Jump to content
Planeta.Ge

planetanews

პლანეტელი
  • პოსტები

    43.676
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

    Never
  • Days Won

    1

ყველა პოსტი planetanews

  1. დღეს ბაქოში აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრები შეიკრიბებიან და azerbaijan-Georgia-Romania Interconnection გაზსადენის მარშრუტზე იმსჯელებენ. ხვალ… ლინკი მედიანიუსზე
  2. შოთა არველაძისის მიერ დარიგებული "კაიზერისპორი" მიმდინარე თურქეთის სუპერ ლიგაში სეზონში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს. გასულ "უიქენდზე" შოთა არველაძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის "კაიზერმა" 2:0 დაამარცხა, არც მეტი და არც ნაკლები თურქეთის ჩემპიონატის გრანდი "ფენერბახჩე". აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში 66–ე და 68–ე წუთებზე გავიდა. გოლების ავტორები კი ჯონათან სანტანა და ფურკან ოზკალი გახლდათ. ქართველმა ლეგიონერმა ალექსანდრე ამისულაშვილმა აღნიშნული შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ოთხი ტურის შემდეგ შოთას გუნდს 3 მოგება და 1 ფრე აქვს ნათამაშები და იხილეთ fanebi.com
  3. მალე გახდება ცნობილი, მიიღებენ თუ არა ლონდონის "ჩელსის" წამყვანი ფეხბურთელები – ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩს. იხილეთ fanebi.com
  4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე სამშობლოსადმი სიყვარულის აუცილებლობაზე ისაუბრა. გაზიარება [08:00 13-09-2010] http://1.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TI2iXkhHTAI/AAAAAAAAECA/l2IvNDgZe0Q/s200/23516_107175615978936_100000594937361_132417_2968312_n.jpg"წყალობა ღვთისა, სიყვარული და მოწყალება ღვთისა, განუზომელია. სიყვარული ღვთისა აღემატება ადამიანის ცოდვებს. ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია მართალმა ჭავჭავაძემ ანდერძად დაგვიტოვა სამი სათნოება: მამული, ენა, სარწმუნოება. ამით ჩვენ ვსაზრდოობთ. ჩვენ ცოტა განვავითარეთ ეს, გამომდინარე დღეს არსებული პრობლემებიდან და გამოვთქვით ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას. პატრიარქის განცხადებით, ქართველი ადამიანი ყოველთვის იყო განსაკუთრებულად მორწმუნე. "ჩვენი დიდი მეფეები ქადაგებდნენ, რომ სარწმუნოების გულისთვის ადამიანმა უნდა დადოს საკუთარი თავი. ვახტანგ გორგასალი ამბობდა, ესწრაფოდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. ეს იყო ქართული იდეა და ალბათ ეს დარჩება მეორედ მოსვლამდე. ქართული იდეა დაფუძნებულია სიყვარულზე, სარწმუნეობაზე, ღვთის დიდებაზე. ჩვენთან არს ღმერთი, - ეს არ არის მხოლოდ სიტყვები; ეს არის ჩვენი საფუძველი, რომელიც იცავს ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას", - ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშნველოვანი და მისასალმებელია, რომ ეკლესიაში ბევრი ახალგაზრდა დადის. "ეს არ არის ჩემი დამსახურება, არც - სამღვდელოების. ეს არის ეკლესია, ეს არის ცოცხალი ეკლესია. თქვენ ხართ ღვთის მოწოდებულნი, არა ჩემგან, არამედ ღვთისაგან მოწოდებულნი. მეც თქვენიდან მოსული წევრი ვარ ეკლესიის. დიდება უფალს ყველაფრისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.IPN http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  5. “მხედრიონის” მიერ გადამწვარი, დანგრეული და გაძარცვული სახლები ზუგდიდის რაიონის სოფლებში დღესაც ისე გამოიყურება, როგორც 17 წლის წინ. 1993 წლის 16 ნოემბერს “მხედრიონმა” დარჩელში მხოლოდ ერთ ღამეს 27 საცხოვრებელი სახლი ჯერ გაძარცვა, შემდეგ კი გადაბუგა. გაზიარება [ნანა ფაჟავა, presa.ge. 12:51 03-09-2010] http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TI2gPbva7dI/AAAAAAAAEB4/-eUwYfB_oMU/s200/6295_1031958979096_1829046399_69152_1948993_n.jpgყუმბარმტყორცნის ნაკვალევი ამ სახლებს დღესაც ამჩნევია. ტრაგედიიდან ერთი დღის შემდეგ გადაღებული თითქმის ერთსაათიანი ვიდეომასალა “პრესა.გე”-ს დარჩელელებმა ცოტა ხნის წინ მიაწოდეს. თუ რა ხდებოდა 17 ნოემბერს სამეგრელოს ამ სოფელში შეგიძლიათ ვიდეოკადრების მოკლე ვერსიაში ნახოთ, რომელიც მედიაში პირველად და ექსკლუზიურად ვრცელდება. მეორე ნაწილში კი იმ დაზარალებულებს მოუსმენთ, რომლებიც “მხედრიონის” მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ხელისუფლებისგან ორი ათეული წლის შემდეგაც უშედეგოდ ელიან. დარჩელთან ერთად, ახალკახათში, განმუხურში, ხურჩასა და ცაიშში, სახელმწიფომ 1994 წელს დაზარალებულად 113 ოჯახი სცნო და ზიანის ოდენობა 2 347 810 ლარით განსაზღვრა, აქედან 1 128 629 ლარი დამწვარი სახლების აღდგენას უნდა მოხმარებოდა. 1995 წლიდა ხელისუფლებამ საკომპენსაციო თანხის გაცემა ეტაპობრივად დაიწყო, თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში სხვადასხვა ფორმულირებები გაჩნდა. დაზარალებულ მოსახლეობაზე თანხები ზოგჯერ ერთდროული დახმარების სახით, ზოგჯერ კი როგორც დანგრეული სახლების აღდგენისათვის გამოყოფილი კომპენსაციით გაიცემოდა. სხვა დანარჩენი 2005 წელს ბიუჯეტის შესახებ კანონში “საომარი მოქმედებებისა და სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხით” შეიცვალა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე 129 800 ლარი ჩაირიცხა. დარჩელის მოსახლეობა მაშინ რაიონის გამგეობის შეცდომაზე მიუთითებდა, რომელმაც საკომპენსაციო თანხა არასწორად, სახლდამწვარ ოჯახებზე ზიანის ანაზღაურების ნაცვლად ქონებრივად დაზარალებულებზეც გაანაწილა. როგორც დარჩელელები აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტის ამ გადაწყვეტილებას მაშინ 12 000 ლარის არამიზნობრივი გახარჯვა მოჰყვა. თანხა, რომელიც დაზარალებულებისათვის საქართველოს მთავრობამ 2007 წლის 20 ივნისის N315 განკარგულებითუკანასკნელად გამოყო, 309 800 ლარია. როგორც რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დარეჯან გაბედავა აცხადებდა, ამ თანხით სახელმწიფომ დამწვარი და დაზიანებული სახლების ზარალის ოდენობად აღიარებული 1 130 600 ლარი საბოლოოდ დაფარა, რომ ქონებრივი ზიანის ანაზრაურებას ფინანსთა სამინისტროსგან აუცილებლად მოითხოვდნენ. ამ ვითარებით უკმაყოფილო მოსახლეობამ 2007 წლის შემოდგომაზე რაიონის გამგეობასთან საპროტესტო აქციაც გამართა, მაგრამ უშედეგოდ. მოსახლეობა ეჭვს გამოთქვამდა, რომ ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად დარჩენილი 1 219 000 ლარის დაფარვას ხელისუფლება არ აპირებდა. იმავე პერიოდში “პრესა.გე”-ს ჟურნალისტმა რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ქობალიას მიერ ფინანსთა სამინისტროს მისამართით 2006 წლის 20 აპრილს გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილისა და ე.წ. დამატებითი სიის ასლი მოიპოვა. ქობალია მაშინდელ ფინანსთა მინისტრს, ლექსო ალექსიშვილს თხოვნით მიმართავს, რომ დაზარალებული ოჯახებისათვის ზარალის ანაზღაურების მიზნით ასიგნების გამოყოფისას გაითვალისწინოს დამატებით სიაში შეყვანილ მოქალაქეთა ზარალის ანაზღაურებისათვის საჭირო თანხა, რომელიც360 564 ლარს შეადგენს. 35-კაციანი სიის ჩამონათვალში გამგებლის მამის, აწგარდაცვლილი პარლამენტარის გრიგოლ ქობალიას სახელიც ფიგურირებდა, რომლის საკომპენსაციო თანხის ოდენობა 38 241 ლარით იყო განსაზღვრული. როგორც გაირკვა, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე ქობალიამ სიაში შეყვანის შესახებ, როგორც სხვა “დაზარალებულებს”, საკუთარ მამასაც არ აცნობა, ყოველშემთხვევაში გრიგოლ ქობალია თავს დაზარალებულად არ ცნობდა და არც დამატებითი სიის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. დაზარალებულად ცნობის, მითუმეტეს 23 755 ლარის გამოყოფის შესახებ უცნობი იყო ზინობია აბსანძის ოჯახის წევრებისთვის, რომლებსაც გამგეობისათვის წერილით არასოდეს მიუმართავთ. სიაში სეყვანა მოულოდნელობა იყო ზუგდიდში ცნობილი კარდიოლოგის, გურამ კვარაცხელიას ოჯახისთვისაც, რომლის ქონებრივი ზიანი თურმე 5 282 ლარად შეფასდა. სოფელ დარჩელის დაზარალებული მოსახლეობისათვის უცნობია დააკმაყოფილა თუ არა ფინანსთა სამინისტრომ რაიონის გამგებლის რეკომენდაცია, მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ 309 800 ლარს ქობალია დამატებით სიაში შეყვანილ პირებზე აუცილებლად გადაანაწილებდა. უარეს შემთხვევაში კი, იმის გათვალისწინებით, რომ სიაში არსებობა ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, ქობალიები თანხებს უკანონოდ მიითვისებდნენ. დაზარალებულებისთვის დღესაც გაუგებარია, თუ რატომ არ ასრულებს სახელმწიფო აღებულ ვალდებულებას და რატომ ამბობს უარს ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც 1 200 000-ლარამდეა. ერთ-ერთი მათგანი, ვალერი კუკავა ამბობს, რომ ამ საკითხის გარკვევის მიზნით არაერთ სახელმწიფო ინსტანციას მიმართეს, მაგრამ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებაზე უარი მიიღეს. ვალერი კუკავა: “სახელმწიფომ ავად თუ კარგად სახლდამწვარ ოჯახებზე გამოყოფილი საკომპენსაციო თანხა 2007 წელს დაფარა, მაგრამ ქონებრივ ზიანს აღარ გვინაზღაურებს. მათი პოზიცია ძალიან ბუნდოვანია. ამ მთავრობის ხელში რამის მიღწევა შეუძლებელია, შუა გზაში მიგვაგდეს”. ვენგერი აბსანძე: “სახლების ღირებულება ხელისუფლებამ ნაკუწ-ნაკუწ ისე აგვინაზღაურა, რომ სახლების აღდგენა ვერ მოვახერხეთ. 16 წლის განმავლობაში ვალუტის კურსი მუდმივად იცვლებოდა, შესაბამისად სამშენებლო მასალის ყიდვას მეტი თანხა სჭირდებოდა, “მხედრიონის” შემოსევისას განცდილმა სტრესმა თავისი ქნა და ფული ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობასაც მოხმარდა. დოდო გუგეშაშვლი, რომელიც ამ უბედურებაც წინ მოუძღოდა, ჩადენილი დანაშაულისთვის კი იხდიდა ცოტა ხანი სასჯელს, მაგრამ ახლახან ტელევიზიით თავი ლამის გმირად წარმოგვიდგინა, ძალიან გვეწყინა ეს. კი, ბევრმა “მხედრიონელმა” მოინანია დანაშაული, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება, მაგათი მონანიება ჩვენ რას გვიშველის?!” დაზარალებულ მოსახლეობაზე ქონებრივი ზიანის ანაზრაურებასთან დაკავშირებით საკითხის გარკვევას “პრესა.გე” რაიონის გამგებლის მოადგილესთან, დარეჯან გაბედავასთან შეეცადა, რომელიც შესაბამის კომისიას ხელმძღვანელობს, მაგრამ იგი ანსამბლ “ოდოიასთან” ერთად უცხოეთში სამომოგზაურობაში აღმოჩნდა. ამ თემის შესახებ საუბარი არ ისურვა ქობალიას ერთ-ერთმა მოადგილე თენგიზ შანავამაც, რომელმაც კვლავ გაბედავასთან გადაგვამისამართა. თავად გამგებელი ქობალია კი სატელეფონო ზარებს ჩვეულებისამებრ არ პასუხობდა... <div style="text-align: center;"> <p class="MsoNormal" style="text-align: left;"><span style="" lang="EN-US">
  6. ცნობილმა ტელეწამყვანმა ”ჟარას” ინტერვიუ მისცა. გაზიარება [07:41 13-09-2010] http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TI2d1TLnpCI/AAAAAAAAEBw/eYAyq3KqFs0/s200/1195126669.jpg-როცა მოვალე არ ხარ, ქმარს ანგარიში აბარო, სასიამოვნოა, თუ სამწუხარო? -არასდროს ჩამიბარებია ქმრისთვის ანგარიში, მე და ანდრეის ასეთი ურთიერთობა არ გვქონდა. ასე ვიტყვი - არც უარესია და არც უკეთესი. ეს უბრალოდ სხვანაირი ყოფაა და მე ასეც შემიძლია. -რას ნიშნავს სხვანაირი ყოფა? -მაგალითად პასუხისმგებლობა ბავშვების მიმართ. ადრე ის ორ ადამიანზე იყოფოდა, ახლა მხოლოდ ჩემზე. მართალია ანდრეი მეხმარება, მაგრამ ბავშვები ხომ მაინც ჩემთან ცხოვრობენ. - პოზიტიური მომენტები მარტოობაში არის? - ერთის მხრივ, კარგია, როცა სრულფასოვანი ოჯახი გყავს მაგრამ მეორეს მხრივ, მე მომწონს, როცა საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი ვარ. ანდრეი ჩემთვის მშობლიური ადამიანია, მაგრამ ის ჩემს მსოფლმხედველობას არ იზიარებდა. კარგია, რომ ამას დროულად მივხვდით. არც მე მიტკენია მისთვის გული, არც - მას. -რამდენი ხანია მარტო ხარ? -წელიწადი. -ამ წლის მანძილზე გამოჩნდა კაცი, რომელთანაც ერთად ცხოვრებას წარმოიდგენდი? -არავინ, საუკეთესონი დიდი ხანია დაქორწინებულნი არიან. - არ გინდა ვინმე გიყვარდეს? - შეიყვარო და ვინმე "შესაფერისი იპოვო" ორი სხვადასხვა რამეა. რეალისტი ვარ და კარგად შემიძლია სიყვარულისა და აუცილებლობის გარჩევა. მინდა მიყვარდეს და ამიტომ არავის ვეძებ. იმისთვის, რომ მიყვარდეს, უამრავი პირობა უნდა იყოს დაცული. - მაგალითად? - მამაკაცს ისევე უნდა უყვარდეს ცხოვრება, როგორც მე. ძალიან აქტიური ვარ. ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ და შესაბამისად, მომთხოვნი - ადამიანის მიმართ, რომელიც გვერდით მყავს. გვიან ვწვები, ადრე ვდგები, ჩემს გვერდით გამოძინება შეუძლებელია. ვერ გავუგებ კაცს, რომელიც ლოგინში გორაობს, როცა მე კარის ზღურბლთან ვდგავარ და სახლიდან გავდივარ. თუ მას არსად ეჩქარება, ეს უკვე ჩემი მამაკაცი არ არის. ის სხვა სამყაროში ცხოვრობს. -შენს სამყაროში აუცილებლად 8-ზე უნდა დგებოდნენ? - დიახ, 9-ზე უკვე ფსიქოზი მეწყება. - ძალიან ბევრ პირობას ხომ არ უყენებ კაცებს? - ვიცი რას მიიღებს სანაცვლოდ. ძნელია ულამაზო, უმუშევარი, ცუდი მზარეული ცოლის გვერდით ცხოვრება. ლამაზი, წარმატებული და მეოჯახე ქალის გვერდით კი იოლია. ჩემს გვერდით ცხოვრება მშვენიერია. -ხშირად გყვარებია? - ცხოვრებაში სამჯერ, 34 წლის ასაკში მოკრძალებული ციფრია. - რამე საერთო ქონდა სამივე შემთხვევას? - არა. სამივე ადამიანი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო - საქმიანობით, გარეგნობით მსოფლმხედველობით. და ეს კარგია. თუ ძველი სიყვარულის მსგავს ეძებ, ესე იგი წარსულში ჩარჩი. სამივე ისტორია, მადლობა ღმერთს, აბსოლუტურად დასრულდა. - ანდრეისთანაც? - ხო. - არც გესიზმრება? - ხანდახან, მე ხომ ცოცხალი ადამიანი ვარ, მაგრამ მთლიანობაში, მე ის გავუშვი. -"ფორბსმა" შენი შემოსავალი 1,5 მლნ დოლარად შეაფასა. სიმართლესთან ახლოა? - კოლეგებს არ ეწყინოთ, მაგრამ ინფორმაციას არაკომპეტენტურად აგროვებენ. მისი შეგროვება, პრინციპში, შეუძლებელია. ვერასოდეს დათვლი წამყვანის რეალურ ჰონორარს. რაც ჩემს შემოსავალზე შემიძლია ვთქვა, ის ჩემი შრომის ადექვატურია. - რა ფუფუნების უფლებას ვერ მისცემდი თავს? - თვითმფრინავს. სპონტანურად გადაადგილება მიყვარს. ხანდახან ”დისქავერის” ვუყურებ და უცბად იაპონიაში ჩასვლა მომინდება. ახლა კი ამის საორგანიზაციოდ მთელი კვირა მჭირდება. - შენი სამომავლო ბიზნეს-გეგმა როგორია? - მინდა შევქმნა კომპანია, რომელიც ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების თვალსაზრისით საუკეთესო იქნება. ჩემთვის ბიზნესი მხოლოდ ფული არ არის. მინდა უფრო სერიოზულ პროცესებზე ვიქონიო გავლენა, ვიყო ინფორმაციის წყარო და არა მხოლოდ მისი მომხმარებელი. - ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება სახიფათოა. არ გეშინია? - ჩემო კარგო, მე საქართველოდან ვარ. 18 წლის ასაკში სახლში იატაკზე ვიწექი და თავზე ტყვიები წიოდნენ. მეორე საინფორმაციო არხის სიახლეებს ვკითხულობდი და გვერდით "მხედრიონელები" მესხდნენ. მე შიშზე ავიცერი - ამას ომი ჰქვია. ასე რომ, შიში არ მაქვს, არის წინ სიარულის სურვილი და მათი გაძღოლისა, ვინც გვერდითაა. heat.ru ambebi.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article
  7. ხვალ ჩემპიონთა ლიგა აირებს სტარტს და მთელი მსოფლიო ამ ტურნირში ფეხბურთელებთან ერთად ჩაებმება. იხილეთ fanebi.com
  8. ჟურნალი XXL 09 2010 რუსეთი View the full article
  9. ფოლმი გადაღებულია ბრწყინვალე გრაფიკით. მოქმედება ვითარდება უდაბნოში ორი ამერიკელი მებრძოლი სპეც დავალებას ასრულებს მათ წინააღმდეგ ტერორისტების დიდი დაჯგუებაა. მხოლოდ ამ ფილმში მებრძოლების ნაცვლად ლამაზი ფუნფულა კურდღლებია , ხოლო არაბი ტერორისტების მაგივრად აქლემები . View the full article
  10. Дискотека Авария Лето всегда ვიდეოკლიპი View the full article
  11. რიკ მუსიკოსთა ჯგუფს არ უმართკებს კარიერაში, მაგრამ ისინი პოპულარულები გახდებიან მას შემდეგ რაც ერთ-ერთი მათგანი ვამპირი გახდება View the full article
  12. სასაცილო ვიდეო ქალებზე View the full article
  13. ინ იან პოფიგ / Инь-Ян - Пофиг (2010) ვიდეოკლიპი View the full article
  14. http://a.pix.ge/u/vh4ll.jpgროი ჰოჯსონმა შეაქო პეპე რეინა და მადლობა გადაუხადა მას, რადგან მან ლივერპულს 1 ქულა მოაპოვებინა, მისი 5 სეივით კი მოხიბლული დარჩა… “მე იმედგაცრუებული ვიქნებოდი, რომ წაგვეგო ეს თამაში, მაგრამ რეინას დახმარებით ჩვენ 1 ქულა ავიღეთ.” – განუცხადა როიმ პრესას. “ბირმინგემი პირველ ნახევარში ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ პეპემ 2 ურთულესი ბურთის მოგერიება შეძლო, ეს იყო მართლაც 2 ექსტრემალური სეივი. მე მეგონა, რომ თავიდან თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა დაგვჩაგრეს და ბურთს აკონტროლებდნენ. ისინი არ უშვებდნენ შეცდომებს, ადვილად ამოჰქონდათ ბურთი ჩვენს საჯარიმომდე, სადაც ჩვენს უკანა ოთხეულს და მეკარეს დიდი პრობლემები ექმნებოდათ.” “თამაშის მიწურულს, ჩვენ უფრო კომფორტულად ვგრძნობდით თავს და დავიწყეთ მომენტების შექმნაც, მაგრამ ამაოდ. ჩვენ უნდა ვიყოთ კმაყოფილები იმით, რომ არ დავმარცხდით, რადგან “ბირმინგემს” საკუთარ მოედანზე ნებისმიერი გუნდის დამწუხრება შეუძლია.” “პრესაში დადის ბევრი ჭორი, რომ ვერ შევძლებთ პრემიერ ლიგის მოგებას, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არასდროს ვისახავ მიზნებს, ჩემი მიზანია მოვამზადო გუნდი თითოეული თამაშისთვის და მივიყვანო ბიჭები ფინალურ სტადიამდე!!! მერწმუნეთ, ჩვენ გვაქვს შანსი და ძალა, რათა მოვიგოთ ტიტულები.” იმფორმაციის წყარო : liverpoolfc.tv View the full article
  15. http://www.myliverpool.ru/_nw/49/49866224.jpg სულ ცოტა ხნის წინს დასრულდა მატჩი ”ბირმინგემში”, სადაც ადგილობრივი გუნდი ”ლივერპულს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 0-0 დამთავრდა.http://www.myliverpool.ru/_nw/49/49646408.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/49/33643535.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/49/88733948.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/49/94679352.jpg http://www.myliverpool.ru/_nw/49/37445976.jpg 1ST HALF Highlights 2ST HALF Highlights View the full article
  16. დასახელება: Funny Wallpapers ფორმატი: JPG რაოდენობა: 10 გაფართოება: სხვადასხვა ხარისხი: HD ზომა: 2.24 MB View the full article
  17. ინფორმაცია ფაილზე: დასახელება: Nicole Scherzinger ფორმატი: JPG რაოდენობა: 68 რეზოლუცია: სხვადასხვა ხარისხი: HQ/HD ზომა: 5 MB View the full article
×
×
  • შექმენი...