სიბრძნე სოლომონისა თავი მეორე 1. თქვეს ერთმანეთში მათ,(ათეისტებმა ) რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება, 2. რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომაც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი.