
shavlego91
პლანეტელი-
პოსტები
981 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი shavlego91
-
მოდით რა ერთი ჯიგრულად ვიტიროთ რა
shavlego91 replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბრწყინვალე შვიდეულია ხალხო, გაიცინეთ!!! -
კალაძე შეიძლება ნოღაიდელის პარტიაში გაწევრიანდეს
shavlego91 replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნამდვილლად! -
[ვოლფგანგ გიუნტერ ლერჰი; Franffurten Allgemeine] კავკასია ხარისხში აყვანილი ბალკანეთია – სწორედ ასე განსაზღვრავენ პოლიტიკურად ფეთქებადსაშიშ სიტუაციას, რომელიც რუსეთის სამხრეთით მდებარე, ამ „ასობით ხალხებისა და ენების მთიანი რეგიონიდან“ მოდის. ამის შესახებ კიდევ ერთხელ გაგვახსენა ახლახანს მოსკოვში მომხდარმა არაადამიანურმა ტერაქტებმა. ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მათი შემსრულებლები კავკასიიდან არიან, საფუძველს მოკლებული არ არის. რუსეთი ამ რეგიონში ისტორიული მემკვიდრეობის შედეგებს იმკის, რომლის ფესვებიც მე-18 საუკუნის დასასრულშია (შესაძლოა უფრო ღრმადაც) და მე-19 საუკუნის შუახანებამდე გრძელდება. იმ დროს, ექსპანსიონისტური ტალღა, რომელიც მეფე ივანეს დროს მე-16 საუკუნეში ყაზანის და ასტრახანის დაპყრობით დაიწყო, გაგრძელდა მე-18 საუკუნის დასაწყისში მეფე პეტრეს დროს და იმავე საუკუნის ბოლომდე ეკატერინეს მეფობის პერიოდში, როდესაც ყირიმის თათრები დაამარცხეს, (1783 წელი) კავკასიურ დაბრკოლებას შეხვდა. აქ სანკტ-პეტერბურგი თურქ–ოსმალებს და სპარსელებს შეერკინა, რომლებიც ამ რეგიონს დიდი ხნის განმავლობაში მართავდნენ, თუმცა მათ რუსულ ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლეს. 1801 წელს რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ქრისტიანული საქართველო, თუმცა ჩრდილო-კავკასიელ მუსულმანურ ხალხებში ჩრდილოეთიდან მომავალი იმპერიალისტური გეგმებისადმი წინააღმდეგობა გაჩნდა. ჩეჩნური ჯიჰადი მე-18 საუკუნეში დაიწყო კავკასიელების ბრძოლა ჩეჩნეთში რუსული ბატონობის წინააღმდეგ, თანამედროვე ჩეჩნეთის რესპუბლიკაში (იჩქერია), შეიხ მანსურის დროს უკვე მე-18 საუკუნის 90-იან წლებში დაიბადა. შეიხი მიურიდების დერვიშული ორდენის სულისჩამდგმელი იყო, რომელიც ჯიჰადის (ოკუპანტების წინააღმდეგ „საღვთო ომი“-ს) აკვანი ხდებოდა. მალე შეიხ მანსური კავკასიელებისთვის ლეგენდა გახდა, ის „მძინარე შეიხ მანსურად“ გარდაიქმნა, რომელიც თითქოს არ მომკვდარა. ის იმ ფიგურად იქცა, რომელიც გერმანიაში კიფჰოიზერის მთიანი რეგიონის ლეგენდარულ სახეებს მოგაგონებთ და მისი სახელი მითებში ცოცხლობდა. ახალი საუკუნის პირველ ათწლეულში რუსებმა სამხედრო ზეწოლა გააძლიერეს. მიურიდების ორდენის მეორე შეიხის კაზი-მულას დროს მუსულმანების წინააღმდეგობა კავკასიაში უფრო ორგანიზებული გახდა, თუმცა ბრძოლამ უკიდურეს დაძაბულობას ოცდაათწლიან შუალედში 1829-1859 წლებში მიაღწია, როდესაც ცარისტული არმია, სხვადასხვა მეთაურების ხელმძღვანელობით აჯანყებულთა წინამძღოლს ავარიელ შამილს ებრძოდა. ის კაზი-მულას მემკვიდრე გახდა და როგორც იმამი კავკასიელების რელიგიური და სამხედრო ლიდერი იყო. შამილი დღესაც ძალიან პოპულარულია და არა მხოლოდ ჩეჩნებს და დაღესტნელებს შორის, მისი დიდება მთელ კავკასიაზე ვრცელდება და მას დღემდე პატივს მიაგებენ ქრისტიანულ საქართველოშიც. შამილის მებრძოლები (მათ შორის ყველაზე ცნობილს ჰაჯი-მურატს ლევ ტოლსტოიმ მისი ერთ-ერთი საუკეთსო ნაწარმოები მიუძღვნა) მხოლოდ რუს ჯარისკაცებს ესხმოდნენ თავს. კავკასიის კონფლიქტი – რუსული ლიტერატურის ნაწილი სამოქალაქო პირებს, როგორც წესი ინდობდნენ. მის არმიაში შედიოდნენ აღმოსავლეთ და ჩდილოეთ-კავკასიის თითქმის ყველა მუსულმანური ერის წარმომადგენლები. შამილი არამხოლოდ ჯიჰადს ხელმძღვანელობდა, არამედ სურდა საკუთარი მმართველობა მთლიანად რელიგიური კანონის (შარიათის კანონი) ფარგლებში მოექცია. ისეთმა რუსმა მწერლებმა, როგორებიც არიან ტოლსტოი, მიხეილ ლერმონტოვი, ალექსანდრე პუშკინი და ალექსანდრე გრიბოედოვი ეს ყველაფერი პირადად გამოსცადეს. ისინი იქ ოფიცრების ან დიპლომატების რანგში მსახურობდნენ, ან უბრალოდ იმისთვის მოგზაურობდნენ, რომ აქტუალური მოვლენები აღეწერათ. ისინი აქ მიღებულ შთაბეჭდილებებს საკუთარ რომანებში, მოთხრობებსა და პოემებში იყენებდნენ. კავკასია და მისი ლიტერატურული იერსახე დიდებული რუსული ლიტერატურის ნაწილი გახდა, განსაკუთრებით მისი რომანტიკული პერიოდის. ველური მთიანი რეგიონი, დასახლებული თითქმის უცნობი, დიდწილად მუსულმანური აღმსარებლობის ხალხებით, პოეტებისა და მკითხველებისთვის რომანტიზმის სტიმულირების კარგ საშუალებას წარმოადგენდა. თუმცა, სინამდვილე რომანტიკული სულაც არ გახლდათ. შეტაკებები სულ უფრო სასტიკ ხასიათს იძენდა და რუსებმა რეგიონის დაპყრობა საკუთარი სისხლის ფასად გადაიხადეს. მეფეს შამილის უმცროსი შვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. ბოლოს მძევლების აყვანა კავკასიელებმაც დაიწყეს. საკუთარი მებრძოლების უზარმაზარი სიმამაცისა და მრისხანების მიუხედავად, 1859 წელს შამილი იძულებული გახდა ბრძოლაზე საბოლოოდ უარი ეთქვა. სტალინი: „გაყავი და იბატონე“ თუმცა, რუსები მაინც რაინდულად მოიქცნენ – შამილი და მისი ოჯახი კალუგაში დაასახლეს, სადაც ის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მისი არსებობის პირობები აბსოლუტურად ასატანი იყო. ამის შემდეგ კავკასიის სრული რუსიფიკაცია გაჩაღდა. მოხუცებულობაში შამილმა რუსეთის დატოვების უფლება მიიღო, თუმცა 1871 წელს ის ავარიის წმინდა ისლამურ ქალაქებთან ახლოს გარდაიცვალა. რუსული ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა ჩრდილოეთ-კავკასიის რეგიონიც, სადაც ცხოვრობდნენ ჩერქეზები, აფხაზები, ყაბარდოელები, ბალყარელები და სხვა ხალხები, თუმცა წინააღმდეგობა კავკასიის ზოგიერთ ადგილას საბჭოთა პერიოდამდეც გაგრძელდა. სტალინმა კავკასიასა და ამიერკავკასიაში ახალი პოლიტიკური საზღვრები დააწესა. პრინციპმა „გაყავი და იბატონე“ საბჭოთა დროშიც გაამართლა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ბევრი კავკასიელი, მათ შორის ჩეჩნები და ინგუშები, ასევე თურქი-მესხები და ყირიმის თათრები ძველებურად იტანჯებოდნენ, რადგან სტალინმა ისინი „გერმანელებთან თანამშრომლობაში“ დაადანაშაულა და მათი დიდი ნაწილი გადაასახლა, პირველ რიგში ყაზახეთში. მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953 წელს მოხდა მათი რეაბილიტაცია და მათ სამშობლოში დაბრუნება შესძლეს. რუსული და საბჭოთა მმართველობა რეგიონის მოდერნიზებას უწყობდა ხელს, თუმცა უხოური ბატონობა უცხოურ ბატონობად რჩებოდა. ორი საუკუნის განმავლობაში მტრობა ღვივდებოდა. ნაციონალური მისწრაფებები ითრგუნებოდა, რელიგიური თავისუფლება იკრძალებოდა. ჩეჩნეთი – მაგალითი სხვა მუსულმანური რეგიონებისთვის დღევანდელი რუსეთი დიდწილად იმ კოლოსალური კოლონიალური ტერიტორიული მასივის მემკვიდრედ რჩება, რომელსაც ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იპყრობდა ან იერთებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამმა ამიერკავკასიურმა რესპუბლიკამ სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. შუა აზიაში ამას ხუთმა მუსულმანურმა რესპუბლიკამ (თურქმენეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და უზბეკეთმა) მიაღწია. 1994 წელს პირველი ჩეჩნური ომი გაჩაღდა. მოსკოვში, ამ მრავალნაციონალური სახელმწიფოს დედაქალაქში იმის ეშინიათ, რომ მათ მაგალითს სხვა მუსულმანური რეგიონებიც მიბაძავენ. განსაკუთრებული შიში იმას უკავშირდება, რომ კავკასიის ხალხებმა, პირველ რიგში კი ჩეჩნებმა, ტერორისტული მეთოდებით რომლებიც სეპარატისტული მიზნების რეალიზაციისკენაა მიმართული, შეიძლება წარმატებას მიაღწიონ. მუსულმანები ასევე ცხოვრობენ ვოლგისპირეთის რეგიონსა და ციმბირს შორის. მედვედევს და პუტინს რთული, ორსაუკუნოვანი მემკვიდრეობა ერგოთ. foreignpress.ge
-
"... რა შვებაა ,რა ზარია, აღსდგა ღმერთი სულმნათი, დედამიწა ტაძარია, ზეცა მისი გუმბათი"(ზვიად გამსახურდია) ... აღდგომას ვულოცავ მიწიერ და ზეციერ საქართველოს!
-
კონცეფცია აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ
shavlego91 replied to ძუკუ's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დერეზინფორმატორები საქართველოს გამყიდველ -საოკუპაციო რეჟიმების სატელიტ პარტიებში(რესპუბლიკელები,ქდკ ,ედპ...) მოიკითხე... ...მჯერა,მჯერას ძახილით... -
მეც გილოცავთ!
-
რუსეთის ჯარებთან ერთად იარაღით ხელში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა წესიერი პოლიტიკოსობაა?! ორჯონიკიძე,შევარდნაძე,ყორღან აშვილი,ღოღობერიძე....ასეთივე წარმატებით იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ... ედპ, მხედრიონი,იმედი...მათ კისერზეა აფხაზეთის ,სამაჩაბლოს და მთელი საქართველოს ტრაგედია...ბალტინთან, გრაჩოვთან, ბურბულისთან, ელცინთან,(რამოდენიმე გამონაკლისის გარდა) ...ერთად ებრძოდნენ საქართველოს...ყორრანაშვილი ახსოვთ და უახლესი ისტორიის ტრაგედიები არ დაამახსოვრდებათ?! ...მართლა ბნელა?!!!
-
მომოსმინე. მე დამოუკიდეებლობა დავდევი და შენ რა დადე სააღდგომოდ?! ...ედუარდმა დადო მოქნაცები აფხაზეთი სამაჩაბლო და სრულიად საქართველო ბეჭებზე დადევიტ ...მოგნატრებიატ...დედა....მე მათი! :givi:
-
ადამიანის უფლებების დამცველი ამდენი ორგანიზაციაა წაიღო ყურები ამ დამცველთა "საქმიანობამ" და აგერ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბარბაროსობაა...შედეგი არსად ჩანს...
-
მე ვიზიარებ ივანე ჯავახისვილის შეხედულებას რაც შემეხება მე ვცდილობთ ბატონო... :bushti:
-
ბატონო, ეს არაა მხოლოდ რელიგიური ..არამედ რუსული პოლიტიკის თემაა,რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჰუმანიზმთან ,თავისუფლებასთან ცივილურ ურთიერთობასთან... ეს არაა მხოლოდ ჩემი აზრი, ამ დასკვნამდე ივანე ჯავახიშვილი ისტორიის ანალიზით მივიდა.
-
ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (+1820) 6 (19) მარტი ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლიანობისა და სიმტკიცისათვის. დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინა ეკლესიისა და ერისათვის თავდადებული მოღვაწე, იგი დაუცხრომელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება. მეუფე დოსითეოზი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსი და საეპარქიო მეურნეობებს. ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსიეთეოზს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწყვეტაშიც. გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა. 1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლეს მეუღლე დედოფალი დარეჯანი, მეუფე დოსითეოზისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: „დოსითეოზს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...“, არსსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ „ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ“. მაგრამ დოსითეოზი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს მხოლოდ საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიებს. რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ. ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით. „ქართველ წმიდათა ცხოვრებანი“, თბილისი, 2007 წ.
-
ყველა ანტიეროვნული ეროვნულობას იჩემებს, ანტიდემპკრატი დემოკრატიულობას, უსამართლო სამართლიანობას, დიქტატორები რესპუბლიკელობას,არამოქალაქეები მოქალაქეობას, მამამათმავლები -მართლმადიდებლობას....ეშმაკები-ანგელოზობას...ეს გზა გავლილია და ახლა იგივე ჯგუფევბი მესამე წრეზე მიდიან!
-
ედპ-ს ტვ-ონლაინ კონფერენცია, პლანეტას მონაწილეობით!
shavlego91 replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
მამუკა გიორგაძემ აღიარა იარაღით ხელში გადატრიალებაში მონაწილეობა ანუ "მხედრიონთან " ერთად გაკეთდა რუსული საქმე...გადატრიალებაში მონაწილე ედპ-ს წევრებს ემიჯნებით თუ არა...პრაღის რეზოლუციაში ჭანტურიამ პარუნ აირიკიანთან და ბუკოვსკისთან ერთად ჩააწერინა ,რომ" ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს, ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს... "....ამით შეიქმნა მითი საქარტველოს როგორც მცირე იმპერიის შესახებ...ამ გზიტ დღეს ამართლებენ საქართველოს დაშლას ...ჯაბას წიგნიდან-"სამი განზომილება" გვ.360-61..(ზვიად გამსახურდიასთამ ბრძოლის კომიტეტიის წევრები-"ჩეკა")--გია ჭანტურია.იარაღს ითხოვს,დავით მაღრაძე ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისათვის- ზვიად გამსახურდიას მოსაკლავად.. ჭანტურია დაკითხვებს აწარმოებს ფეხებში სროლაც იყო და დაჭრებიც... ჭანტურია იყო ჩეკას კომისარი-ზვიად გამსახურდიათან მებრძოლი კომიტეტის წევრი ჯაბასთან,ყარყარაშვილთან,ბათიაშვილთან,დავით მაღრაძესთან,გია ჟორჟოლიანთან,ვაჟა ლორთქიფანიძესთან.... ერთად...ჭანტურია ზვიადისტებს კითხავდა...იყო ფეხებში სროლა და დაჭრებიც.." ჯაბა იოსელიანი -"სამი განზომილება"გვ.361. ჭანტურია პირდაპირ ასრულებდა შევარდნაძის მითითებებს მოსკოვიდან (მან ეს კავშირი აღიარა და ედიკას ჩამოყვანისთანავე ეს ნათელი გახდა) და იარაღით ხელში ებრძოდა ეროვნულ ხელისუფლებას ჯაბასთან,კიტოვანთან,ბალტინთან (აფხაზეთის ოკუპაციაში მისმა ფლოტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა),ბეპაევთან,ძერჟინსკის დივიზიასთან(9 აპრილის დამბრევი ძალასთან).1991 წელს ჭანტურიებმა ,ბერძენიშვილებმა, ხაინდრავებმა,ზურა ჟვანიამ,პარუნ აირიკიანმა პრაღის 24-ე რეზოლუციაში-დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს: ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს ,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს.საქარტველოს ცილი დასწამეს და ამით კრემლს საშუალება მისცეს საქარტველო ," მცირე იმპერიად " გამოევხადებინათ?!მის კისერზე შევარდნაზესა რუსების მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიები!!!თქვენი პოზიცია ანუ თქვენი შეფასება ამ წარსული ისტორიის შესახებ... -
უნდა იარსებოს თუ არა თბილისში ჯოჰარ დუდაევის ქუჩამ?
shavlego91 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბასაევმა და მასხადოვმა რუსეთთან ომამდე მოუწყვეს პუტჩი ჯოხარ დუდაევს,იქაც ტელევიზიის "ოკუპირება" მოახდინეს ,როგორც 1991 წელს თბილისში( სცენარი ორივესთვის კრემლში იყო დაწერილი)... -
...ნინო ანზოროვნა-ფქვილოვნა ან ქატოს პრინცესა,გენდეროვნა ანუ ანტიმარტლმადიდებლური დოქტრინა
-
კავკასის მთიელ ხალხთა კონფედერაცია მუშაობდა მოსკოვის კგბ-ს დავალებით მუსა შანიბოვი, სოსლანბეკოვი , სერგეი შამბა,კრუნკი,სოიუზი, აიდგილარა, მაშტოცი,ადიღე ხასსა...რაც შეეხება გამსახურდიას ,დუდაევს,კაძოევს, ეროვნულ ხელისუფლებას მათ ცალკე კავკასიური სახლის შექმნა უნდოდათ, რუსული იმპერიის შემოტევის წინააღმდეგ...როგორც გამსახურდიას,ისე დუდაევს შეუქმნეს კავკასიელების ურთიერთდასაპირისპირებელი მხედრიონი(ჩეჩნებს ლაბაზანოვის დაჯგუფება იგივე მხედრიონი), შევარდნაძე--ხასბულატოვ-სოსლანბეკოვი( ეს უკანასკნელი ჩეჩენმა პატრიოტებმა მოსკოვში მოკლეს)...ადგილობრივი მარიონეტები -კადიროვ-შევარდნაძის დაჯგუფებამ რუსეთის სამხედრო პოტენციალის სრული გამოყენებით დაამარცხა კავკასიის ერთობის კონცეფციის ავტორები, კავკასიელ ხალხთა გმირები და დღეს კავკასია სულს ღაფავს...ყველაზე მეტი დამხმარე რუსებს საქართველოდან ჰყავდათ...
-
ამდენ მილიონს საკვალელი მამიკო -პრეზიდენტი კაზინოში ხარჯავს კვირაში1
-
მათ მის ასპირანტურაზე და ქატოს პრინცესად დასმაზე ფული აქვთ დახარჯული და ცდილობენ იმ ფულიდან მაქსიმალური მოგება ნახონ!
-
როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს...ახლა მოისმინეს ამ ყორღანაშვილებმა ,რომ მათი დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდით ,ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების გამსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელია... ზვიად გამსახურდიას მკვლელობისთვისაც წავიდა ამ მილიონებიდან თანხები...ოსების უმრავლესობამ საქართვრლოს დამოუკიდებლობას და ზვიად გამსახურდიას მისცა ხმა... ი .......ბუკოვსკიმ ,ჭანტურიამ,აირიკიანმა... პრაღის 24 -ე დისიდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე ჩააწერინეს ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს,ავიწროებენ ეროვნულ უმცირესობებს...ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი გმირები-მინდიაშვილები გოგა ხაინდრავამ კინოგადაღებით ოსებად გაასაღა ამ კონფერენციაზე რუსების,კერძოდ მოსკოვიდან შევარდნაძის დაფინანსებით..საქართველო მცირე იმპერიად გამოაცხადეს კრემლის დავალებით...ამით გაამართლეს საქართველოს დაშლისთვის ბრძოლა...ჰელსინკის რეზოლუციით თვითგამორკვევის,ადამიანის უფლებების შესახებ...ზვიადმა ისინი გააფრთხილა აკრიტიკონ იგი და დაანებონ თავი ქვეყანას ,სახელმწიფოს ზიანს ნუ აყენებენ!
-
უნდა იარსებოს თუ არა თბილისში ჯოჰარ დუდაევის ქუჩამ?
shavlego91 replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ!რესპუბლიკელები ერთერთი პირველნი" ათავისუფლებდნენ" აჭარას..დავით ბერძენიშვილი, მასალკინი...იყვნენ აქტივისტები...ასევე პირველი იყავი 1991 წელს ედუარდ ორჯონიკიძის ჩამოყვანაში...სახელმწიფო საბჭოში- რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციში რაოდენობით ბევრნი იყავით "ინტელექტუალები"...მჯერას იძახდით ყოველკვირეულ სატაელევიზიო გადაცემაში,როცა ედიკა ხვრეტდა მიტინგებს,აოხრებდა სამეგრელოს,აბარებდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთს...ჩამოვთვალო ადამიანის უფლებათა დამცველო პარტიის წევრო! -
"...ერზე მჭვუნვარე ძმათა კრებული ერის საფიცარ რაინდს გიწოდებს, უკვდავ საქმისთვის ჯვარზე ვნებული სასუფეველში შეხვალ, იცოდე! ქრისტემ მოგმადლა ცის გასაღები და სერაფიმთა ჰაეროვნება, არ გწამს მონღოლის ნატრაბახევი და არც მარდოხეს ყალბი ცხოვნება. გვეტანებოდნენ ძაღლნი და ღორნი, შემუსვრა სურდათ ელვარე ჭაღის, მაგრამ ხომ დავრჩით, მაინც ჩვენ ორნი, მკრთალი რაინდნი მწუხარე სახის! კვლავაც დავუდგეთ დარაჯად საფლავს, ყველა ცოცხალთა მიზანს და მიზეზს, ამგვარ წამებას ხომ შვებაც ახლავს, ხვალეც იმედის თვალებით გვიმზერს ცხოველმყოფელი საფლავი იგი გვიწამებია ცხოვრების წყაროდ დაგვცქერის თვალი არსთაგამრიგი ის აგვარიდებს ბედის შავ ტაროს. და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი, ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული, ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი ღვთისწილხვდომილი ჩვენი მამული. დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა, გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა. ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე, ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზე წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი. თავისი ცხოვრებისეული კრედო კი მერაბ კოსტავამ შემდეგ სტრიქონებში ჩააქსოვა: „წილხვედრ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო, ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო!“ და მისი პოეზიაც ხომ ზეცის, მიწის და საქართველოს მარადიული დიდებაა. ზვიად გამსახურდია 1990 წელი, ნათლისღება
-
ჰა, ლიუციფერი გაეკრა ზეციურ კამარას ცეცხლოვან გველების სისინში, სამყარო დადრიკა მზის კატაკომბებში გრიგალთა გარებად, ზღვა აბორგებული შეჰღმუის პლანეტას სატანის გაბასრულ სამსჭვალთა სიცილში, დათალხულ სივრცეში ასვეტილ ვულკანთა შავ ნიაგარებად. იქცევა გუმბათი მაშვრალთა ცრემლით და გოდებით გებული – ძრწოდეთ ტირანებო! ჰა, თავისუფლების მზემ არე გახლიჩა არმურმორეული... ხარობდეთ ბარდებო, მტარვალთა ფეხთაქვეშ გათელილ ერთათვის ოდენ მტირალებო: ციური დასების მუსიკად გაისმა ჰანგი შორეული, განიხვნენ ბჭეები ზათქით და ზეიმით, რაშმან მოაგელვა ქარცეცხლისმფრქვეველმან, ეჰა, მეომარო, ეოსის ნათელის გშვენის დიადემა, ბნელ საუკუნეთა საშო განანათლა შავეთის ძალთათვის შიშის დამთეველმან, პელაზგთა დევგმირო, შენმა სიალფემან და სიდიადემან! ვენუსის რაინდი ოდეს დაიფერფლა და წვათა სიმძიმით დადუმდა ებანი, მუზებმა დასტოვეს მაშინ შესუდრული დარდებით პარნასი, იგლოვეს სალარო მაღალი სიბრძნისა და აწ დაშრეტილნი გრძნობათ სავსებანი და დაჰგმეს არესი, ვინაც აღასრულა პარკების კარნასი. შორი ალბიონი ტალღათა ხმაურში სთვლემდა და ბარდები უმღერდნენ ოსანას და სადღაც ჩამწყდარი სიმები გულისა სტიროდნენ მალულად, აროდეს შობილა მის მშობელ მიწაზე დიდების რაყიფად არცერთი მგოსანი, ფატუმის ეტლისთვის მსგავსი გაემართოს ორგიის მარულა! პალადიუმის რაინდისადმი (ბაირონისადმი) /ზვიად გამსახურდია/ ზვიად გამსახურდია მთვარის ნიშნობა გალაკტიონ ტაბიძისადმი არფაზე გაკრული გველი ჩუმი ნიშნობაა მთვარის. გათავდა ვარსკვლავთა რთველი აღმოხდა ცისკარი ჯვარის. მნათობთა ეს სამოსელი სარკეა ანგელოზთ მხარის გაბრიელ - ზღურბლისა მცველი მიქაელ - დამცემი ზარის! ალმასით მოსთული სელი, ტატნობზე - ელვათა ბზარი ზავდება კამარა ვრცელი იხსნება ცხოვნეთის კარი. არფაზე გაკრული გველი ფერისცვალებაა ქნარის ცის გარდაცვალებას ელი ახლოა დარობა დარის! ზვიად გამსახურდია მესხეთისადმი შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია, სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედვით წუნდა, შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია, ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა. შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები, მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი, ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები, კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი. შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა, იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული, ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა, ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული. ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები, ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება, მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები, და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება. აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით, დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები, მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები. თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი, სეფე გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი, გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს, ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური. ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ, დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან, დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ, ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს. ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი, თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას, ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას. ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული, დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი, ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული, და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი. გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი, მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას, წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი, ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.