-
პოსტები
5.308 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი FRIDRIX
-
ყალბი ცნობით მოსული პრეზიდენტი დოკუმენტი, რომელიც მასალას თან ერთვის, პრესაში პირველად 1999 წლის ზაფხულში გამოჩნდა, მაშინ, როცა რუსული ხელისუფლების ვერტიკალში აქტიურად განიხილებოდა ელცინის მემკვიდრის ვინაობა. კანდიდატურა სულ ორი იყო: ეფ-ეს-ბე-ს დირექტორი, პუტინი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რუშაილო. სასწორის პინები თანდათან იხრებოდა პუტინის მხარეს და რუსულ გაზეთებში: „ვერსიასა“ და „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ თითქმის ერთდროულად დაიბეჭდა ცნობა, რომელმაც თავიდანვე ბევრი შეკითხვა დაბადა. მაშინ ამ დოკუმენტის ნამდვილობის დამტკიცება ხელაღებით არავის უცდია, თუმცა, „ცნობის“ შედგენის მექანიზმმა ყველა დააინტერესა. ძირითადი ტექსტი ისეა აკრეფილი, რომ სახელისა და გვარის ადგილას თავდაპირველად ტირეები იყო დატოვებული. ამ ტირეებზე ჩანაწერი „ვ.ვ. პუტინი“ მოგვიანებით გაჩნდა, თანაც, მექანიკური საბეჭდი მანქანით იქნა ჩამატებული. ყველაფერი ეს კარგად ჩანს ცნობის ფოტოასლზე, რომელსაც დღეს გთავაზობთ. „ცნობა ვ.ვ. პუტინის შესახებ: 1952 წელს დაბადებულმა ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა, 1975 წელს დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1975-1990 წლებში იყო სსრ კავშირის სუკ-ის თანამშრომელი, მუშაობდა გერმანიაში, შემდეგ კი იყო ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში. 1990 წელს გახდა ლენინგრადის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის, ა. სობჩაკის მრჩეველი. 1990-დან 1996 წლამდე მუშაობდა სანკტ-პეტერბურგის მერიაში. 1994 წლის მარტში დაინიშნა სანკტ-პეტერბურგის მერის პირველ მოადგილედ. ანატოლი სობჩაკი მას „მოწაფეს“ უწოდებდა. 1996 წლის არჩევნებზე ა. სობჩაკის ჩავარდნის შემდეგ პუტინი მოსკოვში გადავიდა, სადაც ეკავა რფ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმეთა მმართველის მოადგილის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონტროლის სამმართველოს უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობები. 1998 წლიდან არის რფ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი.“ ამ ცნობის გამოქვეყნებამ ბევრს აუშალა ლაპარაკის საღერღელი. ის ადამიანები, ვინც ახლოს იცნობდნენ ვლადიმირ პუტინს, ამტკიცებენ, რომ მან კარიერის დასაწყისიდანვე გამოავლინა გამდიდრებისკენ დაუოკებელი სწრაფვა და ზნეობრივი ბარიერების უგულებელყოფა. ევროპის ყველაზე მდიდარი მმართველი დღემდე სხვადასხვა ვერსია არსებობს ვლადიმირ პუტინის ქონების შესახებ. არავის ეეჭვება, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრს უზარმაზარი შემოსავალი აქვს, მაგრამ რუსი ექსპერტები და პოლიტოლოგები საბოლოო ციფრებზე მაინც ვერ თანხმდებიან. რუსეთში ყველაზე სანდოდ პოლიტოლოგ სტანისლავ ბელკოვსკის მიერ სამი წლის წინ გამოქვეყნებული მონაცემები მიაჩნიათ, სადაც ის ამტკიცებს, რომ „პუტინი აკონტროლებს „სურგუტნეფტოგაზის“ 37%, რომლის საბაზრო ღირებულება 20 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე დროს, პუტინი აკონტროლებს „გაზპრომის“ 4,5%. ნავთობის მწარმოებელ კომპანია Gunvor-ში პუტინს 50%-იანი წილი აქვს. 2008 წელს მისმა ბრუნვამ 40 მილიარდი დოლარი შეადგინა, შემოსავალმა კი 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.“ შემთხვევა, რომელმაც პუტინს მოსკოვის გზა ასწავლა მსოფლიო ისტორიას მრავალი შემთხვევა ახსოვს, როცა ამა თუ იმ მმართველთა ხელისუფლების სათავეში მოსვლაში შემთხვევა უდიდეს როლს თამაშობს. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, სობჩაკის მიერ არჩევნებში დამარცხების შემდეგ იაკოვლევმა პუტინს ლენინგრადში დარჩენა სთხოვა, პუტინმა კი წინადადება უარყო. ცნობილი რუსი პუბლიცისტი, ბორის ვიშნევსკი ამ ლეგენდას აცამტვერებს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან გაიხსენა: „სობჩაკის მიერ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ორი დღე იყო გასული და რაღაც საქმეებთან დაკავშირებით სმოლნში გახლდით. იაკოვლევს შევხვდი და ვსაუბრობდით. ამ დროს ერთ–ერთი ჩინოვნიკი მოგვიახლოვდა და იაკოვლევს ეუბნება: „ვლადიმირ ანატოლის ძევ, პუტინია მოსული, ზის და ელოდება, რას გადაწყეტთ მასთან დაკავშირებით...“ არასდროს დამავიწყდება იაკოვლევის პასუხი: მან ხელი აიქნია და კბილებში გამოსცრა: „ხვალ მაგ პი...აკ–ის ფეხი არ ვნახო აქ!“ რომ არა ასეთი პასუხი, ვფიქრობ, პუტინი პრეზიდენტი ვერასდროს გახდებოდა, რადგან ცნობილია, რომ ის მოსკოვში მხოლოდ იაკოვლევის უარის შემდეგ წავიდა...“ მოპარული სადისერტაციო ნაშრომი 2006 წლის 27 მარტს „ვაშინგტონ პოსტმა“ ფრიად სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელმაც მაშინვე შემოიარა ინგლისურენოვანი გამოცემების ფურცლები. კომპეტენტურ პირებზე დაყრდნობით გამოცემა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, არც მეტი, არც ნაკლები, სადისერტაციო ნაშრომის პლაგიატში ადანაშაულებდა. პუტინმა საკანდიდატო დისერტაცია 1997 წელს დაიცვა და მისი ნაშრომი საბაზრო ურთიერთობების პირობებში კონკრეტული რეგიონის მაგალითზე ეკონომიკური საქმიანობის სტრატეგიულ დაგეგმარებას ეხებოდა. როგორც აღმოჩნდა, ნაშრომის მეორე თავი თითქმის სიტყვასიტყვით იყო გადმოწერილი პიტსბურგის უნივერსიტეტის ამერიკელი პროფესორების უილიამ კინგისა და დევიდ კლილანდის წიგნიდან „სტრატეგიული დაგეგმარება და პოლიტიკა“, რომელიც რუსულ ენაზე 1982 წელს გამოიცა. გაზეთში ციტატებიც კი გამოქვეყნდა როგორც პუტინის სადისერტაციო შრომიდან, ასევე ცნობილი ავტორების წიგნიდან და მათი მსგავსება, ანუ პუტინის მხრიდან პლაგიატის გამოყენება ტერმინებში გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვისაც კი ადვილად შესამჩნევია. პუტინის მეტსახელები თნამშრომლებისთვის ამა თუ იმ მეტსახელის დარქმევა და დოსიეში ასე მოხსენიება სსრკ–ს დროს სუკ–ის სტილი იყო. მართალია, პუტინმა ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე იზრუნა, რომ მისი დოსიე გამქრალიყო და ამას მიაღწია კიდეც, მაგრამ დღეისათვის მაინც ცნობილია ის მეტსახელები, რომლითაც ნაცნობები, ახლობლები თუ თანამშრომლები პუტინს ბავშვობიდან მოყოლებული მოიხსენიებდნენ. პუტინის ახლობლები იხსენებენ, რომ პატარა ვოვას ყველაზე ხშირად მოიხსენიებდნენ მეტსახელებით: „პუტია“ და „პუტკა“. რაც უფრო ემატებოდა წლოვანება და მასა, პუტინის მეტსახელი მით უფრო „დახვეწილი“ ხდებოდა. როცა ვლადიმირ პუტინი ლენინგრადის სუკ–ის სამმართველოს სამდივნოში მუშაობდა, კოლეგები მას „ვირთხას („კრისიონოკ“)“ ეძახდნენ. სუკ-ში მუშაობის წლებში პუტინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეტსახელი „კაპუტინი“ იყო. რასაკვირველია, პუტინს ეს მეტსახელები ზურგსუკან შეარქვეს. როცა პუტინი სანკტ–პეტერბურგის პირველი მერის, ანატოლი სობჩაკის ადმინისტრაციაში მუშაობდა, მას „ვიცე–სობჩაკს“ ეძახდნენ. ამავე პერიოდიდანაა პუტინის კიდევ ერთი მეტსახელი „შტოზი“– ასე უწოდებდნენ აღმოსავლეთ გერმანიის კონტრდაზვერვის ორგანოს თანამშრომლებს. აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში–უმცროსი პუტინს "Puty-Put"–ს ეძახდა, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც პუტინი ერთი ადგილით დაკიდებას უპირებდა, მას „ლილიპუტინი“ დაარქვა, რამაც რუსი „მძლეთამძლე“ ძალიან გაამწარა. სტატია მომზადებულია სხვადასხვა დროს რუსულ გაზეთებში, ინტერნეტ–საიტებზე, ბლოგებზე გამოქვეყნებული მასალებისა და პუტინის შესახებ გამოცემულ მემუარებზე დაყრდნობით.
-
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი უსაფრთხოება „ისევ რჩება ობამას ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტად“, – ამის შესახებ განაცხადა „თეთრი სახლის“ მთავარმა მრჩეველმა რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლმა, რომლის კანდიდატურა რუსეთში აშშ–ის ელჩის თანამდებობაზეა წამოყენებული. განცხადება მაკფოლმა სენატის კომიტეტში, მისი კანდიდატურის განხილვის დროს გააკეთა, როცა შეკითხვები საგარეო ურთიერთობებზე დაუსვეს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას აშშ „ძალიან სერიოზულ საკითხად“ მიიჩნევს. მაკფოლის თქმით, აშშ საქართველოს დიპლომატიური კუთხითაც ეხმარება, რაც, ყველა სხვა მხარესთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებაში სხვა ქვეყნების დარწმუნებასაც მოიცავს. დიპლომატის თქმით, ეს ის საკითხია, რომელშიც „აშშ–სა და რუსეთს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ“. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროანტლანტიკურ მისწრაფებებს და ისევ ვაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე, რათა მან შეასრულოს 2008 წლის აგვისტოში დადებული შეთანხმების ყველა პუნქტი. ამასთან, ჩვენ ვმუშაობთ უშუალოდ მოსკოვთან, რათა ვცადოთ და იმ ზეწოლის შემცირება, რომელსაც რუსეთი ზოგჯერ იძულების წესით ახდენს საქართველოზე“, – თქვა მაკფოლმა.
-
ამერიკის სენატში მოწვეულ საგანგებო სხდომაზე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების "საგზაო რუქა" წარმოადგინეს. დოკუმენტი, რომელზეც ატლანტიკური საბჭოს წევრთა და სენატორთა ჯგუფი წელიწადზე მეტხანს მუშობდა, ამერიკის ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიმართ რეკომენდაციებს შეიცავს, რომელთა შესრულებამ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასა უნდა შეუწყოს ხელი. დოკუმენტში რეკომენდაციების გარდა, რუსეთის აგრესიაზეცაა საუბარი. "პირველი" მკითხველს რეზოლუციის ორიგინალის ნახვას ამ ბმულზე სთავაზობს. "ის, თუ როგორ მოიქცა რუსეთი საქართველოში, მნიშვნელოვანი საკითხია. 2008 წლის ომის შემდეგ სამი წელი გავიდა, რუსულ სამხედრო ძალებს კი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისევ ოკუპირებული აქვთ. ამერიკის შეერთებული შტატები ვაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს", - განაცხადა განხილვისას აშშ-ის სენატორმა სამხრეთ კაროლინას შტატიდან ლინდსი გრაჰამმა. აშშ-ის სენატორმა ნიუ-ჰემპშირიდან ჯინ შაჰინმა კი აღნიშნა, რომ “საუკეთესო, რაც შეიძლება ქვეყნისთვის მოხდეს, ისაა, რომ ის გარშემორტყმული იყოს ქვეყნებით, სადაც ხალხი კანონის უზენაესობას, თავისუფალ არჩევნებს და დამოუკიდებელ სასამართლოს აფასებს”. "ერთადერთი, რატომაც შეიძლება, ამ ინსტიტუტებმა შეგაშინოს, ისაა, რომ ამ იდეის თავად არ გჯეროდეს. დამწყები დემოკრატიების მეზობლად ყოფნა მისასალმებელი სიახლე იქნებოდა, რუსეთში რომ ცხოვრობდე. როდესაც ჩვენი მეგობრები რუსეთში ცდილობენ, დემოკრატიულ განვითარებას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში საფრთხე შეუქმნან, ჩვენ - დასავლეთმა ამას ხელი უნდა შევუშალოთ", - განაცხადა შაჰინმა.
-
ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი, თბილისის ყოფილი მერი, თამაზ ვაშაძე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში, მერის პოსტზე იყრიდა კენჭს, შესაძლოა საარჩევნო მარათონში კვლავ გამოჩნდეს, მაგრამ არა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად, მისი მიზანი იქნება ხალხს სიმართლე უთხრას და ხელისუფლებაში მოსვლის მსურველი ივანიშვილი ამხილოს. თამაზ ვაშაძე აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბევრი სამხილი აქვს, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც ივანიშვილმა შესაძლოა თავი პარლამენტის ნაცვლად ციხეში ამოყოს. ,,პრესა.ჯი’’ თამაზ ვაშაძეს ესაუბრა: - საქართველოში უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც ჩაება. საპარლამენტო არჩევნებში გაუწევთ მას კონკურენციას? - ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, პარტიის წევრი არ ვარ და ყველა პარტიასთან არ ვთანამშრომლობ. მე გავიმარჯვებ და მოვხვდები თუ არა პარლამენტში ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი მიზანია ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ვუთხრა სიმართლე. წინასაარჩევნოდ, როდესაც პირდაპირ ეთერში ვიყავი, ვთქვი, რომ ვიქნებოდი ჟურნალისტების დამცველი მათგან, ვინც ჟურნალისტებზე აღმართავს ხელს. დღეს აკრიტიკებენ ტელევიზიებს ,,იმედს’’, ,,რუსთავი 2’’–ს, პირველი არხს, რადიოებს, გაზეთებს, მე ყველა დიდი პატივისცემით მექცეოდა. როდესაც გავლილი ცხოვრების გზა მრუდე გაქვს და ამ სიმრუდეზე მიგითითებენ, ეს საწყენია? თუ არასწორად იარე ცხოვრებაში, ჟურნალისტი რა შუაშია, რომელიც ემსახურება ქვეყანას? ამდენი პატრიოტი თუ იყო, ამდენი სითბო თუ ჰქონდათ ქართველ ჟურნალისტებს არ მეგონა. ბიძინა ივანიშვილის გასალანძღი რა სჭირთ ქართველ ჟურნალისტებს? ეგ ნაძირალა ვის დააჯერებს საქართველოში, რომ 6 მილიარდი მოსკოვში პატიოსნად იშოვა? პუტინი რწყილს ატყავებს და ეგ არ არის შეკრული რუსეთთან? ივანიშვილი არის ნაძირალა, რომელმაც უდანაშაულო ხალხი ჩაყარა ციხეში. მე მივალ აუცილებლად პირდაპირ ეთერში და მაგას ვამხელ, როგორც ქვეყნის დამაქცევარს. დაუკვირდით ვისთან აქვს მას საქმე. ბერძენიშვილთან, რომელსაც ლომის წილი აქვს ეროვნული მთავრობის დაქცევაში, პირსისხლიან პარტიასთან, რომელსაც არავითარი რეიტინგი არა აქვს, ერთ ხმას ვერ მიიღებს არჩევნებში და უნდათ ახლა ივანიშვილს შეეკრან. თვითონ ივანიშვილი ვინ არის? – ივანიშვილი მშიშარა მაიმუნია და გეტყვით რა ნაძირალაცაა... სად იყო, როდესაც ეროვნული ხელისუფლება მოდიოდა? როდესაც ტანკებით გვებრძოდნენ, რატომ არ გამოვიდა მაშინ, რუსეთში ფულს რომ ათეთრებდა? სად იყო, როდესაც საქართველოში მიწისძვრა მოხდა და მიწასთნ გასწორდა სოფლები? ერთი ლარი თუ შესწირა თავის სამშობლოს? ქართველ ხალხს რა ჰგონია, თავისი ფეხით მივიდა სამების ტაძარში ივანიშვილი და უფალს შესთხოვა ამაშენებინე სამების ტაძარიო? გააღე პირი, ხმა ამოიღე შევარდნაძევ, ჩემო მოსისხლე მტერო და თქვი სიმართლე, რამ მიიყვანა ივანიშვილი სამების ტაძრის იძულებით აშენებამდე! სიმართლე უნდა ითქვას, მე არაფრის მეშინია. ივანიშვილმა უდანაშაულო ხალხი ჩაყარა ციხეში. ეგ არის მშიშარა კაცი. ხელისუფლებაში რომ აპირებს მოსვლას, რითი დაუმტკიცა ქართველ ხალხს რომ მედგარი და თავისი სამშობლოს დამცველია? ფული არ არის მთვარი, მთავარი ღირსებაა. მე ღირსეული კაცი ვარ და ღირსებას ვაფასებ. ან რა უნდა ივანიშვილს ტელეკომპანია ,,კავკასიათან’’? ,,კავკასიის’’ ეთერში სამჯერ ვიყავი მე, უდიდეს პატივს ვცემ აქუბარდიას, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს მორალური უფლება, გავახსენო აქუბარდიას წარსული და ცუდი ვთქვა მასზე, მაგრამ ივანიშვილს ამის უფლება არა აქვს. მე ხმალამოღებული დავიცავ ჟურნალისტთა კორპუსს სანამ ცოცხალი ვიქნები. ჯერ ხმალი არ ამომიღია, თუ ხმალი ამოვიღე თაღლით ივანიშვილს მილიონებს შევატანინებ საქართველოს ბიუჯეტში. ვიმეორებ: ფული არ არის მთავარი, პატიოსანი სახელით წევს კუბოში ზვიად გამსახურდია, მას ებრძოდნენ ეგენი ყველა. ,,ახალი მემარჯვენეები’’, კაციტაძე ილიას და აკაკის ძეგლის ქვეშ იწვა და წინააღმდეგობას უწევდა საქართველოს ეროვნულ მთავრობას. ახლა ჩამოსდით ცრემლები, ივანიშვილს ეგებიან ფეხქვეშ, იქნებ კაპიკი გადაუგდოს. არ არიან შიმშილისთვის და სიკვდილისთვის მზად, რომ თავი ღირსებას შესწირონ. – ხელოვანები მზად არიან ივანიშვილის პარტიაში გასაწევრიანებლად, რადგან თურმე ივანიშვილი ეხმარებოდა მათ... - ერთ რამეს გეტყვით, რაც ჩემი განუყრელი მეგობრისგან, მუხრან მაჭავარიანისგან ვიცი. მუხრან მაჭავარიანი, პირველი პოეტია საქართველოში. ერთი კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა ივანიშვილთან, სურვილი არ გასჩენია, რომ მუხრანს ერთხელ შეხვედროდა, ვიღაცა ბიჭ–ბუჭებს ნარდს ეთამაშება. სახლი რომ წამოჭიმა სოლოლაკში, საზიზღარი შენობა, ვისაც ახსოვს, ძველ თბილისელებს, ეს იყო შეყვარებულთა ადგილი, ბეღურებივით იყვნენ ჩამომჯდარი ახალგაზრდები ამ ბაღში, გზად გადაეღობა მათ, დაამახინჯა ქალაქი. მაგაზე მეტი ფული ჰქონდა ხადარკოვსკის, მაგრამ პუტინი ფაჩუჩებს აკერინებს ახლა ციხეში. ყველა ჭკვიანად იყოს და თავის სამშობლოს დაუდგეს გვერდით. ამბობს: შვილმა მითხრა თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში მე წავალო, დედა, დედა, უტა, რომ მოსულიყო პოლიტიკაში არ დავიღუპებოდით? ვინ აგდიან ეგენი? ქართველი ხალხი, პატრიოტები, ციხეში გაუშვეს! არაფრის მეშინია, მხოლოდ უფალს ვცემ პატივს და სამშობლოს უპირველეს ყოვლისა, დანარჩენი არაფერია ჩემთვის. მე ჯერ არ ამომიღია ხმალი, მაგრამ ამოვიღებ ხმალს და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ მასთან ბრძოლაში ჩავებმები, ერთი წუთით არ დავიხევ უკან. - თქვენ გარკვეული პერიოდი ივანიშვილთან მუშაობდით, როგორი ხელმძღვანელია ის? - მე მილიონები შევუნარჩუნე ივანიშვილს. სისტემა მოვუწყვე. სასაცილო ხალხი ჰყავდა, არაპროფესიონალები, მშენებლობის გაგებაში არ იყვნენ, მუშაობა ვასწავლე და მერე 30 კაცი დააპატიმრებინა ჩემი სამსახურიდან. სასამართლოზე გამოვედი და ვთქვი: უდანაშაულო ხალხი გაუშვით, მე ვაგებ პასუხს ყველაფერზე მეთქი. და რა ხდებოდა? არაფერი, არანაირი დანაშაული, შეცდომაში შეიყვანეს. - უდანაშაულო ხალხს აჭერინებს? - რასაკვირველია. საზიზღარი თვისებები აქვს, რომელიც არ უნდა ჰქონდეს ქვეყნის მმართველს. ივანიშვილთან ვინმე რომ მივიდეს და უთხრას ამან ხუთი კაცი მოკლაო, კი არ გამოიკვლევს მართლა მოკლა თუ არა, პირდაპირ მიიღებს გადაწყვეტილებას. ფულის შოვნა არაფერია, 90–იან წლებში ყველაზე მეტი მილიარდერი რუსეთშია, თაღლითობით ნაშოვნი ფულით, გაყიდეს მთელი საქართველოს ქონება. ეგენი არიან ნაძირლები. საქართველოში ფულის წარმომავლობის შესახებ არ არსებობს კანონი, აბა მივიდეს საზღვარგარეთ და ანგარიშზე დადოს 50 000 დოლარი, თუ არ მოსთხოვონ – საიდან ეს ფული? 20 მილიარდი აქვს რუსეთში ივანიშვილს და რატომ ვერ ჩადის იქ? ბილეთის ფული არა აქვს? ამას მაშინ ვიტყვი, როდესაც ხმას ამოვიღებ და მის მხილებას დავიწყებ. პუტინი ახლა 12 წლით მოდის სახელმწიფოს სათავეში, მან ყველაზე უკეთ იცის ივანიშვილის საქმიანობა, ტყავს გააძრობს. – ეროვნული მოძარაობის დროს სად იყო ივანიშვილი? ჰქონდა მას შეხება ქართულ პოლიტიკასთან? – რუსეთში იყო, ფულს აკეთებდა და ათეთრებდა, კომპიუტერებს ჰყიდდა. ფეხებზე ეკიდა თავისი ქვეყანა. გაარკვიეთ თუ მიიღო საერთოდ არჩევნებში მონაწილეობა, თუ მისცა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას. შევარდნაძემ აღიარა მაინც წინააღმდეგი ვიყავი საქართველოს დამოუკიდებლობისო, მაგრამ ქართველებმა მაინც მას მისცეს ხმა და ჩამოათრიეს საქართველოში. – თქვენ თქვით ხმა ამოიღოს შევარდნაძემ როგორ ააშენებინა ივანიშვილს სამების ტაძარიო, რას გულისხმობდით? - დიახ უნდა ამოიღოს ხმა, ძალიან კარგად იცის შევარდნაძემ ეს. სამების ტაძარი მარტო ივანიშვილს არ აუშენებია. უამრავი ქართველის ფულია იქ შემოწირული. თავისი ნებით არ მისულა ივანიშვილი სამების ტაძრის ასაშენებლად. ვერ ხედავთ, ამბობს, ,,დარდუბალას’’ რომ ვუყურებდი პარიზში ბევრს ვიცინოდიო. ემიგრაციაში ყოფნის დროს რომ ვუყურებდი ,,დარდუბალას’’ კი არ ვიცინოდი, ვტიროდი, რა დააშავა ჩემმა ქვეყანამ ასეთი ხელმძღვანელი რომ ჰყავს, როგორიც შევარდნაძეა მეთქი. ,,დარდუბალა’’ სატირალი იყო და ივანიშვილი იცინოდა. ეს განსხვავებაა ჩემსა და მაგას შორის. აი ეს არის სიმართლე! ივანიშვილი რომ იცინოდა, მე ვტიროდი ჩემს სამშობლოს. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა არის სამშობლო, შემდეგ არის სარწმუნოება და ოჯახი. სამშობლო თუ იღუპება, ყველაფერი იღუპება. ,,რესპუბლიკელებს’’ შეეკრა ეს უნამუსო კაცი, ბერძენიშვილები, ბათიაშვილი... ეს აგენტები. გამოვიდნენ და გამაკრიტიკონ თუ ბიჭები არიან! ქართველ ხალხს ვთხოვ, ჭკუას მოუხმონ და არჩევანი გააკეთონ ისე, როგორც ჩვენს სამშობლოს გამოადგება.
-
რობერტ სტურუამ მოსკოვის თეატრ “Et Cetera”-ში მოწვეული მთავარი რეჟისორის სტატუსით მუშაობა დაიწყო. “მოსკოვში ვარ, თეატრ “Et Cetera”-ს მოწვეული მთავარი რეჟისორი გახლავართ. არ დამიწყოთ კამათი. მეც ადამიანი ვარ, მეც მჭირდება ხელფასი, ოჯახი რომ ვარჩინო. ნოემბერში კი ლონდონში მივემგზავრები – დადგმაზე უნდა მოვილაპარაკოთ”-ამბობს რობერტ სტურუა FACEBOOK-ზე, საკუთარ გვერდზე. რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანების შედეგად გაათავისუფლეს. ნიკა რურუას განცხადებით, სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მის მიერ გამოთქმული “ეთნიკური მეტაფორების” გამო გათავისუფლდა. “სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელსაც სტურუა იყებენდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს”, – განაცხადა რურუამ.
-
აფხაზეთსა და ცხინვალს შორის ურთიერთობა დაიძაბა
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა დიდი სიამოვნებით მარა ჯერ არ გიჭერენ ალბათ მოვა ეგ დღეც ნუ მაგიდის ქვეშიდან თუ გამოძვრები პატივისცემა უნდა დაიმსახურო და პასუხად მიიღო ჯერ მე მცეს პატივი და მერე მე ვცემ პატივს იქნება შეურაწყოფა იქნება პასუხიც -
აფხაზეთსა და ცხინვალს შორის ურთიერთობა დაიძაბა
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ეჰ რა ეშველება ამ ქვეყანას შენნაირი პოხუისტების ხელში რამდენი შენნაირი პოხუისტი მინახია ციხეში საშხაპეში გალეწილი ნაცემი ძლივს რო ხროტინებს და კედლის კუთხისკენ მიხოხავს მერე კიდე 7 ნოემბერს და მერე კიდე უთუბის ვიდეოებში 25 მაისს (არ მიმიღია მონაწილეობა თბილისში არ ვიყავი) არ გინდა რა ეს ვირტუალური "მაგარი ბიჭობა" თუ რამის თავი გაქვს ან გქონდა რეალში აასრულე ან აგესრულებინა აქ კიდე ვირტუალური სამყაროა და "ძალის მოძალება" სხვანაირად აღიქმება დიეზებით გინება არ არის "მაგარი ბიჭობა" და "პოხუისტობა" თუ რამის თავი გაქვს გარეთ ქუჩაში ან ომში ან აქციაზე რავი სადაც ძალაა საჭირო და პოხუისტობა იქ გამოხატე რა აქ კიდე შენი პოხუისტობის არც მე და არც არავის არ ეშინია რაც გინდა ის გიქნია აქ თავი გამანებე -
ატლანტიკური საბჭოს სამუშაო ჯგუფი საქართველოზე, რომლის თანათავმჯდომარეები ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ლინდსი გრეჰემი არიან, ანგარიშს აქვეყნებს სახელწოდებით `საქართველო დასავლეთში - პოლიტიკური საგზაო რუკა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისაკენ~. ანგარიში აფასებს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკას საქართველოს მიმართ და რეკომენდაციებს აწვდის აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ საქართველოს დემოკრატიზაციასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ანგარიშში ნათქვამია, რომ 90-იან წლებში უმეტესობა სკეპტიკურად უყურებდა იმ მოსაზრებას, რომ ბალტიის სახელმწიფოები ნატოსა და ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ. თუმცა, თავად ამ ქვეყნების მცდელობებმა და სიცხადემ დასავლეთის პოლიტიკაში (განსაკუთრებით აშშ-ის) ეს, ერთი შეხედვით, რადიკალური იდეა, ბუნებრივ შედეგად აქცია. დასავლეთის მხარდაჭერა გახდა სტიმული მტკივნეული რეფორმებისთვის, ხოლო რუსეთის წინააღმდეგობა განეიტრალდა. ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც თან ახლავს ოკუპანტი რუსეთის შიდა ზეწოლა და ქვეყნის დესტაბილიზების მცდელობები, საქართველოს მნიშვნელოვანი ტესტის წინაშე აყენებს. ერთი მხრივ, მან უნდა გააგრძელოს დემოკრატიზაცია. მეორე მხრივ კი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა გააორმაგონ საქართველოს მხარდაჭერის მცდელობები, მათ შორის 2012 წლის მაისის ნატოს სამიტზე, რომელიც ჩიკაგოში გაიმართება. ანგარიში მთელ რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს დასავლეთს, ნატოსა და ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვის სტიმულირებისთვის . მათ შორისაა: გააგრძელონ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა, გახადონ რუსეთი პასუხისმგებელი საქართველოს ოკუპაციაზე და დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. აქ ერთ-ერთი შეთავაზებაა ნეიტრალური საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების განთავსება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეკომენდაციებს შორისაა საქართველოს მხარდაჭერაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.
-
აფხაზეთსა და ცხინვალს შორის ურთიერთობა დაიძაბა
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
dire #### არ გადამიღუნოს იმან ვისაც ჩემი წყნარი ცხოვრების დამთავრება უნდა -
აფხაზეთსა და ცხინვალს შორის ურთიერთობა დაიძაბა
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
dire დღეს წერას ყავხარ ატანილი და რო გაგინებ ისე რო ვერარ ჩამოგრეცხონ მერე გაიგებ რაც გჭირს დასაწუნი სანამ დროა თავი გამანებე და სხვა მოძებნე სამიზნედ შენ ხასიათზე არ ვარ -
ქრისტიან-დემოკრატები მსტოვრების ინსტიტუტის შემოღებაზე ალაპარაკდნენ. პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ~საგადასახადო კოდექსში~ ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვისას "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეხვაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას აღნიშნული ცვლილებით მსტოვრების ინსტიტუტი შემოაქვს, რომლებიც მიმაგრებულები იქნებიან ორგანიზაციებში და შეეძლებათ ჩაერიონ მენეჯმენტში. ვეფხვაძე დარწმუნებულია, ამ ცვლილებით დისკომფორტი შეექმნება იმ მედიასაც, რომელიც ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მისი თქმით, ხელისუფლება აუცილებლად მიამაგრებს ასეთ აგენტებს მედიას როგორც ტელევიზიებს, ისე პრესას. კანონპროექტის განხილვა დღეს პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით მოხდა. "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებებით, საგადასახადო ორგანოს შესაძლებლობა ენიჭება, უფლებამოსილი პირი ან პირთა ჯგუფი გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილას მიამაგროს და საგადასახდო მონიტორინგი ასე განახორციელოს.
-
აფხაზეთსა და ცხინვალს შორის ურთიერთობა დაიძაბა
FRIDRIX replied to FRIDRIX's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
აი რატომ არ მევასება ალასანია, რესპუბლიკელები და ია ანტაძეები მოვლენების იდეალური განვითარება ბაი დირე მე ვიცი როგორ გავაგდოთ სააკაშვილი ეს ხო არის ინტელექტით კლდეების ნგრევა -
http://s017.radikal.ru/i438/1110/35/f6af1ced3a08.jpg მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნა. პრეზიდენტი პირადად გაეცნო ყველა იმ ტექნოლოგიურ სიახლეს და პროცესს, რომელიც საშუალებას იძლევა ახალ ტექნოლოგიურ ცენტრში ადგილზევე მოხდეს სამშენებლო სფეროსთვის საჭირო მასალების სიმყარისა და მდგრადობის გამოცდა. ლაბორატორიაში ასევე შესაძლებელია სამეცნიერო-კვლევითი და სამეურნეო სამუშაოების ჩატარება, სამშენებლო ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. ახალი ცენტრის საშუალებით უცხოელი ექსპერტების მოწვევის და ექსპერტიზაზე მასალის უცხოეთში გაგზავნის აუცილებლობა აღარ იარსებებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ახალი ინოვაციები, კარგად აღჭურვილი ტექნოლოგიური ცენტრი და კვალიფიციური სპეციალისტები ქვეყნის განვითარებისა და დასაქმების მეტ შანსს იძლევა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს სამშენებლო სფეროში დიდი პოტენცია აქვს, ჰყავს კადრები, რომლებსაც საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლიათ. მისივე თქმით, დღეს უკვე ტექნიკურ სფეროში განათლების მიღება მომგებიანი გახდა, შესაბამისად, აბიტურიენტთა დიდმა ნაწილმა ჰუმანიტარული მეცნიერებების შესწავლას, ტექნიკური სფეროს ათვისება ამჯობინა. „ეკონომიკის და მშენებლობის პროგრესთან ერთად არსებობს განვითარების ორი გზა. პირველი, როდესაც ბევრი ნავთობი და გაზი გაქვს და შეგიძლია არაფერი არ გააკეთო. მაგალითად, შემოვლენ ჩინელები, თურქები, გერმანელები და ყველაფერს ისინი აგიშენებენ. მეორე გზაა, როდესაც არაფერი არ გაქვს, თავადვე უნდა ისწავლო, გამოიგონო და იქით აუშენო სხვას. სწორედ ეს მეორე მიმართულებაა ჩვენი განვითარების გზა, რადგან პირველი გზა საბოლოოდ ეროვნული განვითარების შეჩერებას იწვევს. სწორედ ამიტომ ვერ შექმნა რუსეთმა, ახალი ტექნოლოგიური ცენტრი, რადგან ზის ნავთობის ნემსზე და კორუფციაზე. ყველაფერი კი ერთ მუჭა ხალხს აქვს დანაწილებული. ჩვენ კი ყველა ნიჭიერი ადამიანის წინსვლით შევქმნით ახალ ტექნოლოგიებს, ახალ ტექნოლოგიურ ცენტრებს და განვავითარებთ ჩვენსავე ქვეყანას", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მსგავსი ტექნოლოგიური ცენტრები და ლაბორატორიები იძლევა საშუალებას, რომ ეს მასალები სხვადასხვა ინფრასტრუქტურების მშენებლობისთვის გამოვიყენოთ. პრეზიდენტის ინიციატივით, სწორედ ამ ცენტრში დამზადებული მასალა იქნება გამოყენებული ანაკლიაში ახალი ცენტრის მშენებლობისას. ლაბორატორიის გახსნას ლიტვის ტექნიკური ინსტიტუტის რექტორიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური პროგრესის თვალსაზრისით, საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალზე დიდი წინსვლა შეიმჩნევა: „საქართველოში ერთი წლის წინათ ვიყავი და მას შემდეგ გასაოცარი პროგრესი იგრძნობა. სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ, ვინაიდან ტექნოლოგიური თვალსაზრისით, თქვენი ქვეყანა ჩვენ ქვეყანაზე გაცილებით წინ არის".-აღნიშნა რომანს ჟივენჩუსმა. ტექნოლოგიური ცენტრის გახსნას ასევე ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი.
-
საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ორ რეგიონს შორის, რომლებიც საკუთარ თავს "დამუკიდებელ სახელმწიფოებად" მიიჩნევენ მდგომარეობა დაიძაბა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიმე დღის წინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ეროვნებით აფხაზი დენის ცარგუში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დააპატიმრეს მსოფლიო თასის მფლობელი სოსლან გაგლოევი და ევროპის ჩემპიონი სოსლან კცოევი. სახელოვანი სპორტმენების დაკავების მიზეზი კი მხოლოდ ის იყო, რომ მათ - ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის მთავარი მოწინააღმდეგის, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბოლატ თედეევის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. მართალია, დაკავებულები მალევე გაათავისუფლეს, მაგრამ აფხაზეთის ჩარევის გარეშე ამის განხორციელება მოკლე ვადაში ვერ მოხერხდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სპორტსმენების გათავისუფლება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის პირადი მყისიერი ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი. მეორე ვერსიით, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში, ალექსნადრე ანქვაბის გარემოცვის მაღალჩინოსანმა წევრმა დარეკა. საქმე იმაშია, რომ დენის ცარგუში - პირველი აფხაზია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა ამიტომაც აფხაზი ხალხისათვის იგი ეროვნულ სიამაყეს წარმოადგენს. ამიტომაც ცარგუშისადმი არასათანადო დამოკიდებულების შესახებ ამბავი მყისიერად ცნობილი გახდა აფხაზეთში სადაც ცარგუშს ყველა უკიდურესად პატიოსან და კანონმორჩილ ადამიანად იცნობს. ამიტომაც სოხუმიდან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ ედუარდ კოკოითს უთხრეს, რომ ეს უკიდურესად აღმაშფოთებელი შემთხვევა და მოძმე აფხაზი ხალხის მიმართ არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლენაა, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ინფორმირებული წყარო ასევე იუწყება, რომ ედუარდ კოკოითს უთხრეს, რომ ცარგუში დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, თან ბოდიშის მოხდით, და რომ აფხაზეთს შეუძლია არა მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი აფხაზეთში არასასურველ პერსონად გამოაცხადოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი კი აფხაზეთში არც მეტი და არც ნაკლები ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ძმა რობერტ კოკოითია) არამედ ორ ე.წ. ქვეყანას შორის ურთიერთობა გაწყვიტოს. "ამ სიტყვებმა გამომოაფხიზლებელი გავლენა იქონიეს გამძვინვარებულ მმართველზე, რომელმაც თავი პატარა ნაპოლეონად წარმოიდგინა. ედუარდ კოკოითი იმავე დღეს იძულებული გახდა სპორტსმენები გაეთავისუფლებინა, თუმცა ამით ცარგუშთან დაკავშირებული ამბავი არ ამოწურულა. არსებული ინფორმაციით, ამჟამად სოხუმის სპორტულ საზოგადოებასა და ინტელიგენციაში აქტიურად განიხილება საკითხი, რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მიმარონ თხოვნით ჩამოერთვას ედუარდ კოკოითსა და მის ძმას შავი ზღვის პირას შეძენილი აგარაკი და აფხაზეთში არსებული სხვა უძრავი ქონება", _ ნათქვამია სტატიაში.
-
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი მიიღო. მთავრობის თავმჯდომარემ მათთან აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებსა და მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობაში ვიზიტამდე ევროსაბჭოს დელეგაციიის წევრები საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ.
-
"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს, თუმცა ახლა ამის რეალურ წინაპირობას ვერ ხედავს "არ გამოვრიცვხავ რომ ხელისუფლებამ არჩევნები ადრეულ გაზაფხულზე ჩაატაროს და არა შემოდგომაზე, რათა ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოასწროს პარტიული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე როგორი იქნება ხელისუფლების რეიტინგი და ამისთვის ხელისუფლება პარტიულ კვლევებს დაელოდება", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენ-ს ლევან ვეფხვაძემ. "ვადამდელი არჩევნების ეშინოდეს იმას ვისაც რეიტინგი არ აქვს" - იხუმრა ლევან ვეფხვაძემ. შგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" ლილდერმა ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. "სააკაშვილმა კარგად იცის, რომ მარტის დასაწყისში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, 2012 წლის შემოდგომაზე კი აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრებული არ იქნება. თუმცა, რუსეთში პუტინი რომ გახდება პრეზიდენტი, ეს ცალსახაა, ისევე, როგორც ის, რომ არჩევნებში სააკაშვილს სერიოზული კრახი ემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი უახლოეს თვეებში დანიშნავს არჩევნებს. ჩვენ მივდივართ არჩევნებში. ჩვენ უახლოეს თვეებში შევძლებთ იმაზე მეტად გავაძლიეროთ ქართული პარტია, ვიდრე აქამდე იყო",- აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა
-
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი აცხადებს, რომ NDI-ის კვლევების მიხედვით, ამომრჩევლის აბსოლიტური უმრავლესობა იმ რეფორმებს უჭერს მხარს, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ჯურნალისტებთან საუბარში გაბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებისთვის უმთავრეს პრობლემად ჯერ კიდევ რჩება სამუშაო ადგილები და სოციალური პრობლემები. ~ჩვენი ამომრჩევლის აბსოლიტური უმრავლესობა მხარს უჭერს იმ რეფორმებს, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და თვლის, რომ ეს რეფორმები მნიშვნელოვანია და ქვეყანა სწორ გზაზე დგას. ჩვენ, პარტიული რეიტინგი მაღალი გვაქვს, 50%-ზე მეტი. ეს ყველაფერი ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, ჩვენ გვაქვს ექსკუზიური პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეებისა და ამომრჩევლის წინაშე, რომ მათი პრობლემები მოვაგვაროთ", - აღნიშნა გოკა გაბაშვილმა NDI-ის კვლევების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული რეიტინგი 52 პროცენტია.
-
რამაზ საყვარელიძე: ივანიშვილის მიერ ჩემს მიმართ გაკეთებული განცხადებაზე მსჯელობა არ ღირს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებული განცხადებები მსჯელობად არ ღირს. "ეს მაგის ნებაა. ადამიანს შეფასებაში ვერ შეეკამათები. ჩემს მიმართ განცხადება ჩემის აზრით არ არის იმდენად სერიოზული, რომ ამაზე მსჯელობა ღირდეს. საერთოდ, ამ ორი განცხადების ფონზე მე მრჩება შთაბეჭდილება , რომ არ არის კარგად მომზადებული ის ნაბიჯი, რასაც პოლიტიკაში მოსვლა ჰქვია. სურვილი გასაგებია და არგუმენტაცია ცნობილი არის რომ არსებობს, რატომ უნდა პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ რამდენად არის მომზადებული მისი თითოუელი განცხადება, რა ფუნქციას ემსახურება, რა უნდა გამოავლინოს. დღევანდელი განცხადებითაც კითხვები მხოლოდ მოემატა ივანიშვილის თემას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რამაზ საყვარელიძემ. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსასვლელად, პოლიტიკური ბრძოლის მოგებაა საჭირო. "დღევანდელი დღიდან გამომდინარე არ ვამბობ, გუშინაც ვთქვი ჟურნალისტებთან, რომ ყველაფერი გააჩნია პოლიტიკური ბრძოლის უნარს. დაჟინება, ფინანსური რესურსი, ადამიანთა კეთილგანწყობის მოპოვება, საკმაოდ მნიშვნელოვანი ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილსაც. ღმერთმა დაიფაროს მისი ბედისგან ივანიშვილი. მაგრამ, იქამდე სანამ ის ტრაგედია მოხდებოდა, პატარკაციშვილმა პოლიტიკური ბრძოლა წააგო. წააგო იმის გამო, რომ ალღო ვერ აუღო ამ ბრძოლას. თუკი პოლიტიკური ბრძოლა არ იქნა სწორად შეფასებული და გააზრებული, ის დანარჩენი რესურსები შეიძლება აღმოჩნდეს უშედეგო. ამიტომ პოლიტიკურ მხარეს მისი პოლიტიკაში შემოსვლისას ექნება გადამწყვეტი მხარე, იმისთვის, რომ თავისი დანაპირები შეასრულოს", - განაცხადა საყვარელიძემ. შგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ რამაზ საყვარელიძე, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს. "ნაკლები საფრთხის შემცველია, ვთქვათ, სოსო ცინცაძის პრიმიტიული და აბდაუბდა მოსაზრებები, რომლებსაც შეგიძლია, ყურადღებაც კი არ მიაქციო, იმდენად სუსტი და ცალმხრივია მისი მსჯელობა, მაგრამ როცა ისეთი გონიერი და ანალიტიკური ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, როგორიც რამაზ საყვარელიძეა, ზოგჯერ ორმაგი სტანდარტებით თამაშისკენ მიდრეკილებას ამჟღავნებს, ეს უკვე საგანგაშოა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. ციკლიდან "შეტენვების სერია გრძელდება მორიგი "რიგითი ქართველი" კალაძე კახი" ახა კალაძე: ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით "ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერა დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი", _ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის მიერ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მის ოფიციალურ "Facebook Fan" გვერდზე გამოქვეყნდა. "ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, როგორც თქვენმა თანამემამულემ საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმძიმეს დროს გამეკეთებინა განცხადება, მართალია სპორტსმენი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არ ვეკუთვნი არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გაერთიანებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავაფიქსირო ჩემი აზრი და არ გამოვხატო ჩემი შეხედულება,მითუმეტეს როდესაც საქმე ეხება ჩემს სამშობლოს, რომელიც გზაგასაყარზე დგას, დანაწილებულ-დაქუცმაცებული, გავერანებული და გაპარტახებული", _ ნათქვამია კალაძის განცხადებაში. მისივე თქმით, "სულის შემძვრელია, როდესაც საქართველოს ქალაქების ქუჩებში უყურებ დანაღვლიანებულ-დამწუხრებულ სახეებს,საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს ღიმილი, სიცილი,ბედნიერების შეგრძნება. ადამიანებს დამამცირებლად წაგლიჯეს შრომის, განათლების და კერძო საკუთრების უფლებები. ციხე-კოლონიები სავსეა პატიმრებით, რომელთა გარკვეული კონტიგენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ მმართველი რეჟიმის ზოგიერთ წარმომადგენელს ასე სურს. ყოველივე ეს ერთ დღეში არ წაურთმევიათ, ადამიანთა ერთმა ჯგუფმა უკვე წლებია რაც გადაწყვიტა ხელოვნურად შეექმნათ ქართველთა ახალი სახე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება კარგი გაგებით ტრადიციული ქართველისაგან და საქართველოს მოქალაქისაგან. გათელილი და დაკნინებულია თითქმის ყველა ტრადიციული დღესასწაული თუ საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანი, ხოლო მათი ჩანაცვლება კი ხდება ერთსახოვანი, ყალბი გმირებით და თითიდან გამოწოვილი, ილუზიური დღესასწაულებით, შენდება ერთჯერადი „პოტიომკინის" სოფლები და ქალაქები", _ აცხადებს კალაძე და აღნიშმნავს, რომ მისი ეს განცხადება პოლიტიკური განცხადება არ არის. "არა ვარ პოლიტიკოსი, ეს არის მოქალაქეობრივი ვალი და თვალთახედვა რაც მე გამაჩნია ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე. თვალი არასოდეს დამიხუჭავს სიმართლისათვის და სათქმელი ყოველთვის ხმამაღლა მითქვამს, მართალია ჩვენს მოქალაქეებს იძულებით, შიშითა და შანტაჟით ყველაფერი წაართვეს რის წართმევაც შეეძლოთ, მაგრამ ვერ წაგვართვეს ღირსება! ეს არ არის შაბლონური და ტრაფარეტული ფრაზები, ყელში სისხლი მაწვება, როდესაც სამშობლო ასეთ გასაჭირშია და შველას ითხოვს", _ აცხადებს კალაძე და ყველას, განსაკუთრებით კი თანატოლებს, ახალგაზრდობას, სტუდენტებს მიმართავს. "მეგობრებო, როდესაც ასეთ მძიმე წუთებია ერისათვის,მამულისათვის,სარწმუნოებისათვის- გავაღვიძოთ ჩვენში წინაპართა სისხლი, ხმამაღლა და ერთად გამოვთქვათ საყოველთაო პროტესტი ადამიანთა ჩაგვრისა და დამამცირებელ სიტუაციაში ჩაყენებისათვის. ახალგაზრდობა დიდი ძალა ვართ, გვერდით დავუდგეთ ჩვენს მშობლებს და ერთად ბევრს მივაღწევთ. წავიკითხე ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, პირადად არ ვიცნობ ბატონ ბიძინას, მაგრამ აღნიშნულ წერილში არის ისეთი ფრაზები, რომელმაც არ შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დააფიქროს. მთელ რიგ საკითხებში ჩვენი ხედვა სამშობლოს აწმყოსა და მომავალზე ერთნაირია. ბატონო ბიძინა, მიიღეთ ჩემი მეგობრულად გამოწვდილი ხელი და როგორც ერთი რიგითი ქართველი მიგულეთ თქვენს გვერდით. მჯერავს დღეს ერთი ვარ, მაგრამ ხვალ უკვე ათასობით თქვენს გვერდით მყოფი იქნება, ზეგ კიდევ მეტი... ღმერთმა დაიცვას და გააბრწყინოს სრულიად საქართველო", _ ნათქვამია კახა კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
დეკანოზი შიო გოცირიძე: "ურწმუნო ადამიანი ფსიქიურად შეშლილია, ეკლესიას კი ის მწყობრში მოყავს. მეცნიერულად დამტკიცებულია რომ ეკლესიის ზარების ხმა ბაქტერიებს კლავს. ცდებით მტკიცდება, რომ თუ ადამიანს წნევა აუწევს და მას "მამაო ჩვენოს" წააკითხებ ხუთ წუთში გამოჯანმრთელდება. სახარებაში წინადადებები დალაგებულად წერია - ეს უნიკალურია და ამშვიდებს ადამიანის ნერვულ სისტემას" - მდააააა, და რომელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს ხომ ვერ გვეტყვის იმასაც? მამა შიო: ბაქტერიების მკვლელობა
-
"იყო ორი ნინა. ერთი მოკვდა, მაგრამ არ გაიხრწნა, რადგან წინათ ინფორმაციის და ცივილიზაციის ნაკლობობის გამო, ცხედრები არ იხრწნებოდნენ. ღმერთმა უთხრა ამ ნინას: შემეშალა, მეორე ნინა უნდა მომეკლა, შენ დაბრუბდი და კომუნისტებს დაურხიე მათი ათეიზმის და დარვინიზმის გამო. აღდგა მკვდრეთით ეს ნინა და ერთი კაი დედალი და შავი ღვინო მოითხოვა. მეორე ნინა კი ვენახში მოკვდა." "გველი წინათ ლამაზი და ფაფუკი იყო და ხეზე ცხოვრობდა" როგორია სასუფეველი
-
ჩუ არა კიდე "სკოჩს" გადავიკრავ პირზე ბნელი მამაოების კომპრომატები დაიდება და ყველა ნახავს თქვენც დადეთ კაცის კვლის და წამების კომპრომატები და მერე იმასაც ნახავენ ან ჩვენ გავჩუმდებით გირგვლიანის ხევში გადავარდნილი დაკაწრული ფოტო არ მიიღება სხვა რამე დადე ან ვინ გაჩუმდა თქვენმა ვარსკვლავმა გამყრელიზემ ხო მოაწყო აქციები მაგრამ შედეგი რა არის არც არაფერი პირიქით აქეთ შეიწყალეს მის საქმეში ბრალდებულები ამიტომ ვის "ჩუ" და ვინ არის გაჩუმებული ეტყობა თუ რამის თქმა გინდა კიდე ადრესატის ნიკიც უდნა დააკოპირო ხოლო თუ ზოგადად საუბრობ სხვა თემა გახსენი ბოკერიაზე და გირგვლიანის მკვლელობაზე ბნელი მამაოების თემაში ამაზე ვერ ვისაუბრებთ