Jump to content
Planeta.Ge

FRIDRIX

პლანეტელი
  • პოსტები

    5.308
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი FRIDRIX

  1. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებამ რუსი მართლმადიდებლები განარისხა და, შესაძლოა, მას სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების ეკლესიათა პროტესტიც მოჰყვეს. მივყვეთ თანმიმდევრობით: მართალია, შარშან, დეკემბერში მოსკოვის ერთ–ერთ სასამართლოში მოსამართლეთა აზრი გაიყო, მაგრამ საბოლოოდ, სასამართლომ ექსტრემისტულად ჩათვალა ლოზუნგი „ან მართლმადიდებლობა, ან სიკვდილი!“. ლოზუნგი სასამართლო დავის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც იგი რუსი მართლმადიდებლების ვებ–გვერდზე, მხატვრული სახელოსნო–სტუდიის განყოფილებაში განთავსდა. მოსკოვის ჩერემუშკინის რაიონულმა სასამართლომ ეს ლოზუნგი განიხილა და იგი ექსტრემისტულად მიიჩნია. 2011 წლის აპრილში კი მოსკოვის ლუბლინსკის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და შეაფასა საფეხბურთო მაისურზე გაკეთებული იგივე წარწერა: „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!“ და მართლმადიდებლური გამოსახულება თავის ქალით. ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში მიიღო სხვადასხვა ექსპერტის მოსაზრებები. მაგალითად, რელიგიათმცოდნემ, რომან ლუნკინმა თავის დასკვნაში დაწერა: „წმინდა მამები ახმოვანებდნენ ამ ლოზუნგს, როგორც სულის გადარჩენის ერთადერთ გზას, უწოდებდნენ რა მართლმადიდებლობას ერთადერთ ჭეშმარიტ რწმენას და ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ სული სამუდამო სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან დაეცვათ“. თავიანთ ვებ–გვერდზე თვითონ მართლმადიდებლებიც მიუთითებენ, რომ ამ ლოზუნგის ისე გაგება, როგორც, ვთქვათ „საფულე ან სიკვდილი!“ არ ღირს. მათი თქმით, ლოზუნგი მართლმადიდებლური სარწმუნოების მიმდევრის ცხოვრებისეულ არჩევანსა და იმას გამოხატავს, რომ მზადაა, ქრისტეს გულისთვის მოკვდეს, როგორც ნებისმიერი წამებული, რომლებიც სიცოცხლის მუქარის მიუხედავად, უარს არ ამბობდნენ სარწმუნოებაზე. საბოლოოდ, ლუბლინსკის სასამართლომ უარი თქვა საფეხბურთო მაისურზე არსებული ამ შინაარსის წარწერის ექსტრემისტულ გამოხტომად აღიარებაზე. მაგრამ რუსი მართლმადიდებლების განრისხება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამის მიუხედავად, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე ზემოთხსენებული ლოზუნგი მაინც შეიტანეს ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში, შარშან ჩერემუშკინის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
  2. Siknadmo შორენა რატო არ გადაიღეს ისე რას გავხედნავდი მმმ
  3. რასაც იმსახურებს ხალხი ის ოპოზიცია ყავს კახა კუკავა
  4. არ გაიშვას კუკავას მიერ შექმნილი საქართველო რუსეთის დაახლოების კონცეფცია
  5. 2008 წლის რუსულ აგრესიას, შს სამინისტროს 14 თანამშრომელი ემსხვერპლა. მათ შორის იყო ჩვენი რუბრიკის შემდეგი გმირი, 27 წლის ბესიკ კაპანაძე... ბესიკ კაპანაძე პროფესიით ისტორიკოსი იყო. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში დარჩა, თელავის სამხედრო ბატალიონში ჩაირიცხა. 2004 წლის 10 აგვისტოს მძიმე დაზიანებები მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ორჯერ იმყოფებოდა ერაყში, სამშვიდობო მისიით. 2007 წელს ვაჟი შეეძინა, ამ დროისთვის ბესიკ კაპანაძე ქუთაისში მსახურობდა, მეუღლე და შვილი რუსთავში იყვნენ, ამიტომ იძულებული გახდა სამსახური შეეცვალა და 2007 წლის ოქტომბრიდან შს სამინისტროში, რუსთავში, განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში დაიწყო მუშაობა. დედა, ნინო კაპანაძე იხსენებს, რომ მისი შვილი გაბედული და რაინდული შემართების იყო, ამის გამო ბევრი სიგელი და მედალიც აქვს მიღებული. უყვარდა კითხვა... ნინო კაპანაძე, ბესიკ კაპანაძის დედა: ,,7 აგვისტოს ტელევიზიით რომ მოვისმინე რა საშინელებაც ხდებოდა, დავურეკე, სად ხარ მეთქი. მომატყუა, ალბათ ცხოვრებაში პირველად, ჯერ რუსთავში ვარო. ამ დროს უკვე გორში ყოფილა ჩასული. მთელი ღამე ვურეკავდი. სროლა რომ დაიწყო, 8 აგვისტოს, საათში ორჯერ მაინც ვრეკავდი, ბესიკ სად ხარ, როგორ ხარ მეთქი? მეუბნებოდა, დედა, ნუ გეშინია მე ტყვიავთან ვარო, მაგრამ სინამდვილეში ცხინვალის შესასვლელში იყვნენ თურმე. ათჯერ მაინც დავურეკე, სულ მაიმედებდა. ბოლოს დილით, 8 საათზე ვესაუბრე. საზარელი ხმაური, სროლის, აფეთქების ხმა მესმოდა, ისევ მომატყუა ტყვიავში ვარო. უკვე მივხვდი რა უბედურებაც ხდებოდა. თავს გაუფრთხილდი შვილო მეთქი. გადაიხარხარა ჩემს სანუგეშებლად, ალბათ საბოლოო იყო მისი ეს სიცილი, ნუ გეშინია დედა, ჩემი იმედი ხომ გაქვსო. ცოტა ხანს ველაპარაკე, მეშინოდა ჩემთან ლაპარაკის გამო ყურადღება არ გაეფანტოს და რამე უბედურებას არ გადაეყაროს მეთქი. ნახევარი საათის მერე კიდევ ვცდილობდი დაკავშირებას, უკვე აღარ უპასუხა ტელეფონს. დაახლოებით 11 საათისთვის, საშინელი აფეთქების დროს, დაჭრილები გამოჰყავდა თურმე, პატარა ბიჭებს ამხნევებდა: ნუ გეშინიათო, ანუგეშებდა. ერთ-ერთი დაჭრილის გამოსაყვანად რომ მიდიოდა, ფეხებთან აუფეთქდა ასაფეთქებელი საშუალება და ძალიან მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ გონება არ დაუკარგავსო ბიჭებმა. გვეუბნებოდა: ბიჭებო არ შეშინდეთ, მე მგონი ვკვდები, მაგრამ უკან არ დაიხიოთ... საქართველოსთვის... ბიჭები ეხვეწებოდნენ თურმე: ბესიკ, არ დახუჭო თვალებიო... არც დაცემულა, ნელ-ნელა დაუწვენიათ... მერე წამოუყვანიათ გორის ჰოსპიტალში, მაგრამ იქამდე ცოცხალი ვერ მიიყვანეს. - თქვენ როგორ გაიგეთ ეს ამბავი? - ჩვენ გვითხრეს დაიჭრაო. გორის ჰოსპიტალში მივედით, მაგრამ კვალს ვერ მივაგენით. დაჭრილებში არ იყო... გაგვგზავნეს თბილისში. ყველა საავადმყოფო შემოვიარეთ, ვერსად ვნახეთ ვერც დაჭრილი, ვერც მიცვალებული და ისევ გორში დავბრუნდით. მე სახლში დამტოვეს, ჩემი მეუღლე და ვაჟი მივიდნენ ისევ გორის ჰოსპიტალში, ხომ არ გამოჩნდაო. უთქვამთ: კაპანაძე ბესიკი არა, მაგრამ ზვიად კაპანაძე ახლა გავგზავნეთ თბილისის საავადმყოფოშიო. ზვიადი ჩემი უფროსი ვაჟია. სამი ვაჟი მყავს, სამივე ასეთ სამსახურში იყვნენ. ზვიადი მერვე საავადმყოფოში იყო. ცხინვალში, მთავრობის სახლთან რომ ააფეთქეს დაჯავშნული ავტომანქანა ,,კობრა’’ მასში იჯდა. ხუთჯერ ამობრუნებულა მანქანა. ათნი ისხდნენ. ოთხი მათგანი ძალიან დაშავდა, ერთს მკლავი საერთოდ აღარ ჰქონდა თურმე. მაშველ მანქანას ითხოვდნენ, მაგრამ ალყაში იყვნენ და შესვლა ვეღარ ხერხდებოდა. ეს ბიჭები ვერ წამოიყვანეს, ექვსი ადამიანი როგორღაც გამოსულა იმ იმედით, რომ მანქანას შეაგზავნიდნენ, მართლაც ასე მოხდა, მაგრამ ეს ოთხი ბიჭი ვეღარც მკვდრები ნახეს და ვეღარც ცოცხლები. ბესიკი მაშინ უკვე დაღუპული იყო, მაგრამ ზვიადს არ გააგებინეს. უთხრეს მსუბუქად დაიჭრაო. ზვიადი საავადმყოფოში არ მიდიოდა, ტკივილებისგან რომ გაითიშა მაშინ წაუყვანიათ, მაგრამ ჰოსპიტალში ადგილები აღარ იყო და თბილისში გადაიყვანეს. ენით აუღწერელი ტკივილები გადავიტანეთ. ზვიადმა რომ გაიგო მისი ძმა დაკარგული იყო, მიხვდა რომ დაღუპული იქნებოდა, მეორე დღეს ხელწერილით ძლივს გამოუშვეს საავადმყოფოდან, ჩემი ძმა უნდა ვიპოვოო... 9 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, მორგში მიაგნო ბესიკს... ძლევისჯვარში წავიყვანეთ, მამაპაპეულ სოფელში. მაგრამ იმ ღამეს დაბომბვა დაიწყო. 10-ში გვითხრეს სოფელი უნდა დავცალოთო. დიდი გაჭირვებით წამოვიყვანეთ მიცვალებული გორში. გორიც უკვე სულ დაცლილი დაგვხვდა, ადამიანი არ დადიოდა, ტრანსპორტიც არ იყო. ძლივს წავიყვანეთ რუსთავში და იქ დავკრძალეთ. იმ იმედით, რომ ორმოცამდე ჩამოვიყვანდით ძლევისჯვარში. ასეც მოხდა, 16 სექტემბერს ჩამოვასვენეთ და დავკრძალეთ სოფელ ძლევისჯვარში. 27 წლის იყო, 25 აგვისტოს ხდებოდა 28-ის. ერთი შვილი დარჩა, წლინახევრის დაჩი, რომელიც ახლა ოთხწლინახევრისაა... - თქვენ გმირის დედა ხართ... - მესმის, ეს ყველას ხვედრი არ არის... - თქვენი შვილები ამ დიდი ტრაგედიის შემდეგაც რჩებიან შს სამინისტროს შემადგენლობაში? - დიახ. ერთი ვაჟი ახლაც შს სამინისტროს მესამე სამმართველოში მუშაობს, უფროსის მოადგილეა. მეორე თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტის ბატალიონშია. - როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ? - მე 64 წლის ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, 41 წელია პედაგოგი ვარ. მართალია დიდი სტრესი, ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანე, მაგრამ თავს მოვერიე. ჩვენ ისეთი ადამიანი დაგვაკლდა... ბესიკი აბსოლუტურად ყველასთვის, მშობლებისთვის, ძმებისთვის, ცოლ-შვილისთვის, ყველა ახლობლისთვის უდიდესი დანაკარგი იყო, დიდი სიმდიდრე, დიდი განძი დავკარგეთ. იმ დღიდან სულიერადაც და ფიზიკურადაც ძალიან გამიჭირდა, ჯანმრთელობა ძალიან შემერყა, უკვე მესამე წელია ხელჯოხით დავდივარ. მაგრამ მისი პატარა შვილის, დაჩის გამო ვიკრებ ძალას, რომ მამის დანაკარგი როგორმე ჩვენ შევუვსოთ. ბიჭებიც თან ჰყვებიან. ძალიან თბილი ბავშვია, უყვარს აქ ყოფნა, მამისეულ სახლში და ოჯახში.’’ ბესიკ კაპანაძე, საქართველოს პრეზიდენტმა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. მისი სახელობის ქუჩა არსებობს რუსთავში. მალე, სოფელ ძლევისჯვარში ახალგარემონტებული სკოლა გაიხსნება, რომელიც ბესიკ კაპანაძის სახელობის იქნება. მის მეუღლეს, ისევე, როგორც ომში დაღუპული გმირის ყველა ოჯახს, შს სამინისტრომ თბილისში ბინა გადასცა. ნინო კაპანაძე: ,,2009 წლის 3 მარტს, დედის დღეს, ტელევიზორს ვუყურებდი, გადაცემა ,,სამოთხის ვაშლებში’’ მხატვარი გია ბუღაძე ჰყავდათ მოწვეული. საუბრობდა, სამაჩაბლოს მიწაზე საშინელებები ხდება, იქიდან გოდება და კვნესის ხმა ისმისო... ამ დროს ჩემმა რძალმა მოსალოცი შეტყობინება გამომიგზავნა, ჩემი ბესიკის სახელით, ამან იმდენად შემძრა, ძლივს გადავრჩი.
  6. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა უკვე რამდენი ხანია ცდილობს შეიმუშავოს კონცეფცია, რომელიც საქართველოს რუსეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. კუკავას მიერ კონცეფციის შემუშავების მცდელობა, რამდენჯერმე კრახით დასრულდა, თუმცა თანამებრძოლებისა და რეიტინგის გარეშე დარჩენილი ოპოზიციონერი არ ნებდება. ცდილობს დაანახოს კრემლს, რომ მას შეუძლია მოსკოვი და თბილისი „ჩაახუტოს“. რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კონცეფციის მორიგი ნაწილის შემუშავების შესახებ, კახა კუკავამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. „შესაძლებელია დარეგულირდეს ურთიერთობები რუსეთთან, თუ არ დაუძახებ რუსებს თათარ–მონღოლებს, არ დაუმიზნებ მათ ნატოს რაკეტებს, როგორც აკეთებს ამას საქართველოს ხელისუფლება“ – ამბობს კუკავა. პრორუსული ლიდერის ამ „ნამუშევარს“ და განცხადებებს ეხმაურება „პირველი კავკასიურის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ცნობილი რუსი ჟურნალისტი, ოლეგ პანფილოვი. პანფილოვისთვის კახა კუკავა „წვრილი პოლიტიკური მოღვაწეა”, რომლის რეიტინგიც სათვალავში ჩასაგდებიც კი არ არის. ჟურნალისტი ამბობს, რომ კახა კუკავა „თბილისი–მოსკოვის რეისის მუდმივი მგზავრია. თბილისში მისი არც ისმის და ის არც ჩანს. მოსკოვში - პატივცემული ოპოზიციონერია. არ ჰყავს მომხრეები. ოლეგ პანფილოვი კუკავას შესახებ წერს: მან შეიმუშავა „კონცეფცია“ მოწონებული და შესაძლოა, კრემლშივე დაწერილი. კონცეფცია მარტივია: არ აკეთო არაფერი, არ გაატარო რეფორმები, არ გაწმინდო ქვეყანა ნაგვისგან, არ ებრძოლო კორუფციას, პოლიციას დაუბრუნო გაის ფუნქცია და საერთოდ – იჯდე ჩუმად, უყურო პირში „ჯუჯებს“. პანფილოვს მიაჩნია, რომ კუკავა არ იქნებოდა ოპოზიციონერი, თუ კიდევ ერთხელ არ მოიტყუებოდა, რომ სააკაშვილმა რუსეთი დაასახელა თათარ–მონღოლთა ურდოს მემკვიდრედ... დასკვნის სახით, ჟურნალისტი „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს ასე აფასებს: მძიმეა მოღალატის ბედი... სახლში მოწყენილობაა. კრემლში – არ მოსწონთ. მაგრამ საჭიროა მდგომარეობის შენარჩუნება! გამოგონება! სიცრუე! და ასეც ცხოვრობს...
  7. ლონდონის უზენაეს სასამართლოში დღეს რუსეთიდან გაქცეული ბიზნესმენის, ბორის ბერეზოვსკის, სარჩელი განიხილება, რომელიც მან თავისი ყოფილი ბიზნესპარტნიორის, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელის, რომან აბრამოვიჩის, წინააღმდგე შეიტანა. საქმის წინასწარი მოსმენა ჯერ კიდევ 2008 წელს გაიმართა , სარჩელის გარშემო უკვე მესამე წელია მხარეთა შორის იურიდიული დავა მიმდინარეობს. ბერეზოვსკი აბრამოვიჩს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი ბრალდების თანახმად, სწორედ აბრამოვიჩის მხრიდან განხორციელებული მორალური ტერორის შედეგად, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად დათმო ბერეზოვსკიმ საკუთარი 21,5%–იანი წილი „სიბნეფტში“. საპასუხოდ, აბრამოვიჩი ყველა ბრალდებას უარყოფს. მან სასამართლოს მიმართა და საქმის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, აბრამოვიჩი კომპანია „რუსალის“ 50% –იანი წილის მფლობელიცაა, რომლის მეორე ნახე ვარს ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი ფლობდნენ. ბერეზოვსკის ადვოკატების განცხადებით, აბრამოვიჩი პირობას დებდა, რომ კომპანიის აქციებს არ გაყიდდა, თუმცა საგულოსხმოა, რომ ბერეზოვსკი–პატარკაციშვილის კუთვნილებაში არსებული „რუსალას“ აქციების 50%–იანი წილი სწორედ პარტნიორების თანხმობის გარეშე გაყიდა. აბრამოვიჩის დაცვის მხარე ყველა ბრალდებას უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებელს უწოდებს. ბრალდების მხარე აბრამოვიჩისგან „სიბნეფტის“ ზარალის საკომპენსაციოდ 3 მილიარდს, ხოლო 650 მილიონ დოლარს კომპანია „რუსალთან“ დაკავშირებით ითხოვს. როგორც ბერეზოვსკი 2005 წელს გაზეთ კომერსანტთან ინტერვიუში აცხადებდა, „სიბნეფტის“ წილი ბერეზოვსკიმ 1,3 მილიარდ დოლარად, ხოლო „რუსალის“ წილი 500 მილიონ დოლარად დათმო.
  8. ეს არ ითვლება მაგრამ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა ოპოზიციაში ჩართვაა
  9. საქმეც ის არის რომ ეკლესია გადასახადებს არ იხდის ამას ვითხოვთ ჩვენც ეკლესიისგან ქრისტინა დემოკრატები უცნობი ბევრი სხვა ქრისტიანობას და ეკელესიას ბოროტად ანგარებიანად თავისი მიზნბებისთვის იყენებს სამღვდელოება საკამაოდ "კარგად" ცხოვრობს რამდენიც უნდა იწუწუნონ ოპოზიციაში ნუ გადავლენ ხოლო თუ გადავლენ მათ წინააღმდეგ იქნება გატარებული შესაბამისი ორგანოების მიერ შესაბამისი ღონისძიებები როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ და არა როგორც მღვდლების წინააღმდეგ
  10. http://s52.radikal.ru/i136/1110/70/9a90e90996c7.jpg აფხაზეთში საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრის, თენგიზ კიტოვანის გასაიდუმლოებული ვიზიტის შესახებ „პრაიმტაიმს“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სამოქალაქო მოძრაობა „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე, ელისო კილაძე უყვება. ელისო კილაძე ამტკიცებს, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სოხუმში ჩავიდა თენგიზ კიტოვანი, რომელმაც „პრეზიდენტობის კანდიდატ“ სერგეი შამბასთან საიდუმლო შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, ბოლო მომენტამდე კრემლი სწორედ შამბას კანდიდატურას ლობირებდა, რადგან მისი მეშვეობით აფხაზეთში რუსული ინტერესების გატარება ბოლომდე იქნებოდა შესაძლებელი. შიდა გამოკითხვები კი კრემლის ინტერესებს აშკარად არ ემთხვეოდა... გამოკითხვებში, სადაც აფხაზ მოსახლეობასთან ერთად გალში მცხოვრები ქართველებიც მონაწილეობდნენ, ანქვაბი ლიდერობდა. კილაძის ინფორმაციით, მოსკოვი აფხაზეთში სწორედ თენგიზ კიტოვანის მეშვეობით შეეცადა ინტრიგის ჩაგდებას. ელისო კილაძე, „ჩემი საქართველოს“ თავმჯდომარე: – მოსკოვს აფხაზეთში გეგმები ჩაეშალა. მოსკოვური წყაროების ცნობით, კრემლი სერგეი შამბას კანდიდატურას უჭერდა მხარს და ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მის დასმას მიაღწევდა. ეს გარანტია იყო იმისა, რომ აფხაზეთში რუსული ინტერესები ბოლომდე გატარდებოდა. არჩევნებს წინ უძღოდა კრემლის მორიგი მზაკვრული გეგმა. შიდა გამოკითხვებით ყველგან ალექსანდრე ანქვაბი ლიდერობდა, ამიტომაც მოსკოვმა ამჯერად ინტრიგა არა საკუთარი ხელით, არამედ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის მეშვეობით დააპირა. ჩემ მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სერგეი შამბამ კიტოვანი აფხაზეთში მიიწვია და მასთან კონფიდენციალური შეხვედრა გამართა. – რატომ? რაში დასჭირდა შამბას კიტოვანთან შეხვედრა? – შეხვედრის დეტალები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი ჩემთვის. ეს ამბავი სოხუმიდან წასულმა გავლენიანმა ქართველებმაც დამიდასტურეს. მოკლედ, შამბა კიტოვანს საიდუმლოდ შეხვდა და მისი მოწინააღმდეგის ალექსანდრე ანქვაბის წინააღმდეგ ინტრიგა დახლართა. ამას მოჰყვა კიტოვანის განცხადებაც, თითქოს ალექსანდრე ანქვაბი საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და შევარდნაძის ინფორმატორი იყოო. მაგრამ ამ ავანტიურას შედეგი არ მოჰყოლია – მოსახლეობამ კრემლის შეუცვლელ ფავორიტს უარი უთხრა. – არჩევნებში დამარცხების შემდეგ შამბამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან საერთოდ აპირებს წასვლას... – დიახ, იყო ასეთი განცხადება, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ბლეფი. რეალურად ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო თავის დროზე, წინ დიდი და მძიმე ბრძოლა ელის. ის შამბას კარის ბიზნესმენებსა და რუსეთის გავლენებს რეგიონში ერთდროულად უნდა ებრძოლოს. რუსეთი სოჭის ოლიმპიადის წინ კავკასიაში დესტაბილიზაციას ერიდება, მაგრამ, როგორც ჩემი აფხაზური წყაროები ვარაუდობენ, კრემლს აწყობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ინციდენტების პროვოცირება გამოიწვიოს, რაც საბოლოოდ ისევ კრემლის წისქვილზე დაასხამს წყალს. არც ისაა გამორიცხული, რომ ამ საქმისთვის ისევ თენგიზ კიტოვანი გამოიყენონ, რომელმაც თავის დროზეც თვითნებურად მოახდინა აფხაზეთში შეჭრა და ომი დაიწყო. ანქვაბი კარგად აცნობიერებს, რომ რუსეთის ინტერესები და აფხაზეთში სამხედრო ქალაქების მშენებლობა აფხაზებს საბოლოოდ კარგს არაფერს უქადის და ისინი, როგორც ეროვნული უმცირესობა, გაქრობის პირას არიან. ამიტომაც მას აუცილებლად მოუწევს ბრძოლა რუსეთის გავლენების წინააღმდეგ. ის ამას ან შეძლებს, ან რუსეთი მის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს გამოიყენებს. რჩება კიდევ ერთი შანსი – საქართველოსთან დიალოგი და დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვება. – თუ გაქვთ ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის ბოლო გადაადგილებების შესახებ? – ცნობილი ფაქტია, რომ ომის შემდგომ ოკუპანტებმა რეგიონში მედესანტეები, ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსი და „ტ-90“ ის ტიპის ტანკები შეიყვანეს. აფხაზეთის პორტებს რუსული სანაპირო დაცვის კატარღები აკონტროლებენ. ახლახან გავრცელდა ცნობები იმის თაობაზე, რომ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რუსებმა სამხედრო ავიაციაც შეიყვანეს. „ტუ-27“ ის ტიპის ორი გამანადგურებელი, საბორტე ნიშნით 03 და 23, გუდაუთაში განათავსეს. როგორც ჩანს, რუსეთი ისევ სამხედრო კონფლიქტის პროვოცირების გზით წავა.
  11. http://www.youtube.com/watch?v=JqWf8q5Oxs8&feature=related
  12. უნდა ანაღვლებდეთ მაგრამ სხვა ფორმებით და არა ღია ოპოზიციური პოლიტიკის გატარებით ეკელსიას აკისრია სხვა როლი და ეს როლი უდნა შეასრულოს პოლიტიკოსს აკისრია სხვა როლი ყველამ თავისი საქმე უდნა აკეთოს სასულიერო პირებს ყველაფრის უფლება არ აქვთ თავისივე დაწერილი კანონების მიხედვით ხოლო თუ ამ კანონებს დაარღვევენ მერე მაგ ქმედებებს რაც მოყვება ბოლთის ცემა არ იყოს თქო ეგ ვთქვი თორე ას ეუქნიათ კენჭი იყარონ საპარლამენტო არჩევნებისთვის და ვანო როგორ "არჯულებს" ოპოზიციას იცი ვინც ამ "მორჯულების" მსხვერპლი იქნება მერე უკვე მტკივნეულია და "ეკლესიას გვართმევენ" ერქმევა
  13. მეუფე სერაფიმეს ვიცნობ კარგი ადამიანია წაღვერში ჩემ აგარაკზე რამდენჯერ ყოფილა სტუმრად განათლებული და დადებითი პიროვნებაა დედაჩემს რამოდენიე ეკლესიის მშენებლობა აქვს დაფინანსებული ბორჯომში და თან ისე რომ ბოლოს ჩვენ დავრჩით მარტოები მანდედან მოხდა ჩემი ოჯახს და მეუფე სერაფიმეს დაახლოება ეს ინფო რო ვნახე არ მომეწონა იმიტო რო ვიცი პრობლემები შეექმნებოდა არავინ არ არის დღეს დაცული ვანოსგან არავინ
  14. საქართველოში მიშკას წინააღმდეგ და მის გვერდით დგომით იზომება სხვა საქმეა ეს მე ან შენ როგორ გვესმის ან წესით სტანდარტულად როგორ იზომება ან ვის როგორი გემოვნება აქვს მაშინ ამ ქმედებისთVის არც დაისჯება მეუფე თუ ესეა
  15. ჩვენთან ოპოზიციია ის ვინც მიშკას წინააღმდეგაა მაგით იზომება შესაბამისად ეკლესიის მიერ ოპოზიციური ფიგურების მხარდაჭერას იგი ავტომატურად ოპოზიციურ მდგომარეოაბში გადაყავს
  16. http://s41.radikal.ru/i092/1110/b1/9839b0346bfb.jpg მეუფე სერაფიმე დღეს მოძრაობას "სამართლიანი საქართველოსთვის", მის ლიდერსა და ჯავახიძეების გვარს დალოცავს. როგორც "პირWელს" მოძრაობიდან აცნობეს, დალოცვა ქალაქ ბორჯომში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში 11:00 საათზე გაიმართება. ეკლესია უკვე ღიათ ერთვება პოლიტიკურ ბრძოლებში ვასაძის და ეხლა ამ ფაქტის გამო ის უარყოფითი შედეგები რაც პოლიტიკაში ანუ ოპოზიციაში მოსვლას მოუტანს ეკლესიას არავის არ გაუკვირდეს და არ იყოს ბოლთის ცემა "ეკლესიას გვართმევენ" "პატრიარქი მოწამლეს" და ა.შ.
×
×
  • შექმენი...