Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/toidze-150x150.jpgმოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრი იხურება. ინფორმაციას ლექტორ მასწავლებლები ავრცელებენ. მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად ფაქტს არავინ ადასტურებს უკვე საუბრობენ იმაზე რომ თოიძის სასწავლებელი სამხავტრო აკადემიას შეუერთდება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/toidz.jpg itvს ლინკი
  2. http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=e8798225-a26b-4d60-9c01-7c1f671f1063.jpg&size=350მაისურების გაყიდვით მანჩესტერი და ლივერპული ლიდერები არიან. მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული, ბოლო წლებში, საფეხბურთო მაისურების გაყიდვის მხრივ, ყველაზე წარმატებული ინგლისური კლუბები არიან. კომპანია PR marketing-მა 2005-09 წლებში წამყვანი ინგლისური კლუბების მიერ გაყიდული ატრიბუტიკის რაოდენობის დასადგენად გამოკვლევა ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, იუნაიტედი და ლივერპული წელიწადში საშუალოდ 1,2-1,5 მილიონ მაისურს ყიდიან. საინტერესოა, რომ რეალმა, რომლისთვისაც სათამაშო ფორმას ლივერპულის მსგავსად Adidas-ი ამზადებს, მაისურების გასაღებაში ლივერპულს აჯობა, მაგრამ ატრიბუტიკის საერთო რაოდენობის გაყიდვის მხრივ ლივერპული კვლავ ლიდერია. View the full article
  3. ჩეჩნეთის პარლამენტმა რამზან კადიროვს “რესპუბლიკის მეთაურის” სტატუსი მიანიჭა. ეს გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ მას შემდეგ მიიღო, რაც… ლინკი მედიანიუსზე
  4. ამ წელს, ისევე როგორც შარშან ტრანსფერებში მთავარი როლი მადრიდის "რეალმა" და მანჩესტერ "სიტიმ" ითამაშეს. საკმაოდ გაძლიერდა იტალიური "მილანიც". რაც შეეხება ესპანურ "ბარსელონას", კატალონიელებმა გაყიდეს რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი, თუმცა ამასთან იყიდეს შესანიშნავი ნახევარმცველი და თავდამსხმელი. ასევე წელს არ შედგა უკვე თითქმის გაჩარხული ტრანსფერები. დუგლას მაიკონი ვერა და ვერ გადაბარგდა "რეალში" და კვლავ "ინტერის" მაისურით აგრძელებს გამოსვლას. ასევე არ გამოვიდა სესკ ფაბრეგასის "ბარსაში" გადასვლა. "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ ბევრი ეცადა, თუმცა "მეთოფეებმა" იმდენი ქნეს, რომ ესპანელი ლონდონში დატოვეს. View the full article
  5. მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობა ისტორიულ მაჩვენებელს _ 210 მილიონ კაცს გაუტოლდა, _ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როსბალტ. რუ“. … ლინკი მედიანიუსზე
  6. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/finansuri2-150x150.jpgსამართალდამცველებმა შპს „პსო”-ს დირექტორი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტზე დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/finansuri3.jpg itvს ლინკი
  7. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/giorgitughushi-150x150.jpgსახალხო დამცველმა „იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში” სპეციალური ანგარიში მოამზადა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/tugus.jpg itvს ლინკი
  8. ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,8419 ლარის ნიშნულზე დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა… ლინკი მედიანიუსზე
  9. ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში გამართულ ღვინის ყველაზე პრესტიჟული კონკურსში, “დეკანტერზე” ქართულმა ღვინომ “ალავერდის ტრადიციებმა” გრან-პრი მოიპოვა და… ლინკი მედიანიუსზე
  10. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში “საქართველოს დაცული ტერიტორიების შემოსავლების მდგრადობის უზრუნველყოფის” პროექტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელშიც… ლინკი მედიანიუსზე
  11. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ფერადი ფეიერვერკის ფონზე აზერბაიჯანმა 1 სექტემბერს თავისი ეროვნული დროშის ყველაზე მასშტაბური ვერსია აღმართა. ის ამტკიცებს, რომ ეს დროშა მსოფლიოში უდიდესია – 70 მეტრი 35-ზე და არნახულად მძიმე – 350 კილოგრამი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში $32 მილიონის ღირებულების ეროვნული დროშის სკვერის გახსნას უხელმძღვანელა და განაცხადა, რომ მოესწრება იმ დღეს, როდესაც აზერბაიჯანის ეროვნული დროშა, რომელიც ცისფერი, მწვანე და წითელი ფერებისგან შედგება, მთელი აზერბაიჯანის, მათ შორის სადავო ანკლავის მთიანი ყარაბახის თავზეც იფრიალებს. ”ჩვენი დროშა ჩვენი სიამაყე და სულია” – უთხრა ალიევმა შეკრებილ ხალხს. ”ის იფრიალებს ყარაბახის, ხანქენდისა და შუშას თავზე. ჩვენ ყველამ ბევრი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ეს დღე დავაჩქაროთ და ასეც ვიქცევით. გაუმარჯოს აზერბაიჯანს”. აი ამ ატმოსფეროში ჩადის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს იმ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის, ყველაზე ძლიერ ქვეყნად განიხილება. მისი ორდღიანი ვიზიტი ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში მხოლოდ ხელის ჩამორთმევებითა და ღიმილით აღსავსე როდი იქნება. იმ დროს, როდესაც მედვედევის ვიზიტი, ფორმალურად სასაზღვრო შეთანხმებისა და წყლის რესურსების განაწილების პროექტების გარშემო ტრიალებს, მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან საუბარი ისეთ უხერხულ საკითხებზეც წარიმართება, როგორიც არის, ენერგეტიკული სტრატეგია და რეგიონში ფავორიტიზმად აღქმული რუსეთის პოზიციაც. თავდაპირველად შეხვედრა სექტემბრის ბოლოს იყო დანიშნული. შეხვედრა კრემლმა დააჩქარა და ახლა ის შეერთებულ შტატებში და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ალიევის ვიზიტის წინ ჩატარდება. იქ ის აშშ-ს ოფიციალურ პირებსაც უნდა შეხვდეს. ”მედვედევის ვიზიტი ერთგავარად პრევენციული ნაბიჯია, რათა აზერბაიჯანი დასავლეთთან უფრო ახლო გეოპოლიტიკური კავშირებისგან შეაკავოს”, – უთხრა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს რასიმ მუსაბეკოვმა, ბაქოელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა. ”რუსეთი შეეცდება აზერბაიჯანი დაპირებებითა და გარკვეული პრობლემების გადაჭრით დაარწმუნოს, მაგრამ მე მჯერა, რომ ბაქო არასდროს მოექცევა მხოლოდ რუსეთის გავლენის ქვეშ”. ღია ჭრილობა ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ბაქოს სურს, რომ მოსკოვმა გადაწყვიტოს, მეზობელ სომხეთთან ქრონიკული დავაა. ორი ქვეყანა მთიანი ყარაბახის გამო ისტორიულ ჩიხშია გამომწყვდეული. ეს ანკლავი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებში მდებარეობს, ძირითადად სომხებითაა დასახლებული. სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ ტერიტორიის გამო სასტიკი ომი ჰქონდათ და ის საზავო შეთანხმებით მხოლოდ 1994 წელს დასრულდა. მაგრამ მთიანი ყარაბახის საბოლოო სტატუსი გაურკვეველია და სიტუაცია ანკლავსა და მის გარშემო სივრცეში არასტაბილური რჩება. მედვედევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ გაიმართა ორმხრივი სროლები და ანკლავის კარგად დაცულ საზღვარზე სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ასეთივე შეტაკება მოხდა ივნისშიც, ზუსტად რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მედვედევმა სანქტ-პეტერბურგში ალიევსა და მის სომეხ კოლეგას, სერჟ სარქისიანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლა. კონსპიროლოგიური თეორიებისადმი მიდრეკილ რეგიონში, ცოტაა ისეთი ექსპერტი, ვინც შეტაკებებს უბრალო დამთხვევად მიიჩნევს. (მედვედევის ვიზიტის გარდა, დღეს აღინიშნება მთიანი ყარაბახის დამოუკიდებლობის დღეც და რამდენიმე უმაღლესი რანგის სომეხი პოლიტიკოსი ანკლავის დედაქალაქში, სტეპანაკერტში გაემგზავრა.) ვაფა გულუზადე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ამბობს, რომ მისი რწმენით, შეტევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული იყო, რათა დაესუსტებინათ აზერბაიჯანის პოზიცია მედვედევის ვიზიტის დროს. ”მათ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ბრძოლის ინსპირირება მოახდინეს. შესაძლოა (ეს ბოლო შეტაკება) იმიტომ მოხდა აზერბაიჯანში მედვედევის ვიზიტის წინ, რომ ქვეყანაზე პოლიტიკური ან სამხედრო ზეწოლა განხორციელდეს და ის უფრო დამყოლი გახდეს. შესაძლოა ეს მინიშნებაა. (რუსეთს) ერთი რამის თქმა უნდა ”ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ჩვენი აგრესია. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია” – ამბობს გულუზადე. ”რუსები არიან ყველა სომეხი მეთაურის უფროსები. ამიტომაცაა, რომ ყველაფერზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ხდება, პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაცია და მისი ხელისუფლებაა”. რუსეთის როლი რუსეთს სომხეთთან დიდი ხნის რეგიონული მეგობრობა აკავშირებს და მედვედევის ვიზიტამდე ბაქოში, ზუსტად ორი კვირით ადრე, მან და სარქისიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც გაუგრძელა დისლოკაციის ვადა რუს სამხედროებს სომხეთში და ერევანს უსაფრთხოების გარანტიები მისცა. ამ შეთანხმებამ ძალიან გააბრაზა აზერბაიჯანი, რომელიც დრო და დრო იმუქრება, რომ მთიანი ყარაბახის ჩიხს ძალის გამოყენებით გადაჭრის. ოფიციალურ პირებს ბაქოში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა შეთანხმებით სომხეთს უსამართლო უპირატესობა მიანიჭა კონფლიქტში, რომელშიც კრემლი თავს მიუკერძოებელ შუამავლად ასაღებს. რუსეთმა არად ჩააგდო იდეა იმის თაობაზე, რომ განახლებული ხელშეკრულება რამენაირად შეცვლის ბალანსს მთიან ყარაბახთან დაკავშირებით. (მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს მძლავრი ანტისაზენიტო დანადგარი მიჰყიდა). რეალურად მოსკოვი, ალიევის და მედვედევის მოლპარაკებების წინ ყველა კოზირს ვერ ფლობს. რუსეთის ლიცენზია აზერბაიჯანის ქაბალას სარადარო სადგურზე, რომელიც ფარავს მთელს ირანს და ახლო აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილს, 2012 წელს იწურება. ილხან შაჰინოღლუს, Atlas Research-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი არ ფიქრობს, რომ ლიცენზია აუცილებლად განახლდება. ”რუსმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამხედრო შეთანხმებას სომხეთთან და რეგიონში სიტუაცია შეცვალა”, – ამბობს შაჰინოღლუ. ”ამიტომ ჩვენ ორჯერ დავფიქრდებით, სანამ ქაბალას სარადარო სადგურის ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე თანხმობას ვიტყვით – უნდა გავაკეთოთ ეს ანტი-აზერბაიჯანული პაქტის დადების შემდეგ, თუ არა?” დარტყმა ნახშირწყალბადით აირისა და ნავთობის დიდი მარაგი აზერბაიჯანს რუსეთზე ზემოქმედების სერიოზულ ბერკეტს აძლევს. მოსკოვს ძალიან სურს, რომ დასავლეთის ენერგეტიკულ მომარაგებაზე თავისი მონოპოლია განიმტკიცოს და ცდილობს ისეთ პროექტებს, რომლებსაც ევროპა უჭერს მხარს, მაგალითად ნაბუქოს, ხელი შეუშალოს, რადგან ის გვერდს უვლის რუსეთის ტერიტორიას და არა-რუს მიმწოდებლებზეა გათვლილი, მათ შორის აზერბაიჯანზეც. მედვედევმა ბაქოში გასული წლის ვიზიტის დროს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ გიგანტ „გაზპრომს“ აზერბაიჯანულ გაზზე თავდაპირველ უფლებას ანიჭებს და კრემლი აცხადებს, რომ ამ შეთანხმების დამატებით პროტოკოლს რუსეთის ლიდერის ამჟამინდელი ვიზიტის დროს მოეწრება ხელი. შაჰინოღლუ აღიარებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ და ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით აზერბაიჯანს სურს კრემლის სასარგებლოდ ითამაშოს. ბაქოს, მეორე სამხრეთ კავკასიური ქვეყნისგან, საქართველოსგან განსხვავებით, არასდროს მიუცია მოსკოვისთვის განგაშის საბაბი იმით, რომ დასავლეთში ინტეგრაციის სერიოზული სურვილი გამოუთქვამს. მაგრამ იმავდროულად, აზერბაიჯანს ნავთობის მდიდარი მარაგები ანიჭებს დამოუკიდებლობის ისეთ ხარიხსს, რომელსაც ვერც საქართველო და ვერც სომხეთი ვერ შეედრება. დღეისთვის ბაქო ოსტატურად ინარჩუნებს ბალანსს რუსეთს, მის ტრადიციულ მოკავშირეს თურქეთსა და ახალ დასავლელ მეგობრებს შორის. მაგრამ შაჰინოღლუს აზრით, აზერბაიჯანი ძალიან ხშირად აძლევს მოსკოვს იმას, რაც მას სურს – ეს კი უნდა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავის ურთიერთობებში უპირატესობას სომხეთს მიანიჭებს. ”აზერბაიჯანს არასდროს მიუნიჭებია უპირატესობა ნაბუქოს პროექტისათვის რუსეთის გამო. აზერბაიჯანს არასდროს გამოუთქვამს ღიად ნატოში გაწევრიანების სურვილი, რუსეთის გამო. ოფიციალური პირები ყოველთვის აცხადებენ, რომ ქვეყანა არ ისწრაფვის ევროკავშირში ან ნატოში,” – ამბობს შაჰინოღლუ. ”ვფიქრობ, ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და რადგან რუსეთი აშკარად უჭერს მხარს სომხეთს, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენც ჩვენს არჩევანს უნდა გადავხედოთ”. ორიგინალი ორიგინალი
  12. დღეს მცხეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები საგურამოს ბავშვთა სახლს ეწვივნენ. მათ მზრუნველობამოკლებული ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს. სასწავლო… ლინკი მედიანიუსზე
  13. დღეს გალერეა ,,კოპალაში” მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრმამ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის პარალელურად, ცენტრის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოაწყო. როგორც ცენტრის დირექტორი, ირაკლი ფაჩულია ამბობს, პრესკონფერენციის გამართვის მიზეზი ბოლო დროს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, თოიძის პროფესიული ცენტრი სამხატვრო აკადემიას უერთდება. ფაჩულიას თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაა არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია თოიძის ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით, გუშინ კი ტელევიზიით სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ცენტრი სამხატვრო აკადემიას უერთდება. თუმცა მან ვერ გაიხსენა სატელევიზიო არხი და აკადემიის წარმომადგენლის ვინაობა, რომელმაც ეს თქვა. ფაჩულია ამბობს, რომ სამხატვრო ცენტრი არავის გაუფრთხილებია შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით და არც რაიმე ოფიციალური დოკუმენტი მიუღიათ. თუმცა, თანამშრომლები მაინც დარწმუნებულები არიან, რომ ცენტრი სამხატვრო აკადემიას შეუერთდება. პრესკონფერენციაზე თოიძის სამხატვრო ცენტრის წარმომადგენლებმა, ხელისუფლებას მიმართეს, რომ რეალურად შესრულდეს პრეზიდენტის ინიციატივა სახელობო სასწავლებლების განვითარებასთან დაკავშირებით და ცენტრის დახურვის პროცესი შეჩერდეს. ,,სიმბოლურად ჩვენი გამოფენა და პრესკონფერენცია ერთმანეთს დავამთხვიეთ. თუ ცენტრს მართლა შეუერთებენ სამხატვრო აკადემიას, მაშინ ეს იქნება ერთგვარი გამოსამშვიდობებელი გამოფენა, რომლითაც საზოგადოებას თავს დავამახსოვრებთ”, - განაცხადა ცენტრის დირექტორმა. სრული ინფო(netgazeti.ge)
  14. დღეს, ტაჯიკეთის ქალაქ ხუჯანდას შს მთავარ სამმართველოსთან, ორმა თვითმკველმა-ტერორისტმა თავი აიფეთქა, რომლის შედეგადაც, ერთი ოფიცერი დაიღუპა, ერთი… ლინკი მედიანიუსზე
  15. `თელასის” ორ სატრანსფორმატორო ქვესადგურში ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოებს გამო, 6 სექტემბერს 10 საათიდან 16 საათამდე ვაკისა და კრწანისის… ლინკი მედიანიუსზე
  16. ევროსაბჭო თავის წევრ 47 ქვეყანას ურჩევს, გამოიყენონ ტერმინები, რომლებიც გენდერულ თანასწორობას არ არღვევენ და სექსიზმს არ ამკვიდრებენ.… ლინკი მედიანიუსზე
  17. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/magda-150x150.jpgქრისტიან-დემოკრატები ჯანდაცვის სფეროს აკრიტიკებენ და სამინისტროსგან ცალკე უწყების გამოყოფას ითხოვენ. მაგდა ანიკაშვილის განცახდებით ქვეყანაში ოჯახის, დასაქმებისა და სოცილაური დაცვის სამინსტრო უნდა ჩამოყალიბდეს http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/nuca.jpg itvს ლინკი
  18. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlament1-150x150.jpgჩვენი საქართველო, დამოუკიდებელი დემოკრატების წევრის თეა წულუკიანის განცხადებით ბერლინის კონფერენციაზე ახალი კონსტიტუციის პოექტი უცხოელმა ექსპერტებმა გააკრიტიკეს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/cagara.jpg itvს ლინკი
  19. ორშაბათს საქართველოს სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირებზე მომზადებულ 80- გვერდიან ანგარიშს პარლამენტს გაუგზავნის. გიორგი ტუღუშის თქმით, გამოკითხულ დევნილთა 60% ამჟამინდელი საცხოვლებელი პირობებით უკმაყოფილოა. ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებლად განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია ნუცუბიძის პლატოზე, ე.წ. ,,ავტოსადგომის“ ტერიტორიაზე არსებულ ჩასახლებაში, იმერეთის ტურბაზა ,, რიონის’’ ჩასახლებასა და ქუთაისის კოტეჯებში. სრული ინფო(netgazeti.ge)
  20. სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს შეხვდა. შეხვედრა… ლინკი მედიანიუსზე
  21. კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს „პსო“-ს დირექტორი… ლინკი მედიანიუსზე
  22. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/f2c069c5b5fba2f3a224567e2ec9c0d1-150x150.jpgერთ დღეში დაყაჩაღებული ოთხი ტაქსის მძღოლი და თურქეთის მოქალაქეები იოშირ ბოზფინარს და ირფარ არმაღანსი, რომლებსაც თავდამსხმელებმა დანის მუქარით გასტაცეს ფული, მობილური ტელეფონი და სამკაულები. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/pol.jpg itvს ლინკი
  23. ახალგაზრდა მოცეკვავაეებმა მას შემდეგ რაც მოიგეს წლიური კონკურსი დაიწყო ახალი ვარჯიშები ახალ გარემოში. შეიცვლა ქუჩის ცეკვის სტილი მათ მოუწიათ სპორტ დარბაზში მასწავლებლის თანხლებით ცეკვა და ვარჯიში, მაშინ დაიწყო ახალი ვნებები და ემოციები... View the full article
×
×
  • შექმენი...