Jump to content
Planeta.Ge

georgekh13

პლანეტელი
  • პოსტები

    2.731
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი georgekh13

  1. მთლიანად კანონი რა თქმა უნდა არ წამიკითხია, მაგრამ "მოქალაქის გაჩერება და ზედაპირული დათვალიერება" რატომ არის ასე კატასტროფა? გამაჩერეს აქ, გადმომიყვანეს მანქანიდან, გამჩხრიკეს კიდეც და რომ ნახეს საბუთები გაგვიშვეს... ტიპი მახლდა საქართველოდან ახალი ჩამოსული, "ფეის კონტროლი" ვერ გაიარა, შავი სათვალეები და რამე კი გავბრაზდი, მაგრამ პოლიციის სამუშაო ესაა... და ყველაფერი რა თქმა უნდა, კორექტულად მოხდა, თუმცა ეტყობოდათ, რომ პატარა შელაპარაკება და კორექტულობა შეიძლება დარღვეულიყო (ალბათ ბორკილებს დაგვადებდნენ)... ვინც მე მახლდა, იმ ტიპს ერთი პოლიციელი პისტოლეტით გამზადებული უკნიდან ადგა და ხელი ჰქონდა ამობრუნებული... მოკლედ, რა თქმა უნდა არ არის პოლიციასთან შეხვედრა სასიამოვნო, მაგრამ თუ არაფერი დაგიშავებია და გარანტია გაქვს, რომ არაფერს "შეგტენიან", მაშინ პაწა უსიამოვნებას ქე უნდა გავუძლოთ...
  2. მართალია... აქ საუბარია იმათზე ვინც ჯაშუშობდა, რამეს რომ გაიგონებდა შენგან და გარბოდა და დანოსებს წერდა... და ასეთი ხალხი ბევრია ჩვენ გვერდში... და კიდევ, გაითვალისწინეთ, რომ ყოფილი KGB-ს აგენტი არ არსებობს... ისინი სიცოცხლის ბოლომდე მათი აგენტები არიან და როცა უნდათ, და როგორც უნდათ ისე გამოიყენებენ...
  3. მეტი ორიგინალური რაღა გინდა... იარაღით დავკარგეთ და დროშების ფრიალით გვინდა დავიბრუნოთ...
  4. მაი რო კომპია, ისე დოუმშვენდა მიშიკოს თავი...
  5. ყველა ქართველი ვინც არ შემოუერთდება ამ ანტისაოკუპაციო, განმანთავისუფლებელი ხსიათის ინიციატივას, ვინც ფიზიკურ მონაწილეობას არ მიღებს 2011 წლის 25 თებერვლის პლანეტარულ აქციაში თავს დააყენებს საქართველოს ეროვნული ინტერესეის გარეთ, ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საზიანოდ ! ვისაც ექიმის ცნობა ექნება, რომ ავად იყო, მაინც საქართველოს ინტერესების გარეთ დარჩება?
  6. არ იქნება მთლად დამწვარი და ამიტომ არ იღებს არცერთი პარლამენტი ლუსტრაციის კანონს... მე მგონია, რომ ეს ორი საკითხი დაკავშირებულია... არ შეიძლება სარეველა ნაწილობრივ მოთხარო...
  7. ლუსტრაციის კანონის მიღების გარეშე საქართველო წინ ვერ წავა... შეიძლება არც ამ კანონის მიღებამ გვიშველოს, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო... ედიკას პერიოდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა გახდა აგენტი რუსეთის სპეცსამსახურებისა... ედიკა ამბობდა თურმე, კომუნისტების დროს არ იყო ამდენი ჯაშუშიო... გაჭირვება იყო მაშინ, ხალხს ფული უჭირდა და ადვილად არის ასეთ დროს დავერბოვკება შესაძლებელი... მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მიიღებენ ამ კანონს არც უკრაინაში და არც ჩვენთან... იმიტომ რომ ვინც უნდა მიიღოს, სწორედ მათ ეშინიათ ამ კანონის... ასე რომ დაიწყნარეთ ნევრები... გახდება იარაღი, მაგრამ სხვა გზა არ არის... საბუთებს ვერ გააყალბებენ კომუნისტებისდროინდელს... თუ შერჩევით გამოაქვეყნებენ, მაინც ხეირია... დავუშვათ და ოპოზიციონერებს გამოუქვეყნეს და თავიანთი დამალეს ნაციკებმა... მე მაინც თანახმა ვარ... რადგან ის უფრო მაინტერესებს ოპოზიციაში ვინ არის მტრის აგენტი, თორემ ნაციკები რაც არიან ყველამ ვიცით...
  8. ჩემი აზრით აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება... არ არის მართალი, თითქოს KGB-ს აგენტები ახლა ისეთ ასაკში არიან, რომ სახელმწიფოს მმართველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ... რამდენი პრეზიდენტი და პარლამენტი შევიცვალეთ და არცერთ მათგანს არ მიუღია ეს კანონი. რატომ? იმიტომ რომ უამრავი ადამიანია მათ შორის, ვინც KGB-ს დამსმენი იყო და ახლა ხელისუფლებაშია... არ გაინტერესებთ, ვინ არიან ეს ხალხი? გერმანიაში ოჯახები გაიყო და დაიშალა, მეგობრები ერთმანეთს ჯაშუშობდნენ... არ გაინტერესებთ, ვინ არის ის ვინც ჯაშუშობს თქვენს გარემოცვაში და ჯაშუშობდა და ახლა დიდი პატრიოტია... და ასეთები რომ არიან, დამერწმუნეთ.. ამაზე თუნდაც რუსეთის კარგად ჩატარებული სპეცოპერაცია მიუთითებს... 2008 წლის აგვისტოს ომი მაქვს მხედველობაში...
  9. არ ვიცი სკოლაში მანდატურები რას აკეთებენ, მაგრამ ამასწინათ რუსულ რადიოს ვუსმენდი და იქ თქვეს, რუსეთში სკოლაში კარებში მილიციელი დგას და მშობელიც კი ვერ შევა შენობაშიო... ეს, მე როგორც მივხვდი, ტერორისტული აქტის ეშინიათ... არ მგონია, რომ ის მილიციელი ბავშვებს დასდევდეს... მილიციელი შეიძლება იყოს სკოლაში, მივიდეს, შეამოწმოს რა ხდება, თუნდაც კარებში იდგეს, რომ ვინმე ქუჩიდან არ შევიდეს შემობაში, მაგრამ მას ბავშვებთან საერთო არ უნდა ჰქონდეს...
  10. რა ვიცი, მე არ მომეწონა ამერიკა... ევროპა მირჩევნია... შეიძლება ვცდები, მაგრამ ევროპა უფრო სოციალურად ძლიერია, უფრო დაცულად გრძნობ თავს...
  11. ნაციკები რაც არიან ვიცით, მაგრამ თქვენ გული რატომ დაგეწვათ ვიღაც "ავტორიტეტის" დაჭრაზე... რა ვქნათ ახლა ვიტიროთ ვიღაც კრიმინალი თუ მოკლეს ან დაჭრეს? რა თქმა უნდა ადამიანის გაჭირვებაზე სიცილი არ შეიძლება, მაგრამ ვიცით ვინ არის "დედ ხასანი"? რამდენი ადამიანი ყავს ალბათ გაუბედურებული და მოკლული, ვინ იცის... არ მესმის ... ვინმე რომ მოკვდება მეწყინება, ღმერთის გაჩენილები ვართ ყველანი, მაგრამ იმის გამო რომ ნაციკებმა დოღი გამართეს სისხლის დანახვაზე, ხომ არ შეიძლება რომ ჩვენ ტირილით თვალები დავისიოთ... პს. ყველა "ქურდი", ე.წ. კანონიერი ქურდი, KGB-ს მფარველობის ქვეშ იყო და რომ არ სჭირდებათ, იშორებენ ნელ-ნელა... ესაა და ეს... ეგ რას ნიშნავს? რომ ენახათ მოიხიბლებოდნენ?
  12. ჯარი როგორ აგვიშენა, კი გამოჩნდა... სამ დღეში დაიშალა პაჭიკოს გარმონივით... ამერიკელები არ იყვნენ ინსტრუქტორები და როგორი ოფიცრებიც გამოზარდეს კი გამოჩნდა... კი, ამერიკაა ძირითადად დამნაშავე როცა მიშას და მის ნაციონალებს აფინანსებს და უჭერს მხარს... კონდოლიზა რაისი არ იყო 7 ნოემბრის მერე ჩამოსული და გადამდგარ მიშიკოს გაყალბებული არჩევნები რომ დაუკანონა? ხომ ყალბდება არჩევნები საქართველოში? რატომ უკანონებენ ამერიკელები? იმიტომ რომ ამერიკა მოქმედებს პრინციპით: "სუკინ სინ, ნო ნაშ სუკინ სინ"... რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ დამნაშავე... ვართ და ძალიან მაგრადაც... უბრალოდ ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს ანტიქართულ ნანიონალურ მოძრაობას, როგორც ამერიკის, ასევე რუსების სახით და როგორ გინდა ებრძოლო...
  13. და ქართველი ხალხი კი ბოლდება... ამასწინათ, ერთი ლტოლვილი იძახოდა, ხელი მომტყდეს, თუ კიდევ მივცე ხმა ნაციონალებსო, გარეთ რომ ყრიდნენ ქუჩაში... ჯერ ერთი, კაცი რომ ნაციონალებს მისცემს ხმას, მეტის ღირსიცაა და როგორ გგონია, ის, ვინც ამას იძახოდა, არ დაბოლდება კიდევ ერთხელ? ჩემი აზრით კი დაბოლდება, თანაც დიდი სიხარულით...
  14. მეტი რა უნდა გვიქნას? ატომურ ბომბს თუ გვესვრის, მალე დავისვენებთ მაინც და მიშას და ნაციკების საჯიჯგნი მაინც არ იქნება საქართველო... მესმის მე შენი... შენ გგონია, რომ რასაც მივაღწიეთ, ეს ამერიკელების დახმარებითაა... მართალი ხარ ამაში, მაგრამ შენ ალბათ ფიქრობ, რომ ამერიკელებმა კარგი ქვეყანა აგვაშენებინეს... მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ნაციკების მხარდაჭერით დემოკრატია ჩაკლეს, რუსებს დაგვაჯახეს და ომის დროს მიგვატოვეს... დაგვტოვეს რუსებთან პირისპირ... არ იცოდა ამერიკამ მიშა რაც იყო და ვინც იყო? ძალიანაც კარგად იცოდა, მაგრამ სწორედ ასეთი კაცი სჭირდებოდა, რომელიც უკან არაფერზე დაიხევდა და რუსებს დაეჯახებოდა, რაც სხვათაშორის აწყობდა ორივე მხარეს, ამერიკასაც და რუსეთსაც... ორივემ გაისწორა თავისი... ამერიკამ დაინახა რა ქაქიც არის რუსეთის არმია, ეს რუსებმაც დაინახეს (ახლა დიდი რეორგანიზაციაა რუსეთის არმიაში) და პლუს, კავკასიაში ნატოს ფეხი ამოაკვეთინეს... კითხვა მაქვს... შენი აზრით ამერიკელების შესვლა ერაყში კარგი იყო ერაყელი ხალხისთვის თუ ცუდი?
  15. ყველა წერილი არ წამიკითხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იყო გამოთქმული ჩემნაირი მოსაზრება, გავიმეორებ... ამერიკას სულ ჰკიდია დემოკრატია საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში... იხილეთ, ერაყი... მიანგრ-მოანგრიეს იქაურობა და დაიბანეს ხელი... იხილეთ მიშა... როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვხვდებით, რომ მიშა დემოკრატიას არ აშენებს საქართველოში და ამერიკელები ვერ ხვდებიან? ნამეტანი კარგად ხვდებიან, მაგრამ ჰკიდიათ საქართველო თავისი დემოკრატიით... პრინციპში იმის მტკიცებაც კი შეიძლება, რომ მათ, ამერიკელებმა, მიშას მხარდაჭერით მოკლეს დემოკრატია საქართველოში...
  16. სამწუხაროდ ხალხი დაბოლდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დააბოლებენ... ზოგს იყიდიან, ზოგს შეაშინებენ, ზოგს გააქცევენ ქვეყნიდან და ვინც არც გაიქცევა, არც შეშინდება და არც დაბოლდება, იქნება აბსოლუტური უმცირესობა, რომელიც ვერაფერს ვერ შეცვლის და არც არავინ დაუგდებს ყურს... ამას ჰქვია, რომ დაგვენძრა... ხალხს არა, მაგრამ საზოგადოებას კი... ხალხი ბრბოა, საზოგადოება კი არ არის ბრბო და ბრძოლაც შეუძლია... მაგრამ ჩვენთან საზოგადოება არ არის, ხალხია, ე.ი. ბრბო...
  17. ამერიკა კი, მაგრამ საქართველოში არა... რას მიკეთებს მიშა აბა
  18. რას ჰქვია გამორჩა... უბრალოდ ფული აიღო, აი დაგავორნი თამაშები რომაა ფეხბურთში, ისე...
  19. რომელი პროამერიკული, რომელი ერაყის ჯარი... დაინახავთ მალე, რა მოხდება ერაყში... სხვათაშორის ერაყი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ირანს უპირისპირდებოდა იქ... ახლა ირანი გაჯეჯილდა... რას იზამს ამერიკა, ირანსაც დაარტყამს? ავღანეთი მოსანატრებელი გახდება მალე, ისეთი ამბები დატრიალდება ერაყში... სწორედ ავღანეთი იყო ასაღები... ტონობით ნარკოტიკები გამოდის იქიდან და ტერორისტების ბუდე იყო...
  20. კი, რუსეთის კაცია და ფაქტი სახეზეა: იხ. სამაჩაბლო სად არის და აფხაზეთი... სწორედ რომ ერაყში შესვლა იყო იდიოტიზმი... ამერიკა ვერ აკონტროლებს ერაყს და ახლაც ჯარები გამოყავს. რაც წაგებას ნიშნავს... ერაყში ალქაედა გააგულავეს... შესვლა სწორედ ავღანეთში იყო აზრიანი.
  21. ეგ მე მგონი ძველი ინფოა... მამა მართალია, არ მოსწონს სიძე და რა გინდა...
  22. მე კი ვიცი შავი და თეთრის გარჩევა, მარა რა ხეირი... არც ალასანია გამიღმერთებია არასდროს, და წარმოიდგინეთ, მიშისტიც კი არ ვიყავი არასდროს...
  23. 'მისია' ცოტა ხმამაღალი განცხადებაა... მე უბრალოდ მაინტერესებს რა ხდება საქართველოში და ვაკვირდები სიტუაციას საერთო ფორუმი 'საჭორაო' ადგილია მეტ-ნაკლებად... რამეთუ ჩვენი დისკუსია არაფერს ცვლის ჩვენი ქვეყნისთვის... მიშიკოს სულ ჰკიდია აქ და არა მარტო აქ რა აზრს გამოთქვამენ ქართველები...
  24. პირველ რიგში ხელისუფლების რიგები შეთხელდება საგრძნობლად...
  25. ჩემი აზრით, მიშა არ წავა, ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ წავა... იმიტომ რომ სხვის დავალებას ასრულებს... სვრ-ისას თუ ფსბ-სას, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ... ხომ ხედავთ, ზუსტად ერთი და იგივე სცენარით ვითარდება მოვლენები საქართველოში და რუსეთში... ერთ ლაბორატორიაში დაწერილი სცენარია... მიშა მოვა პრემიერ-მინისტრად, მერე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ, რუსეთი არ დაელაპარაკება, და იქნებიან ასე სიამ-ტკბილობაში... თუ რამე არ მოხდა ისეთი, რომელიც გამოწვევს რუსეთის დანგრევას... მაგრამ ჯერ ასეთი რამე ვერ წარმომიდგენია... პუტინი გრიალებს, ხალხი მოჩმორებულია... იგივეა ჩვენთან... პს. სამწუხაროდ, ზიმბაბვეს ვარიანტი ვითარდება საქართველოში... არც ძალით არ წავა... აჯანყებას არავინ მოგვაწყობინებს... მიშა მაშინვე რუსეთს შემოიყვანს... მე მგონი ჩვენი საქმე 'გაიასნებულია'...
×
×
  • შექმენი...