
nuaka
პლანეტელი-
პოსტები
747 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი nuaka
-
როგორ და - სიმართლე არის ყველგან, პრინციპში ასეა ხომ? ის არის გარკვეულწილად სიცრუესთან მიმართებაში და ჩვენ მათი განსხვავების უნარი გაგვაჩნია (უნდა გაგვაჩნდეს) ჰოდა, აი , დავუშვათ მე ვარ დედამიწაზე მოხვედრილი უცხო პლანეტელი ვისაც არა გაეგება რა საერთოდ დედამიწის მცხოვრებთა შესახებ, და გეკითხებით - რა არის სიმართლე? ანუ -ჭეშმარიტება?
-
ოკ. მაშინ წარმოიდგინე ასეთი რამ: ადამიანის ინსტიქტების დაკმაყოფილება (რასაც შენ თავისუფლებას უწოდებ) არის საზღვრული. გარკვეული დონეებით. ხომ? ასე არაა? მაგრამ თავად თავისუფლება- ხომ უსაზღვროა? მაგ: 1. ნაადრევ ასაკში დაემართა კლიმაქსი, და შეეზღუდა ქალებთან სიამოვნების "თავისუფლება" 2.ცხენიდან გადმოვარდა, და სამუდამოდ ჩამოშორდა საყვარელ სპორტს 3.წარღვნამ შთანთქა მისი უსაყვარლესი საცხოვრისი და დაატოვებინა გარემო სადაც ის ბატონ-პატრონი იყო 4.დაბრმავდა! საერთოდ სხვაზე დამოკიდებულია! ანუ - იმ ყველაფერს, რასაც შენ მიიჩნევ როგორც თავისუფლებას, აღმოჩნდა სრულიად პირობითი. როგორ შეიძლება ვისაუბროთ ადამიანის თავისუფლებაზე მაშინ, როცა მას უახლოესი 15 წუთის გეგმაც კი არ გააჩნია? :ბულგაკოვი: პს.ანუ, თავისუფლების თქვენეული გაგება ემყარება ფანტაზიას და არა რეალობას. აბა ჩართეთ რეალობა, თუ შეგიძლიათ.
-
რა არის სიმართლე? რა არის ის სიმართლე რომლზეც ამბობ რომ ერთია? შენ, სანამ ჩემს ლოგიკას დაინახავ, ჯერ შენი უნდა დაინახო, და ყველაფერი მოგვარდება. შენ არღვევ ლოგიკას ცხადად და ერთსახოვნად. გიმეორებ რადგან ვერ გაიგე. კარგად წაიკითხე და გაიაზრე შენი ნაწერი.შენ ამბობ, რომ ღმერთს(ანუ სულს) რომ არ სცნობს და არ აღიარებს, მაშ რას აღიარებს ათეისტი თავის ორიენტირად? თავისი პრინციპების და ქცევების განმსაზღვრელად? ლოგიკურად გამოდის რომ მატერიას. რადგან ის არ სცნობს ღმერთს. და თუ ის ღმერტს არ სცნობს, ანუ სულს არ სცნობს მაშ ინტელექტი რაღაა? ინტელექტი ხომ სრულიად არამატერიალური რამ არის? გამოდის, რომ ათეისტი იყენებს სულის პროდუქტს (ინტელექტს), ისე, რომ მას არ სცნობს, და ამავე დროს მას აყენებს ინსტიქტების სამსახურში! ხოლო შენ ასეთ ადამიანზე ამბობ რომ თავისუფალია? თავისუფალი კიარა ის არის მონა უვიცობისა და ინსტიქტებისა.ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი საზოგადოება წარმოშობს ტოტალიტარულ რეჟიმებს, პოლიციურ სახელმწიფოს,მიმართავს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების ნებისმიერ ფორმებს. ასეთი ადამიანი ცხოვრობს ერთჯერადი ცხოვრების შისისა და სიძულვილის განცდით, და ამ ერთ ცხოვრებაში ცდილობს მიაღწიოს რისი მიღწევაც კი შეუძლია ნებისმიერი საშუალებით. ასეთი ადამიანი როგორც წესი არის აგრესიული და თან ბედნიერების განცდის არმქონე. მოკლედ- მონსტრი.
-
აი ეს- ლოგიკაში ვერ მოდის ამასთან- ინსტიქტი და ინტელექტი არიან ურთიერთსაპირისპირო მოვლენები და ცნებები. ინსტიქტი არის ის, რაც ადაიანში ცხოველურია. ხოლო ცხოველი არ არის თავისუფალი არსება. ადამიანი კი არ არის ცხოველი. ტყუილია ეს. არაფერს და არავის არ ვიყენებ. მამარდაშვილის წაკითხვაზე დროს ნამდვილად ვერ დავკარგავდი. თვითონ ის იყენებდა იმას, რასაც ვერ შეწვდა ბოლომდე.
-
აქ ორი რამეა: 1. პასუხს ყველა ვარიანტში აგებ. უბრალოდ დროის ფაქტორია ეგა. და ახლა ამაზე დაფიქრდი - რამდენჯერ ხდება ადამიანის ცხოვრებაში, რომ ვთქვათ, რაღაცა უნდა ძალიან მაგრად. და რომ გააკეთებს, მერე აღმოჩნდება (შედეგებიდან გამომდინარე) რომ თურმე არა სდომნია. აი იმ მომენტში -ეგონა!!! ეგონა რომ უნდოდა. და სწორედ ის, რომ თურმე მარტლა კი არ უნდოდა, არამედ ეგონა რომ უნდოდა, არის ნიშანი იმისა, რომ ის შინაგანად არ არის თავისუფალი. რომც არავიტარი დასჯის საშიშროება არ არსებობდეს,ადამიანი მაინც ვერ აკეთებს იმას, რაც უნდა, იმიტომ, რომ - არ იცის რა უნდა. ამის მაგალითი უკვე ვთქვი. ადამიანი პრინციპში, იმას სწავლობს ცხოვრებაში, თუ რა არ უნდა. აი მაგ: ცოლის მოყვანა უნდოდა. მოიყვანა. გავიდა რაღაც დრო და გაირკვა, რომ თურმე არ უნდოდა და ასეთი უამრავი რამ. ასე, რომ გარე პირობებზე არანაკლებად არის გასათვალისწინებელი ის, რომ ადამიანი არათავისუფალია უპირველესად - შინაგანად. :yes2:
-
სტოპ სტოპ მერედა ვინ გაძლევთ მორალს? რწმენებს? რომელიც რომ ყველა ხალხებს სხვადასხვაგვარი აქვთ?ამის ნიადაგზე მიმდინარეობს ომები და ვაიუშველებელი, რადგან ყველა თავის "სიმართლეს" იცავს.მაგრამ სიმართლე არ შეიძლება იყოს 1000. სიმართლე ხომ ერთია? აქედან- ვინც მორალსა და რწმენებს გაძლევთ,ის გიყალიბებთ გარკვეულ "სიმართლეს" - რომელიც თუ ამ მორალს და რწმენებს შეესაბამება - მაშინაა სიმართლე, თუ არა და -არა. აქედან უკვე ჩანს, რომ თქვენ არ ხართ თავისუფალი. თქვენი თავისუფლება მოჩვენებითია.თქვენ განსაზღვრული იმყოფებით "გარედან". თქვენ განგსაზღვრავენ ადათ-წესები, ტრადიციები, მსოფლმხედველობანი, აღზრდიდან შეწოვილი ჩვევები, მეტალიტეტი, თქვენი სოციუმის გემოვნება... რასაც თქვენ აღწერთ არ არის თავისუფლება.ჯერჯერობით არცერთ პოსტში არ არის დაფიქსირებული თავისუფლების ნამდვილი ბუნება გააკრტიკეთ. გისმენთ.
-
წლის ყველაზე მხიარული და აზრიანი პოსტი. :maladec:
-
ამ პოსტულატით კანტი ანვითარებს და აფუძნებს აგნოსტიციზმს. საბოლოო მიზანი და შედეგი წმ.გონების კრიტიკისა გახლავთ შემეცნების საზღვრულობის "დამტკიცება" და დაფუძნება. ცხადია, საშუალო ადამიანი ამას ტერმინოლოგიურად ვერ გადმოსცემს, მაგრამ მისი მსოფლშეგრძნება ამ გარემოებას შემდეგნაირად ეთანახმიერება და გამოთქვამს: "მე რასაც ვხედავ და აღვიქვამ,ასეთნაირად იმიტომ ვხედავ, რომ ასეთია ჩემი გონების შესაძლებლობები.ხოლო არავინ არ იცის როგორია სამყარო სინამდვილეში.ის ფორმები, რომლებიც გააჩნია ჩემს გონებას,თანაზიარია იმ ფორმებთან, რასაც მე აღვიქვამ, როგორც არსებულს.ეს არის საერთოობა ჩემი და გამოვლენილი სამყაროსი.ამიტომ, ადამიანი ვერასოდეს ვერ შეძლებს შეიმეცნოს სამყარო ამ ფორმების გარეშე.ადამიანის ცნობიერება ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულია ამ ფორმებით.თვით ის კანონებიც, რასაც ჩვენ ბუნებაში ვაწყდებით როგორც კანონებს, მხოლოდ ამ ჩვენი განსაზღვრული ცნობირების ფორმაში არსებობს როგორც კანონი.ჩვენი შემეცნების უნარებიც ერთხელ და სამუდამოდ ამ ფორმებშია გამომწყვდეული.ამდენად- ის, თუ როგორია სამყარო (და მე) თავისთავად, ამ ფორმებისაგან დამოუკიდებლად, ადამიანი ამას ვერასოდეს ვერ შეიმეცნებს." ამ სახის აგნოსტიციზმმა იქვე დააფუძნა საშუალო ადამიანის რეალური სინდისი და ჰაერში გამოკიდა აბსტრაქტული კატეგორიული იმპერატივი.ანუ: "თუ ჩემი შემეცნების უნარები და ამდენად ჩემი ცნობიერება მხოლოდ განსაზღვრულს სწვდება, და ეს განსაზღვრული მე წარმომიდგება ასე და ასე, ამდენად მე ვირჩევ იმ შეხედულებებს და იმ ქმედებებს, რასაც ჩემთვის მოაქვს სარგებლობა და სიამოვნება.შეხედულებები კი იმდენია, რამდენი ადამიანიცაა. ბუნების კანონებს ყველა ერთნაირად ვცნობთ, მაგრამ ამ ბუნებაში არსებულ საზოგადოებას მართავს ის კანონები,რომლებსაც საზოგადოება დაადგენს სუბიექტურად.ანუ, როგორიც მას წარმოუდგენია. შესაბამისად - მე შემიძლია ვიცოდე მხოლოდ ჩემი განსაზღვრული შემეცნების უნარებით,ვცხოვრობდე საზოგადოების შეხედულებისამებრ (სუბიექტურ) დადგენილ კანონებში, და ვქმედებდე იმ არჩევანით, რაც ჩემს კეთილდღეობას მოემსახურება (თვითდამკვიდრების "სუბიექტური"ინსტიქტი)." კანტის ფილოსოფიამ, ამრიგად, გაცილებით ადრე, შემეცნებისთეორიულად დაამკვიდრა ის მსოფლხედვა, რამაც მოგვიანებით მოიცვა ზოგადადამიანური სამშვინველი. ეს მსოფლხედვა კი მოკლედ ასე გამოიყურება: 1.მთელი ჩემი აზროვნება და ხედვა არის სუბიექტური. 2.ზოგადადამიანური შემეცნება არის განსაზღვრული უნარების მქონე (ფორმების)და ამდენად ისიც სუბიექტურია. 3.ადამიანის ქცევას განსაზღვრავს საზოგადოებაში არსებული კანონები (აგრეთვე სუბიექტური) და პირადი კეთიმდღეობით მოქმედი ნება (ინსტიქტი) დღეს საშუალო ადამიანი სწორედ ამ აღნიშნული ტენდენციებით დეტერმინირებულად წარმოგვიდგება. როგორც კანტის, ასევე საშუალო ადამიანის მსოფლაღქმა მთლიანად გამორიცხავს თავისუფლების პრინციპს და სამყაროს ობიექტური სახის შემეცნების შესაძლებლობას.
-
ყველა ადამიანში ცხოვრობს მარადიული ბავშვი. მარადიული სიჭაბუკე და მარადიული სიმწიფე. კეთილი ნების ადამიანი ღირსეულად გადის ამ ეტაპებს და თავისთავში ახერხებს მარად მზარდი ხალასი ბავშვის,ახალგაზრდული მუხტის, მომწიფებული გონიერების შენარჩუნებას. ამ ყველაფრის ნაყოფს ის ერთად იმკის სიჭარმაგეში. სიჭარმაგე არის ის პრიოდი, რომელიც დაუფარავად ღაღადებს ადამიანში -"ეს მე ვარ!" როცა ასაკს ახსენებენ ხოლმე, რატომღაც მაგონდება იოანე ღვთისმეტყველი. ქრისტეს ყველაზე ახალგაზრდა მოწაფე. ღრმა მოხუცებულობამდე მიღწეული, სულით ჭაბუკი. ასაკს არ ვებრძვი. მსურს მას შევხვდე ღირსეულად.
-
რა კრიტერიუმით საზღვრავთ ქალში|კაცში გოიმობის ხარისხს:
nuaka replied to ლ ი ც ი's თემა in თავისუფალი თემა
ეს არის მდაბიო. მდაბიური აზროვნება და გრძნობები. მდაბიური გემოვნება და ინტერესები. და ამ ყვლაფრის მდაბიურად გამოხატვა. შუა ქალაქში თუ რაღაც ტელესერიალირ რომ არის - ის არის მდაბიოებზე და მდაბიოებისთვის. ამიტომ აქვს ასეთი მაღალი რეიტინგი. მოსახლეობა გამდაბიოვდა. გოი - ებრაულად ნიშნავს -"უცხოს", "არაჩვენიანს"(ჩუჟოი) -
ვის რა არგუმენტი აქვს ღმერთის არსებობის/არ არსებობის?
nuaka replied to Nukriko's თემა in რელიგია და ფილოსოფია
აბა მაიტა, გისმენ სერიოზულად. უკვე ძალიან კარგია, რომ ამას აფიქსირებ არსებობს კიდევაც. რომ არ არსებობდეს და შენ მას ვერ აღიქვამდე,მაშინ არც ბოროტება იარსებებდა და არც ბოროტების აღქმა გექნებოდა. საქმე ისაა, რომ გარკვეული უკუღმართობის გამო, მორალისა და სულის შესახებ იმ მეცნიერებმა იმსჯელეს, რომელთა საბუნებისმეტყველო აზროვნება მიჯაჭვული იყო მატერიაზე.სამწუხაროდ, ამ ტიპის მეცნიერებმა ადამიანებს განუსაზღვრეს და დაუსაზღვრეს შემეცნების უნარი, და ეს დასაზღვრა ადამიანებმა "დაიჯერეს." სამწუხაროდ, ადამიანების ტვინების "დაბოლება"და მახეში გაბმა მოხდა საოცარი ოსტსტობით დაწნული ხლართით: 1. რელიგიური მატერიალიზმით (ცოდნისა და რწმენის სრული გამიჯვნა,ადამიანის "გადაყვანა"გარე მატერიალურ რიტუალებში) 2.მეცნიერული ცრურწმენით! (აგნოსტიციზმი,"საგანი თავისთავად") მეცნიერულმა ცრურწმენამ და რელიგიურმა მატერიალიზმმა ადამიანის ცნობიერება კარგა ხნით დააბოლეს და გააბითურეს თუმცა გამოსავალი რა თქმაუნდა არის. თუკი ადამიანი ინებებს და გვერდზე გადადებს ყოველგვარ კერძო, პირად მოსაზრებას,აკვიატებულ იდეებსა და სიმპატიების გამო კოხტად მორგებულ მსოფლხედველობრივ "კრედოს" და მისთვის სათაყვანებელი ავტორიტეტებისადმი ბრმა დაჯერება-მიდევნებას. მაგრამ ადამიანი არის ზარმაცი, და ინერციას დანებებული. ჰოდა ეს ინერცია იმას უშვება რაც უნდა უქნას. უკვე უქნა. და კვლავაც უზამს. მაგრამ შედეგი იქნება ფრიად არასასაცილო. -
ჩემი პოსტი სულაც არ ისახავდა მიზნად ბიბლიისსწავლებას მე ვხედავ, რომ თქვენთან დიალოგი სრულიად ფუჭად ჩაივლის ამ განცხადების შემდეგ, რომელიც ერთადერთ რამეზე მეტყველებს: არათუ წაკითხული არ გაქვთ სახარება, თქვენ საერთოდ არ გაკარებით ის, რასაც ქრისტიანული კულტურა -მეცნიერება, ხელოვნება და მორალი ჰქვია. მომიტევეთ, მაგრამ ეს დიაგნოზი სრულად გამოსჭვვის თქვენი ამ აზრიდან: მონ ძიეეე შეგეწიოთ "მხოლოდშობილი ძე უფლისა" (ედინოროდნი სინ ბოჟიი) :flow: დაყნოსეთ, იქნებ გიჯობოთ.
-
რადიკალური უნდა იყო მხოლოდ ერთადერთ რაღაცაში: არასოდეს არ იყო რადიკალური! აზრამდე არსებობდა ხედვა და აღქმა. როდესაც ხედვა და აღქმა დაიბინდა, მაშინ გაჩნდა აზრი. მხედველობაშია სულიერი რეალობის აღქმა და ხედვა, რომლიც ისევე არსებულია, როგორც მატერიული სამყარო. და მეტიც - ეს უკანასკნელი არის შედეგი სულიერი ინტელექტისა. თავიდან იყო სულიერი რეალობის ხედვა და ამ ხედვიდან განბეჭდილი აზრი მამის, ძის, და სულიწმიდის ერთარსებაზე. ხოლო სულისმეცნიერულად ეს გამოითქმის, როგორც Iლოგოსი (ცნობიერება),IIლოგოსი (სიცოცხლე),IIIლოგოსი (ფორმა). თავდაპირველი ერთიანობის ("ჰე, ღმერთო, ერთო",..) ამ სამ ლოგოსად გამოვლენისა და განვრცობის შედეგია სრულიად მაკროკოსმოსი,ხილული და უხილავი (ადამიანის ახლანდელი აღქმის ორგანოებისათვის ჯერჯერობით უხილავი) სამყარო და თავად მიკროკოსმოსი - ადამიანი. ეს ყოველივე იმყოფება ევოლუციაში, რომელსაც გააჩნია მიზანი. ყოველივე გამოვლენილი მყოფობს სამების პრინციპის მეოხებით და მასში მყოფობს სამება. :yes2:
-
თუ ისეთი ცხოვრება გაქვს, რომ (რაღაც) გინდა,ე.ი. საუკეთესო ცხოვრება გქონია. მხოლოდ მძიმედ ავადმყოფებს და მიცვალებულებს აღარ უნდათ ბრძენებს არ ვგულისხმობ.
-
ეს ვინც არ იცით მაგრად იხალისებთ
-
ჯაზმენები ჯიგრები არიან ყველა.ლუის მართლა მზე აქვს გულში.
-
ორივე თავის პონტში აქტუალურია.მაგრამ კანტისებურმა აზროვნებამ მოიცვა მისი შემდგომი არმარტო მეცნიერული ხედვა და მეთოდოლოგია,არამედ საერთოდ საშუალო დამიანური აზროვნება მაშინ, როცა ჰეგელი ფაქტიურად ვერ შეიმეცნა კაცობრიობამ ფიხტე-შელინგი-ჰეგელი-ნოვალისი-ლესინგი-შილერი-გოეთე (სალავიოვი-ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოი) - ეს ცნობიერების ის ხაზია, რომლის უკიდურესად აქტუალური სასიცოცხლო მნიშვნელობა კაცობრიობამ ჯერ ვერ გააცნობიერა. მაშინ, როცა, საერთოდ რომ არ გაეგოს კანტის სახელი, დღეს მაინც კანტის მსოფლხედვისეულად აღიქვამს და მსჯელობს საშუალო ადამიანი (ევროპეიზირებული). ეს პირველ რიგში რა თქმაუნდა აგნოსტიციზმს ეხება.მეორე რიგში კი სუბიექტივისტურ იდეალიზმს. ამ საფუძვლების კარგად წარმოჩენა აქტუალურია კაცობრიობის იმ ნაწილისათვის, რომელსაც სურს სწორი შემეცნებით პოზიცია დაიკავოს სამყაროში და სამყაროს მიმართ.
-
მშვიდ ღამეს გისურვებთ ყველას <object width="340" height="285"><param name="movie" value="http://www.youtube.com/watch?v=VmxjHAJxzd4&hl=en_US&fs=1&color1=0x234900&color2=0x4e9e00&border=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/watch?v=VmxjHAJxzd4&hl=en_US&fs=1&color1=0x234900&color2=0x4e9e00&border=1" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="340" height="285"></embed></object>
-
სწორედ ახლა. ამჟამად. სრულფასოვნად ვცხოვრობ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ ეპოქისგან ვიღებ იმას, რაც მჭირდებოდა და რაც ასე მსურდა.
-
რა არის აბსოლუტური მარტივი სიცხადე? არ არის მართალი. არ არის მართალი სულის მეცნიერება არის ანთროპოსოფია. :yes2:
-
როგორც ვიცი პროლეგომენებიც თარგმნილია. კანტი არის ის ფილოსოფოსი, რომელსაც სურდა ძველი მეტაფიზიკის (გნოსეოლოგიის ) გათავისუფლება ცრურწმენებისაგან. ამის პრევენციად მან სწორად დაასახელა ყოველგვარი წანამძღვრებისაგან თავისუფალი შემეცნების თეორიის დაფუძნება. მაგრამ საქმე ისაა, რომ თავისი შემეცნების თეორია სწორედ ასეთი ცრურწმენის საფუძველზე ააგო. მხედველობაში მაქვს წანამძღვარი a priori სინთეზური მსჯელობების შესახებ. ამ უკანასკნელმა კანტის მთელი წმ.გონების კრიტიკა დააფუძნა აგნოსტიციზმზე და ფაქტიურად დასაზღვრა ადამიანური ცნობიერება.ამით კარგა ხნით მეცნიერული მეთოდიკის სუბიექტივაციის მითი გადააფარა ადამიანის გონების შესაძლებლობებს.