გეთანხმები, მაგრამ ამერიკაში იბრძოდნენ კორუფციის წინააღმდეგ... ჩვენთან? მეზობელ თემაში ჩინოვნიკების სახლებია ნაჩვენები... პოლიციის შეფის სახლიც არის (თუ ნამდვილად მისია, ეს უკვე არ ვიცი)... რა ფულებით იმხელა სახლი? თევზი თავიდან იწყებს აყროლებას... პს. კარგი წამოწყება, შეიძლება მალევე მოკლა, თუ დაუშვებ ისეთ რამეს, რაც ჩვენ დავუშვით პოლიციაში... ჩემთვის ერთი ადამიანის, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეც კი კმარა, რომ მთელი წამოწყება წყალში გადაიყაროს... რომელი მივა გირგვლიანის ნათესავებთან, ანდა რობაქიძის ნათესავებთან და ეტყვის რომ პოლიცია უდანაშაულოდ არ კლავსო... და რა გარანტიაა, რომ იგივე არ ხდება სხვის მიმართაც... ვთქვათ გაქვს 10 ვაშლი... და იცი რომ ამ 10 ვაშლიდან ერთი მოწამლულია... გაბედავ რომელიმეს შეჭმას? სადაა გარანტია იმისა, რომ ის მოკლული "ბანდიტები", რომლებიც მრავლად დაიღუპა აყვანის დროს გასულ წლებში (მაგალითად, ქუთაისის პოლიციამ რომ ჩაცხრილა სამი ბიჭი და რომ ეჭვია რომ შეეშალათ...), უდანაშაულოები არ იყვნენ როგორც რობაქიძე? ხომ ჰქონდა საქმის გაყალბების მცდელობას რობაქიძის შემთხვევაში? და ვინ დადებს თავს, სხვა შემთხვევებშიც არ იყო გაყალბებები? სატურუნ, ამაშია საქმე, თორემ პოლიცია რომ გაი-ს ჯობია, ამაში გეთანხმები...