planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” და ,,ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი” საქართველოს პარლამენტს სთხოვენ კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა 2011 წლისათვის გადიატანოს. პარლამენტისადმი მიმართვაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ გაავრცელეს, წერია, რომ საკონსტიტუციო პროექტის სახალხო განხილვა არაეფექტურად მიმდინარეობს. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ საზოგადოებისათვის უცნობია, თუ რატომ არ იქნა გათვალისწინებული ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნები პროექტის განხილვისას. ასევე არასამთავრობოები წერენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვისათვის, საზოგადოებრივი აქტიურობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე პასიური პერიოდი (აგვისტო) შეირჩა. ,,კონსტიტუციური კანონპროექტის ძალაში შესვლამდე (2013 წელი), დარჩენილი დროის გათვალისწინებით, ვერ ვხედავთ ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტის ამგვარი ფორმითა და ხსენებულ პერიოდში (აგვისტო) განხილვის სახელმწიფოებრივ ინტერესებს”,- წერია მიმართვაში. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს სთხოვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა 2011 წლისათვის გადაიტანონ და ასევე განხილვის ეფექტურობისათვის დაუყონებლივ დაიწყოს კონსულტაციები პოლიტიკურ ძალებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ,,საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) პროექტი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით განიხილებოდეს და მასში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული საზოგადოების ფართო წრეების ინტერესები”, - წერია მიმართვის დასასრულს. კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა ივლისის ბოლოს დაიწყო. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გამართა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ფოთსა და ზუგდიდში. სექტემბრის პირველ კვირაში კომისიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებთან და სხვა. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/sef-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი სეფერთელაძე ბათუმის №3 საჯარო სკოლაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან გია აბულაძესთან ერთად, მანდატურებს, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან ბათუმის ყველა საჯარო სკოლაში შევლენ სერტიფუკატებს გადასცემს. ”უსაფრთხო სკოლის პროექტის” ფარგლებში დასრულებულია ბათუმის საჯარო სკოლებში ვიდეოსამეთვალყურეო აპარატატურის დამონტაჟების პროცესიც. შეგახსენებთ, რომ ,,უსაფრთხო სკოლის პროექტი” პრეზიდენტის ინიცირებით არა მხოლოდ ბათუმში, არამედ თბილისსა და ქუთაისშიც ხორციელდება. იხილეთ epn.ge
-
View the full article
-
http://www.epn.ge/wp-content/uploads/telasi_logo10-150x130.jpgსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია “თელასი” 5 000 ლარით დააჯარიმა . სემეკ-ის ინფორმაციით, კომისიამ “თელასი” “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” დარღვევის გამო დააჯარიმა. გარდა ამისა, კომისიამ განიხილა “თელასსა” და აბონენტებს შორის არსებული რამდენიმე დავა. საკითხი აბონენტების სასარგებლოდ გადაწყდა. იხილეთ epn.ge
-
საეკლესიო კალენდარი შაბათი მიძინება ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. მარიამობა. სიონობა. თაყვანისცემა ღმრთისმშობლის… ლინკი მედიანიუსზე
-
12 აგვისტოს, ე.წ. “ხუდადოვის კლინიკაში”, პატიმარი თემურ ტაპალოღლი გარდაიცვალა. პატიმრის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ტუბერკულოზია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეებში გარდაცვლილი პატიმრებიდან ნახევარი სწორედ ტუბერკულოზითაა დაღუპული. გარდაცვლილი პატიმარი აფხაზეთში, სოფელ ბედიაში ცხოვრობდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი. თემურ ტაპალოღლის ცხედარი გარდაცვალებიდან მეორე დღეს გადაასვენეს აფხაზეთში ენგურის ხიდის გავლით. გარდაცვლილის მამიდის, ნაირა ტაპალოღლის, ინფორმაციით, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და რომელმაც ცხედარი გადაასვენა, ამბობს, რომ ენგურის ხიდზე პროცესია უპრობლემოდ გაატარეს. აფხაზეთში მცხოვრები 25 წლის თემურ ტაპალოღლი 4 წლის წინ ზუგდიდში დააკავეს. ის ნათესავებთან იყო გადმოსული. ტაპალოღლი ყაჩაღობისა და ქურდობის მუხლით გაასამართლეს. ერთ წელში პატიმარი ტუბერკულოზით დაავადდა. ნაირა ტაპალოღლი: `მაშინ სოზარ სუბარს მივმართე და თემური ზუსტად ორ დღეში გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში. უმკურნალეს და გადარჩა~. ნაირა ტაპალოღლის ინფორმაციით, პატიმარი მერე ორთაჭალაში, მძიმე პირობებში მოათავსეს, `სადაც რეციდივისტებს ამწყვდევენ. მთელმა საქართველომ იცოდეს, მომაკვდავს არც წყალი ჰქონდა, არც შუქი... სველ ლეიბზე იწვა. ყველას მივმართე, პრეზიდენტს, ხათუნა კალმახელიძეს, მაგრამ არავინ დამეხმარა. მერე თემურმა გვითხრა, რომ არავინ აღარ შეგვეწუხებინა, `ამის გამო უფრო ცუდად მექცევიანო~. ახლანდელ სახალხო დამცველს შვიდი თვის წინ წერილი მივეცი. ტუღუშის წარმომადგენელი ბათუმში, გიორგი ჩარკვიანი მეუბნებოდა, რომ ერთ კვირაში პასუხს მივიღებდი. მერე კიდევ ერთ კვირაშიო. ასე გავიდა რვა თვე. ახლაც ველოდები, ჩემი ძმისშვილი კი მკვდარია~. ნაირა ტაპალოღლი დარწმუნებულია, პატიმარი დროულად რომ გადაეყვანათ ე.წ. `ხუდადოვის კლინიკაში~, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ, ის გადარჩებოდა. მისი აზრით, თემურ ტაპალოღლის გაუსაძლის პირობებში იმიტომ ამყოფებდნენ, რომ ის აფხაზი იყო: `ვეხვეწებოდი, იყოს ციხეში, ოღონდ ნუ მომიკლავთ-მეთქი. დედამისი ტყე-ტყე გადმოდიოდა და შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდნენ. არც ტელეფონზე დარეკვის უფლება მისცეს~. გიორგი ტუღუში _ საქართველოს სახალხო დამცველი: `ეს პატიმარი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში რომ მოეთავსებინათ, ბოლო რამდენიმე თვეს ვადევნებდით თვალს. ის ტუბზონაში 13 მაისს გადაიყვანეს. მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ ტუბერკულოზი რღვევის ფაზაში იყო, მერე ამას სიყვითლეც დაემატა. არაერთხელ ვესაუბრე მის მამიდას... ძალიან რთულია იმის ახსნა, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი არ არის პასუხისმგებელი პატიმრის მკურნალობაზე...~ საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამ საქმის შესწავლას გააგრძელებენ: `უნდა გაირკვეს, რამდენად ადეკვატურად უმკურნალეს პატიმარს. გასარკვევია, რეალურად თუ ჩაუტარდა მკურნალობა და რატომ გართულდა მისი მდგომარეობა. ამას ცალკე შევისწავლით, როდესაც გამოვითხოვთ ინფორმაციას, როდის რა ჩატარდა და შესაბამისი ექსპერტიზის მასალებს ვნახავთ. ამის შემდეგ შეიძლება დადგეს მკურნალი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხიც. ყველამ გაიგოს, რომ პატიმრის მკურნალობა სახალხო დამცველის კი არა, სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეროგატივაა. ეს არ არის ტუბერკულოზით გარდაცვალების ერთეული შემთხვევა, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, როდესაც ტუბერკულოზი გვევლინება პატიმართა გარდაცვალების მიზეზად~. ჯონი ქობალია, გარდაცვლილის ადვოკატი: `12 აგვისტოს მამიდამისმა დამირეკა და მთხოვა, მგონი კვდება და იქნებ ნახოო. ტუბსაავადმყოფოში მითხრეს, რომ ცუდად გახდა და ხუდადოვზე გადაიყვანეს. მომატყუეს. იმ დროს პატიმარი უკვე გარდაცვლილი იყო. ხუდადოვზე თემური ღამის 12 საათზე, ექიმის თქმით, ფაქტობრივად, მკვდარ მდგომარეობაში მიიყვანეს და ერთ საათში გარდაიცვალა; ადრე რომ მიეყვანათ, მის გადარჩენას შეძლებდნენ~. ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს სასჯელის გადავადებას მომაკვდავი პატიმრისთვის, ანუ მის გათავისუფლებას იმ დრომდე, სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. ჯონი ქობალიას თქმით, კანონის ამ მუხლს საქართველოში პრაქტიკულად არ იყენებენ. ადვოკატის ინფორმაციით, არათუ გადავადებაზე ფიქრი, მას ამ კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაც კი გაუჭირდა. `დღემდე არ ვიცი, ვინ იყო მისი მკურნალი ექიმი, ეს გასაიდუმლოებულია. ვერავისგან ვერაფერი გავიგე. ავადმყოფობის ისტორიის ქსეროასლში წერია: `ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზი რღვევის ფაზაში, პლიუსი დადებითი~. ექსპერტმა მაჩვენა სურათები, ფილტვები, ფაქტობრივად, არ ჰქონდა კაცს~. თემურ ტაპალოღლის გარდაცვალების შესახებ ოჯახს საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექთანმა აცნობა. მამიდას პატიმარი ძმისშვილის გარდაცვალება აფხაზეთიდან გააგებინეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესებულია "სენტ–ეტინის" მცველით,იაოან ბელანუანომით.ინფორმაციას ავრცელებს footballpress.net. 23 წლის ფეხბურთელის ღირებულება 2,5 მილიონ ევროს შეადგენს.გასულ სეზონში ფეხბურთელმა "სენტ–ეტიენის" რიგებში 29 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანაც მოახერხა სრულად იხილეთ
-
მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე „ბამბა რუმთან” დასრულდა. მრევლი სამღვდელოებასთან ერთად, რომელიც მეორე დღეა ბათუმში ჰომოსექსუალებს ეძებს, დაიშალა. „ბამბა რუმის”-ის დირექტორს კი იმის გაგება უნდა, აქციის მონაწილეებმა რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც ეს კლუბი და არა სხვა. ინფორმაცია, რომ ბათუმის ახალ ბულვარში გეი აღლუმი მიმდინარეობს, მობილური ქსელის საშუალებით, ბათუმში საღამოს 9 საათისთვის გავრცელდა. ადამიანები ერთმანეთს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აღლუმი, რომელზეც ბოლო რამდენიმე კვირაა საუბარი არ წყდება, დაიწყო. ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ საავტომობილო გზაა, რომელიც სამართალდამცავებს ამ დროისთვის გადაკეტილი ჰქონდათ. ზოგიერთმა სამართალდამცავმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ჰომოსექსუალების აღლუმი მიმდინარეობს. კლუბ „ბამბა რუმთან” მართლმადიდებელი მრევლი და სამღვდელოება იყო შეკრებილი. აღლუმი არ გამართულა. სასულიერო პირებმა ჰომოსექსუალები ვერც კლუბში იპოვეს, სადაც საგანგებოდ შევიდნენ და დაათვალიერეს. აქცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისვლის და დისკუსიის შემდეგ დასრულდა. ”ჩვენ მათ (ჰომოსექსუალებს) გამოვრეკავთ ყველა დაწესებულებიდან” - ასე მიმართა მრევლს მღვდელმა თეიმურაზმა - თითო ოროლა ჩვენ ოჯახშიც გვყავს ასეთი საქციელის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, ეს არ გადაიქცეს წესად”. „ეკლესიიდან წამოსულმა პროტესტმა გამოიღო ის, რომ ეს აღარ მოხდება. ეს იყო დაგეგმილი, თუ არ იყო დაგეგმილი, ეს ღმერთმა იცის” - თქვა მღვდელმა მარკოზმა. სრული ინფო(netgazeti.ge)