
nuaka
პლანეტელი-
პოსტები
747 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი nuaka
-
Pariz მოგისმენიათ სიმღერა :ყავანაგილა?" გინახავთ ფილმი -როცა აყავდა ნუში? თუ ახლავე მოისმენთ და ნახავთ, თქვენ სრულიად ფასოდ მიიღებთ 1პაკეტ სიყავრულს. დარეკეთ ახლავე და ჩვენი წარმომადგენელი...
-
Siknadmo კი მე კი მივხვდი რისი თქმაც უნდა, მაგრამ მან ვერ გაიგო რას ვეკითხები რაიმე რომ უარყო, ჯერ უნდა აღიარო ის, და შემდეგ უარყო. მარტივი ლოგიკაა. არ არსებულის უარყოფა -ესაა ნონსენსი. არ არსებულის უარყოფა არანაირად არ ხედბა, შეუძლებელია, რადგან არ არსებული ხომ არ არსებობს? და თუ არ არსებობს რაღას უარყოფ და როგორღა უარყოფ? ათეისტები იმიტომ კი არ არიან ათეისტები, რომ დაუპირისპირდნენ ვიღაცას (მორწმუნეებს და ა.შ.), არამედ ფაქტიურად თავად იმყოფებიან იმ "რწმენაში" რომ მათს წარმოდგენას ღმერთზე,არ შეესაბამება რეალობაში არსებული. ამდენად, მორწმუნეები -ანუ თეისტები და ათეისტები, ერთიანად იმყოფებიან წარმოდგენიდან მიღებული მრწამსის ქვეშე.: ) იმ განსხვავებით, რომ პირველებს სჯერათ, რომ ამ წარმოდგენას სადღაც, რაღაცნაირად უნდა შეესაბამებოდეს ადექვატური რეალობა, ხოლო მეორე მათგანთ ამისი არ სჯერათ. სურათი ძალიან ნათელია.: ) მაგრამ მე ვეკითხები ათეებს (ეს თემა მათზეა) - განა თქვენი ცნობიერება სრულად მოიცავს რეალობას? თუ თქვენ საღად იზიარებთ ევოლუციის არსს და მიზანს, მაშინ უნდაგესმოდეთ რომ ადამიანი არ არის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული მოცემულობა. და რომ ის მუდმივი განვითარების პროცესში იმყოფება. და რომ მისი განვითარების ისტორია სხვა არაფერია თუ არა მისი ცნობიერი განვითარების ისტორია. და რომ მისი ცნობიერება თანდათან ფართოვდება რეალობის შინაარსების აღქმის თვალსაზრისით. თუ ეს ასეა (და ეს ასეა), მაშინ აშკარაა რომ პროცესი იქითკენ მიისწრაფვის, რომ ადამიანის ცნობიერება მისწვდეს რეალობის (სინამდვილის) იმ სფეროებს რაზეც ახლა აღქმები არ მიუწვდება. უნივერსუმი სულაც არ არის ის, რასაც თქვენ უპირისპირდებით როგორც რელიგიურ წარმოდგენას. თუკი ათეები გადალახავენ საკუთარი წარმოდგენების შესახებ აზრობრივ სტერეოტიპებს, მათ ცნობიერ აღქმებს მიეცემა განვითარების პერსპექტივა. ასევე, თუკი თეისტები დაძლევენ თავისი რელიგიურ წარმოდგენების შესახებ ავტორიტეტების მეოხებით შექმნილ აზრობრივ სტერეტიპებს,მათ მიეცემათ შანსი პირადი გამოცდილების გზით პირად რწმუნებულებაში შევიდნენ სულიერი რეალობის ფაქტებთან და მოვლნებთან, რაც ისევე არსებობს როგორც გრძნობის 5ორგანოთი აღქმული და მატერიაში გამოვლენილი სამყარო. და რაც არის ამ მატერიაში გამოვლენილი სამყაროს მიზეზი და მიზანიც. Nukriko შენს ადგილზე ვიკიპედიას არ მივენდობოდი აი გაიაზრე - გათავისუფლებაო,ხომ? ხოდა სად ხდება და რაში ხდება ეგ გათავისუფლება? უნივერსუმში ხდება. ნეტარება ღმერთში. ესაა ნირვანა. მაგრამ ბუდიზმმა დედამიწაზე ამოწურა თავისი ფუნქცია და მისია. ის გარეგნულ ნაჭუჭად გადაიქცა ისევე როგორც რელიგიები. ყველა რელიგია. ხოლო ქრისტეანობა მეტია ვიდრე რელიგია. ქრისტეს რელიგია არ შეუქმნია. ის ადამიანებმა შექმნეს როგორც ადამიანზე მანიპულირების ინსტრუმენტი. ეს 2 რაღაც რადიკალურად განსხვავდება.
-
ქებათა-ქება ყავაწმინდას მაქვს ტუჩს მიდებული ყავის ჭიქა ნესი რასაც სვამენ პელე, რივალდო, მენდესი უკვე თვით სიღნაღში შეიმეცნეს ყავა და დღეს-ხვალე ალბათ ვირი ხეზე გავა ხო. ძალიან ხომ არ ვაოხრებ თემას?
-
აი, რომ გაიზრდება და დაპურდება Pariz და :მაკა: ანუ ბუშტი
-
თან სვა თან წერო ყავაზე რა არის ტკბილი ამაზე? ვინც არ გამოცლის ჭიქას ყავიანს იმან აკოცოს ბინძურ პავიანს
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
nuaka replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
ჭანო გლახათაა საქმე -
ნაცმოძრაობაზე აღმოცენებული ოპოზიცია
-
ნონსენსის გამეორება: ე.ი. შენ ამბობ: "ფაქტს უარყოფენ" ანუ ფაქტია, (ღმერთის არსებობა) მაგრამ უარყოფენ -ამას ამბობ შენ. დააკვირდი კარგად. მეორე წინადადება კიდევ უფრო დიდ ნონსენსს წარმოადგენს- რამე ფაქტორის არსებობის ფაქტის -უარყოფა.ანუ - არსებობს რაღაცის არსებობის ფაქტი, რასაც უარყოფს ათეისტი. ასე გამოგდის. არ გინდა მაგრამ ასე გამოგდის ლოგიკურად და შინაარსეულად. მე დაჯერება-არ დაჯერებაზე როდი ვსაუბრობდი. მე გითხარით, რომ ადამიანს აზროვნება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ იმის მეოხებით, რომ მის მეხსიერებაში არსებობს წარმოდგენები. წარმოდგენები არის გარკვეული სურათ-ხატები იმისა, რაც ოდესღაც ჩაიბეჭდა მის უნივერსალურ მეხსიერებაში. ასე რომ არ იყოს, ადამიანი ვერასოდეს ვერ დააკავშირებდა კონკრეტულ აზრს კონკრეტულ საგანთან. მაგ: თუ მას დაანახებდნენ მაგიდას და ეტყოდნენ, რომ ეს არის მაგიდა, ხელახლა მის დანახვაზე დასჭირდებოდა იგივე ახსნა-განმარტების მიცემა და ასე უსასრულოდ. ის წარმოდგენები რაც ადამიანს გააჩნია, არის მის მეხსიერებაში ოდესღაც აღბეჭდილი წარმოდგენები. სხვაგვარად ვერანაირად ვერ ისაუბრებდა მათზე. ახლა, ის სხვა ამბავია, რამდენად სწორად აკავშირებს ადამიანი ამ წარმოდგენებს. ეს სხვა, ცალკე სასაუბრო თემაა. თქვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ადამიანს ერთჯერად, ერთხელ მოვლენილ არსებად განიხილავთ. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და არის უამრავი გაუგებრობის მიზეზი. (ბუდისტი არ ვარ და არც არანაირი ისტი და სექტანტი და ე.წ."მორწმუნე" და ა.შ.) მანამდე კი არა მაშინაც. და მაგის წინარეც ანუ, როცა პლანეტა ე.წ.სითბურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. და სრულიად გარეგამოუვლენელი იყო მატერიალურად. ნუ, ეხლა, მოგიწევს აღიარო, რომ ჯობს დასვა შეკითხვები, ვიდრე რაიმე ამტკიცო მატერია დედამიწაზე არსებობს 4 ფორმით და ჩვენ მას აღვიქვამთ ე.წ. გარე აღქმის ორგანოებით. ეს ფორმებია: 1.მყარი მინერალური 2.თხევადი მინერალური 3.გაზობრივი მინერალური 4.სხივურ-მინერალური. ჭანო შენ საინტერესო და აზრიანი შეკითხვები გაქვს და უსათუოდ ვუპასუხებ, ოღონდ ახლა გავდივარ.ცოტა მოგვიანებით. ნუკრიკოოო ნუკრიკოოო ზოგჯერ თქმითაც დაშავდების ნირვანა რა არის იცი?
-
გავეცანი თქვენს მიერ ჩემდამი დაწერილ პასუხებს და სანამ ცოტა დრო მაქვს, თანმიმდევრულად გიპასუხებთ. მაგრამ, საერთო შთაბეჭდილებას კი გეტყვით,პრელუდიის სახით. ანუ ის, რაც საერთოა თქვენს პასუხებში ესაა მაძიებლური სულის და ინტერესის არქონა თქვენი აზრისა და პოზიციისადმი სრულიად საპირისპირო აზრის მშვიდად და დაკვირვებით მოსმენა და დაკვირვებიდან წარმომდგარი შეკითხვების დასმა. ანუ ის საწყისი განწყობა და პოზიცია, რაც ადამიანს ანვითარებს მის უნარებში. მის უნარებს ხდის უფრო ფართოდ და ღრმად მხედველს. გამჭოლად მხედველს,ლაზერის სხივის მსგავსად. ხოლო თქვენ - ეგრევე უხვედრებთ სტერეოტიპს. ამით აისხლეტავთ სწორედ იმ საპირისპიროს, რომელის მიღებაც, თუნდაც მასზე დაკვირვების მიზნით, -თქვენივე ხედვის გაფართოებას მოემსახურებოდა. მაგრამ მივყვეთ თავიდან. აი მაგ. საოცრად მცდარი პოსტულატი: კვებისა და გამომყოფი სისტემის მუშაობა, აგრეთვე მთელი ჯირკვლოვანი სისტემა, შინაგანი სეკრეცია - წარმოადგენს იმას, რასაც მეცნიერება განიხილავს როგორც თანდაყოლ რეფლექსებს. ეს რეფლექსები სრულიად ადამიანის ნების ჩაურევლად მუშაობს და რეგულირდება. მათში არ მონაწილეობს ადამიანის ნება! ხოლო რელიგიური მისწრაფება (და არამარტო რელიგიური) წარმოადგენს ადამიანის ნებელობით აქტს. რასაც სინდისის თავისუფლების აქტს ეძახიან. და მას მთლიანად ადამიანის გონითი ცხოვრების შინაარსები განაპირობებენ. თქვენ აქ ერთმანეთში ურევთ ადამიანს, როგორც ბიოლოგიურ არსებას (ცხოველის და მცენარეც ბიოლოგიური არსებებია), და ადამიანს, როგორც გონით-ინტელექტუალურ, სულიერ-ინტელექტუალურ ინდივიდუალობას. თუკი ადამიანი სრულიად დეტერმინირებულია თავისი ბიოლოგიური ბუნების რეფლექსებით (მაგ. მას სავსებით არ შეუძლია დაარეგულირის ნაღვლის წვენის გამოყოფა), ის თავისუფალია და არავიზე და არაფერზე დამოკიდებული თავისი მსოფლმხედველობის, მრწამსის, მორალური ქცევის და ღირებულებათა საყაროს შინაარსების არჩევაში. და არამარტო არჩევაში, არამედ - შექმნაში. ეს ერთი. ქვემოთ გავაგრძელოთ.
-
ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი სქესის არჩევანის უფლება
nuaka replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
ვერც გაიგებდი. იმიტომ რომ ეგეთს ჰომო კი არ ჰქვია არამედ ზოოფილი. ხო აბა რა. რა ჯობია იმას, ძმაკაცი ძმაკაცს რომ შეხვდება და ეტყვის -ჩემი ბიჭი გავათხოვეთ წინა შაბათსო, და ეს კიდე მხურვალედ მიულოცავს და გამრავლებას უსურვებს. -
სურნელმა და არომატმა სისხლში აირ-ჩაიარა, ამიტომაც მიყვარს ყავა ხოლო ჩაი, ჩაი - არა!
-
ვაა არ გიცნობ და როგორ უნდა მინდოდეს? irusha irene კაცო ვახ ყველა როგორ გაგიცნოთ? თქვენ მრავალი ხართ. მე - ერთი ის ჯობია თქვენ გამიცნოთ ვიაზრე აზრი საზარი უაზროდ უზარმაზარი
-
რატომ არის გაუქმებული ჩემი დადებული ვიდეოები? მოდერ, რა ხდება?
-
ვაჩუქოთ ერთმანეთს სურათიიიიიი გაზაფხულს გჩუქნით ყველას http://i018.radikal.ru/1003/fe/b4301445c724.jpg
-
ნაირ-ნაირი მიყვარს ყავები (მე ამ თემაში მაგრად გავები)
-
კაცოოო ვახ! ბუდისტი რომ არ იწერს პირჯვარს, ანუ არაა თეისტი? ეს ერთი. ახლა მეორე: როცა ათეისტი ღმერთს უარყოფს, ის ვერ აფიქსირებს თავისი პოზიციის შინაგან წინააღმდეგობას: უარყოფა შეიძლება იმისა, რაც არსებობს არ არსებულის უარყოფა არის ნონსენსი. ადამიანს გააჩნია მხოლოდ ის წარმოდგენები რაც მას ოდესღაც უნახავს და განუცდია. ისეთი რამ, რაც მას არასოდეს არ უნახავს და არც განუცდია, ვერანაირ წრმოდგენას ვერ წარმოშობს მასში. ნეშენლ ჯეოგრაფიკს არქვს ერთი დოკ. ფილმი, სადაც მეცნიერები (ფსიქოლოგები) მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ როდესაც პირველი გემი მიადგა სამხ.ამერიკის კონტინენტს, ადგილობერივმა ინდიელებმა ის ვერ დაინახეს, ვერ აღიქვეს თვალით, რადგან მათ ამ არსებულზე არანაირი წარმოდგენა არ მოეპოვებოდათ. ფსიქოლოგი ექსპერტები საუბრობენ ამაზე. ასე, რომ იგივე მითებში გადმოცემული ისტორიები სრულიად არ გახლავთ საფუძველს მოკლებული. ევოლუციონისტებმა უბრალოდ ის ვერ შეიგნეს,რომ დედამიწა ფორმირების უშორეს პერიოდებში მუდამ იყო დასახლებული და მის ბინადართ (მინერალური,მცენარეული, ცხოველური და ადამიანური სამყაროს წარმომადგენლებს) გააჩნდათ იმ პირობების შესაბამისი ფორმა-აღნაგი და შედგენილობა, რაიც თავად დედამიწას.;) ანუ -მკვრივ მინერალად გამყარებამდე, ქანების წარმოქმნამდე,როცა დედამიწა წარმოადგენდა წყლოვან-ორთქლოვან პლანეტას, შესაბამისი სტრუქტურის იყო დედამიწაზე არსებული სიცოცხლის სამყაროს წარმომადგენლობაც. ის აც ზემოთ დავასახელე. ამაზე საუბრობს ძვ.ბერძენი ფილოსოფოსი -თალესი. ხოლო ჰერაკლიტე კიდევ უფრო ღრმად სწვდება დედამიწის შორეულ წარსულს და მანამდელ მდგომარეობაზე საუბრობს. ცეცხლოვან პლანეტაზე. რა თქმა უნდა ზემორე შესაბამისობით. ეს დღეს ბევრს მოეჩვენება ფანტასტიკად, მაგრამ ამის მიუხედავად ეს სრული ჭეშმარიტებაა. პლანეტის გამკვრივება მოხდა თანდათან -მისი მობინადრე სიცოცხლის სამყაროსთან ერთად. და ათეისტებთან კითხვა მაქვს ასეთი - როგორ ფიქრობთ, აზრი -მატერიალურია? აზრი, როგორც ასეთი. გასაგებია, რომ აზროვნების დროს ტვინში წარმოჭობა გარკვეული ფიზიკურ-ქიმიური პროცესები, მაგრამ ეს არის აზრის თანმდევი და არა მისი განმაპირობებელი.ანუ -ზროვნება იწვევს ამ ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებს და არა პირიქით. ასეც რომც იყოს, მაინც საქმე გვაქვს აზრიან პროცესთან, ხომ? ანუ რაღაც ნივთიერებები კანონზომიერად ანუ აზრიანად კავშირდებიან ხომ? რათა აზროვნების პროცესი განხორცილდეს. ჰოდა რა არის ეს აზრი მეთქი? მატერიაა?
-
ეს ეხლა ვნახე. ეს არის ყამა http://s47.radikal.ru/i117/1003/18/590ec791417a.jpg
-
ველოდები და საშველი არ დაადგა მოსვლას მუზის (ყავასთან დაკავშ.) ალბათ ვინმე პოეტს სტუმრობს ანდა, სულაც ხასად უზის აჰა მობრძანდა;) ზოგი უქებს ფეხბურთს ზოგიც კიდევ ჰავას მე ვაღმერთებ ცხე-ცხელ ბრაზილიურ ყავას
-
და შენ სერიოზულად გგონია, რომ თეიზმი პირჯვრის წერაში გამოიხატება? და ბუდისტი, რომელიც პირჯვარს არ იწერს -ათეისტია? რკინის ლოგიკაა. მე გავედი. ჭეშმარიტება რომ მიიღო, მის ტოლფასოვან სიდიდეს უნდა წარმოადგენდე.;*
-
ადამიანმა მოკლა? თუ ადამიანმა მოკლა, ერთი ვერსიაა ქმარი. მაგრამ მოტივაცია არ ჩანს. სამაგიეროდ ჩანს ჯონი მოკლედ ძალიან მწირი ინფორმაციაა. თუ საერთოდ ადამიანებს ეხება ეგ საქმე. ან სიზმარში თუ არ ხდება. ათასი ვერსია შეიძლება არსებობდეს