Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. ოპელ ფრონტერას მოწყობილობა და რემონტი View the full article
  2. გარევაჭრობის აკრძალვის გამო თბილისში თვეზე მეტია საპროტესტო აქციები იმართება. როგორ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით გარევაჭრობა? ამ საკითხის გასარკვევად, ნეტგაზეთი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატს ქეთევან ქაჩლიშვილს ესაუბრა. - ქალბატონო ქეთევან, კანონით იკრძალება თუ არა გარევაჭრობა? _ ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლით განსაზღვრულია თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები. სწორედ დედაქალაქის თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებებს მიეკუთვნება გარევაჭრობის რეგულირება. 2006 წლის 29 დეკემბერს თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში გარევაჭრობა ითვლება კანონდარღვევად. ამგვარი ქმედება იკრძალება და ისჯება. საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით, დედაქალაქში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნა ქალაქის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე ტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა. ფაქტობრივად, გარეთ ღია ვაჭრობა სადაც მიმდინარეობს, ყველაფერი გარე ვაჭრობად მიიჩნევა და იკრძალება. - ვისი უფლებამოსილებაა გარე ვაჭრობის აკრძალვა? _ აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები შემუშავებულია თბილისის საკრებულოს მიერ, მაგრამ უშუალოდ ადგილზე აკრძალვას შსს-ს უწყებები ახორციელებს, კერძოდ, საპატრულო პოლიცია. - რამდენიმე წლის წინაც აიკრძალა გარევაჭრობა, თუმცა შემდეგ კვლავ დაუშვეს. მაშინ რამდენად კანონიერი იყო ხელისუფლების მხრიდან ეს ქმედება? _ საერთოდ, ეს გადაწყვეტილება მიღების დღიდან ძალაშია. გარევაჭრობა დასჯადი და დაჯარიმებადი ქმედებაა. როგორც გახსოვთ, 2006 წელსაც დაიწყო გარევაჭრობის აკრძალვა. ამას დიდი პროტესტი და აქციები მოყვა, თუმცა, მაინც არ დაუშვეს გარემოვაჭრეები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხელისუფლებამ კვლავ დაუშვა გარევაჭრობა, უფრო სწორად, მოვაჭრეებს ხელს არ უშლიდნენ გარე ვაჭრობის განხორციელებაში. ჩემი პირადი შეფასებით, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხელისუფლებას არ უნდოდა ხალხის გაღიზიანება და ამომრჩევლის დაკარგვა. ამ საქმიანობით უამრავი ადამიანი ოჯახს არჩენდა და ამხელა უმუშევრობის ფონზე გარევაჭრობის აკრძალვა მართლაც დიდ არეულობას გამოიწვევდა და ამიტომ, მაშინ კვლავ დაუშვეს გარევაჭრობა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით იგი იკრძალებოდა. ახლა, როცა კვლავ დაიწყეს გარე ვაჭრობის აკრძალვა, რეალურად კანონმა ახლა დაიწყო მოქმედება. -თქვენ ახსენეთ, რომ გარე ვაჭრობა დაჯარიმებადი ქმედებაა. რა სახის ჯარიმა ეკისრება სამართალდამრღვევს? _ გარევაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე პრიმა მუხლის თანახმად. ამ მუხლში ბოლო ცვლილება შესულია 2006 წელს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ეს ნიშნავს, რომ ეს ქმედება დღემდე დასჯადია. უბრალოდ, ხელისუფლება არ იჩენდა პოლიტიკურ ნებას, რომ მათი ქმედება აქამდე აეკრძალა. კოდექსის თანახმად, გარევაჭრობა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე. ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, დაჯარიმდება 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღემდე ვადით. სრული ინფო(netgazeti.ge)
  3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლერი თედორაძემ, არასრულწლოვან გია ბუაძეს პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმის მასალებით დგინდება, რომ პოლიციელმა ჩვენება შეცვალა, რაც არასრულწლოვანის დაპატიმრების საფუძველი გახდა. 2009 წლის 18 ნოემბერს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს პაციენტი მალხაზ გაბაიძე, რომელიც იმჟამად ხელვაჩაურის პოლიციის კახაბრის განყოფილების ხელმძღვანელია. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მინდია ნაკაშიძის მიერ გაცემულ ცნობაში წერია, რომ გაბაიძე დაჭრილი იყო: “პაციენტი აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სიბნელეში დაეცა რკინის ნაჭერს. აღენიშნება ჭრილობა 2X22 სმ სწორი კედლით”. ამავე ცნობის მიხედვით, საავადმყოფოს მორიგე ექიმმა, ემზარ დიასამიძემ ინფორმაცია მიაწოდა ხელვაჩაურის პოლიციას. საქმის მოკვლევაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. დაკითხეს ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეებსა და სასტუმროებში მომუშავე ექვსი ქალი: სედა სოგომონიანი, ნინო ბასილაშვილი, შორენა ღურწკაია, დიანა საბიაშვილი, ირმა ქევხიშვილი და მარინა ოკუჯავა. სოგომონიანი, ქევხიშვილი, ღურწკაია, ოკუჯავა და ბასილაშვილი მუშაობენ ბათუმში, ლუკა ასათიანის ქ. #37-ში მდებარე სასტუმრო “ზედაზენში” დამლაგებლებად. ამათგან სოგომონიანი, ქევხიშვილი და ოკუჯავა, მათივე განცხადებით, ცხოვრობენ ამავე სასტუმროში. მოწმეთა განცხადებით, სასტუმროში სულ ხუთი ოთახია და ხუთივე ქალი ყოველდღე, სამუშაო გრაფიკის გარეშე მუშაობს (საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “ზედაზენს”, რომლის მფლობელიც ვინმე აბესალომ ბერიძეა, ასათიანის ქ.#37-ში მხოლოდ 11,9 კვ/მეტრი ფართობი უკავია). ზემოხსენებული მოწმეების ჩვენების საფუძველზე დააკავეს ოთხი ეჭვმიტანილი: გია დავითაძე, მიხეილ ქამადაძე და არასრულწლოვნები _ ნიკა ბუაძე და ლ. ფ. პოლიციამ ერთ-ერთი მათგანის, კერძოდ, ნიკა ბუაძისგან აღიარებითი ჩვენებაც მიიღო. თავდაპირველ ჩვენებაში ბუაძე აცხადებს, რომ 2009 წლის 17 ნოემბერს იმყოფებოდა ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კუთხეში მეგობრებთან ერთად. მათთან მივიდა პოლიციელი მალხაზ გაბაიძე, მეტსახელად "პომიდორა" ნასვამ მდგომარეობაში. მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მას დაარტყა ლიმონათის გასახსნელი. დანარჩენმა დაკავებულებმა ბრალდება უარყვეს. ნიკა ბუაძის დედა, ინგა ბუაძე: “შარშან, 18 ნოემბერს, მიმიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში. სამმართველოში ვნახე ჩვენი მეზობელი ლ.ფ. გავიგონე ჩემი შვილის ხმაც, მაგრამ პოლიციამ დამიმალა მისი დაპატიმრების ამბავი. დაკავების ამბავი სახლში დაბრუნების შემდეგ მეზობლებმა მითხრეს. პოლიციაში მისულს კვლავ დამიმალეს შვილი. შევხვდი ჩემს მაზლს, მერაბ ბუაძეს და მასთან ერთად მივედი პოლიციაში. მერაბი შეიყვანეს შენობაში, მე კი არა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის, გიორგი ჩარკვიანის ჩარევის შემდეგ მოგვცეს მე და ჩვენს ადვოკატს, ნანა ანდღულაძეს შვილთან შეხვედრის უფლება. ჩემი შვილი ბორდელში მომუშავე ქალების ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს”. ნანა ანდღულაძის განცხადებით, არასრულწლოვანი ნიკა ბუაძე ნაცემი იყო: “პოლიციამ ნიკა ბუაძის დაკითხვით დაარღვია კანონი - არასრულწლოვანის დაკითხვა მშობლის გარეშე არ შეიძლება. დედა არ დაასწრეს დაკითხვას და დაუმალეს კიდეც ეს ფაქტი. განსასჯელმა გვითხრა, რომ სცემეს. ნიკას მამა ამჟამად პატიმრობაშია, რაც გამოიყენა პოლიციამ და აღიარებითი ჩვენება იძულების წესით ჩამოართვა”. ბათუმის სასამართლომ ოთხივე ეჭვმიტანილს, ხულიგნობის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით სამი მათგანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო ნიკა ბუაძეს, რომელიც ასევე არ აღიარებდა დანაშაულს, ბრალი დაუმძიმეს და განზრახ მკვლელობის მცდელობაშიც დაადანაშაულეს, რაც 8-დან 15-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მალხაზ გაბაიძემ ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციას ჩვენება მისცა. სასამართლომ არ გაიზიარა საავადმყოფოში გაკეთებული ჩანაწერი და სწორედ ეს ჩვენება მიიჩნია უტყუარ ცნობად. პოლიციელის თქმით, 17 ნოემბერს, საღამოს 9-დან 10 საათამდე, ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, მივიდა სასტუმრო “ზედაზენთან”, იქ მომუშავე ნინო ბასილაშვილთან სალაპარაკოდ. მან შენიშნა ოთხი ბიჭი, რომლებიც იგინებოდნენ. გაბაიძემ მათ აუხსნა, რომ იყო პოლიციელი და მოუწოდა წესრიგის დაცვისკენ: “ოთხივე მათგანი თავს დამესხა. დამიწყეს ცემა. ნიკა ბუაძემ სამჯერ დამარტყა დანა. მერე წავიქეცი და ოთხივე მათგანი მირტყამდა ფეხებს. მე ვთხოვდი, არ მოვეკალი”. ადვოკატის ვერსიით კი, მალხაზ გაბაიძემ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გაახმაურა. მან ეს სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა: “ჩხუბის მერე დავურეკე მეგობარს, პოლიციელ მალხაზ დიასამიძეს. ამის შემდეგ წავედი სიდედრის სახლში, საიდანაც მეუღლე და შვილი წამოვიყვანე. შემდეგ კი ბიძაშვილთან, კობა გაბაიძესთან ერთად წავედი საავადმყოფოში”. ბრალდებულის ადვოკატი საქმეში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს: “თავდაპირველად დაზარალებული შეეცადა ფაქტის დამალვას. იგი წავიდა სახლში და შეგნებულად გაანადგურა მტკიცებულებები, ანუ ტანსაცმელი გარეცხა. არა თუ როგორც პოლიციელი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქეც კი, ვალდებული იყო, ჩხუბის მერე პატრული გამოეძახებინა, რაც არ გააკეთა. ჩვენი საფუძვლიანი ეჭვით, გაბაიძე იმ ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით, ბუაძის მიერ გაბაიძის დაჭრის შესახებ ერთადერთი მტკიცებულება - მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არსებობს”. ბუაძის საქმეში კიდევ ბევრი შეუსაბამობაა, კერძოდ, გაბაიძისა და მოწმეთა ჩვენებებით, ჩხუბი 10-15 წუთს მიმდინარეობდა, რა დროსაც გაბაიძე ძირს დააგდეს და ფეხებით სცემდნენ. “გაბაიძე ათლეტური აღნაგობის, ნავარჯიშევი პოლიციელია და ასე გამხდარი ბიჭები მას ფიზიკურად ვერ მოერეოდნენ. ასეც რომ იყოს, ცემის შედეგად გაბაიძეს რატომ არ აღმოაჩნდა სხეულზე თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება?!” საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სასტუმრო “ზედაზენის” გვერდით მდებარეობს პოკერკლუბი. სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდა ამ კლუბის ვიდეოთვალის ჩანაწერები (სხდომის ოქმებში არ არის დაფიქსირებული, რა იყო მასზე ასახული). ანდღულაძის განცხადებით კი, კადრებში ჩხუბის რაიმე ფაქტი ასახული არ არის: “ერთი-ორჯერ კადრში გამოჩნდნენ მოსეირნე გია დავითაძე და მიხეილ ქამადაძე”. გარდა ამისა, პოკერკლუბს ყავს დაცვა. ჩხუბის დროს ამ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ თბილისი-ბათუმის მარშრუტის მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები. მოსამართლეებმა: ჯემალ კიკნაძემ, რომელიც თავიდან უძღვებოდა პროცესს და ლერი თედორაძემ, რომელმაც განაჩენი გამოიტანა, რატომღაც საჭიროდ არ მიიჩნიეს ამ საქმეში საპროცესო გარიგების გზით გათავისუფლებული სამი ეჭვმიტანილის დაკითხვა. პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე გაბაიძის დანაშაულის დაფარვის ვერსიას არ განიხილავს: “დანაშაული გამოკვეთილი რომ ყოფილიყო, საქმეს აუცილებლად მიეცემოდა მსვლელობა”. კონკრეტულად რა მსვლელობა მიეცა გაბაიძის საქმეს? - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად პროკურორმა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში გადაგვამისამართა. კითხვებზე პასუხის გაცემა არც მალხაზ გაბაიძემ მოისურვა - მანაც პოლიციის პრესსამსახურში დარეკვა “გვირჩია”. “ბათუმელების” ინფორმაციით კი, მალხაზ გაბაიძე ახლაც ხელვაჩაურის პოლიციის გონიოს ქვეგანყოფილების ხელმძღვანელია. 16 წლის ნიკა ბუაძეს, რომელსაც 17 წელი საპატიმროში შეუსრულდა, სასამართლომ ხულიგნობისთვის 4, ხოლო განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 13 წელი, ჯამში 17 წელი მიუსაჯა. რადგან ბუაძე არასრულწლოვანია, სასჯელი მეოთხედით შეუმცირეს და ის მხოლოდ 11 წელს გაატარებს ციხეში. ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არაოფიციალური ბორდელების არსებობის გამო საზოგადოება უკმაყოფილებას პერმანენტულად გამოხატავს. ხშირია ჩხუბისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევები. ამის გამო პროტესტს გამოთქვამს მართლმადიდებლური ეკლესიაც. დეკანოზ მამა ბასილის განცხადებით, ეკლესიამ ამ ”ცოდვის ბუდესთან” დაკავშირებით არაერთგზის მიმართა სახელმწიფოს: ”ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან უწესო ყოფაქცევის ქალები. შევხვდით ქალაქის მერს და ვთხოვეთ, რომ ეს ეკლესიის გარშემო აიკრძალოს... ეს დაწესებულებები ღიად არსებობს, პატარა ბავშვიც რომ შევიდეს, არავინ ეტყვის, რატომ არის იქ. ვიცი, რამდენი არასრულწლოვანი გაურყვნიათ და შეუცდენიათ თანხის სანაცვლოდ. ვფიქრობ, ეს მარტო ეკლესიის ფიქრის საგანი არ უნდა იყოს”. გოგოები - პოლიციის დასაყრდენი 2007 წლის 28 აგვისტოს შს აჭარის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ლევან კვაშილავა. მას უცნობი ქალისთვის ოქროს ძეწკვის ჩამოგლეჯას ედავებოდნენ. კვაშილავას ბრალი არ დაუდასტურდა, თუმცა იგი სასჯელს ვერ გადაურჩა. #1 იზოლატორში მიიყვანეს სტატიის დასაწყისში მითითებულ მისამართზე დასაქმებული სამი ქალი, მათ შორის ბუაძის საქმეში მონაწილე შორენა ღურწკაია. მათ მისცეს ჩვენება, რომ თითქოს კვაშილავამ გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონი მოიპარა. 2008 წლის 17 იანვარს სასამართლომ კვაშილავას ამ დანაშაულისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2007 წელს იმავე ბრალდებით დააპატიმრეს თორნიკე მაღულარიაც, რომლის წინააღმდეგაც მოწმედ ბუაძის საქმეში მონაწილე ნინო ბასილაშვილი გამოიყენეს. მაღულარიას ბრალი ვერ დაუმტკიცეს. თუმცა, მის ძმას მიეზღო ამ დაწესებულებაში დასაქმებული ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის. ცოტნე მაღულარიას, ნინო ბასილაშვილის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ადვოკატების განცხადებით, პოლიცია არაოფიციალურ ბორდელებში მომუშავეებს მოწმის სტატუსით ბევრ საქმეში იყენებს. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას 30 აგვისტოს “ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფიც შეესწრო. დაახლოებით საღამოს 21 საათზე რამდენიმე პოლიციელი “ჟიგულის” მარკის მანქანით (სახელმწიფო ნომერი: GHG-739) მივიდა ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კაფეში. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთ-ერთი კაფედან სამი გოგონა პორტის მიმართულებით წაიყვანეს. მანქანა პოლიციის მე-3 განყოფილებაში მივიდა. განყოფილებაში გვაცნობეს, რომ “გოგოები ამოცნობის მიზნით ჰყავდათ მიყვანილი”. როგორც კი გაიგეს, რომ ამ პროცესს ჟურნალისტები ადევნებდნენ თვალს, “გოგონები” მალევე მანქანით წაიყვანეს. გია ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი: “აშკარაა, რომ დაზარალებული პოლიციელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა დანაშაულის დამალვის ფაქტს, რაც საკმაოდ მძიმე დანაშაულია და ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გაბაიძე ვალდებული იყო, ფაქტის შესახებ პოლიციისთვის დაუყოვნებლივ ეცნობებინა. დღეს ძალოვანები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან, მაგრამ თუ არასრულწლოვანს ასე მკაცრად უნდა მოეკითხოს პასუხი, რატომ არ უნდა დადგეს პოლიციელის პასუხისმგებლობაც? სისხლის სამართლის კანონმდებლობაში პროსტიტუციაზე მხოლოდ ორი ჩანაწერი არსებობს. მათგან ერთ-ერთი შეეხება საროსკიპოების მოწყობას, ან მოწყობისთვის შენობის გადაცემას და ხელშეწყობას, რაც ისჯება კანონით 2-დან 4-წლამდე”. ჟურნალისტური გამოძიება მომზადებულია სტუდია მონიტორის პროექტის ფარგლებში. ჟურნალისტური გამოძიება განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სრული ინფო(netgazeti.ge)
  4. მანჩესტერის მცველმა რიო ფერდინანდმა მხარდაჭერა გამოთქვა თვისი თანაკლუბელის, ოუენ ჰარგრივზის მიმართ რომელიც ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა იხილეთ fanebi.com
  5. ford escort მოწყობილობა და რემონტი View the full article
  6. ტოტენჰემის თავდამსხმელა პიტერ კრაუჩმა განაცხადა რომ ყველა მოუთმენლად ელის თავის დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე რომელიც მათ ვერდერთან გასვლით მატჩში მოელით იხილეთ fanebi.com
  7. ბესლანის ტრაგედია, ტერაქტი ჩრდილოეთ ოსეთში, 11 სექტემბერი ამერიკაში, ყურანის დაწვა ტენესის შტატში-ეს არასრული ჩამონათვალია იმ დიდი პრობლემის, საერთაშორისო ტერორიზმი რომ ქვია. გაზიარება [ნათია ფოლადაშვილი. 12:18 14-09-2010] http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TI8wTfXzZxI/AAAAAAAAECI/8rIpOdIzNaQ/s200/caucasus..gifრუსეთის ისლამის კომიტეტის თავმჯდომარე, გეიდარ ჯემალი, საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. ის რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მოწინააღმდეგე და კავკასიის გაერთიანების იდეოლოგია. ჯემალის აზრით, რუსეთმა საბოლოოდ დაკარგა კავკასია.“ამერიკის ხმამ“ გეიდარ ჯემალს ინტერვიუ ჩამოართვა. ბატონო ჯემალ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ამერიკაში მღვდელმა ყურანი დაწვა. როგორ შეაფასებთ ამ საქციელს?- “იცით, ყურანის დაწვით ამერიკამ თავი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენა მუსლიმანური სამყაროს წინაშე. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მართალი იყო, როცა განაცხადა, რომ ყურანის დაწვა ამერიკას ზედმეტ პრობლემებს შეუქმნიდა. ვთვლი, რომ ბარაკ ობამამ მშვენივრად იცის რასაც გულისხმობს. ჩვენ, მუსლიმანები, აღშფოთებულები ვართ ამერიკელი მღვდელის უღირსი საქციელით. ვფიქრობ, წმინდა წიგნის დაწვას ძალიან მკაცრი პასუხი მოყვება“ არსებობს თუ არა ისლამური ოპოზიცია ჩრდილოეთ კავკასიაში?- “იცით, ისლამური ოპოზიცია სერიოზული ძალაა. სამწუხაროდ, დოკუ უმაროვის სამარცხვინო საქციელმა საველე მეთაურებში უნდობლობა გააღვივა. ბევრი უმაროვის ბირთვს გამოეყო და დამოუკიდებელი გახდა. როცა საუბარია ისლამურ ოპოზიციაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია. მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი რელიგიური იდეოლოგიაა. ამ ოპოზიციას სამწუხაროდ, ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული ბრძოლის პრინციპები. შეიძლება ითქვას, რომ ტყის ძმებში ბევრი მოღალატეა. ისინი უცხო სახელმწიფოების ინტერესებს ემსახურებიან. დარწმუნებული ვარ კავკასია რუსეთს გამოეყოფა და ისლამის პრინციპებზე დაყრდნობით ააშენებს კავკასიის ერთიან სახელმწიფოს“ როგორ აფასებთ რუსეთის მოქმედებებს რეგიონში?- “ვფიქრობ, კავკასია რუსეთს ახლო მომავალში გამოეყოფა. იცით, ოთხასი წელიწადია ჩრდილო კავკასია რუს ხიშტებს იგერიებს. ჩვენ ვერასოდეს დაგვაჩოქებენ. ეს შეუძლებელია. რუსეთი ჩაძირულია სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში, ის ვერ გააკონტროლებს სხვა სახელმწიფოებს. რუსეთში სამოქალაქო ომი გარდაუვალია. მან საბოლოოდ დაკარგა თავისი გავლენა კავკასიაში. მისი არსებობა არალეგიტიმური და და დამანგრეველია“ კრემლის აზრით, რუსეთში მომხდარი ტერაქტების მთავარი დამნაშავე დოკუ უმაროვია. რა ფიგურაა უმაროვი?- “დარწმუნებული ვარ, რომ დოკუ უმაროვი რუს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. მოსკოვის მეტროპოლიტენში მომხდარი ტერაქტი მას არ განუხორციელებია. უმაროვს სთხოვეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო. დამიჯერეთ, დოკუ უმაროვი კრემლის მარიონეტია. მას მოსკოვი აკონტროლებს“"ამერიკის ხმა" http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  8. /get_img?NrArticle=2355&NrImage=2 წყარო:The U.S. Army's photostream ერაყიდან ამერიკის მიერ დათქმულ ვადებში ჯარის გამოყვანამ გააჩინა კითხვა, შეძლებს თუ არა ობამა საკუთარი პირობის შესრულებას ავღანეთთან დაკავშირებით, საიდანაც ამერიკული შენაერთების გამოყვანა 2011 წლის ზაფხულზე უნდა დაიწყოს. მანმადე დიდი დრო არ რჩება, თეთრ სახლს კი უამრავი დაბრკოლება ეღობება წინ ავღანეთის დემოკრატიზაციის პროცესში. უპირველესი ამოცანა, რომლის გამოც ამერიკული შენაერთები 2001 წელს გამოჩნდნენ ავღანეთის ტერიტორიაზე, იყო ალ-ქაიდა. ამ უკანასკნელისთვის გამანდგურებელი დარტყმის მიყენება და მათი ავღანეთიდან გაძევება მსოფლიოს უძლიერეს სამხედრო მანქანას დიდად არ გასჭირვებია, მაგრამ მოგვიანებით თეთრი სახლის მიზნებმა ფორმაცია განიცადა და მთავარი ამოცანა არა თვით ალ-ქაიდას განადგურება, არამედ ქვეყნის დემოკრატიზაცია, ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი თალიბანის დამხობა და მათ ადგილას პროამერიკული ხელისუფლების დასმა გახდა. თუკი ამერიკა ამ ამოცანის შესრულებას წარმატებით გაართმევდა თავს, ის ერთდროულად ორი კურდღელს დაიჭერდა: აღკვეთდა ტერორიზმის ქსელის შექმნის სამომავლო მცდელობას ავღანეთში და გეოპოლიტიკურად მისთვის მნიშვნელოვან რეგიონში შეიძენდა კიდევ ერთ მოკავშირეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ამოცანა არ აღმოჩნდა იოლი შესასრულებელი, თუკი ტერორისტული ქსელის განადგურება ამერიკის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებმა საკმაოდ სწრაფად შეძლეს და მთავრობის შეცვლაც არ გასჭირვებიათ, აი, უკვე ხელისუფლებიდან პარტიზანულ ბრძოლაზე გადასული თალიბანის განადგურებას უკვე დიდი ხანია წარუმატებლად ცდილობენ. 2009 წელს წარუმატებლობის ორ ძირითად მიზეზად საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების მეთაურმა სტენლი მაკკრისტალმა არასწორად შერჩეული სტრატეგია და ძალების სიმცირე დაასახელა. მის განცხადებას მოკავშირეთა შენაერთების სწრაფი მატება მოჰყვა თან და მათი რიცხვი 150 ათასამდე გაიზარდა, თუმცა ამას სიტუაცია დიდად არ გაუუმჯობესებია, რასაც მაკკრისტალის დევიდ პეტრეუსით შეცვლა მოჰყვა 2010 წლის ივლისში. ახალდანიშნული გენერლი კი მძიმე ამოცანა წინაშე დგას, მას სულ რაღაც ერთი წელიწადი აქვს ურთულესი მისიის შესასრულებლად. ამჟამად თეთრი სახლის წინაშე ორი მთავარი ამოცანა დგას – მათ უნდა მოახერხონ თალიბანის განადგურება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათი მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა. ამერიკელებმა 2001 წელსვე შეძლეს თალიბანის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რაც უმეტესობამ თალიბანის განადგურებად ჩათვალა, თუმცა საქმე ცოტა სხვაგვარად არის. თალიბანის ლიდერებმა, რომლებსაც ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდათ სსრკ-ავღანეთისა და სამოქალაქო ომის დროს, თავი აარიდეს ამერიკელებთან პირდაპირ შეჯახებას და ამერიკულ არმიას ბრძოლის საკუთარი მეთოდები შესთავაზეს, ანუ პარტიზანული ომი, რაშიც მათ მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვებათ. ამერიკილებთან ბრძოლაში თალიბანს რამდენიმე უპირატესობა ჰქონდა, რასაც დღესაც წარმატებით იყენებს. 1. თალიბებს დასაყრდენი აქვთ ავღანეთის პუშტუნ მოსახლეობაში, რომელიც ქვეყანაში უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს. განსაკუთრებული მხარდაჭერა მათ ჰელმანდისა და კანდაჰარის პროვინციებში გააჩნიათ, ეს ორი რეგიონი თალიბების ციხესიმაგრეებად ითვლება და ამერიკელებს დიდ თავსატეხს უჩენს. 2. თალიბანის მებრძოლები არიან ავღანეთის სახელმწიფო სამხედრო შენაერთების ყოფილი წარმომადგენლები და კარგად იცნობენ ქვეყნის ტერიტორიას, ასევე ამ ტერიტორიაზე ბრძოლის წარმოების უკვე კარგად გამოცდილ მეთოდებს, რაც ახლანდელი ხელისუფლების მიერ შეკრებილ მოყვარულ მებრძოლებთან და ამერიკულ შენაერთებთან ბრძოლაში მათ დიდ უპირატესობას ანიჭებს. გარდა ამისა, თალიბები მშვენივრად სარგებლობენ ამერიკის ადმინისტრაციასა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის არსებული წინააღმდეგობებით, რომლებიც, ძირითადად, კორუფციითა და შეუთანხმებელი მოქმედებებითაა გამოწვეული. რადგან ამერიკა თალიბების დასუსტებას ვერ აახერხებს, მათზე არც ბერკეტები გააჩნია. სამხედრო დიპლომატიაში კარგადაა ცნობილი, რომ, თუკი არ გაქვს უპირატესობა მოწინააღმდეგეზე და ის თავს არ თვლის წაგებულ პოზიციაში, რთულია მისი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა, განსაკუთრებით ეს ფაქტი ნახევრად მომთაბარე თალიბებს ეხებათ. ისინი კი თავს დამარცხებულად ნამდვილად არ თვლიან, რადგანაც იბრძვიან არა გამარჯვებისათვის, არამედ გადარჩენისთვის, რაც კარგად გამოსდით. მათ გათავისებული აქვთ, რომ ამერიკულ სამხედრო მანქანას პირდაპირ ბრძოლაში ვერ გაანადგურებენ, მათი სტრატეგია ითვალისწინებს ბრძოლის მაქსიმალურად გაწელვას და ამერიკისთვის ახალი ვიეტნამის მოწყობას. ყოველივე აქედან გამომდინარე, ამერიკის ახალი სტრატეგია გათვლილია არა თალიბანის მთლიანად განადგურებაზე, რისი უტოპიურობაც განვლილმა წლებმა კარგად დაანახა ამერიკას, არამედ თალიბანის იმ დონემდე დასუსტებაზე, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. აქ კი ამერიკა აწყდება მეორე პრობლემას. ობამას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ამერიკული შენაერთები მომავალი წლის ივლისში დაიწყებენ ავღანეთის ტერიტორიის დატოვებას, სტიმულს მისცემს თალიბებს, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადი არჩეულ სტრატეგიას არ უღალატონ, თავი შეიკავონ როგორც მოლაპარაკებებისაგან, ასევე ამერიკულ შენაერთებთან პირდაპირ ფართომასშტაბიან შეტაკებებისაგან. ძალა მოიკრიბონ და ამერიკელების გასვლის შემდეგ ეცადნონ ძალისმიერი მეთოდებით კვლავ ხელისუფლებაში მოსვლას. სრული ინფო(netgazeti.ge)
  9. დღეს და ხვალ გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები. იხილეთ fanebi.com
  10. დოკუმენტური ფილმის შინაარსი: ბეარი მსახურობს S.A.S სპეცნაზმში არის ექსპერტი გადარჩენის ექსტრემალურ ბუნებისპირობებში. ამ ფილმებში ის გაჩვენებთ როგორ უნდა გადარჩეთ, რა საფრთხეებს ინახავს ბუნება. ბეარი გაჩვენებთ გადარჩენის უნარს ყველაზე ექსტრემალური გზით. მას აგდებენ ვერთმფრენიდან 2000 მეტრის სიმაღლიდან და გარდა პარაშუტისა მას აქვს მარტო დანა და ცეცხლი. მან უნდა იპოვოს საჭმელი, წყალი, მოძრაობის მიმართულება, თავშესაფარი. ბეარს გზაში შეხვდებიან: მორიელები, каракурты, კობრები, მარტორქები, пираньи, ზვიგენები, სპილოები, მგლები, ლომები, ასევე აუტანელი სიცივე და მტანჯველი სიცხე. ინფორმაცია დოკუმენტურ ფილმზე: დასახელება: Выжить любой ценой / Man vs Wild გამოშვების წელი: 2010 ჟანრი: დოკუმენტური,ექსტრემალური როლებში: Bear Grylls დამატებითი ინფო: ხანგრძლივობა: 00: 44:45 გახმოვანება: ინგლისური(ორგინალი) ხარისხი HDTV ფორმატი MKV ვიდეო კოდეკი H.264 აუდიო კოდეკი AC3 ვიდეო MPEG4 Video (H264) 1280x720 29.97fps, 3 232 Kbps აუდიო Dolby AC3 48000Hz 6ch, 384 Kbps View the full article
  11. მარსელის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ფრანგული ლიგის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა და მათ კალენდარის არასწორი დაგეგმვა დასდო ბრალად იხილეთ fanebi.com
  12. ორი მილანური გიგანტის სკუდეტოსთვის ბრძოლა ყველა კუთხით აქედანვე იღებს სტარტს. იხილეთ fanebi.com
  13. ორი მილანური გიგანტის სკუდეტოსთვის ბრძოლა ყველა კუთხით აქედანვე იღებს სტარტს. იხილეთ fanebi.com
  14. ''სანდერლენდის'' ფორვარდმა, რომელშიც ''შავმა კატებმა'' რეკორდული, 13 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, სადებიუტო მატჩში გოლით გამოიჩინა თავი. იხილეთ fanebi.com
  15. ''სანდერლენდის'' ფორვარდმა, რომელშიც ''შავმა კატებმა'' რეკორდული, 13 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, სადებიუტო მატჩში გოლით გამოიჩინა თავი. იხილეთ fanebi.com
  16. დღეს "ოლდ ტრაფორდზე" ბრიტანული დერბი შედგება. ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის მუდმივი ფავორიტი "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე შოტლანდიურ გრანდ გლაზგოს "რეინჯერსს" უმასპინძლებს. იხილეთ fanebi.com
  17. დღეს საღამოს "ტოტენჰემი" ისტორიის ახალი ფურცლის წერას შეუდგება. ჰარი რედნაპის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. მათი პირველი მეტოქე ბრემენის "ვერდერი" იქნება, რომელიც "მამლებს" საკუთარ მოედანზე დაუხვდება. იხილეთ fanebi.com
  18. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/ap_logo.jpg არტურ მაქსი ჰააგა, ნიდერლანდები – ორშაბათს, რუსეთმა საქართველო ეთნიკურ წმენდებთან დაკავშირებული მტკიცებულებების ფაბრიკაციაში დაადანაშაულა, რომელსაც თბილისის აზრით ადგილი ჰქონდა საქართველოს გამოყოფილ რეგიონებში, მას შემდეგ, რაც მან წარუმატებელი ხუთ დღიანი ომის შემდეგ ამ ტერიტორიებზე საკუთარი კონტროლის აღდგენა ვერ შეძლო. საქართველო გაეროს საერთაშორისო სასამართლოში ათასობით ეთნიკური ქართველის მკვლელობისა და დაახლოებით 300 000 ადამიანის იძულებით გამოსახლების ფაქტზე ჩივის, რასაც ადგილი ჰქონდა ორი ათეული წლის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ძალების მიერ წარმოებული კამპანიის დროს. თუმცა რუსეთი, საკუთარ თავს მედიატორად და მშვიდობისმყოფელად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ საქართველოს არასდროს დაუჩივლია ეთნიკურ დისკრიმინაციაზე მანამ, ვიდრე 2008 წლის ომში არ წააგო. ომი 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით გაჩაღდა და 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წყალობით დასრულდა. საქართველომ სარჩელი ჰააგის სასამართლოში (გაეროს უმაღლესი სასამართლო ორგანო) იმავე დღეს შეიტანა. ორი წლის წინ, სასამართლომ საგანგებო დადგენილება გამოსცა, და ორივე ქვეყანა დაავალდებულა დეცვათ მოსახლეობა ეთნიკური ძალადობისგან. მაგრამ მან გადადო ყველანარი ქმედება საქართველოს სარჩელთან მიმართებაში, რომელიც რუსეთს 1990–იანი წლების დასწყისიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეთნიკური ქართველების სისტემატიურ დევნაში ადანაშაულებს. სასამართლო გაეროს წევრ ქვეყნებს შორის დავების დარეგულირების სამართლებრივი ფორუმია. ორშაბათს, რუსეთმა განაცხადა, რომ სასამართლოს საქართველოს საქმის განხილვის არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია, რადგან თბილისს მანამდე არასდროს უთქვამს, რომ დავა არსებობდა. საქართველოს არგუმენტები მის საქმეზე სამშაბათს უნდა წარმოედგინა. მაგრამ წერილობით დოკუმენტში, რომელიც ორშაბათს ნაწილობრივ ხელმისაწვდომი გახდა, ის აცხადებს, რომ ხანგრძლივი დავის დამადასტურებელი ფაქტები გააჩნია, რაც სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში შედის. ამ კვირის მოსმენები მხოლოდ იმის განხილვას მიეძღვნება, უნდა მოისმინოს თუ არა სასამართლომ ეს საქმე საერთოდ. თუკი მოსამართლეები გადაწყვეტენ, რომ ტრიბუნალს ამ საქმის განხილვის კომპეტენცია გააჩნია, ცალკეული მოსმენები საჩივრის ხარისხთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიმართება. სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა, თუმცა მას იძულების არანაირი ბერკეტი არ აქვს. საქართველოს სარჩელი 1965 წლის შეთანხმების სავარაუდო დარღვევას ეფუძნება. შეთანხმება რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმას კრძალავს. მაგრამ რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველოს არასდროს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრეტენზია ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობის დროს არ გამოუთქვამს და ის მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ომის დროს მისი არმია დამარცხდა. „(სასამართლოში) განაცხადი მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც ცხადი გახდა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ოპერაციამ მარცხი განიცადა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კირილ გევორგიანმა. ტრიბუნალი, რომელსაც მსოფლიო სასამართლოს სახელითაც იცნობენ, საბოლოო ინსტანციის სასამართლოა, ამტკიცებს რუსეთის იურიდიული გუნდი. იურისტები აცხადებენ, რომ საქართველოს მანამდე არ უცდია მისი პრეტენზიების გარკვევა მოლაპარაკებების ან კომისიის გზით, რაც დისკრიმინაციასთან ბრძოლის შეთანხმებითაა განსაზღვრული. „ეს არის დავა, რომლის შესახებაც საქართველოს რუსეთისთვის განაცხადის წარდგენამდე არასდროს უცნობებია“, – ამბობს რომან კოლოდკინი, რუსეთის ელჩი ნიდერლანდებში. მისი თქმით, სასამართლოსთვის მიმართვა „ომის სხვა საშუალებებით გაგრძელებაა“. თავის წერილობით არგუმენტში საქართველო რუსეთის პოზიციას დაუსაბუთებელს უწოდებს. „რუსეთი ყოველთვის უარყოფდა მის პასუხისმგებლობას ეთნიკური დისკრიმინაციის ამ აქტებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს მხოლოდ ადასტურებს მხარეებს შორის დავის არსებობას იმის თაობაზე, მანაწილეობდა თუ არა რუსეთი დისკრიმინაციულ ქმედებებში“, – ნათქვამია დოკუმენტში. „საქართველო ამბობს, რომ „დიახ“ მონაწილეობდა, რუსეთი ამბობს, რომ „არ“ მონაწილეობდა. ანუ დავა არსებობს“. ომის შემდეგ, რუსეთმა ორ გამოყოფილ რეგიონში სერიოზული სამხედრო ძალა განათავსა. რუსეთის მხრიდან ამ რეგიონების საქართველოსგან დამოკიდებლობის აღიარება რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის ძირითად წყაროდ რჩება. აშშ–ს საქართველოს ახლო კავშირები აქვს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ედგა სათავეში, იმის მიუხედავად რომ ვაშინგტონი საქართველოს სამხედრო ოპერაციით უკმაყოფილო იყო. მანამდე, სასამართლომ ახალი მოსამართლეები მიიღო შეერთებული შტატებიდან და ჩინეთიდან. ჯოან დონაჰიუ პრეზიდენტ ბარაკ ობამას და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის წამყვანი იურდიული მრჩეველი იყო საერთაშორისო სამართლის და ადამიანის უფლებების დაცვის კანონმდებლობის სფეროში, მათ შორის გუანტანამო ბეის საპატიმროში დაკითხვებთან დაკავშირებულ საკითხებშიც. დონაჰიუ მსოფლიო სასამართლოს რამდენიმე საქმეში მონაწილეობდა. ჰუ ჰანქინი ჩინეთის ელჩი იყო ASEAN–ში, სამხრეთ აზიის ერების ჯგუფში, მანამდე კი ნიდერლანდებში. ეს პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს ერთდროულად ორი ქალი მოსამართლე ჰყავს. ორიგინალი ორიგინალი
  19. ჟურნალი Playboy 2010-09 ბრაზილია View the full article
  20. planetanews

    alo.ge- a

    მოქმედება ვითარდება 1519 წელს. კორტესი თავის პატარა რაზმთან ერთად გაემგზავრება სახიფათო მისიით დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე . იქ მოგზაურები წააწყდებიან აცტეკთა პატარა ტომს. აცტეკები თავიანთ ხალხს მსხვერპლად წირავენ დინოზავრებს რათა დააკმაყოფილონ მათი მადა. ურჩხულებს იცინი წმინდა არსებებად მიიჩნევენ.მაგრამ ესპანელთა გამოჩენით მათამ ცხოველებზე წარმოდგენა ეცვლებათ და დღის წესრიგში დგება მატი განადგურების საკითხი მაგრემ ეს არცისე ადვილია ....... View the full article
  21. http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/suddeutsche.gif ფრანკ ნინჰოიზენი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი რუსეთში არსებული სისტემის შეცვლის წინააღმდეგ მკაცრად გამოვიდა. პარასკევს, იაროსლავლში გამართულ პოლიტიკურ ფორუმზე მან განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის საპარლამენტო დემოკრატიის შემოღება კატასტროფა იქნებოდა. ამ საკითხისადმი საკუთარი სკეპტიციზმის დამადასტურებელ მაგალითად მან ყირგიზეთი მოიყვანა. ამ ქვეყანაში უკვე რამდენიმე თვეა, რაც გარდამავალი მავრობის და დამხობილი რეჟიმის მომხრეები სასტიკად ებრძვიან ერთმანეთს. „რუსეთი ათწლეულების და შესაძლოა ასწლეულების განმავლობაშიც კი საპრეზიდენტო რესპუბლიკად უნდა დარჩეს, რომ სახელმწიფოს ერთიანობა შენარჩუნდეს“, – აღნიშნა მედვედევმა. მისი აზრით, ქვეყანაში დემორკატიის მიმართ რთული დამოკიდებულება არსებობს, რადგან ბევრისთვის 1990–იანი წლების დასაწყისის შემდეგ ის სიღატაკის და დიდი სახელმწიფოს ნგრევის სიმბოლო გახდა“. იმავდროულად, მედვედევმა რუსეთის დემოკრატულ განვითარებაზეც ისაუბრა. „ის დემორკატია, რომელიც დღეს არსებობს, იმაზე უკეთესია, რაც ხუთი წლის წინ იყო“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. თუმცა რუსეთის პარლამენტში ყურადღების ღირსი ოპოზიცია ჯერ კიდევ არ არის. დუმას, მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ აკონტროლებს, და პრეზიდენტ მედვედევის ან მთავრობის ხელმძღვანელის, ვლადიმერ პუტინის წინადადებები, როგორც წესი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღება. პრეზიდენტის სახელისუფლებო უფლებამოსილება მნიშვნელოვანია: ის რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, პარლამენტის დათხოვნის უფლება აქვს, ხოლო კრემლის ყოფილი მეპატრონის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების წყალობით გუბერნატორებს ფაქტობრივად ნიშნავს. გარდა ამისა, მომავალში საპრეზიდენტო ვადა ოთხი წლის ნაცვლად, ექვსწლიანი იქნება. ერთი წლის შემდეგ პუტინი გახდება პრეზიდენტი, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს, თუ ამ პოსტზე მედვედევი დარჩება – ჯერ–ჯერობით გაურკვეველია. იაროსლავლში მედვედევი შეეცადა იმ შთაბეჭდილების გაფანტვას, რომ ყველაფერი პუტინზე მიანიშნებს. მისმა პრეს–მდივანმა ნატალია ტიმაკოვამ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის მოდერნიზაცია – გრძელვადიანი ამოცანაა და მისი განხორციელება ერთ საპრეზიდენტო ვადაში შეუძლებელია. თუმცა ეს არ ადასტურებს იმას, რომ მედვედევს და პუტინს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლაა გაჩაღებული; ამ საკითხს ორივე შეგნებულად ღიად ტოვებს. პრეზიდენტ მედვედევის აზრით, მოდერნიზაციას ალტერნატივა არ აქვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნედლეულზე დაფუძნებულ ეკონომიკას მომავალი არ აქვს. თუმცა ბევრი რუსი არსებული შედეგებით იმედგაცრუებულია. იაროსლავლის ფორუმზე ვიცე–პრემიერი სერგეი სობიანინიც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ რუსეთი საბიუჯეტო სახსრებს ზოგადად არაეფექტურად ხარჯავს. ორიგინალი ორიგინალი
×
×
  • შექმენი...