Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61328.jpg საქართველოს პრემიერ-მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გამგებლებს შეხვდა. შეხვედრას გუბერნიაში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც ესწრებოდა. ვანო მერაბიშვილმა გამგებლებთან დაზღვევის ახალ პროგრამაზე და პოლისების დარიგების შესახებ ისაუბრა. პრემიერის თქმით, პოლისების დარიგება მომავალი ორშაბათიდან დაიწყება. პენსიონერები პოლისს პენსიასთან ერთად მიიღებენ. რაც შეეხება 5 წლამდე ბავშვებს, ისინი პოლისს საქართველოს ფოსტის მეშვეობით მიიღებენ. დღესვე მთავრობის წევრები სოფელ ნატახტარში მცხოვრებ იმერლიშვილების 12-სულიან ოჯახს ესტუმრნენ. ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ჭიაბერაშვილმა მათ დაზღვევის პოლისები გადასცეს. მინისტრებმა დეტალურად განუმარტეს პოლისით სარგებლობის წესები. ოჯახში 2 ასაკით პენსიონერი და 5 წლამდე ასაკის 2 ბავშვია. ისინი კუთვნილი პოლისებით სარგებლობას 1 სექტემბრიდან შეძლებენ. View the full article
  2. http://opinion.ge/wp-content/uploads/2012/07/ndi1.jpg„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ დღეს ზუგდიდში, ახალი კვლევის შედეგები წარადგინა. NDI–ის კვლევის მიხედვით, ზუგდიდის მოსახლეობისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობა, სამუშო ადგილები და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. როგორც ლუის ნავარო აღნიშნავს, ზუგდიდში უფრო პოზიტიურად განიხილავენ ახალი ქალაქის, ლაზიკის მშენებლობას და გამოკითხულთა უმეტესი ნაწილისთვის ლაზიკა არის დამატებითი სამუშო ადგილების შექმნის პერსპექტივა. ასევე NDI-ს ცნობით, ზუგდიდში მიაჩნიათ, რომ 2008 წლის იანვართან შედარებით საქართველოში შეიცვალა მდგომარეობა შემდეგი მიმართულებით: გზები, გამრიცხველიანება და ნარკომანაია, არ შეცვლილა კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტის ღირებულება, სამედიცინო მომსახურება, სასოფლო სამეურნეო წარმოების შემცირება, კანალიზაცია, საბავშვო ბაღებში არსებული სიტუაცია. გაუარესდა სახელმძღვანელოების ღირებულება. ზუგდიდში გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. კველევის შედეგად გამოვლინდა, რომ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობა ძირითადად ტელევიზიით იღებს. უმეტესი ნაწილი “რუსთავი 2″–სა და “იმედს” უყურებს, ხოლო “მაესტროსა” და “მე–9 არხზე”, ლუის ნავაროს განცხადებით, მათ ხელი არ მიუწვდებათ; ადგილობრივ ტელერადიოკომპანია “ოდიშს” უყურებს გამოკითხულთა 73 %, თუმცა 50 % თვლის, რომ ეს ტელევიზია მთავრობის ინტერესებს გამოხატავს. opinion.ge View the full article
  3. საინფორმაციო კოლაჟი. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/W1OTM6JYu14 palitratv.ge
  4. <img src = "img/multimedia/a10236.jpg" > ბაჩუკი ქარდავამ ბიძინა ივანიშვილი კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვალს შეადარა და მიხეილ ვორონცოვის იდეების გამგრძელებლი უწოდა ბიძინა ივანიშვილს და ყველა იმ პოლიტიკოსს, რომლებიც რუსეთის საამებლად აცხადებენ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. droni.ge
  5. ვინ ესხმის თავს "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს? სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/5Fnr-x1WkT8 palitratv.ge
  6. (კავკასიური ომი და მისი შედეგები)კავკასია რუსული პოლიტიკური სამყაროს ინტერესების სფეროში მოხვდა ჯერ კიდევ კიევის რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე (IXს. II ნახევრიდან), როდესაც ცალკეული რუსული (რუს-ნორმან-ვარიაგთა) რაზმები ლაშქრობდნენ კასპიისპირეთში1. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ლაშქრობები, ერთი შეხედვით, ნადავლის მოსაპოვებლად გამიზნული მეკობრული (ვარიაგ-ნორმანებისათვის დამახასიათებელი) თვისება იყო, მეცნიერებაში თითქმის დადგენილად ითვლება, რომ IX-XIს. I მესამედში კასპიისპ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  7. იტალიელმა რეჟისორმა დარიო არჯენტომ თავისი ახალი ფილმი "დრაკულა" წარმოადგინა. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/LuNNKK114vQ palitratv.ge
  8. თოქშოუ"პროვოკატორის" სტუმარია ფსიქოთერაპევტი გივი მერაბიშვილი. სრულადhttp://feeds.feedburner.com/~r/PalitraTv-radio/~4/ieHDRIg3Omw palitratv.ge
  9. აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გაამკაცრა მიმოსვლა საოკუპაციო ხაზზე, კერძოდ, ენგურის ხიდზე. "ექსპერტთა კლუბის" ინფორმაციით, გამკაცრება შეეხო აფხაზეთის იმ მაცხოვრებლებს, რომელთაც ე.წ. აფხაზური პასპორტები არ გააჩნიათ.ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხურჩა–ნაბაკევის გადასასვლელზე დააკავეს რამოდენიმე ქართველი, რომელთაც ზემოაღნიშნული დოკუმენტები არ გააჩნდათ. 300–1200 რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდის შემდეგ ისინი განთავისუფლებულ იქნენ.რასთან არის დაკავშირებული რეჟიმის ას... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  10. 16:25 11.07.2012 ჟურნალისტისა და უფლებადამცველის კოტე ინაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქსნის N15 დაწესებულების 700-მდე პატიმარმა ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რომელშიც ისინი სახალხო დამცველს ციხეში უკანონო ქმედებების შესახებ ატყობინებდნენ, მათზე ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა გაძლიერდა. http://4.bp.blogspot.com/-Km6IY_ZHlL8/T_128X_L_sI/AAAAAAAAHrY/wYT0gTeBtvY/s200/patimari.jpgროგორც კოტე ინაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, „ობიექტივი“ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარია გარდაცვლილი, რომელთაც ციხეში წამების ფაქტების მამხილებელ განცხადებაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი. „ფაქტის მიჩქმალვის მიზნით შესაძლოა პატიმართა ცხედრები ქსნიდან სხვადასხვა ციხეებში გადაანაწილონ. მოგმართავთ ყველას, თუ ფლობთ ციხეში პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას, ან თქვენს ქალაქსა და რაიონში პატიმარს ჩამოსვენებენ აუცილებლად დაგვიკავშირდით მედია–კავშირ „ობიექტივში“ და შეგვატყობინეთ. http://4.bp.blogspot.com/-Su7_Glu60Dc/T_13UFcYA5I/AAAAAAAAHrk/HjiY_R0MGLM/s200/kote%2Binashvili.jpg უკანასკნელ პერიოდში, ციხეებში, ადმინისტრაციის ჯალათი თანამშრომლების მიერ მოკლულ პატიმართა რიცხვი უპრეცედენტოდ გაიზარდა. იმედია სამართალი იზეიმებს და ციხის ადმინისტრაციის ჯალათი თანამშრომლები, რომლებიც პატიმართა წამებაში და მკვლელობაში იღებენ მონაწილეობას სათანადოდ დაისჯებიან“, – განაცხადა კოტე ინაშვილმა. http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png http://1.bp.blogspot.com/-r9VIupEIfpQ/T_l_9fJkFeI/AAAAAAAAHpc/TU9X4ioHhDY/s400/samegrelos%2Bshuagulidan.gif View the full article
  11. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 9 ივლისს დაიწყო და 15 ივლისამდე გაგრძელდება აზერბაიჯანის არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე.სამხედრო წვრთნებს უშუალოდ ხელმძღვანელობს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საფარ აბიევი. მასში მონაწილეობას ღებულობენ როგორც სახმელეთო, ისე სამხედრო-საჰაერო ძალების შენაერთები.აღნიშნული ღონისძიებების დამთავრების შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები თურქეთის სახმელეთო და საზღვაო ძა... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  12. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61323.jpg ხამნძარი იყო დღეს ჩუბინაშვილის 18 ნომერში. ცეცხლი იტალიური ეზოს ერთ-ერთი საცხოვრებლის სამზარეულოში გაჩნდა, რის შედეგადაც ალი უკვე სახურავს მოედო. დაიწვა 90 კვადრატული მეტრი ფართობი. არავინ დაშავებულა. ოჯახში ორი ადამიანი ცხოვრობს. მათ დროულად შეძლეს საცხოვრებლიდან გამოსვლა. ხანაძარს 10 სახანძრო ბრიგადა აქრობდა. ცეცხლის ლოკალიზება 15 წუთში მოხერხდა. ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი გაზის აალება გახდა. დაზარალებულებს რაიონის გამგეობის წარმომადგენლები დახმარებას დაჰპირდნენ. View the full article
  13. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61324.jpg ლილოში ქლორის გაჟონვის საქმეზე სამართალდამცველებმა შ.პ.ს. "სენტიმენტ ჯი-ემ-სის" ხელმძღვანელი გოჩა ყულეჭიშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისიც ქლორის ბიზნესში იყო. კომპანია ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ქლორის ავზის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა შ.პ.ს. ,, კრისტალის” ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი დააკავეს. მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 5 ივლისს ლილოს დასახლებაში ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა. ერთი - 18 წლის მამაკაცი დღეს გარდაიცვალა. შპს "კრისტალის" კუთვნილი ავზიდან ქლორმა მაშინ გაჟონა, როდესაც იქვე მდებარე გაჩერებასთან ავტობუსი გაჩერდა. არსებული ინფორმაციით, ლაშა ნარიმანიძე ამ ავტობუსის მგზავრი იყო. View the full article
  14. წელს განსაკუთრებით ბევრი თამაშის კინოადაპტაცია დაიგეგმა. შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით 2012 წელი უპრეცენდენტოა. გიგანტ კინოკომპანიებს ერთმანეთთან ნამდვილი ბრძოლა აქვთ გამართული თამაშების დეველოპერი კომპანიებისგან ლიცენზიის მოპოვებისთვის. წელს ამ ტენდენციის პირველი მერცხალი კომპანია Sony იყო, რომელმაც მკვლელის კრედო დაარელიზა, მას მოჰყვა Paramount Splinter Cell-ის ეკრანიზაციით და ბოლოს Warner Bros., Sony და Paramount ერთროულად დაინტერესდნენ Need for The post ხერხის სცენარისტები God of War-ის კინოადაპტაციაზე იწყებენ მუშაობას appeared first on KinoSiaxle.Ge. View the full article
  15. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61325.jpg "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები" – ამ სახელწოდების კონფერენცია ბათუმში დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრები, ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკოსები დაესწრნენ. მთავარი თემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცა იყო. "ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პრაგმატული არჩევანი არ არის. ჩვენთვისაც და ჩვენი მეგობრებისთვის მოლდოვაში ევროპის ხიბლი ისაა, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი იდენტურობა. ამ კუთხით საქართველო მსოფლიოს ამ ნაწილში მოლდოვასთან ერთად ძალისხმევას არ იშურებს ცვლილებების და რეფორმების განსახორცილებლად. აღმოსავლეთ პარტნიორობა უდიდესი იდეაა, 2008 წელს გადავიტანეთ ომი. უკვე აღარ ვიყავით დე-სე-თეს წევრები. ზოგი ფიქრობდა, რატომ ვარსებობდით ისევ რუკაზე. ამ დროს აღმოსავლეთი პარტნიორობა ჩვენთვის იყო ხსნა. ის გახდა მნიშვნელოვანი იარაღი ჩვენი ევროპასთან დაახლოებისთვის და მრავალმხრივი ფორმატისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი ქვეყნებისთვის; "ძალიან დიდი იმედი გვაქვს , რომ 2013 წელი, იმის მიუხედავდ, რომ ცრუმორწმუნეებისთვის ეს ციფრი კარგად არ აღიქმება, საქართველოსთვის ის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ 2013 წელს შეიძლება უკვე გვქონდეს ვიზების ლიბერალიზაცია, ევროკავშირთან თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ასოცირების ხელშეკრულება, ასევე იმედი გვაქვს, რომ ვილნიუსის სამიტზე უკვე იმ ეტაპზე ვიქნებით, რომ მივიღოთ კონკრეტული პერსპექტივები," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "მინდა ვთქვა იმ მნიშვნელოვანი ქვეყნის შესახებ, რომელიც საქართველოს მეზობელია და რომლის ჯარებსაც საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, 2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების უკანონო და აბსოლუტური დარღვევით. ეს ფაქტი ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდ ყურადღებას ითხოვს. "აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ აღმოსავლეთი პარტნიორობა არ არის შექმნილი რუსეთის წინააღმდეგ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპა რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდა მაშინ, როდესაც 1995 წელს მისი ევროკაშირის წევრი ფინეთი გახდა. ევროკაშირის ურთიერთობა რუსეთთან არის სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება კი ემყარება ენერგოუსაფრთხოებისთვის ინვეტირებას და გალობალურ საფრთხესთან გამკლავებას; "მაგრამ ევროკაშირი და რუსეთი ერთსა და იმავე ღირებულებებს არ იზიარებენ. ამიტომ ევროპა ვერ შეეგუება, რომ რუსეთი ჩაერიოს ევროკავშირის მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში და ხელყოს მათი დამოუკიდებლობა პირდაპირი ოკუპაციით, თუ ირიბად. ისე, როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა ცდება, როდესაც ასეთ დროს დუმილს ინარჩუნებს; "და ბოლოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე და საპრეზიდენტო არჩევნები იქნება გადამწყვეტი ტესტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნდობისა და მომავლისთვის," - განაცხადა "ევროპის სახალხო პარტიის" პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა. კონფრენეციის მონაწილეებს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, ევროკომისარმა შტეფან ფულემ და მოლდოვის პრემიერმაც მიმართეს. View the full article
  16. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61322.jpg იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ ნემსაძე და გურამ შათირიშვილი ემილიოს რეგიონში ერთ-ერთი ფერმერის სახლის ძარცვის დროს აიყვანეს. იტალიური პრესა წერს, რომ ქართველებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, დაშავდა რამდენიმე კარაბინერი. დაპირისპირების დროს თამაზ ნემსაძემ ერთ-ერთი პოლიციელის ტაბელური იარაღის აღება მოახერხა და სამართალდამცველების მისამართით გასროლა სცადა. სამართალდამცველებმა მანტენეას გარეუბანში 78 წლის ფერმერის გვამიც იპოვეს და ახლა მკვლელობის საქმესთან ქართველების შესაძლო კავშირს სწავლობენ. View the full article
  17. http://rustavi2.com/news_photos/07_12/61321.jpg ცალკე შეხვედრებს მართავს ბათუმში ევროპის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი. შტაფან ფულემ მოლაპარაკებები გუშინ საღამოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა. საუბრის მთავარი თემა მოსალონდელი არჩევნები და ქვეყნაში შექმნილი საარჩევნო გარემო იყო. შტაფან ფულე პირისპირ შეხვდა ქართული ოცნების ლიდერს ბიძინა ივანიშვილსაც. "ძალიან საინტერესო პიროვნება ვნახე. სხვათა შორის, მე ჩემი თავი შემთხვევით მგონია მოსული პოლიტიკაში და ასე ვთვლი დღესაც და, როგორც შემთხვევით მოვედი, ასეთი მინდა დავრჩე, ასეთივე მინდა წავიდე... მარტინესია ტყვეობაში სააკაშვილის ტყუილების და სიცრუის. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ვიმუშავებთ მომავალში და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რეალობას გავაცნობთ მასაც. ამას შევძლებთ, ეს ჩემი დიდი სურვილია და ამაზე ვმუშაობთ სერიოზულად. მე ვფიქრობ, რომ ლამის სააკაშვილის სიტყვებს ხმარობს - "კომუნისტებსა" და "კომუნისტურს" ძალიან ხშირად ხმარობს ისევე, როგორც სააკაშვილი - "წარსულს" და "წასრსულის დაბრუნებას" და "კომუნისტურს". მე არ მინდა ვუპასუხო მას," - განაცხადა ივანიშვილმა. "ყველასთვის ნათელია, რომ, რაც უფრო ახლოს იქნება საქართველო ევროკავშირთან, მით უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა, მით უკეთესად იცხოვრებს საქართველოში თითოეული ოჯახი და მით უფრო ძლიერი იქნება საქართველოს ეკონომიკა. მაგრამ ევროკავშირის საქართველოს მიიღებს თავისთან მხოლოდ მაშინ, თუკი საქართველო დაამტკიცებს, რომ ის არის ჭეშმარიტად დემოკრატიული სახლემწიფო," - განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა გიორგი რუხაძემ. View the full article
  18. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დელეგაციამ მონაკოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის კენჭისყრისას პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.როგორც ცნობილია, დოკუმენტში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთმა მის წინააღმდეგ ხმა მაინც არ მისცა.სააგენტო "რეგნუმთან" საუბარში რუსეთის სათათბირო დუმის დელეგაციის ხელმძღვანელმა, "ედინაია როსიას" წევრმა ნიკოლაი კოვალევმა ეს გარემოება იმით ახსნა, რ... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
  19. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/fuelle-stef-300x197.jpgოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, სამართლიანი, ხოლო პოლარიზებული პოლიტიკა თავიდან უნდა ავიცილოთ. ამის შესახებ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, შტეფან ფულემ საერთაშორისო კონფერენცია “საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ევროკომისარმა აღნიშნა, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის გამოწვევა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის. “რაც შეეხება საქართველოს ოქტომბრის არჩევნებს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და თავიდან უნდა ავიცილოთ პოლარიზებული პოლიტიკა. ამ არჩევნებზე კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები უნდა იქნეს დაცული”, _ განაცხადა შტეფან ფულემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია “მასთ ქერის” პრინციპი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. “პარლამენტსა და საზოგადოებას შორის დიალოგი, კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ ლიდერები დაიცავენ რეფორმებს, რომელიც მიღწეული იყო. მე ვერ წარმომიდგენია, რომ რეფორმების მიმართ მიდგომა იყოს სხვაგვარი. უდავოა, რომ თვალსაჩინო პროგრესია მიღწეული და მიმაჩნია, რომ პროგრესი უწყვეტი უნდა იყოს”, _ განაცხადა შტეფან ფულემ. ბათუმში მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” დღეს გაიხსნა. კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესწრება. კონფერენცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება. იხილეთ epn.ge
  20. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/news_10670.pngახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ – შოთა ნიჟარაძე, მინისტრის მოადგილეებად - გიორგი ჩახნაშვილი, ირინე ქურდაძე და ნოდარ სურგულაძე დაინიშნენ. სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსად – ლევან ქებურია, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსად – გიორგი ქოჩიშვილი, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად – გიორგი ნაცვლიშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად – ელგუჯა მაკალათია, საერთაშორისო ურთიერთობისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსად კი – ნატო ჯავახიშვილი დაინიშნენ. შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინსიტრად ეროვნული გამოცდების ყოფილი ხელმძღვანელი ხატია დეკაონიძე დაინიშნა. იხილეთ epn.ge
  21. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/20120229002120shss1-300x188.jpgსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გოჩა ყულეჭიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის რაიონის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა “სენტიმელ ჯიემჯის” წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი, რომელსაც ბრალი ედება 288-ე მუხლის მე-3 ნაწილით – გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენებისადმი მოპყრობის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ივლისს, ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა შ.პ.ს “კრისტალის” ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი – მასაც ბრალი ედება 288-ე მუხლით, რაც თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია განცხადებაში. 5 ივლისს ლილოს დასახლებაში შპს “კრისტალის” კუთვნილი ავზიდან ქლორის გაჟონვის შედეგად 80-მდე ადამიანი მოიწამლა. ქლორის გაჟონვის შედეგად მოწამლული 18 წლის ლაშა ნარიმანიძე ინგოროყვას კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. იხილეთ epn.ge
  22. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/07/me-3-2.jpgაღსრულებისეროვნულმაბიურომთბილისისსააპელაციოსასამართლოსმიერ 2012 წლის 20 ივნისსგაცემულისააღსრულებოფურცლებისაღსრულებისუზრუნველყოფისმიზნით, ბიძინაივანიშვილისაქციების 100%-სსს “ქართუჯგუფში”, აქციების 100%-სსს “ქართუბანკში”, აგრეთვეაქციების 21.7%-სსს “პროგრესბანკში” ყადაღა 26 ივნისსდაადო.თუმცაროგორცსაქართველოშიმყოფმაუცხოელიაქციონერებისადვოკატებმაგანაცხადეს, ბიძინაივანიშვილიარარის “ქართუჯგუფის” აქციონერიდა “ქართუჯგუფის” აქციებისგაყიდვაუცხოურიინვესტიციებისექსპროპრიაციადშეფასდება. შეგახსენებთ, რომ “ქართუჯგუფს” 16 აქციონერიჰყავს, აქედან 14 უცხოურიკომპანიაა, ხოლო 2 – ქართული. “ქართუჯგუფში” აქციებისფლობასთავადივანიშვილიცუარყოფს. ვესუბრებით ლაშა ნაცვლიშვილს. - როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს მოსახლეობის განწყობაზე ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება? რეაქცია უნდა იყოს მშვიდი, გაწონასწორებული. აქ არის ერთი საფრთხე -ჩვენ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს სააკაშვილმა – რომ თითქოს ჩვენ უნდა ვრეაგირებდეთ მის გამოწვევებზე, თითქოს ის განაპირობებს დღის წესრიგს. ეს ასე არაა. ამის ილუზიის შექმნის შესაძლებლობა მას არ უნდა მივცეთ. ყველაფერი, სარასც ის აკეთებს – ყადაღიდან დაწყებული აუქციონის ჩათვლით, თავისთავად არის რეაგირება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ იმდენად დაწინაურდა პოლიტიკურ პროცესში, რომ სააკაშვილის კრიმინალური ქმედებებით რეაგირების გარდა არაფერი დარჩენია. ის რეაგირებს ბიძინა ივანიშვილის აშკარა უპირატესობაზე, უპირატესობის ფლანგი თვისობრივად კი სხვაგან არის. ეს არის სასიკვდილოდ განწირული სხეულის კონვულსიები. ჩვენ გვმართებს მხოლოდ სიმშვიდე, მიზანდასახულობა, პროვოკაციებს არაყოლა, მოვლენათა ანალიზი არა ემოციის, არამედ ინტელექტის ხარჯზე. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს – საჯარო და მაჟორიტარებთან შეხვედრები, საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობა. გამარჯვებისათვის “განწირული“ ბიძინა ივანიშვილის ინაუგურაციის დღე ახლოვდება, რომლის ჩაშლასაც ცდილობს მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია სააკაშვილის სახით. ჩვენ, ქართველ ხალხს, ხელისუფლების წყაროს, უკვე გვყავს ფაქტობრივი ხელისუფალი. შესაბამისად, ხელისუფლებაში მყოფ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ მეტი თმენის ვალდებულება მართებს ამ მავნებლების პროვოკაციულ ქმედებებზე. ჩვენ თუ იმავე რეგისტრში ვუპასუხეთ, ისინი უფრო მეტს ავნებენ ქვეყანას. - ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივ სივრცეს არ გასცდენია, თუმცა ქართული სამართლით – მას დღეისათვის არ აქვს მოქალაქეობა, მისი, ისევე, როგორც კოალიციის წევრი პარტიების ფინანსური წყაროები გადაკეტილია. .. კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით, იმაში, რომ მას მოქალაქეობა არ აქვს. მოქალაქეობა, რომაული გაგებით, ქვეყნისთვის მსახურებაა, ასე ,რომ ინატროს ასეთი მოქალაქეობა სააკაშვილმა. ფინანსებთან დაკავშირებით საუბარიც, უბრალოდ – არაადეკვატურია, რადგან ივანიშვილი ელექტორალური ტრილიონერია. გაჯიუტებული სააკაშვილი ხალხის ნდობას ვერ დააყადაღებს, ეს აქტივი ხუთი სხვადასხვა ხელისუფლების შეცვლას ეყოფა. რა მატერიალური რესურსი დასჭირდება ტექნიკურად რომ გავაფორმოთ ივანიშვილის ხელისუფლობა, ამის საშუალებას საქართველოს მოქალაქეები ჩვენ, თვითონ, მოვძებნით და ვანახებთ კლასს სააკაშვილს, თუ როგორ უნდა ჩამოართვა და წაართვა ხელისუფლება ფულის გარეშე. - ნულოვანი ტოლრეანტობის პოლიტიკის გაგრძელების შესახებ ჯერ შს მინისტრის მოადგილემ, შემდეგ თავად პრეზიდენტმა ისაუბრა. ამ განცხადებას ძალიან მალე მოჰყვა სამთავრობო ცვლილებები. როგორ შეიძლებს ხელისუფლება ამ პოლიტიკის განხორციელებას? 1945 წლის მარტ-აპრილში ჰიტლერის ბუნკერში იგეგმებოდა მოსკოვის აღება. „ნეტარ არიან…“- ვერ ვიტყვი, უფრო – გიჟი თავისუფალია. მათ შეუძიათ ავნონ ქვეყანას, გაზარდონ ხელისუფლებიდან წასვლის ფასი -ვგულისხმობ მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, რას ფასს გადავიხდით, ეს ჩვენს გინიერებაზეა დამოკიდებული. სამთავრობო კონფიგურაციას – ვინ დაწინაურდა, ვინ დაქვეუთდა, შესაძლოა ჟურნალისტებისათვის ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ პოლიტიკური პროცესისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.ხომალდი დაღუპვისთვისაა განწირული, პროცესი დასრულებულია. არ არსებობს ძალა, რომელიცერევა ხალხს. საზოგადოების დაცულობის რეცეპტი – სოლიდარობაა. “იმშემთხვევაშითუბიძინაივანიშვილიიტყვის, რომარჩევნებიგაყალბდებადამოსახლეობასაქციისკენმოუწოდებს, კვლევისმიხედვითდადებითიპასუხი 27%-მაგასცა, 53-მაუარყოფითი, 19%-მაკიარიცის“, – განაცხადალუისნავარომ. რამდენად მიზანშეწონილია NDI-ს კვლევაში შეკითხვის ამგვარი ფორმულირება? საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მისი მრავალმხრივი ანალიზი, უკანასკნელ წლებში, ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად იქცა, როგორც იტყვიან: “Все лэди делают это”. სოციოლოგია, ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებრივი აზრის კვლევიდან, საზოგადოებრივ აზრზე ზოგჯერ უხეში, რიგ შემთხვევებში კი, ფილიგრანული ზემოქმედების იარაღად გადაიქცა. ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ გამრუდებული სარკის პრინციპი ძალაშია და ამის ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც იმავე ენდეაი-ს მიერ გამოცხადებული 10%-იანი მხარდაჭერის მქონე ქართული ოცნების გრანდიოზული აქციები დედაქალაქში და რეგიონებში. რაც შეეხება საკუთრივ თქვენს კითხვას 27%-თან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ კითხვა, როგორც მინიმუმ, არაკორექტულია (მიზანშეწონილობაზე რომ არაფერი ვთქვათ), რადგან ძალიან ბევრი რამაა დასაზუსტებელი. ჩემი ნება რომ იყოს, ასეთ კითხვას საერთოდ არ დავსვამდი, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობას დავინახავდი, ასე ჩამოვაყალიბებში: “როგორ მოიქცევით იმ შემთხვევაში თუ არჩევნები გაყალბდა?”. ანუ: თუ შედგა საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ამოიწურა ყველა ლეგალური საშუალება ამ გაყალბებული შედეგების კორექტირებისა, მაშინ როგორ მოიქცევა მოქალაქე, რომელსაც არჩევანი მოპარეს? შეიძლება ამ შემთხვევაში ნორდიკული ტემპერამენტის ადამიანმა თქვას, შემდგომ არჩევნებს დაველოდებიო, მაგრამ საქართველოში, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა გამოვა ქუჩაში, რათა დაიცვას საკუთარი არჩევანი და თუ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის შეგრძნებები დაემთხვევა პოლიტიკური ლიდერის, ამ შემთხვევაში ბ.ივანიშვილის განწყობებს, დარწმუნებული, ვარ 27%-ით, ეს აღარ შეოიფარგლება. დათა თუთაშხიას პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ვერავინ გააყალბებს ისე არჩევნებს, რომ ეს მოქალაქეებმა არ იგრძნონ… რაც შეეხება რევოლუციას, ყველგან და ყველა დროს, რევოლუციის ავტორი და შემქომედი ხელისუფლებაა და არა ოპოზიცია… რევოლუციონერები მუდამ ვერსალში სხედან. ნინო ფირცხალავა იხილეთ epn.ge
  23. http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/05/saakashvili3965-300x219.jpgმიხეილ სააკაშვილი ბათუმში მე-9 საერთაშორისო კონფერენციის ,,საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” მუშაობაში იღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ყურადღება ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილა. იგი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები იხილეთ epn.ge
  24. ლი­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქლო­რის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად მო­წამ­ლუ­ლი 18 წლის ლა­შა ნა­რი­მა­ნი­ძე გუ­შინ ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ა­ვამ­დყო­ფო­ში მო­თავ­სე­ბის დღი­დან მძი­მე იყო, ის კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ლა­შა ნა­რი­მა­ნი­ძეს ქორ­ნი­კუ­ლი ას­თმა ჰქონ­და, მო­წამ­ვლის შე­დე­გად მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. ერ­თი კვი­რის წინ ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში ავ­ზი­დან ქლო­რის გა­ჟონ­ვის შე­დე­გად, 70-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა, რომ­ლე­ბიც თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, ავ­ზის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, შპს კრის­ტა­ლის ხელ­მძღვა­ნელს, ლე­ვან და­თუ­აშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. View the full article
  25. რუსი ბიზნესმენ-სკანდალისტის იგორ ვაროვის ეპოპეა აფხაზეთში, როგორც ჩანს, დასასრულისკენ მიდის. მისი ბიზნესი გაგრაში - სუპერმარკეტი "კონტინენტი" მისმა თანადამფუძნებლებმა დახურეს. ასეთ ინფორმაციას ქსელში აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია ავრცელებს.მისი სიტყვებით, სუპერმარკეტზე გამოკიდულია ფირნიში - "კონტინენტი" დაკეტილია ტექნიკური მიზეზით". ობიექტის დახურვაში მონაწილეობას ღებულობდა აწ გარდაცვლილი სერგეი ბაღაფშის შვილიც.შეგახსენებთ, რომ იგორ ვაროვის დევნა აფხაზეთში დაიწყო ჯერ კიდევ აფხაზთა ლიდე... დაწვრილებით...ექსპერტთა კლუბის საიტზე
×
×
  • შექმენი...