planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
ვერდერმა და ტოტენჰემმა შესანიშნავი მატჩი უჩვენეს მაყურებელს. იხილეთ fanebi.com
-
მილანის დღევანდელ ვარჯიშზე მეტად საინტერესო ინციდენტი მოხდა... იხილეთ fanebi.com
-
იტალიისა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა ვერ შეძლეს გასვლაზე ჰოლანდიის საუკეთესო გუნდის დამარცხება. იხილეთ fanebi.com
-
დღეს, საქართველოს გერმანიის სახელმწიფო ტელევიზიებისა და რადიომაუწყებლობის ჟურნალისტების, გაზეთების რედაქტორების, კორესპოდენტების, პარტიების, ფონდების პრესსამსახურებისა და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების 25-კაციანი ჯგუფი ესტუმრება. ვიზიტი საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყნის განვითარების ტენდენციების გერმანულ და ევროპულ მედიაში გაშუქებას ისახავს მიზნად. 10 დღის განმავლობაში ჟურნალისტები ქართველ პოლიტიკოსებს, ეკონომიკისა და კულტურის წარმოამდგენლებს შეხვდებიან. შეისწავლიან საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გაეცნობიან აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს. 18 სექტემბერს დაგეგმილია შეხვედრა თელავში. შეხვედრის თემა ქართული ღვინის ექსპორტი, პერსპექტივები და ახალი ბაზრის ძიება იქნება. სტუმრები საქართველოში 25 სექტემბრამდე დარჩებიან. გერმანელი ჟურნალისტების მოგზაურობა საქართველოში ასეთი მისიით, პირველად 2007წლის ივნისში შედგა. იხილეთ epn.ge
-
netgazeti - მდგომარეობა ბორჯომის ნახანძრალ ტყეში
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის ინიციატივით, “2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ბორჯომის რაიონში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდში ნახანძრალ ფართობებზე არსებული მდგომარეობის შემფასებელი” კომისია შეიქმნა, რომლის პირველი სამუშაო შეხვედრა ბორჯომში გაიმართა. კომისიის წევრებმა ხანძრის 2 წლის შემდგომი მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს, წაღვერსა და დაბაში ის ფართობები დაათვალიერეს, სადაც ყველაზე ძლიერი დაზიანება აღინიშნებოდა. ასევე, სპეციალისტებმა ანალიზების ჩასატარებლად ნიადაგის ნიმუშებიც აიღეს. კომისია, რომელიც მეცნიერების, გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგება, ერთი თვის ვადაში არსებული სიტუაციისა და მდგომარეობის შეფასების შესახებ დასკვნას წარმოადგენს. სრული ინფო(netgazeti.ge) -
ქობულეთში გუშინდელი წყალდიდობის შემდეგ დამეწყრილია სოფლები - მუხაისტატე, ლეღვა, წყავროკა. სახლები არ არის დანგრეული, მაგრამ გზებია დაზიანებული. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ანთაძემ მიაწოდა. მეწყერი გუშინ ქობულეთი–ოზურგეთის გზის ორ მონაკვეთზე ჩამოწვა, თუმცა საავტომობილო მიმოსვლა გუშინვე აღდგა. სპეციალური ტექნიკა მთელი აჭარის მასშტაბითაა მობილიზებული. მდინარე აჭყვას ადიდება, მჟავანაძის თქმით, ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახური, ქობულეთის გამგებლის განცხადებით, გუშინდელი ღამის შემდეგ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სახლების ნაწილი წყლისგან უკვე გაწმენდილია. ,,წყალი თანდათან იკლებს. ახლა საავადმყოფოდან წყლის ამოქაჩვაზე ვმუშაობთ. ქობულეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ჯერ კიდევ დიდია წყალი, ალბათ, ცოტა ხანში დაიკლებს და გადავალთ სამუშაოდ’’, – განაცხადა გუშინ, გვიან ღამით, ანთაძემ. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები ქობულეთში და მის მიმდებარე სოფლებში. ქობულეთის გამგებელმა გურამ მჟავანაძემ განაცახადა, რომ ზარალის დათვლა ჯერ ვერ ხერხდება, რადგან წყალი ჯერ კიდევ დგას დასახლებებში. ,,თუ ვინმეს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, აუცილებლად დავეხმარებით’’- აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. ამავე თემაზე: ქობულეთში წყალდიდობაა სრული ინფო(netgazeti.ge)
-
ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ–ერთი ფავორიტი ლონდონის "ჩელსი" ბრძოლაში ერთვება. პირველი ტურის მატჩს კარლო ანჩელოტის შეგირდები სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში ამავე სახელწოდების კლუბის წინააღმდეგ გამართავენ. იხილეთ fanebi.com
-
"არსენალი" ევროპის პრესტიჟული ტურნირის მოგებისთვის ბრძოლას საშინაო მატჩით პორტუგალიური "ბრაგას" წინააღმდეგ იწყებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრამდე პლეი–ოფში ესპანური "სევილია" ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა. იხილეთ fanebi.com
-
</p>/get_img?NrArticle=2361&NrImage=200 დევნილების გასახლება სახალხო დამცველის ანგარიშში, ”იძულებით გადაადგილებული პირების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ”, რომელიც 2010 წლის პირველ ნახევარს მოიცავს, ნათქვამია, რომ დევნილების გამოსახლებებთან დაკავშირებით, ზუსტი სამართლებრივი შეფასების გაკეთება, რთულია. ანგარიში მოიცავს დევნილების გამოსახლების რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს. მათ შორის, ივლისის 26-28-ში გამომცემლობა ” სამშობლოდან” დევნილების გამოსახლებას, 10-11 აგვისტოს- თამარაშვილის 9 ნომრიდან , 13 აგვისტოს - მაჩაბლის 5 ნომრიდან, 18 აგვისტოს მოსაშვილის 24 ნომრიდან,ხოლო 19 აგვისტოს სანდრო ეულის 3 ნომრიდან. სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამია, რომ შენობების უმეტესობა საიდანაც დევნილების გამოსახლება მოხდა, არ წარმოადგენდა დევნილთა კოლექტიური განსახლების ობიექტს. შენობებში ცხოვრობდნენ,როგორც 1990 წლებში დევნილი ასევე 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული პირები. ანგარიშში ვკითხულობთ: “მათ შორის იყვნენ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილებიც, რომლებიც თვითნებურად იყვნენ შენობებში შესული. 2008 წლის აგვისტოს შედეგად დევნილი მოსახლეობის ის კატეგორია იყო შესული, რომელთაც კოტეჯის ნაცვლად განცხადებები საკომპენსაციო თანხის მიღებაზე ჰქონდათ დაწერილი და აღნიშნულ თანხას დღემდე ელოდებიან. ამას გარდა დევნილთა ძალიან მცირე ნაწილი აღნიშნულ შენობებშიც სამინისტროს ნებართვის საფუძველზე იმყოფებოდა, რაც შეეხება ნებართვას, ის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ფორმას ატარებდა.“ დევნილთა ყველა ამ ჯგუფის მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს, სხვადასხვა ვალდებულებები აქვს, ნათქვამია ანგარიშში. სახალხო დამცველმა სამინისტროს სპეციალურად მიმართა,რათა ზემოთჩამოთვლილ საქმეებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიეღო. თუმცა ამომწურავი ინფორმაცია სამინისტროსგან სახალხო დამცველმა ვერ მიიღო. ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ ვერ მოხდა დევნილების გამოსახლების ზუსტი, სამართლებრივი შეფასება, სწორედ ეს მიზეზი სახელდება. ინფორმაცია სამინისტროსგან ვერც ნეტგაზეთმა მიიღო, რომელიც 24 აგვისტოს გამოითხოვა. სამი შენიშვნა სამი ძირითადი პუნქტია გამოყოფილი დევნილების გამოსახლებასთან მიმართებაში, სახალხო დამცველის ანგარიშში, კერძოდ: 1.გამოსახლების მცირე ვადები, დევნილებს არ აძლევდათ საშუალებას შენობები თავიანთი ნივთებისაგან დაეცალათ. 2.ინფორმირებულობის პრობლემა, როგორც წესი ის დევნილები, რომლებიც ალტერნატიულ განსახლებას ექვემდებარებოდნენ, არ ფლობდნენ ინფორმაციას ალტერნატიული საცხოვრებლის შესახებ. 3. მცირე შემთხვევებში, დევნილებისთვის წინასწარ იყო ცნობილი შეთავაზებული ალტერნატივის შესახებ, ხშირად დღის წესრიგში სხვა პრობლემა დგებოდა, კერძოდ, ალტერნატიული ფართი არ აკმაყოფილებს საცხოვრებლად აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს. ამას გარდა, ანგარიშში დევნილების პოზიციაც ფიქსირდება, რომლებიც გამოსახლების პროცესს, შეურაცხმყოფელს უწოდებენ. არასათანადო მოპყრობის, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ცალკეულ შემთხვევებში დევნილები, ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც მიუთითებდნენ. მთავარი რეკომენდაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უზრუნველყოს დევნილებისათვის გამოსახლებამდე ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, მათ მიმართ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. დევნილ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა, წინასწარ მოინახულოს შეთავაზებული ალტერნატიული ფართი და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. დევნილთა ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაყვანამდე, მოხდეს მათი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. გამოკითხვა სახალხო დამცველის მონიტორებმა დევნილები გამოკითხეს. მათ მიერ დასმულ კითხვაზე „ფლობთ თუ არა ინფორმაციას პრივატიზაციის ნებაყოფლობითობისა და მასზე უარის თქმის შემთხვევაში არსებული ალტერნატივების შესახებ“ პასუხები ასე განაწილდა: დიახ 16, 70 % არა 40, 30 % პასუხის გარეშე 43,1% კომუნიკაციის ნაკლებობა სახალხო დამცველის ანგარიშში, პრობლემად დევნილებსა და სამინისტროს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა დასახელებული. ”დევნილთა უმრავლესობისათვის, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი რა ელით. ხშირ შემთხვევაში დევნილები ვერ იღებენ ამომწურავ პასუხს კითხვაზე მოხდება თუ არა კოლექტიური ცენტრის პრივატიზება და რა დროს”. სახალხო დამცველის აპარატი პოზიტიურად აფასებს დევნილების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საერთაშორისო დონორების დახმარებით სამინისტროში ცხელი ხაზისა და მისაღების შექმნას, სადაც დევნილებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. თუმცა,მიუხედავად ცხელი ხაზის არსებობის, ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია: ”აშკარაა,რომ დევნილთა შორის ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემად რჩება”. დევნილები ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველის აპარატს.მიმართვის ერთ-ერთი ხშირი თემა, სამინისტროსგან კონკრეტული კითხვებით გაგზავნილ უპასუხო წერილებია, რომლებსაც დევნილები,მათივე თქმით, თვეობით ელოდებიან. ჩამორჩენილები სამოქმედო გეგმის ვადები, ომბუდსმენის ანგარიშის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. აღნიშნულია,რომ მთავრობის განკარგულებით რეგულირებული სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში ჩამორჩენაა. კერძოდ, სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა დევნილების საკუთრებაში გადასაცემი კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის დასრულებას და დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემას 2009 - 2010 წლების პერიოდში ითვალისწინებდა. აღნიშნულ დოკუმენტში ასევე მითითებული იყო, რომ ამავე პერიოდში ,20 ათას დევნილს ,ბინა, პირად საკუთრებაში უნდა ჰქონოდა. სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2009 წლის ბოლოსთვის პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, მხოლოდ 6 945 დევნილ ოჯახს აქვს. ” აღნიშნული ტემპით პროცესის გაგრძელების შემთხვევაში, სამოქმედო გეგმით დადგენილ ვადაში დასახული მიზნის განხორციელება არარეალური ხდება. განახლებულ სამოქმედო გეგმაში თარიღებმა გადაიწია და იმ ვადებში სადაც ვადები იყო განსაზღვრული 2009–2010 წლებით გვხვდება ჩასწორება 2011–2012 წლებით”. კერძო სექტორის ახალი პრობლემები ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია,რომ კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების მიმართვიანობა სახალხო დამცველის მიმართ, უკნასკნელ პერიოდში გაიზარდა. ”კერძო სექტორში განსახლებულ დევნილთა უმრავლესობა უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს ქირით , პერიოდულად მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო დევნილთა ნაწილი დგება საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ.” მსგავს შემთხვევებში სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს ,შუამდგომლობით, აღნიშნულ პირთა შესაძლებლობის ფარგლებში დაკმაყოფილების თხოვნით, ” თუმცა უმრავლეს შემთხვევაში უშედეგოდ”. კერძო სექტორში მცხოვრები 47 ათასი ოჯახიდან, 7494 არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას, თუმცა დაახლოებით 39 506 ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილების მოლოდინშია, ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში. სამოქმედო გეგმაში შესული ცვლილებები სამოქმედო გეგმის თანახმად, 2010 წელს უნდა დაწყებულიყო ე.წ. კერძო სექტორში მცხოვრები დევნილების საკმაყოფილება. საქართველოს მთავრობის 575-ე განკარგულებით, კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები რამდენიმე კატეგორიად დაყო: ა. კერძო სექტორში განსხლებული დევნილები რომელთაც გააჩნიათ უძრავი ქონება. ბ. დევნილები რომლებიც ცხოვრობენ ნათესავებთან ან ქირით და ამავდროულად გააჩნიათ მიწის ნაკვეთი. გ. დევნილები რომლებიც არიან ნათესავებთან ან ქირით და არ გააჩნიათ უძრავი ქონება. დ. დევნილები რომელთაც მიიღეს ფულადი კომპენსაცია სტრატეგიის დამტკიცებმადე და ეს თანხა არ გამოიყენეს უძრავი ქონების შესაძენად. ამგვარ დაყოფას, სახალხო დამცველიც ეხმაურება და ამბობს,რომ : ”ამგვარი დიფერენციაცია დევნილების საჭიროებიდან გამომდინარე დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა რაც დადებითი მოვლენაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს რაც რაც ამ ტიპის აღწერის ჩასატარებლად არის საჭირო, შეგვიძლია დავასკვნათ რომ განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება”. სახალხო დამცველის მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში შესულ ცვლილებაზე, რომელიც მესამე ეტაპზე 2011–2012 წლებში უნდა დაკმაყოფილდნენ. თუ ძველ ვერსიაში ეწერა, რომ დევნილთა ოჯახებს რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას, გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, განახლებულ ტექსტში განსაზღვრულია, რომ „ დევნილთა ოჯახებს რომლებიც არ საჭიროებენ განსახლებას ფინანსური რესურსების არსებობის შესაბამისად, შესაძლოა გაეწიოთ ერთჯერადი ფულადი დახმარება.“ ომბუდსმენის ანგარიში ნათქვამია, რომ ამგვარი ჩანაწერი არ გამორიცხავს ფინანსური რესურსების არ არსებობის შემთხვევაში დახმარების გაწევაზე უარის თქმას. ისტორია და რეალობა ომბუდსმენის ანგარიში დევნილების პრობლემების მიმოხილვას 1990-ანი წლებიდან იწყებს. 1990 იანი წლების დევნილთა რაოდენობა , 233 453 ადამიანს შეადგენს, ხოლო 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ მათ რაოდენობას 15 912 დევნილი შეემატა. (მართალია რაოდენობა 22 ატასს შეადგენს, მაგრამ აქედან მხოლოდ 15 912 აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2010 წლის ინავრის მონაცემებით საქართველოში სულ 249 365 დევნილი ცხოვრობს.( 87 962 ოჯახი.) საქართველოს მასშტაბით, 1990 იანი წლების დევნილები 1540 კოლექტიურ ცენტრში არიან გადანაწილებულები. აქედან 805 კოლექტიური ცენტრი არის რეგიონებში, ხოლო 735 თბილისში. 467 კოლექტიური ცენტრი სახელმწიფოს საკუთრებაშია, 229 -კერძო საკუთრებაში, ხოლო 109 - შერეულ საკუთრებაში. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კოლექტიური ცენტრებიდან 243-ს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, 45 ცენტრი გამოყენებული იქნა დევნილებისათვის გრძელვადიან საცხოვრებლად და 179 კოლექტიური ცენტრი დაიბრუნებს თავის პირვანდელ ფუნქციებს. რეგიონებში დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები 18 051 ოჯახიდან , 7219 ოჯახისთვის საცხოვრებლად რეაბილიტირებული ცენტრები იქნება შეთავაზებული ხოლო 10 832 კვლავაც საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. თბილისში არსებული 735 კოლექტიური ცენტრიდან 330 არის სახელმწიფო საკუთრებაში, 220- კერძო საკუთრებაში, ხოლო 185 შერეული საკუთრებაა, სახელმწიფო საკუთრებაში გატარებული 330 ცენტრიდან მხოლოდ 195 იქნება შეთავაზებული დევნილებისათვის საკუთრებაში გადასაცემად. თბილისში კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები 16 807 ოჯახიდან 7 777 ოჯახისთვის საცხოვრებლად რეაბილიტირებული ცენტრი იქნება შეთავაზებული, თუმცა ამის მიუხედავდ 9 030 ოჯახი კვლავაც საჭიროებს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. 2010 წლის იანვრის მონაცემებით, სამინისტრომ 23 000 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პრობლემა უკვე გადაჭრა (2008 წლის აგვისტოს შემდეგ) აქ იგულისხმება 8 000 ე.წ. ახალი და 15 000 ე.წ. ძველი დევნილი. სამინისტროს გაანგარიშებით თუ დამატებითი დაფინანსების მოძიება ვერ მოხერხდა დაახლოებით 28 000 დევნილი ოჯახი კვლავ დარჩება უმძიმეს პირობებში. სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემულია საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგები რეგიონების მიხედვით: აჭარის მასშტაბით ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო რომ საცხოვრებელი პირობების მხრივ მდგომარეობა რეგიონში დამაკმაყოფილებელია, მონიტორის მიერ მონახულებულ 15 კოლექტიურ ცენტრში სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა შენობები მოწესრიგებული დასუფთავებული და განათებულია. საცხოვრებელი პირობები მძიმეა იმ შენობებში სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარდა. სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები დევნილების უმეტესობა საცხოვრებელი პირობებით უკმაყოფილოა, ზოგადად სამეგრელოს რეგიონში არსებული კოლექტიური ჩასახლების ობიექტის მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით გამოირჩევა. მონიტორინგი 132 კოლექტიურ ცენტრში განხორციელდა. იმერეთის რეგიონში ხშირია ისეთი ობიექტები,სადაც მწვავედ დგას ჰიგიენისა და ანტისანიტარიის პრობლემა. იმერეთის რეგიონში მონიტორინგი 53 კოლექტიურ ცენტრში განხორციელდა. ”რაც შეეხება იმერეთის რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დევნილების იმრავლესობა უკმაყოფილოა სარეაბილიტაციო სამუშაოებით. ძირითადი პრობლემები ყველგან ერთია, სახურავიდან ჩამოდის წყალი და შესაბამისად ოთახში ნესტია, რაც მოქმედებს ჯანმრთელობაზე”. შიდა ქართლში 2008 წლის კონფლიქტის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირები, ჩასახლებულები არიან კორპუსის ტიპის სახლებში და ახლად აშენებულ კოტეჯებში . კორპუსის ტიპის სახლებში, მიუხედავად განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა, წყლის სისტემა მალევე გაფუჭდა სამზარეულოში შექმნილი ანტისანიტარიული მდგომარეობის გამო მოსახლეობა მათ ვერ მოიხმარს. თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი პირობები განსხვავდება ცალკეული ცენტრების მიხედვით. არის კოლექტიური ცენტრები, სადაც საცხოვრებელი პირობები საკმაოდ კარგია, თუმცა რიგ ცენტრებში მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც გაუსაძლისი ან უკიდურესად მძიმე, ნათქმია ომბუდსმენის ანგარიშში. სრული ინფო(netgazeti.ge)
-
გაეროს ელჩი პრიზებით დააჯილდოვებს იმ ორი მოქალაქეს, რომლებიც გაიმარჯვებენ გამოცხადებულ კონკურსში. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია 17 სექტემბრამდე დაპოსტოს საკუთარი მოსაზრება დემოკრატიაზე facebook-ზე, გაეროს განვითარების პროგრამის საკონკურსო გვერდზე. ნეტგაზეთზმა თბილისის მცხოვრებლებს ჰკითხა, რა არის დემოკრატია: სრული ინფო(netgazeti.ge)