რამდენი წელია შენ რაც ელოდები? მე ველოდე 10 წელი, არც მაინცდამაინც ნეიტრალური ვიყავი, მაგრამ რომ არაფერი არ შეიცვალა, გავეცალე... ასეა მეგობარო, ელოდები წლები, იბრძვი როგორც შეგიძლია, სულ მინიმუმ აკეთებ იმ საქმეს რაც შეგიძლია და ისევ ნაგავი ტივტივებს სათავეში და ცხოვრება კი მიდის... და ბოლოს გადაწყვეტ, რომ გაცლა სჯობია... ზვიადს, ედიკა მოჰყვა, ედიკას მიშა, მიშას გრიშა მოყვება და არაფერი შეიცვლება... ადამიანს სიცოცხლე კი ერთი აქვს... პს. რა გინდა ამ რეჟიმთან? ისინიც ქართველები არ არიან? რატომ გგონია, რომ მიშას მაგივრად რომ გრიშა მოვიდეს, უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია? მე არ მგონია ასე... საერთო კი გეთანხმები... ოპოზიცია და მთავრობა არაფერ შუაშია... ხალხია შუაში და თავში, რამეთუ ის ოპოზიცია და მთავრობა სწორედ რომ იმ ხალხიდან გამოსულები არიან... რა მასალაც გვაქვს, ის შედეგი მივიღედ...