სატურნ, თუ სერიოზულად მეკითხები, მე მგონია, რომ საქართველო დაღუპულია... არ იქნება მხსნელი... დაღუპულია მიშას გამო კი არა, ნაციკების გამო კი არა, იმის გამო რომ "მიშა, და ნაციკობა" გაჩნდა საზოგადოებაში... იმის გამო, რომ საზოგადოებაში მოქმედებს "სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო"... მეგობარი მყავს, პატარა ბიზნესი აქვს, რომ ვეკითხებოდი რა ხდება, როგორ არის საქმე საქართველოში მეთქი, გადასარევადო...რამდენიმე თვის წინ საგადასახადო დაადგა და ნახევარი მილიონი შეაწერეს... ბოლოს ივაჭრეს, ივაჭრეს და 100 ათასზე შეთანხმდენ... ახლა იგინება, იფურთხება... მაინცდამაინც შენ უნდა შეგეხონ, რომ გეტკინოს? ბრმა რატომ უნდა იყო ადამიანი? მაინცდამაინც შენი შვილი უნდა მოკლან, რომ რობაქიძის ანდა გირგვლიანის მშობლების გაიგო? ამის გამოა დაღუპული საქართველო...