მითხოში* მახაურებსა** ავი მახფუით ჯავრია "იმ ოხერ შატილივნებსა ვუმტვრიოთ ქავის კარია" ორშაბათ დილას გადმოვლეს არღუნის წყალი ჩქარია შამეერივნეს შატილსა ატირნეს ქალი დ' ზალია. შატილივნებმაც შახვედრეს: "ჩვენად ხატი და ჯვარია!" ხმალს გაუსინჯეს ვადანი, სისხლის აყენეს ღვარია ქისტების სისხლით შახღებეს არღუნის ჩქარი წყალია გაიქცა ქისტის ლაშქარი, მითხოსკე გზანი გალია. ჩამახყვნეს შატილივნები, მარჯვედ იქნივეს ხმალია ჯარეგის თავზე შაქუჩდნეს, წინ უძღვით ლაღი ჯვარია "აეხლა-კ ჩვენცა ვატიროთ მაგათი ქალი დ' ზალია!.." სამშაბათს გათენებაზედ მითხოს უმტვრივეს კარია. ვაი თქვენ მახაურებო, რო ვერ იყარეთ ჯავრია! შატილით მითხოს მოგიხდეს, როგორც რო ქარიშხალია მოამბეც არვინ დაგირჩათ, თქვენგნივ სუყველა მკვდარია მითხოდგე არღუნს შაერთვის სისხლის წითელი ღვარია! მაშინ მეც ვიყავ მეკოპრად, დიდადაც გავიხარია მითხოთ შატილში წავღლალე ქისტის ნასუქი ხარია ოთხ დღეს ისმოდა მითხოდგე ქისტის ქალების ზარია ოთხ დღეს ვიყვენით შატილსა სვიანი ლუდით მთვრალია *მითხო - ჩეჩნეთის მელხესტის თემის ხევსურული სახელი **მახაურები - მითხოელი ქისტების გვარია