planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2009 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 17 პროცენტი იყო, მაშინ, როდესაც 2010 წელს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოს მთავრობის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, აწ გარდაცვლილმა, ბატონმა ზურაბ ჟვანიამ საკმაოდ პრაქტიკულად, ყველა მოქალაქისათვის გასაგებ ენაზე ახსნა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობა და შედეგის გაზომვადობა. მან თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ყველა მოქალაქე იგრძნობდა მაშინ, როდესაც ის საკუთარი მაცივრის კარს გამოაღებდა და სიცარიელის ნაცვლად, იქ პროდუქტების ფართო ასორტიმენტი დახვდებოდა. დასახელებული მეთოდი მართლაც საოცრად მოქნილი პრაქტიკაა ზედაპირული კვლევის ჩასატარებლად. მარტივად შეიძლება კითხვის დასმა მოქალაქეებისათვის, რომ მაგალითად, შეიცვალა თუ არა მათ მაცივარში პროდუქტების ოდენობა 2003 წლის შემდგომ? თუმცა, ამგვარად შეკითხვის დასმისას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ შემთხვევაში ქვეყნის მოქალაქეთა პასუხი საოცრად გულწრფელი იქნებოდა, ასევე, ბევრ შემთხვევაში კვლევა არასერიოზულად იქნებოდა მიჩნეული. უფრო სერიოზულ ციფრებს კი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიურო (საქსტატი) გვთავაზობს. მაგალითად, სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 2009 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა, გამოხატულმა მიმდინარე ფასებში, შეადგინა 17948.6 მილიონი ლარი, ამ მონაცემის მიხედვით, პრაქტიკულად გაორმაგდა 2004 წელს დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებელი. ეს კი, ბუნებრივია, ეკონომისტების ან თუნდაც პოლიტიკოსების ენაზე ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, ხოლო პოპულისტების ენაზე ცხოვრების პირობების 100 პროცენტით უკეთესობისკენ შეცვლას აღნიშნავს. თუმცა, საინტერესოა, რას ნიშნავს ეს ციფრები საქართველოს რიგითი მოქალაქისათვის? შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთოდ არაფერს, ვინაიდან მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას უბრალოდ არ ესმის რა არის მიმდინარე ფასებში გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტი და რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს ამ მაკროეკონომიკურმა მაჩვენებელმა პირადად მას. ქვეყნის რიგითი მოქალაქე სწორედ ზემოთნახსენებ მაცივარში პროდუქტების ზრდის დინამიკას აქცევს ყურადღებას და სტატისტიკოსების მიერ მოწოდებული ციფრები დიდად არ ადარდებს ან, უმრავლეს შემთხვევაში, საერთოდ არც არასოდეს ეცნობა მათ. აღნიშნულ ფონზე, საინტერესოა რას უდრის ის თანხა, რომელიც ადამიანის საარსებო მინიმალურ პირობებს უზრუნველყოფს? ერთის მხრივ, ეს ის შეკითხვაა, რომელიც რამდენ ადამიანსაც არ უნდა დავუსვათ, იმდენ სხვადასხვაგვარ პასუხს მივიღებთ, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ეკონომიკაში საარსებო მინიმუმის ცნება, რომელიც დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალურ სასურსათო კალათში იგულისხმება განსაზღვრული კვების პროდუქტებისაგან შემდგარი სასურსათო კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას. მარტივად რომ ვთქვათ, საარსებო მინიმიმუმი არის ცილების, ცხიმების, ნახშირწ####ბის და კალორიულობის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც უნდა მიიღოს ყველა ადამიანმა იმისათვის, რომ ელემენტარული არსებობა შეძლოს. ბუნებრივია, ამ ლოგიკით საარსებო მინიმუმი არ ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანს ესაჭიროება ჩაცმა, ტრანსპორტი თუნდაც დასახელებული საარსებო მინიმუმის მოსაპოვებულ სამუშაო ადგილამდე მისვლისათვის, ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მაგალითად, ელ.ენერგია, ბუნებრივი აირი და ა.შ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ თავდაპირველად ხდება მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულების დათვლა 5 ქალაქის (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი და თელავი) საფუძველზე. შემდგომში უკვე დგინდება პროდუქტების საშუალო ფასი და მიჩნეულია, რომ მიღებული ფასი წარმოადგენს თითოეული პროდუქტის საშუალო ფასს ქვეყნის დონეზე. საქსტატის მიერ მოწოდებული მეთოდიკის მიხედვით ითვლება, რომ საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საშუალოდ, 2009 წელს, დაახლოებით 129 ლარი იყო, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი ამავე პერიოდში დაახლოებით 216 ლარი დაფიქსირდა, ხოლო ექვსსულიანი და მეტი შემადგენლობის ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 289 ლარს არ აღემატებოდა. დასახელებული მონაცემების გაცნობისას უამრავი კითხვა იბადება. დავიწყოთ იმით, რომ ჯერ კიდევ 2003 წლამდე ოპოზიციაში მყოფი ბატონი ზურაბ ჟვანია დაჟინებით ითხოვდა, რომ მიღებული ყოფილიყო კანონი მინიმალური ხელფასების შესახებ, რომელიც არსებულ ხელფასს იმ პერიოდისათვის დაფიქსირებულ საარსებო მინიმუმს, ანუ საშუალოდ 115 ლარს გაუტოლებდა. დღეს კი საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ 2009 წელს 2002-2003 წლებთან შედარებით საარსებო მინიმუმი საშუალოდ მხოლოდ 14 ლარით გაზრდილა. მსუბუქად რომ ვთქვათ, ასეთი ლოგიკა დაუჯერებელია. ამასთან, კიდევ უფრო უცნაურად გამოიყურება ის ფაქტი, რომ დასახელებულ 2002-2003 წლებთან შედარებით, 2004 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმმა დაიკლო 30 ლარით და საშუალოდ 85 ლარი შეადგინა. გარდა წარმოდგენილი მშრალი სტატისტიკისა, რომელიც თავისთავად საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, სხვა ყველაფერთან ერთად საეჭვოა ასევე ის ფაქტი, თუ როგორ არის შესაძლებელი ექვსულიანმა ოჯახმა იარსებოს 289 ლარით? ან, ზოგადად, საშუალო ოჯახმა დაახლოებით 216 ლარით? ამ ფონზე ინტერესმოკლებული არ იქნება გავეცნოთ საქართველოს მოქალაქეთა მიმდინარე შემოსავლების სტატისტიკას. კერძოდ, საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2008 წელს შეადგენდა დაახლოებით 535 ლარს, რაც, მაგალითად, 2003 წელს დაფიქსირებულ დაახლოებით 126 ლართან შედარებით საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. 2010 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა მაჩვენებელმა კი დაახლოებით 565 ლარი შეადგინა. მიუხედავად აღნიშნული სტატისტიკისა, დამაფიქრებელია, რომ საქართველოში ამჟამად ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სექტორში და სოფლის მეურნეობის სფეროში ფიქსირდება. ამასთან, საკმაოდ დისკრიმინაციულად გამოიყურება ის ფაქტიც, რომ საქართველოში ერთსა და იმავე სფეროში, ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალების ანაზღაურება საგრძნობლად ჩამორჩება მამაკაცების ანაზღაურებას. მაღალანაზღაურებად სამსახურებში, მაგალითად საფინანსო სექტორში აღნიშნული ტიპის დიფერენციაცია 700 ლარსაც კი აღწევს. ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2009 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე მხოლოდ 17 პროცენტი იყო მაშინ, როდესაც 2010 წელს საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71 პროცენტი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს. საქმე იმაშია, რომ საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თვითდასაქმებულია, მაგალითად, პიროვნებას აქვს მცირე მეურნეობა სოფლად, ან სულაც საკუთარი ავტომანქანით “ტაქსაობს”. ყველა ასეთი ტიპის სამუშაოს შემსრულებელი კი სტატისტიკურად დასაქმებულად ითვლება. ზემოთ დასახელებული ფაქტი, რომელიც საოცარ სხვაობას გვაჩვენებს სახელმწიფოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და მოსახლეობის გამოკითხვით დაფიქსირებულ შედეგებს შორის, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ვერანაირი სტატისტიკა ვერ შეძლებს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, თუ ამის რეალური შესაძლებლობები და პირობები არ არსებობს. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
საეკლესიო კალენდარი პარასკევი წინადღესასწაული მიძინებისა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა. მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა ნაზარისა (ლეჟავა), გერმანე (ჯაჯანიძე), იეროთეოს… ლინკი მედიანიუსზე
-
http://static.guim.co.uk/sys-images/Football/Pix/pictures/2009/10/27/1256653791891/Alberto-Aquilani-002.jpg აკვილანიმ დაასრულა ყველანაირი პროცედურა და ერთი წლით არენდით სახით ტურინის ”იუვენტუსში” გაატარებს… იტალიური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი შეეცდებიან მის ყიდვას 16 მილიონად, არენდის დასრულების შემდეგ. ფეხბურთელი დაბრუნდება სერია A-ში ”ენფილდზე” მიღებული სეროზული ტრავმის შემდეგ. View the full article
-
დევნილები გეგმავენ ჩამოაყალიბონ ორგანიზაცია და საკუთარი უფლებების დასაცავად თავადვე იბრძოლონ. შეხვედრა, რომელიც ”მზიურში” 25 სექტემბერს გაიმართა, ხალხის პარტიისა და კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. დევნილების ცალკეულ ჯგუფებთანერთად, ვაწარმოებთ წესდების პროექტის განხილვას, რათა შევძლოთ დევნილებთან ერთად დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ჩამოყალიბება” -აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი კონსერვატორული პარტიიდან -”ეს უნდა იყოს მათი მოძრაობა, ჩვენ მხოლოდ ამ ორგანიზაციის წესდების პროექტი მოვამზადეთ”. ჩხარტიშვილს იმედი აქვს, რომ თბილისში მცხოვრები დევნილების ძირითად ნაწილს ჩართვენ ამ პროცესში, რათა მოძრაობა ისეთივე ”წარმომადგენლობითი იყოს, რამდენადაც მასშტაბურია დევნილების რიცხვი საქართველოში”. მას მიაჩნია, რომ ესაა ერთადერთი სწორი გზა, რათა დევნილებმა თვითორგანიზებით საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლონ. აფხაზეთიდან დევნილი დალი კაჭარავა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ზღვაზე დევნილების კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით მათთან ჯერ არავინ მისულა გამოსახლების მოთხოვნით, მაგრამ შიშობენ რომ შესაძლოა ისინიც გამოასახლონ. ”თბილისის ზღვაზე სამიათას რვაასი დევნილი ვცხოვრობთ უკვე თვრამეტი წელია. საკუთრებაში არ გვაქვს გადმოცემული ეს ბინები და არ არის გამორიცხული ჩვენთანაც მოვიდნენ.” დევნილთა შეხვედრას ესწებოდნენ ასევე მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებული დევნილები. ”15 აგვისტოს, დილის 6 საათზე მოვიდნენ პოლიციელები, დაახლოებით 500 -600 და ქუჩაში გვყრიდნენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველა იყო იქ მინისტრის მოადგილეც. ჩვენ ვკითხეთ, სად უნდა წავსულიყავით - ეს ჩვენ არ ვიცითო. მერე სასხვათაშორისოდ თქვეს ფოცხოშიო. მე თვრამეტი წელია თბილისში ვცხოვრობ, ფოცხოში არ არის არანაირი სამსახური, იქ როგორ უნდა ვიარსებო? ბავშვებს ხომ უნდათ ცხოვრების ნორმალური პირობები? დღეს უნდა ჩამოყალიბდეს დევნილთა ორგანიზაცია და ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებებისთვის”- ამბობს მედეა ანჯაფარიძე. მისი თქმით მათი ნივთები მერიის საწყობში წაიღეს და დევნილების უმეტესობამ ნივთები დაკარგა: ” რაც ამ ხალხმა 18 წლის განმავლობაში შეაგროვა, ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს. არავინ არ მოსულა მანამდე და არ უთქვამს რომ ალტერნატიულ ფართს გვაძლევდნენ. არანაირი მიწა, მარტო გაძლევენ ერთჯერად კორპუსს. თვითონ იქაურები ამბობენ, რომ არანაირი მოსავალი იქ არ მოდის. რითი უნდა ვიარსებოთ?” დევნილი ზაირა მარანელს მიაჩნია, რომ ეს კავშირი უფრო ადრეუნდა შექმნილიყო: ”დევნილებმა უნდა იცოდნენ თავისი უფლებები და ასევე უნდა ფლობდნენ იმ მექანიზმებს, რომ დაიცვან საკუთარი უფლებები. ჩემი აზრით ეს კავშირი განაპირობებს იმას, რომ აწევს ეს მათ ზნეობრივ აქტიურობას, მათ ჩართულობას სახელმწიფო პროცესებში.” ოჩამჩირედან დევნილი ზაირა ჩარკვიანი ასევე მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებულია. ის თბილისში 18 წელია ცხოვრობს: ” 2008 წლის პირველი აგვისტოდან შევედით მაჩაბლის 8 ნომერში, მანამდე ქირით ვცხოვრობდი. ჯერ გაფრთხილება მოგვივიდა და გაფრთხილებიდან მეშვიდე დღეს მოვიდნენ და გამოგვასახლეს. მერიის საწყობში წაიღეს ამ გამოყრილი ხალხის ნივთები, ვაშლიჯვარში ყოფილა და ბევრმა ვერ იპოვა ეს თავისი ნივთები. მე ქუჩაში მაქვს დაყრილი ნივთები, საღამოს მივდივარ ერთ ამხანაგთან, მეორე საღამოს მეორე ამხანაგთან, ასე დავდივარ. ზოგს თბილისელებმა ეზო ათხოვეს და იქ შეინახეს ნივთები, ზოგი ქირით ეძებს ბინას, ვისაც საშუალება აქვს.ვინ ვისთან არის შეხიზნული ვერ გაიგებ. სამეგრელოში რაღაც სოფელს ამბობდნენ ვითომ, მაგრამ თუ შუქი არ არის, თუ წყალი არ არის, გზა არ არის, მაღაზია არ არის, ფანჯარა არ ვარგა, იქ როგორ უნდა ვიცხოვროთ? სასაკლაოზე ხომ არ წავალთ? ” ასეთ ისტორიებს ყვებიან დევნილები, რომლებიც ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავენ. ისინი დღესაც აპირებენ შეკრებას თბილისის საკრებულოსთან. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
View the full article
-
საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალური ბოლო ხუთი შეხვედრა გაიმართა. პირველი სათასო დღის მსგავსად, გუშინდელმა საღამომაც სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და მასპინძელმა მხოლოდ ერთგან შეძლო გამარჯვება. ადელი (ბ)-კოლხეთი (ფ) 0:2 სქური-გურია 2:0 მეშახტე-ჩიხურა 1:3 კოლხეთი (ხ)-ბათუმი 1:2 ივერია-სპარტაკი (ცხ) 0:2 მერვედფინალში თორმეტივე უმაღლესლიგელს ვიხილავთ. ევროთასების მონაწილე ოთხმა გუნდმა (ოლიმპი, ვიტ ჯორჯია, დინამო, ზესტაფონი) უბრძოლველად მოიპოვა იქ თამაშის უფლება, მეთექვსმეტედფინალური ბარიერი კი უმაღლესი ლიგის ბინადართაგან დაძლიეს "სპარტაკმა", "სამტრედიამ", "ბაიამ", "სიონმა", "ტორპედომ" და "კოლხეთმა". მათ ექვსი ქვედალიგელი: "სქური", "ჩიხურა", "ბათუმი", "მერანი", "ლოკომოტივი" და "გაგრა". მეთექვსმეტედფინალის მსგავსად, მერვედფინალებიც ერთ მატჩად, 9-10 ნოემბერს ჩატარდება, წილისყრა კი სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიმართება. სრულად იხილეთ
-
იტალიური "მილანის" განელი შემტევი ნახმევარმცველი,დომინიკ ადიია,უახლოეს სეზონს "რეჯინაში" გაატარებს არენდის წესით."რეჯინა" იტალიის სერია ბ-ში გამოდის.ფეხბურთელის არენდასათან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს France Football. ადიიამ მონაწილეობა მიიღო სამხრთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე (2010 წელი) და იგი საკუთარ გუნდთან ერთად მეოთხედფინალამდე მივიდა.შეგახსნებეთ,რომ აფრიკელი ფეხბურთელი "როსონერიში" ჯერ კიდევ იანვარში გადავიდა,თუმცა მას აქამდე არცერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია მილანური გუნდის რიგებში. შეგახსენებთ,რომ განელ ფეხბურთელს,რომელსაც ასევე ძალიან კარგად შეუძლია თამაში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე,2009 წლის ახალგაზრულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდი გახდა. სრულად იხილეთ
-
ლონდონის "ტოტენჰემმა" მიაღწია შეთანხმებას მოსკოვის "სპარტაკთან" მეკარის ერთ წლიან არენდასთან დაკავშირებით.საქმე ეხება სტიპე პლეტიკოშას,რომელიც მომდევნო ერთი წლის მანძილზე "ტოტენჰემის" ღირსებას დაიცავს, როგორც ВВС გვამცნობს,ჰარი რედნაპმა კომენტრი გააკეთა "იანგ ბოიზთან" გამარჯვების შემდეგ,რომელითაც ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფის ეტაპი გაიარეს."მე კმაყოფილი ვარ,რომ პლეტიკოშა გუნდს შეურთდება" = განაცხადა რედნაპმა. 31 წლის მეკარე გუნდის სარეზერვო მეკარის სტატუსით იქნება განაცხადში.პლეტიკოშა მესამე მეკარეა "დეზებისთვის" გომესისა და კარლო კუდიჩინის შემდეგ. სრულად იხილეთ
-
ჟურნალი Maxim_09_2010 უკრაინა View the full article
-
ჟურნალი Private_Magazine_63 ჟერნალ ფლეიბოის 2010 წლის საუკეთესო სახეები View the full article
-
მართლმადიდებელი მრევლი ბათუმში აქციებს დილიდან გეგმავს, რადგან ისინი 26 აგვისტოს გეი აღლუმის ჩატარებას ელოდებიან. ბათუმის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირი და მრევლი 25 აგვისტოს საღამოს შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობა მოაწყვეს და რუსთაველის გამზირზე მდებარე წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიასთან გადაინაცვლეს. აქვე მდებარეობს სასტუმრო შერატონი, სადაც სასულიერო პირების განცხადებით უცხოეთიდან ჩამოსული ჰომოსექსუალები არიან. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ბათუმის მთავარი ქუჩა და წაიკითხეს ლოცვა. საპატრულო პოლიციის ერთადერთმა ავტომანქანამ მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, როცა ერთერთ პატრულს აქციის მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს.. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
SOCCER DAY გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის დღეს დარულებული პლეი–ოფების შეხვედრების მიმოხილვას. მიმოხილვაში შესულია ხუთივე შეხვედრა და გატანილი გოლები.სასიამოვნო ყურებას გისურვებთ.კომენტარებში არ დაიზაროთ და მიუთითეთ,თუ რომელი გოლი მიგაჩნიათ დღევანდელი დღის საუკეთესო გოლად. სრულად იხილეთ
-
ახალგაზრდა ტალანტი,ვერნერ მაიერი,რომელიც "აინდლინგის" სამოწყვარულო გუნდში თამაშობს,"ჰოფენჰაიმის" ინტერესებში მოექცა.ინფორმაციას ავრცელებს transfermarkt.de. რალფ რანგნიკის გუნდი ეძებს ყაზანის "რუბინში" წასული,ბრაზილიელი,კარლოს ედუარდოს შემცვლელს.აქვე შეგახსენებთ,რომ "ჰოფენჰაიმმა" უკვე გადაიბირა "შტუტგარტის" ჰავბექი,სებასტიან რუდი. სრულად იხილეთ
-
რუმინული "კლუჟი",რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს ერთდროულად ორი ფეხბურთელით გაძლიერდა,ინფორმაციას ავრცელებს Tuttomercatoweb. რუმინეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ითამაშებენ არგენტინელი რამონ ანსელმო ,რომელიც "კრუზეიროდან" გადმობირეს და იტალიელი ფერდინანდო სფორცინი,რომელიც "უდინეზედან" წაიყვანეს თავიანთთან. ფეხბურთელების კლუბში გადასვლის შესახებ დეტალები ჯერ არ გახმაურებულა და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ამის შესახებაც. სრულად იხილეთ
-
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფებიც და გახდა იმ გუნდების სია ცნობილი,რომლებიც დანარჩენ 27 გუნდს დაემატნენ ჯგუფურ ეტპაზე.ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებენ "ტოტენჰემი","ჟილინა","ოსერი","აიაქსი" და "კოპენჰაგენი". ჯგური ეტაპის წილისყრა ნიონში გაიმართება,სადაც საბოლოოდ გადანაწილდებიან გუნდები ჯგუფებში და დაიწყებენ ბრძოლას ევროპის ყველაზე დიდი საკლუბო ტიტულოს მოსაპოვებლად. გაგაცნობთ დღევანდელი შეხვედრების ანგარიშებსაც: "კოპენჰაგენი" 1–0 "რუსენბორგი" (1–2) "ჟილინა" 1–0 "სპარტა" (2–0) "ტოტენჰემი" 4–0 "იანგ ბოიზი" (2–3) "ოსერი" 2–0 "ზენიტი" (0–1) "აიაქსი" 2–1 "დინამო" კიევი (1–1) სრულად იხილეთ