planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8438 ლარის ნიშნულზე დაეცა. ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური… ლინკი მედიანიუსზე
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/chxartishvili2-150x150.jpgუკრაინაში ქართველი ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის შვილი ნათია ჩხარტიშვილი გაიტაცეს. უკრაინული მედიის ცნობით, ნათია ჩხარტიშვილი ბორისპოლის აეროპრტში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ტარიელ ვასაძის დაცვამ -ვანო ჩხარტიშვილის დავალებით გაიტაცა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/gataceba.jpg itvს ლინკი
-
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა დღეს რადიო "ეხო მოსკვი“ -ის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუ ”ეხო მოსკვიმ” 26 აგვისტოს გამოაქვეყნა. პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ ”საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში დაშვებული იყო სერიოზული უზუსტობა. კერძოდ, გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები შემდეგნაირადაა მოხსენებული: "უნდა გვესმოდეს, რომ რუსები ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მთელი რუსი ხალხი. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც თავს იმპერიად თვლიდა, ყოველთვის კარგი დამპყრობელი იყო, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი" საქართველოს პრეზიდენტის ზუსტი ციტატა კი ასეთია: "უნდა გვესმოდეს, რომ რუსები ისტორიულად იმპერიალისტები არიან, მხედველობაში მყავს არა მთელი რუსი ხალხი, არამედ რუსეთის სახელმწიფო, რომელიც თავს იმპერიად თვლიდა, ყოველთვის იყო კარგი დამპყრობელი, მაგრამ ცუდი შემნარჩუნებელი". ამჟამად ”ეხო მოსკვის” ვებ გვერდზე სწორედ მეორე ციტატაა განთავსებული. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/dato-2708wmv_000112880-150x150.jpgსაქპატენტის ოფისში დღეს სასაქონლო ნიშნებისა და საპატენტო სიგელების გადაცემის ტრადიციული ცერემონია გაიმართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/saqapatenti_27_08_2010wmv_000003918.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/dato-2708wmv_000273880-150x150.jpgმწვანეთა პარტიის ლიდერი ქართულ სოფლებში სიმინდის ჰიბრიდული თესლის გავრცელების წინააღმდეგია. სპეციალური ბრიფინგი ამ თემაზე დღეს პარტიის ოფისში გაიმართა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/simindi_27_08_2010.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/deutsche-welle.jpg სერგეი მოროზოვი ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთმა რუსეთის მხარდაჭერით საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ ზაფხულში, გამოყოფილმა რესპუბლიკამ განაცხადა, რომ რუსულ რაკეტებს ფლობს, რითაც საკუთარი სუვერენიტეტის დემონსტრირებას შეეცადა. სეპარატისტულმა რესპუბლიკამ, აფხაზეთმა ახლახანს აღიარა, რომ რუსულ საზენიტო–სარაკეტო სისტემას S-300–ს ფლობს, რითაც ზრდის დასავლეთის მთავრობაში შეშფოთებას იმის გამო, რომ ამან საქართველოში შეიძლება უსაფრთხოების მდგომარეობა გააუარესოს. DW მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის სამხედრო ექსპერტს ვლადიმერ ევსეევს ესაუბრა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას რეგიონში მისი სამხედრო ყოფნის გაფართოების წინააღმდეგ აფრთხილებს. აგვისტოს შუა რიცხვებში რუსეთმა აფხაზეთში ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები განათავსა. რა დგას ამ ნაბიჯის უკან? სინამდვილეში პრობლემა ახალი არ არის. რუსეთმა ეს ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები აფხაზეთში ორი წლის წინ, საქართველოსთან ომის შემდეგ განათავსა. გარკვეული მიზეზების გამო აფხაზეთმა ეს ცნობა საჯარო საჯაროდ ახლა გახადა. განცხადება აფხაზეთიდან გაკეთდა და არა რუსეთიდან. არ ვფიქრობ, რომ ნაბიჯი მოსკოვთან შეთანხმებული იყო. ეს ჩემთვის იმის ნიშანია, რომ აფხაზეთის მთავრობას სურს რუსეთისგან მისი დამოუკიდებლობის ხაზგასმა. რუსეთი უბრალოდ ფაქტის წინაშე დადგა და სხვა არჩევანი არ ჰქონდა, თუ არა დაედასტურებინა ეს ფაქტი. რა იყო აფხაზეთის მთავრობის მიზანი? აფხაზეთი საერთაშორისო აღიარებისკენ მიისწრაფვის. სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით აფხაზეთს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი. მას გააჩნია შესაბამისი პირობები: აქვს ზღვა, მდიდარია მინერალებით და კარგი ურთიერთობა აქვს თურქეთთან, რომელიც მზადაა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად. ბოლოდროინდელი განცხადებაც შეიძლება ამ კონტექსტში განვიხილოთ: აფხაზეთი საერთაშორისო აღიარებისკენ მიილტვის. ევროკავშირს მკაცრი რეაქცია ჰქონდა. ბლოკის საგარეო საქმეების და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ რაკეტების განთავსება რეგიონში დაძაბულობის რისკს ზრდის. ევროპელები, მოვლენების ასეთი განვითარებით კმაყოფილები ვერ იქნებიან, ეს ცხადია. აფხაზეთში S-300 რომც არ იყოს, ევროკავშირს დღემდე უნდა იყოს დაინტერესებული იმით, თუ რა მიზანი აქვს იქ რუსეთის სამხედრო ყოფნას. ასევე, S-300 არცერთ შემთხვევაში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოსთვის, არც მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ეს თავდაცვითი იარაღია და არა შეტევითი. რუსეთმა უნდა განაგრძოს აფხაზეთის შეიარაღება? მეტი შეიარაღება – მეტი დაძაბულობაა, რაც არასასურველია. იარაღის არსენალი, რომელიც რუსეთს იქ უკვე აქვს, ახალი შეიარაღებული კონფლიქტის პრევენციისთვის საკმარისია. თუკი რუსეთი აფხაზეთში ახალ შეიარაღებას განათავსებს, ეს საქართველოს მთავრობას კონტრზომებისკენ უბიძგებს. ცალკე აღებულ S-300–ს შეუძლია აფხაზეთის მთელი ტერიტორია დაიცვას საჰაერო შეტევისგან. ყოველ შემთხვევაში, მე პირველ რიგში ვერ წარმომიდგენია, რამ შეიძლება ასეთი თავდასხმა გამოიწვიოს. ამ თვალსაზრისით მე ვეთანხმები შეერთებული შტატების მთავრობას, რომ რუსეთმა ყველა შემთხვევაში თავი უნდა შეიკავოს აფხაზეთში მისი სამხედრო ყოფნის გაფართოვებისგან. როგორ აფასებთ ქართულ–რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციის შანსებს? ეს ურთიერთობები ჩიხშია. მოსკოვმა უკომპრომისო პოზიცია დაიკავა იმით, რომ არ დაიწყებს თბილისთან მოლაპარაკებას ვიდრე სააკაშვილი ხელისუფლებაშია. სააკაშვილი არ აპირებს ოფისის დატოვებას და კიდევ რამდენიმე წელი დარჩება საქართველოს პრეზიდენტად. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გაწირა საქართველოსთან ნებისმიერი ტიპის დიალოგის დაწყების შესაძლებლობა. კონტაქტები სხვა პოლიტიკოსებთან, მაგალითად ნინო ბურჯანაძესთან (ოპოზიციონერი პოლიტიკოსი) მოსკოვს არაფერს მუტანს, რადგან ბურჯანაძე არ არის დღეს საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებ ფიგურათა შორის. ჩვენ ამ მოჯადოებულ წრეს უახლოეს მომავალში ვერ გავარღვევთ. მეორე მხრივ, თუკი რუსეთი შეძლებს პროვოკაციისთვის თავის არიდებას, მას შეუძლია ურთიერთობების გაუმჯობესება მცირე ნაბიჯების მეშვეობით. ახლახანს, მიღებულ იქნა ზომები საქართველოს და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის მიმართულებით. ამით შეიძლება დაძაბულობა შედარებით განიმუხტოს, მოსკოვის მხრიდან საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი კონტაქტის გარეშეც. ეს თანდათანობითი მიდგომაა, რომელსაც ხშირად იყენებს აშშ, რაც არსებულ სიტუაციაში გონივრული იქნებოდა. ორიგინალი ორიგინალი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/polic1-150x150.jpgკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აივაზ ისმაილოვი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისმაილოვი ნაკვეთის პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 6 000 ლარი. ასევე, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული არიან დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ქამრან მუსაევი და სოფელ ოროზმანის რწმუნებული ფახრატ ყურბანოვი, რომლებიც ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდენ ქრთამს. ისინი 300 ლარის აღების ფაქტზე დააკავეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/po.jpg itvს ლინკი
-
itv „ჩვენ მივდივართ იქ სადაც ახალგაზრდები არიან“
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/hands_up-150x150.jpg„ჩვენ მივდივართ იქ სადაც ახალგაზრდები არიან“– ამ სლოგანით გამართავს „დავითიანნი“ ფესტივალს ბათუმში, როემლიც 30 და 31 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია ახალგაზრდებს ჯანმრთელად ცხოვრებისაკენ მოუწოდონ. ისინი, კლუბებში გასართობად მისულებს ექსტაზისა და სხვა და სხვა ჰალუცინოგენური ნივთიერებიბის ნაცვლად სხვა , თუნდაც ალკოჰოლური სასმელების მიღებას სთავაზობენ. მართალია ფესტივალი წელს პირველად იმართება, თუმცა დავითიანნი ამგვარი ღონისძიებების ჩატარებას წელიწადში 2 ჯერ გეგმავს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/davitian.jpg itvს ლინკი