ცუდი კი არა უტოპიაა ეგ რასაც შენ ამბობ. ე.წ."საზოგადოება"არის ინერტული მასა, რომელსაც გაქნილი პოლიტიკოსი სტიქიურ ძალად აქცევს და მიმართავს შესაბამისი მიზნისაკენ ე.წ.საზოგადოებას აქვს ერთადერთი დაკვეთა - კარგად ცხოვრება და ეს დაკვეთა არასოდეს არ იცვლება. ის არის ერთხელ და სამუდამო. ხოდა სწორედ ადამიანური თვისებები არ სწირდება პოლიტიკას. ეგ ისევე ზედმეტია პოლიტიკოსობისათვის, როგორც რქები ვირისათვის არა არა- ჰუმანისტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკაში - ეს სხვა აზრია და ასეც ხდებოდა და ხდება, მაგრამ გასაგებია თუ რისთვისაც გამოიყენებენ მას. და როცა გამოიყენებენ და რისთვისაც გამოიყენებენ - აგერ რობესპიერს შევეკითხებოდით და კიდევ სხვ. მრავალთ, ინეტი რომ არსებობდეს იქანე. ასევე გამოიყენებენ. და საერთოდ პოლიტიკა ის სამზარეულოა, სადაც ყველაფერი გამოიყენება - ნავთობიც კი. ხოლო დაქირავებული მზარეულები ვერსოდეს ვერ ხედავენ იმათ, ვინც ბანკეტი დაუკვეთა და ფული გადაუხადა. ვერც რესტორნის მეპატრონე ვერ ხედავს მათ. მხოლოდ დაკვეთის ადგილზე მიმტანს. პოლიტიკოსი არასოდეს არ ირჩევს. მას ირჩევენ -ზემოდან, მაგრამ არჩევინებენ-ქვემოდან. ელემენტარულია ასე, რომ წესიერი ადამიანი პოლიტიკაში, ისევე არ არსებობს, როგორც მშრალი თევზი მდინარეში პოლიტიკაში თუ გირჩევენ, უნდა იყო სრულიად ნეიტრალური-როგორც ადამიანი. არც პატიოსანი, არც უპატიოსნო. უნდა იყო მოქნილი და გაქნილი, ელასტიური სახრახნისივით. რათა მოგარგონ შესაბმისობას.