planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio-150x150.jpgსაინფორმაციო გამოშვება http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/sainformacio.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/independent2.gif მაღლა კავკასიის მთებში, თოვლიანი მწვერვალებით მოფენილი ველური პეიზაჟი, ტყიანი ველებითა და შუა საუკუნეების კოშკების ირგვლივ თავმოყრილი სოფლები, საუკუნეების განმავლობაში ჩაკეტილი იყო მაგრამ საქართველოს ზემო სვანეთის რეგიონი (ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და შორეული პუნქტი) გარე სამყაროსთვის საბოლოოდ გაიხსნა. ზემო სვანეთი, სადაც მხოლოდ 14 000 ადამიანი ცხოვრობს, საქართველოს ანტიკური კულტურის რელიქტია, ცოცხალი მუზეუმი, სადაც ადგილობრივები იმ ენაზე ლაპარაკობენ, რომელიც ქართულს 3 000 წლის წინ გამოეყო. რეგიონალურ ცენტრ მესტიამდე მისაღწევად (აქ 2500 ადამიანი ცხოვრობს, დასახლება ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზეა) ავტომანქანით ნახევარი დღის განმავლობაში, უხეშ გზაზე, ციცაბო კლდეების გასწვრივ გიწევთ სიარული. დღეს საქართველოს მთავრობა, რომელიც ტურისტების მოზიდვითა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებითაა დაინტერესებული, სვანეთში სატრანსპორტო გზის გაუმჯობესების პროგრამას ახორციელებს და გზების რეაბილიტაციაზე მილიონობით დოლარს (ევროს) ხარჯავს. მან ამ ზაფხულს მესტიაში ახალი აეროპორტის გახსნის გეგმებზეც განაცხადა. მესტიის მმართველის გოჩა ჭელიძის თქმით, წლის ბოლოსთვის მესტიაში მოხვედრა ხანმოკლე ფრენისა და მთებში გაყვანილი კარგი გზების საშუალებით გახდება შესაძლებელი. „მსოფლიო მოვლილი მაქვს და არასდროს მინახავს სვანეთის მსგავსი ადგილი“ – სთქვა ჭელიძემ – „ეს უნიკალური ადგილია, ლამაზი ბუნებით და მდიდარი მემკვიდრეობით. ჩვენ გვინდა, რომ ეს დანარჩენმა მსოფლიომაც ნახოს“. 40 წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ზემო სვანეთში ამოსასვლელად დანგრეულიც გზაც კი არ არსებობდა – მხოლოდ მთის ბილიკები, რომლებიც ზამთარში ხშირად იკეტებოდა. რეგიონი ისეთი იზოლირებული იყო, რომ ქვეყნის კულტურული და რელიგიური საგანძური შესანახად აქ ამოჰქონდათ, იმ მრავალრიცხოვანი შემოსევების დროს, რომელსაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში უმკლავდებოდა. ზოგიერთი ეს საგანძური, მათ შორის 897 წლით დათარიღებული ბიბლია, ადგილობრივ მუზეუმში ინახება. სვანეთის იზოლირებულობა დაუმორჩილებელ მთიან კულტურას აყალიბებდა და მთელი მისი ისტორიის განმავლობაში დიდწლად ნახევრად ავტონომიური სტატუსით სარგებლობდა. შიდა დაპირისპირებით გამორჩეული რეგიონის ცნობილი სამარკო ნიშანი ქვის კოშკებია, რომელთაგან ზოგიერთი მე-9 საუკუნითაც კი თარიღდება. 250 კოშკზე მეტი შემორჩენილია და რეგიონი გაერო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტებში შედის. საქართველოში გამეფებული ქაოსის დროს, რაც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, სვანეთი კრიმინალების თავშესაფრად იქცა. აქ ადამიანის გატაცება და ბანდიტიზმი იყო გამეფებული. 2004 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონში მთავრობის ძალები გააგზავნა და მასზე თბილისის კონტროლი განამტკიცა. მარტო წელს, მთავრობა 70 მილიონ ქართულ ლარს (38 მილიონი დოლარი/30 მილიონი ევრო) ხარჯავს რეგიონის სატრანსპორტო და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისთვის – სთქვა ჭელიძემ. მესტიის მიდამოებში, მუშები ახალ ასაფრენ ბილიკს და აეროპორტს აშენებენ, რომელიც მზად სავარაუდოდ 1 დეკემბრისთვის იქნება. დაგეგმილია რეგულარული რეისების დანიშვნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის დედაქალაქ თბილისიდან. წელს ასევე გათვალისწინებულია სვანეთისკენ მიმავალი გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება. გზის ნაწილი უკვე დაფარულია ბეტონის ფილებით და მუშები მარშრუტების გაყვანაზე აქტიურად მუშაობენ. ჭელიძის თქმით, მთავრობის ძალისხმევა საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. „ამას მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები და შესაძლებლობები მოაქვს“ – სთქვა მან. მაგრამ მთავრობის პროექტებს გარკვეული წინააღმდეგობა და პროტესტიც მოჰყვა და რამდენჯერმე ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის ადგილი ჰქონდა შეტაკებასაც. მესტიის ზოგიერთი მოსახლე აცხადებს, რომ მთავრობა ცვლილებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციის გარეშე ახორციელებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ადგილობრივ კომპანიებს და მუშებს არ ასაქმებს. მიწის საკუთრების საკითხებმა ასევე წარმოშვა პრობლემები, რომელიც წარსულში რეგიონის ოჯახებს შორის არაოფიციალურად მოგვარებული იყო. ივლისში მცირე შეტაკების შედეგად რამდენიმე მოსახლე და პოლიციელი დაშავდა გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ოთხი ადამიანის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო გამოსვლის დროს. ეს ოთხი ადამიანი შეეცადა უცხოელი ინვესტორისთვის იმ მიწის მიყიდვას, რომელიც თაობების განმავლობაში მათ ოჯახს ეკუთვნოდა, თუმცა კანონით მათი საკუთრება რეგისტრირებული არ იყო. „სვანეთის განვითარება კარგია, მაგრამ უამრავი რამ, რასაც ისინი აკეთებენ არასწორია“ – ამბობს 61 წლის მესტიელი პენსიონერი თემურ ნაკანი. „ისინი ტკივილს აყენებენ ფერმერებს, როდესაც მათ მიწებს ართმევენ და ადგილობრივ მოსახლეობას არ ასაქმებენ, კომპანიები მუშებს სვანეთის გარეთ ქირაობენ“. „არავის უკითხავს ჩვენთვის, ეს არის კი ის, რაც ჩვენ გვინდა“ – ამბობს იგი. ჭელიძე მათ წუხილს უარყოფს და ამბობს, რომ უკმაყოფილო „ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელია“. ზოგიერთები იმასაც შიშობენ, რომ სვანეთის იზოლაციის დასასრულმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას რეგიონის უნიკალურ კულტურას, მაგრამ მოსახლეები და ჩინოვნიკები ამბობენ, რომ სვანეთის იდენტურობა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასიმილაციას გაუმკლავდეს. ჭელიძის თქმით, რეგიონის განვითარება სინამდვილეში სრულად შეცვლის ბოლო წლების ემიგრაციულ ტენდენციას, როდესაც სვანეთის მცხოვრებლები უკეთესი პირობების საძებნელად დანარჩენ საქართველოში მიემგზავრებოდნენ. „ეს ბევრ ადამიანს გადააფიქრებინებს რეგიონის დატოვებას და ხალხს სვანეთში დააბრუნებს“ – სთქვა მან – „ჩვენ არ ვანგრევთ სვანეთის კულტურას, არამედ ვინარჩუნებთ მას“. AFP ორიგინალი ორიგინალი
-
Ин Ян - Камикадзе ვიდეოკლიპი View the full article
-
http://www.breakingfootballnews.com/wp-content/uploads/2010/08/karim-benzema-real-madrid-uk-02.jpg ლივერპული და იუვენტუსი ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ, ფრანგი ფორვარდის ხელში ჩასაგდებად. 2009 წლის ზაფხულში ბენზემა რეალმა 35 მილიონად შეიძინა ლიონის ოლიმპიკიდან. თუ გავრცელებული ხმები სანდოა, მაშინ ჟოზე მაურინიო 22 წლის ფეხბურთელს გაშვებას უპირებს, თანაც საკმაოდ მოკრძალებულ თანხად, 15 მილიონად. როგორც მოგეხსენებათ როი ზაფხულში თავდამსხმელის შეძენას აპირებდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ახლა კი საკმაოდ კარგი შანსი ეძლევა გააძლიეროს თავდასხმის ხაზი. იტალიური ჟურნალის La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლივერპულს საკმაოდ ძლიერი კონკურენციის გაწევა მოუწევს იუვენტუსთან, თუ მართლა სურს ბენზემას გადმობირება. View the full article
-
14 სექტემბერს, 10.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი 2010 წლის ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, გაზეთ ,,პრაიმ-თაიმის” ოფისში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და სიახლეებზე ისაუბრებს. მის: კოსტავას ქ. #68 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება “მომავლის სახლის” აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს და სასკოლო ჩანთებით დაასაჩუქრებს. მის: წურწუმიას ქ. №13 14 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი (#648) 14 სექტემბერს, 12.00 საათზე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის საჯარო სკოლების 400 მანდატურს შეხვდება და ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება. მის: დ. უზნაძის ქ. #52 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. 14 სექტემბერს, 12.00 საათზე, ~ქორთიარდ მარიოტში~, ~საქართველოს ბანკისა~ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, “სასტუმრო სიმპათიაში” ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება. მის: დარასელიას ქ. №4 14 სექტემბერს, 13:00 საათზე, ~ბავშვთა სამყაროს~ შესასვლელთან ლაშა ჩხარტიშვილისა და ალექსანდრე შალამბერიძის მხარდაჭერით ~გარემოვაჭრეთა ლიგის~ საპროტესტო აქცია გაიმართება. 14 სექტემბერს, 13:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან “ლეიბორისტული პარტიის” საპროტესტო აქცია გაიმართება. თემა: “სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების მოთხოვნა”. 14 სექტემბერს, 13:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “რატომ გაათავისუფლეს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი”. მის: თამარ მეფის #16 14 სექტემბერს, 13:45 საათზე, აშშ-ს ელჩის მოადგილე კენტ ლოგსტონი ღუდუშაურის კლინიკაში ორთოპედიული ფონდისათვის გრანტის გადაცემის ცერემონიას დაესწრება. მის.: ლუბლიანას ქ. #21 14 სექტემბერს, 14.00 საათზე, პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” წევრი, დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი გამართავს ბრიფინგს. თემა: “პოლიციის შესახებ” კანონში შესატანი საგანგაშო ცვლილებები”. პარლამენტი, ბრიფინგების ოთახი 14 სექტემბერს, 16.00 საათზე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრთა პრესკონფერენცია გაიმართება. მის: გალაკტიონის ქ. #20(“კავკასიური სახლი”) 14 სექტემბერს, 17:00 საათზე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივ დარბაზ “ჯაზუში” “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდებიან. მის: იოანე ვაკელის ქ. #18 14 სექტემბერს, 19.00 საათზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის ~ივერიისა” პრეზენტაცია გაიმართება. 14 სექტემბერს, 17:00 საათზე, ბოლნისში მაღაზიათა ქსელ `ბიბლუსის~ ფილიალი გაიხსნება. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/bavshveb-150x150.jpgსაქართველოში შვილადაყვანის მსურველთა რაოდენობა ათასს აჭარბებს. გასაშვილებელ ბავშთა რიცხვი კი არც ისე მაღალია. პროცედურები და რიგები, რატომ გაუჩნდათ შვილის მოლოდინში მყოფთ ეჭვი რომ დაუსრულებელი ლოდინი ხელოვნურად არსებობს. ნუცა კოპალიანი შეხვდა იმ ქალბატონებს რომლებმაც სააგენტოს ერთი წლის წინ მიმართეს და პასუხს ამ დრომდე ელოდებიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/bavshvebi.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/parlamenti6-150x150.jpgსაკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი პირველ პლენარულ სხდომაზე არ განიხილავს. დავით ბაქრაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიის წევრებისა და ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლობის საბოლოო რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ მიიღებს. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის განხილვას, ის ბიზნესსექტორთან კიდევ ერთხელ მსჯელობის შემდეგ განიხილება. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/biuro.jpg itvს ლინკი
-
itv “თავისუფალი აზრის სახლის” ახალი ხელმძღვანელი
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/bakuradze-150x150.jpg“ორგანიზაცია “თავისუფალი აზრის სახლი” საზოგადოებრივ პროცესებში გააქტიურებას აპირებს. დღეს “თავისუფალი აზრის სახლმა” საზოგადოებას ახალი ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე წარუდგინა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/bakurad.jpg itvს ლინკი