planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://fcporto.planetaportugal.com/wp-content/gallery/raul-meireles/raul-meireles-6.jpg?1545133734 სრულიადში თქვენ გაიგებთ, თუ ვინ არის რაულ მეიერლეში რაულ მეიერლეში http://u.goal.com/24100/24198_news.jpg პერსონალური ინფორმაცია . სრული სახელი: რაულ ხოსე ტრიდადე მეიერლეში დაიბადა: March 17, 1983 (age 27) დაბადების ადგილი: Porto, Portugal სიმაღლე 1.78 m (5 ft 10 in) საფეხბურთო პოზიცია: ნახევარმცველი ახალგაზრდული კარიერა … 1999–2001 ბოავიშტა საკლუბო კარიერა* . 2001–2003 ავესი 42 (1) 2003–2004 ბოავიშტა 29 (0) 2004–2010 პორტო 137 (15) 2010– ლივერპული 0 (0) სანაკრებო კარიერა‡ . 2003–2005 პორტუგალიაU21 26 (1) 2006– პორტუგალია 38 (6) ბიოგრაფია + საკლუბო კარიერა რაულ მეირლეში დაიბადა 1983 წელს ქალაქ პორტუში, იგი 13 წლის იყო როდესაც ფეხბურთზე შევიდა, მაგრამ მანამდე იგი აქტიურად ეწეოდა ქუჩის ფეხბურთს, მეიერლში 12 წლის იყო როდესაც მისი ქუჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო ქუჩის თასის შემდეგ სადაც მან საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული მიიღო გადაწყვიტა ფეხბურთზე სახლთან ახლოს მდებარე საფეხბურთო სკოლაში შესულიყო, როდესაც რაული 16 წლის გახდა, კარიერის გაგრძელება ბოავიშტის ჭაბუკთა გუნდში გადაწყვიტა, სწორედ ჭაბუკთა ლიგაში მისი წაყვანის სურვილი მეორე ლიგაში მყოფმა დეპორტივო ავესმა გამოთქვა, იგი ხშირად ეხმარებოდა დაცვას და ავესიც სწორედ ამან მოხიბლა. პირველი სეზონი 18 წლის რაულმა სათადარიგო სკამზე გაატარა, მაგრამ რამდენჯერაც ითამაშა დაცვას საგრძნობლად დაეხმარა, შემდეგ წელს კი რაული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, სწორედ ამან განაპირობა მისი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, 2003 წელს მეიერლეში უმაღლეს ლიგაში მყოფმა და უეფას თასის ნახევარფინალისტმა ბოავიშტამ დაიბრუნა, ფეხბურთელმა კლუბში 29 შეხვედრა ჩაატარა და მიუხედავად იმისა რომ ერთი გოლიც არ გაუტანია, ბოავიშტელთა რიგებში საუკეთესო იყო. სწორედ ამან განაპირობა ის რომ 21 წლის მეიერლეში უეფას თასის და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა პორტომ შეიძინა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო მსოფლიოში, მეიერლეშს პორტოში დიდი როლი დაეკისრა მას პორტოს სუპერვარსკვლავი დეკო უნდა შეეცვალა რომელიც იმ წელს კატალონიის ბარსელონას შეუერთდა. პორტუ იმ წელს მხოლოდ პორტუგალიის ვიცეჩემპიონობას დასჯერდა რასაც ბევრ სხვა ფეხბურთელთან ერთად დეკოს წასვლას აბრალებდნენ, რაც თავისთავად მეიერლეშის ცუდ თამაშს გამოხატავდა. მაგრამ მეიერლეშმა და ლუჩო გონსალესმა ერთმანეთს კარგად გაუგეს რაც პორტოს შედეგზე გამოისახა, პორტო ზედიზედ 4 წელი პორტუგალიის ჩემპიონი ხდებოდა, მეიერლეშის საფეხბურთო კარიერა კი ნელ-ნელა უფრო წინ მიიწევდა. 2009 წელს გუნდი რაულის საუკეთესო მეგობარმა და თანაგუნდელმა ლუჩო გონსალესმა დატოვა, რამაც მეიერლეში საკმაოდ დაამწუხრა. მათ ბევრი საერთო ჰქონდათ ერთ-ერთი კი ის იყო, რომ სხეულზე ურიცხვი რაოდენობის სვირინგები ჰქონდათ. 2010 წელს კი ფეხბურთელის გადმობირება ჯერ ჩელსიმ სცადა მაგრამ არ გამოუვიდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე კი მეიერლეში ლივერპულმა შეიძინა, სამედიცინო შემოწმების და ხელის მოწერის შემდეგ კი მეიერლეში კარიერას წითელი ფორმით გააგრძელებს. </p> სანაკრებო კარიერა ბოავიშტაში გადასვლისთანავე მეიერლეში პორტუგალიის 21 წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს, სწორედ 21 წლამდელთა ნაკრებში მეიერლეშმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე და მათ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღო მონაწილეობა, ამ ხნის განმავლობაში მან 26 შეხვედრის ჩატარება და 1 გოლის გატანა მოასწრო. რაულ მეიერლეში 2006 წელს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი მისი სანაკრებო დებიუტი შედგა. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ კი მან სადებიუტო გოლი გაიტანა. 2008 წლიდან მოყოლებული იგი ნაკრების უცვლელი წევრია, მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მუნდიალზე სადაც ჩრდილო კორეელთა წინააღმდეგ გოლიც გაიტანა. View the full article
-
დღეს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ ჩაქოლვით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ საქართველოს ოცდახუთმა მოქალაქემ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქცია მოეწყო საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, რომელიც საქინე მოჰამადი აშთიანის გადასარჩენად მიმდინარეობს. 28 აგვისტოს 42 წლის აშთიანის დასჯის და ზოგადად, ჩაქოლვის პრაქტიკის წინააღმდეგ პროტესტი მსოფლიოს ასზე მეტ ქალაქში გამოხატეს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/hands_bars_2-150x150.jpg211 პატმარი მარიამობას სახლში შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტმა, შეწყალების კომისიისა და საპატრიარქოს რეკომენდაციების საფუძველზე 240 პატიმარი შეიწყალა. მათ შორის 3 არასრულწლოვანი და 10 ქალი მსჯავრდებულია. სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 27 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდა, ხოლო 2 პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალება მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელდა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/beselia_28_08_2010.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/ilia4-150x150.jpgპატრიარქის ლოცვა კურთხევით ყველა მართლმადიდებელმა საკუთარი მშობლები და წინაპრები ლოცვით უნდა მოიხსენიოს. ილია მეორემ ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან აღვლენილი წირვა–ლოცვის დროს ისაუბრა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/mariamoba_sioni_28_08_2010.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/euroactive_en.gif როგორც ჩანს პოლონეთმა შეცვალა უპირობო მხარდაჭერის პოლიტიკა საქართველოს მიმართ რუსეთის დაშინების წინააღმდეგ, რისი ვარაუდის საფუძველსაც ქვეყნის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ინტერვიუ იძლევა. პოლონური პრესის ინფორმაციით, ვარშავამ ევროკავშირის ელჩის პოსტზე საქართველოში მისი კანდიდატურის დანიშვნის იმედიც დაკარგა. ახლახანს ყოველდღიურ გაზეთ Rzeczpospolita–ში მიცემულ ინტერვიუში, ვარშავას და თბილისის ურთიერთობებზე საუბრისას, პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს აღარ შეუძლია მასზე ისეთივე გათვლა ჰქონდეს, როგორც მის წინამორბედზე, ლეხ კაჩინსკიზე. „მე არ გავემგზავრები უცხოეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საქართველოს პრეზიდენტს სურს ჩემგან“, – განაცხადა კომაროვსკიმ. აშკარა კმაყოფილების გრძნობით, რუსულმა პრესამ ისეთი სათაურები დაბეჭდა, როგორებიცაა „პოლონეთი საქართველოსთან მეგობრობულ დამოკიდებულებაზე ამიერიდან უარს ამბობს“ და „პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს მისი ადგილი მიუჩინა“. „ვარშავა–თბილისის ურთიერთობების გადატვირთვის ხაზმა [საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ] სააკაშვილი ფაქტობრივად მანევრების სივრცის გარეშე დატოვა“, – წერს რუსი მიმომხილველი მაქსიმ უშინი „იზვესტიაში“ და დასძენს, რომ პოლონეთისთვის „საკვანძო პარტნიორი“ ახლა რუსეთი გახდა. Rzeczpospolita–სთან საუბრისას, თბილისის „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა აღიარა, რომ ურთიერთობები შეიძლება გაცივდეს, მაგრამ დრამტულად არ შეიცვლება. ვარშავა თმობს ელჩის პოსტს სოფიასთვის? პოლონური პრესის ცნობით, ვარშავა სავარაუდოდ არ მიიღებს ევროკავშირის ელჩის თანამდებობას თბილისში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებში კეტრინ ეშტონი ახლა ევროკავშირის 30 ელჩის ვაკანტურ თანამდებობას აკომპლექტებს. Gazeta Prawna–მ 26 აგვისტოს ევროპარლამენტის პოლონელი წევრის (MEP), პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის იაცეკ სარიუშ–ვოლსკის სიტყვები გამოაქვეყნა, რომელიც ამბობს, რომ თბილისში პოსტის მიღების გაცილებით კარგი შანსი ბულგარელ კოლეგას აქვს. პოლონური გაზეთი წუხს, რომ რამდენიმე კვირის წინ ვარშავას მცდელობა ევროკავშირის წარმომადგენლის თანამდებობა მიეღო ქაბულში ანალოგიურად წარუმატებელი იყო. პოლონეთს ავღანეთში 2 500 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ავღანეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანდიდატი ანჟეი ანანიჩი იყო, პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი უფროსი და დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელი. მისი კანდიდატურის ნაცვლად უპირატესობა ლიტველ ვიგაუდას უშაცკასს მიანიჭეს, ანანიჩის ლინგვისტური კვალიფიკაციის მიუხედავად. გეოგრაფიული დისბალანსი საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა არტურ ჰარაზიმმა, დაადასტურა ის, რომ პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის ბოლოდროინდელი ანგარიში, რომელიც ცხადყოფს, რომ პოლონელები ძალიან არასაკმარისად არიან წარმოდგენილები ევროკავშირის დიპლომატიაში, სწორია. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი მოსახლეობის რაოდენობით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მეექვსეა, ევროკომისიის დიპლომატიური კორპუსის 115 ელჩში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არცერთი პოლონელი არ არის, ნათქვამია ანგარიშში. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლად მხოლოდ ორი ელჩი (ერთი ლიტვიდან და ერთი უნგრეთიდან) შეირჩა იმ ეგრედწოდებული „12 ახალი“ წევრი სახელმწიფოსგან, რომლებიც ბლოკს 2004 და 2007 წლებში შეუერთდნენ. პოლონეთი დღემდე იბრძვის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტისთვის, რომელზეც მას კანდიდატურის სახით პოლონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი მიკოლა დოგილევიჩი ჰყავს. ისიც შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს ატმოსფერო, პოლონეთის წარმომადგენლობის დეფიციტზე აქცენტით, ამ საკვანძო პოსტის უზრუნველყოფისთვის შეიქმნა. ბულგარეთს ორი კანდიდატი ჰყავს აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბულგარელი იქნება, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე დიმიტროვმა ახლახანს ნაციონალური რადიოს ეთერში. მისი თქმით, ორივე ბულგარელმა კანდიდატმა, ფილიპ დიმიტროვმა და სტეფან ტაფროვმა შერჩევის პროცესი წარმატებით გაიარა. ჩინოვნიკის განმარტებით, საბოლოო სიტყვას ეშტონისგან ელიან. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ბულგარეთს თბილისის ელჩის პოსტზე ორი კანდიდატი ჰყავს და ოფიციალური სოფიასგან ორივეს მხარდაჭერა აქვს, რაც ეშტონისთვის საქმეს არ ამარტივებს. ფილიპ დიმიტროვი მემარჯვენე–ცენტრისტი და ყოფილი პრემიერ–მინისტრია. ის ევროპარლამენტის დეპუტატად 1991 წელს აირჩიეს და მის მოვალეობას მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ასრულებდა. მოგვიანებით, ის საკუთარი ქვეყნის ელჩად მუშაობდა გაეროსა და შეერთებულ შტატებში. სტეფან ტაფროვიც მემარჯვენე–ცენტრისტია და ბულგარეთის ელჩად მუშაობდა საფრანგეთში, იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. ევროკომისიის სპიკერმა EurActiv–ს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ამ საკითხზე ჯერ მიღებული არ არის. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/shahter_0000040119774274065-150x150.jpgაფეთქება ტყიბულის მაღაროში 27 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. 7 დაზარალებული თბილისის დამწვრობის ცენტრსა და ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შმ,თხვევის ადგილზე შიანაგან საქმეთა მინისტრი ღამითე იმყოფებოდა. დაღუპულებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა. ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარო “საქნახშირს” ეკუთვნის, რომელიც “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა. ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება პასუხისმგებელი კომუნისტების მიერ დახურული მაღაროს საექსპლუატაციო ლიცენზიის გაცემაზე . http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/tyibuli_28_08_2010.jpg itvს ლინკი
-
http://owen-fan.narod.ru/wall/800/800_Owen8.jpg მაიკლ ოუენი შეუერთდა კარაგერის მიერ ინიცირებულ საქველმოქმედო მატჩს. 4 სექტემბერს ყველა დროის ლივერპული შეეცდება წარჩინებული ევერტონის ფეხბურთელები დაამარცხოს, შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, მისი ინიციატორი კი დღევანდელი ლივერპულის ვიცე-კაპიტანი და ლეგენდა ჯეიმი კარაგერი გახლავთ. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მაიკლ ოუენი თანახმაა მიიღოს კარაგერის წინადადება და 45 წუთით კვლავ ლივერპულის ფორმა მოირგოს. ამ ფაქტს კი “წითელი ეშმაკების” გულშემატკივრების უკმაყოფილება მოჰყვა, ისინი წინააღმდეგი არიან ოუენმა მათი კონკურენტი გუნდის მაისური მოირგოს, იმ შემთხვევაშიც კი თუ საუბარი საქველმოქმედო მატჩზეა. View the full article
-
ტურინის "იუვენტუსის", თამამად შეიძლება ითქვას, ლეგენდარულმა ფორვარდმა, დავიდ ტრეზეგემ გუნდი დღეს ოფიციალურად დატოვა და თამაშს სავარაუდოდ რომელიმე სხვა ჩემპიონატში გააგრძელებს. იხილეთ fanebi.com
-
ლონდონის "არსენალის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ "ბლექბერნთან: სტუმრად მოგებულ (2:1) შეხვედრაში კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანს გარკვეული ხნით ჩამოშორდა. იხილეთ fanebi.com
-
აინტრახტი 1-3 ჰამბურგი იხილეთ fanebi.com
-
ნიურნბერგი 1-2 ფრაიბურგი იხილეთ fanebi.com
-
გასულ ზაფხულს ტურინის "იუვენტუსმა" ბრაზილიელი ნახევარმცველი დიეგო "ვერდერიდან" დიდი ზარზეიმით, 24.5 მლნ ევროდ გადაიბირა, წელს კი, სულ რამდენიმე დღის წინ, "ვოლფსბურგში" ზუსტად 9 მლნ-ით ნაკლებად გაყიდა, იტალიაში უკვე ხუმრობენ, რომ "იუვეში" ან ანგარიში დაავიწყდათ, ანაც საქველმოქმედო ორგანიზაციად აპირებენ გადაკეთებას... იხილეთ fanebi.com
-
მიუხედავად იმისა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მილანში" გადასვლის შესახებ ცნობები ბოლო დღეებია ინტენსიურად ვრცელდება, წამყვანი საფეხბურთო სააგენტოები რაიმე კონკრეტულის მტკიცებისგან თავს იკავებდნენ. ეს ტრადიცია გუშინ გვიან ღამით Sky Sport Italia-მ დაარღვია, რომლიც ინფორმაციითაც, შვედი თავდამსხმელი უახლოეს 1-2 დღეში "როსონერის" ფეხბურთელი გახდება. იხილეთ fanebi.com
-
http://liverpoolfc.ge/wp-content/uploads/2010/08/Raul-Meireles-006.jpg ლივერპულმა მასკერანოს შემცვლელი რაულ მერლეშის სახით უკვე იპოვაროგორც იცით ხავიერ მასკერანომ კარიერის გაგრძელება კატალონიის ბარსელონაში გადაწყვიტა, მაგრამ ერთი დღეც არ გასულა, რომ მერსისაიდელებმა მისი შემცვლელი რაულ მერლეშის სახით უკვე მოძებნეს. წითლებმა რაულ მერლეშის სანაცვლოდ £10.7მლნ. გადაიხადეს. ინფორმაციის წყარო: offcide, guardian View the full article
-
http://www.polity.ge/images/catalog/culture/religion/gvtismshoblis_midzineba.jpgმართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს. polity.ge
-
http://a.pix.ge/j/t9gg9.jpg მადრიდის “რეალში” უკვე ძალიან ბევრი ნახევარმცველია. გუნდი მინიმუმ ერთმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს, ეს ფეხბურთელი კი მაჰამადუ დიარა იქნება. შესაძლოა მასკერანო კატალონიურ კლუბში გადავიდეს, ასე რომ “წითლები” მის შემცვლელს ეძებენ. მაჰამადუ “ლივერპულისთვის” კარგი ვარიანტია, თვითონ ფეხბურთელსაც ძალიან სურს პრემიერ ლიგაში თამაში. “თუ პრემიერ ლიგაზე თამაშის შანსი მომეცემა, მე ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ. მე თამაში ძალიან მინდა, ამის საშუალება კი მადრიდში არ მაქვს.” განაცხადა მალელმა ფეხბურთელმა. ინფორმაციის წყარო : defensacentral.com View the full article
-
"ლივერპულმა" "ბარსელონაში" გაშვებული ხავიერ მასკერანოს შემცველი უმალ გადაიბირა. goal.com-ის ცნობით, "მერსისაიდელებმა" რამდენიმე საათის წინ "პორტუსთან" 27 წლის რაულ მეირელეშის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და მომავალი კვირის ბოლოს პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი "ენფილდზე" გადავა. იხილეთ fanebi.com
-
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰარი რედნაპმა დაადასტურა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ძალიან სურდა "სევილიას" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ლუის ფაბიანოს გადაბირება, მაგრამ ესპანურმა გუნდმა მის სანაცვლოდ იმაზე გაცილებით მეტი მოითხოვა, ვიდრე ლონდონელთა ხელმძღვანელობას ჰქონდა გათვლილი, დამატებითი სახსრების გამონახვა კი არ მოხერხდა. იხილეთ fanebi.com
-
http://sstv.ge/News/Archives/1_1_1267106212.JPG ყველას გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს.ყველა საიტის მომხმარებელს და სრულიად საქართველოს ვულოცავ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთის წყალობა არ მოგკლებოდეთ, იყავით დალოცვილნი და კურთხეულნი. View the full article
-
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანმანათლებო მისიით 1000 ამერიკელი მასაწავლებელის ჩამოყვანა საქართველოში დავით აღმაშენებლის მიერ 40 ათასი ყივჩაღის ჩამოსახლებას შეადარა და ამ ორ აშკარად სხვადასხვა წონისა და მნიშვნელობის ფაქტს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. გაზიარება [ნენე ბებიაშვილი. 23:10 27-08-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/THgNwMJgh1I/AAAAAAAAEAA/2B8vF2Z-ASQ/s200/celqi+mihai.gifროგორც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლებზე არ მუშობენ სპიჩრაითერები, ამიტომ შვების მომგვრელადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, თუ პრეზიდენტის მიერ ერთი მხრივ ისტორიის, მეორე მხრივ კი საკუთრი თავის უმართებულო შეფასება მხოლოდ იმპულსის გამოვლინება იყო. პრეზიდენტის ამ გამოსვლას მოჰყვა მისი რამდენიმე სახალხო შეხვედრა და ისევ განათლების თემაზე საუბარი. ერთ–ერთი ბოლო იყო მასწავლებლებთან შეხვედრა და ამ უკანასკნელთა კომპეტენციის შეფასება ქართული უმაღლესი სასწავლებლების ბედის ფაქტობრივი გადაწყვეტის ფონზე. შეუძლებელია, საქმეში ჩახედული ადამიანი არ დაეთანხმოს პრეზიდენტს იმაში, რომ საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რიცხვმა ლამის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რაოდენობას გადააჭარბა, მათი ხარისხი კი სულ უფრო ქვემოთ და ქვემოთ იწევს. შეუძლებელია იმის უარყოფაც, რომ სახელმწიფო დაქვემდებარების უნივერსიტეტებიც ვერ აკმაყოფილებენ მსოფლიო დონის უმაღლესი სასწავლებლების სტანდარტებს. მაგრამ რა არის ამის მიზეზი და რა არის გამოსავალი? როგორ უნდა მოხდეს უმაღლეს სასწავლებელთა სელექცია? რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოში მხოლოდ ის უმაღლესი სასწავლებლები ფუნქციონირებს, რომლებსაც გავლილი აქვთ აკრედიტაცია. მაგრამ ფაქტია, აკრედიტირებულის სტატუსი ვერ განსაზღვრავს ხარისხს. მაშ, ვინ და რის მიხედვით უნდა დაადგინოს კრიტერიუმი? პრეზიდენტის გამოსვლაში ძალზე საინტერესო აქცენტი გაკეთდა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ასეთი პროფილის ფაკულტეტებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაზე. მაგრამ კითხვები, რომლებიც მუდამ ჩნდება ლაღად მოსაუბრე პრეზიდენტის ირგვლივ შეკრებილებში, ვერასდროს გამოითქმება. საიდან ვიცი, რომ პრეზიდენტთან შეხვედრილ რომელიმე პედაგოგს გაუჩნდა ასეთი კითხვა: ვინ უნდა ააღორძინოს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები, სამეცნიერო ინსტიტუტებიდან გარეკილმა მეცნიერებმა? იქიდან, რომ, ბოლოსდაბოლოს, პედაგოგებიც ამ საზოგადოების წევრები არიან, იღებენ და ცვლიან ინფორმაციას და იციან, რომ არცერთი საბუნებისმეტყველო მეცნიერების შემსაწავლელი ინსტიტუტი საქართველოში, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს: თითქმის გაუქმებულია მათემატიკის ინსტიტუტი, რომელსაც ჯერ სანახევროდ წაართვეს შენობა, შემდეგ მეცნიერ–თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოსთხოვეს, ბოლოს კი ხელისუფლებამ საუბარი, საერთოდაც, საბიუჯეტო დაფინანსებიდან ინსტიტუტის მოხსანაზე დაიწყო; დანგრევის პირასაა ფიზიკის ინსტიტუტი – ქართველი ფიზიკოსების მთელი თაობა დაკარგა საქართველომ – ერთ–ერთი მათგანია პროფესორი გია დვალი (ჩემი თაობის უნივერსიტეტელი), რომლის ნოსტალგიას წელიწადში ერთხელ მისი სტუმრობით იქარვებს ქართული ფიზიკა. საქართველოში უკვე მკვდარ მეცნიერებებად ითვლება ქიმია, ასტრონომია, ფიზიოლოგია, ბიოლოგია... ყველა ცნობილი მეცნიერი ან სახლშია გამწესებული ან შორს სამშობლოდან – სხვა ქვეყანაში, სხვა სახელმწიფოში აგრძელებს მეცნიერების სამსახურს. ამას სამამულო მეცნიერების წინააღმდეგ შეთქმულება ჰქვია, შეთქმულების თეორიის ავტორი კი ყველა ის ხელისუფალი და პრეზიდენტია, რომელმაც არ იცის, რომ პატარა ქვეყნის იმიჯის, პრესტიჟულობის, ცნობადობის საზომი მარტო ტურისტული მარშუტების ამუშავება და თუშეთში, ომალოსა და ახიელში, აგებული ფეშენებელური სასტუმრო ვერ გახდება. მეცნიერებას, კულტურას შეუძლია ყველაზე მცირე ქვეყანა აქციოს ყველაზე დიდ ქვეყნად. კარგია, რომ პრეზიდენტმა და რევოლუციონერმა მიხეილ სააკაშვილმა ეს ჭეშმარიტება ხელისუფლებაში მოსვლიდან მე–7 წელს აღმოაჩინა. მაგრამ უცნაურია, ვის და რატომ უბრაზდება იმის გამო, რომ ქიმიის ფაკულტეტების სტუდენტებს კოლბა და სინჯარა არ უნახავთ? რატომ არის ამაშიც დამნაშვე ყველა – ხელისუფლების გარდა? როცა პრეზიდენტი ზომიერი, იუმორნარევი სიმკაცრით აფასებს განათლების სისტემას და გულდაწყვეტას ვერ მალავს მისი ხარვეზების გამო, მე წინასწარ ვიცი, რომ ეს ჩვეულებრივი პიარია. პრეზიდენტის ამ საუბრით იფარება ძალზე საშიში კანონის მიღების პერსპექტივა – ჩვენი ინფორმაციით, სექტემბერში პარლამენტმა უნდა განიხილოს კანონი, რომლის თანახმადაც, სამეცნიერო–კველევითი ინსტიტუტების მიერთება მოხდება სასწავლო დაწესებულებებთან. ქართველი მეცნიერები ამ კანონს უკვე აფასებენ, როგორც საკონტროლო გასროლას მეცნიერების მისამართით. პრეზიდენტსა და უკვე თითქმის ნახევარ საქართველოს ქვეყნის განათლება სულ ტყუილად ჰგონიათ ინგლისური ენის შესწავლა რაც შეიძლება მეტი ბავშვისთვის. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ხმამაღლა, რომ ინგლისური ენის ცოდნა კარგია, კარგი კი არა, ძალიან კარგია, მაგრამ მე მირჩევნია მხოლოდ ერთ – ქართულ ენაზე მოლაპარაკე, მაგრამ კარგი მათემატიკოსი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე 100 საშუალო შესაძლებლობისა და განათლების ადამიანს. ბოლოსდაბოლოს, მეცნიერებებს, ციფრებს, ფორმულებს ენა არა აქვთ. მეცნიერება თავად არის საერთშორისო ენა, რომელსაც მარტო ამერიკის შორეული შტატებიდან ჩამოყვანილი პედაგოგები ვერ შეგვასწავლიან. ამიტომ მგონია, რომ დემოკრატიულ და თვისუფალ ქვეყანაში პრეზიდენტთან შეხვედრაზე გუშინ მიწვეული პედაგოგებიდან ერთი მაინც იკითხავდა: ბატონო პრეზიდენტო, თვად თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ გადარჩეს ქართული საბუნებისმეტყველო მეცნიერება? გადარჩნენ მეცნიერები? იქნებ ამერიკელ მასწავლებლებთან ერთად ისინიც გამოგადგნენ თქვენი იდეების ხორცშესასხმელად? "ახალი 7 დღე" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
სამაჩაბლოში რუსული საოკუოპაციო რეჟიმი, სხვა ყველაფერთან ერთად, რეგიონში სოფლების, მდინარეებისა თუ კონკრეტული ადგილების ქართულ სახელწოდბებსაც კი ებრძვის. გაზიარება [ლევან სეფისკვერაძე. 22:46 27-08-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/THgIGjNH-aI/AAAAAAAAD_4/bX-B0gZcB5M/s200/cxinvali.gifცოტა ხნის წინ, ცხინვალში ჩასულმა რუსმა ისტორიკოსმა, ვინმე იგორ მოროზოვმა თქვა, რომ მას არც კი სმენია სოფლები სახელწოდებით: თამარაშენი, აჩაბეთი, ერედვი, ქურთა და სხვა... თურმე, ეს სახელწოდებები ქართველებმა “ისტორიულ ოსურ სოფლებს” ხელოვნურად დაარქვეს, რათა ოსების კვალი სამუდამოდ წაშლილიყო. მსგავს უსინდისობას როდესაც ჩვეულებრივი სეპარატისტი, ანდა რუსი გენერალი ამბობს, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ როდესც ამას ისტორიის პროფესორი აცხადებს… რუსები ქართული გადამაწვარი და ბოლომდე დანგრეული ქართული სოფლების არსებობის კვალს მართალია საგულდაგულოს მალავენ, მაგრამ ვერაფერი წაშლის იმ ფაქტს, რომ მაგალითად სოფელი აჩაბეთი ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც რუსეთის სახელმწიფოებრივი ჩანასახიც კი არ იყო. ძველი ქართული სოფელი და ახლა უკვე მიწასთან გასწორებული აჩაბეთი და ციხე მდინარე ლიახვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა. ქართული წყაროების მიხედვით, გვიანდელი ფეოდალურ ხანაში აქ იყო “სასახლე და ციხე მეფეთა”. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აჩაბეთი მთელ ხევსაც რქმევია. VII საუკუნეში სომხეთის გეოგრაფია ქართლის სხვა ოლქებს შორის ასახელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს – “აჩაბეთის ხევს”. 1744 წელს ერეკლე ბატონიშვილმა (შემდეგში ერეკლე II) აჩაბეთთან დაამარცხა გივი ამილახვარი და მისი დამხმარე ოსმალთა ჯარი. აჩაბეთს უკავშირებენ ანჩაბეთა საგვარეულოს, რომელთა ადგილსამყოფელსაც აღნიშნავდა “აჩაბეთი”. ამ უკანასკნელისაგან მოგვიანებით წარმოდგა ახალი ფეოდალური საგვარეულო სახელი “მაჩაბელი”. კოტე ბეხურაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “რუსებს თუ დავუჯერებთ, ე.ი. რა გამოდის? ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია სამაჩაბლოში და ჩვენი სოფლებიც არასოდეს ყოფილა? ასეთი რამ, მხოლოდ რუსს თუ მოუვა თავში. ისტორიის გაყალბება გამიგია, მაგრამ ასე უნამუსოდ კაცო? მარტო ჩემი სოფლის ეკლესიაა მთელს რუსეთზე ძველი და ამ ეკლესიაში ქართული წარწერებია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კვალის დასაფარად რუსები ამ წარწერებს უკვე წაშლიდნენ. თურქებსა და არაბსაც კი არ უთქვამთ, აქ ქართველების ადგილი არ არისო და ორი საუკუნის წინ შემოსულმა რუსებმა, უკვე ჩვენი სახსენებლის წაშლაც დაიწყეს. ამაზე რუსებს ჩვენმა ისტორიკოსებმა კარგი პასუხი უნდა გასცენ, მაგრამ ამ ქვეყანაში არაფერს არა აქვს აზრი...” რუსეთში იმპერიული იდეებით შეპყრობილი ადამიანები იმასაც ამბობენ, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი ერთიანი იყო და ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. რუსი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ 1774 წელს ოსეთი, როგორც ერთიანი ქვეყანა და არა სამხრეთი და ჩრდილოეთი, შევიდა რუსეთის შემადგენლობაში. ამ აზრმა, განსაკუთრებული აღიარება რუსულ პრესაში ჰპოვა. რუსული მედია დუმის მიერ მიღებულ დოკუმენტს არაერთხელ დაუბრუნდა და გააკეთა დასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლო მოთხოვნები აქვს. “გაერთიანებული ოსეთი ოდითგანვე რუსეთის იმპერიის კუთვნილება იყო და სააკაშვილი ტყუილად ირჯება..” – წერენ რუსულ პრესაში. გიორგი მალხაზიშვილი, ისტორიკოსი: “მე-19 საუკუნემდე არ არსებობს არანაირი ისტორიული დოკუმენტი, სადაც შიდა ქართლი სამხრეთ ოსეთად იხსენიება. მთაში მცხოვრებმა ოსებმა კარგად იცოდნენ, რომ ისინი სხვა ქვეყნის – საქართველოს მიწაზე იყვნენ და ამ მიწაზე მათი მატერიალური თუ კულტურული განვითარების უმთავრესი პირობა ქართულ კულტურასთან და ქართველ ხალხთან სწორი ინტეგრაცია იყო. დიგორის, ალაგირის და თაგორის ოსური ტომების შიდა ქართლში ჩამოსახლებას ქართველები სიხარულითაც შეხვდნენ, რადგან ისტორიული ალანების ეს შთამომავლები საკმაოდ იაფ და მუყაით მუშახელს წარმოადგენდა შეძლებული ქართლელი გლეხისთვის. სწორედ ამ პერიოდიდან მოდის სიტყვა “დაოსებული”, რაც მაშინდელ დაღლილ, დაქანცულ, მუდამ ჯაფაში მყოფ ოსს აღნიშნავდა”. ისტორიის გაყალბება კი ყველა სხვა საშუალებასთან ერთად რუსეთისთვის იმ ხანგრძლივი კამპანიის ნაწილი იყო, რაც საბოლოოდ სწორედ მოვლენების იმ სახით განვითარებას ისახავდა მიზნად, რაც ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ქართველთა და აფხაზთა თუ ქართველთა და ოსთა “გენოციდით” დაგვირგვინდა. ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” პირველად სწორედ მე–19 საუკუნის 30-იანი წლების რუსულ პრესაში ჩნდება. მანამდე არც ერთ წყაროში არ არის განსაზღვრული არანაირი ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ოსეთის სტატუსები. უკვე მეცნიერულადაა შესწავლილი, რომ სწორედ ისტორიული სიმართლის გაყალბება იყო ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი რუსეთისთვის, რათა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სეპარატისტული მოძრაობა გაეღვივებინა. გიორგი მალხაზიშვილი: “ათეულობით წლების განმავლობაში სეპარატიზმის “სულიერი მამები” ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და წარმატებითაც ახერხებდნენ აფხაზი და ოსი ხალხის მეხსიერებიდან ამოეძირკვათ მათი საქართველოსთან ისტორიული ერთობის შეგნება. ხალხს თავს ახვევდნენ ყოვლად დაუსაბუთებელ და ყალბ “თეორიებს”, თითქოს ისტორიულად არასოდეს არაფერი აკავშირებდათ საერთო-ქართულ ეთნოკულტურასთან და პოლიტიკურ-სახელმწიფლებრივ სამყაროსთან. უფრო მეტიც, ქართველი ხალხი გამოცხადებული იყო აფხაზეთის თავზე დატრიალებული ყველა უბედურების მიზეზად. თვით ისეთ ფაქტებშიც კი, როგორიც იყო მე–19 საუკუნის 60-70-იან წლებში მეფის რუსეთის მიერ მაჰმადიან აფხაზთა დიდი ნაწილის ოსმალეთში გადასახლება, არც მეტი არც ნაკლები, _ ქართველებს ადანაშაულებდნენ”.presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/sainf-27-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/misha-ruseti.jpg itvს ლინკი