Jump to content
Planeta.Ge

nuaka

პლანეტელი
  • პოსტები

    747
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი nuaka

  1. ეტიმოლოგიურს კი არა ტერმინოლოგიურს ერთადერთი ბერკეტია და გსწრაფლ განვითარებადი და გამრავლებადი: წალდებით და ცულებით თავდასხმებიდან- სახელმწიფოების ანექსირებით და საკონც.ბანაკებით დამთავრებული. ღმერთო ურო ჩამცხე! იგივე წარმატებით შეიძლება თავის მოძრაობისთვის დაერქმიათ კეთილშობილ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება რომ დაურქვეს დემოკრატები, ეგ იმას ნიშნავს რომ დემოკრატიას ახორციელებდნენ და ემსახურებოდნენ? დაღუპავენ ამ ბიჭს საქართველოში ამ თაობაში თუ ნეობოლშევიზმს აღმოვაჩენდი ნაღდად არ მეგონა საღოლ,კარგა მაგრად უმუშავიათ.
  2. რატომ მითი? -მეცნიერება, ტექნიკა და მარჯვე ხელები სირცხვილია ეს. სპეკულირება "სასწაულებით." ანუ - უფალს დისკრიმინაციაში ჰყავს მრავალმილიონიანი კათოლიკური სარწმუნოება და მრევლი, ხომ? ქრისტემ გვითხრა -"ამ მოდგმას არ მიეცემა სხვა სასწაული გარდა იონას სასწაულისა" ძველ ხელდასხმაზე საუბრობს ის. ახალი სასწული კი ქრისტეს გზით ხელდასხმაა, რომელიც ადამიანში შიგნით ხორცილედება.გარეთ ეს არ ჩანს და ვერც ვერავინ ხედავს. თქვენ ქრისტე კი არა საკუთარი ტყავის გადარჩენა გსურთ. და ამის დამოწმება გინდათ ტრიუკებით და სანახაობებით. გარე-მასობრივი სანახაობით თვალდაბრმავებული მრევლი მიგაჩნიათ ქრისტიანებად. სავალალო მდგომარეობაა..
  3. ამას ქადაგებებში ასწავლიან? ადამიანებს შეურაცხყოფთ აღდგომის მეორე დღეს. არადა ზიარება მიიღეთ ალბათ ძალიან ცუდ მაგალითს აჩვენებთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი. irene ჩვენ არ მოვიწყენთ, ვატყობ
  4. რაღა ტქმა უნდა? მე მხოლოდ თქვეს რეპლიკას ვუპასუხე,როცა ამბობდით ვერ დამარწმუნეთო, რომ ასეთი საკითხები არ არის დაჯერებადი და გადის დაჯერების არეალიდან იქნებ იმაზე მეტიც მაქვს ვიდრე წარმოგიდგენია? საუბარი ეხებოდა სრულიად კონკრეტულ თემას. ჰოდა ბოლშევიზმის ამოსავალი სამოქმედო ბერკეტი არის ტერორი. მის მრავალსპექტში. იშ, ცარიელი ქვები კიდევ დიდი პატივი იქნებოდა იმ ეკლესიების მისამართით, რომლებიც ყოვლად უწმინდურობას მალავენ თავის შიგნით. ჰაერზე არ ვსაუბრობ ამას. სამ ტაკოი ძაან იცი შენ მე ვინ ვარ. რომც ვიყო, იმის მაგივრად, რომ შენ მომცე ჭეშმარიტი ქრისტიანულ სიყვარულის მაგალითი,თანაგრძნობის ხელი გამომიწოდო მე გზასაცდენილ სექტანტს, ამის მაგივრად ცუდ სიტყვებს მეუბნები. სექტანტი ხომ დედის გინებაზე უარესი მიმართვაა მართლმადიდებლურ წრეებში? ე.ი. მაგინებთ, თან ცილს მწამებთ და ამით განადიდებთ მართლმადიდებლობას. წადი ახლა და შენს მამაოს გადაეცი რაც გითხარი. ვნახოთ როგორ მოგიწონებს.
  5. ამას ჩემზე ამბობთ (ჩემი პოსტის ქვეშ გაკეთდა ეს რეპლიკა)? სწორედ რომ ისეთი შეფასებაა, როგორიც მართლმადიდებელს ეკადრება და შეეფერება.
  6. ტერორი და რაც ტერორზე დაფუძნებული, უკვე გულისხმობს იმას, რასაც შენ უშიშრობას ეძახი, ხოლო სინამდვილეში არის თავზეხელაღებულობა და ფანატიზმი, როგორც ტერორიზმის საშენი მასალა. ხომ სიმართლეა ალაჰის პარტიავ?(Hისბოლა) ქრისტეანი საერთოდ არ განადიდებს არავის. ის განადიდებს ქრისტეს - თავის თავში. და არა ეკლესიად წოდებულ ქვის კედლებში. დასტურ. აღქმის გადაცემა შეუძლებელია. ხოლო რწმენა არის აღქმა. და რისი აღქმა ანუ დანახვაც გინდა, ჯერ მისი აღქმის უნარი, ანუ დანახვის ორგანო უნდა განივითარო. ასეთი უნარი კი ყველა ადამიანს აქვს. მთავარი მისი განვითარებაა. ხოლო ეკლესია კი არ განავითარებს, არამედ ახშობს. მას ასევე ახშობს ნებისმიერი მიკერძოებულობა კონკრეტული მსოფლმხედველობისა. მოკლედ, ცნობიერ უნარებზე ვსაუბრობ..
  7. რა საყვარელი ბავშვები ხართ მაგრად ვიხალისე პოსტებზე:
  8. თქვენ ამბობთ, რომ ნეგატიურმა საწყისმა გადაგვარჩინა. მაგრამ ნეგატიური მხოლოდ იმიტომ გადაგარჩენს, რომ გაგაკეთებინოს ის, რაც ბოლომდე მიიყვანს მის საქმეს ხოლო მისი საქმე ჯერ ბოლომდე არ მისულა. ამგვარი გაგებით თქვენ მეტისმეტად ავიწროვებთ ხედვის არეალს. ასე იყო, ოღონდ არასტატიურად და სტაბილურად, რადგან ამ ცნობიერებამ როცა დაიწყო რღვევა, და რღვევის დასაწყისი XIIს.ემთხვევა, სწორედ ამ დროს გარეგნულად ზენიტში იყო ქვეყანა.რღვევა მიმდინარე პროცესი იყო და თავის შედეგებს თანდათან ამჟღავნებდა. თუმცა ამ რღვევას უპირისპირდებოდა ის, რაც ქართული ეკლესიის საყრდენის გამოცლის შემდგომ (ისევ XIIს.მაქვს მხედველობაში) გადაეცა ჰუმანისტური აზროვნების მხატვრულ ფორმას -სიტყვაკაზმულ მწერლობას. მაგრამ რა თქმა უნდა ეს შეუდარებლად სუსტი იმპულსი იყო იმ თანაფარდობაში რაც გააჩნდა XIIს.მდე მოღწეულ ეკლესიის წიაღში დავანებულ სულიერებას.ამიტომ, ამ ნაწილში- მთლად მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი ზემორე ვითარება... ეროვნული ცნობიერება მოსწყდა საერთო საკაცობრიო ცნობიერების განვითარების იმპულსს. ეს არის მისი რღვევის უპირველესი მიზეზი.ამაში" წვლილი" მიუძღვით როგორც იმდროინდელ და შემდგომ (გიორგი ბრწყინვალეზე და გამონაკლისებზე არ ვამბობ) ხელისუფალთ, აგრეთვე ეკლესიას (აქაც არის გამონაკლისი ერთეულები). ცნობიერი განვითარების მისია -ის რაც კაცობრიობის მოწინავე ნაწილის (ქვეყნების) წინაშე იდგა,საქართველომ ვერ შეინივთა. და ერის მმართველთა მეოხებით მოხდა ეს. ხდებოდა და ხდება კიდევაც. თუ დღეს ჯერ კიდევ არსებობს სათანადო რესურსი (რასაც პირადად მე ვერ ვხედავ), ეს გათლიანება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ საზოგად. ცნობიერების მთლიანობის განმსაზღვრელი სამწევრიანობის პრინციპის აღდგენით. მაგრამ ამას არ დაუშვებენ მმართველი ძალები. ეს სამწევრიანობა გამოხატავს სახელმწიფოებრივი ორგანიზმის პრინციპს: 1.პოლიტიკური ცხოვრების მართვა 2.პოლიტიკის ჩარევისაგან, როგორც მისი გავლენის სფეროსაგან სრულიად დამოუკიდებელი მწარმოებლობა (ყოველგვარი საქმიანობა -ეკონომიკა,განათლება,კულტურა) 3.სინდისის თავისუფლება (რწმენისა და მრწამსის ხელშეუხებლობა).მისი სრული ჩაურევლობა პოლიტიკასა და დამოუკიდებელ მწარმოებლობაში,განათლებასა და კულტურაში, როგორც გავლენის სფეროში. კანონები უნდა შეიქმნას ამ 3 წევრიანობის სრული ურთიერთჩაურევლობის (ზეგავლენის) პრინციპის მიხედვით.
  9. ფაქტი: კონკრეტულად -წოდებით ბრუნვაში, მიმართვა თანმყოფი საზოგადოებისადმი: ნუკრიკო რამდენი წლის ხარ? ზოგადად..:: ნუკრიკო და მისი ნასტავნიკები თუ მოვლენ ხელისუფლებაში, ქვეყანაში მეტი სიხალვათე და პრასტორი შეიქმნება. მენშე ნაროდა -მნოგო კისლაროდა;) ჰოი წმ. ქალწულო, და წარმართული აზროვნების ბერები არიან ქრისტიანები, ხომა?
  10. სიამოვნებით. დიდი მადლობა;) კარგია. თორემ სეზონი მოვიდა უკვე და.არადა აქ სანთლით ვერ ნახავ პანტერებს. ჰო გმადლობ: ნანახი არც მქონდა ისე დავწერე. ანუ გააზრება ვერ მოვასწარი:
  11. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ფლორა. რადგან ეს ფლორა არის მისი საკუთარი ჯირკვლოვანი სისტემის(სეკრეცია) შემოქმედება. ასე, რომ, ის აზრი რომ ადამიანი თავისი "ოდესღაც პარტნიორის ფლორას დაატარებს", მომიტევეთ, მაგრამ აბსურდია ამას ყველა ნორმალური ექიმი დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ნიფიცირებებს, ეს სხვა საკითხია და ვთქვი ამაზე უკვე. თუმცა ამ შემთხვევებსაც კი ბევრად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ტოლერანტულია ადამიანი ამ ინფექციების გამომწვევი მიკრობიოორგანიზმების მიმართ. აქ კი მედიცინას ტრანსის ძილით სძინავს.: ძვირფასო მეგობარო, გენეტიკურ მსგავსებას, ანუ კავშირს, რასაც თქვენ ბრძნებთ, მხოლოდ და მხოლოდ სისხლისმიერი კავშირი ანუ ამ შემთხვევაში -დედისეული და მამისეული დნმ ქრომოსომები განაპირობებს. შეხედვით რომ ქალი დაორსულებულიყოს, ერთი ანეგდოტი ვიცოდი რაჭველზე და ახლა ეს მეორეა. სხვა საქმეა თუ ქალი მალავს ამას და შვილი მართლაც სხვისგან ჰყავს. რაზე საუბრობთ ვერ გავიგე... თქვენ ამბობთ, რომ ცხოველის და ფრინველის შთამომავალი იმას კი არ ემსგავსება ვისგანაც ის ჩაისახა, არამედ დედალის წინა პარტნიორს? გარდა ამისა -უზარმაზარი სხვაობაა ამ მხრივ ცხოველისა და ადამიანის რეპროდუქციულ აქტებში მონაწილე ძალებს შორის და მათი შედარება ყოვლად გაუმართლებელია.: როგორ გითხრათ...;) სურვილი განსაზღვრავს.თანაც ფარული. მე იცნობ არასულელ ადამიანს,რომელიც სწორედ ქალწულ ქალს ეძებს და ეს სურვილი გარკვეული მოტივაციებიდან არის აღძრული
  12. არასწორი აზრია ჭეშმარიტება არ უარყოფს არსებულს არამედ ამ არსებულის ნამდვილ არსს ავლენს იმედია ამას მე არ მომმართავთ. საზოგადოდ კი, რაღაცის უარყოფა უკვე ნიშნავს მის აღიარებას რადგან უარყოფა არის ცნობიერი აქტი, ხოლო უარყოფის საგანი არის ცნებითად გამოხატული რეალური ან იდეალური ობიექტი. ჩვენ საქმე გვაქვს რეალიზებულ იდეასთან ან იდეის რეალობასთან. ასე, რომ ადამიანს ძალიანაც რომ უნდოდეს იდეას, როგორც სულის კონკრეტულ ფორმას,ვერსად გაექცევა. მატერიალიზმიც იდეაა ხოლო ეკლესია მთლიანად მატერიალიზმშია დღეს. ამიტომ იმყოფება ეს ორი მოვლენა პაროდიულ-გროტესკულ მდგომარეობაში. დასტურ. მოდერატორს მეტი კორექტულობა მართებს. ვეჭვობ მოსაწონი იყოს უზერების ლანძღვა.
  13. ფიზიკური გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, რაც ადამიანის ფიზიკურ არსებობას განაპირობებს. ასეთად კი დღეს ცნობიერება გვევლინება. ხომ ფაქტია, რომ ადამიანის(კონკრეტული ადამიანის) ცხოვრებას,მის კეთილდღეობას და სიცოცხლის ხანგრძლიობასაც-რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებას გულისხმობს - მისი ცნობიერი აქტები და დამოკიდებულებები განსაზღვრავენ? ჩვენ უამრავი მაგალითი ვიცით ცხოვრებიდანაც, ისტორიიდან თუ ხელოვნების სფეროდან, რომ უკიდურესად რადიკალურ სიტუაციაშიც კი ადამიანის სიცოცხლე უხსნია მის გამნვითრებულ ცნობიერ დონეს. გამჭრიახობას და სიმამაცეს, გადარჩენის მიზნისაკენ ზუსტად გათვლილ და გააზრებულ ქმედებას. ზუსტად ისევე როგორც ადამიანს, ადამიანების სოციუმსაც გააჩნია სოციალური ცნობიერება.ვთქვათ, ეროვნული ცნობიერება. და როდესაც, ეს სოციალური (ამ შემთხვევაში ფართოდ -ეროვნული) ცნობიერება არის ნორმალურ მდგომარეობაში, ანუ არის ჯანმრთელი, მაშინ სოციალური ცხოვრება არის მოწესრიგებული და პროგესისაკენ მიმავალი. რას ნიშნავს სოციუმის ცნობიერების ნორმალური ანუ ჯანმრთელი მდგომარეობა? რაში გამოიხატება ის? ის, ისევე როგორც ინდივიდუალური ადამიანის ცნობიერების ნორმალური მდგომარეობა, გამოიხატება მთლიანობაში. ადამიანების ერთობის,ანუ სოციუმის არსებობისა და მოწესრიგებულობის,პროგრესულად განვითარების ხარისხს განსაზღვრავს მისი ცნობიერების მთლიანობა ცნობიერების მთლიანობა კი ემყარება საზოგადოების ცხოვრების შინაარსებისა და ფორმების გარკვეულ წესრიგს. გარკვეულ პრიმატებს,გარკვეულ პრიორიტეტებს,რომლებიც გვევლინებიან დომინანტებად და აწესრიგებენ სხვა დანარჩენი შინაარსების სიცოცხლის უნარიანობას მათს ჰარმონიულ თანაარსებობაში. ჩვენ, როგორც სოციუმის უმაღლეს ფორმას -ერს, გარკვეულ ფორმაციათა გამჭოლ გაგვაჩნდა ერთიანი ეროვნული ცნობიერება. ამან გადაგვარჩინა. სოციუმის ეს ერთიანი ცნობიერება დაირღვა არა გარე მიზეზების გამო. გარე მიზეზი ყოველთვის არის მაპროვოცირებელი ნებისმიერი ორგანიზმისათვის, რათა გამოვლინდეს დაავადების სიმპტომი. ერთიანი ცნობიერება დაირღვა შიდა გარემოებათა გამოისობით. თუ რა გარემოებები იყო ეს, ამაზე საუბარს პრინციპულად მოვერიდები. და რღვევის პროცესი იყო მრავალსაუკუნოვანი. თუ ამ ყველაფრის შესწავლის გულწრფელ სურვილს ვინმე დააყენებს პირად ამბიციაზე მაღლა, მაშინ იქნებ დიაგნოზიც სწორად დასმულიყო. და მერე ის ადამიანური რესურსიც შესწავლილიყო,რამაც უნდა გამოიწვიოს რეანიმაციის პროცესი. ყველა ობიექტი, რასაც არ უნდა მივადგეთ, ჩვენ ამ ცნობიერებაში, არის ღია ჭრილობა კიარადა ნეკროზი. პრობლემა გლობალურია. რანაირად მოხერხდება წინამძღოლებთან საუბარი როცა ისინი პირდაპირი გამტარები და შემსრულებლები არიან რღვევის ამ პროცესისა? ხაზგასმით ვამბობ: ცნობიერების ყველა სფეროს ეხება ეს. უკლებლივ.
  14. ლ ი ც ი მძიმე საქმე მთხოვე ამ თემაში რამოდენიმე პრობლემას გამოვყოფ და შევეცდები ეს პრობლემები გამოვკვეთო აზრით მისაწვდომ დონეზე. თემის ავტორი გვეუბნება: 1.ჩვენი მიზანია დავინახოთ პრობლემა. 2.ამ პრობლემას ქართველი მოაზროვნე და ჰუმანისტი ასე ხედავდა: 3.თემის ავტორი გვეუბნება, რომ ის პრობლემას ხედავს - სულიერ გადარჩენაში. (თუ ვცდები თემის ავტორი შემისწორებს)4.თემაში გამოთქმულია სავსებით რეალური აზრები,არა პესიმისტურ-რადიკალური, არამედ რეალური აზრები: თემაში გამოთქმულია აზრები, რომ საფრთხე არ არსებობს: და არის რეალური საფრთხის ზოგადი გრძნობა: აგრეთვე რადიკალურად საპირისპირო აზრები იმის თობაზე, რამაც, როგორც ერთნი აღიქვამენ- გადაგვარჩინა, ხოლო მეორენი თვლიან რომ სწორედ მან მოგვიტანა ზიანი ასევე რადიკალურად განსხვავებული აღქმები:-ა)კომუნისტ.რეჟიმმა უმძიმესი დარტყმა მოგვაყენა,ბ)კომუნისტებს არაფერი გამოუვიდათ... მძიმე სურათია მეგობრებო. უმძიმესი. მე ვიტყოდი -აგონიური... ლიცის თხოვნით, ქვემოთ შევეცდები აზრის დონეზე ამოვატივტივო ის, თუ რასთან გვაქვს საქმე. ზემორე ამონარიდებიც ამასთან დაკავშირებით მოვიყვანე.
  15. ეს უკვე ლახავს თავისუფლების პრინციპს მართლა აირიე მგონი
  16. უუსაზიზღრესი ფორუმი. სიმყაყის და მხრჩოლავი გაზების საბადო ხო არ ვიცოდი. მაგრამ თვალში მხვდებოდა პოეტების გვარებს რომ აწერდი ქვემოთ
×
×
  • შექმენი...