სახელმწიფო ავტორიტეტს მანამ ინარჩუნებს, სანამ საზოგადოებისთვის მისი ძალაუფლების დამკვიდრების ფორმა მეტ-ნაკლებად მისაღებია. რევოლუცია მაშინ იწყება, როცა პოზიტიური სამართალი მისაღები სამართლის არსს მკვეთრად შორდება და სხვადასხვა საზოგადოებრივ ფენებს მისდამი ნდობა ეკარგებათ. datodo იდეალისტების მსჯელობა მართებულია, მაგრამ მათი დასკვნებია არასწორი. ასევე - მატერიალისტების მსჯელობაც მართებულია, მაგრამ მათი დასკვნებიც არასწორია, რადგან პირველი არ ითვალისწინებს მეორეს მსჯელობას და მეორე - პირველისას. როდესაც ლუთერს ჰკითხეს, თუ რატომ არ შეშინდა პროტესტის გამოთქმისას, ხალხი ხომ უცოდინარობის გამო ვერ წაიკითხავდა მის თეზისებს, მან უპასუხა: - “მართალია ხალხმა არ იცოდა რისთვის, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა ვის წინააღმდეგ!”