-
პოსტები
5.308 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი FRIDRIX
-
http://www.youtube.com/watch?NR=1&v=gk7aGFNGbD4
-
ესეთი რუსები კი მომწონს სტურუას არ ჯობია რო ჩამოვიდნენ სხვა კომპოზიტორები და რეჟისორები იმუშავონ ჩვენთან ჩვენ აგენტებს კი იქით დავუბრუნებთ
-
ოპოზიციის ლიდერი აცხადებს რომ თუ სისხლი დაიღვრება პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ხელისუფლებას იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეები ვართო ასევე ცეესკო იყენებს მკვდარ სულებს და ყალბ ჩაწერებს ერთ მისამართზე 4 პირი ყავთ ჩაწერილი მოგსტყვნიათ დე...ი ეხლა უნდა დავიწყოტ ახალი საარტილერიო დაბომბვა ცხინვალის ან არჩევნების დრეს უF რას გაასწორებდა
-
ისე ვიეტნამში ამერიკელებმა წაკუზეს რუსები და მერე ავღანეთში კიდე ხო ტყვეთ ჩავარდა და აწამებდნენ
-
საპროტესტო აქციები აშშ-ში, დაკავებულია 700 მანიფესტანტი
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სწორი შენიშვნაა ამან დიდი ზიანი მიაყენა დასაქმების პროცესს წარმოიდგინე მტელი ამერიკული კომპანიების სამრეწველი პოტენციალი რომელიც ჩინეთშია კონცენტრირებული ამერიკაში რომ ქონდეთ და თავისი ხალხი რომ ყავდეთ დასაქმებული ბიზნესმენს ვერ აიძულებ რომ გინდ ათუ არა ამერიკაში გახსნას ფაბრიკა როც აიგივე ფბრიკას გაქსნის ჩინეთში და ამუსავებს უფრო იაფად მუშას მაგრამ უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტული ბიზნესმენების მიმართ რომლებმაც თავის ქვეყანაში მცხოვრები ქმედითუნარიანი მოქალაქეებიც უდნა დაასაქმონ ხო მაგარი დაენძრათ FU ეს ობამა როგორ მეზიზღება მას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა დღეს არსებულ პრობლემაზე ამერიკაში -
რუსებს ქართული ღვინო მოენატრათ და აღარც მის ხარისხში ეპარებათ ეჭვი რუსეთში უკვე ჩათვალეს, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდა და ახლა მის ფასზე მკითხაობენ. ვარაუდობენ, რომ რუსეთში შეტანილი ქართული ღვინო აღარ იქნება ძველებურად იაფი, თუმცა პოპულარობა ისევ ძველებური ექნება. “ქართულ ღვინოს, რუსეთში, დიდი პოტენციალი აქვს: რუსები კარგად ერკვევიან ქართული ღვინის ასორტიმენტში. და რაც მთავარია, საქართველოში ღვინოს ყურძნის ისეთი უნიკალური ჯიშებისგან ამზადებენ, როგორიცაა რქაწითელი, მწვანე, საფერავი, ალექსანდროული, ხიხვი, ქისი, ძველშავი, ჩხავერი, ჩინური, რომლებიც იზრდება რა ამ ქვეყანაში, განუმეორებელ გემოს იძენს,” - აცხადებენ ღვინის ინდუსტრიის რუსი ექსპერტები. ალკოჰოლური ჰიპერმარკეტების ქსელის “Vinberry”-ის კომერციული დირექტორი მაქსიმ ვინოკუროვი აცხადებს, რომ ქართული ღვინის აკრძალვა რუსეთში, გარკვეულწლიად, ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგანაც ამ 5-წლიანი “ვეტოს” პერიოდშიც კი, რუსულ ბაზარზე ის არალეგალურად მაინც შედიოდა, - მაგალითად, ბელორუსის მარკით. გარდა ამისა, ეს პროდუქცია აქტიურად იყიდება აფხაზეთის “საზღვრებზეც,” აფხაზები მას ყიდულობენ და მისგან “თავის” ღვინოს აკეთებენ. - აცხადებს ვინოკუროვი. რაც შეეხება ფასს... რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქართული ღვინო ძველებურად იაფი ვეღარ იქნება და მისი ღირებულება 300-500 რუბლი იქნება. ვინოკუროვის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ 2008 წელს საქართველო გავიდა დსთ-ის შემადგენლობიდან, რაც ნიშნავს, რომ პროდუქციის მომწოდებლებს, მისი რუსეთში შეტანისას დამატებითი ბაჟის გადახდა მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, ფასსზე აისახება. რუსი ექსპერტები თვლიან, რომ ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები უკვე უადგილო იქნება, რადგან მთელი ამ აკრძალვის 5-წლიან პერიოდში, “შესაბამის ინფრასტრუქტურას არ დაუკარგავს თავისი პოზიციები, რადგანაც ის აქტიურად მუშაობდა ევროპულ ბაზართან, სადაც საქართველო ახლაც ახორციელებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს.” გარდა ამისა, მათი ვარაუდით, რუსეთში პროდუქციის შეტანას მხოლოდ მსხვილი კომპანიები მოისურვებენ, რომლებიც ამ სფეროში დიდი ხანია მუშაობენ და კარგი რეპუტაციითაც სარგებლობენ. “ამიტომ ეჭვი არაა, პროდუქციის ხარისხი მაღალი იქნება” – ასე ფიქრობენ რუსეთის ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები და უკვე 2012 წლიდან, რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოს ელოდებიან. ჯონ მაკეინი მომწონს მააგრი კაცია რუსები ეზიზრება იბრძოდა კიდეც ვიეტნამში და ომის დროს რომ თქვა ჩვენ ყველა ქართველები ვარტო მამამისი და ბაუბამისი ამერიკის საზრვაო ფლოტის ადმირალები იყვნენ ეს უდიდესი მიუღწევაა
-
საპროტესტო აქციები აშშ-ში, დაკავებულია 700 მანიფესტანტი
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ავჭალის სპეცდანაყოფი სულ აგროვებს ხალხს მოტხოვნებსაც ჩამოგიწერ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის რეკომენდაცია ნასამართლეობის არ ქონა ფიზიკური მონაცემები 180 სიმაღლე და ზევით 100 კგ და ზევით პოლიტკური ორიენტაცია პროსახელისუფლებო სასურველია ძალოვანი სპორტით ყოფილიყავი ან იყო დაკავებული ასაკის მაქსიმალური ზღვარი 35 წელი კვება იმათია შაბათ კვირას თუ გინდა სახლში წახვალ თუ გინდა მანდ იქნები სამედიცინო დაზღვევა ხელფასი 800 ლარი პრემია 1500 დან 2000 ლარი -
საპროტესტო აქციები აშშ-ში, დაკავებულია 700 მანიფესტანტი
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გარეკე ხროვა მათრახით სპეცრაზმელების მათრახით -
შეიძლებოდა სოხუმის გადარჩენა? აკაკი გასვიანი: "შეიძლებოდა! ჩვენი მეომრები, მართალია, არ იყვნენ გაწვრთნილი სრული სამხედრო სტანდარტებით, მაგრამ მათ გამოავლინეს ჭეშმარიტად ქართული მეომრული სული, რამაც არაერთი ბრძოლა მოაგებინა (15-16 მარტს - ეშერის მისადგომებთან, ბრძოლა ტამიშთან, კამანთან). 12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს აფხაზი სეპარატისტების მიერ დაქირავებულ "ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა (რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს). 26 სექტემბერს, სამხედრო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და ქალაქის ცენტრი შესაბამისად ორი ბატალიონით გაემაგრებინათ, სოხუმი გადარჩებოდა”. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა: "დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი... ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, - ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: "ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: "ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”. ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: "ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს. საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”. 27 სექტემბერს საქართველომ აფხაზეთი დაკარგა. სავარაუდოდ, 28 სექტემბერს, გამთენიისას, ჟიული შარტავა და მასთან ერთად მყოფი ქართველები აფხაზმა ბოევიკებმა, ჩრდილოკავკასიელმა "ნაიომნიკებმა" დახვრიტეს... სოხუმის დაცემისა და ქართველების დახვრეტის შესახებ ვიდეომასალა--- როგორ საათივით მუშაობდა რუსული კაგებე http://www.youtube.com/watch?v=ukot1fPCnDY&feature=related გამყიდველის, დიქტატორისა და მოღალატის დაფურთხებულის ალოკვა. 1993 წლის 14 სექტემბერი... დაფურთხებულის დაჩოქილი მლოკველობა -- დღეს საქართველოში ადამიანს ვერ იპოვით, რომ გამოტყდეს თავის მაშინ იქ ყოფნაში... ალოკვის ლოცვა-კურთხევა და იუდას ხელდასმა: „მთელი საქართველო ღელავს. ამიტომ მე უფლება მაქვს როგორც საქართველოს სულიერ მამას და პირადად თქვენს სულიერ მამას მოგცეთ ლოცვა-კურთხევა რომ მთელ საქართველოს განვუცხადოთ რომ თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეთაური
-
http://www.youtube.com/watch?v=wl6h9XfHCTs&list=PL4C918F4C1A7F8655&index=12 http://b.pix.ge/w/qapw9.jpg ჟიული შარტავა (დ. 7 მარტი 1944 — გ. 27 სექტემბერი 1993), ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1993). დახვრიტეს აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს. სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ინჟინრად; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წ. არჩეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის დაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით. "მნიშვნელობა არა აქვს, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგანაც ბოლო მაიც ეგ არის. მთავარია თუ, როგორ მოკვდები. და რის ჩადენას მოასწრებ". – გურამ დოჩანაშვილი, "სამოსელი პირველი". აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 18 ივლისს, რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირების მქონე ჟიული შარტავა ინიშნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. აფხაზეთის ომის დროს არ დატოვა სოხუმი, ბოლომდე იცავდა მას სეპარატისტებისაგან. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს... რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: „ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი." მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს „დიდგორისა" და „ვახტანგ გორგასლის" პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 16 სექტემბერს, გამთენიისას, რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება "მითი”, თითქოს სოხუმი ისეა გამაგრებული, რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება. ქალაქში პანიკა მატულობს. მოსახლეობა პასუხს ითხოვს კითხვაზე, დატოვონ თუ არა ქალაქი. 27 სექტემბრამდე ამ კითხვის პასუხი არ არსებობს. 1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე, მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება. კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, თუ როგორ იცავდნენ ჩასაბარებლად განწირულ ქალაქს მისი უკანასკნელი მეციხოვნენი, არა მარტო სოხუმელი, არამედ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსული მეომრები, უშიშარი "ავღანელები”, დაცვის ბიჭები. გუმისთის მისადგომებთან კი 12 დღის განმავლობაში (ყოველგვარი შეცვლის გარეშე) ფაქტობრივად შიშველი ხელებით აჩერებდნენ მომხდურს, რათა ზურგს უკან მდგომ ოჯახებს ქალაქიდან გახიზვნის საშუალება ჰქონოდა. ჩვენ თვალწინ წამოიმართება ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებს გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნის მიწურულს გმირობის მაგალითს კიდევ ერთხელ ჩაწერს საქართველოს ისტორიაში. მზაკვრული ზავი აკაკი გასვიანი: "ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნდობა არ შეიძლებოდა (3 სექტემბრის პრეცედენტი ხომ გვქონდა). ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით, თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. ჯერ კიდევ 9 სექტემბერს, მან, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ძალოვანი სტრუქტურების თათბირზე გამომიძახა და მიბრძანა: - დღეიდან, ძალოვანი სტრუქტურების კურირებას თქვენ გასწევთ, სოხუმის დასაცავად მზად უნდა ვიყოთო. მისი ინიციატივით, კონსპირაციულად დავიწყეთ ქალაქის მე-2 და მე-3 თავდაცვითი რგოლების გამაგრება. სახელდახელოდ შევაგროვეთ ავტომატები. 16 სექტემბერს ბატონი ჟიული თბილისში გახლდათ. სასწრაფოდ ვაცნობე ქალაქში შექმნილი ვითარების შესახებ. საღამოსვე სოხუმში ჩამოფრინდა. დაიწყო სადღეღამისო მორიგეობა. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები... ვისი ბრძანებით? - დღესაც უცნობია(!). შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთანაც გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო. მდგომარეობა გართულდა. ზედიზედ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს, დილის 9 საათზე, მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: "მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით”. ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 "ავღანელი” მოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო, გვითხრა. მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ ეშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა. დაბომბვა კვლავ განახლდა. გუმისთაზე ფრონტის ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. გზად ცეცხლს უკიდებდნენ ქართველთა სახლებს, ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა... ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინა თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას, უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით - სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ ურიცხვ მტერთან გამკლავება გაჭირდა. სამხედრო ოპერაციას პროფესიონალის ხელი ეტყობოდა, კარგად იყვნენ გაწვრთნილი ქუჩის ბრძოლებისთვის (ომის დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი, რომ სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა)”. იერიში... მთავრობის სახლზე "დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ტიპის ნაღმსატყორცნიდან: დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, ფუნიკულორიდან, "აიდგილარას” შენობიდან... ბრძოლა ორმოც წუთს გრძელდება. დღის პირველ საათზე, როდესაც საბრძოლო მარაგი გვეწურებოდა, კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის "ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან... გვპირდებოდნენ: "აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ”... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”. "გავდივართ!” ...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება). როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: "გავდივართ!” აკაკი გასვიანი: "ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე. ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლა... და ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებ... ეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნა... ერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, - ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენ "ავღანელები”. იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა. წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილეს - ნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: "არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!” - ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობა - თუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთ "ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთო - აღმითქვეს. მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!). ბოლო "ინსტანცია” ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: "ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისი... ველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო”... გული მაინც ცუდს მიგრძნობდა. საბედისწერო შეძახილი როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა "ცოცხალი კორიდორი” გააკეთეს. ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი "ავღანელი” სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, "ცოცხალი კორიდორი” აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. "ავღანელებს” ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა... ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო... უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, "ავღანელებთან” ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული "შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ! "შევარდნაძემ აფხაზეთი დათმო...” "უცნაურ ომს” უწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრული "სამშვიდობო” ხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა! აფხაზეთის ომს... არ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის "თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. დაიკარგა არა მარტო სოხუმი და გაგრა, არამედ მთლიანად აფხაზეთი. ისმის კითხვა - ჰქონდა თუ არა ქვეყნის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ინფორმაცია აფხაზური მხრიდან მოსალოდნელი ცეცხლის განახლების შესახებ? საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა ამ კითხვაზე ასე უპასუხა: "საქართველოს უშიშროებას ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს მასალები აუცილებლად დაიდებოდა მეთაურის მაგიდაზე. მთავარსარდალი ვერ აკონტროლებდა აფხაზეთში შექმნილ ქაოსურ სიტუაციას, მოწოდებულ ინფორმაციაზე ადეკვატურად არ რეაგირებდა. ასეთი სვლებით მთავარსარდალმა აფხაზეთი დათმო, უშიშროების მასალებს კი მისივე სამუშაო მაგიდაზე დაედო საიდუმლო გრიფი. მეთაურისგან ლიმიტირებული მასალები პროკურატურაში დღესაც საიდუმლოდ ინახება”. პასუხგაუცემელ კითხვებს შორისაა, ყველაზე მთავარი, - რატომ ვერ მიაშველა განწირულ ქალაქს მთავარსარდლობამ კოდორზე შეჩერებული საარმიო კორპუსები, რომელსაც სარდლობდნენ პაატა დათუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და დავით თევზაძე... რასთან გვაქვს საქმე, არაპროფესიონალიზმთან თუ შეგნებულ ღალატთან.
-
ნიუიორკში საპროტესტო აქციის 700 მონაწილე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა მკაცრ ზომებს მას შემდეგ მიმართეს რაც მანიფესტანტებმა ბრუკლინის ხიდთან გზა გადაკეტეს. მანიფესტანტების დაკავებამდე პოლიციამ ისინი რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ საავტომობილო გზის გადაკეტვის შემთხვევაში წესრიგის დასაცავად შესაბამის ზომებს მიმართავდნენ. ნიუირკის მსგავსად საპროტესტო აქციები ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც ჩატარდა. მანიფესტანტები უმუშევრობას, მსხვილი კორპორაციების ეკონომიკურ პოლიტიკასა და კორუფციას აპროტესტებდნენ. მათი მოთხოვნა სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობის აღდგენა იყო გული ამიჩიყდა სოციალური თანასწორობის აღდგენა
-
ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე, შესაძლოა, წლის ბოლომდე დაბრუნდეს. ამის შესახებ "ინტერფაქსს" "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განუცხადა. "პრინციპში ამისათვის, გაცილებით მცირე დროა საჭირო", - აღნიშნა ონიშენკომ. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი მწარმოებლების მზადყოფნაზე, რათა რუსეთის ბაზრის ყველა მოთხოვნა შეასრულონ. ონიშენკოს განცხადებით, რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში ქართველ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა. "შეხვედრა ქართული ბიზნესის წარმომადგენელთა ინიციატივით გაიმართა. დაზუსტდა ყველა აუცილებელი პარამეტრი რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დასაბრუნებლად. ბუნებრივია, მთავარი პირობა რუსული კანონმდებლობის სრული დაცვით პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა იყო", - განაცხადა რუსეთის მთავრმა სანიტარმა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს რუსეთმა, სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით, რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური პროდუქციისა და მინერალური წყლის შეტანა აკრძალა. მიხეილ სააკაშვილი, ჯონ მაკკეინი და დონალდ რამსფელდი ერთ გადაცემაში რუსეთ საქართველოს ურთიერთობაში ორი დონე არსებობს, ერთის მხრივ რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და თითქმის ნახევარ მილიონ ადამიანს არ შეუძლია საკუთარ სახლში დაბრუნება. მეორეს მხრივ კი საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის და ისინი აღფრთოვანებულნი არიან იმით თუ როგორ შეიცვალა საქართველო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ ჟურნალისტ დეივიდ ფროსტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. აღნისნული ინტერვიუ ფროსტმა ტერორიზმთან ბრძოლის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოსვებისთვის ჩაწერა. სააკაშვილთან ერთად გადაცემაში გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდიც მონაწილეობდნენ.
-
ღამის 3 საათიდან 4 საათამდე შეგიძლია დარეგისტრირება ოღონდ ძაან რადიკალური ოპოზიციური განცხადებები არ გააკეთო საშიშია
-
მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარაა
FRIDRIX replied to fashisti's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე სულ ვატარებდი მაგრამ დამატებითი ხლაფორთია არ დაგრჩეს სახლში ვიცი რომ საფულეში მიდევს მაგრამ გასვლისას მაინც უნდა შემემოწმებინა ეხლა აღარ ვატარებ უკვე -
http://b.pix.ge/s/adnf3.jpg მოსკოველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ Village Voice-ს ჟურნალისტთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ newsline.ge იტყობინება. აქამდე ლევან ვასაძე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატად მხოლოდ სოციალურ ქსელებში „გაელვებული“ ნატვრებით აღიქმებოდა, თუმცა თვითონ კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენი ოფიციალურად არ ადასტურებდა პრეზიდენტობის ამბიციას. ამასთან, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო მარათონში მისი ჩაბმა იმან გამოიწვია, რომ როგორც ქართველი, გულხელდაკრეფილი ვერ უყურებს, „როგორ იღუპება ქვეყანა“. Village Voice-სთან საუბარში რუსეთის მოქალაქე ქართველი ბიზნესმენი ამბობს: „მე აქამდე არ მქონდა გადაწყვეტილება მიღებული მივიღებდი თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში 2013 წელს, თუმცა, რომ ვუყურებ ჩემს დაკნინებულ ქვეყანას სხვა გამოსავალი არ მრჩება, უნდა ჩავუდგე ჩემს მართმლადიდებელ ერს სათავეში და მოვაშორო ეს წურბელები აქაურობას“. ინტერვიუში ლევან ვასაძე ცდილობს, რაც შეიძლება მუქ ფერებში დაანონსოს, რა მძიმე და ეკლიანი გზა ელის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებამდე და თავს მარტინ ლუთერ კინგსაც კი ადარებს: „არ არის გამორიცხული, რომ მე გადამიარონ და აღმგავონ პირისაგან მიწისა, როგორც ეს მართინ ლუთერ კინგს გაუკეთეს, თუმცა დღეს რომ ნიუ-იორკში შავკანიანი და თეთრკანიანი ერთი ავტობუსით მგზავრობს, ეს მისი დამსახურებაა, ასე რომ, ოღონდ რამე გვეშველოს და ეშმაკსაც წაუღივარ - დღეს ჩვენ ყველანი ზანგები ვართ...“ - თქვა ლევან ვასაძემ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაახლოებით წლინახევრის წინ ლევან ვასაძის (რომელიც თავისუფალ დროს ლექსებსაც წერს) მიერ წაკითხული ლექსის „ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ“ ვიდეოვერსია გაჩნდა. მისი საახლობლო წრის მიერ თეთრ ჩოხაში გამოწყობილი ავტორი ფართოდ დაანონსდა არა როგორც პოეტი, არამედ როგორც „საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული პატრიოტი ბიზნესმენი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის გადარჩენა“. სასწრაფოდ შეიქმნა მისი ფან-გვერდი, სადაც იუზერთა ნაწილი, ლამის მუხლმოდრეკილი სთხოვდა ვასაძეს, პოლიტიკაში მოსულიყო და საქართველოს პრეზიდენტობაზე განეცხადებინა პრეტენზია. როგორც ჩანს, ამ წინასწარ დაგეგმილმა, მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო: საქართველოს პრეზიდენტობა, ალექსანდრე ებრალიძის შემდეგ, კრემლთან დაახლოებულ და რუსეთში გამდიდრებულ, რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთ მოქალაქე-ბიზნესმენს მოუნდა.
-
http://www.youtube.com/watch?v=938QGYLk76E&NR=1 http://www.youtube.com/watch?NR=1&v=1jlKe_rGwo8
-
http://www.youtube.com/watch?v=oSu3kvFeoCQ&feature=related http://www.youtube.com/watch?v=iTRbHQ9JaXY&feature=related
-
http://www.youtube.com/watch?v=k7equmipgso http://www.youtube.com/watch?v=5BIDihICt6s&feature=related http://www.youtube.com/watch?v=-H-22ahgLe4&feature=related http://www.youtube.com/watch?v=HpYlaII61-A
-
http://www.youtube.com/watch?v=nLotb8rvAlU&feature=related http://www.youtube.com/watch?v=rxL9Fhy6Ozw&feature=related http://www.youtube.com/watch?v=WCiwRS8aqVs&feature=related http://www.youtube.com/user/MrDocofa#p/u/10/PzIMQlgbGQE http://www.youtube.com/watch?v=3Gxwid09SQs
-
http://www.youtube.com/watch?v=Kczx8r1nSxA&NR=1 http://www.youtube.com/watch?v=gBVmz5GXXZQ&feature=related http://www.youtube.com/watch?v=QHeE-0d7tu0&feature=related http://www.youtube.com/watch?v=noypMeXOJkw&feature=related
-
http://www.youtube.com/watch?v=OuNulTIYL-k http://www.youtube.com/watch?v=Ojlas1NLHLU&feature=related http://www.youtube.com/watch?v=yreAZCC0Czk http://www.youtube.com/watch?v=sPowptOZ5xc http://www.youtube.com/watch?v=QWHqgCnaCVM http://www.youtube.com/watch?NR=1&v=gqoxjC5yEAg
-
მოძღვართა „ფეისბუქ-შეჩვენება“ და „დოკუმენტური წყევლა“
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხო ეგ არის ნატოზე რო ათავებს ხოდა ეს მამაოები თავს ჭრიან ჩვენს ეკლესიას და დასაცინები ვხდებით რატომ არ სჯის ამ ქმედებების გამო პატრიარქი ამ მამაოებს როგორც მე -
ფრთხილად ვარ ეგეც ისე მოხდა რო არ მომეშვა რა და მე კიდე მთვრალი ისეთი ცხოველი ვხდები რო ვეღარ ვარჩევ მთავარია "მსხვერპლი" იყოს