planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
მიუნხენის "ბაიერნის" ტავდამსხმელი,მიორსლავ კლოზე არ მალს სურვილს ბინდესლიგის მეორე ტურის შეხვედრის წინ,რომ მას სურს გოლის გატანა "კაიზერსლაუტერნის" კარში."ბედნიერი ვიქნები,თუ კი მოვახერხებ ყოფილი კლუბის კარის აღებას" – განაცხადა მიროსლავ კლოზემ,ამ ინფორმაციას ავრცელებს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი. "მე იქ ხუთი წელი ვთამაშობდი,ჩემთვის "კაიზერი" ბევრს ნიშნავს,თუმცა ახლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს,რომ მათი კრი ავიღო" – აღნიშნა კლოზემ. შეგახსენებთ,რომ 32 წლის კლოზემ კაიზერში 1999 წლიდან 2004 წლამდე ითამაშა.ჯამში 120 შეხვედრის ჩატარება და 44 გოლის გატანა მოახერხა. სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/pol.bmpკონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთისა და კახეთის რეგიონში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამშრომელი ნოდარ ებანოიძე, რომელმაც მუნიციპალური ქონების პრივატიზებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 2000 აშშ დოლარი. ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ თულარის წრმუნებული აივაზ ნასიბოვი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებს სისტემატურად სძალავდა ქრთამს. იგი დაკავებული იქნა 600 ლარის აღების ფაქტზე. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/pol.jpg itvს ლინკი
-
იტალიური "რომას" გოლკიპერი,დონი,შესაძლოა კარიერის მომდევნო ეტაპზე პორტუგალიაში აღმოჩნდეს.30 წლის ბრაზილიელი მეკარით ლისაბონის "ბენფიკა" დაინტერესდა.ინფორმაციას ავრცელებს Record. აქამდე,დონის აგენტი,ოვიდიო კოლუჩი აბობდა,რომ მეკარეს არანაირი შემოთავაზება არ ჰქონდა სხვა გუნდიდან,თუმცა,როგორც აღმოჩნდა ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სრულად იხილეთ
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/photo9-150x150.jpgმოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ხარვეზებზე საუბრობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/08/1.jpg itvს ლინკი
-
იტალიური "რომას" ახალწვეული თავდამსხმელი,ბრაზილიელი ადრიანო ერთი თვე ფეხბურთს ვერ ითამაშებს.რომაელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო და როგორც აღმოჩნდა საკმაოდ სერიოზულიც. დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ რომელთა სამედიცინო შტაბმა ადრიანოს დიაგნოზი დაუსვა – მას აეკრძალა ერთი თვით ფეხბურთის თამაში,იგი იტალიის ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს.ინფორმაციას ავრცელებს Sky Sport. სრულად იხილეთ
-
ესპანური "ხეტაფეს" ნაევარმცველი,დერეკ ბაორენგი კარიერას კვლავ პრიმერადივიზიონში გააგრძელებსესპანელებმა უარით გაისტუმრეს პრემიერლიგური "ვესტ ბრომვიჩი" და ბოატენგის ტრასფერიც არ შედგა.ამ ინფორმაციას ავრცელებს FootballPress. აქვე აღვნიშნავთ იმასაც,რომ პრემირლიგის ბინადრები მზად იყვნენ 27 წლის განელი ფეხბურთელის ნაცვლად 3,6 მილიონი ევრო გადაეხადათ.გასულ სეზონში ჰავბექმა "ხეტაფეს" რიგებში 30 შეხვედრა ჩაატარა. სრულად იხილეთ
-
მადრიდის "რეალი" აპირებს კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩში 35 მილიონი ევრო შესთავაზოს. სამეფო კლუბის მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს სურს, რომ ეს ტრანსფერი შედგეს.მოუ მასთან ერთად ინტერში მუშაობდა და თვლის, რომ პერპექტივული ფეხბურთელია და "რეალს"შეეფერება. შეგახსენებთ, რომ იბრაზე შემოთავაზებები ბევრი კლუბებიდანაა, მაგალითად "მილანიდან" და "მარჩესტერ სიტიდან". სრულად იხილეთ
-
გარემოვაჭრეები თბილისის საკრებულოს გარევაჭრობის რეგულირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღებას სთხოვენ. პროექტის ავტორი ,,კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილია. ეს მოთხოვნა დღეს საკრებულოს შენობასთან დევნილებისა და გარემოვაჭრეების აქციაზე გახდა ცნობილი. სამართლებრივი აქტში (საკრებულოს გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს გარევაჭრობა დედაქალაქში), რომლის განხილვასა და მიღებას გარემოვაჭრეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ითხოვენ, ხუთ პუნქტად არის ჩამოყალიბებული. პროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ამ აქტმა უნდა შეცვალოს ძველი, 2006 წლის თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება. ,,2006 წლის აქტი არ არის სრულფასოვანი, საკრებულომ მაშინ, როგორც ჩანს, მოიცილა პასუხისმგებლობა და წესების შემუშავება მერიას დაავალა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საკრებულომ შეიმუშავოს წესები, რადგან ეს აქტი ფაქტობრივად არ მოქმედებს. მერიამ 2006 წლიდან მოყოლებული არ შეიმუშავა არანაირი კონკრეტული წესები გარევაჭრობის დასარეგულირებლად”, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი და პასუხისმგებლობას ამ საკითხზე თბილისის საკრებულოს აკისრებს. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ,,დედაქალაქში გარევაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა”. გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში წერია, რომ საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ არ დაამახინჯონ ქალაქის იერსახე, ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით. გადაწყვეტილება თბილისის მერიას ანიჭებს უფლებას, რომ განსაზღვროს გარე ვაჭრობის ადგილები და ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები. ასევე მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები ნომენკლატურა. გარე ვაჭრობის რეგულირების ახალი პროექტი თბილისის მერიას არანაირ უფლებას არ ანიჭებას. პროექტის თანახმად, გარევაჭრობა ნებადართულია ყველგან. ზუსტად არის განსაზღვრული, თუ რისი გაყიდვა შეიძლება (ან არ შეიძლება) მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან. ,,ვაჭრობისათვის დასაშვებად იქნეს მიჩნეული ყველა სახის საქონელი გარდა მედიკამენტებისა, მომწამლავი ნივთიერებებისა და სახლის პირობებში დამზადებული კონსერვირებული პროდუქტებისა. მალფუჭებადი პროდუქტებისათვის აუცილებელია მაცივრის გამოყენება”, - წერია პროექტის მეორე პუნქტში. ასევე, გარე ვაჭრობისათვის ნებართვა უნდა გაიცეს უსასყიდლოდ იმ პირებისათვის ვინც 2010 წლის 10 აგვისტომდე იყვნენ დაკავებულნი ამ საქმით. ერთ პირზე დროებით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთი, პროექტის მიხედვით, უნდა განისაზღვროს 2 კვადრატული მეტრის ოდენობით, ხოლო მოსაკრებელი ერთ კვადრატულ მეტრზე 1 ლარის ოდენობით დღე-ღამეში. იმისათვის, რომ გარევაჭრობის განხორციელებისას დაცული იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ფორმები და ვაჭრობამ არ შეაფერხოს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, გარევაჭრობის შესახებ შემუსავებულ პროექტში მითითებულია: თითოეული მოვაჭრისათვის განკუთვნილი ადგილის საზღვრები მოინიშნოს ასფალტზე საღებავით.ნარჩენების გატანა განხორციელდეს დღე-ღამეში რამდენჯერმე და გარევაჭრობის ადგილებზე დაიდგას სათანადო რაოდენობის ურნები ნარჩენებისთვის (ნაგავისთვის).შეიქმნას ვაჭრობისათვის განკუთვნილი დახლები, რომელიც ქალაქის იერსახეს შეესაბამება ქ.თბილისის ბიუჯეტის სახსრებიდან.აქციაზე გარემოვაჭრეებთან ერთად დევნილებიც შეიკრიბნენ, რომლებიც საცხოვრებელი ფართების გამოყოფას თბილისის ტერიტორიაზე ითხოვენ. ჩხარტიშვილის თქმით, თბილისში ცხოვრება დევნილებისათვის არის არა ფუფუნება, არამედ გადარჩენისათვის აუცილებელი პირობა. ,,მათ სამუშაო ადგილები, თუნდაც დროებითი, თუნდაც მძიმე ან თუნდაც გარე ვაჭრობაში ან სხვაგან აქვთ მოპოვებული ამ ქალაქში, მათი სოციალური გარემო არის აქ და სხვაგან მათ არსებობის, სამუშაოს შენარჩუნების საშუალება არ ექნებათ”, - განმარტავს ,,კონსერვატიული პარტიის” წევრი. ასევე ჩხარტიშვილის თქმით ხვალ, საკრებულოს სხდომას გარე მოვაჭრეები დაესწრებიან. პარალელურად, 12 საათზე აქცია საკრებულოსთან ისევ გაიმართება. მომდევნო კვირის ხუთშაბათს კი დევნილები და გარე მოვაჭრეები საპროტესტო აქციას უკვე თბილისის მერიასთან გამართავენ. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
მახაჭყალას "ანჟის" ახალწვეული,ოთარ ხიზანეიშვილმა სპეციალურ პრეს–კონფერენციაზე უპასუხა არაერთ კითხვას,რომელიც ინტერვიუს სახით "ანჟის" ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა. "მე თბილისში დავიბადე.სწორედ იქ დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერაც.ვთამაშობდი თბილისის "დინამოში".რუსეთში ნათამაშები მაქვს "სპარტაკის","დინამოსა" და "როსტოვის" რიგებშიც.ამის შემდეგ კი გერმანიაში გადავედი სათამაშოდ,სადაც "ფრაიბურგისა" და "აუგსბურგის" ღირსებას ვიცავდი სხვა და სხვა დროს."ანჟიში" გადმოსვლამდე ჩემი პერსონით "ნალჩიკიც" იყო დაინტერესებული.თმცა ვერშედგა შეთანხმება და მენეჯერმა მამცნო,რომ "ანჟიში" უნდა წამოვსულიყავი სინჯებზე და როგორც ხედავთ მე აქ ვარ." – განაცხადა ხიზანეიშვილმა. სრულად იხილეთ
-
ამ ბოლო დღეების მანძილზე "ჩელსის" მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა მადრიდის "რეალის" მხრივ მოულოდნელი შეთავაზება გააკეთა, აბრამოვიჩმა "რეალს" სერხიო რამოსში 40 მილიონი ევრო შესთავაზა. თუ მადრიდის "რეალი" ამ წინადადებას მიიღებს და სერხიოს გაყიდის, იგი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს და "არისტოკრატებთან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. სრულად იხილეთ