-
პოსტები
5.308 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი FRIDRIX
-
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მერამდენედ ვხსნი და შენც აგიხსნი სააკაშვილის ფანატიკური მხადამჭერი არ ვარ ოპოზიცია მეზიზღება არა იმიტომ რომ ოპოზიციაშია მიშასთან და მე მიშას ვიცავ არამედ იმიტომ რომ რუსების მონები არიან ყველაფერი რასაც ხელისუფლება აკეთებს და მე კომენტარს ვუკეთებ აქ როც აჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე კი არ ვამართლებ რეალობას ვხსნი როცა ვინმეს კლავენ მკვლელობას კი არ ვამართლებ ვხსნი რატომ მოკლეს როგორ მოკლეს რისთვის მოკლეს როც ავირაცას დაწესებულებაში აწამებენ ვხსნი რისთვის დ არატომ დ ასხვას რ ამოელის თუ იქ მოხვდა მე კი არ მომწონს ვხსნი რეალობას რომელიც არის როცა აქციას არბევენ ვხსნი რატომ დაარბიეს მე კი არ მომწონს აქციის დარბევა და სისხლის მდინარეები და ბევრი სხვა კი არ ვამართლებ ვხსნი რატომ ხდება და რა ხდება და გამოსავალი არ არსბეობს თქო დღეს არ არსებოსბ პოლიტიკოსების ჯგუფი ვინც მიშას შეცვლიდა არა იმიტომ რომ მიშა განუმეორებელი და შეუცვლელია არამედ იმიტომ რომ ვერ აჯობეს და ქართველმა ხალხმა ვერ მონახა სხვა ფიგურები ანუ არ არის პროგრესი არ არის უკეთესი პოლიტიკოსები და ხდება ის რაც ხდება მე მიშას თავგადაკლული მომხრე არ ვარ თუმცა ოპოზიციას მირჩევნია დღევანდელს გამოჩნდნენ ახალი პოლიტიოსები აჯობონ მიშას და მიიღებს ბევრ მხარდაზჭერას თუ მომეწონება ჩემსასაც -
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის ძეგლის დადგმა იგეგმება. ძეგლი უკვე მზად არის და მისი ავტორი რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე, ზურაბ წერეთელია. რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე ამ ფაქტს სასაცილოს და სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, ეს იქნება ქართული საზოგადოების უდიდესი სირცხვილი. ამ და სხვა საკითხებზე „პრესა.ჯი“–ს რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე ესაუბრა. – გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში შესაძლოა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ძეგლი დაიდგას. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ? – თვითონ ის აზრი, რომ ასეთი ძეგლი შეიძლება დაიდგას, არის სასაცილო და სამარცხვინო. თუმცა საპატრიარქომ უკვე ოფიციალურად შეამზადა ნიადაგი პატრიარქის ძეგლის დადგმისათვის, რადგან საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა, მარიამ გაგუამ განაცხადა, რომ პატრიარქი თავისი თავმდაბლობის გამო, უარს ვერ იტყვის საკუთარი ძეგლის დადგმაზე. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქის ძეგლის კვარცხლბეკი უკვე დადგმულია. არა მხოლოდ პატრიარქის ძეგლის დადგმაა სამარცხვინო, არამედ თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის ძეგლისა. საერთოდ, ჩემი აზრით, საქართველო არ უნდა იქცეს ზურაბ წერეთლის საშინელი ქანდაკებების პოლიგონად. აღარაფერს ვამბობ ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საყოველთაოდ ცნობილ ფაქტზე, რომ მართლმადიდებელი იკონოგრაფიის კანონიკისათვის მრგვლოვანი ქანდაკებების დადგმა მიუღებელია. – საზოგადოების აზრი ორად იყოფა ამ საკითხზე. ერთი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ამგვარი რამ მოხდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს კათოლიკოს პატრიარქისადმი პატივისცემის გამოხატულება იქნება... - ძეგლის დადგმა პატრიარქისადმი პატივისცემის გამოხატულება კი არ იქნება, არამედ კიდევ ერთი ნიშანი მისი პიროვნების კულტის, რომელიც არსებობს როგორც ეკლესიაში, ასევე მთლიანად საზოგადოებაში. მაგალითისათვის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ძეგლები დგას კვიპროსზე, მაგრამ კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მაკარიოსი, ეკლესიის მეთაურობასთან ერთად, იყო კვიპროსის პრეზიდენტიც, ალბათ ამიტომაც დაუდგეს მას ძეგლები. ჩვენც შეგვიძლია, ილია მეორე შეთავსებით საქართველოს სახელმწიფოს მეთაურადაც ვაღიაროთ, მეფედ ან პრეზიდენტად, მითუმეტეს რომ ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი საჯაროდ მოითხოვს, ხოლო შემდეგ სუფთა სინდისით დავდგათ მისი ძეგლები. ბუნებრივია, ძეგლის ავტორი ისევ ზურაბ წერეთელი იქნება, რადგან მას უკვე აქვს ისეთი შედევრები, როგორებიცაა პუტინის, ლუჟკოვის და მოსკოვის წინა პატრიარქ ალექსი მეორის ძეგლები შექმნილი. ამგვარ სიაში ჩვენი პატრიარქის ძეგლის არსებობა მთელი საქართველოს „სიამაყე“ იქნება. – რატომ შექმნა საზოგადოებამ ილია მეორის კულტი და ეს არის თუ არა მინუსი ქართული საზოგადოების, როცა სიცოცხლეშივე ადამიანის გაფეტიშება ხდება? - ილია მეორის პიროვნების კულტის შექმნას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი შუასაუკუნეებშია ჩარჩენილი, ეს კი განსაკუთრებით ეკლესიაში იგრძნობა. მართლმადიდებელი ქრისტიანობა ჩვენთან არის არა რწმენა, არამედ იდეოლოგია, ძლიერია საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა, პატერნალიზმი - ქართველ ერს უნდა მამა. შედეგიც შესაბამისია. ილია მეორის პიროვნების კულტი გამოიხატება ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში, უპირველეს ყოვლისა კი თანამედროვე საეკლესიო საგალობლებში. საზოგადოებისთვის უცნობია, რომ ყოველი საღმრთო წირვა იწყება რამდენიმე წლის წინ შექმნილი საგალობელით, რომელიც ღმერთს ან რომელიმე წმინდანს კი არა, არამედ პირადად ილია მეორეს ეძღვნება: „ჯვარისმტვირთველო ქართველი ერის“. ეს კი უბრალოდ მკრეხელობაა, მაგრამ მრევლს რეაქცია არა აქვს. პატრიარქი გამოისახება ხატებზე, მართალია ჯერ არა როგორც წმინდანი, არამედ როგორც წარსულში გამოისახებოდნენ ფრესკებზე მეფეები და მთავრები, რომლებიც მდიდარ ძღვენს სწირავდნენ ეკლესია–მონასტრებს. ერთ–ერთ თანამედროვე ხატზე პატრიარქი ისევეა გამოსახული, როგორც შოთა რუსთაველი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკაზე. მაგრამ მისი ხატებზე გამოსახვა თუ მეფეების ფრესკებზე გამოსახვის ისტორიული ტრადიციის გაგრძელებაა, მაშინ გაუგებარია რატომ გამოისახება ილია მეორე, რადგან მეფეებს ეკლესიისთვის გაღებული შესაწირების გამო ხატავდნენ. ამ ლოგიკის მიხედვით თანამედროვე ხატებზე ილია მეორე კი არა, ბიძინა უნდა გამოსახონ. აგრეთვე აღსანიშნავია პატრიარქის პორტრეტები, რომელთაგან ერთ-ერთი ბოდბის მონასტერშია დაცული. მასზე, ცენტრში გამოსახულია ილია მეორის მონუმენტური ფიგურა, ხოლო მის უკან შეყუჟულები არიან წმ. გიორგი, წმ. ნინო, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ნიკო ფიროსმანი და ექვთიმე თაყაიშვილი. – რაც შეეხება ბაგრატიონების მემკვიდრის დაბადებას, რომელიც 27 სექტემბერს გაჩნდა. თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლოა მოვიდეს დრო, როდესაც გიორგი ბაგრატიონ–მუხრანელი საქართველოს მეფე გახდება? – ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ ამ პატარაზე, რადგან ამდენი გადარეულის ხელში მის ფსიქიკას მძიმე გამოცდა ელის. მონარქიის აღდგენას რაც შეეხება, როგორც გახსოვთ, ამ წინადადებით ერს პირადად პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა და ამ საქმეში დიდი რესურსებიც ჩართო. როგორც საქართველოს სამეფო კარის კანცელარიის განცხადებიდან ირკვევა, პატრიარქი პირადად მაჭანკლობდა სამეფო ოჯახის შესაქმნელად და საპატრიარქოში გამართულ წვეულებებზე პირადად ახვედრებდა ერთმანეთს მომავალ გვირგვინოსან მეუღლეებს, ცხადია, მათი მშობლების თანდასწრებით. საერთოდ მონარქიის აღდგენა, მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმი, დასავლეთის დემონიზაცია მიმაჩნია კრემლის მიერ დაგეგმილ იდეოლოგიურ აგრესიად და საუბედუროდ, საქართველოს ეკლესია კრემლის ამ აგრესიის მთავარი განმახორციელებელია. – თქვენ აღნიშნეთ, რომ ამდენი გადარეულის ხელში გეცოდებათ ახლად დაბადებული ბაგრატიონი. მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობას, როგორც ცნობილია საპატრიარქო აიღებს... – გადარეულებში სწორედ საპატრიარქო ვიგულისხმე და იქ მყოფი ადამიანები. – რაც შეეხება საპატრიარქოს ფონდს. მუდმივად არის ეჭვი, რომ საპატრიარქოს ფონდიდან თანხები არამიზნობრივად იხარჯება. თქვენც ხშირად აპროტესტებთ ამ ფაქტს. გაქვთ ფაქტები, რომლითაც დასტურდება, რომ თანხები მართლაც არამიზნობრივად იხარჯება? - კონკრეტულად პატრიარქის ფონდის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის ფაქტი, რომ საპატრიარქო ფლობს უზარმაზარ სიმდიდრეს, რომ სასულიერო პირობა სოციალურის გარდა, ფინანსური წარმატების გარანტიაა, უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. საპატრიარქო არამარტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს უზარმაზარ თანხებს, არამედ მას აფინანსებენ სამთავრობო ფონდები, მსხვილი თუ საშუალო ბიზნესმენები, რომელთა დიდი უმრავლესობაც რუსეთში საქმიანობს. დაფინანსების საფასურად კი ეკლესია ბიზნესმენებს საეკლესიო ორდენებით აჯილდოვებს, მაგალითად მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა „მართლმადიდებლობის განმტკიცებისათვის“ საეკლესიო ორდენით დააჯილდოვა ვანო ჩხარტიშვილი. საპატრიარქო გადაიქცა უმსხვილეს ბიზნეს–კორპორაციად, რომელიც ახორციელებს ფართომასშტაბიან ბიზნეს–საქმიანობას მრავალი მიმართულებით. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის უამრავი მშიერი, გაჭირვებული და ავადმყოფი, არიან ადამიანები, რომლებიც საკვებს ნაგავში ეძებენ, საპატრიარქო ხარჯავს უზარმაზარ თანხებს ეკლესიების მშენებლობასა და მათ ოქროს ზიზილ–პიპილებით მორთვაში, ხოლო ძვირფას ჯიპებზე ამხედრებული გაზულუქებული მღვდლები მრევლს ერთმორწმუნე რუსეთის სიდიადეზე უქადაგებენ.
-
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი გეთანხმები იმაში რომ მიშამ ძაან ბევრი ადამიანი გაამწარა ვინც ომშიც მაგ მიზეზით არ წავიდა თუმცა მე მაინც მგონია რომ მაშინ ყველა ქართვფელი უნდა წამოსულიყო თუმცა ყველას ვერ მოთხოვ უამრავი მიზეზი არსბეობს არ წამოსვლის მით უმეტეს იმათ ვინც განთავისუფლებულია და ვალდებული არ არის იომოს მოქალაქეებზე ვსაუბრობ თორე სამხედროები ვინც არ წამოვიდა და ქვეყანას და საკუთარ თავს უღალატა ვნახეთ როგორც დაამთავრეს და ამთავრებენ პატრიოტიზმი გამოიჩინონ და ეს სისულხედროები არ უდნა მოახვიო მოქალაქეს თავზე უდნა იომებს არ უდნა არ იომებს მარტივია ვგულისხმობ ვინც ვალდებული არ არის დღეს ესეთი ხელისუფლება გვყავს რომელიც მართავს ამერიკის კოლონიას რომლებსაც აქვთ დავალებები ასრულებენ კარგად ტოვებენ ხელისუფლებაში გამოსავალია დამხობა სანამ ვერ დაამხობ არის ის რაც არის მე არა მაგრამ მაგრამ ბევრი ღირსეული მებრძოლი გვყავს რომლებიც იმსახურებენ პატივისცემას ვგულისხმობ ოთხომცდაათიანი წლების ბრძოლებს მაგათ არც ცემენ პატივს არსებობენ აქციებზე გამოსული მოქალაქეები რომლებსაც მართლაც გაუსაძლისი სოციალური პრობლემები აქვთ და არსებობს ბევრი ვინც რუსეთის სპეცსამსახურების მეირ გადმორიცხულ 50 ლარს ელოდება ყოველ საღამოს ამიტომ აქციების დამარბევლები უფრო ფართოდ განსახილველი თემაა ეხლა აქ ვერ გიპასუხებ მაგრამ რა თქმა უდნა ძალოვანი უწყებების მიმართ არის ბევრი პრეტენზია ბევრი უკმაყოფილება ზოგი დაიმსახურეს ზოგი არა უკანონობა ყველაზე დამღუპველი ინერციული ძალაა რომელიც ხელისუფლებას თუ "გაექცა ხელიდან" (და სამწუხაროდ გაექცა) მივიღებთ კატასტროფას აბსოლიტურად გეთანხმები აბსოლიტურად გეთანხმები -
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი არსბეობს წესდება წესდებისთვის და ფორმალობისთVის და არსებოსბ წესდება რომელიც მარტო დაწესებულების უფროსის სეიფში დევს და დაწესებულების თანამშრომლების გარკვეულ მცირე ჯგუფს ევალება მაგ წესდებით მოქმედება და არა ფარატინა ქაღალდის მეორე წესეების მიხედვით თუ გინდათ ევრო სტანდარტების წესდბას დავდებ ჩემ თემაში -
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შევდივარ უბრალოდ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი ვიგულისხმე რავი ძმაო მე რაც შემეძლო გავაკეთე ომში წავედი ისე რომ ვალდებული არ ვიყავი ჩემი ნებით მივიღე უკან დახევის ბრძანება წამოვედი უკან მე არც რუსის მეშინია რა არც ქართველი დამნაშავეების ორივე ერთნაირად მძულს თუმცა დღეს არანაირად აღარ მივიღებ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არმცთუ ნებით ვალდებულიც რომ ვიყო ქართველი ხალხი არ იმსახურებს ჯარისკაცების და სხვა ძალოვანი და შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ თავ განწირვას მე მაგალითად უკვე არ მაინტერესებს რას უზავს რუსეთი საქართველოს როცა ოპოზიცია ჟირინოვსკის წოვს ხალხს რუსეთთან დაბრუნება და საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა ჩვენს გმირ მეომრებს უკან გამოქცეული ჩმორები ეძახეს ამიხსენი რატომ უნდა დავიცვა ერთი ქართველი მაინც ვერ ამიხსნი იმიტომ რომ მიზეზი არ არსებობს და არ იმსახურებს არავინ დღეს რომ რუსი მოვიდეს ჩავჯდები მანქანაში და აზერბაიჯან და ვისაც კიდე რუსეთი უნდათ იყვნენ რუსებთან ერთად და მერე ვნახავ დემოკრატიას ადამიანის უფლებების დაცვას მსრჯავდბეულების უფლებების დაცვას და სტაბილურ მზარდ ეკონომიკას ეს არის მემგონი გამოსავალი და ჩვენც ტყუილად ვიშლით ნერვებს ვისაც რუსი უდნ არუსთან იყოს ვისაც ამერიკა უდნა მაერიკასთან იქნება დღეს ამერიკის კოლონია საქართველო დ აგიზით ამერიკის მიერ დასმული პრეზიდენტი რომელსაც ვერ ამხობთ როცა შეძლებთ რომ დამხოთ რუსები დასვავენ ტავის პრზიდენტს მერე ამერიკის მომხრების არ მოეწონებათ ის რაც თქვენ არ მოგწონთ დღეს მერე ის პრეზიდენტიც დაემხობა და გრძელდება ცხოვრება ვიღაცები ისევ გამდიდრდებიან ვირაცები გაღარიბდებიან მსრჯავდბეულებსაც მოკლავენ და ახალ გირგვლიანებსაც ეს ცხოვრებაა ჩვეულებრივი თანმდევი მოვლენებიღ რომლებიც არ უნდა ხდებოდეს მაგრამ ხდებოდა ხდება და მოხდება და ქართველები კიდე ვერასდროს ვერ ააშენებენ ნორმალურ ქვეყნას როგორებიც მოგწონთ და გინდათ რომ საქართველოც იგივე იყოს ისრაელი ავსტრია უამრვი პატარა განვითარებული ქვეყნები რომლებიც მოგწონთ -
/ ჩემი ძმა ამწარებდა მაგარს მაგ ვიდეოშიც ხო ხედავ ჩააფერფლე გარემოს დაცვის ინსპექცია დაგიჭერსო ვეჩხუბებოდი ხოლმე გაანებე თავი რას აგინებინებ თავს თქო მარა არ ეშვებოდა
-
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
დიდები ფეხბურთში
-
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეც მაგას ვამბობ რომ როგორ დადაბლდნენ ეხლა ვუყურე რო დავდე და დავითაშვილს გამზადებული აქვს ხელი ჩამოსართმევად და ელოდება და თვითონვე გაუტყდა და დარცხვენილი დაჯდა დაწესებულების რეჟიმის წესდება და სტრატეგია არ ექვემდებარება ფორუმზე განთავსებას -
მკითხა რატომ დაუწერე პლიუსიო და ვუპასუხე ამისთვის პირადი მოწერა შენთან არ მჭირდება ხო დიადი ქართული ფეხბურთი აღორძინდა ალბათ
-
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.youtube.com/watch?v=2L55z70tRao ჟირინოვსკი ღორმა ხელიც კი არ ჩამოართვა არც ერთს და ალოდინა ეს არის ამათი ხვედრი -
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სად არის ის ფოტო ჟირინოვსკისთან ერთად რომ არიან კიდექსში წერია თავისუფლების აღკვეთა და დაწესებულების რეჟიმში წერია შესაბამისი პირების მიმართ გასატარებელი შესაბამისი ღონიძიებები ესეთ სამყაროში ვცხოვრობთ ეს ფოტოები მათთვის ვინც რუსეთთან გვღალატობს და რუსებთან ყოფნა უნდა http://b.pix.ge/x/tcy3c.jpg http://s51.radikal.ru/i134/1110/10/d9a955f43073.jpg http://s05.radikal.ru/i178/1110/8d/d45d07c75bd0.jpg http://s014.radikal.ru/i329/1110/67/f78c2d7811e3.jpg -
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დავწერე ის რაც კუკავას მოელის და ამაზე უარესიც მოელის ბევრ სხვა ოპოზიციის ლიდერს რომელიც რუსეთთან თანამშრომლობს და ღალატობს ქვეყანას გგონია 25 ში ყველაფერი დამრთავდა ეხლა იწყება მთავარი ბრძოლა საპარლამენტო არჩევნებისთვის შენ მანდ ნახე ნეკნების მტვრევა ეს პროპაგანდა არ არის ეს მოვლენის განვითარების აღწერაა -
ეგ კომენტარი გიორგის 68 გასაგონათაც გაკეთდა მე ამის გამო დავუწერე სიკნადმოს პლიუსი შენს მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს ჯამბულატ თედეევს ცხინვალში დააპატიმრებენ? პოლიტიკური ბრძოლა „სამხრეთ ოსეთში“, პარასკევს ნამდვილ ამბოხებად მას შემდეგ იქცა, რაც ჯამბულატ თედეევის მომხრეებმა, ძალის გამოყენებით ცესკოში შეჭრა მოინდომეს. ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ამ უკანასკნელის კანდიდატურის რეგისტრაციის საკითხი განიხილებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, როცა ცესკოს შენობასთან სპორტსმენის მომხრეებმა შეკრება დაიწყეს, ამას ხელისუფლების აფორიაქება არ გამოუწვევია: ასეთი აქციები ადრეც ტარდებოდა. თუმცა, ამჯერად ყველაფერი უფრო რთულად წარიმართა. დღისით, როცა ბატონი თედეევი და მისი მომხრეები ცესკოს შენობასთან იდგნენ, მათთან ახლოს, დაცვის თანხლებით, გენერალურმა პროკურორმა, თეიმურაზ ჰუგაევმა ჩაიარა. შემდგომში, როგორც თავად ბატონი თედეევი ირწმუნებოდა, გენპროკურორმა ოპონენტს დემოსტრაციულად ჰკრა ხელი და ცესკოს შენობაში შევიდა. ოპოზიციონერებმა გადაწყვიტეს, რომ გენპროკურორი ცესკოზე ზემოქმედების მოსახდენად შევიდა შენობაში. ამ ფაქტის შემდეგ, თედეევმა და მისმა მომხრეებმა გადაწყვიტეს შენობაში შეჭრა. თუმცა, დაცვა მათ შესვლის უფლებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა, თედეევის მომხრეები, რამდენიმე წუთის შემდეგ, შენობაში აღმოჩნდნენ, რადგან ვიღაცამ მინა ჩაამსხვრია. შენობაში მყოფმა სახელმწიფო ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის აქციის დაწყებისთანავე, შენობაში, შავ ფორმაში გამოწყობილი, ნიღბიანი ადამიანები გამოჩნდნენ, ისინი ომონელები იყვნენ და ჰაერში ცეცხლი გახსნეს. დაცვამ თედეევის მომხრეების ქუჩაში გაყვანა მოახერხა. ხელისუფლებამ ამ ინციდენტს ცესკოზე ზეწოლის მცდელობის სტატუსი მიანიჭა. არეულობაში მონაწილეობისთვის ხუთი ადამიანი დააკავეს, თუმცა, თავად თედეევს არ შეხებიან – პარასკევს, საღამოს იგი ცესკოს სხდომაზე მიიწვიეს, სადაც ფარული კენჭისყრის მოწმე გახდა. „კანონის თანახმად, დაუშვებელია ცესკოს ფარულ კენჭისყრას კანდიდატობის მსურველი ესწრებოდეს, მაგრამ ჩვენ დავუშვით ბატონ თედეევთან მიმართებაში გამონაკლისი და უფლება მივეცით თავად დასწრებოდა სხდომას, რათა შემდგომში ადგილი არ ჰქონოდა რაიმე გაურკვევლობას“ – განუცხადეს ჟურნალისტებს ცესკოში. თედეევისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი კი შემდეგი აღმოჩნდა: არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, დეპუტატებმა კანონში ცვლილებები შეიტანეს. გასული კვირის ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია ცვლილებების შესახებ: საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენება, „სამხრეთ ოსეთის“ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც 35 წელზე მცირე ასაკის არ არის. კანდიდატი უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და არ უნდა გადიოდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ წელიწადში სამ თვეზე დიდხანს. იმისათვის რომ შეემოწმებინათ ბატონი თედეევის ქვეყნიდან გასვლის რაოდენობა, ცესკომ დოკუმენტების წარდგენა მოითხოვა. თუმცა, თედეევმა ცესკოს სხდომაზე განაცხადა, რომ დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე შეეძლო „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის დატოვება და ამიტომაც, ოფიციალური მონაცემები არ არსებობს. ამის შემდეგ, თედეევმა წარმოადგინა საშვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ოვჩაროვის მიერ იყო ხელმოწერილი და რომელიც თედეევს „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთის ფედერაციას შორის თავისუფალი მიმოსვლის უფლებას რთავდა. ამ ფაქტის შემდეგ, ცესკო რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას დაუკავშირდა და მოვიდა პასუხი: „ოვჩაროვს არავითარი საშვი არ დაუშვია“. თედეევმა სრულიად დაბნეულად წარმოთქვა: „ჩვენი მართვა გარე ძალებს სურთ“. შაბათს კი ჯამბულატ თედეევმა ჟურნალისტებს განუცხადა: „კანონი სპეციალურად, ჩემს გამო შეცვალეს“ და აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის უმაღლეს სასამართლოში შეიტანდა სარჩელს. შაბათს ცხინვალში დადიოდა ხმები, რომ თედეევის საცხოვრებელი სახლი, ომონის მიერ იყო ბლოკირებული და დაკავებული იყო 40 ადამიანი. გენპროკურატურამ აღნიშნა, რომ დაკავებულებიდან ორს, 15 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამასთანავე, განაცხადეს, რომ თედეევის სახლთან არავითარი ომონი არ არის განლაგებული და რომ იქ სპორტსმენის მომხრეები იმყოფებოდნენ. გუშინ ღამით ცნობილი გახდა, რომ თედეევის სახლში, ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და შეატყობინეს, რომ მის წინააღმდეგ აღიძრა სს საქმე, არეულობაში მონაწილეობის მიღების გამო. გუშინვე, ერთ–ერთ ოსურ ინტერნეტ–გვერდზე, ჯამბულატ თედეევის მიმართვა გავრცელდა. განცხადება კოკოითისკენ იყო მიმართული. თედეევი კოკოითის შუამავლის საშუალებით მოლაპარაკებებს სთავაზობდა. შუამავალი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დეპუტატი, არსენ ფაძაევი უნდა ყოფილიყო. როგორც ცნობილი გახდა, ბატონი ფაძაევი დღეს ცხინვალში ჩავა. „სამხრეთ ოსეთის“ „პარლამენტში“ კი აღნიშნავენ: „როგორც იქნა, მოსკოვი აქ მიმდინარე ამბებში ჩაერია“.
-
პანფილოვი კუკავას შესახებ: მძიმეა მოღალატის ბედი...
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კუკავა ქვეყნის ღალატის მუხლი თუ მიუდგება და რუსთავის მე 6 განსაკუთრებით მკაცრ რეჟიმში მოხვდა ვერ დაჯდება სკამზე და ვერც იმღერებს მარტო გოდება და ძვლების მტვრევა ნეკნები რო ხრჭიალებს ხის წვრილი ტოტი რო ტყდება ეგეთი ხმაა ლავიწის გატეხვასაც იგივე ხმა აქვს ოღონდ უფრო სუსტად ისმის რეზინის ხელკეტის შიშველ ტანზე დარტყმასაც იგივე ხმა აქვს ოღონდ უფრო ექოთი და ბოლოს ცივ ბეტონზე გონება დაკარგულს სიცივე ღებინების სუნი წყლით გადარეცხილი სისხლის და ოფლის სუნი რო გამოაღვიძებს და ყველაფერი თავიდან იწყება ეს არის ის იმის მოკლე აღწერა რაც კუკავას დაპატიმრების შემთხევვაში ელოდება ყველა სხვას ვინც ქვეყანას უღალატებს და რუსებთან ქვენის ზიანის მომტან ანგარებიან გარიგებებში შევა მაგათ შიშის გრძნობა დაკარგეს და ის სტატუსი რაც დღეს აქვთ ვერ დიაცავს მათ -
გიჟი კობა ჯობია მოღალატე ხიანდრავას ხო ჩემი ძმის ვიდეო ნახე ? როგორ ამწარებს კობას მე 4 და ჩემი პირველი
-
არ დაიჯერო ნატო ე.წ. კანონიერი ქურდები რომ წაკუზეს არ დაიჯერო მხსნელო წმინდა გიორგი რომ აღარ ხარ
-
მაგათ პატრონს
-
ცნობილი მოჭადრაკე გარი კასპაროვი საქართველოს პარლამენტში 6 ოქტომბერს სემინარს გამართავს. ამის შესახებ „პრესა.ჯი-ს” პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ასანიძემ განუცხადა. ასანიძის ინფორმაციით, სპორტის კომიტეტში სემინარის გამართვამდე, კასპაროვი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება. მისი თქმით, პარლამენტში შეხვედრა მასშტაბური ხასიათის იქნება და ამ მარათონს, სპორტული და პოლიტიკური დატვირთვა ექნება. ასანიძის განცხადებით, კასპაროვმა ორგანიზაცია „საერთაშორისო ფონდი ჭადრაკი მომავალი, თანამედროვე განათლებისთვის” შექმნა და მოჭადრაკე პარლამენტში სტუმრობისას, ამ ორგანიზაციის პრიორიტეტებზეც ისაუბრებს. დეპუტატის ვარაუდით, შეხვედრაზე, სპორტთან დაკავშირებით, დამატებითი წინადადებები გაჟღერდება. შეხვედრაზე მიწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები ჭადრაკის ფედერაციიდან, სამინისტროებიდან, ასევე, ის სპორტსმენები, რომლებიც კასპაროვთან ერთად წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ. „ამ შეხვედრის მთავარი მიზანია ჭადრაკს საგანმანათლებლო სფეროებში პროპაგანდა გაუწიოს”, - დასძინა დეპუტატმა. ასანიძემ ყურადღება კასპაროვის პოლიტიკურ საქმიანობაზეც გაამახვილა და იმედებიც გამოთქვა. „იქნებ ეს შეხვედრა ქართულ-რუსული პოლიტიკისთვის სიკეთის მომტანი გამოდგეს. პოლიტიკაში იყოს ერთი სვლა, რომელიც ჭადრაკის ფიგურიდანაც შეიძლება დაიწყოს. გამორიცხული არ არის, მის მიმართ, ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებაზე, კითხვებიც დაისვას”, - განაცხადა დეპუტატმა. შეგახსენებთ, რომ კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ოცი წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. კასპაროვი 1985 წლიდან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ფლობდა, თუმცა 2000 წელს იგი ვლადიმერ კრამნიკმა დაამარცხა. მას, ასევე, მოპოვებული აქვს საჭადრაკო ოსკარი 11-ჯერ. კასპაროვმა პროფესიონალური ჭადრაკიდან წასვლა ოფიციალურად, 2005 წლის 10 მარტს გამოაცხადა. კასპაროვი რუსეთში ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს და ვლადიმერ პუტინის „ფაშასა” და „დაუნდობელ დიქტატორს” უწოდებს.
-
ეე ეს მააგრი კაცია კობა ქვია და გვარი იმიტო შევურჩიე რო განგრეულ კაიფში მყოფ ხაინდრავას მაგონებდა ჩიტაძეზე რო ვცხოვრობდი ხშირად იყო ჩემი "მსყვერპლი" მთელს საქართველოში ერთადერთი ადამიანი ვარ ვისთვისაც არ შეუგინებია მარა რაც მაგაზე ლუდი და სიგარეტი მაქვს ნაყიდი ცოტა გიჟია გიჟი კობა არ გაგიგია სოლოლაკში კოლორიტია თავისებური ეს ვიდეოებიც ჩვენი ძმაკაცის მოგროვილია პირველი ვიდეო ჩემი გადაღებულია მე 4 ვიდეო ჩემი პატარა ძმის გადაღებულია აგიჟებდა კობას გარემოს დაცვა მოვა და დაგიჭერს თუ ნაგვის ურნაში არ ჩააფერფლებო აბა ეგ უნდოდა კობას ეხლა მააგრი დაბერდა და მოტყდაო ცუდია თბილისი კარგავს ძველს ყველაფერს
-
დაახლოებით ერთი საათის წინ „ინტერფაქსმა“იგორ გიორგაძის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა. ინტერვიუში იგორ გიორგაძე საბოლოოდ იხსნის ნიღაბს, რუსეთს "კეთილ მეზობელს" უწოდებს და მოუთმენლობას ამჟღავნებს "სახალხო კრების" მიერ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით. „დრონი.ჯი“ ამ ინტერვიუს ფრაგმენტებს გთავაზობთ: - რამდენად პერსპექტიულად მიგაჩნიათ საქართველოში დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლები? - მოდით, ნუ გავასწრებთ წინ ქართულ ორთქლმავალს. ჯერ საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს და პერსპექტივებზეც შემდეგ ვისაუბროთ... - სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს, რადგან მის მიერ ჩატარებული რეფორმები, მაგალითად, პოლიციის რეფორმა და გზების მშენებლობა ხალხში პოპულარული და მხარდაჭერილია. თქვენ ამ მოსაზრებას ეთანხმებით? - რად მინდა მე პოლიცია, რომელიც ქრთამს არ იღებს, თუკი ჩემი სამშობლო ნაწილებადაა დაშლილი? რაში მჭირდება გზატკეცილები, რომლებითაც ვერც ცხინვალში ჩავალ და ვერც სოხუმში? საერთოდ, როგორ უტრიალდება ენა ხელისუფლებას, ისაუბროს წარმატებულობაზე, როცა მან დაიწყო 2008 წლის აგვისტოს სისხლისმღვრელი ომი სამხრეთ ოსეთში და რომლის პროვინციულმა, ნაცისტურმა პოლიტიკამ დაღუპვის პირამდე მიიყვანა საქართველოს სახელმწიფოებრიობა? 30–იან წლებში გერმანიაშიც შენდებოდა მშვენიერი გზები, იქაური პოლიციაც არ იღებდა ქრთამს და ყველა აღტაცებული იყო ამით, მაგრამ ცოტა ხანში ამ ყველაფრის ჩამდენი ხელისუფლება როგორიც გახდა, ყველას კარგად გვახსოვს. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ამჟამად რუსეთში ჩემს გარშემო შემოკრებილი არიან ქართველები, რომლებმაც თავიანთი სამშობლო არამარტო პოლიტიკური, ეკონომიკური მოტივების გამო დატოვეს და იძულებულნი არიან, მოსკოვში იცხოვრონ და იმუშაონ. სწორედ ამ ხალხზე დაყრდნობით და საქართველოს მოსახლეობის დახმარებით ვაპირებ ვიმოქმედო იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დამოუკიდებელი იქნება როგორც მოსკოვისგან, ასევე ვაშინგტონისგან და, ამავე დროს, რა თქმა უნდა, მისი კეთილი მეზობლის, რუსეთის პარტნიორი იქნება (ხაზგასმა ჩვენია.–"დრონი.ჯი") რასაკვირველია, მეც და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაც, მოუთმენლად ველით ამჟამინდელი რეჟიმის აღსასრულს და ველოდებით „სახალხო კრების“ აქციებს, რომელთაგან პირველი შაბათს, 21 მაისსაა დანიშნული. მაგრამ ისტორიული რეალობისთვის არა აქვს მნიშვნელობა, როდის დადგება ამ რეჟიმის აღსასრული: მაისში, შემოდგომაზე თუ ზამთარში. მთავარი ისაა, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ჩემი, ჩემი თანამოაზრეებისა და ნებისმიერი მოაზროვნე ქართველის სიმპათია, რა თქმა უნდა, იმათკენ იხრება, ვინც ამა თუ იმ ფორმით ხელისუფლებას ეტყვის: „საკმარისია!“ არანაირი პროგნოზების გაკეთება არ მსურს აქციებთან დაკავშირებით, რათა განხეთქილება არ შევიტანო ისედაც გახლეჩილ ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ ასპროცენტიანი დამაჯერებლობით შემიძლია განვჭვრიტო, რა მოხდება საქართველოში (მათ შორის, ჩემი სამშობლოსა და ხალხისთვის მოვლენების სავალალო განვითარებით). იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ეყოფათ ძალა და პოლიტიკური ალღო ყველაფრის წარმატებულად დასასრულებლად. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა: ვინც დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას, გათავისუფლდეს სამხედრო დიქტატურისგან და ბანდიტებისგან პოლიტიკაში, ვინც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, მოიპოვოს დამოუკიდებლობა, დემოკრატია და თავისუფალი არჩევნების უფლება, ყველას გარანტირებული აქვს ადგილი საქართველოს ისტორიის პანთეონში. – რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ პროცესებში საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა? – პოლიტიკოსს ამ სახელითა და გვარით, არ ვიცნობ. – თქვენს თავს თუ ხედავთ ქართველი ხალხის ლიდერებს შორის არა მარტო საზღვარგარეთ, არამედ საქართველოშიც? – ლიდერს ხალხი ირჩევს. ლიდერის დანიშვნა, მით უმეტეს, თვითდანიშვნა, წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩემი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები გამოადგება ჩემს ხალხსა და ქვეყანას.
-
ცხინვალში ვითარება დაიძაბა მოახლოებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცხინვალში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. კოკოითის მოწინააღმდეგე და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჯამბოლათ თედეევი საკუთარ სახლში იმყოფება და მას მომხრეები იცავენ. ამავე დროს მარიონტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი იმუქრება, რომ თედეევსა და მის მომხრეების ე.წ. ცეესკოში შევარდნას არ აპატიებს. რუსული და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ქუჩებში შეიარაღებული დაჯგუფებები მოძრაობენ. ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონში სიტუაციის არევაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს დააკისრა.