Jump to content
Planeta.Ge

shavlego91

პლანეტელი
  • პოსტები

    981
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shavlego91

  1. ქართველმა კომკავშირელებმაც მიიღეს მონაწილეობა ინგუშების დარბევაში 1944 წელს...მაგრამ დეპორტაციის შემდეგ ქართველებმა უყოყმანოდ დატოვეს ინგუშების ,ბალყარელების, ყარაჩაელების სახლები, თანაც თითო სული საქონელი ,ფრინველი დაუტოვეს ,რომ ცხოვრება მთლად ნულიდან არ დაეწყოთ... სხვა ერებმა პირიქით მათ წაართვეს ტერიტორიები,სახლები...
  2. რა გაერთიანება ,რა რეიტინგები? თავს იტყუებთ, თითქოს აქ არჩევნებით წყდება ყველაფერი... ვინც დაინიშნა მას გამოუყოფენ გოგორიშვილ-ლომინაძე.......ეს გაფორმდება ყვერლაფერი...არჩევნებით მანიპულირება დემოკრატობანას თამაშია და თავი დაანებეთ ყოველწუთიერ ტყუილებს
  3. საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე თენგიზ სიგუას მოსმენისას ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციით ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დაინტერესებაზე ეჭვები გაჩნდა. სიგუამ საეჭვოდ მიიჩნია რუსეთის ფედერაციის ექსპრეზედენტ, ბორის ელცინის ზარი ედუარდ შევარდნაძესთან. სიგუას თქმით, ბორის ელცინმა ედუარდ შევარდნაძეს შესთავაზა, ხომ არ გაეყოთ საქართველო ორ ნაწილად – დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოებად. დასავლეთ საქართველოს მეთაურად ყოფილიყო ზვიად გამსახურდია, აღმოსავლეთ საქათველოსი კი ედუარდ შევარდნაძე. სიგუას მიაჩნია, რომ ამის განხორციელება სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა ედუარდ შევარდნაძეს; “ამან დააჩქარა მოვლენები, რაც შემდეგ განვითარდა”, – განაცხადა სიგუამ. ამასთან, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისიის სხდომაზე ითქვა კიდევ ერთი ინფორმაცია რუსეთიდან ედუარდ შევარდნაძის დავალებით ჩამოსული ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნის შესახებ. კერძოდ, ეს ადამიანი, რომელიც საქართველოდან რუსეთში წასული ყოფილი მაღალჩინოსანი იყო, თბილის ზღვაზე შეხვდა თენგიზ კიტოვანს და ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. თენგიზ ზიგუას ამ ადამიანის სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება კომისიას შეუძლია. სუგუამ გაიხსება იგორ გიორგაძის სიტყვებიც. კერძოდ, ზვიად გამსაუხრდიას დასავლეთ საქართველოში გადასვლისას, როდესაც მის დევნას ქართველი სპეცსამსახურები ახორციელებდნენ, იგორ გიორგაძემ ედუარდ შევარდნაძეს გამსახურდიას დაკავება შესთავაზა, თუმცა შევარდნაძისგან მიიღო პასუხი, რომ მას “ცოცხალი ზვიად გამსაუხრდია არ სჭირდებოდა”. ამის შემდეგ, სიგუას ინფორმაციით, გიორგაძის მიმართ ედუარდ შევარდნაძემ ნდობა დაკარგა და დავალებებს ავთანდილ იოსელიანი ასრულებდა. ამასთან, კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ კი დღეს განახცადა, რომ საქართველო ორ ნაწილად დაყოფის იდეის განხორციელების შემდეგ მთელი საქართველოს მეთაური კვლავ ზვიად გამსახურდია გახდებოდა, ედუარდ შევარდნაძეს კი საქართველოს დატოვება მოუხდებოდა.
  4. არცერთი,ყველანი ედუარდ ორჯონიკიძის შვილებია...მე მათი...მამათი...
  5. ქართული საზოგადოების დიდი შეკრება 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში გაიმართება, სადაც ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით საზოგადოება თავის სათქმელს იტყვის, - ამის შესახებ საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელმა დავით მაღრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს შეკრება გამარჯვების გზაზე გადამწყვეტი იქნება. მისი თქმით, იმედი აქვთ, რომ ყველა ერთად, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ერთად დადგება და ერთად გამოკვეთს ოპოზიციის საერთო კანდიდატს. “ბრძოლის გზაზე გამოიკვეთება კანდიდატურა. ჩვენ ალასანიას ნაბიჯს მხარს ვუჭერთ. ეს ისტორიული დღეა, სადაც იწყება რეალური ალტერნატივის გამოკვეთა. ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე, რომელსაც ქართული საზოგადოებაც მხარს დაუჭერს. დღეს არ ვარ მზად კონკრეტულ კანდიდატზე სასაუბროდ”, - განაცხადა დავით მაღრაძემ....პ.ს. ბარემ 25 თებერვალი აგეღოთ და სრული იდენტური იქნებოდით ედუარდ ორჯონიკიძის რევკომ-მოქალაქების...მოგნატრებიათ მამათი...
  6. ლ ი ც ი "დაიცავი საქართველოსა"(მოქალაქეთა კავშირი) და ნოღაიდელს შორის რამე განსხვავებაა ორიენტაციებში, ბიოგრაფიულად,კორუფციულად...? კაგდა სიდიშ გავნე სიდი ი ნი ჩირიკაი?! :beach: ამ მდგომარეობაში ვართ მთელი საქართველო!
  7. ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება ძირითადი დასკვნები რუსთველის პოეტური სამყაროს სწორი გაგებისათვის აუცილებელია „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველების ღრმა შესწავლა, რაც გულისხმობს პოემის ფაბულისა და სჲუჟეტის, მისი მხატვრული სტრუქტურის სიმბოლურ და ალეგორიულ ინტერპრეტაციას. შუასაუკუნეთა როგორც დასავლურ ისე აღმოსავლურ ლიტერატურაში უაღრესად დიდ როლს ასრულებდა ალეგორია, რაც ანტიური ეპოქიდან იღებს სათავეს, როდესაც პოეზია, ლიტერატურა ჯერ კიდევ განუყოფელი იყო მითოლოგიისა და რელიგიისაგან. ვეფხისტყაოსანში აირეკლა შუასაუკუნოებრივი ქალის კულტი, რომელიც ღვთისმშობლის, ქალწულ სოფიას (საღვთო სიბრძნის, ანუ სულიწმიდის) რელიგიური კულტის სიმბოლური გამოხატულებაა როგორც დასავლურ კურტუაზულ ლიტერატურაში, ასევე აღმოსავლეთის სუფისტურ პოეზიაში. საქართველოში ქალის რელიგიური თაყვანისცემა გამოვლინდა თამარ მეფის კულტში, რაც განსაკუთრებით მკვეთრად აისახა შავთელისა და ჩახრუხაძის სახელით ცნობილ ოდებში, ასევე „ვეფხისტყაოსანში“, ისტორიულ პროზაში და ფოლკლორში. თამარის ალეგორიული სახელები ვეფხისტყაოსანში „ნესთ ანდარე ჯეჰან“ (არ არის ქვეყანად) და „თინათინ“ (სარკისეული ანარეკლი ნათლისა) მიგვითითებენ ღვთაების ორ ასპექტზე, დაფარულზე და ცხადქმნილზე, შეუმეცნებელზე და შემეცნებადზე, გამოუვლენელსა და გამოვლენილზე, აგრეთვე ორ საღვთისმეტყველო გზაზე: აპოფატურზე (უკუთქმითზე) და კატაფატურზე (წართქმითზე), რომელთა არსიც გადმოცემულია არეოპაგიტულ ტრაქტატებში. თამარის კულტი უკავშირდება აგრეთვე ბუნების დიდი დედის, ნაყოფიერების მდედრობითი ღვთაების, ხოლო ქრისტიანობაში ღვთისმშობლის კულტს, რომლის სხვადასხვა სიმბოლურ ატრიბუტებს ატარებენ ვეფხისტყაოსნის გმირი ქალები. ამავე დროს ვეფხისტყაოსანში აირეკლა წმიდა მხედრის, წმიდა გიორგის კულტი, რომელიც ქართულ ქრისტიანობაში და ფოლკლორში ქრისტეს, შუამდგომელ-მედიატორის დონეზე დგას და მის ატრიბუტებს ატარებს; თუ ქალის კულტი ღვთის მარადქალური ასპექტის თაყვანისცემაა, წმიდა მხედრის კულტში ვლინდება ღვთის ე. წ. ღმერთმამაკაცებრივი მოქმედება, რომლის სიმბოლური სახეა წმ. გიორგი (იერარქიულად მიქაელ მთავარანგელოზი). რამდენადაც ქართული ეროვნული ცნობიერება ქრისტიანობას აღიქვამდა მებრძოლ ასპექტში, ღმერთმამაკაცებრივი საწყისის ყველაზე უფრო სრულქმნილი სიმბოლური გამოხატულება ქართველობისთვის იყო წმიდა გიორგი, რომელიც ფოლკლორში ხშირად აჭარბებს კიდევაც ქრისტეს ძალმოსილებით. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ძე, ღმერთმამაკაცი არის ამავე დროს ზეციური არქეტიპი ადამიანობისა, ზეციური ადამი ანუ პირველკაცი, მაკროანთროპოსი ანუ კაბალის ადამ კადმონი, რომლის სახედ და ხატად არის შექმნილი კაცობრიობა. მითოლოგიაში ზეციურ პირველკაცს ვარსკვლავიანი ცა მოსავს, როგორც ვეფხის ტყავი (დაწინწკლული), რაც არის განსახიერება სამყაროსი, უძრავ ვარსკვლავთა ცისა, ფირმამენტუმისა. ამიტომ არის ვეფხის ტყავი სიმბოლო ინიციაციისა, საზეო განათლებისა, ქვენა სამყაროზე, ქვენა ვნებებზე გამარჯვებისა, სულიერი ძალმოსილებისა და სიბრძნისა, ამის გამო ანტიური მითოლოგიის ღმერთები, გმირები და მისტერიათა ქურუმები ატარებენ მას. ვეფხის ტყავი მოსავს ღმერთ დიონისეს, ინდურ ღმერთს, შივას, შაჰ-ნამეს პირველკაცსა და პირველმეფეს, ქეიუმარსს, როსტომს, ბერძნულ სამყაროში პარისსა და იაზონს, ძველ ეგვიპტეში ჰერმეს–ტოტის ქურუმებს. აქედან მოდის ქვენა სამყაროზე (დრაკონზე) გამარჯვებული ღვთაების, მზიური გმირის კულტი ყველა ხალხების რელიგიებსა და მითებში. მზიური გმირები ბოროტების ქვესკნელურ ძალებზე გამარჯვებით უბრუნებენ კაცობრიობას დაკარგულ ღვთაებრივ ცნობიერებას, აზიარებენ მას სიკეთის, ჭეშმარიტებისა და მშვენიერების იდეალს, რაც მითებში, ზღაპრებში და ეპოსში სიმბოლიზებულია ქალით, საუნჯით, ოქროს საწმისით, ფილოსოფიური ქვით, წმიდა გრაალით. ქართულ მითოლოგიაში ქვესკნელის, ქტონური სამყაროს სიმბოლოა ქაჯეთი (ქაჯავეთი) ნეგატიური დემონების საუფლო, რომლის დალაშქვრის შედეგად წმიდა გიორგი და სხვა ღვთის შვილები მოიპოვებენ განძს, თასს, ხოლო ზოგ შემთხვევაში გამოიხსნიან სამძიმარს, მზექალს და აშექალს. ეს არის გზა წმიდა გიორგისეული ინიციაციისა. ვეფხისტყაოსანშიც ჰეროიკული სიმბოლური დრამა მოცემულია ქართული მითოლოგიისათვის დამახასიათებელი სახელის გამოყენებით. ვეფხისტყაოსანი მხატვრული პირობითობის ენაზე ასახავს ინიციაციური სიბრძნის ძირითად იდეებს ქართული საღვთისმეტყველო აზროვნებისა და მითოლოგიისათვის დამახასიათებელი ფორმით. იგი არის ერთგვარი სინთეზი სინკრეტული ეზოტერიზმისა, მოცემული მხატვრულ ენაზე. ავტორის მიზანია კაცობრიობის სულიერი განვითარების სხვადასხვა გზების შეჯამება ეზოტერულ-ქრისტიანული მოძღვრების საფუძველზე. ამის გამო პოემის სახისმეტყველების ძირითადი გასაღებია ანტიურობისა და შუასაუკუნეების ეზოტერული სიბრძნე. წიგნის სრული ვერსია http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=/dli...a%26isframe%3D1 მან "ვეფხისტყაოსანში" ბიბლიის მხატვრული ასახვა დაინახა და გენიალური პოემა უფრო დიადი გამოჩნდა!
  8. 09:34, 20.02.2010 სოზარ სუბარი: ოპოზიციის ერთობას თუ დასჭირდება, მზად ვარ საერთოდ წავიდე პოლიტიკიდან გია ჭანტურია ისე აქებს გიგი უგულავას, მიკვირს რატომ არ ინიშნება მისი საარჩევნო შტაბის უფროსად. თუ ასე ძალიან მოსწონს უგულავა, რატომ იბრძვის მის ვითომცდა მის შესაცვლელად... ერთია ყველა...სხვის დაკრულზე მოცეკვავენი
  9. ერთია გიორგი მეორე და მისი გადაყენებით დავით მეოთხე აღმაშენებელი დაჯდება! “დაიცავი საქართველოს” ახალი იდეა: პრაიმერი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის...დაიცავი საქართველო მოქაქეთა კავშირის -გვარდიააა...მოგნატრებიათ მამათიიი.... დედა....მე მათი!
  10. ილია არაა ჩემი კუმირი © ნეტარი ГРЕЧИХА გიორგი თარგამაძე იყო ჩემთვის მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო სიმართლისთვის © ნეტარი ГРЕЧИХА ალასანია კულინარიელებში რომ იყო კარგია - გამეხარდა, გვეღირსა ქუჩის მცოდნე აკადემია გამოვლილი პრეზიდენტი © გლურჯიძე..... ლევან გაჩეჩილაძე: "ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ ვიბრძვით სუფთა ხელებით, ცარიელი გულით და თავით" ქურდი და ავაზაკი ჩემთვის არაა დიდი ცოდვა © რობიკო რა აკლდა ილიას? კაი სახლი ჰქონდა, კაი ბანკი ჰქონდა ... © რობიკო შენთანა ვართ, გია! ილია ხარ და გაგვიძეხი, გია! @ ჯიგარი კაცი ყველას სიები გვაქვს და მიშა რომ წავა, თქვენზე ნადირობა წავა @ გუბაზი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას ჯერ თბილისი დავიბრუნოთ @ დათო მაღრაძე92-ში დაიწყო საქართველოს აღორძინება @ ვაჟა ლორთქიფანიძე რესტორნებში ვიწყებ ქართველებზე ნადიორბას, სასმისებს დავამხობ თავზე @ გუბაზი ......წმინდა გიორგი ჩასახლდა შენ სხეულში 6 მაისს გია @ ღირსეული ქალი.......რუსის ჩექმა გვირჩევნია, მიშას ჩექმას....... @ ღირსეული კაცი კავკასიაზე ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს... @ მამუკა კაციტაძე.................. ასეთია მომავალი მარიონეტული მთავრობის სახე...ამის უკან საქმეებს თუ გადავხედავთ კენგურუებთან და იმის იქით ზელანდიაში გაიქცევი კაცი !!!
  11. ასიის პარლამენტებთან ურთიერთობის ჯგუფის მიერ მომზადებულ განცხადებას ეხმაურება სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 19 / 02, 2010 20:24 Print Font size: Decrease font Enlarge font image ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა საქართველოს პარლამენტის ჩრდილოკავკასიის პარლამენტებთან ურთიერთობის ჯგუფის მიერ მომზადებულ განცხადებას ეხმაურება. ~პრეზიდენტ სააკაშვილის არაადეკვატურმა მოქმედებამ სისტემატური, პრაქტიკულად უწყვეტი ხასიათი შეიძინა. ეს მოქმედება დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას და ახალ საფრთხეებს უქმნის. დღეს, საქართველოს მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო ჩრდილოეთკავკასიელ ხალხებთან რუსეთის ხელისუფლების გვერდის ავლით, პირდაპირ თანამშრომლობას იწყებს. აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის ე.წ. ჩრდილოკავკასიის პარლამენტებთან ურთიერთობის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მოამზადა შესაბამისი წერილი, რომელსაც ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებს გაუგზავნის. რუსეთის დუმის წევრებმა ქართველ პარლამენტართა ამ ინიციატივას მწვავე შეფასება მისცეს. ისინი აფასებენ ამას კავკასიაში დესტაბილიზაციის მცდელობად და სეპარატისტული ძალების მხარდაჭერად და წახალისებად~, - ნათქვამია ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის ეს ინიციატივა სააკაშვილის პირდაპირი მითითებით ხორციელდება. ~სააკაშვილისთვის აშკარად კარგია ყვლაფერი ის, რამაც შეიძლება გააღიზიანოს რუსეთის ხელისუფლება. საკუთარი შელახული თავმოყვარეობისა და პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის სააკაშვილი მზადაა გაწიროს ჩვენი ხალხის ინტერესები~, - აღნიშნულია განცხადებაში. ~მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის~ გმობს პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მოქმედებას. ~ჩვენ კვლავაც არ დავიშურებთ ჩვენს ძალისხმევას, გავაღრმაოთ და განვავითაროთ დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით~, - აცხადებენ ნოღაიდელის პარტიაში. პ.ს. რუსებმა ჩრდილო კავკასიაში ქართველების ჩართვა უნდათ ,რათა ორი კურდღელი დაიჭირონ- ერთი სიტუაცის მოგვარებაში დაიხმარიონ და მეორე ერები ერთმანეთს დაგვაპირისპირონ! 1944 წელს ვაინახების გასახლებისას მათ ქართველი კომკავშირლები ამისთვის ჩართეს!!! +++ ცრუ გიორგი მაგარია..
  12. :lol: ძუკუ მე აქ თბილისში მქონდა მასთან შეხვედრა და მერე გროზნოში რამდენჯერმე...
  13. მარტო რუსოფილია, ადამიანი დოლარებზე ნადირობს, ხალხით მანიპულირებს ამისათვის...
  14. მინუს ერთი“ გამოგონილი და თითიდან გამოწოვილი მოდელია, - ამის შესახებ, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (“უცნობი”) დღეს, “დაიცავი საქართველოს!” ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა. „მინუს ერთი საერთოდ არ მიყვარს. ან ყველა, ან არავინ“ – აღნიშნა “უცნობმა”. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მას ზურაბ ნოღაიდელი „საკანი 5“–ის დახურვის შემდეგ საერთოდ არ უნახავს. “ალასანიას და „ალიანსს“ თუ მოლაპარაკებები აქვთ ნოღაიდელის წინააღმდეგ, ჰკითხეთ მათ. თუ ამ რეჟიმს ნამდვილად ებრძვიან, დღეს ქვეყანაში მინუსი მიუღებელია“,-დასძინა “უცნობმა”. რესპუბლიკელებისა’’ და მემარჯვენეების ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და დავით გამყრელიძემ 17 თებერვალს ოპოზიციას გაერთიანების ფორმულა შესთავაზეს. ‘’ყველას მინუს ერთი’’ – ამ ფორმულაში ‘’ალიანსის’’ ლიდერები ოპოზიციის ერთობას ნოღაიდელის გარეშე გულისხმობენ, რის მიზეზადაც ექსპრემიერის პრორუსული კურსი სახელდება.
  15. არატრადიციული ორიენტაციის რელიგიაში, სექსში,არაქართული -პოლიტიკაში....მხოლოდ ამათ მივცეთ არჩევნებში მონაწილეობისა და დეპუტატობის უფლება... :ravic:
  16. ლ ი ც ი-----ამ ლოზუნგებით უნდა გავიდნენ არჩევნებზე?! იქნებ ვკითხოთ... გია იყავი და წმინდა გიორგი გახდი, ყველაფერი ისე შეგისრულდეს როგორც ეს შეასრულე @ ღირსეული ქალი......ბაღაფში კაი კაცი ყოფილა, ჩვენ ვერ გავუგეთ ქართველებმა აფხაზებს © ნეტარი ГРЕЧИХА ყველაფერში ამერიკაა დამნაშავე © ნეტარი ГРЕЧИХАშოთა გორგოძე და ჯუმბერა პატიაშვილი ნამდვილი პატრიოტები არიან და 20 წელია იმ სევდას დაატარებენ © ნეტარი ГРЕЧИХАგუშინ ველაპარაკე ლევანს და მითხრა - ყველაფრის წყნარად დამთავრების ერთადერთი შანსი არის რომ მიშამ გადმომაბაროს ხელისუფლება © ნეტარი ГРЕЧИХАედუარდ შევარდნაძეს შიშის გრძნობა არ გააჩნდა © ნეტარი ГРЕЧИХА დღეს რომ შუქი გვაქს მირცხულავას დამსახურებაა © ნეტარი ГРЕЧИХА ბურჯანაძემ ყველაფერი იცის მათზე და უნდა გამოვიყენოთ ამ "ომში" © ნეტარი ГРЕЧИХАშევარდნაძეს ტერიტორიები არ დაუკარგია © ნეტარი ГРЕЧИХА პალატადაყუდებული შევარნაძის წინააღმდეგ ამდენი ხალხი არ გამოსულა © ნეტარი ГРЕЧИХА კაცო ვაღიაროთ აფხაზეთი, მაინც აქ არ იქნება, ხომ არ გარბის?" © ნეტარი ГРЕЧИХАშენნაირი ადამიანები რომ წავიდნენ მაკა - ტრაგედიაა ამ ქვეყნისთვის © ნეტარი ГРЕЧИХА მაკა ასათიანი აქ რომ ყოფილიყო, ომი არ იქნებოდა © ნეტარი ГРЕЧИХАლევანს ოქროს დიპლომზე აქვს სკოლა დამთავრებული © ნეტარი ГРЕЧИХА სააკაშვილი ადგილზე ზის და ჩვენ სკამების გადანაწილება დავიწყეთ უკვე © ნეტარი ГРЕЧИХА შევარდნაძის დროს კარგად ვცხოვრობდით, ჩახუტებულებიც ვიყავით... რუსებმა კიდევ იმიტომ დაგვარტყეს, რომ ჩვენ ვუკიკინებდით © ნეტარი ГРЕЧИХА ყველა ჯიგარი და ნამდვილი ქართველი დღეს ჩემს გვერდით დგას © ნეტარი ГРЕЧИХА დაუშვათ შეხვედი რესტორანში და სხედან კანადელები, ევროპელები, ამერიკელები და რუსები. ვისთან დაჯდები? ხო რუსებთან დაჯდები? © ნეტარი ГРЕЧИХА ჯიგრული რეფერენდუმი და ჯიგრული არჩევნები © ნეტარი ГРЕЧИХА შიგ ხომ არა გაქვთ? © ნეტარი ГРЕЧИХА ჩავიხადეთ, გადავიკუზეთ და მოდიიიიიით დავიყვირეთ © ნეტარი ГРЕЧИХАმე 50 მილიონზე მეტი არ მინდა, ღორი კი არ ვარ - დანარჩენს ღარიბებს დავურიგებ © ნეტარი ГРЕЧИХA მაინც გიჟს მეძახიან და ბარემ ბოლომდე ვიყო გიჟი © ნეტარი ГРЕЧИХА ილია არაა ჩემი კუმირი © ნეტარი ГРЕЧИХА გიორგი თარგამაძე იყო ჩემთვის მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო სიმართლისთვის © ნეტარი ГРЕЧИХА ....ამერიკის ასაკის თუთის ხე მიდგას ეზოში © ნეტარი ГРЕЧИХАდიალოგი ეშმაკის ენაა © სალომე მართლმადიდებლურად ვიდგებით! © ეკა ბესელია იწყება ანტიტერორისტული მოძრაობა @ მაღრაძე..ფაშიზმმა ააყვავა გერმანია © ესაძე ალასანია კულინარიელების ბანდაში თუ იყო ესე იგი ქუჩაც გავლილია აქვს და კარგია © "ღირსეული" ქართველი ალასანიას ხმა რო დაურხიეს, რომელიღაც ბანდაში იყოო იმედი მომეცა, იქნება ქუჩაც ნანახი აქვს ამ ბიჭს და რაღაცა წესებს ემორჩილება © "ღირსეული" ქართველი ერთი ძღინკიანი ერი ვართ © გლურჯიძე ... ალასანია კულინარიელებში რომ იყო კარგია - გამეხარდა, გვეღირსა ქუჩის მცოდნე აკადემია გამოვლილი პრეზიდენტი © გლურჯიძე..... ლევან გაჩეჩილაძე: "ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ ვიბრძვით სუფთა ხელებით, ცარიელი გულით და თავით" ქურდი და ავაზაკი ჩემთვის არაა დიდი ცოდვა © რობიკო რა აკლდა ილიას? კაი სახლი ჰქონდა, კაი ბანკი ჰქონდა ... © რობიკო ამ კვირაში თუ არ მოახერხებთ, საქართველო აღარ იარსებებს © რობიკო ვინც ეხლა ქუჩაში დგას, იმის ნახევარი სკამებზე ოცნებობს © რობიკო ხელოვნები იქ დგანან და ელოდებიან კარგ ადგილებს... © რობიკო მიტინგებს რომ ვუყურებ ვხედავ უვიც ხალხს © რობიკო შენთანა ვართ, გია! ილია ხარ და გაგვიძეხი, გია! @ ჯიგარი კაცი ყველას სიები გვაქვს და მიშა რომ წავა, თქვენზე ნადირობა წავა @ გუბაზი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებას ჯერ თბილისი დავიბრუნოთ @ დათო მაღრაძე 92-ში დაიწყო საქართველოს აღორძინება @ ვაჟა ლორთქიფანიძე რესტორნებში ვიწყებ ქართველებზე ნადიორბას, სასმისებს დავამხობ თავზე @ გუბაზი ......წმინდა გიორგი ჩასახლდა შენ სხეულში 6 მაისს გია @ ღირსეული ქალი.......რუსის ჩექმა გვირჩევნია, მიშას ჩექმას....... @ ღირსეული კაცი კავკასიაზე ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს... @ მამუკა კაციტაძე..................
  17. შვილიშვილი ბაბუას უყვებოდაო ამაზეა ნათქვამი... :ravic:
  18. lasha_alo ამ ლოზუნგით გავლენ ხალხში?!....ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს... @ მამუკა კაციტაძე ..!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
  19. “ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ აკონტროლებს რუსეთი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას გაზისა და ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით. ეს ძალიან შემაშფოთებელია დანარჩენი ქვეყნებისთვის”, - აცხადებს ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე მაიკლ იენსენი პრესა.გე-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ერთი სიტყვით, ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები რუსულ-ქართული დაპირისპირემისადმი საერთაშორისო პოლიტიკის შენელების მიზეზებს სხვადასხვა მოტივებით ხსნიან. ამასობაში კი რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა პრეზიდენტი სააკაშვილი პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა. ოპოზიციის ლანძღვის ფონზე, სააკაშვილის ხელისუფლება ხან ავღანეთის გზასთან დაკავშირებით ცდილობს საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას, ხანაც შეიარაღებას ითხოვს, ხან კი ავღანელი პოლიციელების გაწვრთვნისთვის მზადყოფნას გამოხატავს. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის რეალური ნაბიჯები არც ნატოსა და არც სხვა საერთაშორისო გაერთიანებების მხრიდან აღარ იდგმება და არც მწვავე შეფასებები კეთდება. რუსეთზე ზეწოლის პროცესიც, ფაქტობრივად, შენელებულია. უფრო მეტიც, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ნაბუქოს” გაზსადენის პროექტიც შეფერხდა, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთ გარანტად განიხილებოდა. პრესა.გე: ქართული მხარე აქტიურად აყენებს ქართული ჯარის შეიარაღების საკითხს, რამდენად გაქვთ რეალური დახმარების იმედი? თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე: – ქართულ მხარეს აქვს აბსოლუტურად დასაბუთებული პოზიცია -ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინაარმდეგო თავდაცვითი სისტემების შეძენის აუცილებლობის თვალსაზრისით. ეს საკითხები მუდმივად ისმება, რამდენად პერსპექტიულია იქნება, არ ვიცი. ავღანეთის გზასთან დაკავშირებით რამდენად სერიუიოზულად განვიხილებით ნატოს მხრიდან? - ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ამ მისიაში საერთოდ განვიხილებით. ჩვენი პოზიცია დაფასებულია ყველა დონეზე, როგორც უშუალოდ მისიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დონეზე. ეს ჩვენთვის საკმარისია. თუ დამატებით ფუნქციას შეიძენს საქართველო ამ მისიის განხორციელებაში, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. დაკარგა თუ არა საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და გვენდობიან თუ არა ისინი, რაზეც ძალიან ხშირად აპელირებს ოპოზიცია? - არა, რა თქმა უნდა,. ამის ბევრი საბუთი არსებობს. მთლიანობაში, ცვლილების სტადიაშია ზოგადპოლიტიკური სიტუაცია მსოფლიოში. ამას თან ერთვის ეკონომიკური კრიზისი. ამიტომ, თუ რაღაც საკითხებზე აქცენტირება ისე მწვავედ არ ხდება, როგორც აქამდე, ესეც გასაგებია. ანუ რუსეთმა დიპლომატიური ომიც მოგვიგო? - არ მოუგია ეს ომი, მანამ, ვიდრე ამ შენობაზე რუსლი დროშა არ იფრიალებს”. რუსული დროშა კი უკვე ფრიალებს სამაჩაბლო-საქართველოს “საზღვარზე”. - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და დანიის პარლამენტის დელეგაციების თავმჯდომარე მაიკლ იენსენი: – “ჩვენ ჩვენი თვალით გვინდოდა, გვენახა, რა ხდებოდა საქართველოში. ვიდრე აქ ჩამოვიდოდით, რუსულ მხარესთანაც გვქონდა შეხვედრა. ჩვენ საუბრები გვქონდა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და გვითხრეს, რომ რეალურად არ იციან, რა ხდება რუსეთ-საქართველოს შორის. თქვენ ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში ჩვენ საშუალება გვქონდა გვენახა ე.წ. საზღვარი რუსეთ-საქართველოს შორის. იქ ნანახმა ყველა ეჭვი გააქრო. საინტერესო იყო იმის ნახვა, რომ ე.წ. საზღვარზე კონფლიქტურ რეგიონში რუსული დროშაა აღმართული. პირადად მე, ჩართული ვარ ევროსაბჭოს განხილვებში, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება. მომხრე ვიყავი, რომ რუსეთისთვის ჩამოგვერთვა ევროსაბჭოს აკრედიტაცია. საქართველოში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ, ყველაზე კარგად რაც გავიგეთ, ისაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე მკაცრი და არა - რბილი ფორმებით. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არ სძინავს. პუტინის მთავრობაზე ზეწოლა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ არა ისე, რომ მხოლოდ ვისაუბროთ, ვისაუბროთ და ვისაუბროთ. რამდენიმე ქვეყანა ბედნიერია, რომ პარტნიორად რუსეთი ჰყავს, მაგრამ არიან ქვეყნები (მაგალითად ბალტიისპირეთის), რომლებიც შეშფოთებულები არიან არსებული სიტუაციით. რა გარანტიაა, რომ რუსეთი იქაც .იგივეს არ იზამს? ვერავითარი რბილი ხერხებით რუსეთზე ზეწოლა ვერ მოხდება. პრესა.გე: - თუმცა, ფაქტია, ევროპამ შეაჩერა ზეწოლა რუსეთზე. დანიის დელეგაცის ვიზიტი რამდენად იმოქმედებს ევროსაბჭოს განწყობაზე გაამკაცროს პოლიტიკა რუსეთის მიმართ? - მე მჯერა, რომ ვინაიდან, ჩვენ მაინც ერთი ოჯახი ვართ (ჩვენ ოჯახში საქართველო ჩვენს მეგობრად მოიაზრება, ასევე სხვა ევროპელებიც), ეს ვიზიტი იმოქმედებს და ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი ხმა იქამდე მიაღწევს, რათა რაღაც პოზიციები ზოგმა შეცვალოს და ყველაფერს გავაკეთებთ, რაღაც გავლენა ჰქონდეს. მე შემიძლია, დაგპირდეთ თქვენ, რომ ევროპის საბჭოში ამ დღის წესრიგს არ მოვეშვები და ყოველთვის ვიმოქმედებთ. გასაგებია თქვენი პოზიცია, მაგრამ აქ არსებობს მეორე პრობლემა – ევროპის ენერგოუსაფრთხოება. ევროპამ თავის თავზე გამოსცადა შარშანდელი ცივი ზამთარი., რამაც ის ძალიან შეაშინა. საქართველოს პრობლემამ გვერდზე გადაიწია. ალტერნატიული ენერგიოუსაფრთხოების პროექტების განხორციელება ფერხდება. საქართველო რუსეთის პირისპირ რეალურად დგას მარტო. - ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ აკონტროლებს რუსეთი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას ამ გაზის და ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით. ეს ძალიან შემაშფოთებელია დანარჩენი ქვეყნებისთვის. ჩვენ თუ მივუშვით და არ ვიქნებით ჩვენთვის იზოლირებელი, ასე რუსეთს საშუალება მივეცმთ, რომ იყოს ამის ყოველდღიური მცდელობა, რაც ძალიან სახიფათოა. რა თქმა უნდა, ეს უნდა აღმოიფხვრას. მე, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენ მარტო არ დარჩებით, იმიტომ რომ თქვენ გყავთ მეგობრები, თქვენ გაქვთ ევროპული დროშა, თქვენ ხართ ევროპული ქვეყანა და აუცილებლად გამოგიჩნდებიან ის მეგობრები, რომლებიც გვერდზე დაგიდგებიან. ამასობაში ვრცელდება ინფორმაციები, რომ არსებობს საშიშროება რუსთ-საქართველოს ომი განახლდეს. - მე ნამდვილად არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, მაგრამ მჯერა რუსეთი ასეთი ბრიყვი არ იქნება და მეორედ ამას არ გაიმეორებს. თუმცა, ასეთი ბრიყვული შეცდომა მან უკვე დაუშვა. ძალიან ძნელია მომავლის განჭვრეტა, მაგრამ მჯერა, რომ ეს არ უნდა მოხდეს.
×
×
  • შექმენი...