-
პოსტები
5.308 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი FRIDRIX
-
არჩევნების გაყალბება გარდაუვალია შესაბამისად რევოლუციის გარდა რა გამოსავალი არსბეობს?
-
ჯერ ამათი ქვეყნის მორალატეობრივი საქმიანობა დაამტკიცეთ და მერე დავამტკიცებ მე
-
http://www.youtube.com/watch?v=-OBiHR2C0-Y&feature=related http://www.youtube.com/watch?v=jRfGmh8C_g0&feature=related http://www.youtube.com/watch?v=yQLeBh1EhUM
-
რუსეთი მეზიზღება ნუთუ ამდენი ხნის მანძილზე რაც აქ ვარ მაგას ვერ მიხვდი შესაბამისად მეზიზღება ყველა მისი კანდიდატიც იქნება "დიდი" და დუანდობელი ბრძოლა რომელიც საბოლოოდ გამოავლენს გამარჯვებულს თუ მიშა გაიმარჯვებს სისხლისამართლებივ პასუხისგებასი მიეცემა უამრავი მოქალაქე და დაიწყება ახლაი ტერორი და მიშა დარჩება პრემიერად
-
კარგია არჩევნებს თუ "იყიდის" ივანიშვილი უდნა ვიმედოვნოთ რომ შემდგომო ათწლეულებიც ის იქნება "შეუცვლელი" პრეზიდნეტი როგორი სიანტერესო იქნება შემდგომი თქვენი რეაქციები მაშინ
-
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ მამის გაპოლიტიკოსებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგი წარწერა დატოვა. "დღეს დავასრულე მუშაობა სიმღერაზე სახელწოდებით "ქართული ოცნება", რომელსაც მამაჩემის გადაწყვეტილებას ვუძღვნი", - წერს Facebook-ში საკუთარ გვერდზე ბერა ივანიშვილი. შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამის პოლიტიკაში წასვლას მხარს უჭერს, რაც ამავე სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე დღის წინ წარწერით "დროა, ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება" გამოხატა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პარტიას ქმნის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას გეგმავს.
-
გაიხსნას ეს თემა
-
გუშინ, კრემლის დიქტატორმა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა დაბადების 59–ე წლისთავი იზეიმა. მომავალ პრეზიდენტს, ამ თარიღს კარის პირადი ლაქიები და ავტორიტარიზმის კლანჭებში მოქცეული, დატერორებული რუსული საზოგადოება დიდი ზარ–ზეიმით ულოცავს. თუმცა, მეორე, მცირე ნაწილი და პროგრესული მსოფლიო, გუშინვე, იმპერიალისტური რეჟიმის მსხვერპლს, მამაც ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას იხსენებდა, რომლის სასტიკი მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა. ამ წლების განმავლობაში, ანა პოლიტკოვსკაია ოპონენტების წინააღმდეგ კრემლის მოქმედების და მხეცური მეთოდების სიმბოლოდ იქცა. თავად კაცთმუძულე პუტინს კი, როგორც ცნობილია, ასეთი შავი ფერის „სიმბოლოები“ მეტად უყვარს. როგორც ამბობდნენ, პოლიტკოვსკაიას მკვლელობის პუტინის დაბადების დღისათვის დამთხვევა, სულაც არ ყოფილა უბრალო შემთხვევითობა. კრემლის „კაგებეშნიკ“ მეთაურს ეს „საჩუქარი“ მისმა დაქირავებულმა ქილერებმა „სიყვარულით“ მიუძღვნეს. ეფ–ეს–ბე–სგან კარგად დამუშავებული „ფანკლუბი“, რუსეთის ფაქტობრივ „მონარქს“ საქართველოშიც რომ ჰყავს, დიდი ხანია ვიცით. გუშინვე, პუტინის მორიგ დაბადების დღეს, საქართველოში „დიდი მოვლენა“ მოხდა. ბიზნესმენმა ბიძინა ივანაშვილმა სისხამ დილიდანვე განცხადება გაავრცელა და საკუთარი ამბიციებისა და გეგმების დემონსტრირება ზარ–ზეიმით მოახდინა. ამ განცხადების ღია და ფარული ტექსტები უკვე ყველასათვის ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებაში მწვერვალების დაპყრობას უმიზნებს. „კარიერის“ დაწყებისათვის კი მართლაც ფრიად საინტერესო თარიღი შეარჩია და სიმბოლურად ისე გამოვიდა, რომ, ფაქტობრივად, პუტინს საჩუქრად სრულიად საქართველო მიუძღვნა. ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში ბევრს აინტერესებდა, რატომ შეარჩია ივანაშვილმა მაინცდამაინც 7 ოქტომბერი, დღე, როდესაც საქართველოში, თავისი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ჩამოდიოდა. პოლიტიკური პიარის ყველაზე ელემენტარული კანონით, ასეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის გვერდით, განცხადების მაინცდამაინც ამ დღეს გავრცელება არალოგიკური ჩანდა, რადგან ამ მოვლენას, მეორე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება მნიშვნელოვნად გადაფარავდა. ლოგიკურად, ჩნდება კითხვა: მილიარდერს, რომელიც წლების განმავლობაში ფულებს როგორც ირკვევა, ართცუ სრულიად უანგაროდ ფანტავს, სასწრაფო წესით დაქირავებულმა „კარმა“, რომელიც ამ გამოსვლას „ღრმად და საფუძვლიანად“ ამზადებდა, რატომ არ ურჩია თარიღის სხვა დროისათვის გადატანა? როგორც ჩანს, ამ ყველაფერზე მაღლა გუშინდელი დღის „საკრალური მნიშვნელობა“ დადგა, რაც პუტინის დაბადების დღეს ეხებოდა. ივანაშვილის პოლიტიკური კარიერა, სწორედ ამ დღეს, ამ საჩუქრით უნდა დაწყებულიყო, რომელიც რუსეთში გამდიდრებული ქართველი მეწარმის სავარაუდო პოლიტიკურ კუმირს, კიდევ ერთხელ დაანახებდა მარიონეტი ბიზნესმენის განუზომელ სიყვარულს და ერთგულებას... რადიო „თავისუფლება“ დღეს აქვეყნებს კობა ლიკლიკაძის ბლოგს, სადაც ცნობილი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას „ივანიშვილის მედიაიმპერიის ტვინის -"ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის - ტრადიციულ ხელწერას“ უწოდებს და მულტიმილიარდერის განცხადების დეტალებსაც განიხილავს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მიერ ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ შეთანაზებაზე აკეთებს. „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ კობა ლიკლიკაძის ბლოგს „ბიძინა ივანიშვილი VS. სპეცდანიშნულების მედია“: „ხანგრძლივი კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გამოხვიდე და თანაც ასე სკანდალურად, იშვიათი შემთხვევაა. ვგულისხმობ ქართველი მულტიმილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის ერთმა ნაწილმა შოკში ჩააგდო მისი მომხრეებიც კი და ძალიან გაახარა ოპონენტები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი მათ საშიშ სიურპრიზს უმზადებდა. 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბატონმა ივანიშვილმა მიწასთან გაასწორა ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და მათი „რასკრუტკით“ დაკავებული ტელევიზიები, მათ შორის, „მაესტრო“ და „კავკასია“, რომლებსაც ქართველი ოლიგარქი უწოდებს „სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს.“ თანაც ტელევიზიებისა და მედიის კრიტიკას ყველანაირი მედიისათვის მიუწვდომელი მულტიმილიარდერის უზარმაზარი უსტარის ლამის ორი მესამედი ეთმობა. სრულად არ ვაპირებ ამ მიმართვის კონტენტანალიზს, მაგრამ ამ კონსპიროლოგიური ნაზავის უკან აშკარად ჩანს ივანიშვილის მედიაიმპერიის ტვინის -"ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის - ტრადიციული ხელწერა. ვგულისხმობ უსაშველოდ გრძელ ეპისტოლეებს, რომლებიც უეცრად იფეთქებს ხოლმე, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს ხალხს ბატონი ივანიშვილის უმწიკვლობა და ამხილოს ჩასაფრებული, მოსყიდული და ასოკირკიტა ოპონენტების ანატომია. თანაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ კონსპიროლოგიას „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის პიარსტრატეგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რითაც ოპონენტები კარგად სარგებლობენ. მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის მიერ შექმნილი ეპისტოლეების ციკლი, მიმართული გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების გასანეიტრალებლად. თანაც, რაც ყველაზე სახალისოა, განცხადებები დაფინანსებული იყო „ქართუ ჯგუფის“ მიერ და მათ პატიოსნად ბეჭდავდა თავად გაზეთი "ალია" და იქვე, ასევე პატიოსნად, ბეჭდავდა პასუხის პასუხებს და, ღმერთმა შეარგოს, კარგადაც ხეირობდა. მოგვიანებით, სულ ახლახან, ამას მოჰყვა ეპისტოლეების მორიგი ციკლი შალვა ნათელაშვილის პასუხად, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ვანო მერაბიშვილს, რომელიც მერე ამ ფულით სპეცტექნიკას ყიდულობს მიტინგების დასაშლელად. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის ჯერჯერობით ბოლო და ყველაზე სკანდალური პროდუქტია - განსაკუთრებით ის ნაწილი, რომლითაც ოლიგარქი „სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს“ უწოდებს თითო-ოროლა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, განსაწმენდელად სთავაზობს ჟურნალისტებს ადგილს თავისი „მომავალი პარტიის შტაბში“ და კარგ ანაზღაურებასა და პრივილეგირებულ მდგომარეობას „საინფორმაციო ცენტრში თანამშრომლების შერჩევის დროს“. ვერაფერს იტყვი! განსაკუთრებით მომხიბლავი პერსპექტივაა იმ კაცისაგან, ვინც მთელი 20 წელია სათოფეზე არ იკარებს ჟურნალისტებს, აქამდე ერთი თეთრით არ დაუფინანსებია მედიის განვითარების პროგრამები საქართველოში და, რაც ყველაზე მთავარია, ვინც 2003 წელს ერთი ხელის მოსმით უკვე დახურა თავის მიერვე შექმნილი ტელეკომპანია "მეცხრე არხი" და სახელისუფლებო ტელევიზიების იმედად დატოვა იქ მომუშავე ნიჭიერი ჟურნალისტები.“
-
ევროკავშირს უკვე აღარ სურს აიტანოს თავის ბაზარზე ძველი ენერგეტიკული მონოპოლიები, რომლებიც დაკავებულნი არიან ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის წარმოებით, ტრანსპორტიებითა და ევროპულ ბაზარზე გაყიდვით, – განაცხადა გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ რარმა. „ევროკავშირი 2002 წლიდან ცდილობს ასეთი პოლიტიკის დანერგვას, მაგრამ მძლავრ მონოპოლიებთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ამავე დროს, ისეთ კომპანიას, როგორიც “გაზპრომია,” ევროპულ ბაზარზე სხვა სტრატეგია აქვს, რაშიც დიდი ფულიც ჩადო: გაიყვანა ახალი მილები, შექმნა შვილობილი კომპანიები, თავისი პროდუქციის გასაყიდად პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა დასავლეთის მსხვილ მონოპოლიებთან. და ამჟამად, „გაზპრომი” მართლაც რთულ მდგომარეობაშია, რადგან მას, პრინციპში, თამაშის ახალი წესების თანახმად, უკრძალავენ აწარმოოს ევროპაში ბიზნესი, რომელზეც ის, ბოლო 20 წელია კონცენტრირებულია. ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი დარტყმაა „გაზპრომისათვის” – ამბობს რარი. ექსპერტი ამბობს, რომ „გაზპრომი” ცდილობს გვერდი აუაროს ევროკავშირის წესებს. „აფორმებს რაღაც შეთანხმებებს, ეძებს ხვრელებს, რათა თავი დაიძვრინოს არსებული წესებისაგან.” თუმცაღა, ევროკომისია თვლის, რომ გამონაკლისი უკვე ძალიან ბევრჯერ დაუშვა და ასეთი იყო, თუნდაც, უფლება „სამხრეთის ნაკადის” გაყვანისა. ახლა კი, იმავე „სამხრეთის ნაკადთან” დაკავშირებით, ევროკავშირს უკვე აღარ სურს წავიდეს დათმობებზე და „გაზპრომი” სრულად უნდა დაემორჩილოს თამაშის ახალ წესებს – ე.წ. ლიბერალიზაციის ახალი პოლტიკის პაკეტს, რომელსაც ევროკავშირი ატარებს. „ამიტომ, რადგანაც არსებობს ეჭვი, რომ „გაზპრომი” კვლავაც ცდილობს თავი დაიძვრინოს პოლიტიკისგან, რომელსაც ახლა ევროკომისია ამუშავებს, ახლა ჩვენ სერიოზულ კონფლიქტში ვიმყოფებით. ერთის მხრივ მომხმარებელსა და მეორეს მხრივ, ყველაზე მსხვილ მწარმოებელს შორის, რომლსაც არ სურს უარი თქვას ბიზნესზე ევროპაში” – განაცხადა რარმა. გერმანელი ექსპერტი ჯერჯერობით ვერ აკეთებს პროგნოზს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა დარწმუნებულია, რომ „გაზპრომისათვის” ევროპული ბაზრის დაკარგვა რეალობაა. თანაც, ევროპაშიც არის ბევრი კომპანია, რომელსაც მუშაობა სურს. ჩნდება კითხვა – საიდან მიიღებს ევროპა თავის გაზს, - თუკი ეს არ იქნება არც რუსეთიდან და არც იმ მომხმარებელი ქვეყნებიდან, რომლებიც ამ გაზს შემდეგ ევროპას მიყიდიან? ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიება ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა და ეს პრობლემა, დღეს თუ არა, ხვალ მაინც გადაიჭრება – ამბობს ექსპერტი. რარი აღნიშნავს, რომ ახლა ორივე მხარე ძალიან „ანერვიულებულია.” როგორც ცნობილია, სექტემბრის თვეში ევროკომისიის სანქციის საფუძველზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიებში შემოწმებები და ჩხრეკები დაიწყო, - არა მხოლოდ „გაზპრომში,” არამედ მის შვილობილ კომპანიებშიც. ევროკომისია ეჭვობს, რომ ზოგიერთი კომპანია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევს.
-
ქართველი მილიარდერის, ბიძინა ივანაშვილის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებამ განსაკუთრებით რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენები გაახარა. აღფრთოვანებას ვერ მალავენ ის ოლიგარქები, რომლებმაც გაურკვეველი გზით დააგროვეს რუსეთში კაპიტალი და ახლა მზად არიან ეს ფული საქართველოში არეულობების მოსაწყობად დახარჯონ. ივანაშვილმა თავისი გეგმების შესახებ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რამაც განსაკუთრებით ჟურნალისტების გაღიზიანება გამოიწვია. ბიზნესმენმა დაუფარავად განაცხადა, ვისაც არ გყოფნით ხელფასი, დამატებით ლუკმას სამადლოდ მე მოგცემთო. სამაგიეროდ, ივანაშვილის მოქმედებებით გახარებულია რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარე, მიხეილ ხუბუტია, რომელიც ღმერთს მადლობას სწირავს იმისთვის, რომ მისმა კოლეგამ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ხუბუტიას აღფრთოვანებისა და განსაკუთრებული სიხარულის შესახებ ინფორმაციას rbcdaily.ru ავრცელებს. „ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ერიდებოდა საჯაროობას, მაგრამ მან დიდი ფული იშოვა და, როგორც ცნობილია, ფული ციდან არ ცვივა. ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანები არ ცდებიან... შემიძლია მხოლოდ ღმერთს მადლობა შევწირო ამ ახალი ამბისთვის“, – ამბობს ხუბუტია და მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ის ბიზნესმენია, რომელიც რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობას სათანადოდ აფასებს და ხვდება, რომ ამ ქვეყნების დაშორება არ შეიძლება. მიხეილ ხუბუტია, რომელიც ალექსანდრე ებრალიძის მარჯვენა ხელია, ჯერ მხოლოდ ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა. ბიძინა ივანაშვილის გადაწყვეტილების კვალი რომ ჩრდილოეთისკენ მიდის, ამაში ეჭვი არავის შეჰპარვია, თუმცა ხუბუტიას ამ განცხადებით ყველაფერი კიდევ ერთხელ ნათელი გახდა. ახლა რუსეთში მყოფი კრემლის მეგობარი ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც უშედეგოდ ხან ვისზე დებდნენ ფსონს და ხან ვისზე, ივანიშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებს დაელოდებიან. მოგვიანებით კი, სავარაუდოდ, მხარდაჭერას გამოუცხადებენ იმ იმედით, რომ იქნებ იმ ფალავანმა მაინც გაამართლოს, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ ფულით ამომრჩეველთა ყიდვაა შესაძლებელი.
-
ხოდა კიდევაც კარნახობს პუტინი როგორ იმოქმედონ ჩვენთან და როგორ დაამხომ უკვე მეორეთ ლეგიტიმური პრეზიდენტი
-
ამ მოვლენებში რუსეთის სპეცსამახურების როლის დასუსტება არ არის მართბეული მათ აქვთ ძალა და ფინანსები ჩვენთან სბარძოლველად თორე ძლიერი ქვეყნები "ჩაუდებენ" და უკან გაუშვებენ კრემლში მაგათ სპეცსამსხურებს რუსეთის სპეცსამსახურებმა ნამდვილად განიცადეს დასუსტება მაგრმა იმდენი ძალა მაინც აქვთ ჩვენ რომ მოგვაყენონ ზიანი
-
„გაზპრომისათვის” ევროპული ბაზრის დაკარგვა რეალობაა
FRIDRIX posted a topic in პოლიტიკა და საზოგადოება
ევროკავშირს უკვე აღარ სურს აიტანოს თავის ბაზარზე ძველი ენერგეტიკული მონოპოლიები, რომლებიც დაკავებულნი არიან ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის წარმოებით, ტრანსპორტიებითა და ევროპულ ბაზარზე გაყიდვით, – განაცხადა გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ რარმა. „ევროკავშირი 2002 წლიდან ცდილობს ასეთი პოლიტიკის დანერგვას, მაგრამ მძლავრ მონოპოლიებთან ბრძოლა ძალიან ძნელია. ამავე დროს, ისეთ კომპანიას, როგორიც “გაზპრომია,” ევროპულ ბაზარზე სხვა სტრატეგია აქვს, რაშიც დიდი ფულიც ჩადო: გაიყვანა ახალი მილები, შექმნა შვილობილი კომპანიები, თავისი პროდუქციის გასაყიდად პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა დასავლეთის მსხვილ მონოპოლიებთან. და ამჟამად, „გაზპრომი” მართლაც რთულ მდგომარეობაშია, რადგან მას, პრინციპში, თამაშის ახალი წესების თანახმად, უკრძალავენ აწარმოოს ევროპაში ბიზნესი, რომელზეც ის, ბოლო 20 წელია კონცენტრირებულია. ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი დარტყმაა „გაზპრომისათვის” – ამბობს რარი. ექსპერტი ამბობს, რომ „გაზპრომი” ცდილობს გვერდი აუაროს ევროკავშირის წესებს. „აფორმებს რაღაც შეთანხმებებს, ეძებს ხვრელებს, რათა თავი დაიძვრინოს არსებული წესებისაგან.” თუმცაღა, ევროკომისია თვლის, რომ გამონაკლისი უკვე ძალიან ბევრჯერ დაუშვა და ასეთი იყო, თუნდაც, უფლება „სამხრეთის ნაკადის” გაყვანისა. ახლა კი, იმავე „სამხრეთის ნაკადთან” დაკავშირებით, ევროკავშირს უკვე აღარ სურს წავიდეს დათმობებზე და „გაზპრომი” სრულად უნდა დაემორჩილოს თამაშის ახალ წესებს – ე.წ. ლიბერალიზაციის ახალი პოლტიკის პაკეტს, რომელსაც ევროკავშირი ატარებს. „ამიტომ, რადგანაც არსებობს ეჭვი, რომ „გაზპრომი” კვლავაც ცდილობს თავი დაიძვრინოს პოლიტიკისგან, რომელსაც ახლა ევროკომისია ამუშავებს, ახლა ჩვენ სერიოზულ კონფლიქტში ვიმყოფებით. ერთის მხრივ მომხმარებელსა და მეორეს მხრივ, ყველაზე მსხვილ მწარმოებელს შორის, რომლსაც არ სურს უარი თქვას ბიზნესზე ევროპაში” – განაცხადა რარმა. გერმანელი ექსპერტი ჯერჯერობით ვერ აკეთებს პროგნოზს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა დარწმუნებულია, რომ „გაზპრომისათვის” ევროპული ბაზრის დაკარგვა რეალობაა. თანაც, ევროპაშიც არის ბევრი კომპანია, რომელსაც მუშაობა სურს. ჩნდება კითხვა – საიდან მიიღებს ევროპა თავის გაზს, - თუკი ეს არ იქნება არც რუსეთიდან და არც იმ მომხმარებელი ქვეყნებიდან, რომლებიც ამ გაზს შემდეგ ევროპას მიყიდიან? ალტერნატიული ენერგიის წყაროების ძიება ევროკავშირისათვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა და ეს პრობლემა, დღეს თუ არა, ხვალ მაინც გადაიჭრება – ამბობს ექსპერტი. რარი აღნიშნავს, რომ ახლა ორივე მხარე ძალიან „ანერვიულებულია.” როგორც ცნობილია, სექტემბრის თვეში ევროკომისიის სანქციის საფუძველზე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბუნებრივი გაზის მიმწოდებელ კომპანიებში შემოწმებები და ჩხრეკები დაიწყო, - არა მხოლოდ „გაზპრომში,” არამედ მის შვილობილ კომპანიებშიც. ევროკომისია ეჭვობს, რომ ზოგიერთი კომპანია ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას არღვევს. -
რადიო „თავისუფლება“ დღეს აქვეყნებს კობა ლიკლიკაძის ბლოგს, სადაც ცნობილი ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებას „ივანიშვილის მედიაიმპერიის ტვინის -"ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის - ტრადიციულ ხელწერას“ უწოდებს და მულტიმილიარდერის განცხადების დეტალებსაც განიხილავს, განსაკუთრებულ ყურადღებას კი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მიერ ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ შეთანაზებაზე აკეთებს. „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ კობა ლიკლიკაძის ბლოგს „ბიძინა ივანიშვილი VS. სპეცდანიშნულების მედია“: „ხანგრძლივი კარჩაკეტილი ცხოვრებიდან გამოხვიდე და თანაც ასე სკანდალურად, იშვიათი შემთხვევაა. ვგულისხმობ ქართველი მულტიმილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის ერთმა ნაწილმა შოკში ჩააგდო მისი მომხრეებიც კი და ძალიან გაახარა ოპონენტები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ივანიშვილი მათ საშიშ სიურპრიზს უმზადებდა. 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბატონმა ივანიშვილმა მიწასთან გაასწორა ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და მათი „რასკრუტკით“ დაკავებული ტელევიზიები, მათ შორის, „მაესტრო“ და „კავკასია“, რომლებსაც ქართველი ოლიგარქი უწოდებს „სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს.“ თანაც ტელევიზიებისა და მედიის კრიტიკას ყველანაირი მედიისათვის მიუწვდომელი მულტიმილიარდერის უზარმაზარი უსტარის ლამის ორი მესამედი ეთმობა. სრულად არ ვაპირებ ამ მიმართვის კონტენტანალიზს, მაგრამ ამ კონსპიროლოგიური ნაზავის უკან აშკარად ჩანს ივანიშვილის მედიაიმპერიის ტვინის -"ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის - ტრადიციული ხელწერა. ვგულისხმობ უსაშველოდ გრძელ ეპისტოლეებს, რომლებიც უეცრად იფეთქებს ხოლმე, რათა კიდევ ერთხელ შეახსენოს ხალხს ბატონი ივანიშვილის უმწიკვლობა და ამხილოს ჩასაფრებული, მოსყიდული და ასოკირკიტა ოპონენტების ანატომია. თანაც, არ ვიცი, რატომ, მაგრამ ამ კონსპიროლოგიას „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის პიარსტრატეგიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რითაც ოპონენტები კარგად სარგებლობენ. მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის მიერ შექმნილი ეპისტოლეების ციკლი, მიმართული გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიების გასანეიტრალებლად. თანაც, რაც ყველაზე სახალისოა, განცხადებები დაფინანსებული იყო „ქართუ ჯგუფის“ მიერ და მათ პატიოსნად ბეჭდავდა თავად გაზეთი "ალია" და იქვე, ასევე პატიოსნად, ბეჭდავდა პასუხის პასუხებს და, ღმერთმა შეარგოს, კარგადაც ხეირობდა. მოგვიანებით, სულ ახლახან, ამას მოჰყვა ეპისტოლეების მორიგი ციკლი შალვა ნათელაშვილის პასუხად, რომელიც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს ვანო მერაბიშვილს, რომელიც მერე ამ ფულით სპეცტექნიკას ყიდულობს მიტინგების დასაშლელად. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბრის განცხადება „ქართუ ჯგუფის“ პრესცენტრის ჯერჯერობით ბოლო და ყველაზე სკანდალური პროდუქტია - განსაკუთრებით ის ნაწილი, რომლითაც ოლიგარქი „სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციურ მედიასაშუალებებს“ უწოდებს თითო-ოროლა დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, განსაწმენდელად სთავაზობს ჟურნალისტებს ადგილს თავისი „მომავალი პარტიის შტაბში“ და კარგ ანაზღაურებასა და პრივილეგირებულ მდგომარეობას „საინფორმაციო ცენტრში თანამშრომლების შერჩევის დროს“. ვერაფერს იტყვი! განსაკუთრებით მომხიბლავი პერსპექტივაა იმ კაცისაგან, ვინც მთელი 20 წელია სათოფეზე არ იკარებს ჟურნალისტებს, აქამდე ერთი თეთრით არ დაუფინანსებია მედიის განვითარების პროგრამები საქართველოში და, რაც ყველაზე მთავარია, ვინც 2003 წელს ერთი ხელის მოსმით უკვე დახურა თავის მიერვე შექმნილი ტელეკომპანია "მეცხრე არხი" და სახელისუფლებო ტელევიზიების იმედად დატოვა იქ მომუშავე ნიჭიერი ჟურნალისტები.“
-
პმ მომწერე ლოგინი და პაროლი გაგიუქმებ
-
აბა სულ "ივანიშვილის განცხადეაბა" "მესია მოდის" "მხსენლი მოდის" მაგ თემებს ვერ გავხსნით სხვა აზრის მქონე მოქალაქეებიც არსებობენ
-
საპატრიარქო ივანიშვილი ვასაძე რუსეთის სპეცსამსახურები VS ნაციონალური მოძრაობა საპატრიარქო გაშიშვლდება რუსებთან თანამსრომლობის საკითხებში და იგივე გასანადგურებელი სამიზნე გახდება როგორც სხვა მოღალატეები ილიას ტყუილად არ მოწონს რომ უპირისპირდებიან ეს გარდაუვალია
-
სტრასბურგის სასამართლო რუსეთიდან შესული სარჩელებით გადატვირთულია. საჩივრების რაოდენობის მხრივ კი, რუსეთი პირველ ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საკუთარი მოქალაქეები უჩივიან. 2011 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ევროსასამართლოში რუსეთიდან 20 300 სარჩელი იყო შესული, 1500 კი განხილვის სტადიაში იმყოფებოდა. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთიდან 46 685 საჩივარი შევიდა, რაც სარჩელთა საერთო ოდენობის მეოთხედია. ევროპელ პოლიტიკოსთა აზრით, ეს „არანორმალური მდგომარეობაა, რაზეც მათ მიანიშნეს კიდეც დელიკატურად რუსეთის წარმომადგენელს. თავის მხრივ, შექმნილი ვითარებით არც მოსკოვია აღფრთოვანებული: გარდა იმისა, რომ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება მისი დამოკიდებულება ადამიანის უფლებების მიმართ, ეს საბიუჯეტო დანახარჯებთანაცაა დაკავშირებული. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეთა სასარგებლოდ, რუსეთის სახელმწიფოდან უკვე ამოიღო 2 მილიონი ევრო, აქედან 700 000 უსაფუძვლო დაპატიმრებისათვის კომპენსაციაა. რა თქმა უნდა, სარჩელების ასეთი რაოდენობის განხილვა თავად სტრასბურგის სასამართლოსგანაც მოითხოვს მატერიალურ დანახარჯებს და თურმე იმდენს, რომ ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რუსი მოსამართლეებისთვის, პროკურორებისა და იურისტებისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამების შემოღება არჩიეს, რაც, იმედოვნებენ რომ რუსეთში არაკვალიფიციურ გადაწყვეტილებებს შეამცირებს, სტრასბურგში კი სარჩელთა სიმრავლესაც. რუსეთში თავს იმით იმშვიდებენ, რომ შეფასებები გადაჭარბებულია და სტრასბურგში შეტანილ სარჩელთა რაოდენობაც ქვეყნის სიდიდისა და მოსახლეობის სიმრავლის პროპორციულია. კეთილი რჩევების გათვალისწინების ნაცვლად კი, მოსკოვი ხან სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს და ხანაც იმით იმუქრება, რომ მიიღებს კანონს, რომელიც მას აღარ დაავალდებულებს შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები. თუმცა ასეთი კანონის ჯერჯერობით არარსებობის პირობებშიც, ევროპული ვერდიქტები, ხშირ შემთხვევაში, მაინც აღუსრულებელი რჩება. მოსკოვი ასეთ დროს თავს იმით იმართლებს, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები პოლიტიზირებულია. ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი აცხადებს, რომ ზოგადად, სტრასბურგის სასამართლოს გავლენა რუსეთზე საკმაოდ სუსტია, რათა ვითარება შეიცვალოს. „რუსული მართლმსაჯულების სტრუქტურა განსხვავდება ევროპულისგან და ჩვენ გვგონია, რომ ის პოლიტიზირებულია, ხოლო მათ კი, პირიქით, ჰგონიათ, რომ ჩვენი სასამართლოა პოლოტიზირებული. ჩვენთან სასამართლო სახელისუფლო ვერტიკალსაა მიკუთვნებული, რაც ევროპელებისათვის პოლიტიკურად ანგაჟირებულობას ნიშნავს.” ევროპის საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომისიის მომხსენებელმა ერიკ იურგენსმა, ერთ-ერთ სხდომაზე, რუსეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეს პირდაპირ განუცხადა, რომ რუსეთმა, ნაციონალურ დონეზე სასამართლო საქმეები ცოტა უფრო ეფექტურად უნდა გადაწყვიტოს. თავად რუსი იურისტები კი აცხადებენ, რომ რომ არა თავად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მექანიზმი, რომლებიც ძალიან ნელა მუშაობს, რუსეთი საკმაოდ ხშირად გახდებოდა სკანდალების ობიექტი, თუმცა იმის გამო, რომ სარჩელის შეტანიდან მის განხილვამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება წლები გავიდეს, სენსაციური და რეზონანსული საქმეები აქტუალობას კარგავს.
-
გაეცანი იმ ამბებს რასაც ვდებ თუ დაინტერესდი თუ არადა ჩემი საქმე რა არის შენ კომპეტენციაში არ შედის მაგის გარკვევა ივანიშვილი ჯობია მიშას თუ რუსების მარიონეტი მონა არ იქნება და საქართველო რუსების წინ მუხლებზე არ დააჩოქა დღეს იმის გათვალისწინებით რომ ამერიკას "გაეყარა" ხერხემლამდე და ევროპაც ზედ მიყვება ჩვენთვის უფრო მომგებიანია რუსთთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითებში ოღონდ არა როგორც პატრონი და მონა არამედ როგორც ორი დაინტერესებუკლი მხარე ნაბო..არ რუსებსაც ვჭირდებით იმიტომაც არ გვანებეებნ თავს მაგრამ ნორმალურად უნდა მოგვექცნენ
-
Грузины нам ещё станцуют
-
ადრე მიცვალებულები არ იხრწნებოდნენ იმიტომ რომ ნაკლები ცოდვები ქონდათ ნაკლები ინფორმაცია ქონდათ ცივლიზებული და ნაკლები ცოდვაც ქონდათ
-
ვერ შეუსრულებს და FუFლოვჩიკი გახდება
-
გუშინ, კრემლის დიქტატორმა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა დაბადების 59–ე წლისთავი იზეიმა. მომავალ პრეზიდენტს, ამ თარიღს კარის პირადი ლაქიები და ავტორიტარიზმის კლანჭებში მოქცეული, დატერორებული რუსული საზოგადოება დიდი ზარ–ზეიმით ულოცავს. თუმცა, მეორე, მცირე ნაწილი და პროგრესული მსოფლიო, გუშინვე, იმპერიალისტური რეჟიმის მსხვერპლს, მამაც ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას იხსენებდა, რომლის სასტიკი მკვლელობიდან ხუთი წელი გავიდა. ამ წლების განმავლობაში, ანა პოლიტკოვსკაია ოპონენტების წინააღმდეგ კრემლის მოქმედების და მხეცური მეთოდების სიმბოლოდ იქცა. თავად კაცთმუძულე პუტინს კი, როგორც ცნობილია, ასეთი შავი ფერის „სიმბოლოები“ მეტად უყვარს. როგორც ამბობდნენ, პოლიტკოვსკაიას მკვლელობის პუტინის დაბადების დღისათვის დამთხვევა, სულაც არ ყოფილა უბრალო შემთხვევითობა. კრემლის „კაგებეშნიკ“ მეთაურს ეს „საჩუქარი“ მისმა დაქირავებულმა ქილერებმა „სიყვარულით“ მიუძღვნეს. ეფ–ეს–ბე–სგან კარგად დამუშავებული „ფანკლუბი“, რუსეთის ფაქტობრივ „მონარქს“ საქართველოშიც რომ ჰყავს, დიდი ხანია ვიცით. გუშინვე, პუტინის მორიგ დაბადების დღეს, საქართველოში „დიდი მოვლენა“ მოხდა. ბიზნესმენმა ბიძინა ივანაშვილმა სისხამ დილიდანვე განცხადება გაავრცელა და საკუთარი ამბიციებისა და გეგმების დემონსტრირება ზარ–ზეიმით მოახდინა. ამ განცხადების ღია და ფარული ტექსტები უკვე ყველასათვის ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ ბიზნესმენი საქართველოს ხელისუფლებაში მწვერვალების დაპყრობას უმიზნებს. „კარიერის“ დაწყებისათვის კი მართლაც ფრიად საინტერესო თარიღი შეარჩია და სიმბოლურად ისე გამოვიდა, რომ, ფაქტობრივად, პუტინს საჩუქრად სრულიად საქართველო მიუძღვნა. ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში ბევრს აინტერესებდა, რატომ შეარჩია ივანაშვილმა მაინცდამაინც 7 ოქტომბერი, დღე, როდესაც საქართველოში, თავისი კავკასიური ტურნეს ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ჩამოდიოდა. პოლიტიკური პიარის ყველაზე ელემენტარული კანონით, ასეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენის გვერდით, განცხადების მაინცდამაინც ამ დღეს გავრცელება არალოგიკური ჩანდა, რადგან ამ მოვლენას, მეორე საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება მნიშვნელოვნად გადაფარავდა. ლოგიკურად, ჩნდება კითხვა: მილიარდერს, რომელიც წლების განმავლობაში ფულებს როგორც ირკვევა, ართცუ სრულიად უანგაროდ ფანტავს, სასწრაფო წესით დაქირავებულმა „კარმა“, რომელიც ამ გამოსვლას „ღრმად და საფუძვლიანად“ ამზადებდა, რატომ არ ურჩია თარიღის სხვა დროისათვის გადატანა? როგორც ჩანს, ამ ყველაფერზე მაღლა გუშინდელი დღის „საკრალური მნიშვნელობა“ დადგა, რაც პუტინის დაბადების დღეს ეხებოდა. ივანაშვილის პოლიტიკური კარიერა, სწორედ ამ დღეს, ამ საჩუქრით უნდა დაწყებულიყო, რომელიც რუსეთში გამდიდრებული ქართველი მეწარმის სავარაუდო პოლიტიკურ კუმირს, კიდევ ერთხელ დაანახებდა მარიონეტი ბიზნესმენის განუზომელ სიყვარულს და ერთგულებას...
-
ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ მამის გაპოლიტიკოსებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგი წარწერა დატოვა. "დღეს დავასრულე მუშაობა სიმღერაზე სახელწოდებით "ქართული ოცნება", რომელსაც მამაჩემის გადაწყვეტილებას ვუძღვნი", - წერს Facebook-ში საკუთარ გვერდზე ბერა ივანიშვილი. შეგახსენებთ, რომ მომღერალი მამის პოლიტიკაში წასვლას მხარს უჭერს, რაც ამავე სოციალური ქსელის მეშვეობით რამდენიმე დღის წინ წარწერით "დროა, ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება" გამოხატა. შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პარტიას ქმნის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას გეგმავს.