planetanews
პლანეტელი-
პოსტები
43.676 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Never -
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planetanews
-
itv დასუსტებული საქართველო - საცდური რუსეთისთვის
planetanews posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/photo4-150x150.jpgამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმა გამოცემა „ნიუსვიქთან” ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის არ განმეორების არანაირი ოფიციალური გარანტია არ არსებობს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/newsweek.jpg itvს ლინკი -
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/05617717-a44e-4499-a6c9-92e17db90108_w527_s-150x150.jpgჩვენ შევქმენით მთავარი საერთო ეროვნული ინსტიტუტი, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალები, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, კადეტთა კორპუსის ახალი შენობის გახსნისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ქართული შეიარაღებული ძალები შეიქმნა იმ დროს, როცა ქართველი ერის ერთმანეთისგან გათიშულობის მცდელობა იყო. პრეზიდენტის განცხადებით, ყველაფერი უნდა გადავიდეს მეორე პლანზე და საქართველოს ყველა მოქალაქე ემსახუროს საქართველოს და მის ძლიერებას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/misha.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/jlvn494l-150x150.jpgდღეს აშშ-ის საელჩოში ინგლისური ენის სპეციალისტების საქართველოში ჩამოსვლას ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი მიესალმა.ამერიკელი პედაგოგები იცხოვრებენ ზუგდიდში,ქუთაისსა და გორში ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ადგილობრივი მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/saelcho.jpg itvს ლინკი
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/paata-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა ქართველი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე “ბრწყინვალების ორდენით” დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ბურჭულაძეს ჯილდო ქუთაისში, კადეტთა კორპუსის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პაატა ბურჭულაძე დიდი ქართველი მომღერალია, რომლის სახელი და საქართველო ბევრისთვის სინონიმური ცნებებია. პრეზიდენტის შეფასებით, ბრწყინვალების ორდენის სახელი ყველაზე უკეთ ასახავს პაატა ბურჭულაძის პიროვნებას. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/paata_bur.jpg itvს ლინკი
-
http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/europianvoice2.jpg ტობი ფოგელი კეტრინ ეშტონზე ზეწოლა ხორციელდება, რომ მას ახალი კურსის შემუშავებისკენ უბიძგონ. უცხოეთში ევროკავშირი პოლიტიკური ცხოვრების მტკიცე სუბიექტად არ აღიქმება ხუთშაბათს (16 სექტემბერს) ევროკავშირის ხელმძღვანელები ბრიუსელში, სპეციალურ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. განხილვის მთავარი თემა იქნება ის, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს ევროკავშირმა ურთიერთობები მსოფლიოს განვითარებად სახელმწიფოებთან. ნაწილობრივ, ევროკავშირის საბჭო იმისთვის იკრიბება, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სამიტებისთვის მოემზადოს, მაგრამ ეს შეხვედრა თავად შეიძლება გახდეს ევროკავშირის ახალი საგარეო პოლიტიკის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ბლოკის დიპლომატიური სამსახურის წამყვანი ორგანიზაციული ბლოკების მდგომარეობა ნელ-ნელა ყალიბდება, ყველაფერი თავის კალაპოტში დგება. დიპლომატების თქმით, შეხვედრის მიზანი აქცენტის საგარეო პოლიტიკაზე გადატანის ხელშეწყობაა. მას ასევე შეუძლია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს დაეხმაროს შეიქმნას პოლიტიკური საფუძველი ევროპული საგარეო პოლიტიკის უფრო გააზრებული კურსის ცვლილებისთვის. პირველად დეკემბრის შემდეგ, როდესაც ლისაბონის ხელშეკრულება კანონიერ ძალაში შევიდა, ევროკავშირის ხელმძღვანელებს საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრები შეუერთდნენ, რითაც უზრუნველყოფილ იქნა პრაქტიკული გამოცდილების უფრო ფართო დიაპაზონი და იმავდროულად გონებრივი შტურმის ეფექტი შეიქმნა. ეშტონი შეკრებილთ მოახსენებს მისი ბოლოდორინდელი ვიზიტის შესახებ ჩინეთში, რომელიც 29-აგვისტოდან 3-სექტემბრამდე გაიმართა. ძირითადი შეხვედრის ფარგლებში დებატების მთავარი თემა აშშ-სთან კავშირების განხილვასთან ერთად იქნება ურთიერთობები ოთხ უმსხვილეს განვითარებად ქვეყანასთან: ჩინეთთან, რუსეთთან, ინდოეთთან და ბრაზილიასთან. ხედვის დეფიციტი კავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა სინანულით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ურთიერთობებში განვითარებად ქვეყნებთან და კონკრეტულად ჩინეთთან, ბევრი თვალსაზრისით სტრატეგიული ხედვის და პოლიტიკური საფუძვლის დეფიციტია. ევროკავშირში გაწევრიანებული დიპლომატები ჩივიან, რომ ევროკომისიის მიერ ლისაბონამდელ სტილში შემუშავებული განსხვავებული სტრატეგიები ძალიან ზოგადია და პრიორიტებების განსაზღვრა აკლია. დიპლომატები აცხადებენ, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ევროკავშირში პოლიტიკური ცხოვრების ერთიან სუბიექტს არ აღიქვამენ და საქმის დაჭერა ბლოკში შემავალ ცალკეულ წევრ-ქვეყნებთან ურჩევნიათ. ამ განხილვების გადაუდებელი აუცილებლობა ნაკარნახევია ამ შემოდგომაზე დაგაგემილი ორმხრივი შეხვედრების პერსპექტივით ჩინეთთან, ინდოეთთან, რუსეთთან და აშშ-სთან. საბჭო ასევე გაარკვევს ევროკავშირის პოზიციას ზოგიერთ სხვა შეხვედრასთან დაკავშირებით, რომლებიც წელს იგეგმება. მაგალითად აზიის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით „დიდი ოცეულის“ ჯგუფის შეხვედრა, სადაც უმსხვილესი ნაციონალური ეკონომიკა შედის, რომლებიც განვითარებულ და წამყვან განვითარებად ქვეყნებს მოიცავენ. თუმცა ყველაზე გადაუდებელი საკითხები 20-22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაერო-სთან არსებული ჯგუფის „ათასწლეულის განვითარების ამოცანები“ შეხვედრას უკავშირდება. ევროკავშირს ამ შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო წარმოადგენს, რადგან სწორედ ევროკომისიაა პასუხისმგებელი დახმარებაზე, რომელსაც ევროკავშირი განვითარებად ქვეყნებს უწევს. მაგრამ ძველებურად გაურკვეველია ის, თუ რამდენი ხმა ექნება ევროკავშირს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც MDG-ის შეხვედრის შემდეგ უნდა გაიმართოს. ტრადიციულად ევროკავშირს ის ქვეყანა წარმოადგენდა ხოლმე, რომლის წარმომადგენელიც კონკრეტულ მომენტში მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობდა და ოფიციალურად აღიარებული ქვეყნის რანგში სიტყვით გამოსვლისთვის დროის მიღების უფლება ჰქონდა. დღეს ლისაბონის ხელშეკრულებით დაფიქსირებული ცვლილებების შესაბამისად, ევროკავშირს მისი თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეი წარმოადგენს, თუმცა ვიდრე ვან რომპეი დამსწრეთა წინაშე გამოსვლას შესძლებს, გაერო-ს წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირს სპეციალური დამკვირვებლის სტატუსი უნდა მიანიჭონ, მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდება, ვან რომპეის თანაშემწის თქმით, არანაირი სარეზერვო გეგმა არ არსებობს. ორიგინალი ორიგინალი
-
http://epn.ge/wp-content/uploads/saakaSvili2-150x129.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კანადაში გამარჯვებულ ცოტნე ტაბიძეს გამარჯვება მილუოცა, რომელმაც ინფორმატიოკაში რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენელი დაამარცხა. საქართველოს პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზზი ინგლისური ენის, სწავლების მნიშვნელობას და განაცხადა: “სკოლის მოსწავლეებს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ იმისთვის, რომ მათ კარად შეისწავლო ეს ინგლისური ენა. საქრთველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისში კადეტთა კორპუსი გახსნა. იხილეთ epn.ge
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/737700_k62995-150x150.jpgსაქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით თბილისს 3 ქვეყნის ესტონეთის, ლატვიისა და ფინეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლები სტუმრობენ. 5 დღიანი ვიზიტის მიზანი ქართულ ტურ-ოპერატორებთან კონტაქტების დამყარება და საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობაა. სტუმრები მცხეთას, გორს და აჭარას მოინახულებენ. საქართველოთი დაინტერესების გაზრდის ფონზე 2011 წლიდან შესაძლოა თბილისი-ტალინის ავიარეისიც დაინიშნოს. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/estonelebi.jpg itvს ლინკი
-
საქართველოს ისტორიის დამდგენი კომისიის ერთ-ერთი კონსულტანტი ისტორიკოსი დიმიტრი შველიძეა, რომლის საკანდიდატო დისერტაცია 1981 წელს დაწერილი ”ქართველი ბოლშევიკების ბრძოლა წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური სოციალისტურ-ფედერალური პარტიის წინააღმდეგ”იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისტორიკოსმა, პროფესორმა ლევან ურუშაძემ უარი განაცხადა კომისიის კონსულტანტობაზე, სწორედ დიმიტრი შველიძე იყო. ურუშაძე ამბობს, რომ მისი ნაშრომები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს გამოქვეყნდა, ისტორიის ფალსიფიკაციას წარმოადგენს: ”კომისიის შემადგენლობაში არ უნდა იყოს არც ერთი ისტორიკოსი, რომლის წარსული, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა დაკავშირებული იყო ავადსახსენებელ "სკკპ ისტორიასთან", "ისტორიულ მატერიალიზმთან" და "დიალექტიკურ მატერიალიზმთან", ვინაიდან ეს სამივე "დისციპლინა" ისტორიის გაყალბებას ემსახურებოდა! ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას აკეთებენ ამგვარი წარსულის მქონე ისტორიკოსები დღეს.” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დიმიტრი შველიძემ 1981 წელს გამოაქვეყნა საკანდიდატო დისერტაცია, სათაურით: " ქართველი ბოლშევიკების ბრძოლა წვრილბურჟუაზიულ-ნაციონალისტური სოციალისტურ-ფედერალური პარტიის წინააღმდეგ (1895-1907)”. ”აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური, წამყვანი ორგანიზაცია იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტი - საკავშირო კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი”,-ამბობს ლევან ურუშაძე. მისი თქმით, კომისიაში შველიძისა და მისი მსგავსი წარსულის მქონე "ისტორიკოსების" შეყვანა ყოვლად დაუშვებელია: ”კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტებული უნდა იყოს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რომლებსაც, ყველაფერთან ერთად, უნდა ჰქონდეთ სრული მორალური და ზნეობრივი უფლება ამ კომისიის წევრობისა”. სოციალურ ქსელ ”facebook-“ში ლევან ურუშაძემ სპეციალური გვერდი გახსნა, როგორი უნდა იყოს საქართველოს ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია, სადაც მას და დიმიტრი შველიძეს შორის მიმოწერის ამონარიდებს აქვეყნებს. ”გარდა ამისა, შველიძის დისერტაციის თემაზე გამოქვეყენებული ნაშრომები 1977 წელს მაცნეს ისტორიის სერიაშია დაბეჭდილი, საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ მიმდინარეობათა ლენინური კონცეფციის საკითხისთვის”, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის მარქსისტულ-ლენინური სულისკვეთებით გაჟღენთილი ფალსიფიკაცია”,-ამბობს ურუშაძე ნეტგაზეთთან საუბრისას. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ისტორიკოს, პროფესორ დიმიტრი შველიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიისთვის მისი სამუშაო თემა 1950-1989 წლებში საქართველოს ისტორიის პერიოდია. ”მე ვიყავი პირველი ისტორიკოსი, რომელმაც პირველი ქართული, ეროვნული მიმართულების პოლიტიკური პარტიის ისტორია დაამუშავა, ეს იყო ქართველი სოციალისტ-ფედერალისტების პარტია”. სოციალისტ-ფედერალისტების პარტია არჩილ ჯორჯაძემ და გიორგი დეკანოზიშვილმა 1901 წელს შექმნეს. ”რა თქმა უნდა, იმ ჩემს პირველ საკანდიდატო დისერტაციაში გარკვეული კომპრომისების გაკეთება მომიხდა, ე.წ. მარქსისტული ისტორიოგრაფიის საფუძველზე”,-ამბობს შველიძე. ისტორიკოსი ამბობს, რომ სხვანაირი სათაურით მას აუკრძალავდნენ აღნიშნულ თემაზე მუშაობას, დაცვაც არ შედგებოდა და ვერც შეისწავლიდა აღნიშნულ საგანს. ”არ ვუარყოფ, მე სამართლიანი და ობიექტური ადამიანი ვარ, 1980-ან წლებში მე ეს დავწერე, ისევე როგორც გოგლა ლეონიძე და გალაკტიონი კოლმეურნეობაზე წერდნენ ლექსებს. ის, რომ ლენინი ბოლშევიკების ბელადი იყო, მეც ვწერდი”. (საკანდიდატო დისერტაციიდან ამონარიდი: ”რევოლუციური პროლეტარიატის ბელადი, ვ.ი. ლენინი”). შველიძე ფიქრობს, რომ თუ საკითხს ისე მივუდგებით, როგორც ლევან ურუშაძე, საქართველომ ეროვნული არსებობა დღეიდან ან ხვალიდან უნდა დაიწყოს: ”ჩემი ეს მოსაზრება ვრცელდება მხოლოდ იმ ისტორიკოსებზე, რომლებმაც სერიოზული თემები შეისწავლეს და შემდგომში სერიოზული ნაშრომები გამოაქვეყნეს და არა ისეთებზე,რომლებიც დარჩნენ ბოლშევიკებად, მარქსისტებად”. ურუშაძე კი ამბობს, რომ ამ ლოგიკით – ”მაშინ ასე იყო საჭირო” – ყველაფრის გამართლება შეიძლება. დიმიტრი შველიძე არის 200 სტატიისა და ათი ნაშრომის ავტორი: ”პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში”, 1993 წელი, ”პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვნული ხელისუფლების დამხობა 1987-92წწ”, 2008 წელი, ”აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი”, 2000 წელი. ” პიროვნული კინკლაობა ჩემი საქმე არ არის, მე აზრს ვებრძვი და არა ადამიანებს, ლევან ურუშაძე ცდება, ძალიან კატეგორიულია მოვლენების აღქმაში”,-ამბობს დიმიტრი შველიძე. ურუშაძე, თავის მხრივ, ამბობს, რომ პიროვნულად არაფერი აქვს შველიძესთან საწინააღმდეგო. დაპირისპირების მთავარი მიზეზი წარსულში გამოქვეყნებული შველიძის ნაშრომებია. ურუშაძე ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას საქმინობას ადამიანი დღეს, მთავარია, თუ რას საქმიანობდა ის საბჭოთა კავშირის დროს. ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისია 2010 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა. კომისიის დებულება 5 აგვისტოს გამოიცა, ხოლო საბოლოო დოკუმენტის მოსამზადებლად კომისიას, რომელსაც კენტის უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ რუხაძე ხელმძღვანელობს, დრო 2010 წლის 15 დეკემბრამდე აქვს. თორნიკე შარაშენიძე, კომისიის აღმასრულებელი მდივანი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ რაპორტი დაახლოებით 40-50 გვერდის მოცულობის იქნება და ის ითარგმნება ინგლისურ ენაზე. კომისიის კონსულტანტები, დიმიტრი შველიძესთან ერთად , ისტორიკოსები გოჩა საითიძე და სიმონ მასხარაშვილი არიან. ამავე თემაზე როგორ იწერება ისტორიული სიმართლე სრული ინფო(netgazeti.ge)
-
http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/festivali-150x150.jpg12 სექტემბრიდან ბათუმი საავტორო კინოს მოყვარულებს მასპინძლობს. კინოფესტივალი „ბიაფი” აჭარაში მეხუთედ ტარდება. საავტორო კინოს ფესტივალზე პოლონელ რეჟისორ ზიგნერ რიფჩინსკის და ირანელი აბას კიარკამის ფესტივალის ორგანიზატორებმა ღონისძიებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდოები გადასცეს. „ბიაფი” წელს აბას კორსტამის „სერტიფიცირებული ასლით” გაიხსნა. http://itv.ge/wp-content/uploads/2010/09/batumi2.jpg itvს ლინკი