
nuaka
პლანეტელი-
პოსტები
747 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი nuaka
-
name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="340" height="285"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">თავისუფლება არის წყვდიადის გამარღვეველი ძალა - ადამიანში. თავისუფლება არსადაა მებრძოლი ადამიანის გულის გარდა. name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src=" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="340" height="285"></embed></object>" type="application/x-shockwave-flash" wmode="transparent" width="425" height="350" align="center">
-
უცნაური ზუსტად ასეა. და ძალიან კარგი ბავშვუკა ხარ შენ. მაგრამ ახლა გაიქეცი ხვალ სკოლა გელის. ხვალ გეტყვი მაგას. :2kiss:
-
2 მარიამი მათეს იესოს დედა მარიამი (უფროსი ასაკის) და ლუკას იესოს დედა -ახალგაზრდა მარიამი. მათი ჟესტიკულაცია: მათეს მარიამის ჟესტი გამოსახავს ხელდასხმას. რაფაელის ( და სხვებისაც) არაერთ ნახატში შეხვდებით ამ ჟესტს. სხვა მხატვრებთანაც.ფრესკებზეც.რას აძლევს ხელდასხმას მარიამი? მარიამი არის წმინდა სოფიას მიწიერი ხატსახე. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ლუკას იესო არის აბელი, ანუ კაცობრიობის დაუცემელი (ევოლუციაში არ მონაწილე),ღვთაებრივ წიაღში მყოფი წული. -კაცის ძე. ამდენად, ლუკას იესოს არა აქვს წილი ევოლუციით მიღებულ სიბრძნესთან. ლუკას იესოს ჟესტი არის რიცხვი 2-ის ოკულტური გამოხატულება. რიცხვი 2 უკავშირდება ყველაფერ იმას, რაც გარეგამოვლენილია.ანუ - რაც ევოლუცი-ინვოლუციის სახით არსებობს. მარიამი - როგორც ღვთაებრივი სოფიას მიწიერი ხატსახე ხელდასხმას აძლევს ევოლუცია-ინვოლუციაში შემოსული დაუცემელი ცნობიერების იმპულსს. ანუ - დედამიწაზე სოფიასა და ღმერთი-სიყვარულის კვლავ შეერთებას. სხვა რაღაცას გამოხატავს ლუკას იესოს დედა მარიამისა და მათეს იესოს ჟესტიკულაცია, მაგრამ მაზე შემდგომ. http://s002.radikal.ru/i197/1001/1a/0070d7d84842.jpg
-
არის მოვლენები -არამტკიცებადი -მისათვის ვინც ვერ აღიქვამს. ანუ - რამდენიმე ადამიანი რომლებიც მაგიდასთან სხედან- ერთმანეტს არ უმტკიცებენ იმას, რომ მაგიდასთან სხედან მაგრამ თუ იქ შემოვა ადამიანი - ყრუ-მუნჯი, ბრმა და შეგრძნების არმქონე - აგრეთვე ვერანაირად ვერ დამტკიცდება მისთვის მაგიდის რეალობა. არსებობს რეალობა, რომელიც საჭიროებს აღქმის შესაბამის ორგანოებს. მისი თხოვება ისევე შეუძლებელია როგორც თვალების და ა.შ. ეს ორგანოები ჯერჯერობით ჩანასახობრივ ვითარებაში აქვს ადამიანს. თუმცა კაცობრილბა ერთგავროვნად არ ვითარდება. აგრეტვე გაითვალისწინე ისიც,რომ დღევანდელი ორგანოები ადამიანს გამოუმუშავდა ევოლუციის პროცსში და არა ყველა ერთბაშად.ასევე ზოგი ორგანო განიკარგა- იმის შესაბამისად, რომ აღარ შეესატყვისებოდა ადამიანის განვითარების მოცემულ ეტაპს. ადამიანის ქმნადობის პროცესი გრძელდება. შესაბამისად - აღქმის იმ ორგანოების ფორმირებისა, რაც ადამიანს სამომავლოდ მისცემს სამყაროს სრულფასოვნად, სრულად აღქმის შესაძლებლობას.
-
ვნახოთ რაფაელის საოცარი ნახატი - მღვიმის მადონა. ნახატში ტექსტი გადმოიცემა დინამიკით -მოქმედებით. დავაკვირდეთ იმ მოძრაობის ფორმებს,და გავიხსენოთ. ამასთანავე ამ მოძრაობის ფორმებში გამოვლინდება ნახატზე გამსახული პერსონების ვინაობა.რას ნიშნავს ჟესტები, რომლებსაც გამოხატავენ ეს პერსონები? ეს რომ ვიცოდეთ სულაც არ არის აუცილებელი რაფაელს ამის შესხებ ბარათი დაეტოვებინა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს ხელდასხმა, რას ნიშნავს საჩვენებელი თითით მითითება, ზეაწეული 2 თითი, შეტყუპებული ხელები.. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იოანე ნათლისმცემელი არასოდეს არაა გამოსახული ჯვრის გარეშე. უნდა გავიხსენოთ ის, რომ მათესა და ლუკას მიერ მოთხრობილი იესოს შობის ამბები საერთოდ არ ემთხვევა ერთმანეთს, ისევე როგორც მათი გენეალოგია - განსაზღვრულ მომენტამდე... და დავსვათ კითხვა- ვინაა ეს 2 ბავშვი? და 2 ახალგაზრდა ქალი? თუ ჩვენი გრძნობა არის ტლუ, ვერც ამ კითხვას დავსვამთ, და საერთოდაც გულგრილი დავრჩებით იმ ღრმა ჭეშმარიტების მიმართ, რასაც აქ გამოხატავს რაფაელი (და არა მარტო აქ). ეს კი ჩვენს განვითარებას დააკლდება. http://s001.radikal.ru/i196/1001/ea/690f1571ffba.jpg
-
ხელოვნება რა არის? შენში უნდა აღიძრას განცდა. ბარათზე დაწერილი განცდას არ აღძრავს. ბარათზე დაწერილი არის თეორია, და ის შენს გრძნობას არ განავითარებს. აისთესისი... ტლანქი გრძნობების ადამიანისათვის სამყაროში უამრავი რამ რჩება აღუქმელი.უგრძნობი. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს უამრავი რამ არ არსებობს. ის არ არსებობს მისი ვერდამნახავისთვის. თეორია და წესები ვერაფერს დაგანახებს. ვერ გაგრძნობინებს.შესაბამისად - ვერ განგავითარებს.
-
ეს ჭეშმარიტება მან საკუთარი გამოცდილებით აღიქვა. ერთ დროს. ოდესღაც მაშინ, როცა სრულიად კაცობრიობა და თავად მიქელანჯელოც ცნობიერების იმაგინაციურ ფორმაში იმყოფებოდნენ. მან ისე ღრმად ჩაბეჭდა თავის სამშვინველში განცდილი რეალობა, რომ ამჟამინდელი რეინკარნაციისას ( ანუ ახლა, როცა , როცა მთელი კაცობრიობა უკვე იმყოფება ცნობიერების განსჯით-ცნებითი ფორმის ევოლუციაში,ხოლო წიანრე იმაგინაციური ფორმა ინვოლუციაში აქვს მთელ კაცობრიობას), მიქელანჯელომ სწორედ ეს იმაგინაციური ცნობიერება მოიტანა თან.რათა კაცობრიობისათვის "გაეხსენებინა" ის ჭეშმარიტებები, რასაც ოდესღაც ჭვრეტდა ცნობიერების იმაგინაციურ ფორმაში მყოფი სრულიად კაცობრიობა. ეს გახლავს გენიოსის მიერ გაღებული მსხვერპლი და მისია.
-
ოკ. მაშინ დროებით შევწყვიტოთ მიქელანჯელოს ამ ფრესკაზე საუბარი და მე დავდებ რაფაელის ნახატს. ვნახოთ რა ჭეშმარიტებებს გადმოსცემს რაფაელი. Jonathan Livingston შენ ვინა ხარ? გამარჯობა
-
მხატვარი არ "აღწერს" სურათს. ის გამოხატავს. და გამოხატა კიდევაც. აღწერა- მაღაზიაში.
-
ეს ასე არაა. ჯერერთი სულაც არ არის ეს გამოსახულებები ბუნდოვანი.ბუნდოვანია -ვერაღმქმელი თვალისათვის. ისევე როგორც სმენა დახშული ადამიანი ვერ გაიგებს ბახის მუსიკაში ჯვრისა და ჯვარცმის თემებს. მიქელანჯელოს ეს კომპოზიცია სრულ შესატყვისობაშია სახრებისეულ და სულიერ რეალობასთნ. ხოლო ის, რაც და ვინჩიზე გადაღებულ ფილმშია, არის ფილმის ავტორების შეთითხნილი, რადგან არავითარ სულიერ რეალობას და ჭეშმარიტებას არ შეესაბამება.
-
ჭეშმარიტება მიქელანჯელოს მოტანილი არაა და ვერც წაიღებდა.კი არ წაიღო - გამოავლინა. იმისთვის რომ ვისაც ჯერ კიდევ არა აქვს თვალი დახშული - დაინახოს. არიან ადამიანები, ვინც ისედაც სწვდება თავად, იმ ჭეშმარიტებებს, რასაც მიქელანჯელო ასაცნაურებს მრავალი ადამიანისათვის.გენიოსი მსხვერპლად იმიტომ იღებს საკუტარ თავს, რომ ის მონაწილეობას ღებულობს კაცობრიობის განვითარებაში. გენიოსები აგრეთვე გვევლინებიან კაცობრიობის მასწავლებლებად, ხოლო მათ მიღმა ადეპტები დგანან.
-
MR:RAZIEL ეს ფანტაზია არ არის. ეს არის ის სულიერი ჭეშმარიტებები, რასაც მიქელანჯელო აღიქვამს იმაგინაციური ცნობიერებით. ჭეშმარიტება არ გახლავს ფანტაზიის ნაყოფი. ადამიანის სრულყოფილებაც იმით განისაზღვრება, რამდენადაც ის თანაზიარობს ჭეშმარიტებასთან და არა ფანტაზიებთან. ინტელექტი ერუდიციას როდი ნიშნავს. მაგრამ ერუდირებულ ადამიანთან საუბარი მაინც სჯობს უინტელექოსთან ამაო დიალოგს. სათქმელის თქმით და უთქმელობით ერთნაირად ავლენს ადამიანი თავის შინაგან ბუნებას. ინტელექტის პირველი თვისება არის კეთილშობილება,კეთილმოსურნეობა, დაკვირვებით აღსავსე მზერა და ბოქლომი პირზე იქ- სადაც გონება არ მიუწვდება.
-
ეს რას ნიშნავს? დაგვანახე სპილო. და საერთოდ ცინიზმს და უაზრო პოსტებს შეეშვით ამ თემაში მაინც.
-
შემოუხაზავადაც ჩანს ეს ემბრიონები http://s005.radikal.ru/i211/1001/5d/3bb18f4a66aa.jpg ნუ მე ვერ ვხაზავ კარგად ვისაც შეუძლია შემოხაზოს. ანუ ჩვენ მივყვებით აქ მიქელანჯელოს შტრიხებს და შუქ-ჩრდილებს და არაფერს ვიგონებთ, არაფერს ვამატებთ.უბრალოდ ვხედავთ იმას, რაც არის.და რაც არის ის საოცარ თანხმიერებაშია სახარებასთან და სულიერ ხედვასთან, საერთოდ. სულიერ რეალობასთან. პრადალჟენიე სლედუეტ.
-
ჯერჯერობით ისევ ადამის კომპოზიციას დავაკვირდეთ დავაკვირდეთ 2 ჩვილი ბავშვის ემბრიონს ადამის წიაღში, პირქვე და გვერდულა მწოლარეებს.რაც შემდგომ გაგვახენდება ადამის 2 ძესთან -აბელთან და კაენთან მიმართებაში, როგორც კაცობრიობის 2 შტო. 2 ხაზი.ფრესკაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ამ 2 ემბრიონიდან ერთი მათგანის კონტურები მეტადაა გრაფიკულად გამოკვეთილი,ხოლო მეორე -ჩამორჩება დასრულებულობის თვალსაზრისით.ამას აქვს თავისი ღრმა მნიშვნელობა. აქ მტავარი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად ნათლად აღვიქვათ ლუკას სახარების იესოს გენეალოგიის ის მონაკვეთი, სადაც ლუკა ამბობს, რომ ის არის ადამის ძე.და შემდგომ უფრო "მაღლაც" მიდის ლუკა. -"ღმერთის ძე"-ასე ასრულებს იესო ქრისტეს გენეალოგიას. მაშინ, როცა მათე იესოს გენეალოგიას იწყებს აბრაამიდან. და ეს სრულიადაც არ არის შემთხვევითი. ახლა ვნახოთ ეს 2 ემბრიონი საკაცობრიო სხეულში -ადამში, ხოლო შემდეგ ვნახოთ შემოხაზვის გარეშე და ისე აღვიქვათ. http://i067.radikal.ru/1001/00/967ee6d0d998.jpg
-
უცნაური მაგარია ძაან გამუქებული ადგილები რასაც ნიშნავს საერთოდ - რაზეც მეტად უნდა გაამახვილოს ადამიანმა ყურადღება. მივყვეთ ამ ფრესკას სადამდეც შევძლებთ.
-
ქრისტე არის რმერთი, და შესაბამისად ღმერთი -რელიგიის "დამაარსებლად" და "დასაარსებლად" არ მოვლენია დედამიწას. რელიგია არის შეხედულებათა სისტემა,რომელიც ეყრდნობა სწავლებას,სწავლების დოგმატებს და წეს-რიტუალებს , სამყაროს სულიერი პირველსაფუძველის შესახებ. რელიგია წარმოადგენენ ადეპტების და სულიერი მასწავლებლების და მათი მოწაფეების ეზოთრულ-ოკულტური გამოცდილების გარე-თეორიულ სამოძღვრებო გამოვლენას, და თავად არ გააჩნია და არ ფლობს სულიერი გამოცდილების პრაქტიკულ უნარს. პირდაპირი წვდომას. ამრიგად, რელიგია გახლავთ სახალხო-მასობრივი ფორმა (მხოლდ და მხოლოდ ფორმა) იმ რეალურ-სულიერი შინაარსისა, რაც, როგორც შინაარსი-უკვე ამოწურავს თავის რეალურ გამოვლენას და ქმედებას, და ასეთნაირად -ნაჭუჭის, ანუ გარე გარსის სახით ხდება მისაწვდომი მასების ცნობიერებისათვის. ეს ზოგადი ფორმულირება-ჩარჩო ეხება აბსოლუტურად ყველა რელიგიას. რელიგიების სახით არსებული რუდიმენტი არის ერთ დროს სიცოცხლის ფორმაში არსებული სულიერი მოვლენის გარე გარსი.ანაბეჭდი. სხვა საქმეა ის, თუ როგორ შეუძლია რელიგიაში მისულ ადამიანს ამ ანაბეჭდის მირმა და გამჭოლ გასვლა თავისი სულიერ-ცნობიერი ძალებით. მაგრამ ამ შემთხვევაში მას (პირადად) რელიგიასთან უკვე აღარ ექნება საქმე, არამედ იმ ცოცხალ სულიერ გამოცდილებასთან, რის ანაბეჭდსაც წარმოადგენს ეს რელიგია. ქრისტე არის ღმერთი-ლოგოსი და მან რელიგია კი არ "დააარსა", არამედ სრულიად კაცობრიობის გენეტიკა განმსჭვალა თვითცნობიერების იმ იმპულსით, რომელიც მანამდე არ გააჩნდა კაცობრიობას. ამ თვითცნობიერების (მე ცნობიერის) მეოხებით, უკლებლივ ყველა ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურად, პირადად და საკუთრივ გახდეს სულიერი რეალობის, სულიერი გამოცდილების აღმქმელი და თანაშემოქმედი - ცნობიერად. სხვა საქმეა ის, თუ ვინ როდის და როგორ შეძლებს ამას, გამომდინარე ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან. ეკლესია არ ქართული სიტყვაა და არც ბერძნული. ეტიმოლოგიურად ის მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან- "კნესია,"კნესეთ".რაც თავყრილობას ნიშნავს. სინაგოგას ებრაულად ქვია ბეით კნესეთი.ანუ - თავყრილობის სახლი.
-
სანამ ამ პირველ კომპოზიციაზე შევჩერდებით დეტალურად და აღქმით გავიაზრებთ მის შიგთავსს, მანამ ასევე ზოგადად მოვხაზოთ მეორე -ადამის (ადამ-კაცობრიობის) კომპოზიცია: http://s41.radikal.ru/i093/1001/4e/436bf858d792.jpg ჩვენ აქ აშკარად ვხედავთ (ისევ მოვიბოდიშებ ჩემი არასუფთა შემოხაზულის გამო) ქალის გამოსახულების კონტურებს.ის "ჩახატულია" ადამის მარცხენა (გულის) მკერდისა და ფერდის მოცულობაში. თავსდება ადამის ტორსში. მიქელანჯეოს იმაგინაციური ცნობიერება აბსულოუტურად ადექვატურად სწვდება სულიერ ჭეშმარიტებას- ქალური "ელემენტი"-არის ადამიანის სამშვინველი (დუშა). სულიერ წყაროებში, სახარებში, ყველა გენიალურ ქმნილებაში -ქალის ხატსახით მუდამ არის საუბარი ადამისნის სამშვინველზე. ასეა რუსთაველთანაც, დანტესთანაც და გოეტესთანაც (და ყველგან, საერთოდ). ამდენად მიქელანჯელო თვალნათლივ გვაძლევს კაცობრიობის კონსტიტუციის 2 "შემადგენელ" ელემენტს- ფიზიკურ სხეულს, და სამშვინველს. ეს კონსტიტუცია ნახატზე იმყოფება უმთავრესის - ღვთაებრივი სულის მოლოდინში. მაგრამ, მანამდე კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდეთ ადამის კომპოზიციას. პრადალჟენიე სლედუეტ
-
ფრესკაში 2 ძირითადი კომპოზიციური ფიგურაა- ადამი და მისი შემოქმედი "ჯგუფი." ჯერ დავაკვირდეთ შემოქმედ ჯგუფს. რა აერთიანებს ამ მრავალფიგურიან კომპოზიციას? ის მთლიანად მოთავსებულია და შეკრულია იმ ფორმაში, რომელიც წარმოადგენს ტვინს. ანუ - ლოგოსს, ანუ ღვტაებრივ ცნობიერებას. ცნობიერება -ლოგოსს. ვნახოთ ახლა ეს ფორმა.სუფტად ვერ შემოვხაზე, მაგრამ მაინც მიხვდებით. http://s001.radikal.ru/i193/1001/92/2fefd5028b03.jpg ანუ, რა ხდება? მიქელანჯელო აღიქვამს და გამოხატავს იმაგინაციურად - ის, რაც წარმოადგენს ადამის შემოქმედებით ჯგუფს ( აქვე გავითვალისწინოთ ის, რომ ადამი არის საერთო საკაცობრიო სხეული, ერთიანი, გაუდიფერენცირებელი კაცობრიობა,ასე ვთქვათ "ინსტანტი"და არა ერთი კონკრეტული კაცი, როგორც ამას რელიგია მიიჩნევს), თავად არის ლოგოსის შიგთავსი. ლოგოს-ცნობიერებაში მყოფი.ანუ - ის ჯგუფი, ვინც ქმნის კაცობრიობის "პროექტ-კონსტიტუციას"-სულაც არ გახლავთ პირადად ის, ვისაც რელიგია "მამას" უწოდებს.მამა ღმერთი არ ქმნის ადამ-კაცობრიობას. და ამას ნათლად აღიქვამს მიქელანჯელო. დანარჩენზე შემდგომ. ამ ფრესკაში არაერთი სულიერი იდუმალებაა განბეჭდილი.
-
მოდერატორს ვთხოვ არ გადაიტანოს ეს თემა ხელოვნებაში, რადგან აქ ვიმსჯელებთ სულიერ-შემეცნებით საკითხებზე და არა ხელოვნების თეორიის ასპექტით. გთხოვთ ნუ გააოფებთ თემას და შეძლებისდაგვარად შეიკავეთ თავი ცინიკური თავდასხმებისაგან.აზრის გამოხატვის მრავალფეროვანი საშუალებებიდან ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ადამიანური ბუნების შესაბამისს. წუხელ ვსაუბრობდით ცნობიერების ფორმებზე, რამაც მისცა იმპულსი ამ თემას.ხელოვნება არის ცნობიერების იმაგინაციური (ხატსახოვანი) ფორმა,და როგორც ასეთი, ის არის უშუალო გამოხატვა იმისა, რაც ადამიანის მიერ აღქმული იქნა როგორც სინამდვილე, და სინამდვილესთან ურთიერთობა. ამით და ასე განსხვავდება ხელოვნების ნამდვილი ქმნილება -სუროგატულისაგან. გენიოსი -ხელოსნისაგან.. ამ თემაში ვისაუბროთ ხელოვნებაში გადმოცემულ სულიერ იდუმალებებზე, რომლებიც გენიოსების იმაგინაციურ ცნობიერებაში აღობეჭდა თავის დროზე, და შემდგომ გამოვლინდა, როგორც მათი სინამდვილესთან კონტაქტის აღმქმელობა -ხატ სახეებში. ამ აზრით და ამ განწყობიდან შევათვალიეროთ და დავაკვირდეთ მიქელანჯელოს მიერ მოხატულ სიქსტის კაპელის ჭერს, კერძოდ - ადამის შექმნის ფრესკას. ქვემოთ კი გავაგრძელებ საუბარს. http://i055.radikal.ru/1001/18/ab6d57782668.jpg
-
ძალიან მეწყინა პირადად ვიცნობდი. მართლაც უპატიოსნესი ადამიანი((((((( რა დაემართა კაცო, არავინ იცით? უბედური შემთხვევა? საშინლად მეწყინა
-
;) :2kiss:
-
იქნებ პახმელიაზე ვარ? დაკაჟი!;) მოკლედ, საიდან გამკრას კბილი აღარ იცის და მე ვარ ფამილარული ამის მერე? ნწ ნწ არ გეკადრება. მოთელვა იყო დღეს.;) აბა კარგად.
-
რას მერჩი ძმაო? შენს თავს ხედავ ჩემს თვალებში?