Jump to content
Planeta.Ge

FRIDRIX

პლანეტელი
  • პოსტები

    5.308
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი FRIDRIX

  1. ვთამაშობდი ამას დახურული მაქვს ოღონდ პირველი ნაწილი ამერიკა რომ ებრძვის რუსეთს
  2. დიდი ხანია ეგ ბიზნესი აქვს მძიმე სატვირთო მანქანებით ვაჭრობს და ამწეებით აზერბაიჯანში აქვს ეგ ბიზნესი აბა საქართველოში არ "მოასვენეს" და იქ წავიდა იმსახურებს რაც წვალება აქვს გავლილი მაქამდე
  3. და რატომ მივუთითო მერე სხვა არგუმენტი რომ არ გექნებათ ივაიშვილის სასარგებლოდ ადვილი სათქმელია -ერორების ინფორმაცია არ დაიჯერება ერორები ხელისუფლების კონტროლს ქვეშაა
  4. mtidan ისე მანდ მანქანების ბიზნესი როგორ არის ფუნქციონირებს თუ ვეღარ ეგ ტრაილერი 20.000 ევროდ იყიდა და აზერბაიჯანელებზე უდნა გავყიდოო და მე როგორც ვიცი პრობლემები არის მაგ ბიზნესში
  5. მართლა სიძვირეა ძმაკაცს ტრაილერი გამოვუგზავნე გერმანიაში ვუყიდე 4.000 ლარი განბაჟებაში გადაიხადა
  6. ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანაშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებამ განსაკუთრებით რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენები გაახარა. აღფრთოვანებას ვერ მალავენ ის ოლიგარქები, რომლებმაც გაურკვეველი გზით დააგროვეს რუსეთში კაპიტალი და ახლა მზად არიან ეს ფული საქართველოში არეულობების მოსაწყობად დახარჯონ. ივანაშვილმა თავისი გეგმების შესახებ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რამაც განსაკუთრებით ჟურნალისტების გაღიზიანება გამოიწვია. ბიზნესმენმა დაუფარავად განაცხადა, ვისაც არ გყოფნით ხელფასი, დამატებით ლუკმას სამადლოდ მე მოგცემთო. სამაგიეროდ, ივანაშვილის მოქმედებებით გახარებულია რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარე, მიხეილ ხუბუტია, რომელიც ღმერთს მადლობას სწირავს იმისთვის, რომ მისმა კოლეგამ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ხუბუტიას აღფრთოვანებისა და განსაკუთრებული სიხარულის შესახებ ინფორმაციას rbcdaily.ru ავრცელებს. „ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა საჯაროობას, მაგრამ მან დიდი ფული იშოვა და, როგორც ცნობილია, ფული ციდან არ ცვივა. ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები არ ცდებიან... შემიძლია მხოლოდ ღმერთს მადლობა შევწირო ამ ახალი ამბისთვის“, – ამბობს ხუბუტია და მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ის ბიზნესმენია, რომელიც რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობას სათანადოდ აფასებს და ხვდება, რომ ამ ქვეყნების დაშორება არ შეიძლება. მიხეილ ხუბუტია, რომელიც ალექსანდრე ებრალიძის მარჯვენა ხელია, ჯერ მხოლოდ ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა. ბიძინა ივანაშვილის გადაწყვეტილების კვალი რომ ჩრდილოეთისკენ მიდის, ამაში ეჭვი არავის შეჰპარვია, თუმცა ხუბუტიას ამ განცხადებით ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათელი გახდა. ახლა რუსეთში მყოფი კრემლის მეგობარი ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც უშედეგოდ ხან ვისზე დებდნენ ფსონს და ხან ვისზე, ივანიშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებს დაელოდებიან. მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, მხარდაჭერას გამოუცხადებენ იმ იმედით, რომ იქნებ იმ ფალავანმა მაინც გაამართლოს, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ ფულით ამომრჩეველთა ყიდვაა შესაძლებელი.
  7. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგა ვანო მერაბიშვილს კიევში ჩასვლასა და მის მიერ განხორციელებული რეფორმების გაზიარებას სთხოვს. შესაბამისი წინადადებით უკრაინის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა მერაბიშვილს უკრაინის პირველი ნაციონალური არხის მეშვეობით მიმართა, რომელსაც საქართველოს შს მინისტრმა ინტერვიუ მისცა. "სიამოვნებით ჩამოვალ უკრაინაში. პირადად შევხვდები თქვენს კოლეგებს და მოხარული ვიქნები, თუკი იმ საკითხების გადაწყვეტაში დაგეხმარებით, რაც თქვენ გაინტერესებთ. ამასთან, მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები არ არის უნივერსალური, რადგან ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს", - განმარტა მერაბიშვილმა, რომელიც უკრაინული არხის ეთერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოდან ჩაერთო. ამასთან, მერაბიშვილის თქმით, "საქართველოში დღეს ყველაზე არაპოპულარული ყოფილი პოლიციელია (რადგან მათი მუშაობის დროს პოლიციის რეიტინგი 10 % იყო), შინაგან საქმეთა სამინისტრო კი არა ძალოვანი უწყება, არამედ სერვის-სააგენტოა".
  8. ეხლა ვნახე ეს თემა საგურამოს საქართველოს რუკით ბასეინზე რატო არ იღებს კლიპს საინტერესოა თავისი პატრონების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიც აქვს დაფიქსირებული ბასეინზე თუ "დღევანდელი" ჩვენი მიწების მიხედვით ააშენა ბასეინი ნინო ბურჯანაძე უცნობი
  9. ლამის იმპოტენტი გავხდი მაგის ყურებაში რა ფეხები მეზიზღება კიდე აუუუ სუფთა ხის ბოძები მე უფრო ლამაზი ეფეხები თუ არ მოქნდეს
  10. ბენდუქიძე "ტუზი" არ არის ეკონომისტია რომელმაც ძალიან მნიშვენოვალი და საჭირო რეფორმები გაატარა ქვეყანაში და რაც გასაყიდი იყო კიდე გაყიდა სწორი შენიშვაა მთავარია უცხო ძალის და რუსეთის გავლენის ქვეშ არ იყოს კარგია ჩვენთან თუ დარჩები როცა ბანი გაგივა
  11. georgekh13 უფლებადამცველების განცხადება გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით. ქართველი უფლებადამცველები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს სახალხო დამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, ფართო საზოგადოებას, ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ 10 წლით თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვანის – გვანცა ყუფარაძის საქმე და მიიღონ ყველა საჭირო ზომა ამ საქმეში სამართლიანობის აღსრულებისათვის. მიგვაჩნია, რომ როგორც საბრალდებო დასკვნა, ასევე სასამართლოს განაჩენის დასაბუთებულობა და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან სერიოზულ ეჭვს იწვევს და მრავალ კითხვას აჩენს საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების რეალური შედეგებისა და წარმატების შესახებ. განაჩენის თანახმად, 2006 წლის 9 ნოემბერს თბილისის 12-ე საჯარო სკოლის ეზოში არასრულწლოვანმა გ. ყუფარაძემ მოულოდნელად, თანნაქონი დანით, ხულიგნური ქვენაგრძნობითა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავის თანაკლასელ არასრულწლოვან თ. ტყემალაძეს მიაყენა მრავლობითი (30-მდე) ჭრილობები ზურგის, კისრისა და ხელის არეში, რომლებიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი თ. ტყემალაძე სასწრაფო დახმარების ა/მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩატარებული გადაუდებელი ოპერაციის შედეგად მოხერხდა თორნიკე ტყემალაძისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. 2006 წლის 14 ნოემბერს გვანცა ყუფარაძე, დაკავებული იქნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სასჯელის ზომად მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის 5 (ხუთი) წლის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და დაუდგინდა გამოსაცდელ ვადად. ამ დროისათვის გვანცა ყუფარაძე იყო 14 წლის. განაჩენი გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით, მაგრამ იგი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 07.12.07წ. განაჩენით.G 2008 წლის 15 სექტემბერს გ. ყუფარაძის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დაუშვებლად შემდეგი საფუძვლებით: ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე. ამასთანავე, გვანცა ყუფარაძე სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის შემდეგ განთავსებული იყო სრულწლოვან ქალბატონებთან ერთად. მოგვიანებით იგი მოთავსებული იქნა აღნიშნული საპყრობილის ცალკე ყოფნის საკანში ყველასაგან განცალკევებით, სადაც ის მოთავსებული იყო 5 თვის განმავლობაში. აღნიშნულის შემდეგ მასთან შესახლებული იქნა კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგო და აღნიშნულ ცალკე ყოფნის საკანს დაარქვეს არასრულწლოვან ქალთა განყოფილება. გ. ყუფარაძე დღემდე აღნიშნულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელიც წარმოადგენს ჩაკეტილი რეჟიმის საკანს. ამ საქმეზე სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ისევე როგორც საქართველოს მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის სხვა ნორმების დაცვა, სერიოზულ ეჭვს იწვევს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით: „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. (მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის) განაჩენი დასაბუთებული უნდა იყოს ანუ, ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“ (სსსსკ 496-ე მ. მე-3 ნაწ.). „საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი“ (სსსსკ მე-18 მ.). „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“ (მე-40 მუხლის მე-3 ნაწ. და სსსსკ 132-ე მ. მე-3 ნაწ.). „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“ (სსსსკ 132-ე მ. მე-5 ნაწ.). კანონმდებლობის ეს მოთხოვნები არსებითადაა დარღვეული აღნიშნულ საქმეში: • საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია, რაც სასამართლოს განხილვის შედეგად არ აღმოფხვრილა, სასამართლომ უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება, ისე რომ თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსაბუთებია (მაგალითად მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებენ არ იქნა გაზიარებული, ხოლო იმ ადამიანთა ჩვენებიბებ, რომლებიც არ იყვნენ ფატის თვითმხილველები, თუმცა ყუფარაძის წინაღდმეგ მისცეს ჩვენება, გათვალისწინებული იქნა); • განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებს (მაგალითად, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, თუმცა სასამართლოს ისინი არ განუხილავს და არც მათი გაუთვალისწინებლობის მიზეზები დაუსაბუთებია; არსებითია, რომ ალტერნატიული კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დადგინდა, რომ თ. ტყემალაძის დაჭრაში უშუალოდ მონაწილეობდა ორი ადამიანი, რომლებიც ურტყამდნენ დაზარალებულს ორ სხვადასხვა ზომის დანას). • სასამართლოს პასუხგაუცემელი დარჩა მნიშვნელოვანი კითხვები (მაგალითად – დანაშაულის მოტივი, რომელიც ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადგინა. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მათ ერთმანეთში, როგორც თანაკლასელებს, ჰქონდათ კარგი მეგობრული ურთიერთობა;) • სასამართლო განხილვა არ ყოფილა სრული და ყოველმხრივი ( მაგალითად, სასამართლოს არ შეუფასებია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, არ შემოწმებულა დაცვის მხარის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები და მტკიცებულებები, მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ. ამასთან, მსჯავრდებული გ. ყუფარაძე კატეგორიულად უარყოფს რა მის მიერ დანაშაულის ჩადენას). ამგვარად, ცხადია, რომ განაჩენი არ ეფუძნება საქმეზე შეკრებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა; არ მომხდარა საქმის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევა, სასამართლოს არ აღმოუფხვრია წინააღმდეგობა მტკიცებულებებს შორის და არ მოუხდენია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაბუთებული გაბათილება, განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს არ განუმარტავს ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ. ამგვარად, არსებითად დარღვეულია ყუფარაძის მთელი რიგი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია. დაბეჯითებით მივმართავთ ზემოაღნიშნულ ადრესატებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა მათი კომპეტენციის ფარგლებში ამ საქმეში სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღსრულებისათვის.
  12. ყველა ბიზნესმენს ჭირდება ქველმოქმედის სტატუსი ხროვის კეთლიგანწყობის და მისდამი პოზიტიური დამოკიდებულების მოსაპოვებლად ბიზნესმენი დადებითი ფიგურა უდნა იყოს ხროვის თვალში ხროვას კიდე გლადიატორში როა ურმებიდან პურს და ვაშლებს რო "უყრიან" "ესვრიან" ხროვას ეგ უნდა ბიზნესმენებიც "უყრიან" ხროვას ფულს მაგრამ არა იმიტომ რომ "ხორვამ" შიმშილი მოიკლას არამედ იმიტომ რომ ბიზნესმენი მოსწონდეს როგორც იმპერატორი უდნა მოსწონდეთ რომაელებს რომელ "კაცს" საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოში გამდიდრებულს და დღეს პუტინის მიერ ბოლო "ტუზად" გამოყენებულს ადვლი მისახვედრია რაც უდევს აქედანაც კარგად ჩანს მისი დამოკიდბეულება ქართული "საზოგადოებიზ" მიმართ რომელიც აღარც არსბეობს უკვე
  13. ეს წლები რასაც ვხედავთ ამ ქვეყნიდან ყველა გარბის მიშას და მისი მომხრეების გარდა
  14. ჯერ ეგერთი თუ ეგ მოხდა ვისაც დღეს შ.ს.ს არ მოგწონთ და ყველა იქ მომუშავე არაკაცი ჯალათი და მიშას მონაა შემდეგ რას დაარქმევთ "ახალ" შ.ს.ს რომელიც რუსეთის აგენტმა ივანიშვილმა "იყიდა" და მოგეწონებათ თუ არა "ახალი" შ.ს.ს მეორეც მაგ ხალხის მოსყიდვა ადვილი არ არის თქო ზევითაც მოგწერე და ეგ ხალხი კონტროლზეა უსმენენ უთვალთვალებენ და ასე შემდეგ ხოლო ივანიშვილისგან აღებულ ფულს ვანო აახევს და ციხეში გაუშვებს მაგათ დაწესებულებების უფროსები კაბინეტებში ცხოვრობენ პირდაპირი გაგებით პოლიციის უფროსები კაბინეტებში ცხოვრობენ სოდის და სხვა სპეცსამსახურების მძიმეწონოსანი მაღალჩინოსნები კაბინეტებში ცხოვრბენ იმდენად მოუცლელები არიან და მერაბიშვილის რეჟიმში "დამწყვდეულები" მაგათი მოსყიდვა არის თითქმის შეუძლებელი და განუხორციელებელი მიზანი შეიძლება ვიღაცეები მოისყიდონ და შემდეგ მათ მაინც დაიჭერენ ხოლო თუ თავიდან ვერ დაიჭირეს ის ხალხი იმდენად ცოტანი იქნებიან რომ მერბაიშვილს ნამდვილად ვერ დაამხობენ როგორ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ აქ ბევრჯერ დავწერე არჩევნების გაყალბებების ელემენტარული ყველაზე მარტივი სქემები რომლებსაც ოპოების წარმომადგენლები ვერ უმკლავდბეიან და შენ იმას ფიქრობ რომ ივანიშვილს და მის პარტიას ექნება იმის ძალა სააკაშვილს არჩევნები "არ" გააყალბებინოს და წინააღმდეგობა გაუწიოს მიშას უკვე გამობრძნედილ საარჩვენო ბიუროკრატებს და იმ ხალხს ვინც ეს წლებია არჩევნებს აყალბებს ივნიშვილს აქვს დიდი რესურსები დიდი ძალა (რუსეთის სპეცსამსახურები) მაგრამ არ მგინია რომ აჯობოს მიშას ვნახოთ ჯერ ადრეა იმის თქმა რომ მიშას ერთი ნაბიჯი აკლია უფსკნულში ჩავარდნამდე და რომ ხელის მკვრელი ივანიშვილი იქნება
  15. არც ბილ გეიტსი არც ერთი ბიზნესმენი ყველას თავისი მიზნები ამოძრავებს ამ მიზნებისთვის ქველმოქმედის "ანგელოზის" სტატუსს იყენებენ შემდგომში როგორც დღეს ბიძინა იყენებს ბილ გეიტსს სულ ერთ ადგილზე ახატია ვინ მოკვდება შიდსით მაგრამ ჭირდება ქველმოქმედის სტატუსი აი ეგ არის რეალობა
  16. მაშინ არ არის გამორიცხული არაფერი ეგ ისეთი "ჩიტია" მკვდრეთით აღდგომა ჯერ ადრეა
×
×
  • შექმენი...