უკრაინაში ცნობილი ტოლი ბიზნესმენი, ტოლი პოლიტიკოსი მოკლეს... დიდი ხნის წინ იყო, მე მგონი, კუჩმას დროს... ნუ, გამოძიების ვერსიით, თავი მოიკლაო... მაგრამ გვამს ორი ჭრილობა აღენიშნებოდა თავის არეში... ერთი საფეთქელთან, მეორე ნიკაპთან... როგორ ხსნიდა ახლა გამოძიება ამას... დააპირა თავის მოკვლაო... ნიკაპთან გაისროლა, მაგრამ ტყვია გვერდით გამოვიდა და არ მოკვდაო... დიდი ნებისყოფის ადამიანი იყო, და საკონტროლო საფეთქელში გაისროლაო... ასეა, მონდომება მითხარი შენ, თორემ 2-ჯერ 2 რომ 5-ია, და ხანდახან 7-მდეც კი ადის, ამის დამტკიცებას რა უნდა...