანი. ♥.სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის.-გალაკტიონ ტაბიძე. ♥.სიყვარული გრძნობათა სარდალია. ♥.რა არის სიყვარული?-ვნება,რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელდედამიწას,ხოლო მეორე მხარეზე,მხოლოდ დამხოლოდსიყვარულის საგანს.-ნაპოლეონი. ♥.სიყვარული არის თავის დავიწყება.-გრიგოლ ორბელიანი. ♥.სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.-კაზანოვა. ♥.თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული,მაშნ მას არავინჰყვარებია.-ვიქტორ ჰუგო. ♥.რაც უფრო დიდია ადამიანი,მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული.-ლეონარდოდა ვინჩი. ♥.ყოველგვარი სიყვარული,ფრთხილია და მშიშარა.-ილია ჭავჭავაძე. ♥.ეჭვიანობა სულია სიყვარულისა.-იაპონური ანდაზა. ♥.სიყვარულს არ ჰყავს ეჭვიანობაზე მახლობელი და მასზე დიდი მტერი.ასევერკინის უდიდესი მტერია ჟანგი,რომელიც მიგსნვე გამოდის.-ჯორდანო ბრუნო. ♥.ვნებანი ჭკუას ანიჭებენ ყველაზე უფრო ბრიყვს ადამიანებს და აბრიყვებენყველაზე ჭკვიანებს.-სენეკა. ♥.სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა,რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს დაარც ბრიყვებს.-ალფრედ კამიუ. ♥.სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობაში.-მეტერლინკი. ♥.რასაც უდიდესი ფილოსოფოსიც ვერ განმარტავს,მაგრამ უდიდესი ბრიყვიცკი განიცდის,ამას უწოდებენ სიყვარულს.-გერმანული ცხოვრებისეული სიბრძნე. ♥.სიყვარული-აი,ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება!საყვარლის ყოლამკლავებში-აი,ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი.-მოპასანი. ♥.სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ.-მოციქული პავლე. ♥.სიყვარული ერთადერთი ზღაპარია,რომელიც არ იწყება სიტყვებით ,,იყო დაარა იყო რა”,მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.-ლობერგერი. ♥.სიყვარული ცვარია ცისა,რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრებისფიალაში,რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს ♥.სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა.-ვაჯა-ფშაველა. ♥.თუ გსურს სხვებს უყვარდე,შენ თვითონ უნდა გიყვარდეს.-სენეკა. ♥.იმისთვის გავჩნდი,რომ მიყვარდეს და არა მძულდეს.-სოფოკლე. ************************************************ ,,მე არ ვიცი პროფესია,რომელიც იმაზე უფრო ფაქიზ ფორმებსა და უფროწმინდა ზნეობას მოითხოვდეს,ვიდრე თეატრია”-დიდრო. ,,ცუდი სურათი შეიძლება დამალო,საძაგელი ქანდაკება-დაამსხვრიო,მაგრამროგორ მოვექცეთ სახლის ფასადს?”-დიდრო. ,,ცოლი საყვარელი როდია,იგი ჩვენი ცოვრების მეგობარი დათანამგზავრია და ჩვენ თავიდანვე უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს,რომ გვიყვარდეს ისმაშნაც,როდესაც ხანში შევა,და მაშინაც,როცა დაბერდება”-ბელინსკი. ,,ყოველივე ცოცხალი,ბრძოლის შედეგია”-ბელინსკი. ,,შრომა აკეთილშობილებს ადამიანს”-ბელინსკი. ,,ადამიანი არც მხეცია და არც ანგელოზი,მას არც ცხოველურად უნდაშეუყვარდეს და არც პლატონურად,არამედ ადამიანურად”-ბელინსკი. ,,დიდი ადამიანები ზოგჯერ წვრილმანებშიც კი დიადნი არიან”-ვოვენარგი. ,,პატარა ადამიანები პატარა თანამდებობაზე უნდა დააყენო..”-ვოვენარგი. ,,გონებით ნათელი უნდა იყო,ზნეობით-წმინდა,ფიზიკურად-ფაქიზი.”-ჩეხოვი. ,,არაყი თეთრია,მაგრამ ცხვირს აწითლებს და სახელს აშავებს.”-ჩეხოვი. ,,ფრთხილად უნდა იყო,რომ ქებით ამპარტავნობა არ გაიღვივო”-ლევტოლსტოი. ,,მშვიდობა-ცივილიზაციის სიკეთეა,ომი კი-მისი დანაშაული”-ვიქტორ ჰუგო. ,,არ შეიძლება,მბრძანებელთა დანაშაულებანი დავაბრალოთ იმათ,ვისზეცისინი ბატონობენ;მთავრობა ხშირად შედგება ბანდიტებისაგან,ხალხიკი-არასოდეს.”-ვიქტორ ჰუგო. ,,დაშნას გადაამტვრევ,იდეას კი ვერ აღმოფხვრი”-ვიქტორ ჰუგო. ,,იმისთვის,რომ სავსებით ბედნიერი იყო,საკმარისი არ არის ფლობდებედნიერებას,ჯერ უნდა დაიმსახურო იგი”-ვიქტორ ჰუგო. ,,მინდა ვიყო სახელოვანი,-ეს ბედნიერებაა;მაგრამ,მინდა სასარგებლოვიყო-ეს მოვალეობაა.”-ვიქტორ ჰუგო. ,,დედის ხელები ხორცშესხმული სინაზეა,ბავშვებს კარგად სძინავთ ამხელებზე”-ვიქტორ ჰუგო. ,,ავტორი ქმნის წიგნს,საზოგადოება კი მიიღებს ან უკუაგდებს მას,წიგნისშემოქმედი ავტორია,მისი ბედის შემოქმედი კი-საზოგადოება.”-ვიქტორ ჰუგო. ,,თუ მიზანი არ გაქვს,-არაფერს აკეთებ და დიადსაც ვერაფერს გააკეთებ,თუმიზანი უმნიშვნელოა”-დიდრო. ,,ადამიანები ვეღარ აზროვნებენ,როდესაც აღარ კითხულობენ”-დიდრო. ,,უსარგებლო სიცოცხლე უდროო სიკვდილია”-გოეთე. ,,ყოველ უპრინციპო საქმიანობას გაკოტრებამდე მივყავართ”-გოეთე ,,ყველას გააჩნია საკმარისი ძალა,გააკეთოს ის,რაშიცდარწმუნებულია”-გოეთე. ,,საქციელი სარკეა,რომელშიც თვითეული თავის სახეს გვიჩვენებს”-გოეთე. ,,საქციელში ჩადენილ შეცდომებს უფრო იოლად ვაღიარებთ,ვიდრეაზროვნებაში დაშვებულ შეცდომებს”-გოეთე. ,,მხატვარი გვჭირდება თვით უდიდესი ბედნიერებისა და უდიდესიუბედურების წუთებშიც კი.”-გოეთე. ,,ბედნიერება არის სიამოვნება უსინანულოდ”-ლევ ტოლსტოი. ,,რაც უნდა მოხდეს მხნეობა არ დაკარგო”-ლევ ტოლსტოი. ,,ერიდე ყველაფერს,რაც შენს სინდისს არ მოსწონს”-ლევ ტოლსტოი. ,,სიყვარული ნიშნავს ცოცხლობდე იმის სიცოცხლით,ვინც გიყვარს”-ლევტოლსტოი. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/download_4.jpg კატეგორიები: ხელოვნება / ლიტერატურა View the full article
  2. ავტორი დარეჯან პაატაშვილი 20:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! http://2.bp.blogspot.com/-M67DRzFN6C4/T_sABng2I5I/AAAAAAAAHqo/GMDWfkEqSKE/s200/111.JPGწერეთლის გამზირზე მდებარე საპატრულო პოლიციის შენობაში ოთხი დაკავებული მიიყვანეს, რომელთათვისაც, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი ხელბორკილი იყო გამოყოფილი. როდესაც საპატრულო პოლიციის შენობაში მყოფი დაკავებული კამერის წინ ორჯერ შეიყვანეს შენობაში დაკავების იმიტაციით, მას ხელბორკილი შეხსნეს და მეორე დაკავებულს დაადეს. ამის შემდეგ უკვე მეორე დაკავებულმა გაიარა ორჯერ "პოლიციურ პოდიუმზე". http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
  3. 9 ივლისს საზოგადოებირვი მაუწყებლის სააპელაციო ორგანომ (სამეურვეო საბჭომ), ექვსი წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი, ზურა ვაზაგაშვილის მშობლების საჩივარი დააკამყოფილა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წლის 2 მაისს საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ 16:00 საათზე გასულ გადაცემაში ზურა ვაზაგაშვილის შესახებ სიუჟეტში ჯეროვანი სიზუსტე დაირღვა. 9 ივლისი, 2012 - 19:14 9 ივლისი, 2012 - 19:14 By: ნატა ძველიშვილი /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/be048ae2-b29d-44d7-a527-26681f756448.jpg სრული ტექსტი View the full article
  4. „მცხეთა მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ჟურნალისტმა, გელა მთივლიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. 9 ივლისი, 2012 - 19:03 9 ივლისი, 2012 - 19:03 /sites/www.media.ge/files/imagecache/teaser/images_2.jpg სრული ტექსტი View the full article
  5. ავტორი ირაკლი სვანიძე 16:20 09.07.2012 ეს ისეთი დამღაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! http://4.bp.blogspot.com/-2LFcVGJlUrQ/T_rEy1S4vAI/AAAAAAAAHqI/C3aBR3p0j3A/s200/ugulava.jpgგასულ კვირას, სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულმა სიუჟეტმა, რომელშიც, ავტორის სიტყვებით, ფარულად ჩაწერილი ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჰყვებოდა იმის შესახებ, რომ თბილის მერი გიგი უგულავა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხშირად ხმამაღლა ელაპარაკებოდა და ზოგჯერ უყვიროდა კიდეც, საზოგადოება შოკში ჩააგდო. მართალია, დედაქალაქის მერმა "გასაფრენად გახაზირებული ანგელოზის" როლი შეითავსა და ყველაფერი უარყო, მაგრამ ვერაფერი დააკლო საზოგადოების განწყობას საკუთარი პერსონისადმი. ამ განწყობის პათოსი კი მისთვის არცთუ სასიამოვნო მოსასმენია, რადგან მრევლის საეკლესიო წესებში განსწავლულობას და სასულიერო იერარქისადმი მორჩილებას რომ თავი დავანებოთ, აქ საქმე ელემენტარულ ნდობას ეხება, რომლის დეფიციტსაც ქართველი ხალხისგან ბატონი უგულავა მწვავედ განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდმა ამ საკითხზე ოფიციალური განმარტებისგან თავი შეიკავა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა დავიწყებას მიეცემა. გასაგებია, რომ უაღრესად მლოცველი და ყველას (მათ შორის მისი მაძაგებელის) დიდსულოვნად მოსიყვარულე პატრიარქი მამაშვილურად შეუნდობდა თუნდაც პირადად მასთან ქედმაღლურად მოქმედ ადამიანს და ცალსახად აირჩევდა მიტევების ფორმას. გაუგებარი ის არის, თუ როგორ აძლევს უფლებას ნებისმიერი ადამიანი (თუნდაც მაღალჩინოსანი), მოწიწების გარეშე მიეახლოს ერის სულიერ მამას და უზრდელურად ხმა აღიმაღლოს მის წინაშე. კვანძი ძალიან სახიფათოა და ის რომ ადრე თუ გვიან გაიხსნებოდა, ცხადზე ცხადი იყო. ხმები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ვერ ეგუება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი ხალხის უანგარო სიყვარულს და უღირსი ხერხებით ცდილობს ამ ავტორიტეტის დაკნინებას, დიდი ხანია საზოგადოებაში ვრცელდება. ხელისუფლების ზოგიერთ წევრს შესაძლოა საპატრიარქოს კარიბჭე და ეკლესიის წმინდა საკურთხეველი პარლამენტის ან მერიის მისაღები ჰგონია, მაგრამ ავიწყდება, რომ ეკლესიის საჭეთმპყრობელი უფლის მიერ ხელდასხმულია და მასთან ჩინოვნიკური ტერმინოლოგიით არ უნდა ილაპარაკო. გაკვირვებას იწვევს ხალხში გავრცელებული ხმები იმის შესახებაც, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები ეპისკოპოსებს "ძმაკაცობით” და ზედმეტად გაშინაურებული ურთიერთობების ხაზგასმით მოიხსენიებენ: "ეს ჩემი კაცია და ის იმის". საეკლესიო იერარქებისადმი ასეთი მიდგომაც არ არის ბევრისთვის უცხო ხილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ზოგიერთმა ძალიან ცუდად შეაჩვია ენა სასულიერო პირებს და ცდილობს მრევლსაც ამ აგდებული სითამამით გაუხედნოს ყური. თბილისის მერს, წესით და რიგით, მეუფე სერაფიმეს სიტყვებზე საჯარო კომენტარი არც უნდა გაეკეთებინა. ის უნდა მისულიყო საკუთარ სულიერ მოძღვართან, მასთან ერთად ხლებოდა მეუფეს და სინანულის ღრმა განცდით, პირად საუბარში გაერკვია ის გაუგებრობა, რაშიც აღმოჩნდა. "უგულავამ მაინცდამაინც განხეთქილების გზა არჩია, გამოვიდა და "ჯოჯოხეთის კართან მდგომი"(!) (მისივე სიტყვებია) მეუფე ცილისმწამებლად ისე შერაცხა, რომ არც კი დაფიქრებულა, რამხელა ტრავმას აყენებდა მის მრავალრიცხოვან მრევლს. წეღან ნდობა ვახსენეთ და, რასაკვირველია, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ეკლესიას ენდობა. ამდენად, მეუფე სერაფიმეს სიტყვები, მით უმეტეს, რომ მისი უტყუარობა ბევრმა მოძღვარმაც დაადასტურა, მრევლმა ირწმუნა. ან კი რა საფუძველი ჰქონდა ხალხს მეუფისადმი უნდობლობის? რაც შეეხება ხელისუფლებისადმი ნდობას და მით უფრო ეკლესიასთან (რომლის თხოვნასაც ამ ქვეყნის მმართველნი თითქმის არასოდეს ითვალისწინებენ და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს!) ურთიერთობის საკითხში, ამ მხრივ საზოგადოებას თავისი დამოკიდებულება აქვს და არც გაემტყუნება. რომელი ერთი გავიხსენოთ? რელიგიის შესახებ გახმაურებული კანონი თუ რიყეზე, ასი ათასი მოწამის წმინდა ადგილას ბუდა-ბარის მშენებლობა (პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, რომ ეს არ გაეკეთებინათ); დავითგარეჯას იდუმალებით მოცული და მიტაცებული ტერიტორიების ნაწილი თუ აზიზიეს მეჩეთის აგების მცდელობა საპატრიარქოს ნების საწინააღმდეგოდ; ბაგრატის ტაძრის აღდგენის დროს საპატრიარქოსთან ერთად დამტკიცებულ გეგმაში "შემთხვევით” შემოპარებული", ქართული ხუროთმოძღვრებისთვის სრულიად შეუფერებელი ლიფტი და შუშებიანი არქიტექტურა თუ სიონის მხარდამხარ კაზინოს წამოჭიმვა... კიდევ რამდენი გავიხსენოთ? არ ავიწყდება ქართველობას ფერიის მთაზე ეკლესიის საძირკვლის ნგრევის ფაქტი და ამის მერე, თავდაყირა რომ დადგე, ვერაფრით დააჯერებ, რომ თავგადაკლული მორწმუნე ხარ (არც ის ავიწყდება ხალხს, რომ ამ ფაქტის მერე, ხელვაჩაურის გამგებელს კაბინეტის ჭერი თავზე ჩამოემხო და ამის მერეც ჯიუტად გაიმეორა, რომ მართალი იყო, როდესაც ეკლესიის საძირკველი მოშალა(?!))... ხალხში ჯერაც არ მინელებულა აღდგომის ღამეს ეპისტოლეს კითხვისას "შემთხვევით” გამოტოვებული" მონაკვეთი, სადაც პატრიარქი გულისტკივილით მიგვითითებდა, რომ საქართველოში, როგორც არასდროს(!) უზნეობამ იმძლავრა და დასტურად მოჰყავდა ზემოთ ნახსენები ბუდა-ბარის და კაზინოს მშენებლობის ფაქტები. გავრცელებული ინფორმაციით, "ვიღაცას” გულზე ეკლად დაესობოდა" დედაქალაქში არსებული სიწმინდეების გვერდით ცოდვის ბუდეების მხილება და ხალხის გულისწყრომის თავიდან ასაცილებლად, იმ "ვიღაცამ" გაბედა და აღდგომის ღამეს ეპისტოლედან თვითნებურად ამოაგდო (როგორც სტუდია გნს აცხადებს, ესეც ჩვენი ყოფილი სტიქაროსანი მერის სინდისზეა) მამხილებელი საბუთი(?!)... ამის შემდეგ ძალიან იოლია დაიჯერო, რომ ასეთი თავგასული ხალხი ყველაფერს იკადრებს და მათ შორის თვით უწმინდესის შეურაცხყოფასაც (თუმცა ამით საკუთარ თავს ამხელენ და შეურაცხყოფენ)! აუცილებლად უნდა ითქვას ერთიც: ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ჩვეულებრივი მოკვდავებისგან დაცვას არ საჭიროებს, რადგან მას თავად უფალი იცავს და ვინც იცის, რას ნიშნავს სიტყვები - "უფალს მინდობილი", მისთვის ნათელია ყველაფერი. მასზე ზეწოლა და მისი შეშინება წარმოუდგენელია და ამას ვერავინ მიაღწევს ვერასდროს(!). მასზე უანგაროდ მლოცველთ და თქვენ წარმოიდგინეთ, მტრებსაც კი(!) მისი იმედი აქვთ, რადგან მშვენივრად უწყიან, რომ ჩვენს პატრიარქზე მიმტევებელი ადამიანი დღეს ძნელად მოიძებნება დედამიწის ზურგზე, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მის ამ სათნო თვისებას მშვენივრად იყენებენ და იმდენად უთამამდებიან, რომ საერთოდ კარგავენ რიდს ერის სულიერი მამის მიმართ. ყველამ კარგად დაიმახსოვროს: საქართველოში დღეს ერთადერთი და უპირობო ავტორიტეტი ჩვენი უწმინდესი პატრიარქია, მილიონობით მორწმუნეს ის საკუთარ თავზე მეტად უყვარს და ვერავის აპატიებს ქართველი კაცი მის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას, მით უმეტეს ყვირილს. გამგებმა გაიგოს! პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ტალახი, სასულიერო პირების მისამართით ნასროლი, მსროლელებს უბრუნდებათ და ამით უფრო მაღლდება საპატრიარქოს ავტორიტეტი, ეს უზნეო კამპანია მაინც გრძელდება და რით შეიძლება დასრულდეს ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ მყოფი დედა-ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული, უკვე შეუნიღბავი(!) ბრძოლა, ყველას, მით უფრო ბატონ გიგი უგულავას, როგორც სასულიერო სემინარიის ყოფილ სტუდენტს და საქართველოს პატრიარქის სტიქაროსანს, სხვაზე უკეთ უნდა მოეხსენებოდეს. რაც შეეხება წმინდა სინოდის წინაშე ყვირილს, ეს ისეთი დამღაა, რომელსაც უგულავა (სატელევიზიო აღიარებისა და მონანიების გარეშე) სიცოცხლის ბოლომდე ვერ მოიცილებს! http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
  6. 16:00 09.07.2012 გიხაროდენ - იმღერეს შევარდნაძის მხარდასაჭერად... „აწვიმდნენ“ 2003 წლის რევოლუციას... მომღერალთა და მოცეკვავეების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა ქართული პოლიტიკური ბომონდი. http://3.bp.blogspot.com/-LjPh9Do6JV8/T_rDUzPXaMI/AAAAAAAAHp8/HYi0KYVw7c4/s200/9709Merab-sepashvili%2Bgeonews.jpgმერაბ სეფაშვილი მათში არასოდეს გარეულა! ბადრი პატარკაციშვილის „არტ-იმედში“ გენერალურ დირექტორად იღვაწა და ერთ-ერთი მუსიკალური არხის ხელმძღვანელად მოგვევლინა ბოლოს. მერე, რევოლუციის მერე, სხვადასხვა ტელეკომპანიების დახურვას „პირველი სტერეოს“ „გადახალისებაც“ მოჰყვა და მერაბ სეფაშვილმა კვლავ სიმღერა გააგრძელა... იგი არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში. არც დითირამბები მიუძღვნია არავისთვის, ბევრისგან განსხვავებით. ბოლოს, ნოემბრის მიტინგებზე გამოჩნდა... ჯემალ სეფიაშვილთან, ეკა კვალიაშვილთან და სხვებთან ერთად... „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“ - იმღერა ღია ცის ქვეშ, ფონოგრამის გარეშე და ასიათასობით ადამიანს ცრემლი მოადგა... მაშინ ხალხის გვერდით იდგა მერაბი! ახლა წინასაარჩევნო ფუსფუსია... თავადაც 5 იანვრისთვის ემზადება და... „5“-იანი უნდა შემოხაზოს საარჩევნო ბიულეტენში. ეს კარგია! კარგია, რადგან თავის პოზიციას არ მალავს! და, სხვებივით ბუჩქებში არ იმალება... არადა, ყველა ჩვენგანს ბევრი გვინახავს პირში მოცინარი და მერე დამალული. ახლა სხვა დროა! მთავარია, წინასაარჩევნო ხმა არ წაგერთვას, ხუთოსანივით მოიქცე და უსაქმურობას ვერავინ დაგწამებს. წინასაარჩევნოდ ყველას გაახსენდებით! მანამდე, კუტუნიო და რუსლანა უნდა ამღერონ წვიმიან თბილისში, მოცეკვავე შადრევნებთან... ჰო, რუსლანა თუ რუსლანი მაშინ უნდა აემღერებინათ კიდევ, ასლანი რომ გაიქცა. ახლა 5 იანვარი ახლოვდება. მომღერლებს, რომლებიც რევოლუციის შემდეგ სცენას ნატრულობდნენ და ქართული სიმღერის გარდაცვალებას მისტიროდნენ, წინასაარჩევნოდ საქმე გაუჩნდათ. წინასაარჩევნოდ ბევრმა მათგანმა „ღირსების ორდენიც“ დაიკიდა გულზე, პრეზიდენტისგან ბოძებული. სულ ახლახან, თან... ბევრმა საკუთარი დამოკიდებულება, არცთუ თბილი - არ დამალა და... ხელისუფლებამ „დაიკიდა“ ისინი... „ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე, გაიმარჯვებ, იცოდე, ჩემო ვაჟკაცო!“ - იმღერა მერაბ სეფაშვილმა ორიოდე დღის წინ და სცენაზე უმალ მიხეილ სააკაშვილი აიჭრა... მერაბ სეფაშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა! ჯერი თქვენზეა, ძვირფასო მკითხველო! ყველასათვის საყვარელ მომღერალს მერაბ სეფაშვილს მის მიერ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯისა და „რჩეული გმირების“ თაობაზე მკითხველთა თხოვნით ვესაუბრეთ: მერაბ, საზოგადოებისთის საკმაოდ მოულოდნელი იყო შენი გამოჩენა მიხეილ სააკაშვილის გვერდით..., რედაქციაშიც რეკავენ და არჩევნებისადმი შენი კონკრეტული დამოკიდებულებით ინტერესდებიან მკითხველები... -არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ... ორიოდე დღის წინ „რუსთავი-2“-ის ეთერით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ჩანდა, რომ შენ პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილს უჭერდი მხარს... -მე ისედაც მიშას ვუჭერ მხარს! საარჩევნო კამპანიაში მასთან ერთად ვარ! თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზეც იყავი შენ მისული და ასი ათას კაცს ფონოგრამის გარეშე უმღერე... -იქ რომ ვიყავი, კი არ ვთანამშრომლობდი მათთან... მიტინგზე ვიყავი, უბრალოდ... „შენი გმირი“ უწოდე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და მართლა შენს რჩეულ გმირად თვლი მას? -მე არ ვერევი პოლიტიკურ პროცესებში. ჩემი აზრი გამაჩნია, მართლა ჩემი მეგობარია მიშა და... ხალხს მინდა ვუთხრა: არავის გვერდით დგომა საქმეს არ წაადგება! ამ ქვეყნის გვერდით უნდა ვიდგეთ ყველანი, თუ გვინდა, რომ რაღაცა აშენდეს და გაკეთდეს! მე საერთოდ არ მინდა რუსეთის აქ შემოსვლა... დაანებონ მიშას თავი, მართლა ნუ გაუწყალეს გული... ტელევიზორს უყურებს, საერთოდ, ეს ხალხი? გადართონ რუსეთის არხზე და ნახავენ - პირდაპირ რომ აცხადებენ, აფხაზეთი უნდა ვაღიაროთო... ომობს ეს კაცი და, აბა. ომში არ უნდა დავუდგე გვერდით? აბა, რაღა მოქალაქე ხარ... თბილისური ჭორები სულ არ მჭირდება დღეს... სააკაშვილს, როგორც პიროვნებას კი არ ეძღვნებოდა ეს სიმღერა და სიყვარულს კი არ ვუხსნიდი... სიმღერაა ეგეთი, რომელსაც ვმღერი და ვისაც როგორც უნდა, ისე გაიგოს... „ასავალ-დასავალი“, 3-9 დეკემბერი, 2007 წელი http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
  7. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/aqcionerebi2-300x194.jpg„ქართუ ჯგუფის“ მფლობელი 2012 წლის 30 აპრილიდან კომპანია „ტარპან მენეჯმენტ ლიმიტედთან“ ერთად რომელმაც აქციების ნაწილი გაასხვისა, არიან ”ფრენკლენდ ჰოლდინგს ლიმიტედი”, “როპვინდ ინვერტმენტს ლიმიტედი”, “ალერდალ ინვესტმენტ ლიმიტედი”, “ლავენი ჰოლდინგს ლიმიტედი”, “პადბური ჰოლიდინგს ლიმიტედი” და “დროფილდ ინვესტმენტ ლიმიტედი”. ასევე, 2012 წლის 30 აპრილს “კრისტა ინვესტმენტს ლიმიტედმა” თავისი აქციების ნაწილი გაასხვისა “ფელვეი ჰოლდინგს ლიმიტედზე”. 2012 წლის 30 აპრილსვე “სარგანს ლიმიტედმა” თავისი აქციების ნაწილი გაასხვისა “მარსტენ ჰოლდინგ ლიმიტედზე”. ამავე კომპანიების ინტერესების წარმომადგენელის და უცხოელი აქციონერების ადვოკატის კრის ვასილიადესის ინფორმაციით, ყველა ზემოთაღნისნული კომპანია, ოფშორში, კერძოდ კვიპროსში არიან დარეგისტრირებულები. ადვოკატის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი არცერთი კომპანიის დამფუძნებელი და ბენეფიციალი აქციონერი არ არის. იხილეთ epn.ge
  8. ავტორი ლევან სულაშვილი 16:00 09.07.2012 ზუგდიდში ჯოჯუების ოჯახი რამდენიმე წელია დახმარების თხოვნით მიმართავს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის აპარატს, ზუგდიდის საკრებულოს, გამგეობას და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალურ საკოორდინაციო ცენტრს, თუმცა, მათი თქმით, არც ერთი უწყებიდან არანაირი სახის დახმარება არ მიუღიათ. http://4.bp.blogspot.com/-ROOtsEj4xcw/T_rAMFzTC0I/AAAAAAAAHps/zVA0a5TFUoY/s200/jojuiebis%2Bgasachiri.gifროგორც მზია ჯანაშია ამბობს, სოციალური მუშაკი მათთან 2011 წლის ბოლოს მივიდა, თუმცა, მიუხედავად არანორმალური საყოფაცხოვრებო პირობებისა, მათ მაღალი ქულა მიანიჭეს და სოციალურად დაუცველთა სიაში არ შეიყვანეს, რის მიზეზადაც მათი შემოსავალი დასახელდა.„ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფი კომენტარისთვის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსთან, ზურაბ ეგუტიასთან მივიდა. ეგუტიამ კამერასთან საუბარზე უარი განაცხადა, თუმცა გადამღებმა ჯგუფმა იგი ფარულად ჩაწერა. როგორც ეგუტიამ განმარტა, ოჯახის შემოსავალი სოციალურად დაუცველის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი არ არის. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
  9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და იტალიის რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს არქივების გენერალურ დირექტორატს შორის 2012 წლის 11 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და იტალიის არქივების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი როსანა რუმო. მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების, გზამკვლევებისა და ნუსხების ასლების გაცვლას, საარქივო სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პუბლიკაციების გამოცემასა და ღონისძიებების ორგანიზებას. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ეროვნული არქივის დელეგაცია გაეცნობა იტალიის სახელმწიფო არქივებში საქართველოს შესახებ დაცულ დოკუმენტებს. იხილეთ epn.ge
  10. მომავალმა მეუღლემ და დედამთილმა ჯერ კიდევ ქორწილის ბოლო სტუმრის გაცილებამდე მიიყვანეს პატარძალი ქობულეთის პოლიციაში. 16 წლის პატარძალს პოლიციაში ღამის პირველიდან დილის 6 საათამდე აიძულებდნენ ეთქვა, ვისთან და როდის ჰქონდა პირველი სექსი. გოგონას, რომელსაც პოლიციელები უწოდებდნენ უსირცხვილოს და სიმართლის დამალვის შემთხვევაში ნეკნების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ, ორი ექსპერტიზა ჩაუტარეს. ორივე დასკვნის მიხედვით გოგონა ქალწულია. სრული ინფო(netgazeti.ge)
  11. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/aqcionerebi4-300x186.jpg“ქართუ ჯგუფის“ 14 უცხოელი აქციონერი და 4 უცხოური კომპანია საკუთარ ინტერესებს, საერთაშორისო არბიტრაზებჟეც დაიცავს. ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართუს“ უცხოელი ინვესტორების ინტერესების დამცველმა კრის ვასილიადესი განაცხადა. მისი თქმით, არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმი და არბიტრაჟი, რათა უცხოელი აქციონერების ინტერესები იქნას დაცული. “ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტონ უკანონო აუქციონი, თუ ხელისუფლება არ შეისმენს აქციონერების მოწოდებას, ჩვენ დავიწყებთ, ბრძოლას საერთაშორისო ფორუმებსა და არბიტრაჟებში. ჩვენ გამოვიყენებთ, ყველა სამართლებრივ სივრცეს რაც კი მსოფლიოში არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეისმენს ჩვენს განცხადებას და იძულებითი აუქციონის გზით მაინც გაასხვისებს სს “ქართუ ჯგუფის” აქციებს, მაშინ ეს შეფასდება, როგორც უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაცია“, – განაცხადა კრის ვასილიადესმა. ამასთან „ქართუ ჯგუფის“ უცხოური კომპანიების და 16 აქციონერის ინტერესების დამცველებმა, სამართლებრივი ბრძოლა საქართველოშიც დაიწყეს. ისინი აუქციონის შეჩერების მოთხოვნით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავენ. იხილეთ epn.ge
  12. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/aqcionerebi-300x199.jpg“ქართუ ჯგუფის” და ბანკ “ქართუს” 14 უცხოელი აქციონერი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს ქონების უკანონო აუქციონი. ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართუს“ უცხოელი ინვესტორების ინტერესების დამცველმა კრის ვასილიადესი განაცხადა. მისი თქმით, უცხოელი ინვესტორების და “ქართუს“ მესაკუთრე ოთხი კომპანიის ინტერესებს უცხოეთსა და საქართველოში დაიცავენ. „ჩვენი ჩამოსვლის მიზანია, შევაჩეროთ უკანონო აუქციონი, რომელიც ხელისუფლებამ “ქართუ ჯგუფის“ 100 პროცენტიან წილზე გამოაცხადა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ივანიშვილი ქ”ართუს“ მფლობელია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის არც ერთი აქცია, შესაბამისად იგი არ ფლობს წილს იმ ოთ უცხოურ კომპანიაში რომლის საკუთრებაც „ქართუ ჯგუფია“. მეტიც, ბიძინა ივანიშვილი ბენეფიციალი მესაკუთრეც არ არის“, – განმარტა კრის ვასილიადესმა. მისი ინფორმაციით, 14 უცხოელი აქციონერი და 4 ასევე უცხოური კომპანია, მისი საკუთრების დასაბრუნებლად ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ. იხილეთ epn.ge
  13. რამოდენიმე საინტერესო კითხვა თავისი სწორი პასუხით, რომელიც გამოადგებათ პედაგოგებს... 1.ჩამოთვალეთ ეუკარიოტული & პროკარიოტული უჯრედის სამი საერთო ნიშანი... პასუხი: პლაზმური მემბრანა, ციტოპლაზმა, რიბოსომა. 2.ჩასვით ტექსტში გამოტოვებული სიტყვები: პროდუცენტები კვების ტიპის მიხედვით ... ორგანიზმებს მიეკუთნებიან, მათ მიერ სინთეზირებული ნივთიერებებით იკვებებიან ... რომლებსაც ... კვება ახასიათებთ. ... მოქმედების შედეგად ნიადაგში წარმოიქმნება მინერალური მარლები, რომლებსაც კვლავ პროდუცენტები იყნებენ ... ნივთიერებების სინთეზისათვის. 3. ჩამოთლილი ნივთიერებებიდან ამოწერეთ მხოლოდ ისინი, რომელებიც შეიწოვება უცვლელად საჭმლის მომნელებელ სისტემაში? ცილები, გლუკოზა, ამინომჟავები, ვიტამინები, ცხიმები, სახამებელი, ცელულოზა. პასუხი:გლუკოზა, ამინომჟავები, ვიტამინები. 4.დაასახელეთ მხოლოდ ის ორგანოიდები, რომლებიც გვხვდება როგორც ცხოველურ ისე მცენარეულ უჯრედში პასუხი:რიბოსომა, მიტოქონდრია, ლიზოსომა, ცენტრიოლი. 5.ჩამოთვლილთაგან დაასახელეთ ის ჯგუფი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეკოსისტემის არსებობა? პირველი ტიპის კონსუმენტი, რედუცენტი, მეორე რიგის კონსუმენტი, პროდუცენტი, მესამე რიგირს კონსუმენტი. პასუხი: რედუცენტი, პროდუცენტი 6.აღწერეთ რა ცვლილებებს იწვევს ადრენალი: გულში, ღვიძლში, სასუნთქ გზებში. პასუხი: გულში:-შეკუმშვათა გაძლიერება & გახშირება. ღვიძლში: - გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად. სასუნთქ გზებში:-აფართოებს ბრონქიოლებს. 7.დაასახელეთ ჰორმონი, რომლის მოქმედება ემთხვევა ადრენალის ერთ-ერთ ფუნქციას. პასუხი:გლუკაგონი - გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად. (ხოლო პირიქით გარდაქმნას უზრუნველყოფს ფერმენტი-ინსულინი) 8.ჩაწერეთ გამოტოვებული სიტყვები: მოტორული ზონა განლაგებულია ..... ღარის წინ. ... წილში ცენტრალური ღარის უკან, .... წილში მოთავსებულია კან-კუნთოვანი ზონა. მხედველობის ზონა განლაგებულია .... წილში, სმენის ზონა კი - ....წილში. პასუხები:ცენტრალური, შუბლის, თხემის, კეფის, საფეთქლის. 9.დროზოფილას პირველადი სასქესო უჯრედის ბირთვში ინტერფაზის დასაწყისში რვა ქრომოსომაა. რამდენი ქრომოსომა და დნმ-ის რამდენი მოლეკულაა ასეთი უჯრედის ბირთვში II მეიოზური გაყოფის ტელოფაზაში? პასუხი:ოთხი ქრომოსომა & დნმ-ის ოთხი მოლეკულა. 10.რომელი ექსკრეტორული ორგანოდან გამოიყოფა ჩამოთვლილი მავნე ნივთიერებები:შარდოვანა, შარდის მჟავა, ნახშიროორჟანგი და მძიმე მეტალები. პასუხი:შარდოვანა - თირკმელებით და საოფლე ჯირკვლებით; შარდის მჟავა - თირკმელებით; ნახშირორჟანგი - ფილტვებით; მძიმე მეტალები - მსხვილი ნაწლავით. პოსტის სურათი: http://www.blogger.ge/sites/default/files/images_13.jpeg ტეგები: ბიოლოგია ბუნებისმეტყველება კატეგორიები: Lifestyle განათლება მეცნიერება View the full article
  14. კოკა სეფერთელაძედღეს, 9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინის პირველ მოადგილედ დაინიშნა აკაკი სეფერთელაძე, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  15. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/shashkin.jpgსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები თანამშრომლებს გააცნო და თავისი ახალი მოადგილეები წარუდგინა. მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა აკაკი სეფერთელაძე, რომელიც მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტებს იკავებდა. მინისტრის მოადგილედ დაინიშნა დავით ახალაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. დიმიტრი შაშკინმა მინისტრის მოადგილედ ასევე წარადგინა მაია სიფრაშვილი, რომელიც 2009 წელს მინისტრის მრჩეველი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში, 2010 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამავდროულად პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ხელმძღვანელად მუშაობდა და პრეზიდენტისგან მიღებული აქვს ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები. მინისტრის მოადგილედ ასევე ინიშნება დავით ნარდაია, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი. მოადგილეებთან ერთად დიმიტრი შაშკინმა თანამშრომლებს ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც გააცნო. ადმინისტრაციის უფროსად გენრიეტა მუმლაძე დაინიშნა, რომელიც იგივე პოზიციას იკავებდა განათლებისა და მეცნიერების და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ახალ უფროსად ირაკლი ანდრიაშვილი დაინიშნა, საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსად – ეკა ჭუმბურიძე, ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსად – როინ გიუნაშვილი, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსად – ქეთევან ასისტიშვილი, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად – ნანა როსტობაია, გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსი კი იოსებ თოფურიძე გახდა. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის თეიმურაზ იობიძე უხელმძღვანელებს. სამინისტროში ასევე იქმნება ახალი დეპარტამენტი – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი გულუა. იხილეთ epn.ge
  16. სასტუმრო “მერიოტში” ივანიშვილმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. “მთავარია ამ სამ თვეში ხალხი არ მოტყუვდეს ამათ უსაფუძვლო დაპირებებზე,დანარჩენს მე გპირდებით. უნდა გაითავისოთ,რომ ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ.” – ამ სიტყვებით ივანიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა. “ქართული ოცნების” ლიდერმა სტუდენტურ თვითმართველობებზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ სტუდენტური თვითმართველობები შექმნილია გამიზნულად,რათა მოხდეს ახალგაზრდებზე ზეწოლა,თავისუფალი აზრის დევნა.სააკაშვილი მალე თავისსავე ოპოზიციაში გადაინაცვლებს – განაცხადა მან. View the full article
  17. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/Tugushi2-300x185.jpgსახალხო დამცველი გლდანის ციხეში არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც “ექსპრესნიუსს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, არაგეგმიური მონიტორინგი, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩატარდა. განცხადებას სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების შესახებ “ექსპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ. “2012 წლის 8 ივლისს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს არაგეგმური მონიტორინგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის #8 დაწესებულებაში. არაგეგმური მონიტორინგის ჩატარებას საფუძვლად დაედო 2012 წლის 6, 7 და 8 ივლისს მასმედიის და სოციალური ქსელების საშუალებებით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, #8 დაწესებულების პატიმრებმა მოაწყვეს მასობრივი არეულობა და ბუნტი, რის გამოც დაწესებულებაში შეყვანილი იქნა სპეციალური დანიშნულების რაზმი. იმავე ინფორმაციის თანახმად, #8 დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლას მოჰყვა პატიმართა უფლებების მასობრივი დარღვევა, რის შედეგადაც დაზიანებები მიადგა არაერთ პატიმარს და რამდენიმე გარდაიცვალა. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ჯერ კიდევ 6 ივლისს, ღამის საათებში, ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე მივიდნენ #8 დაწესებულებაში, რა დროსაც დაათვალიერეს დაწესებულების ყველა საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საკნების გარკვეული რაოდენობა. შედეგად გაირკვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პატიმრების ახლობლების დასამშვიდებლად და პანიკის თავიდან ასაცილებლად სახალხო დამცველმა იმავე ღამეს გაავრცელა მის ხელთ არსებული ინფორმაცია. მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, 7 ივლისს სხვადასხვა საშუალებით კვლავ ვრცელდებოდა ინფორმაცია #8 დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლის, პატიმართა ცემის და გარდაცვალების შესახებ, რამაც პატიმართა ოჯახებში და მათ ახლობლებში გამოიწვია შიში და გაურკვევლობა. 2012 წლის 8 ივლისს პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კვლავ განახორციელეს მონიტორინგი #8 დაწესებულებაში, რა დროსაც კიდევ ერთხელ დათვალიერებულ იქნა დაწესებულების ყველა (A,B,C,D,E) საცხოვრებელი კორპუსი. პრევენციული ჯგუფის წევრები პირადად შეხვდნენ და ესაუბრნენ 400-მდე ბრალდებულსა და მსჯავრდებულს. მონახულებული იქნა A, B, C, D და E საცხოვრებელი კორპუსების 48 საკანი და მათში განთავსებული 334 პატიმარი. გარდა ამისა, შემოწმებული იქნა სამარტოო საკნები და მოხდა გასაუბრება მონიტორინგის დროს იქ განთავსებულ ყველა მსჯავრდებულთან. სულ სამარტოო საკნებში მოცემულ მომენტში მოთავსებული იყო 24 პატიმარი, რომლებიც განაწილებული იყვნენ 24 საკანში. აღნიშნულ დაწესებულებაში სამარტოო საკნები არის ერთადგილიანი. გარდა ამისა, პრევენციული ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს დაწესებულების ყველა საკარანტინე საკანი, რომელთაგან მონიტორინგის დროს დატვირთული იყო 6 საკანი, სადაც განთავსებული იყო 33 ბრალდებული. საერთო ჯამში მონახულებული იქნა დაწესებულების სხვადასხვა ნაწილებში განთავსებული 391 პატიმარი. პატიმრებთან გასაუბრება მოხდა სხვადასხვა საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა მათ საყოფაცხოვრებო პირობებს, სხვადასხვა უფლებებით სარგებლობას, მათ მიმართ მოპყრობას, გამოყენებულ და გავრცელებულ დასჯის წესებს. ამავდროულად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციების გადამოწმებას. აბსოლუტურად ყველა გამოკითხულმა პატიმარმა უარყო დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლის და მათ მიერ პატიმართა ცემის ფაქტი. მონახულებული პატიმრებიდან არც ერთს არ აღენიშნებოდა ცემისთვის ან არასათანადო მოპყრობისთვის დამახასიათებელი დაზიანებები. საცხოვრებელ კორპუსებში მყოფმა ყველა პატიმარმა განაცხადა, რომ მათ რადიოს საშუალებით შეიტყვეს უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, გაუკვირდათ, უწოდეს დეზინფორმაცია და აღშფოთება გამოთქვეს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლების გამო. ყველა პატიმარმა განაცხადა, რომ სპეცრაზმი დაწესებულებაში არ შესულა და შესვლის შემთხვევაში აუცილებლად დაინახავდნენ და გაიგებდნენ. ასევე, პრევენციული ჯგუფის წევრები დაინტერესდნენ #8 დაწესებულებაში უკანასკნელ დღეებში ხომ არ იყო გარდაცვლილი რომელიმე პატიმარი, რაზეც ყველამ განაცხადა, რომ ასეთი ფაქტის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ და არაფერი სმენიათ. პატიმრების მხრიდან მთავარ პრობლემად დასახელდა მათი დიდხნიანი დაყოვნება #8 დაწესებულებაში, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა უკვე დიდი ხნის მსჯავრდებულია, არ ხდება მათი გადაყვანა შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და განუსაზღვრელი ვადით ელოდებიან ეტაპირებას. პატიმართა ნაწილის განმარტებით, ისინი სრულყოფილად ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით, რადგან გასეირნება გრძელდება 15–20 წუთი, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 1 საათისა. პატიმართა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ დაწესებულების მაღაზიაში ძალიან იშვიათია ხილ–ბოსტნეული და იმ შემთხვევებშიც, როდესაც ის არის, არის ერთფეროვანი, მწირი და არ არის გათვალისწინებული სეზონური პროდუქტი. ზოგიერთმა პატიმარმა დაიჩივლა მაღაზიაში არსებული სხვა პროდუქციის უხარისხობაზე (მაგ: ძეხვეულის და ჰიგიენური საშუალებების). რაც შეეხება მათ მიმართ ადმინისტრაციის მხრიდან მოპყრობას, პატიმართა უმრავლესობამ განაცხადა, რომ თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ აქვს გამოწვევას და შეურაცხყოფას, თუმცა #8 დაწესებულებაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს გადამეტებულად მკაცრი რეჟიმი და სარეჟიმო მოთხოვნები, კერძოდ, საკანში ხმაურად ითვლება საშუალო ხმაზე ლაპარაკი და საშუალო ხმაზე რადიოს მოსმენაც, რის გამოც პატიმრები იძულებულნი არიან თითქმის ჩურჩულით ესაუბრონ ერთმანეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს მათ დასჯას და სამარტოო საკანში მოთავსებას. პატიმართა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ 17:00 საათამდე ეკრძალებათ საკანში საკუთარ ლოგინზე დაწოლა, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე არ შეიძლება დაძინება, ხოლო 22:00 საათზე აუცილებლად უნდა დაწვნენ ლოგინებში. აგრეთვე, მათი გადმოცემით, სამარტოო საკანში მოთავსებით ისჯება სხვა, თუნდაც ნაცნობ პატიმართან მხოლოდ მისალმებაც კი. გარდა ამისა, მათ ეკრძალებათ ფანჯრიდან ყურება, განსაკუთრებით ეს ეხება იმ კორპუსებსა და საკნებში განთავსებულ პატიმრებს, რომელთა საკნის ფანჯრები გადის ადმინისტრაციის შენობისკენ და უყურებს იმ გზას, საიდანაც ჩანს პატიმართა მოძრაობა (ადვოკატებთან, ახალი ეტაპის შეყვანა უკვე საკნებში და ა.შ.). პატიმრებს კვლავ ეკრძალებათ საკანში სიგარეტის მოწევა და დღის განმავლობაში მათ მიერ საკანში გარეცხილი სარეცხის საკანშივე ჩამოკიდება გასაშრობად. საკნის კარის, საკვების მისაწოდებელი სარკმლის და სათვალთვალო ნახვრეტის გაღებისთანავე პატიმრები ფეხზე დამდგარი და ზურგზე ხელებდაწყობილი უნდა იდგნენ. კარანტინში კი – ამავე მდგომარეობაში და საკნის კარისკენ ზურგით ორ მწკრივად. სამარტოო საკანში მოთავსებულმა რამდენიმე პირმა, რომელმაც არ ისურვა აღნიშნულის გასაჯაროება, განაცხადა, რომ სწორედ დღის საათებში საკუთარ საწოლზე წამოწოლისთვის იქნა დასჯილი, ზოგიერთმა განაცხადა, რომ ხმამაღალი გაცინებისთვის დაისაჯა. პატიმრებმა განაცხადეს, რომ აღარ ხდება მათი ჩაყვანა კარანტინში დასჯის მიზნით, თუმცა ყველა მათგანი განმარტავს, რომ სამარტოო საკნიდან ჯერ აჰყავთ საკარანტინე საკანში და ამის შემდეგ ხდება მათი ხელახალი გადანაწილება საკნებში. ასეთ დროს მათ კარანტინში რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ამყოფებენ. დასჯილი პატიმარი სამარტოო საკნიდან, კარანტინის გავლით, აღარ ბრუნდება საკუთარ საკანში და მას აუცილებლად ეცვლება საკანი. სამარტოო საკანში მოთავსებულ პატიმრებს ლეიბი ეძლევათ საღამოს საათებში, დაახლოებით 22:00 სთ–ზე, ხოლო დილით, დაახლოებით 09:00–10:00 საათზე, ლეიბი გააქვთ. გადასაფარებელი არ ეძლევათ. დღის განმავლობაში აკეცილია სამარტოო საკნებში არსებული საწოლი და პატიმრებს მთელი დღე უწევთ ფეხზე დგომა ან სკამზე ჯდომა. სამარტოო საკანში განთავსებულ ყველა პატიმარს ჰქონდა ტუალეტის ქაღალდი და საპონი. იქ მყოფი პატიმრების გადმოცემით, საკვები მიეწოდებათ დღეში სამჯერ. ასევე, მუდმივად მოდის წყალი. სულ არის 8 საკარანტინე საკანი, საიდანაც მონიტორინგის დროს დატვირთული იყო. საკნები არის რვაადგილიანი და ყველა საწოლზე არის ლეიბი, ხოლო გადასაფარებლები არ არის. საკარანტინე საკნებში მოთავსებულმა პატიმრებმა განაცხადეს, რომ მათი დაწესებულებაში მიღება მოხდა მშვიდ ვითარებაში და არასათანადო მოპყრობას მათ მიმართ ადგილი არ ჰქონია. მათივე გადმოცემით, მიღებისთანავე ისინი მოინახულა დაწესებულების ექიმმა. ყველა საკანში იყო ტუალეტის ქაღალდი, საპონი და ჭურჭელი საკვების მისაღებად. საკვები ეძლევათ დღეში სამჯერ. წყალი მიეწოდებათ მუდმივად. თითქმის ყველა პატიმარმა განაცხადა, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ხელმისაწვდომია ექიმის მომსახურებაც და მედპერსონალის მხრიდან უყურადღებობას არ უჩივიან. ასევე, განაცხადეს, რომ დაწესებულებაში ფუნქციონირებს აფთიაქიც, რაც საჭიროების შემთხვევაში საკმაოდ უმსუბუქებს მდგომარეობას. პატიმართა გადმოცემით, ისინი სარგებლობენ ოჯახებში მიმოწერის უფლებით, ფოსტის საშუალებით ამანათების მიღების უფლებით, აბანოთი სარგებლობის უფლებით კვირაში ერთხელ (გათვალისწინებულია კვირაში ორჯერ კოდექსით), დაწესებულების მაღაზიით სარგებლობის უფლებით, პაემნებით თვეში ერთხელ და სატელეფონო საუბრის უფლებით თვეში ორჯერ (5–5 წუთით), სურვილის შემთხვევაში გასეირნების უფლებით (ძირითადად ყველა ამბობდა, რომ გასეირნება 30–45 წუთი გრძელდება, ნაცვლად 1 საათისა), დაუბრკოლებლად ხვდებიან თავიანთ ადვოკატებს, სასულიერო პირებს. პატიმრებს კვლავ არ აქვთ ტელევიზორები. დაწესებულებაში მკვეთრად არის შეზღუდული ხელმისაწვდომობა პრესაზე. პატიმრებს, დაწესებულების მაღაზიის საშუალებით, ხელი მიუწვდებათ ისეთ გამოცემებზე, როგორებიცაა ჟურნალები “სარკე”, “თბილისელები”, “რეიტინგი” და ა.შ. გაზეთებიდან ხელმისაწვდომია “ლელო” და კროსვორდები”, – აღნიშნულია განცხადებაში. იხილეთ epn.ge
  18. გთავაზობთ სპორტის ერთ-ერთ სახეობას, რომლის მეშვეობითაც ჯანმრთელობას გაიკაჟებთ და ფიზიკური მომზადების დონესაც აიმაღლებთ. ეს თამაში ავითარებს ორგანიზმის, როგორც აერობულ ისე ანაერობულ შესაძლებლობებს. ამაგრებს კოჭის , ოთხთავა, ბარძაყის და სხვა კუნთებს (გარდა მუცლის პრესის, ზურგის და ხელის კუნთებისა). მაგრამ კალათბურთში მეცადინეობა, ნაკლებად უწყობს ხელს ამტანობის განვითარებას. /sites/default/files/u935/images%20%2846%29.jpgსაწვრთნელი ვარჯიში. „საერთო ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ყოველი მეცადინეობის პროგრამაში უნდა ჩავრთოთ ნელი, შეუსვენებელი სირბილი 2,5-3 კილომეტრზე-ამბობს მ.კენედი ერთ-ერთი უნივერსიტეტის კალათბურთელთა მწვრთნელი. − ამასთან ერთად აუცილებელია სპრინტერული მონაკვეთების გარბენა ან ინტერვალური დატვირთვის სხვადასხვა ფორმის გამოყენება. თუ პროგრამაში, მხოლოდ ნელ და შეუსვენებელ სირბილს შეიტანთ, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს თამაშის შედეგიანობაზე, რადგან კალათბურთი არსებითად მოკლე, სპრინტერული გარბენებისაგან შედგება“. სახტუნებლით ვარჯიში და კიბის საფეხურებზე აღმა სირბილი დაგეხმარებათ სიმაღლეზე ხტომის უნარის განვითარებაში. ამავე დროს ხელს შეუწყობს აერობულ და ანაერობულ შესაძლებლობათა ამაღლებას. ოთხთავა და კანჭის კუნთების, გოჯის, მუხლების გასამაგრებლად სასარგებლოა ვარჯიში ჩაჯდომებითა და შემდგომ წახტომებით, ტერფებისა და სხვა ვარჯიშები. საზარდულის დაჭიმვის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ გაიმაგროთ ბარძაყის მომზიდველი და განმზიდველი კუნთები. ვისაც ზურგისა და მუცლის პრესის კუნთები სუსტი აქვს (ეს გავლენას ახდენს ტყორცნის ხარისხის და სხეულის სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების უნარზე), მათთვის სასარგებლოა კუნთების ამ ჯგუფების ვარჯიშები. ხელისა და მხრის კუნთების განსავითარებლად (რაც შესაძლებლობას მოგცემთ ეფექტურად ტყორცნოთ კალათში შორი მანძილიდან)ხშირად შეასრულეთ აზიდვა. ცალკე უნდა ავარჯიშოთ ხელის თითებისა და მტევნის კუნთები, რაც ასევე ხელს უწყობს ტყორცნის ეფექტურობას. გარდა ამისა, აუცილებელია ფრენბურთელთა სპეციალური ხტომითი ვარჯიშებისა და ახტომის სხვადასხვა ვარიანტის დამუშავება. ყველაზე ეფექტურია ახტომი მსუბუქი ნახევარჯდომიდან. ამასთან ეცადეთ გაჭიმვა შეასრულოთ მარჯვენა ხელითაც, თითქოს ცდილობთ ბურთს მისწვდეთ. შემდეგ იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა ხელით. ერთ სერიაში შეიძლება შესრულდეს 10, 20 და 30 ასეთი ახტომიც კი... მხარის და ხელის კუნთების ვარჯიშებისთვის სასარგებლოა მხრისა და იდაყვის სახსრების მოძრაობა სრული ამპლიტუდით. ამ დროს ხელში რაიმე მცირე სიმძიმე უნდა გეჭიროთ (0,5-1,5 კგ. წონის ჰანტელი, ან მსგავსი რამ რაც ხელში დასაჭერად მოხერხებული იქნება). კალათბურთელისთვის უმჯობესია ივარჯიშოს მსუბუქი წონის დამძიმებებით, ხოლო ვარჯიში 20-ჯერ და მეტჯერ უნდა გაიმეოროს. ეს ხელს უწყობს კუნთური ამტანობის გამომუშავებას, რაც აუცილებელია ამ სახეობაში წარმატებით სამეცადინოდ. მოთელვის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოქნილობის ვარჯიშებს, რამდენადაც კალათბურთის თამაშის დროს ორგანიზმის ყველა ნაწილი დატვირთულია. განსაკუთრებით იზრუნეთ ფეხის, ხელის, მტევნის, ხელის თითების კუნთების მოთელვისათვის. ტრავმები. კალათბურთში ადამიანი შეიძლება სერიოზულად დაშავდეს, რადგან იგი კონტაქტური სახეობაა. ყველაზე ხშირია მუხლის, გოჯის ტრავმები. თუ მოთელვა სრულფასოვნად არ არის შესრულებული, მოსალოდნელია საზარდულის დაჭიმვა და სხვა ტრავმები. კატეგორიები: განათლება სპორტი ჯანდაცვა View the full article
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/moldova-saqartvelo-300x193.jpgსაქართველოსა და მოლდოვის შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა . შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იური ლიანკამ მოაწერეს. შეთანხმება მოლდოვის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, შეთანხმება გაამარტივებს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს საქონლის თავისუფალ გადაადგილებას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ორ სახელმწიფოს შორის არსებულ სავაჭრო ბრუნვას. აღსანიშნავია, რომ 2009-2011 წლებში საქართველოსა და მოლდოვას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 34 მლნ აშშ დოლარზე მეტი. “ეკონომიკური თანამშრომლობა, ინვესტიციები, ვაჭრობა – ეს არის სამი პრიორიტეტი ჩვენი და მოლდოვას შორის ურთიერთობებში. ხელშეკრულება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი პირდაპირ ემსახურება ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას. ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ხელშეკრულება, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციების წახალისებას. ზოგადად ჩვენი ურთიერთობა მოლდოვასთან საკმაოდ დინამიურად ვითარდება, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. არსებობს თანხვედრა პრიორიტეტების – საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების, საგარეო-ეკონომიკური პრიორიტეტების”- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ. შეთანხმების ფარგლებში ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუწიონ ურთიერთდახმარება საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისა და საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. შეთანხმება ასევე საშუალებას მისცემს მხარეებს ერთმანეთს მიაწოდონ საბაჟო ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის საგადსახადო-საბაჟო ადმინისტრირების გამარტივებას. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/60351-212x300.jpgგარდაიცვალა ცნობილი ქართველი მევიოლინე მარინე იაშვილი. იაშვილი საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი იყო. ქართული სავიოლინო სკოლის ერთ– ერთი ფუძემდებლის ლუარსაბ იაშვილის შვილი და მოწაფე. მარინე იაშვილმა პირველი დიდი გამარჯვება 1949 წელს, პრაღაში, კუბელიკის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე მოიპოვა. ამ კონკურსმა გაუთქვა სახელი მაშინ სრულიად ახალგაზრდა, 17 წლის მევიოლინეს, რომელიც საერთაშორისო კონკურსის პირველი ლაურეატი გახდა როგორც საქართველოს, ისე მთელი კავკასიის მასშტაბით. მომდევნო წლებში იგი კიდევ ორი, მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა პოლონეთსა და ბელგიაში. მარინე იაშვილის საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიული კულტურით, ტექნიკური სრულყოფილებით და ნატიფი გემოვნებით.იგი ფლობდა არსებითად, მთელ სავიოლინო რეპერტუარს. დიდია მარინე იაშვილის დამსახურება ქართული მუსიკალური კულტურის წინაშეც. მის საკონცერტო პროგრამებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებას და ხშირად მათი ნაწარმოებების პირველ შემსრულებლადაც გვევლინება. მარინე იაშვილის ხელოვნებისათვის დამახასიათებელ უნივერსალიზმზე მიანიშნებს ის, რომ იგი არა მარტო უბადლო სოლისტი, არამედ შესანიშნავი ანსამბლისტი და პედაგოგიც გახლდათ, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე მარადიული ფასეულობებით ხელმძღვანელობდა და მაღალ ესთეტიკურ იდეალებს ემსახურებოდა. იხილეთ epn.ge
  21. <p>http://www.Geonews.ge/uploads/images/9470379px-Mitropoliti_iobi.jpgმეუფე იობი:-ძალიან დიდი განსაცდელი დაეშვა ქართველ ერზე. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება არ დათანხმდა სინოდის სხდომაზე განხილული იქნა ID ბარათებთან დაკავშირებით. სრულად ორიგინალი
  22. მას შემდეგ, რაც მალელმა ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამ კატალონიის “ბარსელონა” დატოვა და ჩინეთში გადაბარგდა, “ბლაუგრანამ” მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო. El Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბს რამდენიმე კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავს.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=8e1381f2-32f6-4406-a0fd-aa55e1deb0ff.jpg&size=500 View the full article
  23. მილანის “ინტერის” 27 წლის თავდამსხმელმა ჯამპაოლო პაცინიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, კლუბს შეიცვლის. ამის მიზეზი ისაა, რომ იტალიელმა “ნერაძურიში” თავი მყარად ვერ დაიმკვიდრა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=094d77b1-355a-4406-98e6-de2cde893d59.jpg&size=500 View the full article
  24. 1964. დაიბადა ჯანლუკა ვიალი. იტალიის ნაკრების, “კრემონეზეს” (1980-84), გენუის “სამპდორიას” (1984-92), ტურინის “იუვენტუსის” (1992-96), ლონდონის “ჩელსის” (1996-99) ფორვარდი. 1996 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ორჯერ ფლობდა თასების თასს (1990, 1998). იტალიის ჩემპიონი (1991, 1995). იტალიის თასის მფლობელი (1985, 1988, 1989, 1995). ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელი (1997). ინგლისის საფეხბურთო ლიგის თასის მფლობელი (1998).http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=8b77049a-8663-44f0-9947-bba1837ea81b.jpg&size=500 View the full article
  25. როგორც უკვე ვიუწყებოდით, ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა ფეხბურთელმა ელჯერო ელიამ ბრემენის “ვერდერში” სამედიცინო შემოწმება გაიარა, ახლა კი, “მუსიკოსების” ოფიციალურმა საიტმა 25 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერიც დაადასტურა.http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?image=81f7e48e-bbd8-4130-9036-9e6691294f32.jpg&size=500 View the full article
×
×
  • შექმენი...